Home Blog Page 47

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები გალერია თბილისში თანხის 30% ულიმიტოდ დაიბრუნებენ

თიბისი კონცეპტი, Visa და გალერია თბილისი ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ, საშემოდგომო შეთავაზებას უმზადებს.
8 ოქტომბერს, გალერია თბილისში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით, გადახდილი თანხის 30%-ს, ულიმიტოდ დაიბრუნებთ.
აქციაში მონაწილებას იღებს, შემდეგი ობიექტები:
• KARL LAGERFELD
• KARL KAGERFELD KIDS
• CALZEDONIA
• Pinko
• DKNY
• Wolford
• JYSK
• Scotch and Soda
• The North Face
• MAGELLAN
• TIMBERLAND
• DIESEL
• ლუტეცია
• Miniso
• Yves Rocher
• Lion of Porches
• Mayoral
• Pepe Jeans
• Original Marines
• Superdry
• Patrizia pepe
• Hackett
• Marc O’Polo
• Espacho
• ROMAN
• Women’secret
• Shoes Gallery
• Aw Lab
• Okaidi
• Jakadi
• OVS

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს – https://link.tbc.ge/galleria_cashback

(R)

ცესკოს დაკვეთით საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს

საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და ამ პროცესში შესასწავლი საკითხების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელებით, საარჩევნო ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მის საქმიანობაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი.

შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ეტაპების და აუდიტს დაქვემდებარებული საკითხების შესახებ.

კერძოდ, შესაბამისობის აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად:

პირველ ეტაპზე:

– კომპანია შეისწავლის ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებულ ცვლილებებს შუალედური არჩევნებიდან დღემდე და დაადგენს მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, მიმოიხილავს, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებს საწყის კოდში, წინა პერიოდში განხორციელებული აუდიტის შემდგომ.
– სრულად შესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები. კერძოდ, ზუსტად ასახავს თუ არა ხმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს და ტექნოლოგიურად, პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია თუ არა შეიცვალოს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.
– ასახავს თუ არა აპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარი რეალურ ინფორმაციას, შესაძლებელია თუ არა ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის რაიმე სახით იდენტიფიცირება, დაკავშირებულია თუ არა აპარატი რამე სახით ინტერნეტთან და ასევე, ვერიფიკაციის აპარატთან. ამასთანავე, დაცულია თუ არა აპარატი, რაიმე ზემოქმედებისგან უცხო სახის მოწყობილობით.
– კომპანია კიდევ ერთხელ მოიკვლევს, ჩართულია თუ არა ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში, ასახავს თუ არა ყველა აპარატის მიერ დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია ან ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი ქვითარი რეალურ ინფორმაციას. ისევ შეუძლებელია თუ არა ორმაგი ვერიფიკაცია და არიან თუ არა აპარატები სინქრონიზებული ლოკალური ქსელით. კომპანია ასევე შეისწავლის შესაძლებელია თუ არა ერთი პირის დუბლირება სხვადასხვა უბნებზე.
– დამატებითი შესწავლილის საგანი იქნება ვერიფიკაციის აპარატებში სიების ჩაწერის კომპონენტი. მოიცავს თუ არა მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი სიების ჩაწერის ტექნოლოგიურ საკითხებს, როგორ იქნება შესაბამის უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიანი სია გააქტიურებული ვერიფიკაციის აპარატებში კენჭისყრის დღეს და არის თუ არა კენჭისყრის გახსნისას დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია, მხოლოდ ის მონაცემები რომელსაც ელექტრონული მოწყობილობა ამუშავებს დღის განმავლობაში. ასევე, კენჭისყრის დაწყებიდან/გახსნიდან და ამასთანავე, კენჭისყრის მიმდინარეობისას შესაძლებელია თუ არა უკვე ჩაწერილ სიებში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება.
– სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნება, არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა, თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატიდან, შეუძლებელია თუ არა პლანშეტიდან შედეგების გადმოგზავნა. ასევე, აუდიტმა უნდა დაადასტუროს, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამას არ შეუძლია შეცვალოს შედეგები.
მეორე ეტაპზე:
– „Pro V&V“-ის წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს ცესკოს ახლად აშენებულ სასაწყობო სივრცეში, რათა მოხდეს დადასტურება, რომ აპარატებში ასახული საარჩევნო ინფორმაცია, შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, პირდაპირ ეთერში ცესკოს YouTube არხზე.
მესამე ეტაპზე:
– „Pro V&V“-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირება საწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სრულად აუდიტირებადია, საარჩევნო სიების მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამავდროულად, კენჭისყრის დღეს, ყოველ უბანზე ამოიბეჭდება ამომრჩეველთა ის სია, რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ გადამოწმების მიზნით ე.წ. კედლის სიებთან ერთად.
ამასთანავე, პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციის, ისე ხმის დათვლის და შედეგების გადმოგზავნის პროცესში და ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგები გადაითვლება ხელით, რაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის 41-ე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

ამ წუთებში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია. ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.

კაროლაინ ბოსის ლექცია – შეკეთება

8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში, UNStudio-ს თანადამფუძნებლის კაროლაინ ბოსის ლექციას  მასპინძლობს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას. დასწრება თავისუფალია.

შეცდომების გასწორება… შეკეთება… გამოსწორება… გაუმჯობესება… არქიტექტურა, რომელიც მუდმივად ევოლუციას განიცდის, ყოველთვის გვიბიძგებს გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვქმნით. ამის გაკეთება შესაძლებელია უამრავი განსხვავებული მეთოდით, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოგონებითა და დახვეწით. გარდა ამ თემაზე პრაგმატული ფიქრისა, UNStudio ასევე ახდენს რეფლექსიას საკუთარ დისციპლინაზე და იმაზე თუ რა სიკეთე, შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.

კერლოლაინ ბოსი UNStudio-ს თანადამფუძნებელი / ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტი მელბურნის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მშენებლობისა და დაგეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორი და იელის არქიტექტურის სკოლის ნორმან ფოსტერის არქიტექტურული დიზაინის მოწვეული პროფესორია.

კეროლაინ ბოსი ლონდონის უნივერსიტეტის ბირკბეკის კოლეჯში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით სწავლობდა, ხოლო უტრეხტის უნივერსიტეტის გეომეცნიერებების ფაკულტეტზე ურბანული და რეგიონული დაგეგმარება შეისწავლა. 1988 წელს მან არქიტექტორ ბენ ვან ბერკელთან ერთად დააარსა Van Berkel & Bos Architectuurbureau, სადაც მან თეორიული და კვლევითი საქმიანობა არქიტექტურული პრაქტიკით განავრცო. მისი დასრულებული პროექტები მოიცავს როტერდამში ერაზმუსის ხიდს, ნაიმეგენში მუზეუმ Het Valkhof-ს და Moebius-ის სახლს.

1998 წელს კეროლაინ ბოსი UNStudio (United Net)-ის თანადამფუძნებელი გახდა. UNStudio სპეციალისტთა ქსელია არქიტექტურის, ურბანული დეველოპმენტისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. დასრულებული ურბანული დეველოპმენტის პროექტებს შორისაა არნემის სადგურის ზონის რესტრუქტურიზაცია და რაფლ სითის მრავალფუნქციური კომპლექსი ჰენჯოუში. მიმდინარე პროექტები მოიცავს სამხრეთ სანაპიროს Beulah-ის მრავალფუნქციურ დეველოპმენტს მელბურნში და დასასვენებელი კუნძულის გენერალურ გეგმას სამხრეთ კორეაში.

კეროლაინ ბოსი გახლდათ მოწვეული ლექტორი პრინსტონის უნივერსიტეტში, ბერლაგეს ინსტიტუტი როტერდამში, ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში და არნემის არქიტექტურის აკადემიაში. 2012 წელს მელბურნის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მშენებლობისა და დაგეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორის ტიტული მიენიჭა. 2021-2022 აკადემიური წლის მანძილზე იგი იყო ნორმან ფოსტერის სახელობის არქიტექტურული დიზაინის მოწვეული პროფესორი იელის არქიტექტურის სკოლაში. მისი სწავლების ძირითადი მიმართულება არქიტექტურული ნამუშევრების ინკლუზიური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს ვირტუალურ და  ფიზიკურ ორგანიზებასა და მშენებლობის ინჟინერიას. 2020-2022 წლებში კეროლაინ ბოსი შეუერთდა AM-ს, როგორც AM Concepts-ის დირექტორი და ურბანული დაგეგმარების ხელმძღვანელი.

საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად -Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას აფასებს საუდის არაბეთის ერთ-ერი უმსხვილესი კომპანიის Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯერი ინზერილო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომპანია Diryah მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო, ტურისტულ და კულტურულ პროექტებს ახორციელებს საუდის არაბეთში.

„მსოფლიო ტურისტული საზოგადოება საქართველოს ეწვია და ამ ულამაზეს ქალაქ თბილისში შეიკრიბა. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია. მთელი მსოფლიოდან ყველა აქ ჩამოვიდა გზავნილის გასავრცელებლად, რომ გვქონდეს მშვიდობა ტურიზმის დახმარებით. თუ დააკვირდებით, ყველაზე კარგ ტურისტულ ქვეყნებში, ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ხალხს მოსწონს მიმღებლობაა, ტურისტები არ დაბრუნდებიან, თუ ისინი ამას არ იგრძნობენ. საქართველოს აქვს საუკეთესო პოტენციალი, რადგან ხალხია საუკეთესო. ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია საქართველოში და ყველამ, ვინც აქ ჩამოდის, იცის ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ. იცის, რომ აქ ყველაზე სასიამოვნო, თბილი, მზრუნველი და მშვიდობიანი ხალხია. ამიტომაც, ქართველი მეგობარი თუ გყავთ, ის ოჯახის წევრივითაა. საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად“, – განაცხადა ჯერი ინზერილომ.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ახლა რაღაც პრეტენზიებს აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა-შალვა პაპუაშვილი

ეს ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ახლა რაღაც პრეტენზიებს რომ აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე სპეკულაციებს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა – „როგორც ფარისევლობას“.

„ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, ვინც კონფედერაციაზე საუბრობდა და ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, რომელიც 2008 წელს ოფიციალური წერილით, რომელიც სააკაშვილმა მისწერა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს მედვედევს, სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას რუსეთთან. ასე რომ, ეს ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, ეს ხალხი, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ეს ხალხი, რომელიც კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ეს ხალხი ახლა რაღაც პრეტენზიებს რომ აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.

ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა.

მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლიბის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.

აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს.

ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.

აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.

არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს საქართველოს სახით, თუნდაც ცალკეული ჯანსაღი ევროპარლამენტარები, ხედავენ სამშვიდობო პოლიტიკის „ექსპორტიორებს“ და ეს მისასალმებელია – დავით ქართველიშვილი

„დღეს კონფორმიზმის და ლიბერალურ ფაშიზმთან კოლაბორაციის დრო აღარ არის“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, როცა შეეხო ევროპარლამენტარის დანილო დელა ველეს განცხადებას შეეხო. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საქართველო ახალისებს ყველა აქტორს, იმუშაონ მშვიდობისთვის.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველო იცავს მშვიდობას, ვინაიდან იცის მშვიდობის ფასი და უკრაინის ომზე და ამ ომის მსხვერპლზე ქილიკი უზნეობაა.

„ჩვენ კი იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ასეთი „ანტი-კუბილიუსების“ ხმას ხშირად გავიგებთ. დღეს კონფორმიზმის და ლიბერალურ ფაშიზმთან კოლაბორაციის დრო აღარ არის. ომის თუ ეკონომიკური კრიზისის გაღვივების აჩრდილი პირველ რიგში ევროპაზე ჩამოწვა, რაც არ უნდა „პირიქითა დაშინება“ გვესმოდეს ბრიუსელიდან ჩვენს მისამართით. დიახ, ვიცავთ მშვიდობას და ვინარჩუნებთ სტაბილურობას – რამეთუ ომის ფასი ვიცით. ხოლო ამ ეტაპზე მილიონი დაღუპული სლავის გარშემო მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ღლიცინი ცინიზმისა და ნაძირალობის პიკია.

21-ე საუკუნეში მიწასთან გასწორებული უკრაინის დიდი ნაწილის აღდგენა და ოდესღაც ნოყიერი მიწის ნიადაგის თავის „რეპროდუქციულ“ კონდიციამდე დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს. დღეს საქართველოს სახით, თუნდაც ცალკეული ჯანსაღი ევროპარლამენტარები, ხედავენ სამშვიდობო პოლიტიკის „ექსპორტიორებს“ და ეს მისასალმებელია“, – წერს დავით ქართველიშვილი.

კობა კობალაძე ქუთაისში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს,მორიგი შეხვედრა, ქუთაისში გაიმართა; კობა კობალაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა,მათ სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ესაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად,სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და, ასევე, ბიზნესსექტორის ჩართულობით ხორციელდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე.

შეხვედრას,ასევე,ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში,საქართველოს გენერალთა კლუბის ხელმძღვანელი,მალხაზ ჩიხლაძე.

კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია გადასცა

ნიდერლანდებმა უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია გადასცა. სამხედრო დახმარება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაადასტურა, რომელიც დაუანონსებელი ვიზიტით, გუშინ უკრაინაში ჩავიდა. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ დაპირებული 24 თვითმფრინავიდან დანარჩენი F-16 -ები უკრაინას უახლოეს თვეებში მიეწოდება, ასევე ნიდერლანდები უკრაინასთან დრონების წარმოებაში 400 მილიონ ევროს ჩადებს.

„ოფიციალურად ვადასტურებ, რომ ნიდერლანდებმა ცოტა ხნის წინ უკრაინას, ნიდერლანდური F-16-ების პირველი პარტია გადასცა. ისინი უკვე უკრაინის საჰაერო სივრცეშია. ასევე ვაცხადებ, რომ ჩვენ გვაქვს უკრაინისთვის დრონების მიწოდების სამოქმედო გეგმა. ამისთვის ნიდერლანდებმა 400 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიცია გამოყო. მე ვიყავი ხარკოვში, ქალაქის დაცვის ერთადერთი საშუალება, რუსეთის სამხედრო ობიექტების მწყობრიდან გამოყვანაა. ამისთვის კი, დრონებია საჭირო. ომი ყოველდღიურად უფრო აქტიურდება და უკრაინას მეტი და უწყვეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება“, – აღნიშნა ბრეკელმანსმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 ოქტომბერს ქუთაისში +34 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი ამინდია მოსალოდნელი სოხუმში. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით +18, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +24 გრადუსი იქნება.

რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არასდროს დათანხმდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი არ დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, სანამ ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს.

“სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, მივმართავ დეპუტატებს, რომლებიც ჩემი, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, კონტროლის ქვეშ არიან, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას“, – აღნიშნა ფიცომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, ომი უკრაინაში მხოლოდ იმიტომ გრძელდება, რომ მას “დასავლეთი უჭერს მხარს, რათა რუსები დააჩოქონ”.

სლოვაკეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს, „მეორე მსოფლიო ომის“ დასრულების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. მისი მტკიცებით, რუსეთის მიერ „მეორე მსოფლიო ომის“ დროს გაღებულმა მსხვერპლა ხელი შეუწყო სლოვაკეთის ნაცისტური მმართველობისგან გათავისუფლებას.

”თავისუფლება მოვიდა აღმოსავლეთიდან და აბსოლუტურად ვერაფერი შეცვლის ამ ჭეშმარიტებას. გთხოვთ, ნუ ვიტანჯებით ამ რუსოფობიით. როცა დადებითად ვსაუბრობთ წითელ არმიაზე ან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, მაშინვე, ავტომატურად ნუ ვიტყვით, რომ პუტინის აგენტები ვართ“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ომის შემდეგ რუსეთთან ეკონომიკური და სტანდარტული ურთიერთობების განახლებისთვის.