Home Blog Page 46

What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში – გამოფენის ტურები

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ნინო ჩუბინიშვილის/ჩუბიკას გამოფენას მასპინძლობს სახელწოდებით What would it mean to leave tip toe dancing? ან იქნებ და(ვ)რჩე პეპლად ომში.

გამოფენის ფარგლებში, გიწვევთ ხელოვნებათმცოდნის მარიამ შერგელაშვილი და ხელოვან დათო მესხის ტურებზე.

ტურები გაიმართება:

10 სექტემბერი, 19:00 საათი | დათო მესხი, ხელოვანი

14 სექტემბერი 17:00 საათი | მარიამ შერგელაშვილი, ხელოვნებათმცოდნე და კურატორი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.

თიბისი კონცეპტის საგამოფენო სივრცეები ნინო ჩუბინიშვილის ნამუშევრებს 14 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. გამოფენა  დავით კაკაბაძის ფონდთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ნინო ჩუბინიშვილი / ჩუბიკა, (დაიბ.1969) ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. 1990იან წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სცენის და კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით სწავლის დასრულების შემდეგ რამდენიმე ჯილდო მოიპოვა კოსტიუმის დიზაინისთვის. 2005-2006 წლებში სწავლა განაგრძო პარიზში, საფრანგეთის მოდის ინსტიტუტში (Institut Français de la Mode). აქვს ისეთი მოდის სახლებთან მუშაობის გამოცდილება როგორებიცაა კენზო და პიერ კარდენი. ჩუბიკა როგორც მოდის სამყაროს ისე თანამედროვე სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვანი ფიგურაა. 1990-იან წლებში იყო არაფორმალური მულტიმედიური არტისტული ჯგუფის გოსლაბის წევრი.

ხელოვანის და მისი ნამუშევრების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მის პერსონალურ ვებგვერდს: www.chubika.com

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

(R)

წყალტუბოში მომხდარი შემთხვევა არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაშისტური საქმიანობის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ეწევა -გივი მიქანაძე

წყალტუბოში მომხდარი შემთხვევა არის კიდევ ერთი დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქანაძემ ერმილე გიგიაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მმართველი გუნდის სახელით, გიგიაძის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„დღევანდელი ბრიფინგის დაწყება გვიწევს უმძიმესი ამბით, რომელიც ეხება ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას. გუშინ წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით.

მინდა, ჩვენი გუნდის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახისა და ახლობლების მისამართით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 450-მა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს და ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა სარჩელის წარმატება.

„ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა ამ სარჩელს არც მანამდე ჰქონდა და ახლა, მით უმეტეს, არ აქვს. ამას დაემატა უკვე „სირცხვილიას“ აღიარება, დაემატა 450 ორგანიზაციის მიმართვა იუსტიციის სამინისტროსადმი, ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა ამ სარჩელის წარმატება. რეალურად ყველაფრით დამტკიცდა, რომ არც სტიგმატიზაციისა და არც შეზღუდვების პრობლემა არ არსებობს.

როგორ შეიძლება, გაასაჩივრო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ერთადერთ რამეს – ხარ ორგანიზაცია, რომელიც იღებ დაფინანსებას 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან, მიმართავ იუსტიციის სამინისტროს ერთადერთი მოთხოვნით, რომ შენი ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე ვებგვერდზე დაიდოს და ამაზე საუბრობენ, რომ არის რუსული, საშინელი კანონი და ორგანიზაციებს გააუქმებს და ა.შ. როგორ შეიძლება, ასეთ სარჩელს ჰქონდეს რაიმე წარმატება, სრული აბსურდია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ სარჩელის პერსპექტივის მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მოსარჩელეების რაოდენობა არის ერთ პროცენტზე ბევრად ნაკლები და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ტყუილი კიდევ ერთხელ გაავრცელეს.

„ძალიან მარტივი სპეკულაცია იყო, მოსარჩელეების რაოდენობა არის დაახლოებით 100 და 450-მა მიმართა იუსტიციის სამინისტროს. ის თუ არის ერთი პროცენტი, გამოდის, რომ მოსარჩელეების რაოდენობა არის ერთ პროცენტზე ბევრად ნაკლები. ეს მარტივი სპეკულაციაა. კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ და მთლიანად სიცრუეზეა აგებული ეს პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, ამ „ენჯეოებმაც“ და პარტიებმაც ასეთი ტყუილი კიდევ ერთხელ გაავრცელეს. აქ საუბარია მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა შეიძლება, იყოს, მაქსიმუმ, ათასი არც კი. მე სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა მიმართა რეალურად იუსტიციის სამინისტროს და შეიძლება, ეს ორი მესამედიც, 80 პროცენტიც იყოს.

რეალურად, იცით, რა ვითარებაა არასამთავრობო სექტორში – არის ორგანიზაციების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც იღებენ ჯამური დაფინანსების სადღაც 10 პროცენტს და არის რამდენიმე, ელიტური ორგანიზაცია, ყველაზე მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც იღებენ დაფინანსების 90 პროცენტს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის თითზე ჩამოსათვლელი, მაქსიმუმ 10 ორგანიზაცია იღებს დაფინანსების 90 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 500 თუ ათასი ორგანიზაცია იღებს დაფინანსების 10 პროცენტს. ეს არის რეალური სურათი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია, ვინც სინამდვილეში ემსახურება კეთილ საქმეს, ემსახურება ისეთ საქმეს, რომელიც მიესადაგება სახელმწიფოს ინტერესებს, მას არც პრობლემა არ ჰქონდა, მიემართა იუსტიციის სამინისტროსთვის, მაგრამ ვისაც აქვს დასამალი, ისინი არ მიმართავენ იუსტიციის სამინისტროს და აქ გაევლება მარტივი ზღვარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“იმედის” ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრ ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა

წყალტუბოში, სოფელ გეგუთის მიკროშტაბში კარდაკარის მიმდინარეობისას ოპოზიციის აქტივისტი, როლანდ ნუცუბიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიუვარდა და მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ურთიერთშელაპარაკების დროს ნუცუბიძემ მმართველი პარტიის წევრს, ერმილე გიგიაძეს რამდენჯერმე შეაგინა.

„იმედის“ ინფორმაციით, გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

https://www.facebook.com/watch/?v=467311819611540&t=2

 როგორც გერმანელებმა მოაშორეს „ნაციონალ-სოციალისტები“ თავის დროზე საკუთარ ქვეყანას ძალიან მარტივად და მკაცრად, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, “კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას -ირაკლი კობახიძე 

რეალურად, მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მხოლოდ ერთი ოპოზიციური ძალა გადალახავს ბარიერს, სამწუხაროდ, ეს არის ისევ და ისევ “ნაცმოძრაობის” ბრენდის ქვეშ წარმოდგენილი 5 ნომერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, რაც შეეხება სხვა პარტიებს, 2 პოლიტიკური სუბიექტია დღეს ახლოს ბარიერთან, ეს არის გვარამიას და ხაზარაძის პარტია, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ორი პარტიაც ვერ გადალახავს ბარიერს.

“დღეს ახლოს არიან, მაგრამ ვფიქრობ, მათაც გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოებას, უნდა გავახსენოთ ის განცხადებები და ქცევები, რაც გამოარჩევდა ამ ადამიანებს. შეგვიძლია მარტივად ამოვიღოთ, 4 ლიდერია გვარამიას პარტიაში – გვარამია, მელია, ჯაფარიძე და ხოშტარია, უბრალოდ შეიძლება 2-2 განცხადება ამოვიღოთ ამ ადამიანების და კითხვა უნდა დაისვას, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს 1 ადამიანი მაინც უჭერდეს მხარს. ასეთი განცხადებები აქვთ ნაკეთები, ქმედებებს რომ თავი დავანებოთ. 2-2 განცხადებას ამოვიღებ გვარამიას, ჯაფარიძის, მელიას და ხოშტარიასი და უბრალოდ, კითხვა უნდა დაისვას, რომ როგორ შეიძლება ამ პოლიტიკურ სუბიექტს 1 ხმა მაინც ჰქონდეს არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა, რომ რაღაც ხმებს იღებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბარიერის გადალახვა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. რაც შეეხება ხაზარაძეს, რომელიც იცით, რა საქმეებში იყო გახვეული “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შეგახსენებთ, რა პრეტენზიები არსებობდა, რბილად რომ ვთქვათ, მაგნატის საქმე, „ელიტ ელექტრონიქსის” საქმეზე, „კონსტანტას” საქმეზე და ა.შ. ყველას გვახსოვს, შუაღამისას რა ხდებოდა უშიშროების შენობაში, როგორ ხდებოდა გრეიდების გაფორმება, თანხის წართმევა ბიზნესმენებისთვის და ა.შ. პარტიაში ჰყავთ ადამიანი, რომელიც საქართველოს უჩიოდა ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით, ანა ნაცვლიშვილიც და ანა დოლიძეც, ორი ადამიანი, რომელიც საქართველოს უჩიოდა, ანუ მხარს უჭერდა რუსეთის, რეალურად, სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ადამიანები ჰყავთ და აქვთ რაღაც პრეტენზია, რომ ბარიერი უნდა გადალახონ. ელისაშვილი ჰყავს საკუთარ პარტიაში ხაზარაძეს, რომელსაც კაცობის ნატამალი არ აქვს, თქვენ იცით მისი ქმედებები და ა.შ. დანარჩენი კომიკური სახეები, აღარ მინდა გვარების ჩამოთვლა, როგორ შეიძლება, აქაც იგივე კითხვა უნდა დაისვას, როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა თუნდაც ერთი ხმა მიიღონ. რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებაში, ასე არის, როგორც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე არ მგონია, რომ ქართულ საზოგადოებაში ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს ბარიერის გადალახვა. “ნაცმოძრაობა” რომ ლახავს ბარიერს, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ ერთი რამეც შეიძლება ითქვას, იგივე გერმანია, იცით, რამხელა კულტურის ქვეყანაა, გერმანიაში რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში ჰიტლერის პარტია 1945 წლის შემდეგ, ისინიც აიღებდნენ დაახლოებით 15-20%-ს. ეს ყველა საზოგადოებაში ხდება და არ არის ქართული საზოგადოების განსაკუთრებული პრობლემა, მაგრამ ეს უბედურება საბოლოოდ უნდა მოვაშოროთ ჩვენ, როგორც გერმანელებმა მოაშორეს თავის დროზე უბედურება, ძალიან მარტივად და მკაცრად, საკუთარ ქვეყანას, ასევე უნდა მოვაშოროთ ჩვენ ეს უბედურება, “კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჩვენს ქვეყანას. თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანელებს რომ დაეტოვებინათ და არ აეკრძალათ „ნაციონალ-სოციალისტები” 40-იანი წლების შემდეგ, მუდმივ უბედურებაში იქნებოდა ეს ქვეყანა. ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად ჩვენ, არ შეიძლება ქვეყანა დავტოვოთ მუდმივ უბედურებაში. არ შეიძლება ასეთი ოდიოზური ადამიანები, რომლებიც ასეთი განცხადებებით გამოდიან, საკუთარ ქვეყანას უჩივიან და ა.შ. იყვნენ პოლიტიკური სისტემის ნაწილი. უბრალოდ არ შეიძლება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სასტუმრო Rooms-ში შედგა, Second hand რევოლუციონერთა, ყოველწლიური, ტრადიციული „სხადნიაკი”. თუ ვინმე ქართლის დედამ დაწყევლა, გინდა შინ და გინდა გარეთ, ყველა იქ იყო თავ მოყრილი, ფერფლით! -გოგა ხაინდრავა

სასტუმრო Rooms-ში შედგა, Second hand რევოლუციონერთა, ყოველწლიური, ტრადიციული „სხადნიაკი”, – წერს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში, რითაც მაკკეინის ორდღიან კონფერენციას ეხმაურება.

კინორეჟისორი აღნიშნავს, რომ „თუ ვინმე ქართლის დედამ დაწყევლა, გინდა შინ და გინდა გარეთ, ყველა იქ იყო თავ მოყრილი, ფერფლით!“

„სასტუმრო Rooms-ში შედგა, Second hand რევოლუციონერთა, ყოველწლიური, ტრადიციული „სხადნიაკი”. თუ ვინმე ქართლის დედამ დაწყევლა, გინდა შინ და გინდა გარეთ, ყველა იქ იყო თავ მოყრილი, ფერფლით! შეშფოთება, წუხილი და განცდა, არც ერთს არ ასცდა! ბო მონდის სასახლეში ესტუმრნენ ქართულ კოშმარს!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

https://x.com/KhaindravaGoga/status/1831298023206408361

სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” და მათი პატრონების ერთი პატარა ჭანჭიკი, მარიონეტი, მეტი ფუნქცია და დატვირთვა არ აქვს -პრემიერი

სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების ერთი პატარა ჭანჭიკი, მარიონეტი, მეტი ფუნქცია და დატვირთვა ამ ადამიანს არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, მისი ლეგიტიმაცია ნულოვანია.

სავარაუდო სცენარის შესახებ კითხვაზე, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, არჩევნები არალეგიტიმურად ცნოს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გარანტირებული სცენარია.

„სალომე ზურაბიშვილს დიდი ვადა აღარ აქვს დარჩენილი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ერთი თვე რჩება არჩევნებიდან და ეს იქნება მისი ბოლო დავალება, რომელსაც რეალურად წარმატებით ვერ შეასრულებს, რადგან არავითარი ფასი არ აქვს მის არცერთ სიტყვას. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე დარჩა „ნაცმოძრაობის“ ხმების წყალობით, მისი ლეგიტიმაცია უკვე არის ნულოვანი. თქვენ იცით, 2018 წელს როგორ იქნა არჩეული სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე – პირველ ტურში ხმების 40 პროცენტიც ვერ აიღო, იმდენად მიუღებელი იყო მისი პერსონა საზოგადოებისთვის და მეორე ტურში ის არჩეული იქნა სწორედ „ნაცების“ არდაბრუნების ლოზუნგით. ასეთ დროს, როცა შენი ერთადერთი ლეგიტიმაციის წყარო ხდება „ნაცები“, აქედან ჩანს, რომ ლეგიტიმაცია არის ნულოვანი, ანუ როცა სრულიად სხვა ლოზუნგით მოხვედი პრეზიდენტის თანამდებობაზე და ლეგიტიმაციის ერთადერთ წყაროს ეძებ სწორედ შესაბამის ძალაში, აქედან ჩანს, რომ მას აქვს ნულოვანი ლეგიტიმაცია. არც პიროვნული ავტორიტეტი, არც პოლიტიკური, არც საარჩევნო ლეგიტიმაცია აღარ დარჩა, არაფერი აღარ დარჩა, მეექვსე წელი იწურება, აქედან გამომდინარე, მის არცერთ ნაბიჯს ფასი აღარ ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გაბრაზდებით, თუ ვინმემ თხოვნაზე უარი გითხრათ ან არასწორად გაგიგოთ. მას საკუთარი ცხოვრება და საქმეები აქვს და, სურვილის მიუხედავად, ყოველ ჯერზე თქვენი სურვილების ასრულება არ შეუძლია. პრეტენზიების გამო არ ღირს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაფუჭება. აკეთეთ ის, რაც დაგამშვიდებთ, შესაძლოა ეს სპორტი ან სხვა ფიზიკური დატვირთვა იყოს.

კურო

თუ თქვენს ცხოვრებაში მეტისმეტად ბევრი პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

ტყუპები

მზად იყავით იმისთვის, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. საქმეების უმეტესობა უინტერესო იქნება, მაგრამ დაწყებული მაინც უნდა დაასრულოთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც წავიდეს. ეს შეიძლება როგორც ადამიანი, ისე რაღაც მოვლენა იყოს. შემოქმედი ტყუპები შთაგონების მოზღვავებას იგრძნობენ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე ხვალისთვის გადადეთ – ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს ვიღაც თქვენი სიბრძნით მოიხიბლოს და თქვენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვალოს. ნუ იფიქრებთ, რომ საზოგადოებისთვის სარგებელი არ მოგაქვთ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

ლომი

დროა, საოჯახო საქმეებისთვის მოიცალოთ. სამსახურში ეცადეთ, ყველა მოვლენის ცენტრში იტრიალოთ და არცერთი სიახლე არ გამოგეპაროთ. გარკვეულწილად, თქვენი პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ამაზეა დამოკიდებული. დაელოდებით საინტერესო წინადადებას კოლეგების ან მენეჯმენტისგან.

ქალწული

შესაძლოა, რაღაც საკითხზე შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს და წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, სახლი ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ. სამსახურში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება მოგიწევთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

სასწორი

ამ დღეს მოზღვავებული ემოციები მუშაობაშიც და ურთიერთობებშიც ხელს გიშლით, ამიტომ უმჯობესია რთულ ამოცანებსა და მოლაპარაკებებზე უარი თქვათ. საკუთარი ნივთების მოწესრიგება სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ახლობლებმა ადამიანებმა შეიძლება რაღაც სიურპრიზით გაგახარონ. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ. შეთავაზებაზე, რომელსაც მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მორიელი

ეცადეთ, სამსახურში ყველა მნიშვნელოვანი საქმე დაასრულოთ, მოგვიანებით საკუთარ თავს ამისთვის მადლობას ეტყვით. თუ ხვდებით, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ, რათა სხვებმაც გაიგონ, რომ თქვენთან ასე მოგექცევა არ შეიძლება. ეცადეთ, მთელი ყურადღება პერსპექტიული საქმეებისკენ მიმართოთ, რომლებიც მომავალში მოგებას და წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

რაღაც შემთხვევა თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე თვალს აგიხელთ, მაგრამ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. ეცადეთ, ჯერ ყველაფერი კარგად გააანალიზოთ, აწონ-დაწონოთ და მერე იმოქმედოთ. სასურველია, სახლიდან უსარგებლო ნივთები მოიცილოთ, რომლებიც მხოლოდ ადგილს იკავებს. ხელსაყრელი დღეა მაღაზიების შემოვლისთვის.

თხის რქა

შესაძლოა, სამსახურში უჩვეულო ვითარებას წააწყდეთ. ვიღაც თქვენთან ღია ფლირტს წამოიწყებს, ვიღაც კი უმიზეზოდ დაგიპირისპირდებათ. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია, ამ დღეს კოლეგებთან ურთიერთობას მოერიდოთ და დამოუკიდებლად იმუშაოთ. გირჩევთ, საკუთარ თავზე მეტისმეტად ბევრი დავალება არ აიღოთ – ნუ გაუადვილებთ ცხოვრებას სხვებს. შეიძლება გარკვეულ საკითხებში გასარკვევად ძველი კავშირების ან ურთიერთობების აღდგენა მოგიწიოთ. სასურველია, საღამო მყუდრო ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

მერწყული

ეს დღე სამსახურში ან პირად ცხოვრებაში სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ფრთხილად იყავით – ზედმეტი ემოციების გამო შეიძლება რაღაც ისეთი თქვათ, რომ უახლოეს ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ საღამოს დასვენებისთვის დრო გამონახოთ.

თევზები

შესანიშნავი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. როცა საქმე სამუშაოს ეხება, ღრუბლებიდან მიწაზე უნდა დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უპრობლემო და ჰარმონიული იქნება. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რასაც ადრე ვერ ბედავდით.

 “ნაციონალური მოძრაობის” თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას – ეს არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა -ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობის” თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას, ეს არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  სწორედ იქ დამთავრდება ევროპული პერსპექტივა, სადაც დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა” და ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.

„ისინი ამბობენ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის” ოთხი განშტოება, სულ ერთია, რომელს მისცემთ ხმას, მაგრამ ამ „ნცმოძრაობის” ოთხი განშტოებიდან ერთ-ერთს უნდა მისცეთ ხმა. ეს მესიჯი რომ გავაგრძელოთ, „ნაცმოძრაობა” თუ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისე ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს. საბოლოოდ, ამ მესიჯამდე მიდიან. ანუ, უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა”, რომ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა. ამით როგორ შეიძლება საზოგადოება მოატყუო? საზოგადოებამ ხომ იცის, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას. ეს არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა. როცა ცდილობენ, ასეთი სიცრუე მიჰყიდონ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ძალიან გამოცდილია ამ 35 წლის განმავლობაში, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა, ახლა სურთ, ასეთი სიცრუე მიჰყიდონ, რომ თუ არ დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანას არ ექნება ევროპული პერსპექტივა. სწორედ იქ დამთავრდება ევროპული პერსპექტივა, სადაც დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა” და ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს და ჩვენ დავეხმარებით ქართულ საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებაში”, – განაცხადა პრემიერმა.

 არჩევნების მოგებასაც და რევოლუციის მოწყობასაც ხალხის თანადგომა სჭირდება, როგორ შეიძლება, ხალხის თანადგომა ჰქონდეთ „ნაცმოძრაობას“, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას პარტიას -ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენი რეიტინგი არის, დაახლოებით, 60%-ი, რაც ყველამ ძალიან კარგად იცის; ეს რეალურად არის ბოლო გაბრძოლება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა რაღაცნაირად ხალხის ნების წინააღმდეგ სცადონ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

კითხვაზე, რომელიც დასავლეთის ყოფილი მაღალჩინოსნებისა, თუ მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხთან დაკავშირებით სცენარს შეეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ წინასწარ არის დაწერილი ზუსტად იგივე სცენარი, რაც ქვეყანამ 2020 წელს გაიარა და ეს სცენარიც ჩავარდნისთვის არის განწირული.

„ისინი საუბრობენ არა იმაზე, რომ „ოცნება“ თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, არამედ იმაზე, რომ „ოცნება“ როცა გააყალბებს არჩევნებს, ეს არის მათი მესიჯი. რეალურად აქედან ჩანს, რომ წინასწარ არის დაწერილი ზუსტად იგივე სცენარი, რაც გამოვიარეთ 2020 წელს. გახსოვთ, მაშინ რა ხდებოდა, ISFED-მა როგორ გააყალბა „პივიტი“, როგორ გააყალბეს „ენჯეოებმა“ ერთად სხვა მონაცემები, მაგრამ ჩაუვარდათ ეს სცენარი და ის, რაც ჩაგივარდა ოთხი წლით ადრე, ბუნებრივია, ასევე ჩავარდნისთვის არის განწირული ოთხი წლის შემდეგ. ეს სცენარი შეიძლება არსებობდეს. ეს რეალურად არის ბოლო გაბრძოლება და ყველაფერს ჩადებენ, რათა რაღაცნაირად ხალხის ნების წინააღმდეგ სცადონ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ამის არავითარი რესურსი არ აქვთ, ვინაიდან ხალხი არის „ქართული ოცნების“ მხარეს. ხელისუფლება, სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და მყარი, როგორც არასდროს. არც ხალხი გიჭერს მხარს, სახელმწიფო ძლიერია, სამართალდამცავი ორგანოები ძლიერია, ცხადია, რომ ასეთ პირობებში ვერც ხალხის მხარდაჭერა გექნება და ვერც ხალხის მხარდაჭერის გარეშე მოახდენ რევოლუციას. საბოლოო ჯამში, არჩევნების მოგებასაც და რევოლუციის მოწყობასაც სჭირდება ერთი და იგივე რამ – ეს არის ხალხის თანადგომა. როცა ხალხის თანადგომა არ გაქვს და როგორ შეიძლება, ხალხის თანადგომა ჰქონდეთ ამ პოლიტიკურ ძალებს. „ნაცმოძრაობა“, მისი განშტოებები – გვარამიას პარტია, ხაზარაძის პარტია, გახარიას პარტია, როგორ შეიძლება ამ ადამიანებს, აღარ მინდა გავყვე, მათ წარსულს, მათ განცხადებებს, მათ დამოკიდებულებას ხალხის მიმართ, როგორ შეიძლება მათ ჰქონდეთ ხალხის თანადგომა,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” გარშემო რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის -ირაკლი კობახიძე

რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული „ქართული ოცნების“ გარშემო, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი და მოქმედებს არა ეროვნული ინტერესებით, არამედ გარედან მიღებული დაკვეთით.

„ეს დაკვეთა არის ის, რომ რაღაცნაირად უნდა მოახერხონ მათ ხელისუფლების შეცვლა. არჩევნებით ვერ ახერხებენ, ამიტომ გათვლა აქვთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე. დაკვეთა არის ეს, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალება, მეორე ფრონტამდე უნდა მიეყვანათ ეს ქვეყანა, ამიტომ ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, სხვა რაღაცებზე აღარ მინდა საუბარი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ საუბრობდნენ მეორე ფრონტზე არა მარტო პოლიტიკოსები, NGO-ების წარმომადგენლებიც კი და უამრავი ფაქტი არსებობს, რომლებიც ამას ადასტურებს, არქივი არ იშლება. აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ დაკვეთა, დავალება, ამას ვერ მიაღწიეს და ეს არის ბოლო გაბრძოლება. შესაბამისად, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ცალსახად, რომ ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. ეს არის ბოლო გაბრძოლება მათი მხრიდან, რაღაცნაირად ჩართონ ქვეყანა იმ ომში, რომელიც დაიწყო, სამწუხაროდ, უკრაინაში. ჩვენთვისაც, სახელმწიფოსთვის, ქვეყნისთვის ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც, საბოლოო ჯამში, განმტკიცდება მშვიდობა. ამიტომ არის საჭირო ქუდზე კაცის მობილიზაცია, რაც უფრო მეტი ხმა იქნება მობილიზებული „ქართული ოცნების“ გარშემო, მით უფრო მყარი იქნება მშვიდობის გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაშიც“, – განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, პროვოკაციული გეგმების მთავარი ადრესატიც შეიძლება იყოს ის, შესაბამისად, ჩვენ გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე -ირაკლი კობახიძე

ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, პროვოკაციული გეგმების მთავარი ადრესატიც შეიძლება იყოს ბუნებრივია ის, შესაბამისად, ჩვენ გვმართებს მაქსიმალური სიფრთხილე – – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებობს მიმდინარე გამოძიება.

 „ამას უკავშირდება ის ზომები, რომელიც მიიღება ბიძინა ივანიშვილის დასაცავად. ოპონენტებს ეს განსაკუთრებულად აღიზიანებთ, ვინაიდან ეს უსაფრთხოების ზომები უპირისპირდება მათ მიზნებსა და სურვილებს. არამარტო ღიზიანდებიან, ხედავთ, რომ მათი ტელევიზიები აგორებენ რაღაც კამპანიებს ამ თემასთან დაკავშირებით. ესეც არის ერთგვარი ბულინგი, რომლის მიზანია, რომ გაიძულონ, ეს უსაფრთხოების ზომები აღარ მიიღო. მათ აქვთ ინტერესი, უნდათ, რომ მაქსიმალურად შექმნან არა უსაფრთხო გარემო,თუმცა ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ვერც მათი ბულინგი, ვერც მათი შანტაჟი და ვერც პროვოკაციული სიუჟეტები ბუნებრივია ვერ გაჭრის,”- განაცხადა პრემიერმა.

 კითხვაზე, რომელიც ოპოზიციონერების წინაშე მდგარ საფრთხეს შეეხებოდა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციონერების ოფისებში განიხილება ასეთი საკითხები, თუმცა ამ ეტაპზე გვარები არ დაკონკრეტებულა.

 „ჯერჯერობით, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, გვარების გარეშე იყო ასეთ თემაზე საუბარი, როდესაც მათ ოფისებში განიხილება ასეთი საკითხები. ამ ეტაპამდე გვარები არ დაკონკრეტებულა, რომ ყოფილიყო მეტი კონკრეტიკა, ჩვენ მივმართავდით სამართალდამცავ უწყებებსაც. თუ იქნება კონკრეტიკა, ჩვენ არ მოვერიდებით, პირიქით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავ სტრუქტურებს მივმართოთ, როგორც პარტიამ. ჯერჯერობით გვარების დაკონკრეტების გარეშეა საუბარი, მაგრამ მუდმივ რეჟიმში განიხილება ასეთი გეგმები, ამიტომ მაქსიმალურად ფხიზლად უნდა ვიყოთ ყველა – სახელმწიფო, ხელისუფლება, სამართალდამცავი სტრუქტურები და ასევე საზოგადოებაც. ჩვენი სიფხიზლე, საზოგადოების თითოეული წევრის, მოქალაქის სიფრთხილე და სიფხიზლე არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არავის მიეცეს პროვოკაციული გეგმების აღსრულების საშუალება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.