სუს-მა გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა
27 მაისის ამინდის პროგნოზი და ტემპერატურა ქალაქების მიხედვით
27 მაისს საქართველოში ძირითადად მოღრუბლულ და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა ნალექის მიუხედავად, თბილი ამინდი შენარჩუნდება.
ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:
გაგრა +25 – მოღრუბლული
სოხუმი +23 – უმეტესად ღრუბლიანი
ზუგდიდი +25 – უმეტესად ღრუბლიანი
მესტია +19 – მოღრუბლული
ფოთი +21 – მოღრუბლული
ბათუმი +21 – მოღრუბლული
ოზურგეთი +23 – უმეტესად ღრუბლიანი
ქუთაისი +28 – მოღრუბლული
ამბროლაური +26 – მოღრუბლული
ახალციხე +25 – წვიმა
ბორჯომი +24 – მოღრუბლული
ბაკურიანი +19 – წვიმა
გორი +24 – წვიმა
ცხინვალი +22 – მოღრუბლული
სტეფანწინდა +16 – მოღრუბლული
გუდაური +11 – მოღრუბლული
თელავი +23 – მოღრუბლული
რუსთავი +28 – წვიმა
თბილისი +26 – წვიმა
27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს ბევრი საქმე გაქვთ. თუ პრიორიტეტებს სწორად განსაზღვრავთ, ყველაზე სასწრაფო და გადაუდებელ საკითხებს გაუმკლავდებით. ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და უმიზეზოდ ნერვიულობთ. ეცადეთ, ნეგატიური ემოციები მოთოკოთ და საყვარელ ადამიანებთან კამათს მოერიდოთ. არახელსაყრელი დღეა დიდი შესყიდვებისა და რემონტისთვის.
კურო
სანამ რამეს იყიდით, დაფიქრდით – შესაძლოა, სრულიად უსარგებლო ნივთებზე მნიშვნელოვანი თანხა დახარჯოთ. ადამიანებთან, ვისთანაც საერთო საქმე გაკავშირებთ, მოსალოდნელია უთანხმოებები. ყველა ცდილობს პირველ ადგილზე საკუთარი ინტერესები დააყენოს და ამის გამო შეთანხმების მიღწევა გიჭირთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.
ტყუპები
ცდილობთ საყვარელი ადამიანების მიმართ მომთმენი იყოთ, მაგრამ ყოველთვის არ გამოგდით. გაითვალისწინეთ, რომ მცირე კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. არახელსაყრელი დღეა დიდი მოგზაურობის დასაწყებად.
კირჩხიბი
თუ სამსახურში მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას აპირებთ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. სხვაბმა შესაძლოა, იმედი გაგიცრუონ. მცირე პრობლემები გელით, რომლებსაც სერიოზული შედეგები არ მოჰყვება, მაგრამ განწყობას გაგიფუჭებთ. ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ.
ლომი
იღბლიანი შემთხვევა დაგეხმარებათ განახორციელოთ ის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ყურადღებით მოუსმინეთ ახლობელი ქალის რჩევას. შესაძლოა, ახლობლებს თქვენი თანადგომა დასჭირდეთ და უარი არ უნდა უთხრათ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად სახლიდან გამგზავრება მოუწევს.
ქალწული
ქაოსის მიუხედავად, რომელიც თქვენ გარშემო სუფევს, სიმშვიდეს ინარჩუნებთ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. სწორედ სიმშვიდე და ლოგიკური აზროვნება გეხმარებათ, რომ მიზნისკენ უმოკლესი გზა მონახოთ, ძველი პრობლემები გადაჭრათ და ყველასთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები იპოვოთ. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები ადამიანთან, ვისგანაც ბევრ რამეს ისწავლით.
სასწორი
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია სამსახურზე და ფინანსებზე ფიქრისთვის. შეძლებთ სიტუაცია სწორად შეაფასოთ და მოქმედების სტრატეგია შეადგინოთ. ძველ ნაცნობები რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებიან. მოგვიანებით ახალი ამოცანები და საზრუნავი გაჩნდება და საღამომდე დასვენებისთვის წუთსაც ვერ იპოვით.
მორიელი
ამ დღეს საკუთარი თავისა თუ სხვებისთვის ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებთ, დაეხმარებით მათ, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. თქვენი პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. მოსალოდნელია მცირე, მაგრამ სამწუხარო ფინანსური დანაკარგი.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად სამომავლო გეგმების განხილვისთვის. თუ ამომწურავი პასუხის მიღება გსურთ, კითხვა სწორად და გასაგებად უნდა დასვათ. გაურკვევლობამ შეიძლება დაწყებული საქმე ჩიხში შეიყვანოს და დამატებითი სირთულეები შეგიქმნათ. არ ინერვიულოთ – ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და შეცდომის შანსი დაბალია. შესაძლოა ახალი იდეები და საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდეს.
თხის რქა
დღის დასაწყისი საკმაოდ რთულია, ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ. უმჯობესია წარსულზე დაფიქრდეთ და საკუთარი შეცდომები გააანალიზოთ. ეს დაგეხმარებათ სამომავლოდ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას.
მერწყული
ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა რაღაც ახლისა და სასარგებლოს სწავლის და თანამოაზრეების მოსაძებნად გამოიყენოთ. ის ინფორმაციაც კი, რომელიც ახლა უსარგებლო გეჩვენებათ, ძალიან მალე გამოგადგებათ. მარტოხელა მერწყულს ვარსკვლავები რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისს ჰპირდებიან, რომელიც ბევრ ნათელ ემოციას მოგიტანთ.
თევზები
ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, ისეთი ბიზნესგეგმა შეიმუშაოთ, რომელიც თქვენს შემოსავალს სწრაფად გაზრდის. სავარაუდოდ, მეგობრებს თქვენი რჩევა და დახმარება დასჭირდებათ. ეცადეთ, ყველას დაეხმაროთ, მაგრამ თქვენი სიკეთის ბოროტად გამოყენება არ დაუშვათ. ამ დღეს უჩვეულო, ორიგინალური ნივთების შეძენა სიამოვნებას მოგიტანთ და არც დახარჯულ ფულზე ინანებთ.
,,არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო-ბოლო, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი”- სალომე ზურაბიშვილი
ალბათ, ყველა აპირებს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო-ბოლო, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი, ამისთვის აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, დაყოს და იბატონოს, „ამიტომ შემოაგდო თვითმმართველობის არჩვენებისა და პარლამენტში შესვლის თემა“.
„საბოლოო გამარჯვებისთვის საჭიროა საზოგადოების ერთობა, შემართება, ერთად დგომა და ეს მიღწეულია, რადგან პროტესტი ეხება ყველას, ყველგან მიაღწია, ყველა თაობა და რეგიონი ჩართულია. ადამიანები დგანან გორში, ბათუმში, ზუგდიდში. ეს პროტესტი არის ის, რაც აცოცხლებს ყველა მარშს, გამოსვლას. აქციების პირველი შედეგია, რომ არ არის აღიარებული „ოცნების“ ხელისუფლება ჩვენი მეგობრებისგან და .ე.წ. პარტნიორებისგან. მეორე შედეგია სანქციები და ეს ტალღა გაგრძელდება, რომელიც ეხება პასუხისმგებელ პირებს და არა ხალხს. ძალიან კარგად შეიგნეს ჩვენმა პარტნიორებმა, რომ ერთ მხარეს დგას ხალხი, რომელსაც უნდა ევროპაში და მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ გარდა საკუთარი და ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებისა. ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა ასევე დამოკიდებულია იმ პროტესტზე, რომელიც არის ჩვენი ზურგი და ხერხემალი. მადლობა პროტესტს ამისთვის. და მესამე კომპონენტი საბოლო გამარჯვების ფორმულისთვის – უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ისარგებლებს ჩვენი და პარტნიორების ნდობით. ყველამ ვიცით, რომ ვერც ერთი პარტია ცალკე ვერაფერს ვერ მიიღებს. ერთადერთი ბერკეტი „ქართული ოცნების“ არის, რომ შემოიტანოს საზოგადოებასა და პარტიებში დაყოფა. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ხერხი – დაყავი და იბატონე. ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ შევქმენით „წინააღმდეგობის პლატფორმა“. ერთობლივად ვმუშაობთ და ვაყალიბებთ გარე პარტნიორებისთვის ჩვენს პოზიციებს. „ქართული ოცნება“ ცდილობს, ესეც დაშალოს და შემოაგდო თვითმმართველობის არჩვენებისა და პარლამენტში შესვლის თემა. არავინ არ აპირებს პარლამენტში შესვლას. სამაგიეროდ, ალბათ, ყველა აპირებს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ოღონდ ეს არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან ბოლო-ბოლო, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი. ამისთვის აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობას, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში და, რომელიც იქნება ჩვენი მიდგომები არჩევნებისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა ახალი არჩევნებისთვის მომზადება.
„აუცილებელია მზადება, რომ დამკვირვებლები, მთელი არმია მოვამზადოთ აქ და დღესვე, ეს უკვე დაწყებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რეგისტრირება, რომ არ იყოს ბოლო წუთში მოუმზადებელი და დაგვიანებული. ეს მზადება არის საერთო, რომ ყველამ ერთად, ოპოზიციამ დაიცვას ყველას ხმა. ეს არის გამარჯვების ფორმულა და მე ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენი მისატანია ბოლომდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ვისაც ეპატარავება პროტესტი, ალბათ ნახეს ლისზე შეკრებილი ახალგაზრდობა, ეს არის პროტესტი, რომელიც მზადაა, როგორც დიდი ტალღა, გაემართოს რუსთაველზე
ყველანი როცა ერთად ვდგავართ, ძლიერები ვართ, ამას ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებს, საზოგადოების ამ ერთიანობის ღერძი არის ის პროტესტი, რომელიც აქ, რუსთაველზე ჯიუტად ყოველ საღამოს დგას, – განაცხადა ზურაბიშვილმა
იცხაკ ჰერცოგი მიხეილ ყაველაშვილს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი, იცხაკ ჰერცოგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების სახელით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
ჩვენ ღრმად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან ურთიერთობებს, რომელიც გვაქვს საქართველოსთან, ვინაიდან გვაკავშირებს საერთო გეოპოლიტიკური ინტერესების არაერთი სფერო.
განვაგრძობ ძალისხმევას ჩვენი ერების პარტნიორობის გაღრმავებისა და გაფართოების მიმართულებით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიც არის ვაჭრობა, ტურიზმი და კულტურული გაცვლები.
პოლიტიკის მიღმა, არსებობს ღრმა და ისტორიული კავშირი ჩვენს ორ ერს შორის. საქართველოში არსებული მრავალფეროვანი ებრაული საზოგადოება და ქართველი ებრაელები დღესაც წარმოადგენენ ცოცხალ ხიდს ჩვენს შორის, რომელიც ქმნის მტკიცე საყრდენს ჩვენი მეგობრული ურთიერთობების განსამტკიცებლად.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ ეროვნული მნიშვნელობის დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

,,ეს აღიზიანებს ხალხს და იწვევს დაპირისპირებას”- თამარ ჩერგოლეიშვილი
პრობლემა არის არა სააკაშვილის ბანერში, არც იმის აღიარებაში, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, არამედ პრობლემა არის უზრდელობაში, აქციის მიტაცებაში, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტთან, სადაც სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
ჩერგოლეიშვილის თქმით, ეს აღიზიანებს ხალხს და იწვევს დაპირისპირებას.
„იქნებ რაღაცნაირად ისე გავაკეთოთ, რომ არ ჩამოეფარონ და არ სცადონ აქციის მიტაცება. პრობლემა ხომ სააკაშვილის ბანერში არ არის, არც იმის აღიარებაშია, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ეს ღარიბაშვილს აქვს აღიარებული. პრობლემა არის უზრდელობაში, აქციის მიტაცებაში, რაც შენი არ არის, იმის მითვისებაში და ეს აღიზიანებს ხალხს, ეს იწვევს დაპირისპირებას, თორემ თავისთავდ ის კი არა, რომ ვიღაც აქტივისტს სააკაშვილი მოსწონს და მისი პლაკატი უჭირავს, უზრდელობა არ მოსწონთ“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ნიდერლანდები ადასტურებს, რომ უკრაინაში F-16 ავიაგამანადგურებლების ბოლო პარტია გაიგზავნა
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი 24 ერთეული F-16 ავიაგამანადგურებლის ბოლო პარტია კიევში გაიგზავნა. ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს.
უკრაინისთვის განკუთვნილი ბოლო ნიდერლანდური F-16-ები 26 მაისს ქვეყნის სამხრეთით მდებარე ვოლკელის საჰაერო ბაზიდან ბელგიაში გაფრინდა, სადაც ისინი მიწოდებისთვის მომზადდება.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუბენ ბრეკელმანსი F-16-ების გაგზავნის ცერემონიას პირადად დაესწრო.
„ეს ნოსტალგიური მომენტია, რადგან F-16-ები ათწლეულების განმავლობაში ჩვენი საჰაერო ძალების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა. თუმცა, ახლა, როდესაც F-35-ებზე გადასვლის შემდეგ მათ ვემშვიდობებით, უკრაინაზე უკეთეს დანიშნულების ადგილს ვერც კი წარმოვიდგენდი. რუსეთის ყოველდღიური საჰაერო იერიშების გამო, F-16-ები უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს მათ საშუალებას აძლევს, ჩვენთვისაც შეაკავონ რუსული აგრესია“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ F-16-ების გადაცემა არ ნიშნავს ქვეყნის მონაწილეობის დასრულებას „გამანადგურებელთა კოალიციაში“, რომელსაც ის დანიასთან და აშშ-სთან ერთად ხელმძღვანელობს.
სხვა საკითხებთან ერთად, ქვეყანა ხელს უწყობს გამანადგურებლების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებას და ორგანიზებას უწევს პილოტების წვრთნას რუმინეთში, ევროპის F-16-ის სასწავლო ცენტრში (EFTC).
ზუგდიდში 26 მაისი ღონისძიებები გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნით და დროშის აღმართვით დაიწყო
ზუგდიდში, 26 მაისის ღონისძიებები ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის ყოფილი მერის, გურამ გაბესკირიას ბიუსტის გახსნით დაიწყო.
ეროვნული გმირების პარკში უკვე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას და 1924 წლის აჯანყებულთა ბიუსტები და მემორიალები.
ეროვნული გმირების ბიუსტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის დელეგატმა, მუნიციპალიტეტის მერმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა და აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გვირგვინებით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე გვირგვინით შეამკეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მდებარე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი.
დღესვე ეროვნული გმირების პარკში საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. პარკში სამომავლოდ დაგეგმილია სხვა ეროვნული გმირების ბიუსტების განთავსება.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა.
700-მდე წვევამდელმა, დღეს, სამხედრო ფიცი დადო. თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, წვევამდელებმა, ქვეყნის მასშტაბით, ფიცი დადეს კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე – ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის ტაძართან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე.
ამასთან, ღონისძიების მსვლელობისას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელმაც, თავის გამოსვლაში, ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის დამოუკიდებლოსათვის ბრძოლაში ვეტერანების მიერ გაწეული ღვაწლი და დამსახურება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, თბილისის მერი, კახა კალაძე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) წმინდა სინოდისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
26 მაისს, ტრადიციულად, მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ექნება. გამოფენები გაიმართება თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ფოთში, ამბროლაურში, ხონში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქში, მარნეულში, სენაკში, სამტრედიაში, ბაღდათში, ჩხოროწყუში, აბაშასა და მარტვილში.
ინფორმაციისთვის, 1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის ) გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიეკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”.
1991 წლის 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 %-მა, რომელთაგან 98,9 %-მა კითხვას დადებითად უპასუხა.ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
1991 წლიდან, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა იმავე წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად, მაინც 1918 წლის 26 მაისი აღინიშნება.
„ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერესებს ხალხი”- სალომე ზურაბიშვილი
ჩვენ აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და ქართველი ხალხი დამოუკიდებლობას დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს საღამოს გააკეთებს განცხადებას და მოუწოდა ყველას, მოუსმინონ მას.
„ამ წუთში არ მაინტერესებს ე.წ. მმართველი გუნდი, მაინტერესებს ხალხი, მაინტერესებს ჩვენი, ყველას ერთიანი განწყობა. ჩვენ აქ ვართ მოსული, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ დამოუკიდებლობა ქართველ ხალხს აერთიანებს და დამოუკიდებლობას ქართველი ხალხი დღეს, ხვალ და მუდამ დაიცავს. დღეს საღამოს, 21:00 საათზე იქნება ჩემი განცხადება. თუ გაინტერესებთ ჩემი მოსაზრებები, რეაქციები და მოწოდებები, ყველას მოგიწოდებთ, მოუსმინოთ. ახლა ვსეირნობ ხალხში, რადგან ეს განწყობები და ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს – ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი, ფრიდრიხ მერცი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, – ამის შესახებ „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევენ.
„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.
„ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.