Home Blog Page 45

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა

მარკო რუბიომ, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა.

„ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა [ომის] დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ რეალისტურად შეხედოს სიტუაციას. დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მარკო რუბიოს თქმით, არარეალისტურია ფიქრი, რომ უკრაინას შეუძლია რუსული ძალების უკუგდება 2022 წლის შეჭრამდე არსებულ პოზიციებზე.

„პრობლემა, რომელსაც უკრაინა აწყდება, ის კი არ არის, რომ მათ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ მათ უკრაინელები ეწურებათ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

„ის, რაც ვლადიმირ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია, ამაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ომის დასრულება გვსურს“, – დასძინა მან.

 ,,შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ”- დავით ქართველიშვილი

მოკლედ, რისი თქმა მინდა დღეს საღამოს: საქართველო იყო, არის და რჩება მსოფლიო მნიშვნელობის სულიერების ცენტრად. დღეს დედოფლის-წყაროში (სოფ. სამრეკლოში) წმ. სერაფიმ საროველის დედათა მონასტერში ჩასვლა ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებდათ, – წერს„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ.

„სოხუმელ მეუფე გრიგოლთან (კაცია) ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ. არ (!) ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვისაც მოვლენათა ეს განვითარება აგენტოკრატების დავალებებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს სადღეგრძელოს ქიზიყური ფორმულა – „შავი მთიდან – შავ ზღვამდე” – ახალ შინაარსს იძენს. დადგება დრო, როდესაც სოხუმში იმავე სადღეგრძელოს მცირედი პერიფრაზირებით ვიტყვით: „საქართველოს გაუმარჯოს – შავი ზღვიდან შავ მთამდე”. მოთმინება! და არა სულსწრაფობა! ყველაფერი თავისი გეგმით მიმდინარეობს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

,,გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა”- ირაკლი კობახიძე

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა.

„როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შედგება ყველა თემაზე. 

„ევროპის საბჭოს მონიტორებთან ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სასჯელი” -ირაკლი კობახიძე

თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება ოპოზიციის გადასაწყვეტი.

„თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი. აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები”, – განაცხაცდა პრემიერმა.

,,ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს”- საია

საია ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს.

როგორც საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, მან დღეს ,,ბათუმელებისა” და ,,ნეთგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.

როგორც საიაში განმარტავენ, „მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა“.

ნონა ქურდოვანიძის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, გარკვეული დროის განმავლობაში მას არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

„დღეს რუსთავის #5 დაწესებულებაში საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ,,ბათუმელებისა” და ,,ნეთგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.

მზია ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე. მისი დაკავების შემდგომ, ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა, პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას, მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.

საია მოუწოდებს:

სპეციალურ საგამოძებო სამსახურს დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით.

დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს“,- აღნიშნა ქურდოვანიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და ოპოზიციის ქმედებებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, დელეგაციის წევრების შეკითხვებს ქართულმა მხარემ ფაქტებით დადასტურებული პასუხები გასცა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სადამკვირვებლო მისიის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნისა თუ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების ვიზიტი, რომელიც ობიექტურად აღბეჭდავს თითოეულ ფაქტს და იმ ვითარებას, რაც დღეს საქართველოს რეალობაში გვაქვს. ზოგადად, ობიექტურობა და სიმართლე ჩვენთვის ყველაზე მთავარია.

იმედი გვაქვს, რომ ანგარიშში, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ მომზადდება, ობიექტურად და სამართლიანად იქნება ასახული თითოეული ის ფაქტი, რომლითაც ჩვენი მეგობრები დაინტერესდნენ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ლევან მაჭავარიანი, მარიამ ლაშხი და ეკა სეფაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

,,თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია”” – მამუკა მდინარაძე

ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ამაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში, „შერატონში“ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიამ პირველმა განახორციელა ფიზიკური თავდასხმა პოლიტიკური თანამდებობის პირზე, რაც „უმძიმესი მუხლია“.

მისივე თქმით, გამოძიების საკითხია ამ ყველაფერს ჰქონდა თუ არა პოლიტიკური სარჩული.

„გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ის თავს დაესხა დიტო სამხარაძეს. ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან. ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა. თუ ასე იყო, უმძიმესი მუხლია, თუ არ ვცდები 325-ე და ამ მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს. საპასუხო რეაქცია იყო თუ არა, – ხო აბა რა, იყო, მაგრამ ამას ფორმალური საკითხების გარკვევა სჭირდება. შენ ნუ ესხმი თავიდან თავს, თორემ პასუხს ყველა მიიღებს ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის, თავდაცვის მიზნითაც. თავს ხომ არ გაალახვინებ?! ვიღაც თავს გესხმის, თავი უნდა დაიცვა ხომ?! ჭიქას რომ ჩაგარტყამენ სახეში, უნდა გაჩერდე და რას კადრულობ ბატონო უნდა უთხრა?! თავს დაგესხმებიან და პასუხი უნდა გასცე. თავდასხმაც უნდა გავარჩიოთ და პასუხის გაცემაც უნდა გავარჩიოთ და ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, “თავს დამესხნენ და წამებულის როლში გამოსვლა ადვილია”.

,,ვინც ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, პროკურატურას წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება”- მამუკა მდინარაძე 

ხომ გვიმტკიცებენ, 300 ათასი ხმა გაყალბდაო, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დადონ, მივიდნენ და უთხრან პროკურატურას, რატომ უმალავენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, ვინც ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, პროკურატურას წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება.

„მოვისმინე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი. მეც ვუერთდები ბრალდების მხარეს, პროკურატურას, რომ ვინმეს თუკი რაიმე ერთი ფაქტი აქვს გაყალბებასთან დაკავშირებით, 300 ათასზე კი არ არის საუბარი, 300 ხმის გაყალბება როგორ მოხდა, მივიდნენ და უთხრან პროკურატურას, რატომ უმალავენ. 300 ათასი ხმა გაყალბდაო, ხომ გვიმტკიცებენ, 300 ათასის კი არა, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დადონ. ეს რატომ არის იცით მნიშვნელოვანი. ხალხი გამოდის და იძახის, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს. გავიგეთ, რომ თავისი აზრი აქვთ მათ და „ნაცმა“ დაარწმუნა ამაში, თუ სხვა გარემოებამ, რატომ ითხოვ ახალ არჩევნებს, 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დადე და მერე მოითხოვე, კი ბატონო, მაგრამ ამას რომ ვერ აკეთებ, რას ითხოვ. თქვენც მოითხოვეთ სხვა რაღაც და არგუმენტების გარეშე რაღაცების მოთხოვნას ექნება საფუძველი და უნდა დააკმაყოფილოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებამ? 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „რა მიზანი შეიძლება, იყოს მუდმივად ამაზე აპელირება, პარალელურად მაშინ, როცა არ თანამშრომლობენ“, რაზეც მდინარაძემ განაცხადა:

„სიყალბე და დავალებები გარედან. ვიღაც შეიძლება, გულწრფელია, ვიღაც დავალებით მოქმედებს. მაგალითად, მსახიობების ნაწილი აქტიურად ჩაერთო იმ კამპანიაში, რა მავნებლური კამპანიაც ახლა ქვეყანაში მიდის მათი მხრიდან. ამ ამ კამპანიის ლიდერები რომ ტრენინგდებოდნენ, დანარჩენმა მსახიობებმა ჰკითხონ, რატომ ხდება ისე, რომ თქვენ რაღაც ტრენინგებზე იყავით და ჩვენ არ ვიცით. ერთი წელი რაში გატრენინგებენ, კითხვა დაუსვან, ხომ შეიძლება. კონკრეტული ლიდერები ჰყავს მათი მხრიდან ამ ამბავს, რაში გატრენინგებდნენ და რატომ მალავდით ამ ამბავს, რატომ არავინ არავის ეკითხება. ჰკითხონ და ყველაფერი ნათელი გახდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით, მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

“კადრებში ყველაფერი ცალსახად ჩანს”- ლევან მაჭავარიანი

კადრებში რაც ვნახე იყო ის, რომ ფიზიკური ძალადობა დიმიტრი სამხარაძეზე ბატონმა გიორგი გახარიამ დაიწყო და შემდეგ რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.

მაჭავარიანის შეფასებით, “კადრებში ყველაფერი ცალსახად ჩანს”.

“ნებისმიერი ასეთი ფაქტი ძალიან სამწუხაროა – ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას. არა აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან მოხდება და საბოლოო ჯამში, ვინ იქნება ამით დაზარალებული.

ის ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი, რაც პოლიტიკოსებზე მიმდინარეობს, ჩვენ ამასაც ძალადობაში ვთვლით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას არც დიპლომატიური კორპუსი ეხმიანება და პირიქით, ახალისებენ. “ჩავუფურთხოთ საჭმელში”, მანამდე იყო “3 ტყვია კეფაში” და ა.შ ამაზე არავის რეაგირება არ აქვს. სწორედ ეს ყველაფერი იწვევს ამის ირიბად წახალისებას”, – განაცხადა მაჭავარიანმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8446 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8446 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8448 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9322 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9182 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0140 ლარი შეადგინა.

,,საქართველო უკეთესს იმსახურებს”- აშშ-ის საელჩო

შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადების თანახმად, „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა“.

„საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – წერია განცხადებში, რომელსაც საეჩლჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს.