Home Blog Page 45

10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა. მე მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც ევროკავშირის ელჩი საუბრობს-კახა კალაძე

„ეს არის რიგი ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროკავშირის ელჩის საქართველოში პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის უფლება.

„არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და უფრო მეტიც, წინასაარჩევნო კამპანიაში. ვინც უნდა იყოს და რაც უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, თუნდაც რომელი ქვეყნის ელჩი, ამის უფლება არავის აქვს. ეს არც ევროპაა, არც ევროპელობა. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება ჩვენი დამოუკიდებლობით ვიამაყოთ, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე. ამაზე აქციებიდან პირდაპირ გვესაუბრებოდნენ.

10 წელი ვიცხოვრე ევროპაში და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპელობა და რა არის ძირითადი პრინციპები. ევროინტეგრაციას, ევროპულობას ჩემზე მაგარი მხარდამჭერი არვიცი თუ ჰყავს. მეც, როგორც ბევრ ქართველს, მინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბატონი ელჩი ამბობს. ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული ვირტუალური სამყარო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაგიჟებულა გიორგი ბარამიძე, რას ჰქვია ზურაბიშვილს პრემიერი შერჩეული ჰყავს, ქარტიაში ასეა არ წერიაო, სააკაშვილი ჯერ არ შეუწყალებიაო – ზურაბიშვილს ვინ ეკითხება პრემიერის დასახელებას, დაავალეს უცხოელმა ბატონებმა – ლევან ნიკოლეიშვილი

გაგიჟებულა გიორგი ბარამიძე, რას ჰქვია სალომე ზურაბიშვილს პრემიერი შერჩეული ჰყავს, ჯერ ერთი ქარტიაში ასეა არ წერიაო, მეორეც სააკაშვილი ჯერ კიდევ არ შეუწყალებიაო, საერთოდ ჩვენ არ გვეკითხებიანო?! – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ქარტიაში არ წერია, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეარჩიოს პრემიერობის კანდიდატი, რომელიც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა მოიწონოს. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილს არავინ ეკითხება პრემიერის დანიშვნას ან დასახელებას, მას ეს უცხოელი პატრონებისგან აქვს დავალებული, რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალებას, აღნიშნული ჯერ მისთვის არ დაუვალებიათ, სხვა შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტსაც შეიწყალებდა.

„გაგიჟებულა გიორგი ბარამიძე, რას ჰქვია სალომე ზურაბიშვილს პრემიერი შერჩეული ჰყავს, ჯერ ერთი ქარტიაში ასეა არ წერიაო, მეორეც სააკაშვილი ჯერ კიდევ არ შეუწყალებიაო, საერთოდ ჩვენ არ გვეკითხებიანო?! ახლა კი გავხსნათ კარტები: 1. სალომე ზურაბიშვილს ვინ ეკითხება პრემიერის ან დასახელებას ან დანიშვნას, დაავალეს უცხოელმა ბატონებმა და გაიჭიმა პრემიერის კანდიდატი მყავსო. 2. სააკაშვილის შეწყალება ჯერ არ დაუვალებიათ, თორემ ნაკლები კრიმინალები არ შეუწყალებია?! 3. ოპოზიციას რომ არ ეკითხება უცხოელი „დიდი მეგობრები“ ახლა გაიგეს? აი, ხელისუფლება კი მტრად მიაჩნიათ, ვერ დაიმორჩილეს, თავის ჭკუაზე ვერ ატარეს და ამიტომაც ებრძვიან, თორემ ოპოზიციას აგერ სალომე ზურაბიშვილი დაუნიშნეს დროებით უფროსად“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ჩაფიძის გულის ცენტრმა, ვეტერანებისთვის, მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

მიმდინარე 6 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 169-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 52-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 120 ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ-საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ვალერიან ძებისაშვილი,დეპარტამენტის წარმომადგენელი ვაჟა დალაქიშვილი, მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსი, გია ედილაშვილი და სოფელ ბრეთის გამგებელი როზა ედილაშვილი.

მემორანდუმის გაფორმებიდან დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 169 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 14 221 ბენეფიციარს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

როცა წავა პრეზიდენტობიდან, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის არავითარი კანონი არ არსებობს.

კახა კალაძის თქმით, კონსტიტუციისადმი ამ დამოკიდებულების გამო, სალომე ზურაბიშვილს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტის სტატუსი ექნება.

„მას აქვს კონკრეტული დარღვევები და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. გულდასაწყვეტია, რომ არის ამ ტიპის დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. თან, ვისგან, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც უნდა იცავდეს კონსტიტუციას და წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს. პირდაპირ ხაზი გადაუსვა ყველაფერს, არანაირი კანონი და კონსტიტუცია მისთვის არ არსებობს. იყო ასეთი შემთხვევები, სასამართლომაც კი დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. ეს ადამიანი აგრძელებს ამ დამოკიდებულებას. შესაბამისად, განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ როცა წავა პრეზიდენტობიდან და იცით, რომ ძალიან მალე ამთავრებს, ის იქნება არა ყოფილი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას. კონსტიტუციის დარღვევაა მისი ვოიაჟებიც. მთავრობის და პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე მას არ აქვს უფლება. მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ, მე თუ პრემიერ-მინისტრის გასაკეთებელი უნდა ვაკეთო, პარლამენტის თავმჯდომარემ – პრეზიდენტის გასაკეთებელი. ასეთი აღრევა თუ უნდა მოხდეს, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია ან კანონები?! რისთვის არის ისინი – იმისთვის, რომ დავიცვათ ის და პატივი ვცეთ სახელმწიფოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმების შესახებ, კახა კალაძე გამორიცხავს ამ შესაძლებლობას და აცხადებს, რომ არჩევნებში კვლავ მმართველი ძალა გაიმარჯვებს.

„ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულის ტოლია, შეუძლებელია, წარმოუდგენელია უბრალოდ და რაც ბუნებაში არ არსებობს და თეორიულად შეუძლებელი და წარმოუდგენელია, იმაზე ახლა ნუ ვიმსჯელებთ და ნუ გავაკეთებთ განმარტებებს და კომენტარებს. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები გალერია თბილისში თანხის 30% ულიმიტოდ დაიბრუნებენ

თიბისი კონცეპტი, Visa და გალერია თბილისი ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ, საშემოდგომო შეთავაზებას უმზადებს.
8 ოქტომბერს, გალერია თბილისში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით, გადახდილი თანხის 30%-ს, ულიმიტოდ დაიბრუნებთ.
აქციაში მონაწილებას იღებს, შემდეგი ობიექტები:
• KARL LAGERFELD
• KARL KAGERFELD KIDS
• CALZEDONIA
• Pinko
• DKNY
• Wolford
• JYSK
• Scotch and Soda
• The North Face
• MAGELLAN
• TIMBERLAND
• DIESEL
• ლუტეცია
• Miniso
• Yves Rocher
• Lion of Porches
• Mayoral
• Pepe Jeans
• Original Marines
• Superdry
• Patrizia pepe
• Hackett
• Marc O’Polo
• Espacho
• ROMAN
• Women’secret
• Shoes Gallery
• Aw Lab
• Okaidi
• Jakadi
• OVS

მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს – https://link.tbc.ge/galleria_cashback

(R)

ცესკოს დაკვეთით საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს

საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და ამ პროცესში შესასწავლი საკითხების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგი გამართა.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V“ ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელებით, საარჩევნო ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მის საქმიანობაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი.

შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ეტაპების და აუდიტს დაქვემდებარებული საკითხების შესახებ.

კერძოდ, შესაბამისობის აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად:

პირველ ეტაპზე:

– კომპანია შეისწავლის ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებულ ცვლილებებს შუალედური არჩევნებიდან დღემდე და დაადგენს მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, მიმოიხილავს, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებს საწყის კოდში, წინა პერიოდში განხორციელებული აუდიტის შემდგომ.
– სრულად შესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები. კერძოდ, ზუსტად ასახავს თუ არა ხმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს და ტექნოლოგიურად, პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია თუ არა შეიცვალოს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.
– ასახავს თუ არა აპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარი რეალურ ინფორმაციას, შესაძლებელია თუ არა ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის რაიმე სახით იდენტიფიცირება, დაკავშირებულია თუ არა აპარატი რამე სახით ინტერნეტთან და ასევე, ვერიფიკაციის აპარატთან. ამასთანავე, დაცულია თუ არა აპარატი, რაიმე ზემოქმედებისგან უცხო სახის მოწყობილობით.
– კომპანია კიდევ ერთხელ მოიკვლევს, ჩართულია თუ არა ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში, ასახავს თუ არა ყველა აპარატის მიერ დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია ან ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი ქვითარი რეალურ ინფორმაციას. ისევ შეუძლებელია თუ არა ორმაგი ვერიფიკაცია და არიან თუ არა აპარატები სინქრონიზებული ლოკალური ქსელით. კომპანია ასევე შეისწავლის შესაძლებელია თუ არა ერთი პირის დუბლირება სხვადასხვა უბნებზე.
– დამატებითი შესწავლილის საგანი იქნება ვერიფიკაციის აპარატებში სიების ჩაწერის კომპონენტი. მოიცავს თუ არა მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი სიების ჩაწერის ტექნოლოგიურ საკითხებს, როგორ იქნება შესაბამის უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიანი სია გააქტიურებული ვერიფიკაციის აპარატებში კენჭისყრის დღეს და არის თუ არა კენჭისყრის გახსნისას დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია, მხოლოდ ის მონაცემები რომელსაც ელექტრონული მოწყობილობა ამუშავებს დღის განმავლობაში. ასევე, კენჭისყრის დაწყებიდან/გახსნიდან და ამასთანავე, კენჭისყრის მიმდინარეობისას შესაძლებელია თუ არა უკვე ჩაწერილ სიებში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება.
– სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნება, არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა, თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატიდან, შეუძლებელია თუ არა პლანშეტიდან შედეგების გადმოგზავნა. ასევე, აუდიტმა უნდა დაადასტუროს, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამას არ შეუძლია შეცვალოს შედეგები.
მეორე ეტაპზე:
– „Pro V&V“-ის წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს ცესკოს ახლად აშენებულ სასაწყობო სივრცეში, რათა მოხდეს დადასტურება, რომ აპარატებში ასახული საარჩევნო ინფორმაცია, შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტებს.
მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, პირდაპირ ეთერში ცესკოს YouTube არხზე.
მესამე ეტაპზე:
– „Pro V&V“-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირება საწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სრულად აუდიტირებადია, საარჩევნო სიების მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამავდროულად, კენჭისყრის დღეს, ყოველ უბანზე ამოიბეჭდება ამომრჩეველთა ის სია, რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ გადამოწმების მიზნით ე.წ. კედლის სიებთან ერთად.
ამასთანავე, პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციის, ისე ხმის დათვლის და შედეგების გადმოგზავნის პროცესში და ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგები გადაითვლება ხელით, რაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის 41-ე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

ამ წუთებში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია. ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.

კაროლაინ ბოსის ლექცია – შეკეთება

8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში, UNStudio-ს თანადამფუძნებლის კაროლაინ ბოსის ლექციას  მასპინძლობს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას. დასწრება თავისუფალია.

შეცდომების გასწორება… შეკეთება… გამოსწორება… გაუმჯობესება… არქიტექტურა, რომელიც მუდმივად ევოლუციას განიცდის, ყოველთვის გვიბიძგებს გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვქმნით. ამის გაკეთება შესაძლებელია უამრავი განსხვავებული მეთოდით, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის გამოგონებითა და დახვეწით. გარდა ამ თემაზე პრაგმატული ფიქრისა, UNStudio ასევე ახდენს რეფლექსიას საკუთარ დისციპლინაზე და იმაზე თუ რა სიკეთე, შეგვიძლია მოვუტანოთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს.

კერლოლაინ ბოსი UNStudio-ს თანადამფუძნებელი / ურბანული დაგეგმარების მთავარი სპეციალისტი მელბურნის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მშენებლობისა და დაგეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორი და იელის არქიტექტურის სკოლის ნორმან ფოსტერის არქიტექტურული დიზაინის მოწვეული პროფესორია.

კეროლაინ ბოსი ლონდონის უნივერსიტეტის ბირკბეკის კოლეჯში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით სწავლობდა, ხოლო უტრეხტის უნივერსიტეტის გეომეცნიერებების ფაკულტეტზე ურბანული და რეგიონული დაგეგმარება შეისწავლა. 1988 წელს მან არქიტექტორ ბენ ვან ბერკელთან ერთად დააარსა Van Berkel & Bos Architectuurbureau, სადაც მან თეორიული და კვლევითი საქმიანობა არქიტექტურული პრაქტიკით განავრცო. მისი დასრულებული პროექტები მოიცავს როტერდამში ერაზმუსის ხიდს, ნაიმეგენში მუზეუმ Het Valkhof-ს და Moebius-ის სახლს.

1998 წელს კეროლაინ ბოსი UNStudio (United Net)-ის თანადამფუძნებელი გახდა. UNStudio სპეციალისტთა ქსელია არქიტექტურის, ურბანული დეველოპმენტისა და ინფრასტრუქტურის სფეროში. დასრულებული ურბანული დეველოპმენტის პროექტებს შორისაა არნემის სადგურის ზონის რესტრუქტურიზაცია და რაფლ სითის მრავალფუნქციური კომპლექსი ჰენჯოუში. მიმდინარე პროექტები მოიცავს სამხრეთ სანაპიროს Beulah-ის მრავალფუნქციურ დეველოპმენტს მელბურნში და დასასვენებელი კუნძულის გენერალურ გეგმას სამხრეთ კორეაში.

კეროლაინ ბოსი გახლდათ მოწვეული ლექტორი პრინსტონის უნივერსიტეტში, ბერლაგეს ინსტიტუტი როტერდამში, ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში და არნემის არქიტექტურის აკადემიაში. 2012 წელს მელბურნის უნივერსიტეტის არქიტექტურის, მშენებლობისა და დაგეგმარების ფაკულტეტის საპატიო პროფესორის ტიტული მიენიჭა. 2021-2022 აკადემიური წლის მანძილზე იგი იყო ნორმან ფოსტერის სახელობის არქიტექტურული დიზაინის მოწვეული პროფესორი იელის არქიტექტურის სკოლაში. მისი სწავლების ძირითადი მიმართულება არქიტექტურული ნამუშევრების ინკლუზიური მიდგომაა, რომელიც აერთიანებს ვირტუალურ და  ფიზიკურ ორგანიზებასა და მშენებლობის ინჟინერიას. 2020-2022 წლებში კეროლაინ ბოსი შეუერთდა AM-ს, როგორც AM Concepts-ის დირექტორი და ურბანული დაგეგმარების ხელმძღვანელი.

საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად -Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას აფასებს საუდის არაბეთის ერთ-ერი უმსხვილესი კომპანიის Diryah-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯერი ინზერილო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომპანია Diryah მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო, ტურისტულ და კულტურულ პროექტებს ახორციელებს საუდის არაბეთში.

„მსოფლიო ტურისტული საზოგადოება საქართველოს ეწვია და ამ ულამაზეს ქალაქ თბილისში შეიკრიბა. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია. მთელი მსოფლიოდან ყველა აქ ჩამოვიდა გზავნილის გასავრცელებლად, რომ გვქონდეს მშვიდობა ტურიზმის დახმარებით. თუ დააკვირდებით, ყველაზე კარგ ტურისტულ ქვეყნებში, ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ხალხს მოსწონს მიმღებლობაა, ტურისტები არ დაბრუნდებიან, თუ ისინი ამას არ იგრძნობენ. საქართველოს აქვს საუკეთესო პოტენციალი, რადგან ხალხია საუკეთესო. ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია საქართველოში და ყველამ, ვინც აქ ჩამოდის, იცის ლეგენდარული ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ. იცის, რომ აქ ყველაზე სასიამოვნო, თბილი, მზრუნველი და მშვიდობიანი ხალხია. ამიტომაც, ქართველი მეგობარი თუ გყავთ, ის ოჯახის წევრივითაა. საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა ვიზიტისთვის და განსაკუთრებით კარგია მშვიდობის გზავნილის გასავრცელებლად“, – განაცხადა ჯერი ინზერილომ.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.

ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ახლა რაღაც პრეტენზიებს აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა-შალვა პაპუაშვილი

ეს ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ახლა რაღაც პრეტენზიებს რომ აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აფასებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე სპეკულაციებს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა – „როგორც ფარისევლობას“.

„ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, ვინც კონფედერაციაზე საუბრობდა და ზუსტად ოპოზიციაში არის ის ხალხი, რომელიც 2008 წელს ოფიციალური წერილით, რომელიც სააკაშვილმა მისწერა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს მედვედევს, სთავაზობდა აფხაზეთის გაყოფას რუსეთთან. ასე რომ, ეს ხალხი, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები ჩააბარა რუსეთს, ეს ხალხი, რომელიც სთავაზობდა რუსეთს აფხაზეთის გაყოფას, ეს ხალხი, რომელიც კონფედერაციის იდეას ეთამაშებოდა, ეს ხალხი ახლა რაღაც პრეტენზიებს რომ აყენებს, ეს არის ყველაზე მთავარი ფარისევლობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სხდომებზე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომ პრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში.

ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნა.

მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლიბის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულების შემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეო ვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.

აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებს და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხის და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს.

ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულ ასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.

აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.

არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს საქართველოს სახით, თუნდაც ცალკეული ჯანსაღი ევროპარლამენტარები, ხედავენ სამშვიდობო პოლიტიკის „ექსპორტიორებს“ და ეს მისასალმებელია – დავით ქართველიშვილი

„დღეს კონფორმიზმის და ლიბერალურ ფაშიზმთან კოლაბორაციის დრო აღარ არის“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, როცა შეეხო ევროპარლამენტარის დანილო დელა ველეს განცხადებას შეეხო. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საქართველო ახალისებს ყველა აქტორს, იმუშაონ მშვიდობისთვის.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველო იცავს მშვიდობას, ვინაიდან იცის მშვიდობის ფასი და უკრაინის ომზე და ამ ომის მსხვერპლზე ქილიკი უზნეობაა.

„ჩვენ კი იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ასეთი „ანტი-კუბილიუსების“ ხმას ხშირად გავიგებთ. დღეს კონფორმიზმის და ლიბერალურ ფაშიზმთან კოლაბორაციის დრო აღარ არის. ომის თუ ეკონომიკური კრიზისის გაღვივების აჩრდილი პირველ რიგში ევროპაზე ჩამოწვა, რაც არ უნდა „პირიქითა დაშინება“ გვესმოდეს ბრიუსელიდან ჩვენს მისამართით. დიახ, ვიცავთ მშვიდობას და ვინარჩუნებთ სტაბილურობას – რამეთუ ომის ფასი ვიცით. ხოლო ამ ეტაპზე მილიონი დაღუპული სლავის გარშემო მშვიდობის დამყარების აუცილებლობაზე ღლიცინი ცინიზმისა და ნაძირალობის პიკია.

21-ე საუკუნეში მიწასთან გასწორებული უკრაინის დიდი ნაწილის აღდგენა და ოდესღაც ნოყიერი მიწის ნიადაგის თავის „რეპროდუქციულ“ კონდიციამდე დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს. დღეს საქართველოს სახით, თუნდაც ცალკეული ჯანსაღი ევროპარლამენტარები, ხედავენ სამშვიდობო პოლიტიკის „ექსპორტიორებს“ და ეს მისასალმებელია“, – წერს დავით ქართველიშვილი.