Home Blog Page 44

მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილი 16 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკას პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.

მინისტრი ასევე გვირგვინით შეამკობს მარადიული ცეცხლის მემორიალს „შეჰიდების ხეივანში“ და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.

დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, უფლებებს და თავისუფლებებს -ჯო ბაიდენი

დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, სურს, გააფრთხილოს ამერიკის მოსახლეობა ოლიგარქიის განვითარების შესახებ და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ზედმეტად მდიდარი ადამიანების მიმართ იგივე მოლოდინების არსებობა, რაც მუშათა და საშუალო კლასის მოქალაქეების მიმართ არის.

„მსურს, გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს ჩემში. ეს არის ძალაუფლების საშიში კონცენტრაცია ძალიან მცირე რაოდენობის უკიდურესად მდიდარი ადამიანების ხელში. დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ყველასთვის წინსვლის სამართლიან შანსს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, ბაიდენმა თავისი მიღწევების შეფასებისას მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისტორია შეიძლება, მას სხვაგვარად უყურებდეს.

„დრო დასჭირდება იმის სრული გავლენის შეგრძნებას, რაც ჩვენ ერთად გავაკეთეთ. მაგრამ თესლები დათესილია და ისინი გაიზრდებიან და აყვავდებიან მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, – თქვა ბაიდენმა გამოსამშვიდობებელ მიმართვაში.

მან ასევე საგარეო პოლიტიკის მიღწევებზე ისაუბრა და თქვა თუ, როგორ გააძლიერა ნატო.

ასევე, ბაიდენის თქმით, უკრაინა თავისუფალია და აშშ-მა წინ გაუსწრო მის კონკურენტებს, მათ შორის ჩინეთს.

სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ბაიდენმა ისაუბრა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაზეც.

ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა ღრმა შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული.

ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, ამიტომ დავაწესეთ ახალი სანქციები, შევაჩერეთ დახმარება და სტრატეგიული ურთიერთობები -მეთიუ მილერი

ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა სწორედ ამიტომ დააწესა სანქციები, შეაჩერა დახმარება და სტრატეგიული ურთიერთობები.

„ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედებების გამო, როგორებიცაა საკუთარი მოსახლეობაზე ზეწოლა და იმ დემოკრატიული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, რომელზეც ისინი იყვნენ. სწორედ ამიტომ დავაწესეთ ახალი სანქციები საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, შევაჩერეთ დახმარება, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის უნდა გაგვეწია და შევაჩერეთ მათთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები“, – განაცხადა მილერმა.

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტი გრძელდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში გრძელდება. თანამომხსენებლები შეხვედრას, დღეს დილიდან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გეგმავენ.

მმართველი გუნდის ოპონენტების განმარტებით, ისინი კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელას იმ დარღვევებზე მიაწოდებენ ინფორმაციას, რომლის გამოც ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

“ეს არის ფაქტების შემსწავლელი, ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი. მივესალმები, რომ მათ “ქართული ოცნების” მანიპულაციები წინასწარ დაასრულეს. უკვე ყველა მიეჩვია “ქართული ოცნების” მანიპულაციურ ბუნებას – რომ ეს ყველაფერი ლეგიტიმაციასთან კავშირში არ არის. პრინციპში, ისინი ჩამოსულები არიან იმ დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ხდება. დარწმუნებული ვარ, ეს ანგარიშში აუცილებლად აისახება და ევროსაბჭოს ამაზე ძალიან მკაფიო პოზიცია ექნება” , – აცხადებს პლატფორმის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილვის უმთავრესი თემა კრიზისის განმუხტვა იქნება.

“ამ შეხვედრაზე, ისევე, როგორც ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მერე იშლება სხვადასხვა საკითხად – კრიზისის განმუხტვა, რაც გადის ამ რეჟიმის დემონტაჟზე. ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში დიქტატურას ამყარებენ და ყოველდღიურად ჩადიან დანაშაულებს, შეუძლებელია, მათ პირობებში თავისუფალ არჩევნებს ველოდოთ. ამ სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს, შემდგომში – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რაც არის ჩვენი დღის წესრიგი და სწორედ ამ საკითხებს დავაყენებთ ჩვენს პარტნიორებთან”, – აღნიშნავს პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

მონიტორინგის ჯგუფი საქართველოში ოფიციალურად იმ ვალდებულებების შესრულების შესამოწმებლად ჩამოვიდა, რომელიც ქვეყანას ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული, თუმცა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, შეხვედრებისას საუბარი სხვა მნიშვნელოვან თემებსაც ეხება.

16 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

საქართველოს მასშტაბით, 16 იანვარს წვიმიანი და მალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -1 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ითოვებს ბორჯომსა და ბაკურიანში.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +11 – უმეტესად ღრუბლიანი  

სოხუმი +11 – უმეტესად ღრუბლიანი  

ზუგდიდი +10 – უმეტესად მზიანი 

მესტია +4 – უმეტესად ღრუბლიანი  

ფოთი +10 – წვიმა

ბათუმი +10 – წვიმა

ოზურგეთი +9 – წვიმა

ქუთაისი +8 – წვიმა

ამბროლაური +8 – უმეტესად ღრუბლიანი  

ახალციხე +5 – მოღრუბლული

ბორჯომი +2 – თოვლი

ბაკურიანი 0 – თოვლი

გორი +8 – მოღრუბლული

ცხინვალი +6 – უმეტესად ღრუბლიანი  

სტეფანწმინდა +2 – უმეტესად ღრუბლიანი  

გუდაური -1 – უმეტესად ღრუბლიანი  

თელავი +10 – უმეტესად მზიანი

რუსთავი +12 – უმეტესად ღრუბლიანი  

თბილისი +11 – უმეტესად ღრუბლიანი  

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

დღეს და­გეგ­მი­ლი საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­სურ­ვე­ლია წა­რი­მარ­თოს რაც შე­იძ­ლე­ბა არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში: კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბა მათ გა­ად­ვი­ლებს და, შე­დე­გად, წარ­მა­ტე­ბულს გახ­დის.

კურო

დღეს არ უნდა შეც­ვა­ლოთ ჩვე­ვე­ბი: დღეს თქვენ­თვის ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უკუ­ნაჩ­ვე­ნე­ბია, ამი­ტომ მო­ე­რი­დეთ აქ­ტი­ურ მოძ­რა­ო­ბებს.

ტყუ­პი

შე­გიძ­ლი­ათ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა, რო­მე­ლიც დღეს გე­მუქ­რე­ბათ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გზით: გა­ნი­ცა­დეთ სი­ხა­რუ­ლი, ჩა­წე­რეთ ეს გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და არ მის­ცეთ უფ­ლე­ბა სევ­და­სა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გა­მოგ­ლი­ოთ.

კირჩხი­ბი

თუ გრძნობთ, რომ თქვე­ნი გან­წყო­ბის დონე ნელა, მაგ­რამ გა­ნუ­წყვეტ­ლივ ეცე­მა, შე­ე­ცა­დეთ თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ ეს პრო­ცე­სი თქვენ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ნე­ბის­მი­ე­რი გზით – მა­გა­ლი­თად, გა­ა­კე­თეთ ის, რაც გიყ­ვართ.

ლომი

რა­საც დღეს აკე­თებთ, შე­ე­ცა­დეთ იმოქ­მე­დოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რად – მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას და არ და­ხარ­ჯოთ ღი­რე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი – დრო და ენერ­გია.

ქალ­წუ­ლი

საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­თუ­ლებ­და თქვენს ცხოვ­რე­ბას, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოგ­ვარ­დე­ბა თით­ქოს თა­ვის­თა­ვად: ერთ ღა­მე­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე იოლი გზით.

სას­წო­რი

ეს არაა სა­უ­კე­თე­სო დღე სა­მუ­შა­ოს­თვის, არ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ამი­ტომ, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­უთ­მეთ დღე დას­ვე­ნე­ბას: ეს არა მხო­ლოდ გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ გან­წყო­ბას, არა­მედ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ აღიდ­გი­ნოთ და­ხარ­ჯუ­ლი ენერ­გია.

მო­რი­ე­ლი

დღეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სა­სურ­ვე­ლია სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მინ­დო­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თა სან­დო­ო­ბა­შიც ასი პრო­ცენ­ტით არ ხართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი: მათ შე­უძ­ლი­ათ იმე­დი გა­გიც­რუ­ონ ყვე­ლა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ მო­მენ­ტში და გა­ხა­დონ თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა სა­ჯა­რო.

მშვილ­დო­სა­ნი

თქვენ, მთელ ზო­დი­ა­ქო­ში ერ­თა­დერ­თებს, ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ და­ი­წყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რის­თვი­საც დიდი ხა­ნია ემ­ზა­დე­ბით – სა­მუ­შაო გან­წი­რუ­ლია წარ­მა­ტე­ბის­თვის.

თხის რქა

ნუ მის­ცემთ უფ­ლე­ბას ემო­ცი­ებს, გო­ნე­ბა­ზე იბა­ტო­ნონ. თუ გარ­შე­მო ვინ­მეს გა­და­ე­ყა­რეთ, შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეთ უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, სა­დაც თქვე­ნი ბო­დი­ში არ მი­ი­ღე­ბა.

მერ­წყუ­ლი

დღე ხელ­საყ­რე­ლია სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ცხა­დე­ბის და ქორ­წი­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბის­თვის: ასე­თი ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ ქორ­წი­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი და ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა და გაგ­რძელ­დე­ბა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

თევ­ზე­ბი

სა­ნამ დღის გეგ­მას შე­ას­რუ­ლებთ, ჯერ აწონ-და­წო­ნეთ თქვე­ნი ძალა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თუ სა­კუ­თარ თავ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი აი­ღეთ, შე­გიძ­ლი­ათ სწრა­ფად გა­აც­ნო­ბი­ე­როთ, რომ არ გაქვთ საკ­მა­რი­სი ძალა იმის­თვის, რის­კე­ნაც მი­ის­წრა­ფით.

„აღნიშნული არ არის სიმართლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ ”- არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საელჩოში აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადეს, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა.

კერძოდ, მათ კომენტარი გააკეთეს დღეს “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ერთ თვეს გაატარებენ.

„აღნიშნული არ არის სიმართლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ – მიმდინარეობს სამართალდამცავების მხრიდან მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საელჩოში.

რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს

რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

„ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება.

წყაროების თქმით, დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკებებისას რუსეთი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და შეზღუდოს თავისი არმია.

ამასთან, სააგენტოს წყაროს განცხადებით, კრემლი არ ეწინააღმდეგება ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა წინააღმდეგია, რომ ეს იარაღი „რუსეთის წინააღმდეგ ან ტერიტორიების დასაკავებლად იქნეს გამოყენებული“. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს „უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე, სულ მცირე, დე ფაქტო კონტროლის შენარჩუნებას“, მათ შორის, ყირიმზე, თუმცა „ღიაა ზოგიერთი ტერიტორიის გაცვლის თაობაზე“.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე – უკრაინაც და რუსეთიც – მზად უნდა იყოს დათმობებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა

მარკო რუბიომ, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ დათმობაზე წასვლა.

„ეს ომი უნდა დასრულდეს და მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ჩვენ გვინდა [ომის] დასრულება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ რეალისტურად შეხედოს სიტუაციას. დათმობებზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებს“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

მარკო რუბიოს თქმით, არარეალისტურია ფიქრი, რომ უკრაინას შეუძლია რუსული ძალების უკუგდება 2022 წლის შეჭრამდე არსებულ პოზიციებზე.

„პრობლემა, რომელსაც უკრაინა აწყდება, ის კი არ არის, რომ მათ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ მათ უკრაინელები ეწურებათ“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.

„ის, რაც ვლადიმირ პუტინმა გააკეთა, მიუღებელია, ამაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს და ვფიქრობ, ეს უნდა იყოს შეერთებული შტატების ოფიციალური პოლიტიკა, რომ ომის დასრულება გვსურს“, – დასძინა მან.

 ,,შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ”- დავით ქართველიშვილი

მოკლედ, რისი თქმა მინდა დღეს საღამოს: საქართველო იყო, არის და რჩება მსოფლიო მნიშვნელობის სულიერების ცენტრად. დღეს დედოფლის-წყაროში (სოფ. სამრეკლოში) წმ. სერაფიმ საროველის დედათა მონასტერში ჩასვლა ამაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებდათ, – წერს„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ.

„სოხუმელ მეუფე გრიგოლთან (კაცია) ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შეცდომებს თუკი აღარ დავუშვებთ, გაისად პატრიარქის ანგელოზის დღეს (2 აგვისტოს) სოხუმის საკათედრო ტაძარში ჩავატარებთ. არ (!) ვიზიარებ მათ მწუხარებას, ვისაც მოვლენათა ეს განვითარება აგენტოკრატების დავალებებს ეწინააღმდეგება.

საქართველოს სადღეგრძელოს ქიზიყური ფორმულა – „შავი მთიდან – შავ ზღვამდე” – ახალ შინაარსს იძენს. დადგება დრო, როდესაც სოხუმში იმავე სადღეგრძელოს მცირედი პერიფრაზირებით ვიტყვით: „საქართველოს გაუმარჯოს – შავი ზღვიდან შავ მთამდე”. მოთმინება! და არა სულსწრაფობა! ყველაფერი თავისი გეგმით მიმდინარეობს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

,,გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა”- ირაკლი კობახიძე

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა.

„როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება,”- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შედგება ყველა თემაზე. 

„ევროპის საბჭოს მონიტორებთან ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი, შევეხებით აბსოლუტურად ყველა საკითხს, მათ შორის მივაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია განახორციელოს სახელმწიფო სისტემის საბოტაჟი. ეს არის აბსოლუტურად უსუსური მცდელობა, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.