Home Blog Page 44

ოპოზიციურმა გაერთიანება „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამა – „ილიას გზა“ წარადგინა

„ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამა „ილიას გზა“ წარადგინა. როგორც ოპოზიციური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, ილიას აზრები და იდეები, ისევე როგორც მათი გეგმა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროს ეხება.

„„ილიას გზა“ – ეს არის ჩვენი დიდი გუნდის, „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო გეგმა და სწორედ იმ იდეის განხორციელება, რომელიც 117 წლის წინ, წიწამურთან გააჩერეს.

ილიას აზრები და იდეები, ისევე როგორც ჩვენი გეგმა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროს ეხება, ესენია: განათლება, კულტურა, ეკონომიკა, თვითმმართველობა, თანასწორობის იდეა, ქალთა უფლებები, სამოქალაქო აქტივიზმი. ილიამ დაგვიტოვა ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ფორმულა – „მამული, ენა, სარწმუნოება“ – და ამავე დროს ილიას თაობამ საქართველოში შემოიტანა თანამედროვე, ევროპული იდეები და განსაზღვრა დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი გზა.

ეს არის ის სულისკვეთება, რომელსაც წარმოადგენს „ძლიერი საქართველო“ და ჩვენი გეგმა.

26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ილიას იდეა და ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ და საკუთარი ენერგია არასწორი მიმართულებით დახარჯოთ. ცდილობთ სასურველი რეალობად აღიქვათ, ეს კი აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ეცადეთ გაიგოთ მიზეზი, რომელმაც დაძაბულობა გამოიწვია.

კურო

თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში გარკვევა გიჭირთ, ამიტომ დღის დაგეგმვას ვერ ახერხებთ. საკმაოდ რთული დღეა. შეიძლება ბევრი რამ ისე არ მოხდეს, როგორც ელოდით. ნუ აჩქარდებით, ეცადეთ მშვიდად და გააზრებულად იმოქმედოთ. გირჩევთ ძველ ბიზნესპარტნიორებს შეეხმიანოთ და ახალი პირობებით თანამშრომლობა შესთავაზოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, გარეშე პირთა რჩევებს ნაკლებად უსმინოთ, ინტუიციურად იმოქმედოთ და ყველა საქმეს პრაქტიკულად მიუდგეთ. დროა, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და მიმდინარე მოვლენები რეალურად შეაფასოთ. შეწყვიტეთ გარშემო მყოფებით მანიპულირება, ეს მხოლოდ თქვენ დაგაზარალებთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს სიმტკიცე და მონდომება უნდა გამოიჩინოთ და თქვენთვის მიუღებელ პირობებს არ დათანხმდეთ. დაიცავით საკუთარი აზრი ნებისმიერ დისკუსიაში და საკუთარი სიმართლის გჯეროდეთ. პირად ურთიერთობებში არსებობს ჩხუბის ან უსიამოვნო სიტუაციის რისკი. შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, რადგან მათი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ. ნუ ინერვიულებთ – მალე სიტუაცია თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით განვითარდება.

ლომი

ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები შეამციროთ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებს ნუ უგულებელყოფთ – საქმის საბოლოო წარმატება მათზეა დამოკიდებული. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან.

ქალწული

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობას და აზრის მკაფიოდ გამოხატვას ვერ ახერხებთ, ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი მოლაპარაკება სხვა დღისთვის გადადოთ. ეცადეთ, მანიპულატორების მსხვერპლი არ გახდეთ და გადაწყვეტილებები სხვისი ზეწოლის ქვეშ არ მიიღოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

სასწორი

რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მთავარია საკუთარ სხეულს უსმინოთ. ხშირად შეისვენეთ და ზედმეტად რთულ ან შრომატევად საქმეებს ერიდეთ. ამ დღეს ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ – მცირე შეცდომამ შეიძლება სამუშაოს საბოლოო შედეგზე უარყოფითად იმოქმედოს. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

მორიელი

დღეისთვის ახალი და რთული საქმეები არ უნდა დაგეგმოთ. გარემოებები თქვენთვის არახელსაყრელია, ამიტომ ეცადეთ, ალტერნატიული გზები იპოვოთ. კარგი დროა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ამ პროცესში შეიძლება ახალი მოკავშირეები და დამხმარეები იპოვოთ. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

მშვილდოსანი

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეცადეთ, ოჯახში მყუდრო და მშვიდი ატმოსფერო შეინარჩუნოთ. საჭირო არაა, რომ საკუთარი აზრი ნებისმიერ ფასად დაამტკიცოთ. ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი და ეცადეთ, გარშემო მყოფებს ენდოთ. მშვიდობიანი განწყობა ნდობისა და ურთიერთობების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

თხის რქა

მოვლენების გაკონტროლება გიჭირთ და ამის გამო არასასურველ შედეგებთან შეგუება გიწევთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, საპასუხისმგებლო საქმეებს და სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ. ამ დღეს უპირატესობა კარგად ნაცნობ და მარტივ სამუშაოს უნდა მიანიჭოთ. ხელმძღვანელობა თქვენს აზრს მოისმენს და გაითვალისწინებს. ეცადეთ, დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ.

მერწყული

გირჩევთ, ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ და ფინანსური საკითხების განხილვაზე უარი თქვათ – დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. მეგობრებთან შეხვედრები სასარგებლო იქნება – ვიღაცამ შეიძლება საინტერესო იდეა მოგაწოდოთ, რომლის განხორციელება პროფესიულ სარგებელს მოგიტანთ.

თევზები

თქვენს განწყობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, დილიდან პოზიტივით დაიმუხტოთ. თქვენი ქმედებები შედეგზე გათვალეთ, სხვა შემთხვევაში შეცდომების თავიდან აცილება გაგიჭირდებათ. საღამოს შესაძლებლობა გექნებათ, დიდი ხნის უნახავი ადამიანები მოინახულოთ და შეურიგდეთ მათ, ვისთანაც უთანხმოება გქონდათ.

26 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა დაირაზმოს ხმის მისაცემად, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და განახორციელოს ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც საქართველოს ესაჭიროება – გია აბაშიძე

“26 ოქტომბრის მორიგ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში, “ქართული ოცნება” გარანტირებულად მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა მობილიზდეს და მივიდეს არჩევნებზე, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

“26 ოქტომბრის მორიგ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში, “ქართული ოცნება” გარანტირებულად მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას. თუმცა, “ქართული ოცნების” ელექტორატის ნაწილმა იცის რა, რომ მისი პარტია ახლაც გაიმარჯვებს, შესაძლოა, სოციალური სიზარმაცე გამოიჩინოს და არ მივიდეს საარჩევნო უბნებზე. ამიტომ 26 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” ამომრჩეველი მაქსიმალურად უნდა დაირაზმოს ხმის მისაცემად, რათა მმართველმა გუნდმა მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და განახორციელოს ის ფუნდამენტური, ისტორიული ცვლილებები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს ესაჭიროება”, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი გერმანიაში შეხვედრას გამართავენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ერთმანეთს პარასკევს გერმანიაში შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის სპიკერმა სააგენტო AFP-სთან კომენტარში დაადასტურა.

მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “უკრაინის პრეზიდენტს პარასკევს დღის მეორე ნახევარში ფრანკფურტში შეხვდება”. მან ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

ცნობისთვის, ფრანკფურტის მახლობლად ამერიკული სამხედრო ბაზა “რამშტაინი” მდებარეობს, რომელზეც უკრაინის დახმარების საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. “რამშტაბინი ფორმატი”) სხდომა გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, ზელენსკი ჯგუფის სხდომაზე პირადად გეგმავს სიტყვით გამოსვლას და უკრაინული არმიისთვის იარაღის ახალი მიწოდებების თხოვნას, განსაკუთრებით კი მანძილის რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების.98ოილ პპ

უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია – იენს სტოლტენბერგი

უკრაინამ კურსკის ოპერაციაში ბევრს მიაღწია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რთულია იმის თქმა თუ როგორ განვითარდება ვითარება მომავალში.

“მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ გააკეთონ საჭირო რთული არჩევანი, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, თუ სად განალაგონ საკუთარი ძალები და ომის რა სახეობაა შესაბამისი ამ ვითარებაში”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის შორი მანძილის რაკეტების მეშვეობით, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებამდე წვდომა აქვთ.

“მოხარული ვარ, რომ ნატო-ს ბევრმა ქვეყანამ ასეთი შესაძლებლობა მისცა, ხოლო ისინი, რომლებსაც ჯერ კიდევ გააჩნიათ შეზღუდვები, ისინი შეასუსტეს, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გამწვავებას არ დავარქმევდი – საუბარია იმაზე, რომ ვალდებულებების ბალანსი იყოს დაცული – სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე

აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არა გამწვავება, არამედ “ვალდებულებების ბალანსის დაცვაა”. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ სახელმწიფო გამოცემა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის სოციალური გადასახადების შეწყვეტა არ არის გამწვავება, არამედ საუბარია “იმ ვალდებულებების ბალანსის დაცვაზე რომელიც ორი ქვეყნის მთავრობებმა საკუთარ თავზე აიღეს”.

“გამწვავებას არ დავარქმევდი ამას. იმას რომ დავუბრუნდეთ, რაზეც ამწამს ვსაუბრობდით: ეს მიღწეული შეთანხმებების შესრულებაა. არის შეთანხმებების პაკეტი, რომელიც პრეზიდენტების მიერაა სანქცირებული, ორი ქვეყნის მთავრობების მიერაა დამტკიცებული. და ამ შეთანხმებებთან შესაბამისად, რომლებიც ორივე პარლამენტშია რატიფიცირებული, ყოველ ქვეყანას აქვს საკუთარი ვალდებულებები. საუბარია უბრალოდ იმაზე, რომ ამ ვალდებულებების ბალანსი იყოს დაცული, და ჩვენს აფხაზ მეგობრებს მშვენივრად ესმით ეს”, – განაცხადა ლავროვმა.

ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი, შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი – მიხეილ სააკაშვილი

ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოველთვის ეძებდა და ახალისებდა ძლიერ პიროვნებებს თავისი დამოუკიდებელი აზრით, იმიტომ, რომ ახალი ქვეყნის მშენებლობა მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ.

„ჩვენს დეპუტატზე, უმაგრეს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი.

ამასობაში ერთ-ერთი ქოცი გულანთებულ პატრიოტ მოქალაქეს, რომელსაც სიმართლე უთხრა პირში, “მიშას მონას” ეძახის.

ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს თავისი დამოუკიდებელი აზრით, იმიტომ, რომ ახალი ქვეყნის მშენებლობა მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ, ხოლო მონას შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ქვეყნის მოსპობა, ამიტომ ეზიზღება ჭორვილელს თავისუფალი ადამიანები და გარშემო მხოლოდ კარიკატურები შემოიკრიბა.

ესენი თავისუფალ ადამიანებთან 26-ში აუცილებლად მწარედ დამარცხდებიან!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე შსს-მ ადმინისტრაციული წესით გუშინ საღამოს დააკავა. მანამდე, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან ხმაური იყო.

როგორც შსს-ში განმარტეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, „კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან“.

„ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად”, – განაცხადეს უწყებაში. მოგვიანებით, ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ირაკლი ეძგვერაძე კი, ამ დრომდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება.

ჩვენ არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია – არ გვჭირდება მათი ხალხი, მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ ჩვენებზე გავცვალოთ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა ერთ ტერიტორიას სხვებზე არ გაცვლის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მაუწყებელ NBC News-თან კურსკის ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.

“არ გვჭირდება რუსეთის ტერიტორია. ყოველთვის ვამბობდი ამას. ჩვენი ოპერაციები იმაზე მიმართული, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. არ გვჭირდება მათი ხალხი, სამოქალაქოები, მათი მოქალაქეები. მათი სამხედროები ტყვედ მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ ჩვენებზე გავცვალოთ.

ასეთივე დამოკიდებულებაა ტერიტორიასთან. არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ უკრაინული ცხოვრების მიტანა. ამას ვამბობ, ვინაიდან, მესმის, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი და მესმის, თუ რა არის ამა თუ იმ სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემა.

უკრაინა სწორედ ასეთი სახელმწიფოა, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა უფრო ძლიერები ვიყოთ. ეს ოპერაცია ქვეყანას აძლიერებს. ეს არ ნიშნავს, რომ ერთ ტერიტორიას სხვებზე გავცვლით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის რთულია უკრაინის შემდგომი ნაბიჯების გაჟღერება. მან ასევე არ გასცა პასუხი კითხვას, აპირებს თუ არა უკრაინა რუსეთის კიდევ რომელიმე ტერიტორიების დაპყრობას.

კოლექტიური ნაცმოძრაობის „ლიბერალური“ ფაშიზმის უმძიმესი შედეგი, რომელმაც ჩვენი გუნდის წევრი, ერმილე გიგიაძე იმსხვერპლა გეგუთში -გივი ჩხარტიშვილი

თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გივი ჩხარტიშვილი სოფელ გეგუთში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და მომხდარს კოლექტიური ნაცმოძრაობის „ლიბერალური“ ფაშიზმის უმძიმესი შედეგს უწოდებს.

„კოლექტიური ნაცმოძრაობის „ლიბერალური“ ფაშიზმის უმძიმესი შედეგი, რომელმაც ჩვენი გუნდის წევრი, ერმილე გიგიაძე იმსხვერპლა გეგუთში.

მისი გარდაცვალების მიზეზი ზიზღის, სიძულვილის, ბულინგის ნაცური პროპაგანდა გახდა.

ამ ნაცისტური პროპაგანდის პრევენციის მიზნით, ჩვენმა გუნდმა არაერთხელ მიმართა, მათ შორის დონორებს, რომლებიც ხშირად ირიბად, მაგრამ ფაქტია, ამ სიძულვილის კამპანიის დამფინანსებლები არიან.

მომხდარს ვეღარაფერი გამოასწორებს, მაგრამ ეს ტრაგედია აუცილებლად უნდა იქცეს ნათელ მაგალითად, როგორ კლავს ნაცების ნაცისტური პროპაგანდა და რაზეა წამსვლელი კოლექტიური ნაცმოძრაობა!!!

ეს უნდა იყოს ნათელი მაგალითი საზოგადოებისთვის !

https://www.facebook.com/GDGiviChkhartishvili/posts/530873029319079?ref=embed_post

“აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო მედიის რედაქტორებს სანქციები 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის დაუწესა”-Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით: „აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო მედიის რედაქტორებს სანქციები 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის დაუწესა“ (ავტორები – სარა ლინჩი, ენდრიუ გუდსვორდი და ქრისტოფერ ბინგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, რუსული სახელმწიფო მედია RT-ისა და 9 სხვა მედიასაშუალების რედაქტორები დაასანქცირა. მიზეზად, 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა სახელდება.

ამერიკის ხაზინაში ამბობენ, რომ RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი და ამ მედიასთან ასოცირებული სხვა პირები, სოციალური მედიის ქსელებში გავლენის მქონე პირებს სთხოვდნენ ამერიკის მოსახლეობის შეხედულებები შეეცვალათ და კრემლის სასარგებლო გზავნილები გაევრცელებინათ.

გარდა ამისა, ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ [FBI] სასამართლოსგან ინტერნეტში არსებული 32 დომეინის შეწყვეტის ნებართვა მოითხოვა. ბიუროს თქმით, ამ დომეინზე არსებული მასალა “უცხოეთის მავნე გავლენას” ავრცელებდა, მათ შორის, ცდილობდა შეეცვალა ამერიკელი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერა რუსეთ-უკრაინის ომში.

რუსმა დეპუტატმა გავრცელებულ ბრალდებებს “ნამდვილი ნაგავი” უწოდა და თქვა, რომ მოსკოვისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გახდება ამერიკის პრეზიდენტი, თუ – დემოკრატი კამალა ჰარისი.

„ამერიკის არჩევნებში ერთადერთი გამარჯვებული არის ამერიკის კერძო სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი“, – განუცხადა სააგენტო “როიტერს” დუმის დეპუტატმა მარია ბუტინამ.

რუსეთის საელჩოს ამერიკაში ამ დრომდე კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. თუმცა, მსგავსი შემთხვევების დროს, რუსეთი ყოველთვის უარყოფს ამერიკის არჩევნებში ჩარევას.

Russia Today-მ კი დამცინავი პასუხის გაცემა გადაწყვიტა. “სამი რამ არის გარდაუვალი ცხოვრებაში: სიკვდილი, გადასახადები და RT-ის ჩარევა ამერიკის არჩევნებში”. ასე უპასუხა კომენტარის თხოვნას რუსულმა სახელმწიფო მედიამ.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი აქამდეც ამბობდა, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საფრთხედ რჩება. აქამდე გაკეთებულ რამდენიმე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთს თავისი პოზიცია ამერიკის არჩევნებისადმი არ შეუცვლია, რაც გარკვეული მინიშნება იყო იმაზე, რომ მოსკოვს ტრამპისადმი მეტი სიმპათია აქვს.

ამერიკის დაზვერვის შეფასებების მიხედვით, მოსკოვი ცდილობდა ტრამპის დახმარებას 2016 წელს, როდესაც მან დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ იგივეს ცდილობდა რუსეთი 2020 წელსაც, როდესაც ტრამპი დემოკრატ ჯო ბაიდენთან არჩევნებში დამარცხდა. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6972 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6972 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6956 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9931 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9792 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0139 ლარი შეადგინა.

“ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა ეცემა, ამიტომ პრეზიდენტი, მთავრობის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების გზით, ხელისუფლების კონცენტრირებას ცდილობს”-The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) უკრაინის მთავრობაში მიმდინარე საკადრო გადაადგილებებს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით – „ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობა ეცემა, ამიტომ პრეზიდენტი, მთავრობის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების გზით, ხელისუფლების კონცენტრირებას ცდილობს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის პარლამენტს სპეციალური სხდომის ჩატარება მოუხდა მინისტრთა მოულოდნელი გადადგომების განსახილველად. ეს იყო ომის პირობებში ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ჩაფიქრებული და რეალიზებული მცირე შოუ, რომ იგი მსოფლიო პრესის სათაურებში მოხვედრილიყო. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი პარტიის წევრებმაც კი ფაქტობრივად სასაცილოდ აიგდეს: ზოგიერთი მინისტრის მიმართ ნდობის ვოტუმი დადასტურდა, პარლამენტმა მათი გადადგომა არ დაამტკიცა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს, აღმასრულებელი ხელისუფლება კი დისფუნქციას განიცდის.

იმ მინისტრებს შორის, რომლებიც გადადგომის დადასტურებას ელოდნენ, მძიმეწონიანებიც იყვნენ.: ორი ვიცე-პრემიერი – ირინა ვერეშუკი და ოლღა სტეფანიშინა, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა. უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების მინისტრი ალექსანდრე კამიშინი – ქარიზმატული პიროვნება, რომელსაც გრძელი თმები უკან, კუდის სახით აქვს შეკრული. გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეცი და სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი ვიტალი კოვალი… და ყველაზე ცნობილი წამსვლელებიდან – დიმიტრი კულება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეკავა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

განმარტა რა საკადრო გადაადგილებების მიზეზები, პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყანას „ახალი სტრუქტურა ჭირდება“. რასაკვირველია, იგი ამჩნევდა იმას, თუ როგორ ეცემოდა როგორც პირადად პრეზიდენტის, ასევე მისი მთავრობის პოპულარობა, რაც ბოლო თვეებში ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვებშიც ფიქსირდებოდა. იმდენად, რამდენადაც ომის დროს არჩევნები გაუქმებულია, ეს იყო ერთადერთი ბერკეტი, რომელიც პრეზიდენტს შეეძლო გამოეყენებინა აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების შესაცვლელად.
რაც შეეხება კონკრეტულად პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შექმნილ ურთიერთობას: დაძაბულობა ვოლოდიმირ ზელენსკისა და დმიტრო კულებას შორის 2022 წლიდან შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც მატულობდა. რუსეთთან ომის დაწყებამდე ორი მამაკაცის კარიერა გვერდი-გვერდ ვითარდებოდა: პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 2019 წელს, „მოწყენილი სახის“ დიპლომატი „დავიწყების ნისლიდან“ გამოიყვანა და იგი ჯერ პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დანიშნა, შემდეგ კი საგარეო პოლიტიკური უწყება ჩააბარა. სხვათა შორის, დმიტრო კულებამ, უნარიანმა კომუნიკატორმა, რომელიც სათვალეებით უფრო ჰარი პოტერს ჰგავდა, ვიდრე ჯონი ლენონს, მოდელიერ ვივიენ ვესტვუდის ჰალსტუხებში გამოწყობილმა, საკმაოდ დიდი პატივისცემა მოიპოვა უცხოელ დიპლომატებს შორის კიევში და დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში… მაგრამ საბოლოო ჯამში, დმიტრო კულებას მიერ გატარებული დიპლომატია, ზოგჯერ მკვეთრიც კი, ყოველთვის არ შეესაბამებოდა თავისი ბოსის – ვოლოდიმირ ზელენსკის უხეშ და ემოციურ რიტორიკას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომწიფდა აზრი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი „ხელების გასვრას“ თავს არიდებსო. „მას საქმის ბოლომდე მიყვანა არ უყვარს“, – ასეთი იყო საპრეზიდენტო ბლოკის დეპუტატთა ერთ-ერთი წონიანი წარმომადგენლის პოზიცია.

ინსაიდერების ვარაუდით, დმიტრო კულებას ბედი ჯერ კიდევ აპრილში გადაწყდა, როცა ანდრეი სიბიგა, რომელსაც, გავრცელებული ხმებით, მინისტრი უნდა ჩაენაცვლებინა, პრეზიდენტის ოფისიდან კულებას მოადგილედ გადაიყვანეს. პრეზიდენტთან ახლოს მდგომი რამდენიმე წყარო ვარაუდობს, რომ იმ დროს ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილის განხორციელებას ხელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეუშალა – ვაშინგტონმა კიევს ურჩია, რომ მსგავსი ფიქრებისთვის თავი დაენებებინა. ახლა კი, როცა აშშ წინასაარჩევნო საპრეზიდენტო ციებ-ცხელებით არის დაკავებული, კიევმა იდროვა და მთავრობაში საკადრო გადაადგილებების გეგმის რეალიზება დაიწყო.

მაგრამ, როგორც ჩანს, ამერიკული გავლენა გარკვეული დოზით მაინც იგრძნობა, მაგალითად, პრეზიდენტის მრჩეველ როსტისლავ შურმასთან მიმართებით, რომელიც კულისებში მოქმედებდა და საკმაოდ გავლენიანადაც, მაგრამ იმავდროულად წინააღმდეგობრივ პიროვნებას წარმოადგენს. მას უახლოეს ხანში ადმინისტრაციიდან გაუშვებენ და მის ფუნქციებს „კუდიანი“ ალექსანდრე კამიშინი (სტრატეგიული დარგების მინისტრი) შეასრულებს.

რასაკვირველია, მშვიდობიანობის დროს მინისტრის გადაყვანა პრეზიდენტის მრჩევლად შეიძლება დაქვეითებას ნიშნავდეს, მაგრამ ომის დროს, როცა ხშირად პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენა უფრო ძლიერია, ვიდრე მინისტრებისა, ანუ ალექსანდრე კამიშინის მრჩევლად დანიშვნა მის დაწინაურებას ნიშნავს.
ცხადია, ომის პერიოდის ხელისუფლების ცენტრალიზების გათვალისწინებით, მინისტრების გადაადგილებები სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს ვერც პოლიტიკაზე და ვერც საომარ ვითარებაზე, რომელიც ბოლო დროს უკრაინის აღმოსავლეთში სულ უფრო უარესდება. ამასთან, ზოგიერთი წყაროს აზრით, კიდევ უფრო ძლიერდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი: „მას ირგვლივ ბევრი ლოიალური ადამიანი ახვევია, მაგრამ ახლა თითქმის ყველა მის მიმართ ლოიალური იქნება“, – ამბობს იაროსლავ ჟელეზნიკი, ოპოზიციური დეპუტატი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: