Home Blog Page 42

ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „გმობენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გაუარესების გამო“.

განცხადების ხელმომწერები არიან – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, საქართველოს საკითხებში ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს-ისტურის ვაიტი.

„ჩვენ გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების გამო. შოკირებულები ვართ ცნობით, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ბათუმის სასტუმროში ძალადობრივი თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. ეს „ქართული ოცნებისა“ და მისი მოკავშირეების მიერ, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დისიდენტების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც 50 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს საქართველოს ქუჩებში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის დემონსტრაციებზე დგანან. საქართველო წლების განმავლობაში იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი, რასაც ხალხის მხრიდან უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს არ შეცვლილა. შეიცვალა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველებს მომავალი წაართვა და აღარც კი აჩვენებს თავს ისე, თითქოს საქართველოსთვის ევროპული დემოკრატია სურს. საქართველოში გაუარესებული ვითარება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვიზიარებთ პოზიციას, რომ ამჟამად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი მკაფიოდ ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის ნებისა.

ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რამდენადაც ის გაყალბებული იყო და არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს მიერ მიღებულ არცერთ გადაწყვეტილებას. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, კერძოდ კი, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ.

ჩვენ მოვუწოდებთ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონულ ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ თვითგამოცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აქტიური ლეგიტიმაციისგან და ამ მხრივ მოვუწოდებთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეჩერებისკენ. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ იქნება მართული, ფართომასშტაბიანი საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“,- აღნიშნულია ხუთი ევროპარლამენტარის განცხადებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში -ირაკლი კობახიძე

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საინტერესო შეხვედრა მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან/თანამომხსენებლებთან საქართველოს საკითხებში: კლოდ კერნსა და ედიტ ესტრელასთან. შეხვედრაზე ერთმანეთს გავუზიარეთ მნიშვნელოვანი მოსაზრებები და განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ჩვენი დისკუსია კონცენტრირებული იყო ძირითად საკითხებზე, მათ შორის ჩვენი დემოკრატიული რეფორმის დღის წესრიგსა და ევროპის საბჭოს როლზე საქართველოს ევროპული გზის ფარგლებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები ასეთი ღია და აგრესიული არასდროს ყოფილა, საქართველოში ეს ვნახეთ სამართლიანი არჩევნების, ჩვენთან კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ -ჯეიჰუნ ბაირამოვი 

ზოგიერთი დიდი სახელმწიფოების მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა არ არის ახალი ტენდენცია. ეს ისტორიაში ყოველთვის იყო. ახალი არის ის, რომ სავარაუდოდ, ასეთი ღია და აგრესიული აქამდე არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

ბაირამოვის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი განვითარებით არიან დაინტერესებული.

„დემონსტრაციული მცდელობების მომსწრენი გავხდით საქართველოს და აზერბაიჯანის მაგალითზე, ამის ნამდვილი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები არა თუ დიდი ძალების კარნახით, არამედ საკუთარი სუვერენიტეტის პოლიტიკით მოქმედებენ. საქართველოში ვნახეთ ეს პროცესები არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემდეგ, ჩვენთან კი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა და ამის გამო, ჩვენი დასჯის სურვილი ჰქონდათ. საქართველო და აზერბაიჯანი – ორივე ქვეყანა განვითარებით ვართ დაინტერესებული. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა და მშვიდობა. გვაქვს სამაგალითო მეზობლობა და ძმობა. პატივს ვცემთ ერთმანეთს და არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში და ასე უნდა იქცეოდეს ყველა ქვეყანა“, – განაცხადა ბაირამოვმა.

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

პრემიერ-მინისტრი დელეგაციას დეტალურად ესაუბრა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და პროცესის მართვის მიზნით სახელმწიფო უწყებების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო სისტემის საბოტაჟის მცდელობაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების მიზანმიმართული დასუსტების მცდელობას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

საქართველო და აზერბაიჯანი კარგად უმკლავდება სხვადასხვა მხრიდან ჩარევის მცდელობებს – მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფოები მდგრადები არიან ასეთ ნაბიჯებთან გასამკლავებლად, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარი ჩარევის მცდელობები, როგორ წესი, ზრდის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლებიც ხშირად მომდინარეობს სხვადასხვა სახის ჩარევებისგან“ – დასძინა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობასთან მიმართებაში აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

როგორც მან განაცხადა, ორ ქვეყანას შორის არსებობს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც „მიმართული არის და იქნება საქართველოსა და აზერბაიჯანის შესაძლებლობების უკეთ და პოზიტიურად გამოყენებისთვის, რათა ჩვენ ვიყოთ სარგებლიანები ჩვენი ხალხებისა და უფრო ფართო რეგიონისთვის“.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა დასძინა, ამ მიმართულებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და მხარში დგომის არაჩვეულებრივი ისტორია აქვთ.

 ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში, წარმოჩინდება, რომ “დიფ სთეითმა” ბრიტანეთი დაიყვანა ევროპარლამენტის, ესტონეთის, უკრაინის, ლიეტუვის დონემდე, რაც ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს-“ქართული ოცნება”

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში გამოთქმულია „უკიდურესი შეშფოთება, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, „ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი“.
„როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.
ქართულ საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ისტორიულად, დიდი ბრიტანეთი ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც ძლიერი, სუვერენული და პროგრესული სახელმწიფო, რომლის წიაღშიც განვითარდა სამართლის უზენაესობის იდეა და ადამიანის ძირითადი უფლებები. სწორედ ინგლისში წარმოიშვა საპროცესო ძირითადი უფლებები და კონკრეტულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომლის თანახმად ადამიანისთვის სანქციის შეფარდებამდე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი სათანადო მოსმენა და უტყუარი მტკიცებულებებით სანქციის გამყარება. გამაოგნებელია, რომ ის, რაც ინგლისში ჯერ კიდევ მე-13 და მე-17 საუკუნეებში გაიაზრეს, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 21-ე საუკუნეში სრულად დაივიწყა და ფეხქვეშ გათელა.
ყველას გვახსოვს ხუთი უსამართლო და სამარცხვინო, ანტიქართული რეზოლუცია, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის დასჯას და კრიმინალების განთავისუფლებას ითხოვდა. ყველას გვახსოვს უსამართლო და სამარცხვინო უკრაინული სანქციები ქართველი პოლიტიკოსების, საჯარო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელიც არავითარი ფაქტით და მტკიცებულებით არ იყო გამყარებული. ყველას გვახსოვს ლიეტუვისა და ესტონეთის ანტიქართული გადაწყვეტილება ქართველი პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების შეფარდების თაობაზე, რომელიც, ასევე, არავითარ ფაქტებს და მტკიცებულებებს არ ემყარებოდა. უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც დიდი ბრიტანეთია, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი.
დღეს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სანქციებით ემუქრებიან საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერს, რომელმაც საქართველო ავტორიტარული მმართველობისგან დაიხსნა, ქვეყანას დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, საქართველოში ადამიანების მკვლელობისა და წამების, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცებისა და არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა შეუნარჩუნა და ეკონომიკა გაუსამმაგა,
დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა”, – წერია განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება -მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა  ნამდვილად სამაგალითოა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება, – ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ორმხრივ დღის წესრიგს, ასევე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

„ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო ფართოვდება და ახალ დადებით განზომილებებს იძენს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას.

„საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ერთგული ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, ყოველთვის იქნება მზად ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას და ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეგიონული თანამშრომლობის ჭრილში, ხაზი გაესვა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებულ სამმხრივ ფორმატს, რომელიც წარმატებული რეგიონული თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

„ყურადღება გავამახვილეთ ერთობლივი რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნის“ როლსა და მნიშვნელობაზე.ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით წამოვიწყეთ და წარმატებით ვახორციელებთ არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტს, რომლებმაც თვისობრივად გაზარდეს ჩვენი რეგიონის როლი და ფუნქცია“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღინიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების მანძილზე საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. გამოითქვა იმედი, რომ სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება.

მხარეები მიესალმნენ 17 იანვარს,  ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომის გამართვას, რომელსაც თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები.

ყურადღება ასევე გამახვილდა კულტურისა და განათლების სფეროში აქტიურ თანამშრომლობაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა, მისთვის სასურველ დროს საქართველოში მოიწვია.

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მაკა ბოჭორიშვილმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში მის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილა პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ჰუმანიტარული საკითხები აზერბაიჯანი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამართეს შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში და განიხილეს პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური, ენერგეტიკული, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ჰუმანიტარული საკითხები აზერბაიჯანი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში და აგრეთვე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო ინტერესების მატარებელი საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაირამოვმა მის ქართველ კოლეგას გააცნო პოსტ-კონფლიქტური რეგიონის აღდგენის გზები, სამშვიდობო ძალისხმევა და აგრეთვე გამოწვევები, რომელიც არსებობს მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 17 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8412 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9236 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9322 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.

ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს, ასევე უშვებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – „რადიო თავისუფლება“ 

ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცების ცნობითვე, პოლიციიდან ასევე უშვებენ „ქართული ოცნების“ წევრებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, როგორც ლაშა გაბიტაშვილი, ისე „ქართული ოცნების“ დეპუტატები პოლიციაში 14 იანვრის შემდეგ, გამოკითხვაზე იმყოფებიან, სამართალდამცავი უწყებიდან კი ისინი სასამართლო სხდომამდე იქნებიან გამოშვებული, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაიმართება. მედიის ცნობითვე, მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სარკაზმულია, როდესაც ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების 2024 წლის წმინდა მოგება „TBC ბანკი“- ს მარტო 9 თვეში 894 777 539 ლარი იყო, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ – 57 569 000 ლარი 6 თვეში – გიორგი ცუცქირიძე

„2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, ოპოზიციის ძირითადი საქმიანობა არა პარლამენტში მუშაობა და დებატების გამართვა, არამედ დესტრუქცია და ქუჩის აქციები იყო. გაფიცვებს მაშინ მოაქვს შედეგი, როდესაც ის ხორციელდება ქვემოდან ზემოთ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა გამოსვლებით პროფკავშირების და საგაფიცვო კომიტეტების აქტიური ჩართულობით და არა პირიქით, როდესაც ცალკეული ბიზნეს სტრუქტურების მესაკუთრეები დაქირავებულ პერსონალს აიძულებენ გაფიცვისაკენ“ – წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების მოგებას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „TBC ბანკი“- ს მოგება მხოლოდ 9 თვეში 894 777 539 ლარს შეადგენდა, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ – 57 569 000 ლარს 6 თვეში.

მისივე თქმით, ქვეყანაში რომ მართლა ავტორიტარული რეჟიმი იყოს, არც გაფიცული ათეულობით ტელევიზია და ინტერნეტ მაუწყებლობა იფუნქციონირებდა და გაფიცული ბიზნესმენები ან ქვეყნიდან იქნებოდნენ გაქცეული ან სულაც დაპატიმრებული, რაც სწორედ ნაციონალების მმართველობის ბოლო წლებში გვქონდა ქვეყანაში.

„პოლიტიკური კრიზისების ანატომია აჩვენებს, რომ კრიზისებიდან ქვეყნები ან ნაკლები დანაკარგებით გამოდიან, და ზოგ შემთხვევაში უფრო წარმატებულიც ხდებიან ან პირიქით ქრონიკულად დასუსტებულები გამოდიან და წლები სჭირდება წინაკრიზისულ პერიოდის მდგომარეობამდე დაბრუნებამდე მისვლას.

თანამედროვე კრიზის მენეჯმენტში კრიზისების მართვა არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის ან კოალიციის ამოცანა, ის ზოგადად ხელისუფლების ამოცანას წარმოადგენს, ოღონდ იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლებაში ოპოზიციაც მოიაზრება.
ამიტომ ჩვენთან ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომ ოპოზიცია არაფერ შუაშია და მთელი პასუხისმგებლობა კრიზისზეც და მის მართვაზეც მმართველ პოლიტიკურ ჯგუფს ეკისრება, არასწორია.

სამწუხაროდ, რასაც საქართველოში ვუყურებთ, განსაკუთრებით 2020 წლიდან მოყოლებული დღემდე, თუ კოვიდ პანდემიურ შოკურ პერიოდსაც ჩავთვლით, ოპოზიციის ძირითადი საქმიანობა არა პარლამენტში მუშაობა და დებატების გამართვა, არამედ დესტრუქცია და ქუჩის აქციები იყო, როდესაც ოპოზიცია აპროტესტებდა არჩევნების შედეგებს და პარლამენტში შესვლის შემდეგაც არაერთი სკანდალი და პერფორმანსი ვიხილეთ ოპოდეპუტატების მონაწილეობით.

დღეს რაც ხდება ერთადერთი სიახლე ის არის, რომ ამ პროცესებში გაცილებით დიდი დოზით არის საერთაშორისო პოლიტიკური ფაქტორი წარმოდგენილი, პირობითად ბრიუსელის და ვაშინგტონის სახით.

რეალურად დღესაც რას აპროტესტებენ? არჩევნების გაყალბებას და ითხოვენ ახალ არჩევნებს, თუმცა არჩევნების ტოტალური თან ფანტასმაგორიული 300 000 ხმით გაყალბება არ მტკიცდება და ვერც დამტკიცდებოდა. ეუთოს დასკვნის შემდეგ, ამას გენერალური პროკურატურაც ადასტურებს.

არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქმეზე ასეულობით მოწმე გამოიკითხა. ამასთან, არავის წარმოუდგენია რაიმე სახის სერიოზული მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, რაც თავშივე გამორიცხავს 100 ათასობით გაყალბებულ მონაცემებს. ნიშანდობლივია, რომ ექსპერიმენტების ჩატარებისას მოწვეულნი იყვნენ შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული კომპანიის, „სმარტმატიკის“ ექსპერტები.

რამდენად გამოხატავს საპროტესტო ტალღა მოსახლეობის ნებას? არანაკლებ საჭირბოროტო საკითხია. დღეს შედარება ხდება ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტორატისა ხელისუფლების მხარდამჭერ ელექტორატთან, რაც ვფიქრობ დაზუსტებას საჭიროებს. თუ დავუშვებთ, რომ რუსთაველზე გამოსული ადამიანები წარმოადგენენ ოპოზიციის მხარდამჭერ ელექტორატს ეს არის 700 000, რაც ნაკლების პროსახელისუფლო ელექტორატთან შედარებით,რაც 1 120 000 შეადგენს, თუმცა რატომღაც გვერდს უვლიან საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც შეიძლება არც ოცნება მოსწონდეს და არც ოპოზიცია, რაც 1 600 000 -1 700 000 გამოვა ახალი არჩევნები საერთოდ არ შედიოდეს მათ ინტერესში. ანუ გამოდის, რომ ახალ არჩევნებს რეალურად ითხოვს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, რაც საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეხუთედია და საკითხავიც ეგ არის ისინი რამდენად გამოხატავენ მოსახლეობის ნებას?!

ამიტომ გამოსავალი ქუჩიდან ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდით არჩევნების დანიშვნა ვერ იქნება და ვეჭვობ გამოვიდეს. იგივეს თქმა შეიძლება გაფიცვებზეც. გაფიცვებს მაშინ მოაქვს შედეგი, როდესაც ის ხორციელდება ქვემოდან ზემოთ საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულთა გამოსვლებით პროფკავშირების და საგაფიცვო კომიტეტების აქტიური ჩართულობით და არა პირიქით, როდესაც ცალკეული ბიზნეს სტრუქტურების მესაკუთრეები დაქირავებულ პერსონალს აიძულებენ გაფიცვისაკენ, ფაქტიურად ძალადობენ მათზე. კიდევ უფრო სარკაზმულია როდესაც ამ ბიზნეს სტრუქტურების ნაწილის ანუ ოპოზიციასთან ერთად გაფიცული კომპანიების 2024 წლის წმინდა მოგება „TBC ბანკი“- ს მარტო 9თვეში 894 777 539 ლარი იყო, ხოლო „თეგეტა მოტორსის“ – 57 569 000 6 თვეში.

ქვეყანაში რომ მართლა ავტორიტარული რეჟიმი იყოს, არც გაფიცული ათეულობით ტელევიზია და ინტერნეტ მაუწყებლობს იფუნქციონირებდა და გაფიცული ბიზნესმენები ან ქვეყნიდან იქნებოდნენ გაქცეული ან სულაც დაპატიმრებული, რაც სწორედ ნაციონალების მმართველობის ბოლო წლებში გვქონდა ქვეყანაში.

არ მოსწონთ სახელისუფლებო პოლიტიკა? არ არის პრობლემა დაორგანიზირდენ, უკეთ მოემზადონ, გამართონ პარლამენტში დებატები ხელისუფლებასთან მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის საჭირბოროტო პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე და მიიმხრონ მოსახლეობის მეტი ოდენობა. შესაბამისად, მოიგონ ოქტომბერში ჯერ ადგილობრივი არჩევნები, და შემდეგ საპარლამენტოც ოღონდ მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილის და ოპოზიციის ქუჩაში დგომით მეტად საეჭვოა აქედან რაიმე გამოვიდეს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას ტანსაცმელი ამოიღეს.

მისივე ინფორმაციით, გახარია ბათუმში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გამოიკითხება.

„დღეს, 16 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გადაუდებელი წესით განხორციელდა გიორგი გახარიას ტანსაცმლის ამოღება (საგამოძიებო მოქმედება).

გიორგი გახარიას გამოკითხვა მოხდება რამდენიმე დღეში საგამოძიებო ორგანოში გამოძიების თხოვნის შესაბამისად,“ – აცხადებს ბუჩუკური.

შეგახსენებთ, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.