Home Blog Page 410

ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის, თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, ურთიერთობები გადაიტვირთება -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამერიკის მხრიდან თუ იქნება ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

კობახიძის თქმით, ქართული მხარე დაელოდება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.

„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან, რაც მთავარია, არის სრული მზაობა, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მეტიც, ჩვენ ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამერიკის მხრიდან თუ იქნება ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას“, – განაცხადა კობახიძემ.

“კანვასის” რევოლუცია საქართველოში არ შედგება-ირაკლი კობახიძე

ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე – ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება, საქართველოს მთავრობა კი ყველას ხელს შეუწყობს პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

„საქართველოში ამ სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ოთხი მცდელობა, ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით, პირობითად, რა თქმა უნდა, საუბარია ე.წ. მედიამენეჯერებსა და ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე, ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, თუმცა ყველა საშუალება ჩავარდა. ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობა. იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე. ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორც ჩავარდა ყველა წინა მცდელობა, ოთხივე მცდელობა. ნებისმიერი ასეთი აქტი არის განწირული სამომავლოდაც. „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება. მინდა, ყველას მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას. ეს არის ჩემი რჩევა. ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ყველას დავეხმარებით, ყველას გავუწვდით და შევუწყობთ ხელს საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს? -კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„დღევანდელ მსოფლიოში ისეთი წარმოუდგენელი რამეები ხდება, რომ რთულია, რაიმეზე წინასწარ გააკეთო განმარტება. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რის გამო? იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, არავის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს და ამით დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა, მშრომელი ადამიანი, მცირე და საშუალო ბიზნესი? ამის გამო დასანქცირება წარმოუდგენელია. ისეთი უსამართლობები ხდება მსოფლიოში, წარმოუდგენელია. თუმცა, ვფიქრობ და მინდა მჯეროდეს იმის, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება და ყველაფერი დაუბრუნდება სამართლიანობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მათ ვერანაირი განმარტება ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილი.
„ყველაფერს რუსულს არქმევენ, როდესაც საქმე ეხება პატრიოტიზმს და ქვეყნის ინტერესების დაცვას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განმარტება და კიდევ გავიმეორებ, ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა. ზოგიერთმა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენელმა ახლა გაიგო, რომ მოატყუეს ისინი, უბედურებაში აცხოვრეს, ახლაც უბედურება ხდება იმ ქვეყანაში და დღეს გაიგო თურმე, რომ მოტყუებულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, ყველაფერს გამოძიება დაადგენს -კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიუხედავად მომხდარისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება.

„ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გადახდები შეჩერებულია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რადგან შეუძლებელია. აპარატები ვერ მუშაობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, აგრძელებს მუშაობას და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. გადახდას ვერ ახერხებენ მგზავრები, შესაბამისად, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას. გამოძიება დაადგენს, საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის მიერ განხორციელდა კიბერშეტევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია და გადახდის სისტემა უკვე გამართულად მუშაობს.

რადიკალური ოპოზიცია სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც მათ არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიონ წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ყველაფერს ხედავს-პრემიერი

იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს იმის შედეგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ხალხის მხარდაჭერის არქონა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვერ ჩნდებიან მათივე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე.

„გახსოვთ წინასაარჩევნოდ მთავარი ღონისძიება როცა ჩატარდა თავისუფლების მოედანზე, იქაც კი ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები. ახლა არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, თუმცა იქაც კი ვერ ჩნდებიან. იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს არის პირველ რიგში, იმის შედეგი, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. თან ამტკიცებენ, თითქოს მათ მოიგეს არჩევნები, თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ. ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ, ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი -ირაკლი კობახიძე

ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ.

„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი – ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი -დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი „არ არის ანგელოზი“ და მას არ უნდა დაეშვა სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„იცით, ის ანგელოზი არ არის. მას არასოდეს უნდა დაეშვა ეს ომი. პირველ რიგში, ის იბრძვის გაცილებით დიდ ძალასთან. ორი რამ მოხდა: მათ სიმამაცე გამოიჩინეს, მაგრამ ჩვენ მათ მილიარდობით დოლარი მივეცით. შეერთებული შტატებმა უკრაინას ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახმარება გაუწია“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ომი არ დაიწყებოდა.

„ზელენსკი იბრძოდა გაცილებით დიდ, გაცილებით მძლავრ ძალასთან. მას არ უნდა ეომა, რადგან ჩვენ შეგვეძლო, შეთანხმებისთვის მიგვეღწია. მე შემეძლო გარიგების დადება ძალიან მარტივად, მაგრამ ზელენსკიმ გადაწყვიტა – მე ვიომებ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება -თბილისის მერია

სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიოჩანაწერი ირთვება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

“საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნა დასავლეთს: “შეაჩერე რუსეთი”-The Christian Science Monitor

აშშ-ის გაზეთ „ქრისჩენ საიენს მონითორში“ (The Christian Science Monitor) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნა დასავლეთს: „შეაჩერე რუსეთი“ (ავტორი – ჰოვარდ ლაფრანჩი). „სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს დონალდ ტრამპის ლოზუნგით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ვაშინგტონს რუსეთის შეჩერების თხოვნით მიმართავს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიაში, შავი ზღვის პირას მდებარე 3,7 მილიონიანი ქვეყნის – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი დე ფაქტოდ ქართული ოპოზიციური მოძრაობის მედროშედაც ითვლება. როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, მის სამშობლოში დემოკრატია და დასავლური ფასეულობები საფრთხის ქვეშ იმყოფება, თუმცა ამერიკისათვის უფრო მეტად შემაშფოთებელი ის უნდა იყოს, რომ რეგიონში ვაშინგტონის ინტერესები იზღუდება – კავკასიაში ბოლო დროს სიტუაცია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის სასარგებლოდ იცვლება.

„ჩვენ დემოკრატია უნდა დავიცვათ და ამას ის ადამიანები აკეთებენ, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ჩვენი ქალაქების ქუჩებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, რომლებიც „ქრისჩენ საიენს მონითორის“ ინიციატივით შეიკრიბნენ ვაშინგტონში, – მაგრამ თუ ჩვენ ძლიერ ამერიკაზე ვლაპარაკობთ, მაშინ აშშ-ის ძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონშიც – კავკასიაში და შავიზღვისპირეთშიც  იწყება“.

როგორც საქართველოს „კანონიერმა პრეზიდენტმა“ განაცხადა, რუსეთი კავკასიას  მეტად საჭირო რეგიონად თვლის, შესაბამისად, აშშ-ისათვის სერიოზული უკანდახევა იქნება, თუ ვაშინგტონი თავის გავლენას შეასუსტებს და ადგილს რუსეთს დაუთმობს, მით უმეტეს ჩინეთს.

ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომაზე გასული წლის დეკემბერში, როცა ახალ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი იქნა არჩეული პარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც ბევრმა ქართველმა და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობამ გაყალბებულად ჩათვალა.

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს „საქართველოს ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად“ თვლის და მხარს უჭერს ოპოზიციურ მოძრაობას, ანტისამთავრობო გამოსვლებს თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. იგი ასევე დადის ევროპის დედაქალაქებშიც და ახლა უკვე ვაშინგტონშიც და დასავლეთს აფრთხილებს, რომ თუ ევროპა და აშშ ერთობლივად და მტკიცედ არ აღუდგებიან წინ რუსეთისა და ჩინეთის მცდელობებს, მოსკოვი და პეკინი თავიანთ ბატონობას დასავლეთზეც გაავრცელებენ.

როცა სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის დროს დონალდ ტრამპს წარუდგინეს, მან აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს უთხრა, რომ „საქართველო ამერიკისთვის სტრატეგიული ქვეყანაა და ამიტომ ვაშინგტონმა ეს არ უნდა დაივიწყოს“. „დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩემი ნათქვამი დონალდ ტრამპმა ინტერესით მიიღო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ამერიკელ ლიდერს საქართველოში ვიზიტი გაახსენა და ის, რომ იგი კმაყოფილი იყო იმ ვიზიტით: „ეს არ ყოფილა რაიმე აბსტრაქტული მომენტი. [დონალდ ტრამპი] შეიძლება საქართველოს მეგობრად ჩავთვალოთ“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან თავისი თხოვნა და პოზიცია გაუზიარა სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსაც, როცა მას მცირე დროით შეხვდა ინაუგურაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ღონისძიების დროს (ქართველი ლიდერი ვაშინგტონში რესპუბლიკელი სენატორის ჯო უილსონის მიწვევით იმყოფება).

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ რა დონით არის დაინტერესებული დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კავკასიისა და შავიზღვისპირეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობით და არის თუ არა ეს რეგიონი მის პრიორიტეტებში. მაგრამ იგი იმავდროულად ხაზს უსვამს, რომ დასავლეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს რუსეთის სულ უფრო დახვეწილ მოქმედებას, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელ ქვეყნებში თავისუფალი არჩევნების ჩატარების ძირის გამოთხრისაკენ.

მათ გასაგონად, ვინც წუხს, რომ დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კურსს შეცვლის და უფრო მკვეთრად გაატარებს პოლიტიკას ლოზუნგებით „მშვიდობა ძალის გამოყენებით“ და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთი გზავნილი აქვს: მისი თქმით, საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯო ბაიდენის დოქტრინა ძირითადად მხოლოდ სიტყვებს ემყარებოდა. „აშშ-ის წინა ადმინისტრაციას… სინამდვილეში არაფერი გაუკეთებია საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად ბოლო ორი წლის განმავლობაში“, – ამბობს იგი და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა მხოლოდ 29 დეკემბერს, როცა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის უფლებამოსილება მიიღო, გამოაცხადა სანქციები მათ წინააღმდეგ, რომელსაც იგი „ახალ რეჟიმს“ უწოდებს.

სალომე ზურაბიშვილს შეახსენეს, რომ დონალდ ტრამპმა თავისი „ექსპანსიონისტური გეგმებით“ გრენლანდიისა და პანამის არხის შესახებ აშშ-ის მოკავშირეებიც კი შეაშფოთა.

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ქართველმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის პრინციპს, მან მაინც სიფრთხილე გამოიჩინა, რომ [აშშ-სთან] ხიდები არ დაეწვა: „დონალდ ტრამპს შეუძლია ილაპარაკოს [აშშ-ის ტერიტორიის] სამომავლო გაფართოებაზე, მაგრამ რუსები ამას უკვე პრაქტიკულად აკეთებენ“, – თქვა მან და ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთს საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება ის, თუ რას და როგორ გააკეთებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის შესაწყვეტად.

გლობალური სტაბილურობისათვის მსოფლიოს სახელმწიფოებმა, აშშ-ის ლიდერობით, „რუსეთი, ბოლოსდაბოლოს, უნდა აიძულონ, რომ ის ნორმალური ქვეყანა გახდეს, მაგრამ… ისეთად, რომელიც თავისი საზღვრების ფარგლებში იარსებებს“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, თიბისის მხარდაჭერით – 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას

თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით – 10, ჯამში კი 65 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში.

 საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტიპენდიატები წარმოადგენენ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სტიპენდიატები სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების გათვალისწინებით შეირჩნენ.

პროექტის მხარდამჭერები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 30-მდე კომპანიაა. დაფინანსებასთან ერთად, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტებს ასოციაციის წევრ კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირების პოვნაში დაეხმარებიან, მათთვის – პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს, ასევე ინგლისური ენისა და საბაზისო საოფისე უნარების განვითარებას უზრუნველყოფენ.

„მეამაყება, რომ ორივე ინსტიტუციას  წარმოვადგენ – ამერიკის სავაჭრო პალატას, როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტი და თიბისის, რომელიც მეორე წელია AmCham-ის საგანმანათლებლო პროექტის მთავარი პარტნიორია. პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჯამში უკვე 65 სტიპენდიატი მიიღებს უმაღლეს განათლებას, სრულ თანხვედრაშია თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებასთან – განათლებასთან. ჩვენ თავადაც ვართ ფართომასშტაბიანი პროგრამის – თიბისი განათლების ავტორი. მხოლოდ შარშან, 4600-ზე მეტ სტუდენტს და მოსწავლეს მათთვის საინტერესო უნარების განვითარების შესაძლებლობა მივეცით, 100-ზე მეტს კი დასაქმებაში დავეხმარეთ”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე; Amcham-ის ვიცე-პრეზიდენტი.

(R)

 

აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ დროებით დაბლოკა ტრამპის განკარგულება აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეჩერების თაობაზე

WASHINGTON, DC - JANUARY 20: U.S. President Donald Trump holds up an executive order after signing it during an indoor inauguration parade at Capital One Arena on January 20, 2025 in Washington, DC. Donald Trump takes office for his second term as the 47th president of the United States. (Photo by Anna Moneymaker/Getty Images)

აშშ-ის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯონ კაფენურმა დროებით დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება აშშ-ის მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების შეჩერების თაობაზე.

„მე ვერ ვიხსენებ სხვა საქმეს, რომელიც ისეთივე ნათელი იყო, როგორც ეს. ეს აშკარად არაკონსტიტუციური განკარგულებაა”, – განმარტა კაფენურმა.

საერთო ჯამში, 2-მა შტატმა და ქალაქმა, რომელსაც მართავენ „დემოკრატები“, გადაწყვიტა ტრამპის განკარგულების გასაჩივრება.

აშშ-ის გარკვეული შტატები ამტკიცებენ, რომ განკარგულება არღვევს კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც გარანტიას აძლევს აშშ-ის მიწაზე დაბადებულ ყველა ბავშვს, მიიღოს მოქალაქეობ

აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად დავადგინე, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები -დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მისი ადმინისტრაციის სამომავლო პოლიტიკასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლებიც, ტრამპის აზრით, დღეს შეერთებულ შტატებში არსებობს.

„ჩემი მმართველობის დაწყებიდან მაშინვე შევასრულე ხისტი ქმედებები რადიკალური პოლიტიკის შესაბრუნებლად, რომელმაც ქვეყანაში სერიოზული გამოწვევები შექმნა. ყურადღება გამახვილებული იყო სამ კრიტიკულ სფეროზე: იმიგრაციაზე, დანაშაულსა და ინფლაციაზე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ აღმასრულებელი განკარგულებების შესახებ, რომლებსაც ხელი პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მარაგი. ჩვენ ვაპირებთ მის გამოყენებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ეს შეამცირებს საქონლისა და მომსახურების ხარჯებს, ასევე შიდა წარმოებას გააუმჯობესებს.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა აშშ-ის ახალ პოლიტიკაზე სოციალურ სფეროშიც.

„აშშ-ის ოფიციალურ პოლიტიკად დავადგინე, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს – მამაკაცი და ქალი. ჩვენ არ გვეყოლება კაცები, რომლებიც ქალების სპორტში მიიღებენ მონაწილეობას და არ იქნება სქესის შეცვლის ოპერაციები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.