Home Blog Page 41

ვულოცავ ჩვენს პატრიარქს იუბილეს, თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში -მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს იუბილეს.

თქვენო უწმინდესობავ, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი მართლმადიდებელი ეკლესიის და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებასა და აღორძინებაში.

სამაგალითოა თქვენი ცხოვრების გზა ქართველი ერისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით დღეს, როცა ქვეყნის გადარჩენის გზა ცდება პოლიტიკას და ხსნა სულიერებასა და სწორ ღირებულებებშია.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მაშინ აირჩიეთ ქრისტეს გზა, როცა ეკლესიას დევნიდნენ და თქვენი სიმტკიცით, რწმენით, სიმშვიდით და კაცთმოყვარეობით შეძელით ერში რწმენა და მადლი გაგემრავლებინათ.

თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა ქვეყნის და ეკლესიის წინაშე გვაძლევს ძალას, მყარად ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე უფლის და თქვენი ლოცვის იმედით.

თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ მხნეობას და დღეგრძელობას!

მჯერა, თქვენი ლოცვა შეგვეწევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზაზე“, – ნათქვამია მილოცვაში.

“პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ საქართველოს ეკლესიის მესაჭედ მრავალი წელი ყოფნას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ” – ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს 92 წელი შეუსრულდა.

განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ფასდაუდებელია მისი შრომა და თავდადება – აღსაყდრებიდან 47-ე წელია, რაც ჩვენი პატრიარქი ქართველი ერის ერთობის, თვითმყოფადობისა და ღირებულებების სადარაჯოზე დგას.

ჩვენი სამშობლო, სხვა ბევრ მახასიათებელთან ერთად, იმითაცაა გამორჩეული, რომ სულიერ წინამძღოლად სწორედ ადამიანთა სიყვარულის, სიბრძნის, თავმდაბლობისა და მაღალზნეობრიობის ცოცხალი მაგალითი – ილია მეორე ჰყავს.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მესაჭედ მრავალი წელი ყოფნას, მისი სულიერი შვილების საიმედოდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია მილოცვაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას ავრცელებს

საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს.

როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, მას და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პატრიარქის მილოცვასთან არაფერი აკავშირებთ და მიიჩნევს, რომ ვიდეოზე, სულ მცირე, მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ მონტაჟია.

„პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი „საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს“ იხსენიებს აუგად.

დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს.

ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ, მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი“, – წერს ჯაღმაიძე.

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა – ილია მეორეს 92 წელი შეუსრულდა

დღეს, 4 იანვარს, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 92 წელი შეუსრულდა.

ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 60-მდე მოქმედი ეკლესიით. უწმინდესის მეოხებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, რის შედეგადაც მირონის მოხარშვის უფლება მოიპოვა. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს. უწმინდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი.

სამი დღეა მარტო ვარ სახლში, მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ხვდებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს! მაგრამ მე არავინ მეძახის! სიყრმის მეგობრებმა სამუდამოდ მიმატოვეს -რობერტ სტურუა

„მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ხვდებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს! მაგრამ მე არავინ მეძახის!“ – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სტურუა აღნიშნავს, სიყრმის მეგობრებმა ის სამუდამოდ მიატოვეს.

„სამი დღეა მარტო ვარ სახლში. ტრადიციულად ახალ წელს ან მაღვიძებენ, ან სროლის შემდეგ ვიძინებ! სრულიად ფხიზელი!

მეგობრები და ეროვნული თეატრის მსახიობები ალბათ ახალ წელს და ბედობას საზეიმო მაგიდასთან ღვთებიან! ვიცი, რომ დღესაც აგრძელებენ ზეიმს!

მაგრამ მე არავინ მეძახის!

ვარ ჩემთვის მეუღლესთან ერთად!.. სხვა თეატრების არანაკლებ ნიჭიერი მსახიობებიც, გაყუჩებულნი მრავალჟამიერს ომახიანად მღერიან, მაგრამ მათი იმედი არ მაქვს,

თავის ხელმძღვანელებს, აშკარად რომ ვერ მიტანენ, არ აწყენინებენ!

სიყრმის მეგობრებმა კი სამუდამოდ მიმატოვეს, ამიტომ სინდისი მკლავს, ასე დიდხანს რომ გავუძელი ამ გადარეულ სამყაროს!

ხუმრობა ხომ არ არის – 86 წელი!

მახსოვს გიგლა ფირცხალავას კარიკატურა: მრავალ სართულიან სახლში დიდი ღრეობაა, უამრავი ხალხი მაგიდასთან! გვიანი ღამეა – ქალაქს სძინავს! მოპირდაპირე აივანზე, გადაღლილი კაცი მაისურში კივის:

„ან დამაძინეთ, ან დამპატიჟეთ!!!“

უფალო, იქნებ ვინმემ დამპატიჟოს!“ – წერს რობერტ სტურუა.

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 

ვერ­ძი

დღე ხელ­საყ­რე­ლია საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის, რომ­ლებ­საც ბოლო დროს თქვე­ნი მხრი­დან უყუ­რა­დღე­ბო­ბა აწუ­ხებთ. აგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ თქვენ გჭირ­დე­ბათ ისი­ნი.

კურო

ზედ­მე­ტი ფუ­ლის ხარ­ჯვა დღეს არ არის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი: შე­გიძ­ლი­ათ მარ­ტი­ვად იყი­დოთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი.

ტყუ­პი

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმ მი­ნიშ­ნე­ბებს, რომ­ლებ­საც სამ­ყა­რო დღეს გა­მო­გიგ­ზავ­ნით. მი­ი­ღებთ პა­სუხს კი­თხვა­ზე, რომ­ლის ამოხ­სნა­საც ბოლო დროს ცდი­ლობთ.

კირჩხი­ბი

უხე­ში სი­ტყვე­ბი, ქმე­დე­ბე­ბი და თუნ­დაც აზ­რე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და­უშ­ვე­ბე­ლია. ისი­ნი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დე­ნენ არა მარ­ტო მათ­ზე, ვის­თვი­საც გა­ი­მე­ტებთ, არა­მედ თქვენ­ზეც.

ლომი

ის­წავ­ლეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა თქვენს ქმე­დე­ბებ­ზე და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა.

ქალ­წუ­ლი

დღეს არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი რის­კზე წას­ვლა. დიდი ალ­ბა­თო­ბით, არა მხო­ლოდ ვერ მი­ი­ღებთ იმას, რაც გსურთ, არა­მედ სა­ვა­რა­უ­დო და­კარ­გავთ იმა­საც, რაც თქვენს სა­კუთ­რე­ბად ით­ვლე­ბა.

სას­წო­რი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზის არ­ჩე­ვის­თვის. და ეს ეხე­ბა ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც, არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხოვ­რე­ბის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე აღ­მოჩ­ნდნენ.

მო­რი­ე­ლი

წარ­სუ­ლი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი გა­გახ­სე­ნებთ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტებს სა­ერ­თო წარ­სუ­ლი­დან და, ამავდრო­უ­ლად, მოგ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, დღე­ვან­დე­ლი დღე სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ტა­როთ.

მშვილ­დო­სა­ნი

დღეს კონ­ფლიქ­ტე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა მა­ინც იგ­რძნო­ბა, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია კო­მუ­ნი­კა­ცია მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოთ.

თხის რქა

ენერ­გია, რომ­ლის მო­ზღვა­ვე­ბას დღეს იგ­რძნობთ, უნდა და­ხარ­ჯოთ კარ­გი მიზ­ნე­ბის­თვის: შე­გიძ­ლი­ათ უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლე­ბი გა­მოკ­ვე­ბოთ.

მერ­წყუ­ლი

თუ დღეს დაგ­ჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა, მხო­ლოდ ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს უნდა მი­მარ­თოთ. ისი­ნი არა­მარ­ტო გა­ა­კე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რაც მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ ღი­რე­ბულ რჩე­ვებ­საც მოგ­ცე­მენ.

თევ­ზე­ბი

კარ­გი დროა იმი­ჯის შეც­ვლა­ზე ფიქ­რის­თვის – ვარ­სკვლა­ვე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ახა­ლი იმი­ჯი ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენ უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია, რაც გვაქვს – სოსო არჩვაძე

2022 წლის ივნისიდან ინფლაცია 1%-ზე დაბალია, მაშინ როცა გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ ან ევროკავშირის ქვეყნები, თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 3%-ის ფარგლებშია, – განაცხადა ექსპერტმა სოსო არჩვაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკურ მონაცემების კომენტირებისას.

„ინფლაციის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჩვენ უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია, რაც გვაქვს. 2022 წლის ივნისიდან ინფლაცია 1%-ზე დაბალია, მაშინ როცა გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ ან ევროკავშირის ქვეყნები, 3%-ის ფარგლებშია თვის ინფლაცია წინა თვესთან შედარებით. ჩვენთან არის ორმხრივად პოზიტიური ტენდენცია – ერთი მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდა და მეორე მხრივ, დაბალი ინფლაცია. საბოლოო ჯამში, ეს გვაძლევს იმ პოზიტიურ ეფექტს, რომ მოსახლეობის რეალური შემოსავლები იზრდება საკმაოდ მაღალი ტემპით, გვაქვს დასაქმების მაჩვენებლის მატება, საშუალო ხელფასის მატება და ეს არა ნომინალურ, არამედ რეალურ განზომილებაშიც საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა არჩვაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ყველაზე მეტად წვლილი სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა შეიტანა.

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

თბილისში, სამ ლოკაციაზე, საახალწლო ღონისძიებები დილიდან იმართება.

„დედაენის ბაღში“ ამ წუთებში კონცერტს ანსამბლი „ურსა“ მართავს. ადგილზე ასევე მოწყობილია გასტრონომიული სივრცეები, საახალწლო სოფელი, სანტას სახლი, პატარების განწყობაზე კი ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიებები 7 იანვრიდან 14 იანვრამდე გახანგრძლივდა.

„ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი მიზანია საქართველოში იყოს ის ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნის ინიციატორი“ – გივი მიქანაძე პოდოლიაკის განცხადებაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და არეულობის შემოტანის მცდელობაზე საუბრობს.

მათი განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოდოლიაკი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ქვეყნის შიდა პროცესებში ჩაერიონ.

“პოდოლიაკის განცხადება არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეულწილად მოახდინონ ერთგვარი მცდელობა იმისა, რომ შიდა პროცესებში ჩაერიონ და რაღაცნაირად შეუწყონ ხელი, რომ ის მუხტი, რომელიც მილევად რეჟიმშია აქციებთან მიმართებით, რაღაცნაირად გაამყარონ. თავისი ამ განცხადებით, მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი მიზანია საქართველოში იყოს ის ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნის ინიციატორი და იმ პროცესებში ჩართული, რომლისკენაც უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ მოგვიწოდეს. გვესმის, რომ მათ გეგმებში არ იყო “ქართული ოცნების” გამარჯვება, მაგრამ მათ მოუწევთ პატივი სცენ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს. ეს არის საქართველოს მოსახლეობს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სწორედ მოსახლეობის მიერ ლეგიტიმაცია მიცემული ხელისუფლება გააგრძელებს ამ ქვეყნის აღმშენებლობას და უსაფრთხოების გაძლიერებას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს.

პრემიერ-მინისტრი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ნიკო ლეკიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო გამორჩეული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით ემსახურა ჩვენს ქვეყანას, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს განვითარებაში.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8158 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8138 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8955 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9292 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0337 ლარი შეადგინა.

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, „ბაგრატაშენის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შსს-ს რეგიონული სამაშველო დეპარტამენტის ოპერატიული ჯგუფი, სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ხუთი ეკიპაჟი, წყალმზიდი და საპატრულო დანაყოფები იყვნენ მობილიზებული.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.