Home Blog Page 41

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.

გია ხარჩილავა 1954 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.

რუსეთის არმია განაგრძობს წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინაში -Bloomberg

JPG edited with https://ezgif.com/resize

რუსეთისრუსეთის არმია განაგრძობს წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინაში და გასულ კვირას უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე ნებისმიერ დროს მიმდინარე წელს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

კერძოდ, რუსეთმა 200 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა, რასაც ემატება ზაფხულის შეტევის დროს დაკავებული ტერიტორია.

Bloomberg Intelligence-ის გამოთვლების თანახმად, 6 აგვისტოდან რუსეთმა უკრაინაში 1.146 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა, რაც დაახლოებით მეოთხედით აღემატება მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში დაკავებულ ტერიტორიას.

„მიმდინარე კვირაში რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ქალაქი სელიდოვო და მათი შემდეგი სამიზნეებია პოკროვსკი და კურახოვო. ორივე ქალაქი დონეცკის ოლქში უკრაინის თავდაცვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრებია“, – წერს Bloomberg-ი.

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 

კარ­გი დღეა ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის და­სა­წყე­ბად; ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად; ვაჭ­რო­ბის­თვის. არ იკა­მა­თოთ, გა­და­დეთ სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბი. კარგ დღეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მე­ე­ბის­თვის. სწავ­ლის­თვის და გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. უფ­როს­თან შეხ­ვედ­რა სი­კე­თეს არ მო­გი­ტანთ. კარ­გი დღეა საქ­მი­ა­ნო­ბის, სამ­სა­ხუ­რის შე­საც­ვლე­ლად. თა­მა­მად გა­ემ­გზავ­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ, მივ­ლი­ნე­ბა­ში. სხვა დღის­თვის გა­და­დეთ ნიშ­ნო­ბა და ქორ­წი­ნე­ბა. შე­ამ­ცი­რეთ ალ­კოჰო­ლი­სა და სასმლის დოზა.

ვერ­ძი

ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ ან თუნ­დაც სა­მუ­შა­ოს შეც­ვლას. გირ­ჩევთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­პყროთ, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა – რო­გორც კა­რი­ე­რუ­ლი, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

კურო

კარ­გი დღეა ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მის და­სა­წყე­ბად; ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად; ვაჭ­რო­ბის­თვის. არ იკა­მა­თოთ, გა­და­დეთ სა­სა­მარ­თლო საქ­მე­ე­ბი. კარგ დღეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მე­ე­ბის­თვის. სწავ­ლის­თვის და გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. უფ­როს­თან შეხ­ვედ­რა სი­კე­თეს არ მო­გი­ტანთ. კარ­გი დღეა საქ­მი­ა­ნო­ბის, სამ­სა­ხუ­რის შე­საც­ვლე­ლად. თა­მა­მად გა­ემ­გზავ­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ, მივ­ლი­ნე­ბა­ში. სხვა დღის­თვის გა­და­დეთ ნიშ­ნო­ბა და ქორ­წი­ნე­ბა. შე­ამ­ცი­რეთ ალ­კოჰო­ლი­სა და სასმლის დოზა.

ვერ­ძი

ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ ან თუნ­დაც სა­მუ­შა­ოს შეც­ვლას. გირ­ჩევთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­პყროთ, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა – რო­გორც კა­რი­ე­რუ­ლი, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

კურო

შე­სა­ნიშ­ნა­ვი დღეა მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრინ­ცი­პებ­ზე გა­დას­ვლის­თვის. დღეს­ვე და­აპ­როგ­რა­მეთ თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის.

ტყუ­პი

მინიშნება, რო­მელ­საც დღეს მი­ი­ღებთ, მი­გახ­ვედ­რებთ, თუ რა უნდა გა­ა­კე­თოთ თქვენს ამ­ჟა­მინ­დელ ცხოვ­რე­ბა­ში – ან პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. ასე რომ არ უგუ­ლე­ბელ­ყოთ იგი.

კირჩხი­ბი

ნუ მი­ი­ღებთ შე­უ­რა­ცხყო­ფად გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან წა­მო­სულ ნე­ბის­მი­ერ სი­ტყვას, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ვის სურ­და თქვე­ნი შე­უ­რა­ცხყო­ფა. მსუ­ბუ­ქად შე­ხე­დეთ მოვ­ლე­ნებს.

ლომი

აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ი­კა­ვოთ ემო­ცი­ე­ბი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გახ­დეთ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტის გმი­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სწრა­ფად ინა­ნებთ.

ქალ­წუ­ლი

დღეს კე­თილს ვერ გი­წო­დებთ: მკაცრ­მა შე­ნიშ­ვნებ­მა, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დოთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

სას­წო­რი

აუ­ცი­ლე­ბე­ლია უარი თქვათ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ზე. ამით შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოთ სხე­ულს. აგ­რეთ­ვე არ ას­წი­ოთ მძი­მე წონა.

მო­რი­ე­ლი

ცუდი გან­წყო­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თქვე­ნი თა­ნამ­გზავ­რი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ არის იმის მი­ზე­ზი, რომ ახ­ლობ­ლე­ბი “დაკბი­ნოთ”: თქვე­ნი გან­წყო­ბა საკ­მა­ოდ სწრა­ფად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, აი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა­ზე კი დიდ­ხანს მო­გი­წევთ მუ­შა­ო­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

დღეს უარი უნდა თქვათ იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­ზე და მკაც­რად უნდა და­იც­ვათ გეგ­მა, რო­მე­ლიც დი­ლით შე­ად­გი­ნოთ, ეს არის თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის გა­სა­ღე­ბი.

თხის რქა

დი­ლი­დან­ვე შე­იქ­მე­ნით პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. ნუ აღიქ­ვამთ ყვე­ლა­ფერს მუქ ფე­რებ­ში. ყვე­ლა­ფე­რი არც ისე ცუ­და­დაა, რო­გორც ფიქ­რობთ. ხვალ კი ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა.

მერ­წყუ­ლი

იდე­ა­ლუ­რი დღეა ვა­კან­სი­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად. სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია იპო­ვოთ გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად და­გა­ინ­ტე­რე­სებთ. გირ­ჩევთ, კარ­გად და­წე­რი­ლი რე­ზი­უ­მე გა­აგ­ზავ­ნოთ მი­სა­მარ­თზე.

თევ­ზე­ბი

დღის და­გეგ­მვი­სას, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეთ იმ ამო­ცა­ნებ­ზე, რო­მელ­თა გა­დაჭ­რაც შე­საძ­ლე­ბე­ლია დღის გან­მავ­ლო­ბა­ში: შა­ბათ-კვი­რა არ მოგ­ცემთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ რთუ­ლი ან ხან­გრძლი­ვი საქ­მე­ე­ბი და ისი­ნი დიდი ხნით და­უმ­თავ­რე­ბე­ლი დაგ­რჩე­ბათ.

როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა – გია ვოლსკი

როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას. ყველასათვის გასაგებია, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაიზიარებს იმ კრიტიკულ პოზიციას, რომელიც შესაძლოა ევროკავშირს ჰქონდეს აზიისა თუ აფრიკის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკასთან მიმართებაში, რადგან მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სტრატეგიის რეალიზება.

მისივე თქმით, ყველა საკვანძო მნიშვნელობის საკითხზე საქართველოს რეიტინგები მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მაჩვენებლებს, შესაბამისად, ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე.

„როდესაც ოპონენტები საგარეო პოლიტიკაში საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციათა შორის ზოგიერთ შეუთავსებლობაზე საუბრობენ, პირველ რიგში გულისხმობენ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთთან ეკონომიკურ და, მითუმეტეს, სამხედრო დაპირისპირებაში შესვლის მიუღებლობას.

ყველასათვის გასაგებია, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქვეყნის ნგრევას გამოიწვევს. მაგალითისათვის, საყურადღებოა, რომ ლიტვის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა თითქმის ორჯერ აღემატება რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის წლიურ მოცულობას და საოცარია, მაგრამ ღვინის მიწოდების მოცულობითაც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით მას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარი არათუ თბილისიდან 40 კილომეტრში, არამედ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციებიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით იმყოფება (ესეც საქართველოს წინა ხელისუფლებისაგან დატოვებული კიდევ ერთი, ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა!)

საქართველოს ხელისუფლება ვერც იმ კრიტიკულ პოზიციას გაიზიარებს, რომელიც შესაძლოა ევროკავშირს ჰქონდეს აზიისა თუ აფრიკის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკასთან მიმართებაში, რამეთუ ჩვენთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების სტრატეგიის რეალიზება.

ერთ-ერთი თემაა, ასევე, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხი, რაც არაა ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობაში და რასაც ოპოზიცია ბრალად გვიყენებს.

ამავე დროს, მაგალითისათვის, ჩინეთთან რიგი ევროპული ქვეყნების და კანადის ურთიერთობაში წარმოშობილი ახალი, პოზიტიური ტენდენციების კვალდაკვალ, სიახლეებია ევროკავშირის და ნატოს წევრი ფინეთის ურთიერთობებში: აგერ, ორი დღის წინ დასრულდა ფინეთის პრეზიდენტის ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში, მთავრობის წევრებთან ერთად იგი პეკინსა და შანხაიში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხთა ირგვლივ ორი ქვეყნის პოზიციები საპირისპიროა, მთავრობებს შორის შეთანხმდა ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომლობის განვითარებას მეცნიერების, ტექნოლოგიების, განათლების, სპორტის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში 2025-2029 წლების პერიოდში; ცხრა მიმართულებით გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და დაიდო თხუთმეტი სავაჭრო ხელშეკრულება. დღეისათვის ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მოცულობა რვა მილიარდ დოლარს აღემატება.

ამასთანავე, ვიზიტის მიმდინარეობისას, ჩინურმა მხარემ ცალმხრივად გააუქმა სავიზო ვალდებულებები ფინეთის მოქალაქეებისათვის. ჩინეთმა ასევე გამოხატა მზადყოფნა კიდევ უფრო გააძლიეროს ფინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა. განცხადებულ იქნა, რომ ფინეთის მთავრობა განაგრძობს „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი ერთგულებას.

განსხვავებებია ევროკავშირისა და საქართველოს პოზიციათა შორის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვის და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ცნობილ საკითხზეც. ცნობილია ისიც, რომ რიგ საკითხებზე პოზიციათა შორის განსხვავებები არსებობს თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ყველა საკვანძო მნიშვნელობის საკითხზე საქართველოს რეიტინგები მნიშვნელოვნად უსწრებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების და ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის მაჩვენებლებს.

ამ მოკლე მიმოხილვიდან გამომდინარე დასკვნა ერთადერთია, ისევე როგორც ყველა სხვა დემოკრატია, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს საკუთარი ქვეყნის პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე და საგარეო კურსის ცვლილებაზე ყოველგვარი ლაპარაკი უსაფუძვლოა, სწორედ ამ პათოსის მატარებელია ლოზუნგი “მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისაკენ”, სწორედ ამიტომ დაუჭირა მხარი არჩევნებისას “ქართულ ოცნებას” მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა“, – წერს გია ვოლსკი.

ჩვენ მივალთ სასამართლოში – მამუკა ხაზარაძე

არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები, დღეს ცესკოსგან მივიღეთ უარი და ამ უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ თურმე, არა არსებითი მოთხოვნა არის ეს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იყო სპეცოპერაცია, რომლის გატარებაც ქვეყნის მთლიან ოკუპაციას გამოიწვევს.

“ჩვენ, “ძლიერი საქართველო” იყო ინიციატორი და არამარტო ინიციატორი, გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არჩევნების დამთავრების მეორე დღესვე შევიტანეთ განცხადება ცესკოში, რათა მათ გაეხსნათ ბაზები. თქვენ იცით, რომ იდენტიფიცირებული და ხელმოწერილი ჩეკები ინახება ცალკე. ამ ბაზის გახსნა ავტომატურად მოგვცემს საშუალებას, შევადაროთ იმ ადამიანების ჩართულობა, მიიღეს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. დღეს ცესკოსგან მივიღეთ უარი და ამ უარყოფის მიზეზი იყო ის, რომ, თურმე, არა არსებითი მოთხოვნა არის ეს. ჩვენ მივალთ სასამართლოში, ყველა ოლქში გავასაჩივრებთ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, წინასწარ ვიცით, რომ სასამართლო ამას არ დააკმაყოფილებს, მაგრამ ყველა სამართლებრივ პროცედურას გავდივართ, რათა ქართველ ხალხს დავანახოთ, რომ არაფერი დაგვიკლია, რომ ეს არჩევნები მოპარულია და ქართველი ხალხი ამ ქვეყანას დაიბრუნებს იმიტომ, რომ ეს იყო სპეცოპერაცია, რომლის ასე გატარება გამოიწვევს ჩვენს მთლიან ოკუპაციას. ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში – თინა ბოკუჩავა 

დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით, არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაყალბების სამხილები წარუდგინეს.

„დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით. არავინ, არცერთ ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომელიც ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას. დაბოლოს, დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტური ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი ნაწილი. ხანგრძლივი, განგრძობადი და მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში – თინა ბოკუჩავა 

დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით, არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაყალბების სამხილები წარუდგინეს.

„დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით. არავინ, არცერთ ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომელიც ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას. დაბოლოს, დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტური ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი ნაწილი. ხანგრძლივი, განგრძობადი და მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, პროგრესი არ არის – ლიეტუვის ელჩი

მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, პროგრესი არ არის.

„მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ – „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრესი არ არის, ჩიხია, უწყვეტი ჩიხია, რეგრესი თუ არა,” – წერს ვიტკაუსკასი.

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია – ანა დოლიძე

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც მან „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მედიას განუცხადა, „ახლა ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებების შენახვა ე.წ. დამაგრება იმიტომ, რომ მათი განადგურების საფრთხე არსებობს“.

„არსებობს მსხვერპლებზე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია. ძალიან მალე უნდა ჩამოვიდეს ეს მისია და პირველ რიგში უნდა ეთქვას ჩვენს უწყებებს, რომ გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ეს მანქანები. გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ქვითრები, შევინახოთ მტკიცებულებები იმ გამოძიებისთვის, რომელიც აქ ადრე თუ გვიან წარიმართება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები დიპლომატებს გააცნობენ იმ „სქემებს და ინსტრუმენტებს, რომლითაც მოხდა არჩევნების მიტაცება“.

ამასთან, მან განაცხადა, რომ მიესალმება ყველა ფორმით წინააღმდეგობას, რომელიც მშვიდობიანი იქნება.

„შესაბამისად, კარვები იქნება თუ მშვიდობიანი შეკრება, მივესალმებით. ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს, ვისაც შეუძლია განცხადებების წერა და გასაჩივრება, დაწეროს, დიპლომატები დიპლომატებს ესაუბრონ“, – განაცხადა დოლიძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ

„ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მივიდნენ: ჩეხეთის, ლიეტუვის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ისრაელის ელჩები და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

როგორც დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე განახორციელა“.

პოლიტიკური თვალსაზრისით „ბრიუსელი“ გადაიქცა „მოსკოვად“ – დავით ქართველიშვილი

x

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერის ჰერბერტ კიკლის მიერ ვენის დეკლარაციაზე ხელის მოწერის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ევროკავშირის სივრცეში შეიმჩნევა საქართველოსთვის კარგად ნაცნობი სურათი, რომელიც 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში განვითარდა – საბჭოთა კავშირიდან მისი რესპუბლიკების გასვლის პროცესის დაწყებით.

„ევროკავშირის სივრცეში აშკარად შეიმჩნევა გარკვეული „დეჟა-ვიუ“, ანუ ჩვენთვის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისიდან კარგად ნაცნობი სურათი: საბჭოთა კავშირიდან მისი რესპუბლიკების გასვლის პროცესის დასაწყისი. იმ საბჭოთა კავშირიდან, რომლის კონსტიტუცია ითვალისწინებდა სსრკ-დან მასში შემავალი სუბიექტების გასვლის პროცედურას, მაგრამ რეალურად ეს უფლება სისხლით უნდა მოგეპოვებინა – როგორც ეს საქართველომ გააკეთა 1989 წლის 9 აპრილს.

დღეს მსგავსი მოვლენები ვითარდება ჩვენს თვალწინ – „ევროსაბჭოთა კავშირის“ მაგალითზე, სადაც პოლიტიკური თვალსაზრისით „ბრიუსელი“ გადაიქცა „მოსკოვად“. ამ ვითარებაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა და ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ ულტრამემარჯვენე ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა ხელი მოაწერეს ვენის დეკლარაციას.

ერთობლივ დეკლარაციაში ორბანმა და კიკლმა განაცხადეს, რომ ევროპისა და ევროკავშირის რეფორმა არ გულისხმობს „იძულებით ცენტრალიზაციასა და ინსტიტუტების გართულებას, არამედ ძალაუფლების დაბრუნებას ხალხისა და წევრი ქვეყნების მიერ არჩეული დეპუტატებისთვის. საჭიროა, შემცირდეს ბრიუსელის პოლიტიკური წონა და, ამავდროულად, გაძლიერდეს წევრი ქვეყნების პირდაპირი და საპარლამენტო დემოკრატია“, – წერს დავით ქართველიშვილი.

,ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში”- გიორგი ვოლსკი

სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციონერი ლიდერების გამოძიებისთვის ნათქვამი უარი, მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ არცერთ მათგანს კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს. ამ თემაზე კომენტარი პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილი არათუ უნდა მიდიოდეს საგამოძიებო სტრუქტურებში და აძლევდეს შესაბამის მასალასა და ინფორმაციას, რაც ხელთ აქვს, არამედ უნდა მოუწოდებდეს ყველა შესაბამის სტრუქტურას, მათ შორის დაზვერვის სამსახურს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, რომ სასწრაფოდ, გადაუდებლად დაიწყოს ამ თემაზე გამოძიება. მაგრამ ვინაიდან რევიზია ჩატარებულია, აუდიტი ჩატარებულია, ტექნიკურად ვერანაირი შეღწევადობა ვერ დადასტურდა ელექტრონული არჩევნების სისტემაში, რასაკვირველია, ეს არის მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი და სხვები არ მიდიან საგამოძიებო სტრუქტურებთან და არ ესაუბრებიან კონკრეტულ ფაქტებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს.