Home Blog Page 41

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს წარმატება თქვენი მეგზურია. რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ვარსკვლავების მხარდაჭერით სასურველ შედეგს მიიღებთ. თქვენი საიმედო პარტნიორი ყველაზე რთული, მაგრამ პერსპექტიული იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ. დიდი მცდელობის მიუხედავად, ზოგ კითხვაზე პასუხის მიღება შეუძლებელია, ამიტომ სხვა დღისთვის უნდა გადაიტანოთ.

კურო

ამ დღეს უამრავი სირთულის და გაუგებრობის დაძლევა მოგიწევთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანი უხეშად მოგექცეთ, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ, რომ ასეთი ქცევის უკან რაღაც მიზეზი იმალება. საჭიროების შემთხვევაში თავი დაიცავით და არაკეთილმოსურნეს ღირსეული პასუხი გაეცით. მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ შური იძიოთ და წართმეული სიმშვიდე დაიბრუნოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ამპარტავნობა დაიცხროთ და გააცნობიეროთ, რომ ქებას სხვებიც იმსახურებენ. ეს თქვენ ირგვლივ მყოფებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს. შეიძლება, შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც იჩხუბეთ – ეს არის ბოდიშის მოხდისა და ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა. საღამოს გადახედეთ ადამიანების წრეს, ვისაც სახლში ხშირად მასპინძლობთ — სავარაუდოდ, მათ შორის არის ვიღაც, ვინც თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს.

კირჩხიბი

სირთულემ, რომელიც ამ დღეს თქვენს გზაზე გაჩნდება, შესაძლოა, დასახული მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. ფიქრობთ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, მაგრამ ჯობია, რომ პრობლემები ახლობლებს გაუზიაროთ. მარტო ყოფნას მოერიდეთ და ეცადეთ, მთელი დღე საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ. უარი თქვით შემოვლით გზებზე იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეიძლება. გახსოვდეთ, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა!

ლომი

თავი არ მოიტყუოთ და იმ საქმის კეთება არ დაიწყოთ, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. ჯობია, გულახდილად აღიაროთ, რომ ამა თუ იმ ამოცანის შესრულება თქვენს ძალებს აღემატება. ეცადეთ, საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრის დრო გამონახოთ. ამ დღეს ყველაზე კარგად გარშემომყოფთა მოხიბვლა გამოგდით, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

ქალწული

ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, რადგან მალე ახალი პასუხისმგებლობები დაგაწვებათ. ჭორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად – კარგად იცით, ადამიანები საკუთარი იდეებით როგორ დააინტერესოთ. უფროსი ნათესავის რჩევები ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ უფრო ხშირად უნდა მოუსმინოთ.

სასწორი

შემოქმედებითი პროფესიის სასწორებმა ეს დღე მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოიყენოთ. შემოქმედებით იმპულსებს ნუ წაუყრუებთ და ეცადეთ, რაღაც გრანდიოზული შექმნათ. საღამოს შეიძლება უამრავი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც წარმოსახვის უნარს მოითხოვს. თუ უსიამოვნო სიმპტომები იგრძენით, ექიმთან მისვლა არ გადადოთ.

მორიელი

ეცადეთ, ამ ღამეს ნანახი სიზმარი დაიმახსოვროთ – მან შეიძლება მომავალზე გაცილებით მეტი გითხრათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის, რაც გაშინებთ, შეიძლება დიდი პრობლემების გადალახვაზე მიანიშნებდეს. ვარსკვლავები ახლა თქვენს მხარეს არიან. ასე რომ, ახალი საქმეების წამოწყების არ შეგეშინდეთ.

მშვილდოსანი

ყურადღების მოკრება გიჭირთ, ამიტომ საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ ან სხვადასხვა გაუგებრობა წარმოიშვას. თქვენი მცდელობა, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ, შედეგს ვერ გამოიღებს — ამიტომ ჯობია, დინებას მიჰყვეთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ მცირე გაუგებრობას ურთიერთობაში სირთულეები და გაუცხოება მოჰყვება.

თხის რქა

ამ დღეს წინასწარ შედგენილი გეგმების განხორციელებას ადვილად შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება და ბრწყინვალე იდეების გაჩენის იმედი არ უნდა გქონდეთ. საქმიანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ. ახლა უმჯობესია, საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნებს მოუსმინოთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი და ეცადეთ ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადეთ.

მერწყული

პროფესიულ სფეროში დაშვებული ერთი შეცდომაც კი შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ, ამიტომ ყურადღებით იმუშავეთ როგორც ქაღალდებთან, ისე ადამიანებთან, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ. წუთიერმა უყურადღებობამ შეიძლება კარგი კლიენტი ან მოგებიანი შეთავაზება დაგაკარგვინოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.

თევზები

ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მოწმე გახდებით და ეს სასიკეთო ცვლილებებია. თუ ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანს დაუმსახურებლად გული ატკინეთ, მოუბოდიშეთ და რამე გემრიელი აჩუქეთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან გულწრფელობისგან და პირად ინფორმაციას ნურავის გაუზიარებთ – თქვენი სიტყვები შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

ოპოზიციის რეაქციები ტრამპის წერილთან დაკავშირებით იყო სრული ისტერიკა, სახე დაკარგეს, თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს რადიკალური ოპოზიციაა -ირაკლი კობახიძე

თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრამპის წერილთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია იყო სრული ისტერიკა.

„თქვენ ნახეთ ოპოზიციის რეაქციები  ამ წერილთან დაკავშირებით – სრული ისტერიკა. სახე დაკარგეს საერთოდ, როდესაც კომენტარებს აკეთებდნენ ამ წერილთან დაკავშირებით. უბრალოდ სასაცილოები გახდნენ თავიანთ კომენტარებში, იმდენად არაადეკვატურები იყვნენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საბოლო ჯამში, ორთაბრძოლა გრძელდება და იმედი უნდა დავიტოვოთ, სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს Deep State-ზე. ეს თუ ასე არ მოხდება, ამ შემთხვევაში პრობლემები დარჩება, სამწუხაროდ, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია და ასეთ შემთხვევაში გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ თვისებრივად გაჯანსაღდეს ჩვენი ურთიერთობები.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ოპოზიციის ისტერიკას. მუდმივად საუბარი აქვთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც კურსი შევიცვალეთ, არ გვინდა ამერიკისკენ, არ გვინდა ევროპისკენ და ა.შ. ამ დროს, დღეს შემოვიდა წერილი, რომელიც იძლევა იმის იმედს, რომ შეიძლება გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისტერიკა რატომ უნდა მოჰყვეს შენი მხრიდან ასეთ წერილს, ხომ გაუგებარია, მაგრამ ამაზე მეტიც გვახსოვს გასული წლებიდან, პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ა.შ. სინამდვილეში, თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. დღესაც ხომ ვერ დამალეს საკუთარი ემოციები. არის რაღაც წერილი, რომელიც საფუძველს ქმნის ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და ამის გამო ვერ დამალეს საკუთარი უარყოფითი ემოციები. გასაგებია რაშიც არის საქმე. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ და ეს არის Deep State-ის დავალებების შესრულება. ამიტომ, რაღაცნაირად ცოტათი გაუხარდათ გუშინდელი წერილი და დღევანდელ წერილს მოჰყვა მათი ძალიან მძიმე რეაქცია და გაგულისება”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას ვთავაზობთ სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პრეზიდენტ ტრამპის წერილს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს და მინდა, მას მოლოცვისთვის მადლობა გადავუხადო -პრემიერი

ჩვენ ვიცით, ჩვენ რა გვინდა და რას ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს – ჩვენი მოწოდებაა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია გზამკვლევზე, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე მხარისთვის.

„მანამდე იყო თაროზე შემოდებული, ქაღალდზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ყოველგვარი შედეგების გარეშე, ახლა ვთავაზობთ რადიკალურად განსხვავებულ, უკეთეს რამეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას – ეს არის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მხრიდან გავრცელებული პირველი წერილი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დიფ სთეითის” წერილი, საიდანაც, ყველაფერთან ერთად, ქედმაღლობაც გამოსჭვიოდა.

„ამ ქედმაღლობას არავითარი საფუძველი არ აქვს. მესმის, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და აშშ-ი არის ძალიან დიდი ქვეყანა, მაგრამ გვამადლიან ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ მომხდარა. გვამადლიან, რომ ქვეყანა საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა ე.წ დახმარება, რასაც ჩვენ ვიღებდით ამერიკის მხრიდან. სინამდვილეში, მათემატიკურად გადავთვალეთ, რა სარგებელი მიიღო შეღავათების სახით ამერიკულმა მხარემ ჩვენგან და აქ საუბარია ძირითადად ავღანეთის და ერაყის მისიებში მონაწილეობაზე. თუ დავთვლით მათემატიკურად, ფინანსურად იმ შეღავათებს, რომლებიც ჩვენ გავუწიეთ ამერიკულ მხარეს და თუ შევადარებთ იმ დახმარებას, რომელსაც რეალურად ვიღებდით აშშ-დან, ჩვენი შეღავათი არის ფინანსურად დაახლოებით 5-ჯერ და შეიძლება 10-ჯერ მეტიც. დახმარებაში ჩვენ ვერ ჩავთვლით იმ თანხებს, რომლებიც იქნა გაღებული სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იყო 2008-2011 წლებში ეკონომიკაში ჩასხმული ფული. სხვა წლებში კაპიკი არ ჩაუსხამთ ეკონომიკაში და დახმარებაში ვერ ჩავთვლით ენჯეოებზე გამოყოფილ ფულს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა ის, რომ ეს იყო არა დახმარება, არამედ პირიქით, უკუშედეგის მომტანი. თქვენ რომ წარმოიდგინოთ ამ ყველაფრის გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება, რომ არ იყო თუნდაც ამ ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ითხი მცდელობა, რომ არ ყოფილიყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი მოიყვანა ხელისუფლებაში და რად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, ძალიან კარგად გვახსოვს, ეს რეჟიმი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იყო ბიზნესის რეკეტი, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა. უამრავი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა ეს რეჟიმი და ა.შ. ამიტომ, ეს არ იყო დახმარება, პირიქით, ეს იყო ისეთი თანხები, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს უკუსვლისკენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ ერთმანეთს დახმარება და ჩვენი მხრიდან გაწეული შეღავათები, ჩვენს მხარეს არის უპირატესობა და დისბალანსი დადებითი კუთხით. ამიტომ, ქედმაღლობას არ აქვს არავითარი საფუძველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება წერილებს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დიფ სთეითის მიერ დაწერილ წერილს არავითარი ფასი არ აქვს.

„ასეთ ამერიკულ წერილებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი, რაც გუშინ შემოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმოწერით. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის წერილს, ამას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ მილოცვისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.

თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით -ირაკლი კობახიძე

ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.

პრემიერის თქმით, თუ  ამ ტემპით გაგრძელდება ეკონომიკის ზრდა,  უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შესაძლოა მიუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ზრდის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, კეთილდღეობის დონით, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით და შესაბამისად, სოციალური პირობებიც შეიძლება რადიკალურად გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პროგრამული მიზნების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, სიღარიბის უმუშევრობის შემცირება მაქსიმუმ 4%-მდე. არც ერთმა მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს 4%-ს. როგორც ახლა მივდივართ, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი 2028 წლისთვის. ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, – განაცხადა პრემიერმა.

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” პრეზიდენტ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურული, ისე – ღია წერილით.

„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი, ერთი გამოიგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი დიფ სთეითის მიერ და მეორე წერილი შედგენილი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა და ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. სულისკვეთება იყო ერთი და იგივე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეჟიმის სასამართლომ ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა – არ შეგრჩებათ! -მამუკა ხაზარაძე

რეჟიმის სასამართლომ ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა – არ შეგრჩებათ! -მამუკა ხაზარაძე

დღეს რეჟიმის სასამართლომ ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა!

არ შეგრჩებათ! ყველაფერზე აგებთ პასუხს!, -ამის შესახებ „ლელო-ძლიერი“ საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

ხაზარაძე პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ლუკა ნაცვლიშვილის მსგავს გულანთებულ ახალგაზრდებს წინსვლის და განვითარების საშუალება ჰქონდეთ.

„საჯარო პირობა მინდა მივცე ლუკას, რომ ყველაფერს გავაკეთებ და აუცილებლად მოვესწრებით იმ დროს, როცა ამ ქვეყანაში მისნაირ გულანთებულ ახალგაზრდებს პოლიტიკური ნიშნით კი არ დააკავებენ, არამედ ყველანაირ პირობას შეუქმნიან წინსვლისთვის და განვითარებისთვის!

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს”-ლადო ბოჟაძე

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

დონალდ ტრამპის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც მან პრეზიდენტს მიწერა. ამ წერილში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ტრამპი თავადვე ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის. პრეზიდენტთან ერთად მოხსენებულია საქართველოს მთავრობაც და ამ წერილიდან გამომდინარე, ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით, ორ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ურთიერთობების დარეგულირებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს,” – აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე.

მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ხალხის მიმართ -დავით მათიკაშვილი

მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც მან წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, „როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მყისიერად იქნება შებრუნებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რომელიც დაეფუძნება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს, რეალურ პარტნიორობას და არა მხოლოდ ქაღალდზე არსებულს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის პერიოდში“.

„ჩვენ მუდმივად ვაცხადებდით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მის ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ასევე ხაზს ვუსვამდით, რომ მზად ვიყავით და ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ისტორია, ათწლეულების განმავლობაში არსებული ისტორია. საქართველოს სახით ამერიკას მუდმივად ჰყავდა ძალიან ერთგული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია, ამის დასადასტურებლად გავიხსენოთ არაერთი ფაქტი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს დამოუკიდებლობის დღის ამ წერილით მოლოცვისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ახალი ურთიერთობების საწყისი, რომელიც ქნება ჭეშმარიტად პარტნიორული და ურთიერთსარგებლიანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა” აშკარად ცვლილებებია შესატანი – დავით ქართველიშვილი ტრამპის მილოცვაზე

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავლაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღისადმი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვას ეხმიანება.

„ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა” აშკარად ცვლილებებია შესატანი. დღეიდან საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით უამრავი გაჭირვებული ისარგებლებს, რა თქმა უნდა, ამ „არალეგიტიმური” მთავრობის ხელში ჩავარდნილი ბიუჯეტის ხარჯზე…

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს: „ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია – ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, – ნათქვამია მისალოც წერილში,” – წერს დავით ქართველიშვილი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ლივერპულში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანით შევარდა

ლივერპულში, ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანის შევარდნის დროს დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

53 წლის მამაკაცი დააკავეს მკვლელობის მცდელობის, მანქანის სახიფათოდ მართვის და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის ბრალდებით.

პოლიციის ინფორმაციით, ეს იზოლირებული შემთხვევა იყო და არა ტერორისტული აქტი. პოლიციის განცხადებით, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მათგან 11 ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

ცნობისთვის, ფეხბურთის გულშემატკივრები საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ პრემიერლიგაში გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც მამაკაცი ხალხში მანქანით შევარდა.

გიორგი ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა, რის შემდეგაც დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს – The Guardian

გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრებსა და ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაჩიაშვილის მეგობრების ცნობით, ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად.

ამის ნაცვლად, წყაროების ცნობით, ის სასტუმროს “ვესტიბიულში” ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრმა დააკავა, რის შემდეგაც ის დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს.

“ეს დაკავება სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი ჰყავდა, და მათთან ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს”, – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა.

ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, ის ძალიან შეშფოთებულია მისი კლიენტის წინააღმდეგ წამების გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან, “საქართველო უარყოფითად ცნობილია თავისი საშიში და კორუმპირებული გარემოთი, ასე რომ ეს რეალურ, მძიმე შეშფოთებას იწვევს”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების “მრავალ და თანმიმდევრულ ცნობებზე” საუბრობს.

“ყველაზე ძლიერი შესაძლო ტერმინებით ვგმობ შიდა და საერთაშორისო სამართლის მიმდინარე ინსტრუმენტალიზაციას და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას საქართველოს დაუღალავი ძალისხმევებისთვის დააპატიმროს ჩემი კლიენტი ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმისთვის,” – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.

ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი “მტკვარი ჰესის” საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5 000-ზე მეტ აბონენტს გაზის მიწოდება 12 საათით შეუწყდება

5 000-ზე მეტ აბონენტს გაზის მიწოდება 12 საათით შეუწყდება. ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, სამშაბათს, 27 მაისის 22:00საათიდან ოთხშაბათის, 28 მაისის 10:00 საათამდე, გაზის მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებსა და ობიექტებზე:

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

ვაკის რაიონი

მცხეთის ქუჩა:
35/37 – შპს „იქსორი“
43, 45, 45კ
48–50 / მარუხის ქ. 8 – შპს “სიმპათია”
მცხეთის II შეს. 5 – ამხ. „მცხეთის 2შ. 5“

მარუხის გმირების ქუჩა:
11 – შპს „თბილისი სითი 2009“
15 – შპს „მარუხი 2008“

შატბერაშვილის ქუჩა:
5 – შპს „მონოლით გრუპი“
7, 9 (იგივე შატბერაშვილის 1შ. 6) – ამხ. „შატბერაშვილის 9“
10 – „ი.ბ.ა საცხოვრებელი სახლი შატბერაშვილზე“
12 – შპს „ორნი“
52–54–56, 70 – შპს „ენ ეს-14“
74 – შპს „სალვუს დეველოპმენტი“

შატბერაშვილის ხევი:
13 – შპს „თ.ბ.თ. ჯგუფი“
19–21
შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების კვეთაზე, ნაკვ. 3/55 – შპს „ფორ-ლაინსი“
ნაკვ. 003/033 (ჟვანიას ქ. 65) – შპს „ორჯ ჯორჯია“
ნაკვ. 003/032 (ჟვანიას ქ. 63) – ამხ. „შატბერაშვილის 3/32“
ნაკვ. (ჟვანიას ქ. 88, 67) – შპს „სისთემ ინშაათ ჯორჯია“

კეკელიძის ქუჩა:
1, 6, 8, 18, 28/30
62 (იგივე ნინო ჟვანიას ქ. 2), 64
54ა – შპს „თერაპიის სახლი“

ნინო ჟვანიას ქუჩა:
3ა, 6, 8 (იგივე კეკელიძის 68–70), 10 (იგივე კეკელიძის 72), 12, 22, 24, 26 (ნაკვ. 03/78 – შპს „გრინლაიფი“), 28 (შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების მიმდებარედ), 55 – შპს „ბეირუთი“
67 – ბ.მ.ა „ჰილტოპ გრინი“
61 – ინგა ნიჟარაძის მცირე კომერციული ობიექტი
71 – შპს „ტერა ბილდინგი“

ქობულეთის ქუჩა:
1 (3/15) – შპს „მბჯ.ჯე“
40/38 – შპს „ინერტი 27

იოველ ქუთათელაძის ქუჩა:
1, 2, 4, 6 – მათ შორის შპს „ARCON“, შპს „მბჯ. ჯი“
(ჯანაშვილის ქ. 7/1)

მარაბდის ქუჩა:
23, 25, 27, 29, 33, 34

ჯანაშვილის ქუჩა:
5–7
7/1 – (იოველ ქუთათელაძის ქ. 1)

ზემო ვაკის ქუჩა:
13 (რევაზ ჯაფარიძის ქ. 13)
28–32 მიმდებარედ (რევაზ ჯაფარიძის ქ. 28ა)

თერგის ქუჩა:
14ა

ნაფარეულის ქუჩა:
8 – შპს „GD Group“
8 – შპს „პაემანი ვერაზე“

ბარნოვის ქუჩა:
76 – შპს „არგო გრუპ ჯორჯია“

მერაბ კოსტავას ქუჩა:
47/57, 54, 58, 60, 59, 85

გიორგი ქუჩიშვილის ქუჩა:
10, 10კ, 12–14–16, 18, 20

პეტრე მელიქიშვილის გამზირი:
15, 17–19 – შპს „აითი ჯგუფი“

ჭავჭავაძის გამზირი:
1 – თსუ
2, 8 – სხვა კორპუსები
1 – ი. ჯავახიშვილის სახელობის თსუ (დ. აღმაშენებლის ეკლესია)

თაყაიშვილის ქუჩა:
4, 4ა

ოქროყანის ქუჩა:
ნაკვ. 03/029 – შპს „თორი“ (იგივე ნუცა ღოღობერიძის II გას. 5)

იაკობ ნიკოლაძის ქუჩა:
10–12–14 – შპს „ელიტ ჯგუფი“

ფიქრის გორა:
იაკობ ნიკოლაძის, ანანურის, ლუარსაბ შარაშიძის, მიხეილ თუმანიშვილის, სოფიკო ჭიაურელის (ფასანაურის), კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, შიო მღვიმელის ქუჩები

ვარაზისხევის ქუჩა:
1 – შპს „ვარაზის ხევი 95“
2 – შპს „ვარაზი 2014“

გმირთა მოედანი:

მარადიული ცეცხლი
მ. კოსტავას 63, 63ა, 67 – საცხოვრებელი კორპუსები
ზოოპარკი
სს „ცირკი“

სხვა კომერციული ობიექტები:
შპს „BF სერვიცე“, შპს „ფიქრის გორა“, შპს „ორი ნაბიჯი“, შპს „ნეოლეთი“, შპს „მაგთიკომი“, შპს „სინათლე“, შპს „ევროპა“, შპს „ესთედენტი“, შპს „რასთაკ“, შპს „თბილისის ტურიზმის აკადემია“, ევ. ხარაძის სახ. ობსერვატორია, საზოგადოება „ცოდნა“, შპს „ახალი მატრიოშკა“ და სხვა.

საბურთალოს რაიონი

ზაზა ბენდელიანის ქ. 1, 2, 3, 4, 5მერაბ კოსტავას ქ. 63, 63ა, 67მერაბ ალექსიძის ქ. 1 – თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიააიპ ეროვნული სკრინინგ ცენტრიშპს „არქიმედეს კლინიკა“გმირთა მოედანზე – თბილისის ზოოლოგიური პარკი