Home Blog Page 408

,,ევროკავშირის ოქროს ხანა დამთავრდა”- ბიძინა გიორგობიანი

ევროკავშირი აღარ არის დიდ გლობალურ პოლიტიკაში დიდი მოთამაშე, ის ფაქტობრივად მინავლებად რეჟიმში გადავიდა – ევროკავშირის ოქროს ხანა დამთავრდა, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ბიძინა გიორგობიანმა.

„ევროკავშირის ოქროს ხანა და ფულის წვიმა, რომელიც ევროკავშირში არსებობდა, როდესაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა აშშ, იაფ მუშა ხელს – ჩინეთი და იაფ რესურსებს, რუსეთი, ეს პერიოდი დამთავრდა და ახლა ძალიან პრაგმატული და დიდი ბიზნესგარიგებების დრო დგება საერთაშორისო პოლიტიკაში. იმპერიების დრო დაბრუნდაო ამბობენ, მაგრამ უფრო მგონია, რომ ბიზნესგარიგებების დრო დგება“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აღარ არის დიდი გლობალურ პოლიტიკაში დიდი მოთამაშე, ის ფაქტიურად მინავლებად რეჟიმში გადავიდა.

„მსოფლიოში დარჩენილი სამი დიდი პოლიტიკურ ცენტრი – აშშ, ჩინეთი და რუსეთი, ლიდერების დონეზე ერთმანეთთან ჯერჯერობით სინჯავენ კომუნიკაციას და ალბათ შეხვედრები დაიწყება. ძნელია, თანმიმდევრობა რომ განისაზღვროს, მაგრამ ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ ჯერ აშშ-ის და ჩინეთის პირველი პირები შეხვდნენ ერთმანეთს და ამის შემდეგ შედგეს შეხვედრა რუსეთთან, სადაც ის უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უკრაინის საკითხზე. უკრაინის საკითხი არ არის ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ძირითადი და ერთადერთი საკითხი, მათ ბევრი საკითხი აქვთ ერთმანეთთან განსახილველი“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

თუ სამხრეთ კავკასია იქნება ახალი გლობალური გადანაწილების შემადგენელი ნაწილი, პირველ რიგში ეს შეეხება საქართველოს, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ სტრატეგიული პარტნიორები თურქეთი და აზერბაიჯანი, უკვე 33 წელია საქართველოსთან ინარჩუნებენ ძალიან მეგობრულ და კარგ ურთიერთობას. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან თურქეთთან და აზერბაიჯანთან, შემდეგ სომხეთთან. რუსეთთან ურთიერთობის მომავალი როგორი იქნება ამას ვნახავთ ახალი მსოფლიო გადანაწილების და წესრიგის დამყარებისთანავე. მეზობლებთან ურთიერთობა საქართველოსთვის უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი და შემდეგ უნდა ვიფიქროთ გლობალურ პროექტებზე“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.

,,ალბათ, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ გარედან დაკვეთა და დაფინანსება ექნებათ” – ვლადიმერ ბოჟაძე

ალბათ, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ გარედან დაკვეთა და დაფინანსება ექნებათ. თუმცა, ტრამპმა შეწყვიტა ყველა საგარეო დაფინანსება და ეს რა თქმა უნდა შეეხება საქართველოშიც სამოქალაქო და მედიის იმ ნაწილსაც, ვინც პირდაპირ და ღიად იყო ჩართული რადიკალურ პროცესებში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ოპოზიცია ემზადებოდა არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის. მათ ვერავინ დაარწმუნეს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. შემდეგ იყო 28 ნოემბრის პრემიერის განცხადება, აქაც თითქოს ევროკავშირთან ურთიერთობის შეჩერების მიზეზით განაახლეს აქციები და მიჰყვებიან „მაიდანის“ სცენარს.

არაერთი მსახიობი და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა კანვასის ტრენინგებს და ახლა, როგორც ჩანს მათი სცენაზე გამოსვლის ჯერი მოვიდა. პერფორმანსი თბილისში იქნება თუ რეგიონებში, ამ გეგმის ნაწილია. ჩვენმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, ვის სახელსა და ვის პროფესიასაც არ უნდა ამოეფაროს რადიკალური ოპოზიცია, სწორედ ისინი აფინანსებენ და აორგანიზებენ იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვა-ანდრო გოცირიძე

საფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე განმარტავს, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემების გაჟონვა.

როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მოსალოდნელია სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს;

„რა ვიცით საქართველოს მოქალაქეების ციფრული მონაცემების ბოლო გაჟონვასთან დაკავშირებით და რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ეს ფაქტი: გერმანიაში ბაზირებულ ღრუბლოვანი სერვისის ერთ-ერთ პროვაიდერზე თავისუფალი ძებნისას დაფიქსირდა და მალევე დაიხურა დაცვის გარეშე განთავსებული საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემების დიდი მასივი, ორი ბაზა, რომელთაგან ერთ შეიცავდა 4,5, მეორე კი 7 მილიონამდე ჩანაწერს; მონაცემთა ბაზა შეიცავდა მგრძნობიარე პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა პირადი ნომერი, სრული სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, სერტიფიკატის მსგავსი ნომერი, რომელიც ჰგავს სადაზღვევო იდენტიფიკატორს, მობილური ტელეფონის ნომერი მფლობელის მიბმული აღწერილობით; მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის ერთი ნაწილი ძალიან ჰგავს 2020 წელს მომხდარი მონაცემთა გაჟონვის შედეგად შექმნილ ინფორმაციას, რომელსაც მიაკუთვნებდნენ საარჩევნო კომისიის გაჟონილ ბაზას, თუმცა, სახელმწიფომ ეს გაჟონვა უარყო. აღმოჩენილი მონაცემები სავარაუდოდ წარმოქმნილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დაცული ინფორმაციის შეჯერებით, მასში მრავლადაა დუბლირება, რის გამოც საერთო რიცხვი აღემატება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერება კიბერსაფრთხეების შესახებ მეტნაკლებად მზარდია, პერსონალური მონაცემების გაჟონვიდან მომდინარე რისკები სახელმწიფოს და თავად მოსახლეობის მხრიდანაც არასათანადოდაა შეფასებული. ითვლება, რომ “რა პრობლემაა, ვინც უნდა იმან იცოდეს ჩემი პირადი ნომერი…”, რაც მცდარი მიდგომაა, რადგან პერსონალური ინფორმაციის ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია თქვენი სახელით დანაშაულის ჩასადენად, ადამიანზე ფარული მიყურადებისთვის, ფიზიკური ანგარიშსწორების დასაგეგმად, ფოშინგის, ან სოციალური ინჟინერიის სხვა კამპანიების საწარმოებლად.

გაჟონვა შესაძლოა არც იყოს ახალი, უბრალოდ ახლა იქნა აღმოჩენილი ეს ბაზა, რომელიც ვიღაცას ატვირთული ჰქონდა ქლაუდზე და არ ჰქონდა დაცული პასვორდით. მოსალოდნელია სოციალური ინჟინერიის კამპანიების გააქტიურება, ამიტომ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საეჭვო გზავნილებსა და შეთავაზებებს; გარდა ტრადიციული კიბერდანაშაულისთვის საბაზისო მონაცემების მოპოვებისა, ამ რაოდენობის ჩანაწერებით ეფექტურად შეიძლება მტრულად განწყობილი ქვეყნის, ან პოლიტიკური აქტორების მხრიდან პროპაგანდის მიზანმიმართული გავრცელება ან დეზინფორმაციული კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება“, – წერს ანდრო  გოცირიძე.

გამოცემა Cybernews-ის ცნობით, საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა. გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ბაზა Cloud-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა. დაუცველი მონაცემთა ბაზა კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, ბობ დიაჩენკომ აღმოაჩინა.

https://www.facebook.com/andro.gotsiridze/posts/pfbid032YBDxzYMvHAXPBWxZrzTsw7JrtqqsxeLNXby3FCqMbz7HoPFT7ppRRwc3XCEbKVvl

ცნობისთვის, გამოცემა Cybernews-ის ცნობით, საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა. გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ბაზა Cloud-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა. დაუცველი მონაცემთა ბაზა კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, ბობ დიაჩენკომ აღმოაჩინა.

საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა ინტერნეტში გაჟონა -Cybernews 

საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა.

ამის შესახებ სტატიას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ბაზა Cloud-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა. დაუცველი მონაცემთა ბაზა კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, ბობ დიაჩენკომ აღმოაჩინა.

Cybernews-ის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები გერმანიაში დაფუძნებული Cloud სერვისის პროვაიდერის სერვერზე იყო განთავსებული. მონაცემთა ერთი ბაზა დაახლოებით 5 მილიონი ადამიანის პირად ინფორმაციას შეიცავდა, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ 7 მილიონ სატელეფონო ჩანაწერს, ასევე 1,45 მილიონი ავტომობილის მფლობელის პირად ინფორმაციას აერთიანებდა. მონაცემები შეიძლება ასლებსა და გარდაცვლილების შესახებ ჩანაწერებსაც შეიცავდეს.

სენსიტიური მონაცემები შემდეგ ჩანაწერებს შეიცავდა: პირადობის მოწმობის ნომერს, სრულ სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს, სქესს, დაზღვევის ნომრებს, ტელეფონის ნომერს მისი მფლობელის აღწერითი ინფორმაციით.

„როგორც ჩანს, მონაცემები შეგროვდა მრავალი წყაროდან, მათ შორის სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან და ნომრების საიდენტიფიკაციო სერვისებიდან“, – განაცხადა დიაჩენკომ.

მისი თქმით, მონაცემების გამოყენება როგორც პოლიტიკური, ისე კრიმინალური მიზნებისთვის შეიძლება.

ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და ეკონომიკის ჩამოქცევა, ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ -ირმა ჭკადუა ოპოზიციას

ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა, და ეკონომიკის ჩამოქცევა ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ, – წერს ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში.

ჭკადუა ასევე მიმართავს უცხოელ კოლეგებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და კიდევ ერთხელ აუხსნან ოპოზიციურ პარტიებს, რომ ევროკომისიაში წერილების გაგზავნა, რაც ქვეყნის დასჯის სურვილითაა განმსჭვალული, ცდება ცივილურ პროტესტს და არ შეიძლება შეფასდეს რაციონალურ პოლიტიკურ ნაბიჯად

“ღმერთო, შეაყვარე ქართველს ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა”. ვაჟა-ფშაველას ეს ვედრება ალბათ გილიოტინასავით უნდა ეკიდოს იმ პოლიტიკოსების თავზე, რომლებიც ასე მონდომებით და გამეტებით ებრძვიან საქართველოს, რომელსაც მართლა არა დაუშავებია რა.

ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა და ეკონომიკის ჩამოქცევა, ინსტრუმენტად აქციეთ ქვეყანაზე შურისძიებისთვის, მხოლოდ იმიტომ, რომ არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეთ და თანამდებობები ვერ დაიკავეთ. თან ახალი სლოგანის ირგვლივ ერთიანდებით და ამბობთ, რომ ეს ქვეყანა თქვენია და მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, თუმცა, მადლობა ღმერთს, რომ ეს ქვეყანა ათასჯერ დიდია და ასიათასჯერ მნიშვნელოვანი თავისი რწმენით, ისტორიით, მრავალფეროვნებით და შეუძლებელია, რომელიმე ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფს ეკუთვნოდეს!

ვერავინ ჩაახშობს ქართველი ხალხის ხმას, იმ მილიონ ორასი ათასი ამომრჩევლის, რომელმაც განსაზღვრა ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი, ამიტომაც მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას, განსაკუთრებით ევროპაში, ასევე ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს საქართველოში, იქ მომუშავე უცხოელ იურისტებს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და კიდევ ერთხელ აუხსნან ოპოზიციურ პარტიებს, რომ ევროკომისიაში წერილების გაგზავნა, რაც ქვეყნის დასჯის სურვილითაა განმსჭვალული, ცდება ცივილურ პროტესტს და არ შეიძლება შეფასდეს რაციონალურ პოლიტიკურ ნაბიჯად.

გვახსოვს, არცთუ ისე შორეულ წარსულში მსგავსი ქმედება თავად ევროპელმა პოლიტიკოსებმა აღკვეთეს, გვახსოვს მათი გაოგნებაც იმ ფაქტით, რომ კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას თავად ქართველი პოლიტიკოსები ითხოვდნენ ევროპელებისგან,- წერს ჭკადუა.
დღეს ისევ ამ გზას დაადგა ხელმოცარული ქართული ოპოზიცია, რაზეც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეთ, რადგან ეს არაფერია, თუ არა მტრობა და შურისძიება საკუთარის
სამშობლოს და ხალხის წინაღმდეგ!!! ყველა თანხმდება, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომელთა გადაჭრის გზების ძიებაში ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები უნდა დაგვეხმარონ. თუმცა, ფსევდო- პატრიოტული სულისკვეთებით დააზიანო შენი ქვეყანა და ამაში დახმარებას მეგობრებს სთხოვდე, ეს მხოლოდ სულმოკლე და გაბოროტებულ ადამიანებს შეუძლიათ…ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ირმა ჭკადუა.

https://www.facebook.com/irma.chkadua.5/posts/pfbid07mZjmgdhdhQEkJwNfj3mYpAHD3JotPZ1UngrbnwiiaMJdXs55FSZeyZQViHxJZMhl

დონალდ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

„პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მექსიკის ყურე ოფიციალურად იქნება ცნობილი, როგორც ამერიკის ყურე და ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალს ექნება სახელი მაკკინლის მთა. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ერის ვალდებულებას, შეინარჩუნოს შეერთებული შტატების არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა“, – ნათქვამია აშშ-ის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ტრამპმა რამდენჯერმე ისაუბრა მექსიკის ყურისთვის ამერიკის ყურის დარქმევის შესახებ, მათ შორის, ინაუგურაციის დღეს. ამავე დღეს, 20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებასაც მოაწერა ხელი.

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 15-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა სამის გადარჩენა მოახერხეს. დაშავებულები საავადმყოფოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ მოინახულა.

„საბედნიეროდ, მაშველებმა გადაარჩინეს ჩვენი სამი და-ძმა. ისინი ამჟამად საავადმყოფოში არიან“, – წერს ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში.

მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს. ეჭვმიტანილებიდან ორი ადამიანი შენობის პირველ სართულზე არსებული მაღაზიების მესაკუთრეა, დანარჩენები კი მაღაზიების ოპერატორები.

„2025 წლის 24 იანვარს დააკავეს ოთხი ეჭვმიტანილი, რომლებიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელნი არიან კონიას პროვინციის სელჩუკლუს რაიონში ოთხსართულიანი შენობის ჩამონგრევაზე. მიმდინარეობს დეტალური ექსპერტიზა და საგამოძიებო პროცედურები“, -აღნიშნულია კონიას მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

“ევროსაბჭო” არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები-ზურაბ ქადაგიძე

პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გაეროს გენერალური მდივნის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების და ირაკლი კობახიძისთვის კვლავ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ მილოცვას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ რადიკალები, მხოლოდ დავით დოიაშვილის გასტროლების იმედადღა არიან დარჩენილები.

“ევროსაბჭო” არაფერს წარმოადგენსო და რა ვიცი, იმედია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც არ ჩამოწერენ, ჩვენი უსამშობლოები… კეზერაშვილის ნაყიდი, ჯო უილსონის იმედად, რომ საზღვრებს გარეთ იქნებით და ლორა თორნტონის სტიპენდიატ ზურაბიშვილის, საზღვრებს შიგნით, მაგიტომ ხართ დარჩენილი დროის გასტროლების იმედად. სადაც არ უნდა გათხაროო – სალომემ და რომ დაუჯერეთ, მაგიტომ დარჩით  უილსონის განცხადებების “გათხრის” ამარა!” – წერს  ზურაბ ქადაგიძე.

უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება

უკრაინაში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება იგეგმება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტის მრჩეველმა, ნიკოლაი შჩურმა განაცხადა, უახლოეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისი 18-დან 25 წლამდე მამაკაცების ჯარში გაწვევის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანს.

მისივე თქმით, საუბარია კონტრაქტის ნებაყოფლობით გაფორმებაზე, რომელიც მოიცავს ფინანსურ და სხვა სახის წახალისებას.

„როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრეზიდენტის ბრძანებულებებში იქნება მთელი რიგი ცვლილებები. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტებში სხვადასხვა დონის ცვლილებები განხორციელდება. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში იქნება პრეზენტაცია“, – განაცხადა შჩურმა და აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობა.

ნიკოლაი შჩურის თქმით, კონცეფცია შეიმუშავა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

ბრალდებული სრულადაა უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით – მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე -სპეციალური პენიტენციური სამსახური ნიკა კაციაზე

სპეციალური პენიტენციური სამსახური დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ჟურნალისტს, ნიკა კაციას საპატიმრო დაწესებულებაში უფლებები ჰქონდა შეზღუდული. უწყებამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ბრალდებულ ნ.კ.-ს უფლებების თითქოს შეზღუდვის შესახებ.

გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.
შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.

თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.
მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.

აქტივისტმა თათი მელიქიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულ ნიკა კაციას “ციხეში აწამებენ”. “უკანონოდ დაკავებულ ნიკა კაციას, რომელსაც ნარკოტიკი ჩაუდეს, ციხეში აწამებენ, გუშინ მის პროცესს ვესწრებოდი და გავიგეთ, რომ საკვები თურმე მაშინ “თავდება” როცა ნიკას ჯერია, მის ბარათს კი თანამესაკნე უკანონოდ იყენებს”, – დაწერა მელიქიშვილმა სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ნიკოლოზ კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცავებმა ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 25 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. მოკლულ მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ. – ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

თურქეთში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, დაშავებულია, სულ მცირე, სამი ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა თურქეთის ქალაქ კონიაში, სელჩუკლუს რაიონში მოხდა.

მაშველებმა შენობაში მყოფი ხუთი ადამიანიდან სამის გამოყვანა მოახერხეს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

როგორც მედია წერს, შენობაში მყოფი ხუთი ადამიანი ოჯახის წევრები არიან. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ნგრევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს.