Home Blog Page 407

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 250-მდე საავიაციო ბომბი, 750-ზე მეტი დრონი და 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა – ასეთი ტერორისტების შეჩერება მხოლოდ გამბედაობას შეუძლია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა გადაიტანა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, რუსებმა გამოიყენეს დაახლოებით 1 250 საავიაციო ბომბი, 750-ზე მეტი თავდასხმის დრონი და 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.

„მხოლოდ გამბედაობას შეუძლია შეაჩეროს ასეთი ტერორისტები. მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები და შევამციროთ რუსეთის უნარი, განახორციელოს უკრაინის ტერორი“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები ჰქონდეს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ნავთობის ფასის დაწევა, ერთიანობით მოქმედება და ადამიანების სიცოცხლის გაბედულად დაცვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრთან, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანთან.

ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში. კომპანია ახორციელებს თბილისის მშრალი პორტის პროექტს, რომელიც 2025 წელს დასრულდება. იგეგმება კომპანიასთან თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სტრატეგიულ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროექტებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს – სოზარ სუბარი

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„დღეს ისინი ხედავენ, რომ მათ ძალა უკვე აღარ აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მათი აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს. ხედავენ, რომ დღეს მათ ვერ შეძლეს ქართული სახელმწიფოს შერყევა და ახლაც, მთელი აქცენტი გადატანილი აქვთ ეკონომიკაზე, რომ როგორმე შეანელონ ეკონომიკური ზრდა. ამ აქციებს რომ მიზანი, გეგმა არ აქვს, ამას ვხედავთ, მათ ლაპარაკშიც სულ უფრო ხშირად ეს სასოწარკვეთილი ტონები იმატებს“, – აღნიშნა სუბარმა.

რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ქვეყანაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განცხადებები სლოვაკეთის შიდა საქმეებში არაადეკვატური ჩარევაა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ფიცომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა სლოვაკეთში გამართული ანტისამთავრობო აქციების – „სლოვაკეთი ევროპაა“ – მონაწილეების ფოტო, რომლის ქვეშ ეწერა: “ბრატისლავა არ არის მოსკოვი. სლოვაკეთი ევროპაა”.

საპროტესტო გამოსვლების კომენტირებისას ფიცომ განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და რომ ხელისუფლების შეცვლა მის ქვეყანას მხოლოდ მომავალი არჩევნების შემდეგაა შესაძლებელი.

ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ – ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ვფიქრობ, გვექნება“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ კუნძულის 57 000 მაცხოვრებელს აშშ-სთან ყოფნა სურს.

„ვფიქრობ, ხალხს სურს ჩვენთან ყოფნა. ნამდვილად არ ვიცი, რა პრეტენზია აქვს დანიას მასზე, მაგრამ ძალიან არამეგობრული ქმედება იქნება, თუ ამას არ დაუშვებენ, რადგან ეს კეთდება თავისუფალი სამყაროს დასაცავად. ვფიქრობ, გრენლანდიას მივიღებთ, რადგან ეს დაკავშირებულია მსოფლიოს თავისუფლებასთან. მას არაფერი აქვს საერთო შეერთებულ შტატებთან, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვართ ის, ვისაც შეუძლია თავისუფლების უზრუნველყოფა. მათ არ შეუძლიათ“, – განაგრძო ტრამპმა.

შეგახსენებთ, გრენლანდიისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა, მუტე ეგედემ და მეტე ფრედერიქსენმა განაცხადეს, რომ გრენლანდია არ იყიდება.

იტალიაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო პოლიციამ, უდინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში 12 სხვადასხვა პროვინციაში 52 ლოკაციაზე ჩხრეკა ჩაატარა.

უდინეს პროვინციის შემოსავლების სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა სასამართლო უწყებებს შეატყობინეს, რომ ქართველი ქალების მნიშვნელოვანი რაოდენობა საგადასახადო კოდის მოსაპოვებლად თავს ევროკავშირის მოქალაქეებად წარადგენდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის მოწმობებით (სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის).

ამგვარად, მათ შეეძლოთ მუშაობის უფლების მიღება და ასევე ესარგებლათ იმ იურიდიული, საგადასახადო და ჯანმრთელობის შეღავათებით, რითაც ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ. შემდეგ ისინი სხვა პროვინციებში გადადიოდნენ, სადაც სამუშაოებს უფრო ადვილად პოულობდნენ.

გამომძიებლები ვარაუდობენ კარგად სტრუქტურირებული ორგანიზაციის არსებობას, რომელიც დოკუმენტებს საზღვარგარეთ აწარმოებს და დაახლოებით, 600 ევროს გადახდის შემდეგ მყიდველებს აწვდის. გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ ვინ შეიძინა ყალბი დოკუმენტები.

იტალიური მედიის ცნობით, თუ დადასტურდება, რომ დაკავებულები იტალიაში რეგულარული ბინადრობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, მათ ქვეყნიდან გააძევებენ.

ამერიკული ინტერესები მეტწილად თანხვედრაშია საქართველოს დეკლარირებულ მზადყოფნასა და მოლოდინზე – დავით ქართველიშვილი

x

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ამერიკის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ქვეყანაში გასატარებელი შიდა და საერთაშორისო ამოცანების შესახებ სოციალურ ქსელში დეტალურად წერს.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყანასთან ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის დროს გაფუჭებული ურთიერთობა მალე გადაიტვირთება.

„დასრულდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჩაირთო მისი ამბიციური გეგმების ხორცშესხმის წამმზომი. ჩაირთო „ნუმეროლოგიაც“ − პირველი 100 დღის განმავლობაში დონალდ ტრამპი გეგმავს შემდეგი პრიორიტეტული ამოცანების შესრულებას, რომლებიც მოიცავენ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მნიშვნელოვან ინიციატივებს:

შიდა ამოცანები: მასობრივი დეპორტაცია: აშშ-ის ისტორიაში უმსხვილესი კამპანიის ჩატარება არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინა;

საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერება: სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საზღვრის ჩაკეტვა და დამცავი კედლის მშენებლობის დასრულება;
აშშ-ში დაბადების ფაქტის საფუძველზე მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმა: მოქალაქეობის ავტომატური მინიჭების შეწყვეტა იმ არალეგალი იმიგრანტების შვილებისთვის, რომლებიც აშშ-ში დაიბადნენ, რაც კონსტიტუციაში მე-14 შესწორების გადახედვას მოითხოვს;
ახალი სატარიფო პოლიტიკის შემოღება: ახალი ტარიფების დაწესება მთელი რიგი ქვეყნებიდან იმპორტზე, რათა გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება და შემცირდეს დამოკიდებულება უცხოურ პროდუქტებზე;

ენერგეტიკული პოლიტიკა: ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე შეზღუდვების გაუქმება, „მწვანე“ ენერგიის სუბსიდიების შეწყვეტა და „პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან“ გასვლა;
ფედერალური ბიუროკრატიის რეფორმა: ფედერალური თანამშრომლების შემცირება, „მრავალფეროვნების“ პროგრამების გაუქმება და მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული საკადრო შერჩევის სისტემის დანერგვა;

საგადასახადო რეფორმის განხორციელება: საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივება და გაფართოება, კორპორაციული გადასახადების შემცირება და ზოგიერთი სახის საშემოსავლო გადასახადის გაუქმება;

წინა ადმინისტრაციის განკარგულებების გაუქმება: ჯო ბაიდენის მიერ გამოცემული განკარგულებების გაუქმება, რომლებიც ეხება გარემოს დაცვას, ენერგეტიკას და სოციალურ პროგრამებს;

6 იანვრის მოვლენების მონაწილეების შეწყალება: კაპიტოლიუმის 2021 წლის არეულობაში მონაწილე პირებთან მიმართებით;

განათლების სისტემის რეფორმა: ფედერალური დაფინანსების შემცირება სკოლებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ კრიტიკულ რასობრივ თეორიას და ტრანსგენდერების უფლებებს, სასწავლო პროგრამებზე კონტროლის გაძლიერებისთვის.

საერთაშორისო ამოცანები:

ჩინეთთან მიმართებით პრაგმატული და სამშვიდობო პოლიტიკის შემუშავება: რაც არ გამორიცხავს ჩინურ საქონელზე არსებული სატარიფო პოლიტიკის გადახედვას, ჩინური კომპანიებისთვის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და სავაჭრო შეთანხმებების „გადატვირთვას“;

საერთაშორისო სამხედრო ვალდებულებების გადახედვა: საერთაშორისო სამხედრო მისიებზე ხარჯების შემცირება და NATO-ს ხელშეკრულებების გადახედვა, რაც პარტნიორების პასუხისმგებლობის გაზრდას ითვალისწინებს;

ირანის იზოლაცია: სანქციების გამკაცრება ირანის წინააღმდეგ და დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერება მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის მიზნით;
გაეროსთან ახალი პოლიტიკა: გაეროს დაფინანსების შემცირება და მრავალმხრივ დიპლომატიაში „ეროვნული ინტერესების“ პრიორიტეტი;

მეგობრულ ქვეყნებთან შეთანხმებები: ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების განვითარება მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსთან, ისრაელთან და ინდოეთთან;
გლობალისტური დღის წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლა: აშშ-ის მონაწილეობაზე უარის თქმა საერთაშორისო შეთანხმებებში, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რაც, ტრამპის აზრით, ქვეყნის სუვერენიტეტს და მის ეკონომიკურ მდგრადობას უქმნის საფრთხეს (მაგალითად, „პარიზის კლიმატის შეთანხმება“);

მექსიკაზე ზემოქმედება: მექსიკაზე ეკონომიკური ზემოქმედების გაძლიერება მიგრაციის კრიზისის პრევენციისა და ნარკოტრეფიკთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით;

ურთიერთობების გაძლიერება რუსეთთან და უკრაინაში ომის დასასრული: უკრაინაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ჩათვლით;

გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა: ტერორისტული ჯგუფების, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“, წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გაძლიერება და ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაფართოება;
აშშ-ის ახალი პრიორიტეტი მსოფლიო პოლიტიკაში: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და

„გახადე ამერიკა კვლავ დიადი“, დოქტრინების გამოცხადება, რაც გულისხმობს აშშ-ის მონაწილეობას გლობალური კონფლიქტების შემცირებაში და ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობას.

ეს და სხვა ტიპის ამოცანები ასახავენ ტრამპის სწრაფვას, განახორციელოს როგორც შიდა, ისე საგარეო იმგვარი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ეროვნული სუვერენიტეტისა და ამერიკული ინტერესების დაცვაზე. მათ შორის მეტწილად თანხვედრაშია საქართველოს დეკლარირებულ მზადყოფნასა და მოლოდინზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დახარვეზებული ურთიერთობების „გადატვირთვის“ თვალსაზრისით“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ქვეყნის მასშტაბით ჯამში 5 325 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს.

უკრაინა მზად არის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი

J

უკრაინა მზად არის აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განმარტა, რომ გაზის ტრანზიტის საკითხი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილა. მისი თქმით, მხარეებმა უკრაინის ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობაზე ისაუბრეს, რაც ევროპის გაზით მომარაგებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ინფრასტრუქტურა სხვა ერთობლივი ნაბიჯებისთვის, თუ ევროპას სჭირდება გაზი და არა მაინცდამაინც რუსული გაზი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი დღეისთვის დაახლოებით 40 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს, საიდანაც თავად იყენებს მხოლოდ 14-15 მილიარდ კუბურ მეტრს, შესაბამისად, მას აქვს დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტის პოტენციალი.

უკრაინამ პირველი იანვრიდან შეწყვიტა რუსული გაზის ტრანზიტი.

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღეს ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ერ­თად და შე­თან­ხმე­ბუ­ლად შე­ად­გი­ნეთ მო­მავ­ლის გეგ­მა.

კურო

რო­დე­საც ეძებთ პა­სუხს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე, მი­მარ­თეთ თქვენს ში­ნა­გან ხმას და უმ­ჯო­ბე­სია არ გა­უ­ზი­ა­როთ ის სხვებს, თუნ­დაც მე­გობ­რებს, პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

ტყუ­პი

არ უნდა წახ­ვი­დეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ, თუნ­დაც წი­ნას­წარ და­გეგ­მოთ: დიდი ალ­ბა­თო­ბით, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და თქვენ წი­ნა­შე და­სა­ხულ ამო­ცა­ნებს ვერ შე­ას­რუ­ლებთ.

კირჩხი­ბი

დღეს შე­იძ­ლე­ბა წა­ა­წყდეთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მხრი­დან აგ­რე­სი­ას. გახ­სოვ­დეთ, სი­ტყვე­ბი, რომ­ლებ­საც თქვენ გე­უბ­ნე­ბი­ან, ეს მა­თი­ვე პრობ­ლე­მე­ბის ანა­რეკ­ლია.

ლომი

ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, დღეს სახ­ლი­დან სა­ერ­თოდ არ გახ­ვი­დეთ, მაგ­რამ თუ გა­სას­ვლე­ლი ხართ, არ­სად არ გა­ჩერ­დეთ: გა­ა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­გეგ­მეთ და დაბ­რუნ­დით სახ­ლში.

ქალ­წუ­ლი

თქვენ ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ხართ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის, ვი­საც დღეს არა­მარ­ტო შე­უძ­ლი­ათ, არა­მედ სჭირ­დე­ბათ სხვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, თუმ­ცა ერთი პი­რო­ბა უნდა შეს­რულ­დეს: სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი უნდა იყოს.

სას­წო­რი

დღეს არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ფუ­ლის და­ხარ­ჯვა, თუნ­დაც სა­უ­ბა­რი იყოს შე­ნა­ძენ­ზე, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად გჭირ­დე­ბათ. ცდუ­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, უმ­ჯო­ბე­სია მა­ღა­ზი­ა­ში სა­ერ­თოდ არ წახ­ვი­დეთ – თქვე­ნი ფი­ნან­სე­ბი უფრო უსაფრ­თხოდ იქ­ნე­ბა.

მო­რი­ე­ლი

ფრთხი­ლად იყა­ვით ხუმ­რო­ბებ­თან, რომ­ლე­ბიც, თქვე­ნი თან­და­ყო­ლი­ლი იუ­მო­რის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს – რო­გორც ყო­ველ­თვის – შე­საძ­ლოა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი იყოს თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, არ გა­ნა­წყე­ნოთ ისი­ნი.

მშვილ­დო­სა­ნი

სა­სურ­ვე­ლია, რომ ყვე­ლა თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი აქ­ტი­ვო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს თქვენს ოჯახ­თან და სახ­ლთან: შე­გიძ­ლი­ათ და­ა­ლა­გოთ, მო­ამ­ზა­დოთ, ითა­მა­შოთ ბავ­შვებ­თან და გა­ი­სე­ირ­ნოთ მათ­თან ერ­თად უახ­ლო­ეს პარკში.

თხის რქა

თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი დე­ვი­ზია: “ნაკ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბა, მეტი სიმ­შვი­დე” – რაც არ უნდა უც­ნა­უ­რი ჩან­დეს, ენერ­გი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი დღეს საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში სარ­გებ­ლის ნაც­ვლად, ზი­ანს მო­გი­ტანთ.

მერ­წყუ­ლი

დღეს შე­იძ­ლე­ბა არა­სა­ჭი­რო ნივ­თის ყიდ­ვის და ბევ­რი ფუ­ლის და­ხარ­ჯვა სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეთ, მაგ­რამ თქვენ გაქვთ ძალა გა­უმკლავ­დეთ მას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ბი­უ­ჯეტ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­ღვე­ვა გე­ლო­დე­ბათ.

თევ­ზე­ბი

დღეს თქვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, იზ­რუ­ნოთ არა სხვებ­ზე, არა­მედ სა­კუ­თარ თავ­ზე: და­კავ­დით სპორ­ტით და გა­და­ერ­თეთ ჯან­საღ კვე­ბა­ზე, გა­ი­სე­ირ­ნეთ სკვერ­ში და ეს­ტუმ­რეთ დიდი ხნის უნა­ხავ ახ­ლობ­ლებს.

,,ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება”- გიგი წერეთელი

ლეგიტიმაციის მინიჭება რაღაც ერთი წერილით არ ხდება, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი წერეთელი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიერ ირაკლი კობახიძისთვისა და მიხეილ ყაველაშვილისთვის მილოცვას.

წერეთლის თქმით, ანტონიო გუტერეშის ეს მილოცვა მისთვის მოულოდნელი იყო.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გაერო-ს ეს წერილი და რაღაც ჟესტი ამოვარდნილია იმ საერთო კონტექსტიდან და საერთო განწყობიდან, რაც საერთაშორისო თანამეგობრობაშია. ევროკავშირში, ამერიკის შეერთებული შტატებში ცნობაზე და ლეგიტიმაციაზე კი არა, ყოველდღიურად სანქციებზეა საუბარი.

ეს ნამდვილად არაფერს ცვლის, რადგან პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობა არ იცვლება. სიმართლე რომ ვთქვა, რაც ხდება და როგორც მიდის ეს პროცესი, არ იყო მართლაც მოსალოდნელი ამ შემთხვევაში, გაერო-ს მხრიდან იქნებოდა ამგვარი გადაწყვეტილება, მაშინ როცა სხვა ორგანიზაციებში ვხედავთ როგორი შეხედულებებია, როგორი კრიტიკაა, როგორი განცხადებები ისმის და როგორ სანქციებზეა საუბარი. არ ვფიქრობ, რომ ამას რამე მნიშვნელოვანი შედეგი უნდა ჰქონდეს და დიდი სიხარული გამოიწვიოს. აქ ყველა ფოტოს გადაღება, ან შეხვედრა რომელიმე საელჩოსთან დე-ფაქტო ხელისუფლებაში აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ამ ნაბიჯებით, ამ პოლიტიკით არაფერი შეიცვლება”,- განაცხადა წერეთელმა.

 ,,ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს”-  სოზარ სუბარი

დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„დღეს ისინი ხედავენ, რომ მათ ძალა უკვე აღარ აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მათი აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს. ხედავენ, რომ დღეს მათ ვერ შეძლეს ქართული სახელმწიფოს შერყევა და ახლაც, მთელი აქცენტი გადატანილი აქვთ ეკონომიკაზე, რომ როგორმე შეანელონ ეკონომიკური ზრდა. ამ აქციებს რომ მიზანი, გეგმა არ აქვს, ამას ვხედავთ, მათ ლაპარაკშიც სულ უფრო ხშირად ეს სასოწარკვეთილი ტონები იმატებს“, – აღნიშნა სუბარმა.