Home Blog Page 40

 ,,საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა რომ იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა”- მაია ნიკოლეიშვილი

ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები „დღის ქრონიკაში“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები იყო თავხედური.

„ეს იყო არადიპლომატიური განცხადებები, ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა და ზეწოლა. ალბათ, სხვა მდგომარეობა რომ იყოს და საქართველო უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იყოს, ევროკავშირის ელჩი გაწვეული იქნებოდა. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მდგომარეობას, როდესაც მთელი დასავლეთის გარკვეული ნაწილი საქართველოს წინააღმდეგაა. წარმოუდგენელი ზეწოლაა, მსგავსი ალბათ არ ყოფილა არც გარედან და შიგნით მყოფებს კი პირდაპირ იმედი აქვთ, რომ უცხოელებმა ჩაატარონ ახალი არჩევნები. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ ბრიფინგზე განაცხადა: სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. ცესკოს პირველადი მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა, 53 პროცენტი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, მეორე ადგილზე კი 11 პროცენტით გავიდა კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა. საარჩევნო ბარიერი ასევე გადალახეს პოლიტიკურმა სუბიექტებმა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „გახარია საქართველოსთვის“.

“კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი” –  “გირჩი”

“კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი” –  “გირჩი” განცხადებას ავრცელებს.

ამასთან, “გირჩი”  ახალი არჩევნების ჩატარების გეგმას აქვეყნებს და სამი ოპოზიციური გაერთიანების წევრებთან დაკავშირებით წერს, რომ “ისინი ატყუებდნენ და ახლაც ატყუებენ ხალხს”:

“ახალი არჩევნების ჩატარების ამ დროისთვის ერთადერთი ლეგიტიმური საფუძველი – ფარულობის პრინციპის დარღვევაა.

ოპოზიციის მიერ სადაო ან არასაკმარისი მტკიცებულებების გამოყენება „აღქმების“ შესაქმნელად, ან გამოძიება არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად და ხელახალი არჩევნების დასანიშნად, ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. ოპოზიცია მათ მთავარი დარღვევიდან სხვაგან წასვლის და უაზრო დისკუსიის მოწყობის საშუალებას აძლევს.

“მიტინგზე მოდით და გეგმას იქ გაგაცნობთ“ უბრალოდ ხალხის დაცინვაა, რასაც ნელ-ნელა პროპაგანდით დაბრმავებული საზოგადოებაც კი აცნობიერებს.

თუ მართლა ახალი არჩევნები გვსურს, შემდეგი რამ არის გასაკეთებელი:

1. უნდა ჩამოყალიბდეს ერთადერთი მოთხოვნა – „ფარულობის ტოტალური დარღვევის საფუძველზე დაინიშნოს ახალი არჩევნები“.

მოთხოვნის შესასრულებლად ცესკოს მიეცეს ერთი კვირა.

2. ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად დაიწყოს მართლა დიდი მიტინგის დაორგანიზება, მაგალითად, შაბათს.

3. პარალელურად დასავლელ პარტნიორებთან შედგეს მოლაპარაკება, რომ თუ მიტინგის მეშვეობით გამოხატული ხალხის პოზიცია ცალსახა იქნება, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს.

4. საჯაროდ უნდა დაითქვას მიტინგზე მოსული ხალხის რაოდენობის დადგენის თვალნათელი ხერხი, რათა უკვე მიტინგის დროს ხალხმა იცოდეს რამდენი ვართ (გაზვიადებების გარეშე, რაც სჩვევია ხოლმე ორგანიზატორებს). მაგალითად, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე დაახლოებით 100-120 ათასი ადამიანი ეტევა.

5. თუ ორივე პირობა – აქამდე არნახული მასშტაბის მიტინგი და პარტნიორების მხარდაჭერა ერთდროულად შესრულდება, ხალხი მიიღებს ხელისუფლების ცვლილების კიდევ ერთ შესაძლებლობას ან ახალი არჩევნებით, ან რევოლუციით.

ყველა სხვა გეგმა, მათ შორის, კარვები, წრეში-ბურთის თამაში, კონცერტები და სეირნობები, არის ფეიქ-რევოლუციის სცენარი, რომლის მიზანი – აპათიისა და ნიჰილიზმის გაღვივება, ხალხის დაღლა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენაა.

სამწუხაროდ, ჩვენ არ გვჯერა, რომ გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას ირგვლივ გაერთიანებული „პოლიტიკოსები“ ნამდვილად იბრძვიან ხელისუფლებისათვის. მივიჩნევთ, რომ მათი ნაწილი მოსყიდულია, ხოლო ნაწილი უბრალოდ გონებასუსტები არიან.

ისინი ატყუებდნენ და ახლაც ატყუებენ ხალხს, რათა გაუხანგრძლივონ ივანიშვილს მმართველობა და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, ნაცვლად იმისა, რაც ზემოთ არის აღწერილი.

ჩვენ კი, ქართველმა ხალხმა არ მოგვცა იმის უფლება, რომ ასეთ მიტინგს სათავეში ჩავუდგეთ, თუმცა თავს ვალდებულად მივიჩნევთ ვთქვათ ჩვენ რას გავაკეთებდით, იმ შემთხვევაში, რომ ხალხს შეცდომა არ დაეშვა და ჩვენთვის მოეცა ზემოთ აღწერილი გეგმის შესრულების მორალური უფლება,”- აღნიშნულია “გირჩის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უეფა-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა 

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთა ლიგაზე საქართველო-ალბანეთის მატჩის დროს მომხდარი დისციპლინარული დარღვევების გამო დააჯარიმა.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ საქართველო-ალბანეთის მატჩზე მომხდარი დისციპლინარული დარღვევების გამო უეფა-ს ეგიდით გასამართი მომავალი საშინაო მატჩი, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იქნება მასპინძელი, ნაწილობრივ დახურული იქნება (მინუს 2000 ადგილი). გამოსაცდელი ვადა ორი წელიწადია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 14 ათასი ევრო ჯარიმა საზოგადოებრივი გასასვლელების დაბლოკვისთვის დაეკისრა, 12 ათასი ევრო – ტრიბუნებიდან ლაზერის გამოყენებისთვის, ხოლო 30 ათასი ევრო – ფანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.

კარვები საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია – ნიკა გვარამია

აქვს თუ არა რეალური გეგმა 3 ოპოზიციურ გაერთიანებას – მეშვიდე დღეა, ოპოზიციის ამომრჩეველი კონკრეტული გეგმის მოლოდინშია. ბარიერგადალახული პარტიები შეხვედრებს აგრძელებენ და ორშაბათს დაანონსებული აქციისთვის ემზადებიან სადაც, სავარაუდოდ, უნდა გაირკვეს, რას აპირებს ოპოზიცია.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ კარვების გაშლის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციამ ერთად უნდა მიიღოს.

“ლიდერშიპი აქვს პოლიტიკურ სპექტრს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია განმსაზღვრელი. ჩვენ გვაქვს გამოცხადებული კამპანია – კარვები საქართველოსთვის. ეს არის ჩვენი კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია, ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში კარვების გაშლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ჩვენ, ერთპიროვნულად – ეს არის ოპოზიციის ერთიანად მისაღები გადაწყვეტილება. ფეხებზე გვკიდია საქართველოს ხელისუფლება რა რეპრესიებს განახორციელებს. უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვილი. აქედანაც მინდა მოვუწოდო ყველას – დაგვეხმარეთ,” – აცხადებს ნიკა გვარამია.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, საბა ბუაძე ამბობს, რომ ოპოზიცია პროტესტთან დაკავშირებული გეგმების განსახილველად შეიკრიბა.

“აქ შევიკრიბეთ სწორედ იმაზე სასაუბროდ, თუ როგორია ჩვენი სამომავლო ნაბიჯები პროტესტთან მიმართებაში, როგორ ვაგრძელებთ პროტესტს ორშაბათს, როგორ გაგრძელდება ორშაბათის შემდეგ ეს პროცესები. ვესაუბრებით სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს, რადგან ეს პროტესტი არის ყველასი, ამ წინააღმდეგობაში მონაწილეობის ვალდებულება აქვს თითოეულ ჩვენგან,” – აცხადებს საბა ბუაძე.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია ამბობს, რომ კარვების დადგმის ლოკაციის შესახებ, ამ ეტაპზე, საუბარს არ აპირებენ.

“აქციები არის ერთადერთი გზა და გამოსავალი – თვითონ ოპოზიციის მხარდამჭერები აგროვებენ კარვებს. კარვების დადგმის იდეაზე – კონკრეტულად, სად, როდის და როგორ დაიდგმება, ამაზე ახლა, ღიად და საჯაროს საუბარს არ ვაპირებთ,” აცხადებს იგორ ნარმანია.

 ,,როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს”- ელენე ხოშტარია 

როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

დღეს, ოპოზიციური გაერთიანებები მათ მიერ შექმნილ შტაბში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„იმ უდიდეს საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო – ეს არის ამ არჩევნების არ აღიარება, ამ კონკრეტულ, ძალიან კარგად გამოვლენილ ფაქტებთან ერთად, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე მეტყველებს, ჩვენ მოქმედების ვალდებულება გვაქვს. ეს არის ქუჩის პროტესტი, ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, ხალხში წარმოუდგენელი შემართება, მზაობა, მოქმედების სურვილია. ჩვენ კონკრეტულ ფორმებზე, კონკრეტულ სცენარებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ იქნება შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი. როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს. ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება. ერთი აიღოთ, ფარულობის პრინციპი, აიღეთ ყველა ის ქაღალდი, საიდანაც ჩანს უკან, ვინ-ვის მისცა ხმა. მხოლოდ ეს რაოდენობა საკმარისია, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმური იყოს. მეორე, ეუთო, NDI, IRI, ბაიდენი, ევროკავშირი, ყველა ამბობს, რომ მათთვის, ყველა ის ფაქტი, რაც წარმოდგენილია, მეტყველებს, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაცია“, – განაცხადა ხოშტარიამ.

“21-ე საუკუნის ნოსტრადამუსი” და ხელოვნური ინტელექტი კამალა ჰარისის გამარჯვებას პროგნიზირებენ”- ავთანდილ წულაძე

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ფინალს უახლოვდება, მაგრამ კითხვაზე, ვინ გაიმარჯვებს, ჯერ არ არის პასუხი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მონაცემები აჩვენებს საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებში 1-2%-იან განსხვავებას, რაც სტატისტიკურ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს.

ამერიკული „პროექტი 538“ აყალიბებს არჩევნების სცენარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ანალიზზე დაყრდნობით. ახალი მოდელირების მონაცემები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს გამარჯვების 51%, ხოლო კამალა ჰარისს – 49%. https://projects.fivethirtyeight.com/2024-election-forecast/

თუმცა, გამოკითხვების სტატისტიკური შეცდომის გათვალისწინებით, მათ ანალიზზე დაფუძნებული პროგნოზი არ იძლევა ზუსტ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. ფაქტობრივად, სოციოლოგიურ გამოკითხვებზე დაფუძნებული სცენარის მოდელი კანდიდატებისთვის თანაბარ შანსებს აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლები არჩევნების ბოლო დღეს ჩამოყალიბდებიან ვის მისცენ ხმა.

რუსულმა ინტერნეტ გამოცემამ Hi-Tech Mail-მა ჩაატარა გამოკითხვა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე: GPT-4o, Perplexity PRO, Google Gemini, Microsoft Copilot და GigaChat. https://hi-tech.mail.ru/news/116844-nejroseti-predskazali-rezultaty-vyborov-v-ssha/

ნეირონულმა ქსელებმა Gemini-მა და Copilot-მა პროგნოზების გაკეთებაზე უარი განაცხადეს. GPT-4o-ს მიხედვით, გაიმარჯვებს კამალა ჰარისი. ხელოვნური ინტელექტი მიიჩნევს, რომ ჰარისის მთავარი კოზირი ქალებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერაა. კამალა ჰარისი თავის საარჩევნო კამპანიას ამახვილებს სოციალური სამართლიანობის იდეებზე და დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე. GPT-4o თვლის, რომ ეს ახალი ამომრჩევლების ხმებს იზიდავს.

ხელოვნური ინტელექტი ასევე თვლის, რომ ჰარისის კამპანიის ფინანსური უპირატესობა გააძლიერებს მის პოზიციას მერყევ შტატებში. კამალა ჰარისმა თავისი საარჩევნო კამპანიისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. კამალა ჰარისის სპონსორები არიან ისეთი გავლენიანი ფიგურები, როგორებიცაა მაიკლ ბლუმბერგი და ბილ გეითსი.

ნეირონული ქსელი Perplexity აღნიშნავს დონალდ ტრამპის უპირატესობას ეკონომიკურ საკითხებში. ტრამპს აქვს უპირატესობა მუშათა კლასსა და სოფლის მცხოვრებთა შორის. თუმცა, Perplexity მიანიშმებს, რომ ტრამპი რადიკალური რიტორიკით აშორებს გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს. გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისთვის ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები ასევე რისკის ფაქტორია. Perplexity ასევე ტრამპის ასაკს სისუსტედ მიიჩნევს. ნეირონული ქსელი მივიდა დასკვნამდე, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს კამალა ჰარისი.

რუსული ნეირონული ქსელი   GigaChat-იც თვლის, რომ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს. GigaChat თავის პროგნოზს ეყრდნობა სამხრეთ კაროლინას შტატში არსებულ სიტუაციას, სადაც უპირატესობა ჰარისს აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრამპის შტაბი შეშფოთებულია სოციოლოგიური მონაცემებით, რომელიც აჩვენებს ჰარისის უპირატესობას მდედრობითი სქესის ამომრჩეველთა შორის. სიტუაციის გამოსწორების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. CNN-ის სტატიაში მოყვანილია ABC News/Ipsos-ის გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც კამალა ჰარისი 14%-ით უსწრებს დონალდ ტრამპს ქალ ამომრჩევლებს შორის. გარდა ამისა, ადრეულ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ქალების 55%-მა და მხოლოდ კაცების 45%-მა. https://edition.cnn.com/2024/11/01/politics/trump-women-voters-gender-gap-harris/index.html

წინასაარჩევნო კამპანიაში გადამწყვეტი როლი შეიძლება ითამაშოს იმ ფაქტმა, რომ აშშ-ში სტატისტიკურად მეტი ქალია და ისინი უფრო აქტიურად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. კამალა ჰარისი ყურადღებას ამახვილებს ქალთა უფლებებზე აბორტზე. ისეთი ცნობილი „ვარსკვლავები“, როგორებიც არიან ტეილორ სვიფტი, ბიონსე და ჯენიფერ ლოპესი კამალა ჰარისს უჭერენ მხარს. ტეილორ სვიფტის ინსტაგრამის პოსტმა ჰარისის მხარდასაჭერად 11 მილიონზე მეტი „ლაიქი“ დაიმსახურა. ბიონსე და ლოპესი სიტყვით გამოვიდნენ ჰარისის კამპანიის აქციებზე ქალთა უფლებების მხარდასაჭერად.

ამერიკელი ისტორიკოსი ალან ლიხტმანი ცნობილია არჩევნების შედეგების სწორად პროგნოზირებით ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ლიხტმანმა შექმნა „13 გასაღების“ მეთოდოლოგია. ლიხტმანის „გასაღებები“ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც გავლენას ახდენენ ამომრჩევლების არჩევანზე. მაგალითად: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტაბილურობა, კანდიდატის ქარიზმა და ა.შ.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “21-ე საუკუნის ნოსტრადამუსი”, როგორც ლიხტმანს უწოდებენ, ჰარისის გამარჯვებას პროგნოზირებს. მას მიაჩნია, რომ კამალა ჰარისს აქვს თეთრი სახლის 8 „გასაღები“, დონალდ ტრამპს კი მხოლოდ 3. https://www.nj.com/politics/2024/11/the-greatest-presidential-predictor-has-made-his- final -pick-for-trump-vs-harris-who-will-win.html

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტი არჩევნების პროგნოზირების მსგავს მეთოდოლოგიას იყენებს – საარჩევნო კამპანიაზე გავლენის ძირითადი ფაქტორების ანალიზს. ამიტომ ალან ლიხტმანისა და ხელოვნური ინტელექტის პროგნოზები ერთმანეთს ემთხვევა. რამდენად მართალია “ნოსტრადამუსის” და ხელოვნური ინტელექტის პროგნოზები, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი

დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პარტიების, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების ვალდებულებაცაა – 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული, ყველას მოვუწოდებ, დაგვეხმარეთ -ნიკა გვარამია

საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების უფლება და ვალდებულებაცაა – უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული და მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პროცესი პოლიტიკურია და „ლიდერშიპი“ პოლიტიკურ სპექტრს აქვს, მხოლოდ პოლიტიკოსების აზრი არაა განმსაზღვრელი და საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იცოდნენ.

„დღევანდელი ღონისძიება პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის დაბრუნება, საქართველოში ხალხისთვის ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების, ე.წ. ინფლუენსერების – ყველას უფლებაც და ვალდებულებაც. „ინფლუენსერებზე“ ვსაუბრობ იმიტომ, რომ ყველას თავისი გავლენა აქვს, ყველას შეუძლია ადამიანებს ხმა მიაწვდინოს. ჩვენ მაქსიმალური ჩართულობა გვჭირდება. პოლიტიკური სპექტრი ოდნავ უკანაა, ვიდრე საზოგადოება – ეს უნდა ვაღიაროთ. ამიტომ, კრიტიკული დამოკიდებულებაც გვჭირდება და ამის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ მარტო ამ ქვეყანაში. ეს პოლიტიკური პროცესია და „ლიდერშიპი“ პოლიტიკურ სპექტრს აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენი აზრია განმსაზღვრელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება. ქართული საზოგადოება გაცილებით ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე ჩვენ, ყველა.

რაც შეეხება კარვებს, ჩვენ გვაქვს გამოცხადებული კამპანია „კარვები საქართველოსთვის“, ეს არის ჩვენი, კოალიციის ლოჯისტიკური კამპანია. ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ჩვენ, ერთპიროვნულად, ქუჩაში კარვების გაშლასთან დაკავშირებით. ეს არის ოპოზიციის ერთიანად მისაღები გადაწყვეტილება – ოპოზიციის, რომელიც მალე ხელისუფლება გახდება. მაგრამ ჩვენ ლოჯისტიკური ამოცანა გვაქვს და უკვე 50 კარვამდე გვაქვს შეგროვებული. მინდა, მოვუწოდო ყველას, დაგვეხმარეთ, ეს იქნება ჩვენი სამშობლოს და ერთიანი მიზნის სამსახური“, – განაცხადა გვარამიამ.

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა
და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1963 წელს დაბადებული თ.დ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად თ.დ. ადგილზე გარდაიცვალა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი
ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

სერბეთში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სერბეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC იუწყება, მომხდარის შესახებ განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გააკეთა.

„იმედი გვაქვს, რომ ეს საბოლოო რიცხვია – 14 ადამიანი დაიღუპა. მათგან მხოლოდ ხუთის ამოცნობა ვერ შევძელით“, – განაცხადა ვოჩიჩმა ტრაგედიიდან რამდენიმე საათში.

მოსახლეობისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

დაღუპულებს შორისაა 7 წლის გოგონა. სამი ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის ორი ქალი ნანგრევებიდან მაშველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ცოცხლად ამოიყვანეს.

ბეტონის ღია გადახურვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციაში მთელი ქვეყნიდან 80 მაშველია ჩართული, ისინი მძიმე ტექნიკის გამოყენებით მუშაობენ.

შენობა 2021 წელს გარემონტდა, წელს ის ხელახლა შეაკეთეს და ოფიციალურად 5 ივლისს გაიხსნა. თუმცა, ბეტონის გადახურვა ვაგზალთან ერთად არ იყო რეკონსტრუირებული, ის 1964 წელს აშენდა.

პრეზიდენტის განცხადებით, პარასკევი დღე სერბეთის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე იყო.

„ეს დიდი, საშინელი ტრაგედიაა ნოვი-სადისა და მთელი სერბეთისთვის”, – აღნიშნა მან და დაღუპულების ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

მთავრობამ 2 ნოემბერი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ეროვნული გვარდიის ნაწილი მზადყოფნაში მოიყვანა

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა ეროვნული გვარდიის ნაწილი მზადყოფნაში მოიყვანა.

„2024 წლის საყოველთაო არჩევნებთან დაკავშირებული ზოგადი და კონკრეტული ინფორმაციიდან და პოტენციური ძალადობისა და უკანონო ქმედებების შესახებ არსებული შეშფოთებებიდან გამომდინარე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ რეაგირებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, ვაშინგტონის შტატში საარჩევნო ყუთს ცეცხლი წაუკიდეს. ინსლის ცნობით, ხანძრის შედეგად, ასობით ბიულეტენი დაზიანდა ან განადგურდა.

მთავრობის სახელით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს -პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.

2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

ნოემბერი ღირსი მამააღმსარებელი და სალოსიმამა გაბრიელის ხსენების დღეა.

წმინდა ღირსი მამა გაბრიელი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს და გარდაიცვალა 1995 წლის 2 ნოემბერს.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა.

მამა გაბრიელი – პირველი იყო, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ…

მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლისსაბჭოს თავმჯდომარე და ამავე დროს, შინსახკომის წარმომადგენელი იყო.1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელს მოფერებით, ვასიკოს ეძახდნენ. ერთხელ, მცირეწლოვანი ვასიკო მოულოდნელად ავად გახდა, მისი გადარჩენის იმედი არავის არ ჰქონდა, მაგრამ, მოულოდნელად ბავშვი გამოჯანმრთელებულა და თამაში დაუწყია.

დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე).

1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ისბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა.1956 წელსმღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.

არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად – დღემდე უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია.

მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი….

მამა გაბრიელის გამონათქვამები

ნუ მოგერიდებათრომ ყოველთვის და ყველაფერსჯვარი გარდასახოთჯვარშია მთელი ძალა.

საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოსქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალაროგორციონა წინასწარმეტყველი გადაყლაპავეშაპმაისე მოუვა მასთქვენი ტალანტი რწმენააამრავლეთ და უთხარით სხვებსაც.

ყველა უნდა გიყვარდესმაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარულიკეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.

ბოლო ჟამიათქვენანტიქრისტეს მოესწრებითიგი კარზე კი არ აკაკუნებსარამედ შემოგლეჯას ლამობსცალცალკე ნუ ივლითერთად იარეთრომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთლოცვა მთებს ძრავს.

პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვსვერაფერს დაგიშავებთეს არ არის ბეჭედიუნდა თქვათ მამაო ჩვენოჯვარი გარდასახოთასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.

ყოველი ცოდვა მტრობაა უფლისავის ემტერებიიცი რას გიზამს!?

გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.

ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავადხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებსათონის მთის დატოვებასზარების რეკვა ატყდებაეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნითყველაფერი იქნება ტელევიზიითეს არის ღვთის წყალობარათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენსაქართველოში.

წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა დაელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან – ტელევიზიით გადასცემენ.

ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლესიკეთე და სიყვარული გადაარჩენსსიკეთე სამოთხის კარს გაგიღებსსიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.