Home Blog Page 40

ევროკავშირმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

 ევროკავშირმა ოფიციალური გამოძიება დაიწყო, რომელიც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა Temu-ში აკრძალული პროდუქტების გაყიდვას ეხება. ასევე, განიხილავენ მის დიზაინსაც, რომელიც მომხმარებლებში მასზე დამოკიდებულებას აჩენს, რადგან თამაშის მსგავსად ჯილდოებზეა აგებული.

„რეალური ეჭვებია იმის შესახებ, რომ აკრძალული პროდუქტების გაყიდვის წინააღმდეგ საკმარისი და ეფექტიანი ნაბიჯები არ იდგმება”, – აცხადებენ ევროკომისიაში.

საუბარია მედიკამენტებზე, სათამაშოებსა და კოსმეტიკურ საშუალებებზე. მიმდინარე წელს ევროპის სავაჭრო ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Temu-ში ნაყიდი 19 სათამაშოდან უმეტესობა ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო. ისინი საშიშ ნივთიერებებს შეიცავდა და მახვილი კუთხეები ჰქონდა.

„ჩვენი ძალისხმევა იმის გარანტიას გვაძლევს, რომ წარმატების თანასწორუფლებიანობას უზრუნველვყოფთ და ყველა პლატფორმა, მათ შორის Temu, პატივს სცემს ყველა იმ კანონს, რომლებიც ევროპის ბაზარს უსაფრთხოსa და სამართლიანს ხდის”, – ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი, მარგრეტ ვესტაგერი.

მართალია, Temu პლატფორმიდან აკრძალულ პროდუქტებს დროდადრო შლის, მაგრამ ისინი მალევე ისევ ჩნდება. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ეს კონტროლის სისტემის გაუმართაობაზე მიანიშნებს, რაც უნდა გამოსწორდეს.

ევროპის ბაზარზე Temu 2024 წლის აპრილში შევიდა და ამ რეგიონში უკვე 90 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს პოპულარობა მას ვალდებულს ხდის, რომ ციფრული სერვისების კანონს დაემორჩილოს, რომელიც ძალაში გასულ წელს შევიდა და ჯარიმებსაც ითვალისწინებს.

ამის თავიდან ასაცილებლად Temu-მ უნდა დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის ეჭვები უსაფუძვლოა ან პლატფორმაში ეფექტიანი ცვლილებები შეიტანოს.

რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს, მტრის თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა მოექცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვის დროს ქუჩაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც.

საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ, ვემზადებით სრული მობილიზებისთვის – ბრძოლა იქნება ბოლომდე – ირაკლი კუპრაძე

„ძლიერი საქართველოს“ წევრის ლიდერის, ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ოპოზიციის საკოორდინაციო შეხვედრას სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ.

კუპრაძის თქმით, “ძლიერი საქართველოს” შტაბში გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” წევრები.

მისივე თქმით, ბრძოლა ბოლამდე გაგრძელდება.

“საკოორდინაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც ყველა კოალიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ხვალინდელი ღონისძიება იგეგმება, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! მაქსიმალურად ვემზადებით, სრული მობილიზებისთვის, მათ შორის მტკიცებულებების წარმოსადგენად, რომელიც ამტკიცებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიისაკუთრა, გააყალბა არჩევნები და სამწუხაროდ, ამაში მრავალი ათასი ადამიანი ჩართული ჰყავდა. ბრძოლა ბოლომდე იქნება, არ ვაპირებთ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და პარლამენტში შესვლას“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, „გაყალბებულ არჩევნებს არავინ მიანიჭებს ლეგიტიმაციას“.

„საერთაშორისო პარტნიორებთან და ელჩებთან შეხვედრა ორი დღის წინ შედგა. ამას ესწრებოდა 26 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, მათ შორის პირველი პირები – ელჩები. არის ძალიან სწორი პოზიცია მათი მხრიდან, რომ არჩევნები ჩატარდა უმძიმესი დარღვევების ფონზე და ისინი ელოდებიან მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ უკვე გავაცანით და ასევე, ელოდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო შემაჯამებელ დასკვნებს, რაც ასევე, არის ძალიან კრიტიკული პირველადი ინფორმაციით და საბოლოოდ მიიღებს იმ ფორმას, რომ ლეგიტიმაციას გაყალბებულ არჩევნებს არავინ არ მიანიჭებს.

პრეზიდენტთან კოორდინაცია არსებობს. ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იმისთვის, რომ არჩევნები საზოგადოებამ დაიცვას – პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მან უკვე გააკეთა ბევრი რამ იმისთვის, რომ არსებობდეს კონსოლიდაცია, კომუნიკაცია და ასევე, ის მუდმივად კონსულტაციებს აწარმოებს და კონტაქტშია დასავლეთის პირველ პირებთან. კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებთან, პრემიერ-მინისტრებთან და ცდილობს მაქსიმალურად, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დაიცვას”, – განაცხადა კუპრაძემ.

ქურდებს სურთ, ჩვენი ხმები და ქვეყანა იყიდონ, მაგრამ ხალხის ძალა უფრო ძლიერია, ვიდრე მათი მაქინაციები – მაია სანდუ

ხმა მივეცი მოლდოვას, მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, – მოლდოვური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი დააფიქსირა.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი დამოუკიდებლობა. ქურდებს სურთ იყიდონ ჩვენი ხმა და ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა უსაზღვროდ უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ნებისმიერი მაქინაცია“, – აღნიშნა სანდუმ.

მან მოლდოველებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მოლდოვას სიძლიერე თითოეულ თქვენგანშია, გამოდით ხმის მისაცემად რწმენით და იმედით. თავი მაღლა, მოლდოველებო!“, – ციტირებს სანდუს ადგილობრივი მედია.

დონალდ ტრამპი ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება შეიძლება ახალი ჯონ კენედი გახდეს – დიმიტრი მედვედევი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომს ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.

მისი მტკიცებით, თუ დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას შეეცდება, შესაძლოა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ბედი გაიზიაროს, რომელიც 1963 წელს მოკლეს.

“დაღლილი ტრამპი, რომელიც შემდეგნაირ ბანალურ აზრებს გამოთქვამს : “მე შემოგთავაზებთ გარიგებას” და “მე მაქვს შესანიშნავი ურთიერთობა…”, ასევე იძულებული იქნება, დაიცვას სისტემის ყველა წესი. ის ომს ვერ შეაჩერებს და თუ ნამდვილად ეცდება, შეიძლება ახალი JFK (ჯონ ფიცჯერალდ კენედი) გახდეს“, – აცხადებს მედვედევი.

საქართველოში 4 ნოემბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო იქნება

4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა.

ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა განთავსებულია ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8a9-446b-8a9d-f48cfb1e6c22

დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და როდესაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში – დიმიტრი ხუნდაძე

ოპოზიციას ქუჩის სტრატეგიის არჩევის გარდა სხვა გზა არ აქვს, ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში, – განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმა – რევოლუციის გზით შეცვალონ ხელისუფლება, არ შედგება.

„არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები რომ არ არსებობს, ეს იცის, ყველამ, მათ შორის დასავლეთმა. არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, თუმცა ოპოზიციის მოლოდინი იმ გეგმის შესრულების შესახებ, რასაც ჯერ კიდევ არჩევნებამდე გეგმავდნენ, მათში დღესაც არსებობს. ისინი ფიქრობენ, რომ რევოლუციის გზით შეძლებენ შეცვალონ ხელისუფლება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს შეუძლებელი იყო არჩევნებამდეც, მაგრამ არჩევნების შემდეგ, თეორიული შანსიც დაკარგულია. შეუძლებელია ქვეყანაში გამოიწვიონ რყევები, რევოლუცია და შეცვლა ხელისუფლების, რომელიც გარე დაკვეთებს არ ასრულებს და არ დგას ცალფეხზე.

ოპოზიციას ქუჩის სტრატეგიის არჩევის გარდა სხვა გზა არ აქვს, ის არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

დასავლეთი აკვირდება ოპოზიციის ქმედებებს და მას შემდეგ, რაც ქუჩის სტრატეგიის გამოყენებით ვერ იქნება შედეგი მიღწეული, ოპოზიციას მიუვა ბრძანება, შეწყვიტონ ქუჩაში აურზაური და შევიდნენ პარლამენტში.

ჩვენ გვახსოვს როცა ოპოზიციას გარედან არ აძლევდნენ უფლებას შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ მას შემდეგ, რაც არ შედგა მათ მიერ დაგეგმილი აურზაური და რევოლუცია, ნაწილ-ნაწილ შემოვიდნენ პარლამენტში და ასე იქნება ახლაც,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მივმართავ პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან: რას მოგვცემს ეს აქციები? ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის – აღარ აგარევინებთ – ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია – მეუფე იაკობი

მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

„მინდა მივმართო ჩვენს პრეზიდენტს, ქალბატონებს ოპოზიციიდან და იმ ადამიანებს, რომლებსაც ქუჩის აქციები უნდათ – რას მოგვცემს ეს აქციები? ის ხალხი, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა, დამთმობი არ არის. ქართველი ხალხი ამ არჩევნებს არ დათმობს.

როდემდე უნდა ვიყოთ სხვების ჭკუაზე? – ორი ძალა იბრძოდა არჩევნებზე – ერთი იყო, რომელიც გეუბნებოდა, რომ მშვიდობით ვიაროთ წინ, მივხედოთ ეკონომიკას და განათლებასო და როდესაც სადმე შესვლის ჯერი მოვა, ისე შევიდეთ, რომ დასამადლებელი არაფერი გვქონდესო. მეორე ძალა იყო – გვეუბნებოდა, რომ თუ ჩვენთან არ იქნებით რუსები ხართ, კანონიც და მთავრობაც რუსულია, ხალხი, ვინც ხმას აძლევს ისიც რუსეთუმეაო. ქართველმა ხალხმა მაინც გააკეთა არჩევანი და იმ ტყუილის არ დაიჯერა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა პრეზიდენტს და ქალ ოპოზიციონერებს კიდევ ერთხელ მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი იმისთვის საუბრობენ, რომ „უცხოელს მოაწონონ თავი.“

„მინდა ქალბატონ პრეზიდენტს და ქალბატონებს მივმართო – კაცებთან მიმართვას აზრი არ აქვს. დედები ხომ ბრძანდებით? – ახალგაზრდები რომ გამოიყვანოთ, ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ? დაფიქრდით ამაზე, რას აკეთებთ… ლაპარაკობთ იმისთვის, რომ უცხოელს მოაწონოთ თავი. ხომ შეიძლება ისე ვიცხოვროთ, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ ყველამ ერთად ვაკეთოთ საქმე?“, – განაცხადა იაკობმა.

მთავარეპისკოპოსის განცხადებით, ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია.

„კაცებს მივმართავ, ქუჩაში შემდეგ გავლა ხომ გინდათ? 90-იანებში ეს სცენარი ვნახეთ და აღარ აგარევინებთ. ხომ გინდათ, ქუჩაში იაროთ ან მიტინგზე გამოხვიდეთ? ეგრე თუ მოიქეცით, მუდმივ ოპოზიციაში იქნებით. შედეგებზე ხომ უნდა იფიქროთ? ეკლესია ყოველთვის იქ იდგება, სადაც ქართველი ერია“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამასთან, როგორც მეუფემ აღნიშნა, მისი ინფორმაციით ურთიერთობები დალაგდება და ქართველი ერი იზოლაციაში არ იცხოვრებს.

„მე რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ვიცი, რომ ურთიერთობები დალაგდება. იზოლაციაში ჩვენი ერი ვერ იცხოვრებს. არის რაღაც საკითხები, რაზეც დალაპარაკებაც არ შეიძლება, არათუ რაიმე კომპრომისი. ამიტომ, რა ინფორმაციის მატარებელიც ვარ, ჩვენთან მშვიდობა მალე დაისადგურებს და შევეცადოთ, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ საზოგადოება კი არ დავყოთ, არამედ ერთობა იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს – თურქეთის საგარეო მინისტრი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის საერთო ენის ძიება გრძელდება, თუმცა არცერთ მხარეს არ სურს, ამ პროცესში დამარცხებული გამოვიდეს.

„ჩვენ ორივე მხარესთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ უყოყმანოდ ვუსმენთ ორივე მხარეს, თუმცა მეგობარი მწარე სიმართლეს ამბობს. სწორედ ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა ჰაკან ფიდანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს.

„ომის სამართლიანი გადაწყვეტა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში უნდა მოიძებნოს“, – აღნიშნა თურქეთის საჰარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას – პრემიერი

თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, კობახიძე „გულწრფელი დისკუსიის“ საჭიროებაზე საუბრობს.

„თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ნებისმიერ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ამისთვის აუცილებელია გულწრფელი დისკუსია“, – აღნიშნავს კობახიძე სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში.

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია – ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობა ცალსახად პროევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო, სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი – მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან ყვითელი, ხანაც წითელი ბარათი აჩვენოს – „DIE WELTWOCHE“

შვეიცარიული გამოცემა „DIE WELTWOCHE-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „საქართველო არ იქნება სათამაშო ბურთი“ ავტორი მკითხველს უყვება, რომ საქართველომ დასავლეთთან პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა.

„საქართველომ ეს პარტნიორობა არაერთხელ დაამტკიცა. გავიხსენოთ სულ მინიმუმ ნატოს ოპერაცია ავღანეთში, რომელშიც საქართველო როგორც ნატოს არაწევრი სახელმწიფო სოლიდური კონტინგენტით იყო წარმოდგენილი და 32 ჯარისკაცი და ოფიცერი დაეღუპა. მათ სიცოცხლე იმისთვის არ გაუწირავთ, რომ მათ სამშობლოს დასავლეთმა ხშირად და უსამართლოდ ხან წითელი ყვითელი ბარათი აჩვენოს და ხანაც წითელი.არსებობს სხვაობა სწავლებასა და ჭკუის სწავლებას შორის, საქართველოს უნდა რომ ისწავლოს, თუმცა მას არ დაუმსახურებია, რომ როგორც ცუდი მოსწრების მოსწავლეს ისე მოექცნენ. მთელი თაობა საქართველოში განიხილავს ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს როგორც მეორე ენას და არა რუსულს. ისინი განსხვავებულად ცხოვრობენ, იმაზე განსხვავებულად ვიდრე ჩვენ ვცხოვრობდით, რომლებიც ჯინსებს მხოლოდ ოცნებებში ვხედავდით. ეს კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ვერც ერთი პრორუსული პარტია საქართველოში არჩევნებს ვერ მოიგებს, თუმცა დასავლეთის მხრიდან მუდმივი გაფრთხილებები და დასჯები ფრუსტრაციას იწვევს, რაც რუსეთს გაახარებს.“,- ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი ფსევდონიმით ალექსანდრე ვირსალაძე წერს, რომ ქვეყნისთვის ახლა მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინად არ იქცეს, მისი თქმით ეს წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა ადვილია, თუმცა უკან დაბრუნება ძალიან რთული.

„თბილისში მზიანი ამინდია, დღის განმავლობაში ტემპერატურა 15 გრადუსამდე იწევს. თუმცა მოდუნება შეუძლებელია, ისევ რევოლუციის მოლოდინი, ისევ უნდობლობა, ისევ პოლარიზაცია. მე ვხედავ დაძაბულ სახეებს, მე მესმის მძიმე საუბრები. თუმცა ერთი ვიცი, ამ ქვეყანას შეუძლია კარგად ცხოვრება და უნდა იცხოვროს კიდეც. საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, რომ ჩვენ შეგვიძლია კავკასიის შვეიცარია გავხდეთ, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა ჩვენ შვეიცარია ისევ არ ვართ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ უბედურ უკრაინად არ ვიქცეთ, რომელიც დღეს სისხლში ცურავს. ეს არის წითელი ხაზი, რომელიც ადვილია რომ გადაკვეთო, თუმცა რომლიდანაც უკან დაბრუნება ძნელია. მე აღარ მინდა სიმბარათების ჩემი ტელეფონიდან ამოღება, აღარ მინდა შიში მქონდეს ჩემი სტატიის ნამდვილი სახელი და გვარით გამოქვეყნების.“,- ვკითხულობთ სტატიაში.