Home Blog Page 4

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7544 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7545 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1229 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1363 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.

უკრაინა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს 9 მაისს სამხედრო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში კი არა, კიევში ჩავიდნენ – Politico

„უკრაინის მთავრობამ ევროპელი ლიდერები და მაღალჩინოსნები კიევში მიიწვია 9 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად“, – იუწყება ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico), რომლის ევროპულ ვერსიაში (გამოდის ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს 9 მაისს სამხედრო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში კი არა, კიევში ჩავიდნენ“ (ავტორები – ნიკოლას ვინოკური, ჰანს ფონ დერ ვურჰარდი და რასმუს ბუჰშტაინერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის მთავრობა მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, რომ ისინი 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში კი არ წავიდნენ, არამედ კიევში, რათა დიპლომატიური ძალის დემონსტრირება მოახდინონ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, რომელიც ყოველწლიურ სამხედრო აღლუმს წითელ მოედანზე მიიღებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ორშაბათს, 14 აპრილს, თავისი ევროპელი კოლეგები, ლუქსემბურგში შეხვედრის დროს, კიევში მიიწვია და მოუწოდა, რომ „ძალისა და ერთიანობის დემონსტრირება მოეხდინათ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი აგრესიის წამომწყები ქვეყნის წინაშე“.

უკრაინა იმ მიზნის რეალიზებას, რომ 9 მაისს მსოფლიოს თავისი ყურადღება მოსკოვიდან კიევზე გადაეტანა, ჯერ კიდევ სამი წლის  წინ შეეცადა, როცა ვლადიმერ პუტინმა ომი დაიწყო. დღეს, რასაკვირველია, სიტუაცია იმით არის შეცვლილია, რომ თუ ადრე აშშ ომის გაგრძელების მომხრე იყო, ამჟამად საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებას ცდილობს.

ვოლოდიმირ ზელენსკისათვის სასარგებლო იქნება, თუ ევროპელი ლიდერები, რომლებიც „უკრაინისათვის დახმარების გაწევის მსურველთა კოალიციაში შედიან, მაისში კიევში მართლაც შეიკრიბებიან – უკრაინის პრეზიდენტი მათ შეხვდება და „უსაფრთხოების გარანტიებისათვის“ მოელაპარაკება. აშშ ამ კოალიციის მონაწილე არ არის.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიწვევა გაუგზავნა ისრაელის, ჩინეთის, ბრაზილიის, სლოვაკეთის, სერბეთის და სხვა მარავალი ქვეყნის ლიდერებს, რომ მათ მეორე მსოფლიო ომში რუსეთის გამარჯვების 80 წლისთავი მოსკოვში აღნიშნონ. ამასთან, როგორც რუსული მასმედია იტყობინება, კრემლს აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მოსკოვში არ მიუწვევია.

იყო დრო, როცა მოსკოვში 9 მაისთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერები – ჯორჯ ბუშ-უმცროსი და ჟაკ შირაკი – ისინი დაესწრნენ წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს. ეს მოხდა 2005 წელს, მას შემდეგ აღლუმს არცერთი დასავლელი ლიდერი აღარ დასწრებია.

წყარო

შეიძინე მაგთის “ყველაფერი ულიმიტო“ პაკეტები თიბისის ბარათებით და დაიბრუნე 30% ქეშბექი მომენტალურად

თიბისის მომხმარებლებისთვის გამორჩეული შეთავაზებები გრძელდება. ამჯერად, მათ განსაკუთრებული პირობით სარგებლობა, მაგთის “ყველაფერი ულიმიტო” პაკეტების შეძენისას შეუძლიათ.

17 აპრილიდან 17 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით და ერთგული საკრედიტო ბარათით MyMagti-ს აპლიკაციაში ან ვებ პორტალზე  MyMagti.com, ულიმიტო პაკეტებისშეძენისას, მომხმარებლებსგადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაუბრუნდებათ.

შეთავაზება ვრცელდება შემდეგი პაკეტების გააქტიურებისას:

  • „ყველაფერი ულიმიტო“ (30 დღე)
  • „ყველაფერი ულიმიტო“ (7 დღე)
  • „ყველაფერი ულიმიტო“ (3 დღე)
  • „ყველაფერი ულიმიტო“ (1 დღე)

შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა, თიბისი ბარათის MyMagti-ს აპლიკაციაში დამატება და პაკეტების თიბისის არხით შეძენა.  

გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay და Google Pay გადახდებზე. ასევე, ერთ მომხმარებელს, თვის განმავლობაში, ჯამში მაქსიმუმ 15 ლარი, მთლიანი კამპანიის ფარგლებში კი (17 აპრილი-17 ივნისი), მაქსიმუმ 45 ლარი დაუბრუნდება.

თიბისი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს და ახალი ბარათების მფლობელებს  მრავალფეროვან შეთავაზებებს ყოველთვიურად სთავაზობს. აღნიშნული კამპანიაც სწორედ მათ საჭიროებებზეა მორგებული და თითოეულისთვის სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის.  

არ გამოტოვო 17 აპრილი! იმისათვის, რომ შეთავაზებით სრულად, ორი თვის განმავლობაში ისარგებლო, პაკეტების გააქტიურება აუცილებელია დაწყების დღიდან.

შეთავაზების დამატებითი პირობები იხილეთ ბმულზე: https://link.tbc.ge/mymagti-cashback

r

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.

სხდომაზე განხილული იყო 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიას ახსნა-განმარტება ჯონდო ბაღათურიამ მისცა.

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის ვადაში მილიარდები დააგროვა, როგორც სახელმწიფო ქონების, ასევე რიგითი ადამიანების ძარცვის – სახელმწიფო ბანდიტიზმის ხარჯზე.

„ჩემს მიერ წარმოდგენილი მასალები არ აჩვენებს ერთი კონკრეტული დანაშაულის ან ერთი კორუმპირებული პრეზიდენტის და მისი ოჯახის კორუმპირებულობას, რაც თავისთავადაც სამარცხვინოა, არამედ, ამ მასალებში ჩანს ხელისუფლების ყველა შტოს ხრწნის უკანასკნელი სტადია, სისტემური დანაშაული, როცა დანაშაულში ჩართული არის ყველა და ყველაფერი, რაც კი სახელმწიფოსთან არის გაიგივებული. დანაშაულებრივ სისტემაში, რომელიც პრეზიდენტმა თავის გუნდთან ერთად შექმნა, ჩართული იყო სასამართლო სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საჯარო რეესტრი, დედა, მამა, სიდედრი, მეუღლე და ასევე, მედია“, – აღნიშნა ჯონდო ბაღათურიამ.

მან სხდომაზე დოკუმენტები წარადგინა, რომელშიც მისი შეფასებით, ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის დაუსაბუთებელი ქონება.
ჯონდო ბაღათურიას განცხადებით, აგვისტოს ომის წინა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო ქონების მიტაცება გამალებით მიდიოდა და მის მიერ შეძენილი ქონების უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდშია რეგისტრირებული.
მისივე თქმით, განათლების სისტემაში, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას მიერ ხდებოდა მონოპოლიების შექმნა, საჯარო სკოლების დახურვისა და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლისთვის ქონების ჩამორთმევის გზით.
საკუთრების უფლებების შელახვის ფაქტზე კომისიამ ჯუმბერ ბუზალაძე გამოჰკითხა.
ჯუმბერ ბუზალაძის განცხადებით, 2005 წელს, იაპონურ მაფიასთან კავშირისა და მოპარული ავტომანქანების საქართველოში ჩამოყვანის ცრუ ბრალდებით, ავტოსადგომზე გასაყიდად განთავსებული ორი ავტომანქანა ჩამოართვეს და ერთი წლით საპატიმროში ჩასვეს.
მისი თქმით, ავტომანქანების ჩამორთმევაში მონაწილეობდნენ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა.
ჯუმბერ ბუზალაძემ აღნიშნა, რომ მომხდარის გამო მან უძრავი ქონება დაკარგა და ჯანმრთელობა დაუზიანდა.
როგორც სხდომის დასასრულს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისთვის კიდევ ერთი განაჩენი იქნება.

„კომისიის დასკვნა მიხეილ სააკაშვილისთვის იქნება მორიგი განაჩენი იმიტომ, რომ ის ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ამ დასკვნის საფუძველზე, ერთ დოკუმენტში თავმოყრილი იქნება თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით ჩვენს ქვეყანას და თითქმის ყველა ოჯახს თავს დაატყდა, ის ისტორიაში შევა: როგორც ტერიტორიების დამკარგავი და აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ დამტოვებელი და გამწირავი; როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდზე გაწია და თვითონ აწარმოვა მერაბიშვილთან, შალვა ჯანაშვილთან, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ომი, რასაც არაერთი ჯარისკაცი შეეწირა, დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში და კიდევ უფრო გამყარდა ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში. რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ სააკაშვილის შემწეობით ჩვენს ქვეყანაში პოზიციები კიდევ მეტად გაიმყარა. სააკაშვილმა დაკარგა დალის ხეობა, ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც იქ მცხოვრებთა შემწეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი იყო. სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც მწამებელი, მკვლელი, ქონებების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამც თუ ააშენა სახელმწიფო, რისთვისაც ხალხმა მას ნდობა გამოუცხადა, არამედ ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა. მან ააშენა საკუთარ თავზე, ოჯახზე და თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და სახელმწიფო ტერორი დაამყარა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ჩვენ 2022-24 წლებში 5 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გვქონდა – ლევან დავითაშვილი

„ჩვენი პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. პანდემიის შემდეგ საშუალოდ გვქონდა ეკონომიკური ზრდა 9.7% – ის ფარგლებში, რაც ორჯერ მეტად აჭარბებდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდას. ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ფართე რეგიონში და ამ ყველაფერს შენარჩუნება სჭირდება. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საერთაშორისო პროცესები საკმაოდ არაპროგნოზირებადია, საქართველო კი მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშირისო ეკონომიკურ პროცესებთან,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველომ 2022 – 2024 წლებში 5 მლრდ ამერიკულ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო. მისი ინფორმაციით, საკმაოდ დივერსიფიცირებულია როგორც ინვესტორი ქვეყნების გეოგრაფია, ისე სექტორები, სადაც ეს ინვესტიცია განხორციელდა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი იყოს ეს ინვესტიციები, გრძელვადიან პერსპექტივაში მას ჰქონდეს გადამდები ეფექტი და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის თვისობრივ გაუმჯობესებაზე იყოს მიმართული,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 6 პროცენტია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის მსოფლიო მასშტაბით.

„ჩვენ გვინდა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში დაახლოებით ეს ნიშნული შევინარჩუნოთ,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო პოლიტიკაზე, აგრეთვე ბიზნესის დამოკიდებულებაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან.

მისი თქმით, საინვესტიციო გარემო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა ბიზნესისთვის.

„ჩვენ ბევრი გამოწვევა გავიარეთ და ისინი, ალბათ მომავალშიც გვექნება, მაგრამ შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ნდობა ხელისუფლების პოლიტიკასა და კერძო სექტორის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის. მეორეა, საერთაშორისო ინვესტორების გადაწყვეტილებები. ისინი უფრო მეტად ემყარება იმ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის მიხედვითაც ძირითადად იღებენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს, სადაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნაა პოლიტიკური პროცესები და მათი ნეგატიური ფაქტორი. თუმცა ეს გარკვეულწილად ბალანსდება სტაბილური ეკონომიკური შედეგებით. ეს არის ძირითადი განმაპირობებელი, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი დონე შევინარჩუნოთ,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

თიბისი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მხარდამჭერია

თიბისის მხარდაჭერით, 2025 წლის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრების შესარჩევად ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება.

2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა. ასევე, ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA).

ოლიმპიადის სტრუქტურა და მიზანი:

  • ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდება ორ ტურად
  • ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ 2025 წლის 27 აპრილს და იქნება ტესტური ფორმატის (multiple-choice)
  • ოლიმპიადის მეორე ტური და შემდგომი ნაბიჯები: პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევიან მეორე ტურში გადასული მოსწავლეები (არაუმეტეს 40). მეორე ტურში გადასვლის კრიტერიუმებს და სხვა დეტალურ ინფორმაციას გაგიზიარებთ არაუგვიანეს 20 აპრილისა. მეორე ტურის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება საქართველოს ნაკრები.
  • საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI 2025): შერჩეული ნაკრები 2025 წლის 2-9 აგვისტოს გაემგზავრება პეკინში (ჩინეთი)
    • IOAI 2025-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია (განრიგი, მიზნები, ფორმატი) იხილეთ აქ: https://shorturl.at/jlKjB

ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს.
  • პირველ ტურში მონაწილეობისთვის მოსწავლე უნდა დარეგისტრირდეს აქ: https://www.aiassociation.ge/ai-olympiad-registration

რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება:

  • რეგისტრაციის დადასტურებას, პირველი ტურის ონლაინ პლატფორმაზე მოწვევას და ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ რეგისტრაციის დასრულებიდან ოლიმპიადამდე არანაკლებ 3 დღით ადრე.
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 აპრილი.

დამატებითი რესურსები: GAIA-ს საოლიმპიადო ონლაინ კურსის ჩანაწერები ხელმისაწვდომია აქ: https://tinyurl.com/mw63uyre

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

r

დონალდ ტრამპი უკრაინაში ომს კი არ წყვეტს, პირიქით, აჭიანურებს – The Daily Telegraph

„დონალდ ტრამპის ოცნებას, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი აღდგომის დღესასწაულამდე მოეწეროს, ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან საეჭვოა განხორციელდეს“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპი უკრაინაში ომს კი არ წყვეტს, პირიქით, აჭიანურებს“ (ავტორი – ლიზა ჰეზელდინი). „აშშ-ის პრეზიდენტს აღიზიანებს, რომ ვლადიმერ პუტინი მის პოზიციას თითქოსდა ეთანხმება, მაგრამ ისეთ პირობებით, რომელთა შესრულება რთულია და ხშირად შეუძლებელიც, – აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

თეთრი სახლი შეცდომას შეცდომაზე უშვებს და ვლადიმერ პუტინს ხელში ძალიან ბევრ კოზირს აძლევს. საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი ბევრს ტრაბახობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „24 საათში დაასრულებდა“, მაგრამ მისი მეორე ვადით გაპრეზიდენტებიდან უკვე მეოთხე თვე მიდის, „ურემი კი ისევ იქ დგას“, მშვიდობა ჰორიზონტზეც კი არ მოჩანს. მარტის თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააცნობიერა პრობლემის მასშტაბები და ტონი თანდათანობით შეცვალა: ახლა მოსკოვისა და კიევის დელეგაციებთან შეხვედრისას ტრამპის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ოპტიმისტურად არიან  განწყობილნი და რომ ზავი მალე იქნება დადებული, „რამდენიმე კვირის განმავლობაში“. მაინც რამდენია ეს „რამდენიმე“, ამას არავინ აზუსტებს.

თეთრ სახლს განზრახული ჰქონდა, რომ სამშვიდობო შეთანხმდება აღდგომისათვის გაფორმდებოდა. დონალდ ტრამპი, რომელიც პატივმოყვარეა და აშკარად სისუსტე აქვს საზეიმო ცერემონიების მიმართ, ორი დიდი მოვლენის ასეთი სიმბოლური თანხვედრა ძალიან კარგი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ მიმდინარე წელს ქრისტიანული სამყარო – დასავლეთიც (კათოლიკური) და აღმოსავლეთიც (მართლმადიდებლური) აღდგომას ერთ დღეს აღნიშნავს. გარდა ამისა, აღდგომის კვირას ზუსტად სამი თვე აღინიშნება თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებიდან. შესაძლოა, პრეზიდენტი იმასაც ფიქრობდა, რომ ზავის დადება მას ნობელის მშვიდობის პრემიამდე მიაახლოვებდა, რომლის მიღებაზეც ოცნებობს. ამრიგად, საომარი მოქმედებების დასრულება რუსეთსა და უკრაინას შორის, ეჭვგარეშეა, რომ ამერიკის პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნებოდა.

მაგრამ რადგანაც აღდგომამდე მხოლოდ რამდენიმე დღე რჩება, გასაგებია, რომ დონალდ ტრამპის ოცნებები სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე განუხორციელებელი დარჩება.

რუსეთმა ეს-ესაა დაიწყო საგაზაფხულო შეტევა უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც კრემლმა თავი მოუყარა დაახლოებით 67 ათას ჯარისკაცს და ქალაქ სუმს – უკრაინის საოლქო ცენტრს – დაპყრობით ემუქრება. სუმის მოსახლეობა ბოლო დროს სულ უფრო მეტი საფრთხის წინაშე დგას, ქალაქი თითქმის ყოველდღე იბომბება. 13 აპრილს რუსული ბალისტიკური რაკეტების აფეთქებებმა 34 ადამიანი შეიწირა. არაფერი არ მიანიშნებს იმას, რომ ვალდიმერ პუტინი მზად არის საომარი მოქმედებების შესაწყვეტად ან თავისი მაქსიმალისტური მოთხოვნა-პრეტენზიების შესარბილებლად (კონკრეტულად: უკრაინამ ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს დემილიტარიზაცია და ნატოში გაწევრიანების უარყოფა, ასევე უნდა აღიაროს დონბასისა და ყირიმის ტერიტორიების იურიდიული მიერთება რუსეთისადმი). თავის მხრივ, უკრაინამ არაერთგზის აღნიშნა, რომ რუსეთის ულტიმატურ პირობებს არასოდეს არ დაეთანხმება.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაც და რუსეთიც, აშშ-ის შუამავლობით, დათანხმდნენ, რომ ერთმანეთის ენერგოობიექტების დაბომბვაზე თავს შეიკავებდნენ, პირობა ყოველდღიურად ირღვევა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. რეალობა ისეთია, რომ დონალდ ტრამპი მიზერულადაც კი ვერ მიუახლოვდა იმ სიტუაციას, რომ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. გასულ პარასკევს ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდა, მაგრამ… როგორც ჩანს, რუსეთის ჩრდილოური დედაქალაქიდან იგი ხელცარიელი დაბრუნდა.

სხვათა შორის, უიტკოფისა და პუტინის შეხვედრა ჯერ არ იყო დასრულებული, თავისი თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთა: ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ მისი აზრით, მოლაპარაკება „კარგად“ მიმდინარეობს, მეორე მხრივ კი, რუსეთს მოუწოდა „დაეჩქარებინა“ შეთანხმებაზე ხელმოწერა, „რადგან დგება მომენტი, როცა უნდა იმოქმედო და არ უნდა დააგვიანო“.

აშკარაა, რომ ტრამპი გაღიზიანებას იწყებს იმის გამო, რომ რუსეთი „რეზინას ჭიმავს“. ასევე სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ტრამპს უფრო მეტად პუტინთან შეთანხმების დადების კონკრეტული ფაქტი უფრო ამოძრავებს, ვიდრე ამ შეთანხმების შინაარსი და მისი შედეგები უკრაინისათვის.

უფრო უარესი ისაა, რომ გასულ შაბათ-კვირას ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ინტერვიუში განაცხადა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ჩარჩოებში შეიძლება „უკრაინა ბერლინივით გაიყოს ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა“. ერთი მხრივ, უკრაინა, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარებით (მაგრამ აშშ-ის გარეშე) გააკონტროლებს თავისი ტერიტორიის დასავლეთ ნაწილს (ანუ კიევი მიიღებს პასუხისმგებლობის საკუთარ ზონას). ბრიტანელები და ფრანგები ასევე თვალს მიადევნებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთი მიიღებს უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებს. დაწესდება 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა (სადემარკაციო ხაზით), რომელიც უკრაინისა და რუსეთის არმიებს ერთმანეთისაგან დააშორიშორებს.

რაც კიტ კელოგს ხმამაღლა არ უთქვამს, არის ის, რომ აშშ ჩუმად ეთანხმება ვლადიმირ პუტინის მიერ წამოყენებულ პირობებს. მან არ გაშიფრა, თუ რას გულისხმობს „უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებში“. არადა, ეს სწორედ კრემლის პრეტენზიბის შესრულებას ნიშნავს: აშშ ეთანხმება, რომ რუსეთის სუვერენიტეტი გავრცელდეს ოთხ ოლქზე – ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი დონალდ ტრამპის გარემოცვის ის წევრები არიან, რომლებიც ჯერ თავს იკავებდნენ, მაგრამ ახლა უკვე შეურიგდნენ რუსეთის მოთხოვნებს. ამბობენ, რომ გასულ კვირას სტივ უიტკოფს თითქოს უთქვამს პრეზიდენტისათვის, რომ „სხვა გზა აღარ რჩება ომის დასასრულებლად, პუტინს უკრაინის ტერიტორიები უნდა გადაეცესო“.

ნუთუ დონალდ ტრამპის გუნდი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ამ თაფლაკვერებით მოკაპარაკების მაგიდასთან მიიტყუებს? თუ თეთრი სახლი ასე ფიქრობს, მაშინ საეჭვოა, რომ ამ მეთოდმა იმუშაოს. თუ პრობლემის განხილვამდე მოდავეს საკუთარ კოზირებს უჩვენებ, მაშინ რთული იქნება მისგან დათმობების მიღება. იმ ადამიანისათვის, რომელიც ამაყობს თავისი „გარიგების დადების ხელოვნებით“, ასეთი ნაბიჯი დიდი შეცდომა იქნებოდა.

დონალდ ტრამპის გუნდი არამარტო ვერ დაარწმუნებს ვლადიმერ პუტინს დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და სადემარკაციო ხაზის პუნქტირს, არამედ, უფრო პირიქით გამოუვა – უბიძგებს კრემლს შეეცადოს, რომ კიდევ რაღაც დამატებით მიიღოს. ამჟამად ომის პირობები ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ არის ჩამოყალიბებული: დღეისათვის სწორედ მოსკოვი და არა კიევი (და არც ვაშინგტონი) გამოდის ძალის პოზიციით.

უეჭველია, რომ დონალდ ტრამპს კიდევ აქვს რაღაც კოზირები: იტყობინებიან, რომ თუ აპრილის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული არ იქნება, პრეზიდენტი ფიქრობს სანქციები გაამკაცროს რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ და მეტი რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერი დააკავოს, რომლებსაც რუსეთის ხაზინაში დიდი ფული შეაქვთ. მაგრამ განა ტრამპი ვერ ხვდება იმას, რომ ასეთმა ხისტმა გადაწყვეტილებამ შეიძლება პუტინი კიდევ უფრო დააშოროს მოლაპარაკების მაგიდას? მოკლედ, გაბედავს თუ არა დონალდ ტრამპი თავის რუს კოლეგას მკვეთრად დაუპირისპირდეს? მე ამაში დარწმუნებული არა ვარ.

წყარო

მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად, ის ისტორიაში ვერ შევა როგორც აღმაშენებელი, არამედ შევა როგორც მწამებელი – თეა წულუკიანი 

სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში როგორც აღმაშენებელი, სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი – მისი ადგილი არის საკანში – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის დასკვნა „მიხეილ სააკაშვილისთვის იქნება მორიგი განაჩენი“.

„ნიშანდობლივია, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ მუშაობს მუმიად. ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენი, იმიტომ, რომ სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში, როგორც აღმაშენებელი; ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ ოჯახს, ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი. ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი; როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდით გაწია და თვითონ აწარმოვა, მერაბიშვილთან, შალვა ჯანაშვილთან, პოლიტიკოსებთან, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად ომი, რომელსაც შეეწირა არაერთი ჯარისკაცი. დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში. კიდევ უფრო გამყარდა ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში პოზიციები. სააკაშვილმა დაკარგა დალის ხეობა. სააკაშვილი შევა ისტორიაში როგორც მწამებელი, მკვლელი და ქონებების რეკეტიორი, ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამცთუ ააშენა სახელმწიფო, ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა. მან ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე, თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ მისი ადგილი იქაც კი არაა სადაც ის არის, საავადმყოფოში, მისი ადგილი არის საკანში!“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჩინეთი კარგად არის მომზადებული სავაჭრო ომისათვის აშშ-სთან – Financial Times

 „ეკონომიკური თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჭირდებათ ჩინეთი, ვიდრე ჩინეთს აშშ“, – აღნიშნულია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ჩინეთი კარგად არის მომზადებული სავაჭრო ომისათვის აშშ-სთან“ (ავტორი – არტურ კრებერი). „ჩინელები ადვილად გადაიტანენ აშშ-დან იმპორტის შეწყვეტას, ამერიკული ბაზრის დაკარგვის კომპენსაციას კი პეკინი შიდა მოთხოვნების სტიმულირებით მოახერხებს“, – ასეთი პოზიციაა გამოხატული პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ექსპორტის ხუთწლიანმა კონტროლმა ხელი შეუწყო ჩინეთის მრეწველობის ამერიკულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულების განეიტრალებას

ტარიფებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი რყევების გამო მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო რთულ ვითარებაში ექცევა. ერთი შეხედვით, დონალდ ტრამპი ტარიფებითამ თითქოს თამაშობს და ერთობა, ხან აწესებს, ხან აუქმებს, ზოგჯერ კი ამცირებს და ზრდის. ზოგადად კი, სმარტფონებზე ბაჟების გადახდის დროებითი გაუქმების მიუხედავად, სხვა ჩინურ პროდუქციაზე 145%-იანი ტარიფები მაინც ძალაში რჩება.

პრეზიდენტის გუნდი ცდილობს, რომ ტარიფების გამო ატეხილი მთელი ეს ქაოსური აჟიოტაჟი ჩინურ მერკანტილიზმზე გამარჯვების ეშმაკურ გეგმად წარმოადგინოს. თუმცა საბოლოოდ ეს გეგმა მაინც აუცილებლად ჩაიფუშება. იმის გასაგებად, თუ რატომ მოხდება ასე, საჭიროა ჩავწვდეთ, მაინც რის მიღწევა სურს დონალდ ტრამპს ტარიფების მომატებით.

როგორც წესი, ტარიფების მომატების აუცილებლობას ადმინისტრაცია ასეთნაირად განმარტავს: თეთრი სახლი ებრძვის არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას, ცდილობს სავაჭრო დეფიციტის ლიკვიდაციას, ამერიკის რეინდისტრიალიზაციას და დაპირისპირება აქვს ჩინეთთან, მაგრამ ასეთი განმარტებით არაფერს ნათელი არ ეფინება. თვითონ დონალდ ტრამპი ხშირად ლაპარაკობს ამ ამოცანებზე, მაგრამ მისი განცხადებები და მიზნები ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება და აშკარად მიუღწეველია.

საუკეთესო განმარტება, ალბათ, ის იქნებოდა, რომ დონალდ ტრამპი მოტივირებულია ძალაუფლებისა და ბატონობის სურვილით, ხოლო ტარიფები და საბაჟო მოსაკრებლები ამ ძალაუფლებისა და ბატონობის გამოსავლენად კარგ ინსტრუმენტებად ითვლება. პრეზიდენტის მიერ დაწყებული სავაჭრო ომის მიზანი იმაში გამოიხატება, რომ აღმოფხვრას და მოსპოს ის ბარიერები, რომლებიც გლობალურმა ეკონომიკურმა წესრიგმა შექმნა და რომლებიც ხელს უშლიან აშშ-ის ხელისუფლების აღსრულებას მთლიანობაში და კერძოდ, პრეზიდენტს.

სავაჭრო ტარიფები და ბაჟები უპირატეს საომარ ინსტრუმენტებად დონალდ ტრამპისათვის ორი მიზეზის გამო ითვლება: პირველი – მას ათწლეულების განმავლობაში სჯეროდა, რომ დანარჩენი მსოფლიო ნებისმიერ ფასს გადაიხდის იმისათვის, რომ თავისი პროდუქციის გასასაღებლად ამერიკული ბაზარი მიიღოს. მეორე – მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდეს ამ მიმართულებით საერთაშორისო არენაზე (სანამ კონგრესი არ შეაჩერებს) – ვინც უნდა დასაჯოს და ვინც უნდა შეიწყალოს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით.

ყველაზე მეტად დონალდ ტრამპს სურს თავისი უპირატესობის დემონსტრირება და სხვების „მუხლებზე დაჩოქება“. ქვეყნები, რომლებსაც მაინცდამაინც ძალიან არ დაუწყიათ წინააღმდეგობის გაწევა ახალი ტარიფების მიმართ, დონალდ ტრამპმა დიდსულოვნად „შეიწყალა“ და მომატება გადაიფიქრა, ხოლო ისინი, რომლებმაც გაბედეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, უფრო მეტიც – აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკეს, მკაცრად დაისაჯნენ.

მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ახლა აცნობიერებს იმას, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გამოთქმული ეკონომიკური დასაბუთებები იმაზე, თუ რატომ იქნა შემოღებული გაზრდილი ტარიფები, მხოლოდ თვალის ახვევაა და მეტი არაფერი. ესე იგი, სანამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იქნება, ამერიკ სანდო არ არის და არცერთი საღად მოაზროვნე ლიდერი არ დაუდგება გვერდით ტრამპს ჩინეთთან საბრძოლველად. ეს პირველი მიზეზი, რის გამოც ანტიჩინური სავაჭრო ომი ჩაიფუშება.

მეორე მიზეზია ის, რომ ტრამპმა სამარცხვინოდ უკან დაიხია გასულ ოთხშაბათს, როცა მან დაინახა, რომ მისი ყბადაღებული ტარიფებისაგან ამერიკის საობლიგაციო ბაზარიც საგრძნობლად ზარალდება. პრეზიდენტს მომხრე ბიზნესმენებიც კი აუმხედრდნენ. ამრიგად, დონალდ ტრამპმა გავლენის ბერკეტები დაკარგა სავარაუდო სავაჭრო მოლაპარაკებების დროს. მას ღარ შეუძლია ისევ მოამატოს ტარიფები – გააკეთებს ამას და სახაზინო საობლიგაციო ბაზარი ისევ აუჯანყდება. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი იძულებული გახდება ჩინეთის შესაძლებლობები ჯეროვნად შეაფასოს, საბრძოლო ვნებები დაიწყნაროს და დროულად უკან დაიხიოს – იმიჯის გარკვეული შენარჩუნებით.

მესამე მიზეზი, რომლის გამოც ჩინეთთან სავაჭრო ომი მარცხით დასრულდება, არის  თვითონ ჩინეთი. ერთი შეხედვით, ჩინეთის მდგომარეობა ამერიკასთან შედარებით თითქოსდა  უფრო უარესია: პეკინმა დაკარგა თავისი პროდუქციის გასაღების უდიდესი ბაზარი და როგორც ჩანს, დიპლომატიურ იზოლაციაშიც არის მოქცეული. მაგრამ სინამდვილეში პეკინი კარგად მოემზადა ომისათვის აშშ-ის წინააღმდეგ – მოწინააღმდეგის ეკონომიკური გამოფიტვისათვის.

ჩინეთმა შეიძლება მართლაც დაკარგოს საბოლოოდ ამერიკელი მომხმარებელი, მაგრამ პეკინს შეუძლია საგარეო ზარალის კომპენსაცია საშინაო მოთხოვნის გაზრდით, რომელიც დღემდე ანომალურად მცირე იყო ზედმეტად ხისტი მონეტარული პოლიტიკის გატარებისა და მთავრობის მიერ აკვიატებული პოზიციის გამო, რაც გულისხმობს მეტი სახელმწიფო რესურსებისა და შეღავათების ჩადებას წარმოებაში. სი ძინპინმა უკვე შეცვალა ეს კურსი და ახლა სერიოზულად არის განწყობილი საშინაო მოთხოვნილების სტიმულირებისათვის. ანუ ჩინური პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ექსპორტში მიდიოდა ვალუტის მისაღებად, ახლა შიდა ბაზარზე გაიყიდება.

საერთოდ, ჩინეთს მშვენივრად შეუძლია ამერიკული პროდუქციის იმპორტის გარეშე გაძლოს: 5-წლიან ვადაში ჩინეთმა საკმაო წარმატებას მიაღწია ამერიკული ტექნოლოგიების ანალოგიური ჩინური ტექნოლოგიებით ჩანაცვლებაში. ჩინეთს ასევე შეუძლია (თუმცა ბევრი შიშობს, მაგრამ უსაფუძვლოდ) ხელოვნურად დასწიოს იუანის კურსი, რაც ხელს შეუწყობს რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ პროცესებს, ჩინეთის სასარგებლოდ. პეკინს აქვს იმის რესურსი, რომ საკუთარი ეკონომიკური „წითელი ხაზი“ არ გადაკვეთოს და ფრთხილად იმოქმედოს. (…).

თუ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული დონალდ ტრამპის სავაჭრო ომის მიზანი ისაა, რომ ჩინური დრაკონი დააჩოქოს ამერიკის ძლიერების წინაშე, მაშინ ომის შედეგი ვაშინგტონისათვის მხოლოდ იმედგაცრუება და უკმაყოფილება იქნება.

წყარო

„ნიკოლი“ – საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

„ნიკოლი“ 2017 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, როგორც საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ადგილობრივი ბრენდი. იდეა ნიკა ნიკოლეიშვილის ოჯახში გაჩნდა.

„ძალიან მცირე მასშტაბით დავიწყეთ, მხოლოდ ორი მკერავი გვყავდა. დღეს კი უკვე 45 დასაქმებული გვყავს კომპანიაში.  მიუხედავად საწყისი მცირე რესურსისა, თავიდანვე გვქონდა მკვეთრად გამოხატული ნიშა — ჩვენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თავისი დიზაინით, მნიშვნელოვნად გამორჩეული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქტისგან. გვსურს, მუდმივად შევინარჩუნოთ ეს ინდივიდუალიზმი და მაღალი ხარისხი”,— ამბობს  ნიკა ნიკოლეიშვილი, „ნიკოლის“ დამფუძნებელი.

„ნიკოლის“ განვითარების მასშტაბი ასეთია: თავიდან იყო შესაბამისი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს გახსნა. შემდეგ, ბრენდის პროდუქციის ონლაინ გაყიდვა, 5 თვის შემდეგ კი –  პირველი ფიზიკური მაღაზიის გახსნა. დღეს „ნიკოლის“ ხუთი ფილიალია აქვს. ოთხი მათგანი თბილისშია წარმოდგენილი, ერთი კი — ბათუმში.

„ყოველთვის ვამბობ, რომ „ნიკოლის“ დაარსების პირველივე დღიდან ერთგულ მხარდამჭერად მოგვყვება თიბისი. ბანკი ისეთ რთულ პერიოდებშიც  გვიწყობდა განვითარებაში ხელს, როგორიც კოვიდპანდემია იყო. მაშინ ყველას ახალ რეალობაზე გვიწევდა ადაპტირება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თიბისის დახმარებით არა მხოლოდ გავუმკლავდით გამოწვევებს, არამედ გავიზარდეთ კიდეც”, – ამბობს “ნიკოლის” დამფუძნებელი.

უკვე რამდენიმე წელია, „ნიკოლი“ ექსპორტზეა ორიენტირებული. მიზანი შემდეგია – გაფართოება არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამიტომ, “ნიკოლის” ხშირად იხილავთ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე.

R

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 აპრილს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +10 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ცვალებადი მორრუბლულობა და წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +11, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსები მესტიაში თოვლს ვარაუდობენ. დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც ნალექიანი ამინდია, დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +13 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს ვარაუდობენ ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლს ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლს ელოდებიან, დღისით +3, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც წვიმიანი დღეი ქნება, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ხუთ რეგიონში 115 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ხუთ რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში, 115 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 109 უპილოტო საფრენი აპარატი – კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 3 – ვორონეჟის ოლქში, თითო-თითო – მოსკოვის, ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 9 ადამიანი.