Home Blog Page 4

სხვისი ქონების დაზიანება, თუ შესაბამისი ნივთი 150 ლარზე მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია, 35 წელია ასეა – პრემიერი

სხვისი ქონების დაზიანება, თუ  შესაბამისი ნივთი 150 ლარის  ზევით ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აქტივისტის, მეგი დიასამიძის დაკავებას ეხებოდა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს.

„მე არ ვიცი, 5 წელი იქნება თუ რამდენი, ამას გადაწყვეტს სასამართლო. 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, ჩვენ არ მოგვიგონია.  სხვისი ქონების დაზიანება, თუ  შესაბამისი ნივთი 150 ლარზე  მეტი ღირებულების არის, სისხლის სამართლის დანაშაულია. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა. 

დანაშაული არის დანაშაული და დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს”, –  განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები გააცნო

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები წარუდგინა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გასულ წლებში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, დედაქალაქში საპარკო კულტურა დაბრუნდა.

„როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის მერობის კანდიდატი და თბილისის აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელი პირი, განვაგრძობ ჩვენი მოსახლეობისთვის სამომავლო გეგმების გაცნობას. დღეს უნდა ვისაუბრო იმ პოლიტიკასა და მიმართულებაზე, რაზეც ყველაზე უკეთ თავად თბილისის რეალობა საუბრობს. როდესაც 2017 წელს მოვედით დაპირებით, რომ თბილისი იქნებოდა „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, ვგულისხმობდით სწორედ იმას, რაც დღეს სახეზეა – სხვადასხვა ასაკის მქონე ადამიანებით სავსე პარკები, სკვერები, რეკრეაციული სივრცეები, ახალგაზრდები ყველა სპორტულ მოედანსა და სკეიტ პარკებში.

უზარმაზარი მასშტაბის სამუშაო ჩატარდა გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით. არ დაგვიტოვებია თბილისის არცერთი უბანი და რაიონი, არცერთი სკვერი, ბაღი, პარკი, ხეივანი, გზაგამტარი თუ სატრანსპორტო კუნძულიც კი თბილისის გასამწვანებლად. ერთ დროს ნაგავსაყრელად და ჭაობად ქცეულ ტერიტორიებზე დღეს ულამაზესი პარკებია გაშენებული, რომლითაც თითოეული ჩემი თანამშრომელი ამაყობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი, რაც გადაიდგა, იყო ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება – დამტკიცება, რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი ის არეალები, რომელთა გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ რეკრეაციული მიმართულებით არის შესაძლებელი.

„2017 წელს დაგვხვდა ძალიან ცუდი და მავნე პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა რეკრეაციული არეალების გასხვისება იმისთვის, რომ იქ სამშენებლო კუთხით, სხვადასხვა სამუშაო ჩატარებულიყო. ბევრი ტერიტორია იყო გასხვისებული. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ის მძიმე პრაქტიკა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა. ჩვენ ბიზნესისა და ქალაქის აღმშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში, არ და ვერ მოხდება რეკრეაციული სივრცეების განადგურების, ტყის გაჩეხის, ჰაერის დაბინძურების ხარჯზე, რაც ძალიან ცუდი, დამკვიდრებული პრაქტიკა იყო.

რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა განვითარდეს, ქალაქი უნდა განაშენიანდეს ურბანულად სწორად, მაგრამ რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე, ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, მომგებიანი პროექტები ზუსტად რომ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქს შევმატოთ მეტი გამწვანებული სივრცე. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი თუ სამშენებლო ნებართვის გაცემა, აუცილებლად ითვალისწინებს გამწვანების კომპონენტს, რაც ჩვენთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა რთული ნაბიჯები გადადგა და კერძო მესაკუთრეებისგან, ადგილმონაცვლეობის გზით, არაერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიბრუნა.

„დღეს შემიძლია, თამამად დაგპირდეთ, რომ არ დაგზარდებით, არ დავიღლებით და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, რათა ოთხი წლის შემდეგ, ქალაქს, ჩვენს შვილებს და თუნდაც ჩვენს ოპონენტებს დავუტოვოთ ბევრად უფრო მოწესრიგებული გარემო, რადგან ეს ქალაქი ყველასია და არ წარმოადგენს ვინმეს პოლიტიკურ საკუთრებას. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად მოუაროს და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს ქალაქში, ეს სწორედ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების თითოეულ თანამშრომელს.

„უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც უვლიან გამწვანებულ ტერიტორიებს და ყოველდღიურად ალამაზებენ მათ. მადლობა რაიონული გამგეობების თანამშრომლებს, ყველას, ვისაც თუნდაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქალაქის გამწვანებაში.

რაც მთავარია, მადლობას ვუხდი თბილისელებს, რომლებიც კარგად ხედავენ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც ქალაქს თვალნათლივ დაეტყო და თავიანთი მხარდაჭერით გვაძლევენ სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. უამრავი ადამიანი შემხვედრია, ვინც ქვეყნიდან იყო გასული – ყველა საუბრობს და ხაზს უსვამს, თუ როგორი გამწვანებულია დედაქალაქი და რამდენად მოვლილია იგი. მჯერა, 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. გამარჯვება და წარმატებები ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას მინისტრთა კაბინეტის, თბილისის მერიის, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე, ახალგაზრდები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ამბროლაურში ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით საღამო – „მუსიკალური შემოდგომა“  გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ქალაქ ამბროლაურში კონცერტი „მუსიკალური შემოდგომა“ გაიმართა.  

მსმენელის წინაშე მუსიკალური პროგრამით ყველასთვის ცნობილი ქართველი შემსრულებლები წარსდგნენ. საღამოზე მრავალფეროვანი ქართული ჰანგები შესრულდა რომა რცხილაძის, მაია ჯაბუას, თამთა ჭელიძის, დათუნა სირბილაძის, თემურ თათარაშვილის, მარიკა თხელიძისა და  მარიამ მამისმედიაშვილის მონაწილეობით. ასევე, ახალგაზრდებისთვის ჯგუფმმა რეზო და ბავშვებმა იზრუნეს.

მუსიკალურ საღამოს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებითან ერთად დაესწრო.

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წელს კახეთი მეცხრედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 11 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს.

13:00 | ღვინის დეგუსტაცია.

14:00 და 16:00 | ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს სალთ ფინათსი (SALT PEANUTS), რომლისსპეციალური სტუმარი მომღერალი რეიჩელ დოუ (RACHEL DOE) იქნება.

Salt Peanuts Show გთავაზობთ დაუვიწყარ მუსიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს მოგზაურობისა და ცოცხალი შესრულების უნიკალურ სინთეზს. შოუ მსმენელს მუსიკის სხვადასხვა ეპოქასა და ჟანრში ამოგზაურებს: ლეგენდარული ლუი არმსტრონგისა და ლუი პრიმას ჯაზ-სვინგით დაწყებული, ელვის პრესლის, როი ორბისონისა და ჯერი ლიუისის როკ ენ როლით დამთავრებული; დამატებული იტალიური მუსიკის ელემენტები, ფრედ ბუსკალიონეს ირონიული სტილი, რენატო carosone-ს ენერგიულობა და ადრიანო ჩელენტანოს სახასიათო შესრულება, ყველაფერი ეს ერთად ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და კიდევ უფრო ამდიდრებს შოუს დინამიკას.

შოუს პარალელურად ფესტივალის სტუმრებს, იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციულად იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

19:00 | სადღესასწაულო განწყობას, ბოლრუმში, გააგრძელებს ჯაზის ამომავალი ვარსკვლავი პიანისტი და მომღერალი ფრანჩესკა ტანდოი (FRANCESCA TANDOI TRIO) თავისი ტრიოთი. იტალიელი მუსიკოსი კრიტიკოსებისა და კოლეგების მხრიდან აღიარებულია, როგორც ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ახალგაზრდა ტალანტი. სულ რამდენიმე წელიწადში მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც მსოფლიო დონის პიანისტმა და ვოკალისტმა.

21.00 | ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ამერიკელი ბასისტი ნიკ ვესთი (NIK WEST)

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“

ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი. ოფიციალური სპონსორია ვიზა.

სპონსორები: პორშე, თეგეტა, ისი პარი. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და საქართველოს კულტურის სამინისტრო; კომპანია ალმა და Homeland of Wine Magazine.  მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე. თიბისის კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

R

დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე – სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ბ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ე.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჩარლი კირკი, რომელსაც ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა

“Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა.

ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა.

“დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა…

მას ყველა უყვარდა და აღმერთებდა, განსაკუთრებით მე, და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანიასა და ჩემი სამძიმარი მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას და ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!“, – დაწერა ტრამპმა.

კონსერვატორ, ახალგაზრდული ორგანიზაცია Turning Point USA-ს აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს, ჩარლი კირკს იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ესროლეს. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა სროლა მოხდა.

რუსეთის წინააღდეგ სანქციებს მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ – კაია კალასი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე

უმკაცრესად ვგმობთ 10 სექტემბერს რუსული დრონების მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევას. ეს აგრესიული და უგუნური ქმედება რუსეთის მხრიდან სერიოზული ესკალაციის ნაწილია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ევროკავშირის სახელით ავრცელებს.

კალასის შეფასებით, რუსეთის აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას, რეგიონულ სტაბილურობას და საერთაშორისო მშვიდობას.

„ევროპის საჰაერო სივრცის ეს სერიოზული დარღვევა მხოლოდ უფრო ამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს რუსეთისგან თავის დაცვაში და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ სწრაფვაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციებს გააძლიერებს.

„კიდევ უფრო გავზრდით მოსკოვის ხარჯებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების მიმართ სანქციების მნიშვნელოვნად გაძლიერებით. ასევე ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ დაასრულოს ეს ომი. გამოვხატავთ სრულ სოლიდარობას პოლონეთის მიმართ და ვაგრძელებთ იმ მხარდაჭერის შეთავაზებას, რომელიც პოლონეთს სჭირდება აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად. მუდმივ მჭიდრო კონტაქტზე ვართ პოლონეთის ხელისუფლებასთან“, – აცხადებს კალასი.

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გო­ნივ­რუ­ლად და­ხარ­ჯოთ დღეს მი­ღე­ბუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი მო­გე­ბა – მა­გა­ლი­თად, იყი­დეთ ისე­თი რამე, რა­ზეც დიდი ხა­ნია ოც­ნე­ბობ­დით, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ვერ ახერ­ხებ­დით მის შე­ძე­ნას.

კურო

უფრო პერ­სპექ­ტი­უ­ლი პო­ზი­ცი­ის ან ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დღეს მი­ი­ღოთ, იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი და პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ზედ­მე­ტი ფიქ­რის გა­რე­შე და­თან­ხმდე­ბით.

ტყუ­პი

თქვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ხელი შე­გი­შა­ლოთ თქვე­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა: კონ­ცენ­ტრი­რე­ბით და მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვით, შე­გიძ­ლი­ათ მთე­ბი გა­დად­გათ.

კირჩხი­ბი

კარ­გი დღეა მათ­თვის, ვინც დიდი ხა­ნია სე­რი­ო­ზულ შე­ნა­ძენ­ზე ფიქ­რობს: ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც დღეს შე­ი­ძენთ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხა­რის­ხის იქ­ნე­ბა და დიდ­ხანს მო­გემ­სა­ხუ­რე­ბათ.

ლომი

და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბა­საც დღეს გირ­ჩევთ, ნამ­დვი­ლად გრან­დი­ო­ზუ­ლი უნდა იყოს: არ უნდა და­კარ­გოთ დრო წვრილ­მა­ნებ­ზე, ისი­ნი, არ გა­ა­მარ­თლე­ბენ თქვენს მო­ლო­დინს, მაგ­რამ მთელ დღეს ფუ­ჭად და­კარ­გავთ.

ქალ­წუ­ლი

სამ­სა­ხურ­ში, რო­მელ პრო­ექტსაც არ უნდა მო­კი­დოთ ხელი, სიფრ­თხი­ლეს გმარ­თებთ, იმპრო­ვი­ზა­ცია დღეს არ იმუ­შა­ვებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია.

სას­წო­რი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სას, არ უნდა იმუ­შა­ოთ დღე და ღამე, არ უნდა გა­და­ი­ღა­ლოთ. პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი გზით გა­და­წყდეს.

მო­რი­ე­ლი

დღე, რო­დე­საც შე­გიძ­ლი­ათ გარ­კვე­ულ რის­კზე წას­ვლა, მაგ­რამ – გარ­კვე­ულ ზღვრამ­დე: თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი მთა­ვა­რია დრო­უ­ლად გა­ჩერ­დეთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი მი­ი­ღოთ.

მშვილ­დო­სა­ნი

დღე­ვან­დე­ლი თქვე­ნი დე­ვი­ზია “მეტი მოქ­მე­დე­ბა, ნაკ­ლე­ბი სა­უ­ბა­რი”: შე­წყვი­ტეთ იმა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ რა და რო­გორ გსურთ გა­ა­კე­თოთ და გა­და­დით აქ­ტი­ურ და მი­ზან­მი­მარ­თულ ქმე­დე­ბებ­ზე – ისი­ნი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

თხის რქა

დღე ფი­ნან­სუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლია. შე­საძ­ლოა, დიდი ხნის წინ და­პი­რე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რი გა­და­გი­ხა­დონ, რო­მე­ლიც და­ვი­წყე­ბუ­ლი გქონ­დათ, ამი­ტომ დროა, იფიქ­როთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოთ ის გო­ნივ­რუ­ლად.

მერ­წყუ­ლი

საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ფლიქ­ტე­ბი ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან: დღეს წარ­მო­შო­ბილ­მა ჩხუბ­მა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ა­ფუ­ჭოს თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

თევ­ზე­ბი

ვარ­სკვლა­ვე­ბი დღეს ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას არ გირ­ჩე­ვენ – ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით დაგ­ვირ­გვინ­დეს: უნდა და­ას­რუ­ლოთ ის პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია მუ­შა­ობთ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – პოლონურ მხარეს შევთავაზე ჩვენი დახმარება რუსული დრონების, კერძოდ, „შაჰედების“ განადგურების სწავლებასა და მომზადებაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკს ესაუბრა.ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტუსკის გარდა, ზელენსკი ტელეფონით ასევე ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონს და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ საუბრის თემა რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იყო. უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ რუსულ დრონს აქამდეც დაურღვევია ნატო-ს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე, თუმცა ამჯერად დრონების რაოდენობა გაცილებით დიდი იყო.

„დრონები არა მხოლოდ უკრაინული ტერიტორიიდან შევიდნენ, არამედ ბელარუსიდანაც. და ჩვენ, ყველას გვესმის, რომ ეს არის სავსებით განსხვავებული დონის ესკალაცია რუსეთის მხრიდან. შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეთ მათ“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ დონალდ ტუსკმა საუბრისას მას შეატყობინა დრონებისაღმოჩენილი  ნაწილების შესახებ, რომლებიც ირანული და რუსული წარმოების იყო.

„რუსეთის ამ თავხედურ საქციელს რამდენიმე მიზეზი აქვს და ისინი ყველასთვის აბსოლუტურად აშკარაა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემაზე და შევქმნათ ეფექტური საჰაერო ფარი ევროპის თავზე. უკრაინა, დიდი ხანია, ამას სთავაზობს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები. შევთავაზე პოლონურ მხარეს ჩვენი დახმარება რუსული დრონების, კერძოდ, „შაჰედების“ განადგურების სწავლებასა და პერსონალის მომზადებაში. შევთანხმდით დონალდთან შესაბამის თანამშრომლობაზე სამხედროების დონეზე. ასევე, კოორდინაციაში ვიქნებით ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანასთან“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი – ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას

ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, რომელიც პროდასავლურია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან (NPR) ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ქართველ ხალხს წარმოადგენს და ამასთანავე ცდილობს, ოპოზიციური სპექტრი გააერთიანოს.

„ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, თუმცა აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვარ. უპირველესი ისაა, რომ წარმოვადგენ ხალხს და მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, ეს აშკარად პროდასავლური გზაა. მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ ძალიან ძლიერ ნებას, რაც მათი ოპოზიციის გაერთიანებას გულისხმობს. ჩემი მიზანია, ყოველდღიურად ვეცადო ამის შეცვლა. ვფიქრობ, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ და ეს აშკარად ხალხის ნებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

NPR-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთმა ეს კარგად იცის, ამიტომაც მუდმივად ცდილობდა საქართველოს ხელში ჩაგდებას.

„საქართველო არის ადგილი, სადაც როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა, უზარმაზარი ინვესტიციები ჩადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში. უფრო მეტიც, ეს ჩართულობა თუ არსებობდა, იმიტომ მოხდა, რომ არსებობდა ამ რეგიონში სტრატეგიული ინტერესი, რომელიც დასავლეთს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ორ ზღვას აკავშირებს. ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან და საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ, რომ ის, ვისაც საქართველო უჭირავს, კავკასიაც უჭირავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-მ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულები არიან:1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ., ხოლო, ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დაკავებულია 2002 წელს დაბადებული ი.დ.

„გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ზ.მ.-მ  და ი.ბ.-მ 8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, აქციის  მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეეხება ი.დ.-ს მან მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს  მომხდარ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან   და გამოძახებისთანავე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 162-ე პრიმა მუხლითა და 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო  განაგრძობს ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებში  მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

,,კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის შესახებ ცრუ ნარატივები და შეცვალოს მიმდინარე პოლიტიკური კურსი”- გერმანიის საგარეო უწყება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კატეგორიულად უარყოფს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ“.

„გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი“, – აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FDeutscheBotschaftTiflis%2Fposts%2Fpfbid028EZK1CA4esdtvhvtudvTpwmxMuVgBWQqeNaMZp7CGYWN3m1PZiTWUgRp1T5WGGe7l&show_text=true&width=500