Home Blog Page 4

სანამ, არა თუ უკეთესს, არამედ მსგავს ოპონენტს არ დაუყენებთ ირაკლი კობახიძეს საარჩევნო მარათონში, ვერასდროს მოიგებთ არჩევნებს -ნინო ფოჩხუა

„ტელეეკრანიდან გვესაუბრებოდა პროფესიონალი, ყველა განხილული თემის ღრმად მცოდნე ახალგაზრდა კაცი, პრინციპული და ქვეყნის მოყვარული, მეტად საინტერესო რესპონდენტი“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელმაც „იმედის“ ეთერში უცხოეთიდან ქვეყნის შიდა ჩარევაზე და შანტაჟზე ისაუბრა.

„არ განვიხილავ პრემიერის გუშინდელ ინტერვიუს “იმედის” ეთერში. გირჩევთ ყველამ მოუსმინოს.
ტელეეკრანიდან გვესაუბრებოდა პროფესიონალი, ყველა განხილული თემის ღრმად მცოდნე ახალგაზრდა კაცი, პრინციპული და ქვეყნის მოყვარული, მეტად საინტერესო რესპონდენტი.

ოპოზიციის (ასეთი თუ არსებობს საერთოდ,) გასაგონად, სანამ, არა თუ უკეთესს, არამედ მსგავს ოპონენტს არ დაუყენებთ ირაკლი კობახიძეს საარჩევნო მარათონში, ვერასდროს მოიგებთ არჩევნებს“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

“უკრაინის დიდი გამარჯვება? სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა: საეჭვოა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს” -The Daily Telegraph-ი

უკრაინა დათანხმდა ცეცხლის დროებით შეწყვეტის წინადადებაზე, რომლის შემდეგ აშშ-მა განაახლა უკრაინისათვის სამხედრო დახმარება და სადაზვერვო მონაცემების გადაცემა, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „უკრაინის დიდი გამარჯვება? სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა: საეჭვოა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს“ (ავტორი – დევიდ ბლერი). „რა მოხდება, თუ კრემლი უარს იტყვის ტრამპ-ზელენსკის გარიგების შესრულებაზე? აშშ-ის პრეზიდენტი ფრიად უხერხულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს“, – ასეთია პუბლიკაციაში გამოხატული ვარაუდი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა ისეთი პირობით, რომ აშშ-მა უკრაინას იარაღით დახმარება და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება აღუდგინოს. როგორი იქნება მისი პასუხი? მოემზადეთ კრემლის მზაკვრობის ახალი გამოვლენისათვის.

შეერთებული შტატები თითქოსდა თითების ერთი გატკაცუნებით უკრაინიდან რუსეთზე გადაერთო.

სახელმწიფო მდივანმა მარიო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინამ მზადყოფნა გამოხატა ცეცხლის 30-დღიანი  შეწყვეტის წინადადებაზე და ხაზი გაუსვა, რომ „ბურთი უკვე რუსეთის მხარესაა“. მან ეს განცხადება გააკეთა სულ რაღაც 11 დღის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი სამარცხვინოდ გააგდეს თეთრი სახლიდან, შემდეგ კი შეუწყვიტეს სამხედრო დახმარება და სადაზვერვო მონაცემების გადაცემა – ამით განგებ იქნა გაზრდილი მისი მოწყვლადობის დონე: „თუ არ დათანხმდები, რასაც გეუბნებით, რუსეთს უჩვენოდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევო“.

დაეთანხმა რა ცეცხლის შეწყვეტას იმ პირობით, რომ რუსეთიც იგივეს გააკეთებს  და დაეთანხმა რა მოლაპარაკებას „მტკიცე მშვიდობაზე“, როგორც ჩანს, უკრაინამ საკმარისი გააკეთა იმისათვის, რომ ამერიკამ დაუყოვნებლივ აღუდგინა დახმარება.

ერთი შეხედვით ისე გამოდის, რომ ჯიდაში გამართულმა მოლაპარაკებამ აშშ-ის პოზიციის შეცვლა გამოიწვია, მაგრამ სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა.

ატეხილი აჟიოტაჟის მიუხედავად, ვაშინგტონი, როგორც ჩანს, იმ გეგმის მიხედვით მოქმედებს, რომელიც გასულ წელს გენერალმა კიტ კელოგმა გამოაქვეყნა, დონალდ ტრამპის ამჟამინდელმა სპეცწარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში.

გენერლის გეგმა მოკლედ ასე ჟღერს: ვურტყათ უკრაინელებს, სანამ ისინი ცეცხლის შეწყვეტაზე და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე არ დათანხმდებიან, შემდეგ კი ხელები გადავუგრიხოთ რუსეთს, რომ მათაც იგივეს გაკეთება ვაიძულოთ.

მაგრამ დავუშვათ, რომ რუსები იმას არ გააკეთებენ, რასაც მოვთხოვთ. ჩნდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ რეაქციას მოახდენს ამერიკა, თუ ვლადიმერ პუტინი, უბრალოდ, უარყოფს ჯიდაში შეთანხმებულ ამერიკულ-უკრაინულ წინადადებას?

მართლაცდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება იმ მომენტში, როცა ვლადიმერ პუტინის ჯარებმა უკრაინის არმია კურსკის ოლქიდან გააგდეს. კრემლს კიდევ ბევრი მიზანი აქვს შესასრულებელი. რუსეთის პრეზიდენტის გათვლებით, რუსებმა უპირატესობა უნდა შეინარჩუნონ, რომ კიევი დათმობებზე აიძულონ ნებისმიერი მოლაპარაკების დროს.

მარკო რუბიოს კი სურს, რომ რუსებმა სრულიად საწინააღმდეგო რამ გააკეთონ – საომარი მოქმედებები შეაჩერონ იმ დროს, როცა წარმატებით უტევენ უკრაინას არმიას, უკან ახევინებენ და ფრონტზე თითქმის ყველგან უპირატესობას ფლობენ.

თუ რუსეთი ნებაყოფლობით არ დათანხმდება ამერიკულ-უკრაინულ ულტიმატუმს, მაშინ ვაშინგტონს მხოლოდ ერთი ვარიანტითღა რჩება, რომელიც კიტ კელოგის გეგმაშია – ზეწოლა მოახდინოს კრემლზე, დაუმატოს რუსეთს ახალი სანქციები, ხოლო უკრაინას სამხედრო დახმარება გაუფართოოს.

თეთრ სახლს მოუწევს კონგრესის ორივე პალატას მიმართოს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების პაკეტის მისაღებად, რომლის წინააღმდეგ – ყურადღება მიაქციეთ – სულ ახლახან თვითონ დონალდ ტრამპი და მისი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი გამოდიოდნენ.

დონალდ ტრამპს უყვარს ხოლმე არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ასეთი რამ მისთვისაც კი უჩვეულო პოლიტიკური კულბიტი („საკუთარ თავზე გადახტომა“) იქნებოდა.

შესაძლოა (და უფრო სავარაუდოა), რომ რუსეთი ისეთ სახეს მიიღებს, თითქოსდა აშშ-უკრაინის წინადადებას იღებს და ისე გააკეთებს, რომ ამერიკა უკრაინისადმი დახმარების გაწევას ა არ გააფართოებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და იპოვის მიზეზს, რომ ამაში ვოლოდიმირ ზელენსკის დაადანაშაულოს

სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის მთავარი უპირატესობა გამოიხატება იმით, რომ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერები აშკარად რუსული ყალბი განცხადებებისა და ნარატივების გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

მაგრამ არ არსებობს არავითარი ეჭვი იმაზე, რომ უკრაინამ მარჯვედ და მოხერხებულად გადადგა დიპლომატიური ნაბიჯები – აშშ-ის ყურადღება რუსეთისაკენ მიმართა და თეთრი სახლი რთული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე-ირაკლი კობახიძე

ნარკოტიკების გასაღებაზე სახელმწიფო უნდა იყოს უმკაცრესი, რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება ნამდვილად არ არის კარგი.

„მთელი პროპაგანდა წარიმართებოდა ნარკოტიკების მოხმარების წახალისებისათვის ლიბერალური ნარკოპოლიტიკის ეგიდით. წინა მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა დაიწყეს საუბარი აქტიურად თემაზე, რაც ჩემთვის ძალიან საეჭვო მოვლენა იყო, შემდეგ ამ ადამიანებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა ასევე საკმაოდ საეჭვოდ. იდეოლოგიური დატვირთვაც აქვს ვიღაცებისთვის იმას, რომ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ნარკოტიკების მოხმარება, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ მაქსიმალურად. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ზიანს აყენებს ადამიანს ნარკოტიკების მოხმარება, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ადამიანების ჯანმრთელობაზე. სახელმწიფო უნდა დარჩეს ჰუმანური და არსებითად უნდა იყოს ორიენტებული პრევენციაზე.

რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღებას, აქ უნდა იყოს სახელმწიფო უმკაცრესი. რაც შეეხება მოხმარებას, აქ ჩვენ მთავარია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ პრევენციაზე. ამაზე არის აგებული კანონპროექტი, რომელიც არის წარდგენილი. ეს კანონპროექტი ექვემდებარება დამუშავებას სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა პრინციპი არის ეს – შეუწყნარებელი უნდა ვიყოთ გასაღების მიმართ, რაც შეეხება მომხმარებელს, მათზე არსებითად უნდა ვიზრუნოთ პრევენციულად, თუმცა იქაც საჭიროა კონკრეტული სანქციების ამოქმედება იმისათვის, რომ ადამიანები აიძულო, თავი შეიკავონ ნარკოტიკების მოხმარებისგან. ეს არის პასუხისმგებლობა და ასევე ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპაგანდა გაიშალოს. რაღაცნაირად მოდურად აქციეს საკმაოდ ფართო წრეებში ნარკოტიკების მოხმარება. ჩვენ გვჭირდება საპირისპირო პროპაგანდა, ადამიანებს უნდა ავუხსნათ მარტივად, რომ ნარკოტიკებს არავითარი სარგებელი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ვნებს ადამიანების ჯანმრთელობასა და განვითარებას. მიზანი აქ არის ძალიან მკაფიო და ძალიან ნათელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

ქუთაისში დღისით +28 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

უანლექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი ამინდია, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +21 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზეა. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის  დეტექტივი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა.

„2024 წლის გაზაფხულზე, დაბა სურამში, ბრალდებული მეუღლესთან შელაპარაკების ნიადაგზე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.

შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა დეტექტივი.

პროკურატურის დადგენილებით, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში-ირაკლი კობახიძე

დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც აგენტურა.

„„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა ვერ განვითარდება, ვიდრე ეს რადიკალიზმი არ დასრულდება და რადიკალური ოპოზიცია არ ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით. დიფ სთეითი დაგვეხმარა იმ ნაბიჯებით, რომელიც მოიაზრებდა ვა-ბანკზე წასვლას. ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, მაქსიმალურად გაშიფრეს ყველა და ყველაფერი, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ამაში შედიან რადიკალური პარტიები, ენჯეოები და მათი კუთვნილი მედიასაშუალებები. „დიფ სთეითმა“ გაშიფრა ყველა და ყველაფერი.

ჯერ იყო პარტიების, შემდეგ იყო „ჟურნალისტების“ რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო „ენჯეოების“ რვოლუციის მცდელობა, ახლა არის მეოთხე, „არავის“ რევოლუციის მცდელობა, ანუ, არავინ არ აწყობს რევოლუციას, არსებობს ამორფული მასა, რომელიც არის გამოსული. ეს ოთხივე მცდელობა ჩავარდა. შემდეგზე რას გააკეთებენ, არ ვიცი, შეიძლება, პირდაპირ ელჩები გამოიყვანონ და ელჩების რევოლუციის მცდელობა იყოს მეხუთე, ამასაც არ გამოვრიცხავ, ხედავთ, როგორი განცხადებებით გამოდიან კონკრეტული ელჩები. პატივს ვცემ ბატონ ჰერჩინსკის, მაგრამ ყველაფერში ჩართეს. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მას „დიფ სთეითი“ არ აძლევს საშუალებას, რომ ელჩად იმუშაოს ამ ქვეყანაში. ჰქონდა გარკვეული მცდელობა, თუმცა მაშინვე მიუჩინეს სამწუხაროდ თავისი ადგილი და რეალურად ჩართეს წინასაარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. პირდაპირ გააკეთა განცხადება და ქართველ ხალხს უთხრა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა ვერ დაბრუნდებოდა, თუ არ იაქტიურებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. შემდეგ ხედავთ არჩევნების შემდგომ განცხადებებს და ქმედებებს. ეს ძალიან სამწუხაროა. ხედავთ სხვა ელჩებს, რას აკეთებენ ბალტიისპირეთის, სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია და ა.შ. ნაცვლად ელჩობისა, ისინი სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ აქტივობებში, რაც არის ვენის კონვენციის პირდაპირი, უხეში დარღვევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, ახლა ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში-ირაკლი კობახიძე

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია, გითხრათ – მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ ტარტუში, შემდეგ კი ტორონტოში სცადა დიპლომის აღება, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდა.

პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად და სუვერენულად და პირდაპირ უცხოურ დაკვეთას ემორჩილებიან.

„აბსოლუტურად უავტორიტეტო ადამიანები არიან ხელისუფლებებში ამ ქვეყნებში, ყველაზე შეიძლება თავი ვერ დავდოთ, მაგრამ ვისაც ვხედავთ ხოლმე, სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რასაც უნდა ტოვებდეს სუვერენული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. გახსოვთ, ლიბერალებს რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი დიპლომის თემასთან დაკავშირებით. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ისეთი პროფესია, რომ ვერ შეუთავსოს ამას უმაღლესი განათლების მიღება, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა მთელს მსოფლიოში ეს ყველაფერი, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო. ორჯერ სცადა, ჯერ ტარტუში, შემდეგ ტორონტოში და ორივეჯერ ჩაუვარდა ეს მცდელობა. სად არიან ლიბერალები? რატომ არ აწუხებთ მისი უდიპლომობა, როდესაც მას არავითარი ობიექტური მიზეზი არ ჰქონდა დიპლომის არქონის. სცადა და ვერ ისწავლა. კაცმა ვერ ისწავლა, ახლა არის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში, ეს შეიძლება ითქვას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად-ირაკლი კობახიძე

კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა გლობალური ომის პარტიისთვის, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, 2022 წელს, საქართველოსთვის არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რევოლუციურ სცენაზე აიყვანეს „ენჯეოებიც“, თუმცა მცდელობა ჩავარდა, ვინაიდან ვერ მოახერხეს ხალხის დაყოლიება.

„ჩვენ შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და აქაც თავიდანვე წამოვიდა ზეწოლა – „ენჯეოები“ პირდაპირ გამოდიოდნენ, უკიდურესი ფორმით აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას და სახელმწიფოს და აცხადებდნენ, რომ მათ უნდა დაეწერათ განაცხადი. გამოდიხარ, ქვეყანაზე ამბობ, რომ არის დიქტატურა, უბედურება, ავტორიტარიზმი და ა.შ. და გინდა, რომ შენ შეიტანო განაცხადი, სადაც ეს ყველაფერი უნდა ჩაწერო. ხომ არ იტყვი, რომ იქ იტყუებოდი და აქ სიმართლე ჩავწერეო, ან პირიქით. ამას დაემატა, შეგახსენებთ, ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ, ბაკურიანის შეკრება, რაზეც ჩვენ წინასწარ ვისაუბრეთ, დაზღვევისთვის, მაგრამ არც ამან გაჭრა. არ აინტერესებდათ. ჩვენ წინასწარ ვთქვით ყველაფერი, რაზეც ჰქონდათ საუბარი ბაკურიანის შეკრებაზე. იქ იყო საუბარი ერთადერთ რამეზე, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებოდა საქართველოს, უნდა აემოქმედებინათ რევოლუციის გეგმა. გახსოვთ, ცნობილი „აკერმანის ტრენინგი“ რევოლუციის საკითხებზე. წინასწარ რაც ვთქვით, ის გააკეთეს მაინც, ანუ პრევენციული ეფექტი ამას არ ჰქონდა, რადგან გეგმა იყო გაწერილი – კანდიდატის სტატუსს ჰქონდა კონკრეტული დატვირთვა ერთადერთი ძალისთვის, გლობალური ომის პარტიისთვის, არ უნდა მოენიჭებინათ სტატუსი მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით და ეს უნდა გამოეყენებინათ რევოლუციის მოსაწყობად. ასეც მოხდა, ივნისში, 2022 წელს, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ეს გამოიყენეს რევოლუციის მცდელობისთვის, თუმცა ეს მცდელობა ჩავარდა. მაშინ აიყვანეს „ენჯეოები“ რევოლუციურ სცენაზე, პარლამენტის წინ, თუმცა ვერ გათვალეს, რომ მათი რეპუტაცია არის მძიმე და შესაბამისად, ვერ მოახერხეს ხალხის დაყოლიება,“- განაცხადა პრემიერმა.

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ენერგიას და მოქმედების სურვილს მოგიტანთ, თუმცა, აჩქარებამ შეიძლება წარუმატებლობა გამოიწვიოს. შესაძლოა, მოსაწყენი სამუშაოს კეთება მოგიწიოთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ, ოპონენტის კრიტიკას ზედმეტად მკვეთრად და უხეშად არ უპასუხოთ.

რჩევა: თავდაჯერებულად, მაგრამ გააზრებულად იმოქმედეთ, რომ ემოციებმა გეგმების შეცვლა არ გაიძულოთ.

კურო

თუ მოვლენების დაჩქარებას არ ეცდებით, ეს დღე მშვიდად და სტაბილურად ჩაივლის. უმჯობესია, მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. შესაძლოა, თავში ახალი იდეა მოგივიდეთ, რომელიც შემოსავლის გაზრდაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ – უახლოეს დღეებში ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ.

რჩევა: ეცადეთ, მეტი მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ და საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ.

ტყუპები

ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრები და სასიამოვნო საუბრები გელით. თქვენი ახალი იდეები საყოველთაო ინტერესს გამოიწვევს, მაგრამ უსარგებლო ლაპარაკზე დრო არ დახარჯოთ. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რასაც ბევრი ემოცია და განცდა მოჰყვება.

რჩევა: სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს დაწყებული საქმეები დაასრულოთ.

კირჩხიბი

ემოციურად არამდგრადი დღეა, ამიტომ მნიშვნელოვანია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შესაძლოა, მოულოდნელმა სიტუაციამ სწრაფად მოქმედება გაიძულოთ. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და დახმარება ითხოვოთ. შესაძლოა, საპირისპირო სქესის ყურადღება დაიმსახუროთ, მაგრამ ყველა სიტყვას, რომელსაც დღეს მოუსმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.

რჩევა: ეცადეთ, შინაგანი ბალანსი შეინარჩუნოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ემოციების გავლენით არ მიიღოთ.

ლომი

ამ დღეს ისეთი თავდაჯერებული ხართ, როგორც არასდროს, მაგრამ ეცადეთ, თქვენი მოსაზრებები სხვებს თავზე არ მოახვიოთ. შესაძლოა, ვინმემ საინტერესო თანამშრომლობა შემოგთავაზოთ — თუ პერსპექტიული საქმეა, უარი არ უნდა თქვათ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა დიდ ენერგიას წაგართმევთ, მზად იყავით სერიოზული კამათისა და დისკუსიისთვის.

რჩევა: ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ – შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისა და მიმდინარე ამოცანების დასრულებისთვის. შესაძლოა, სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ ამას მარტივად გაუმკლავდებით. მთავარია, წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ბევრ ენერგიას გართმევთ, ეს შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შეხვედრისთვის.

რჩევა: ორგანიზებულობა და დისციპლინა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

სასწორი

გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვას მარტივად შეძლებთ, რაც თქვენ წინაშე საინტერესო შესაძლებლობებს გააჩენს. ეს დღე სამუშაოსა და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, დაპირებებს ბრმად ნუ ენდობით და ფაქტები გადაამოწმეთ.

რჩევა: თუ რამეს შეცვლა გსურთ, ამის შესახებ ხმამაღლა თქვით.

მორიელი

მოვლენებით დატვირთული და რთული დღეა. შესაძლოა, გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ თქვენგან სწრაფი რეაქციის გამოვლენა მოითხოვოს. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნებებს თავი აარიდოთ. ეცადეთ, თქვენი ყოველი ნაბიჯი წინასწარ გათვალოთ და დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით უნებურად, ვიღაც შეურაცხყოთ.

რჩევა: ემოციები აკონტროლეთ და წვრილმანებს უფლება არ მისცეთ, რომ განწყობა გაგიფუჭონ.

მშვილდოსანი

ცნობისმოყვარეობა და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ. მთავარია, ზედმეტად იმპულსურად არ იმოქმედოთ. ამ დღეს ნებისმიერ კამათში გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ და სიმართლე თქვათ. შეიძლება ეს რთული და უსიამოვნო იყოს, მაგრამ ემოციურ შვებას და სარგებელს სწორედ ეს პოზიცია მოგიტანთ.

რჩევა: ახალი შესაძლებლობებით ისიამოვნეთ, მაგრამ რისკების შეფასება არ დაგავიწყდეთ.

თხის რქა

ეს დღე დაგეგმვის, ფინანსური საკითხების მოგვარებისა და დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის გამოგადგებათ. მთავარია, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და დროულად შეისვენოთ. სამსახურში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რის გამოც კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ.

რჩევა: კონცენტრირდით პრაქტიკულ ამოცანებზე, მაგრამ საკუთარ თავზეც იზრუნეთ.

მერწყული

ახალი იდეებისა და აღმოჩენებისა დღეა. გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ რთული საქმიდან მარტივი და ორიგინალური გამოსავალი მოძებნოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ, მიხვდეთ, რისი მინიშნება სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

რჩევა: ენდეთ საკუთარ იდეებს, მაგრამ ეცადეთ, რეალობას მოარგოთ.

თევზები

ემოციურად დატვირთული დღეა. მოულოდნელი სიახლე თქვენს გეგმებს შეცვლის. საქმეს ნუ გაირთულებთ, როდესაც ცხვირწინ იოლი გამოსავალი გაქვთ და სიტუაციის მარტივად მოგვარება შეგიძლიათ.

რჩევა: მოვლენები სწრაფად იცვლება, ამიტომ უახლოეს დღეებში ნურაფერს დაგეგმავთ.

ირაკლი კობახიძე – მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუ „დიფ სთეითი“ დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, უკეთესად წავა ევროპის საქმეც, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც

მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის” დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის” დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომელიც დაიწყო, თუმცა „დიფ სთეითის” წარმომადგენლები, ამჯერად ევროპაში უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას.

„ერთ-ერთი ევროპელი პრემიერ-მინისტრის განცხადებაც კი მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობა შეიძლება იყოს უფრო საშიშ, ვიდრე ომი უკრაინაში. გასაოცარი ფრაზებია. კონკრეტული ადამიანები ვერ მალავენ იმას, რომ ისინი მომართული არიან ომისკენ და არა მშვიდობისკენ, ეს არის მათი  დაკვეთა, მათი დავალება. ძალიან კარგია ის, რომ აშშ-ში ვითარება შეიცვალა, თუმცა მთავარი და პრინციპული არის მაინც „დიფ სთეითის”დამარცხება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპსა და „დიფ სთეითს” შორის. რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის” დასუსტებას, დამარცხებას, იმდენად გაძლიერდება აშშ, იმდენად გაძლიერდება ევროპა და ევროკავშირიც. ევროკავშირი მნიშვნელოვნად დაასუსტა იმ პროცესებმა, რომლებიც განვითარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს კონტინენტზე და მათ შორის 2008 წლიდან. თუ „დიფ სთეითი”დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, ამ შემთხვევაში უკეთესად წავა ევროპის საქმეც, შემოტრიალდება განვითარების მიმართულება უკეთესობისკენ. ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც და პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე. ბევრად უფრო დამშვიდდება როგორც რეგიონი ჩვენს გარშემო, ასევე ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

“უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები.

პაპუაშვილის თქმით, ამერიკის იმჟამინდელი ელჩი პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა.

„უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. შესაბამისად, ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა.

მთავარი მიზეზი, ზოგადად პოლიტიკურ ჯგუფებთან თუ ქვეყნებთან გაუარესებული ურთიერთობების იყო ის, რომ თუ ჩვენი პარტნიორები დაჟინებით მოითხოვდნენ გვქონოდა სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, უცებ აღმოჩნდა, რომ ერთ არამშვენიერ დღეს დაიწყო რა ომი უკრაინაში, უცებ შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენს მიმართ იმ მხრივ, რომ ჩვენგან მოელოდნენ არა წინდახედულობას, გონივრულობას, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკას, არამედ პირიქით, თავქარიანობას და ესკალაციას რუსეთთან. ეს ჩვენთვის იყო გასაკვირი, ვინაიდან ჩვენთვის სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ დამძიმდა გეოპოლიტიკური ვითარება.

ამერიკის ელჩთან ჩვენი შეხვედრა ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, ის პირდაპირ ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მას არანაირი სხვა პასუხის მოსმენა არ სურდა. რაც შეეხება გადატვირთვის საკითხს, ის რამაც დატვირთა ეს ურთიერთობა, ამანვე უნდა გადატვირთოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი – გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან გვარად ობამა, სცადეს, მთელი ქვეყანა წაეღოთ ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი

გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან გვარად ობამა, სცადეს, მთელი ქვეყანა წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რისი გაკეთება შეიძლება რუსეთზე ზეწოლის მხრივ, ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლებელია ზეწოლა ფინანსურად, თუმცა, იმედი აქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება.

„შეგვიძლია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ზეწოლა. შეგვიძლია ეს გავაკეთოთ რუსეთთან. გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, ხომ? მათ წაიღეს ყირიმი კაცისგან გვარად ობამა, ხომ? მათ სცადეს მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი.

სინამდვილეში, მე ვარ ის, ვინც შეაჩერა „ნორდ სტრიმი 2“, მსოფლიოში ყველაზე დიდი მილსადენი. ის შეჩერებული იყო და შემდეგ ბაიდენი მოვიდა და დაამტკიცა. არავინ ახსენებს ამას. რაც მე რუსეთს გავუკეთე, ძალიან მკაცრი იყო, მე ვიყავი ყველაზე მკაცრი. თუმცა მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ. მათ წაიღეს ობამასგან და ბუშისგან და წაიღეს მძინარა ჯო ბაიდენისგან. მათ უნდოდათ, ბაიდენისგან წაეღოთ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შევაჩერე ეს, თუმცა ვნახოთ. დიახ, არის რაღაც, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც არ იქნება სასიამოვნო ფინანსური თვალსაზრისით. შემიძლია გავაკეთო რაღაცები ფინანსურად, რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა. მე მინდა ვიხილო მშვიდობა. დიახ, შეგვიძლია, გავაკეთოთ ძალიან ცუდი რაღაცები რუსეთისთვის, ეს იქნება დამანგრეველი, მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მინდა ვიხილო მშვიდობა“, – განაცხადა ტრამპმა.