Home Blog Page 4

„სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც  თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმა ყოველთვის დაუღალავი ვარჯიში და შრომა დგას — წესები და სპეციალური რუტინა, რაც პატარა ასაკიდანვე ყალიბდება. სწორედ ამაზე ზრუნავს „სერვალი” — ქუთაისში დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი, რომელიც მომავალი თაობის ფეხბურთელებს ზრდის და პატარა ასაკიდანვე ეხმარება ჰობის პროფესიად ქცევაში.

ყველაფერი 2022 წელს დაიწყო, როცა ოთხმა ფეხბურთელმა: გიორგი გურულმა, თემურ ხაბურძანიამ, ბექა ჩხეტიანმა და თამაზ ბაბუნაშვილმა კლუბის შექმნა გადაწყვიტა.

„ოთხივე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდით ფეხბურთს, უმაღლეს და პირველ ლიგას. ერთ დღეს კი გაგვიჩნდა სურვილი, ბავშვებისთვის გვესწავლებინა თამაში. თან ის ყველაფერი მიგვეცა მათთვის, რაც თავად გვაკლდა თავის დროზე. ვფიქრობდით, რისი გაკეთება შეგვეძლო მომავალი თაობისთვის — ასე მოვუყარეთ თავი დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებასა და სურვილებს, რომლებიც პირადად არ აგვხდენია”, — აღნიშნავს თამაზ ბაბუნაშვილი.

კლუბის დაარსების საწყის ეტაპზე მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის ერთიანად თავმოყრა, შემდეგ კი სხვებისთვის გაზიარება იყო მთავარი ამოცანა. თუმცა განვითარებასთან ერთად, ხედვისა და სურვილების არეალი გაფართოვდა, რასაც ფინანსურ შესაძლებლობების ხელშეწყობაც სჭირდებოდა.

 „სწორედ აქ გამოჩნდა თიბისი მთავარ მხარდაჭერად – თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით შევიძინეთ მიწა, 15 000 მ2, რაც “სერვალის” განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იყო”, – აღნიშნავს თამაზ ბაბუნაშვილი.

ამჟამად, ლიცენზირებული მწვრთნელებისა და შესაბამისი გარემოს მეშვეობით, პატარა ფეხბურთელები ყველაფერს სწავლობენ, რაც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო.

®

ბრაზილიის პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღკვეთა

ბრაზილიაში ამერიკელი მომღერლის, ლედი გაგას კონცერტზე ტერაქტის მცდელობა აღკვეთეს.

ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

„სამოქალაქო პოლიციამ ლედი გაგას კონცერტზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღკვეთა“, – ნათქვამია რიო-დე-ჟანეიროს შტატის პოლიციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ცნობით, თავდასხმა “სიძულვილის ენისა” და თინეიჯერების რადიკალიზაციის გამავრცელებელი ჯგუფის მიერ იყო დაგეგმილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეები ახდენდნენ ადამიანების გადაბირებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნების, ორგანიზებული თავდასხმების განსახორციელებლად, ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დაჯგუფება თავს ლედი გაგას გლობალური გულშემატკივრების ნაწილად მიიჩნევს, რომლებიც თავიანთ თავს “პატარა მონსტრებს” უწოდებენ.

გავრცელებული ცნობებით, გამოძიების ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღის არალეგალურად შენახვისთვის ერთი ადამიანი დააკავეს, რომელსაც ჯგუფის ლიდერად მიიჩნევენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ლედი გაგას კონცერტს, რომელიც რიო დე ჟანეიროს კოპაკაბანის სანაპიროზე 3 მაისს გაიმართა,  2.1 მილიონი ადამიანი დაესწრო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს

x

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ კლინიკა „ვივამედში“ 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი პენიტენციურ სამსახურს ჯერ არ გაუკეთებია.

პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მიაწოდა. ადვოკატის თქმით, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში” დაზიანებებით იანვრის თვეში გადაიყვანეს.

ადვოკატის განმარტებით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.

რაც შეეხება თავად იოსებ გორგაძეს, მას ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს „MEGOBARI აქტს“ განიხილავენ, – ინფორმაციას წარმომადგენელთა პალატა ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი მიმდინარე წლის 27 მარტს დაუჭირა.

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, მიმდინარე წელს კი 119-ე მოწვევის კონგრესში ხელახლა წარადგინა კონგრესმენ სტივ კოენთან [დემოკრატიული პარტია], კონგრესმენ რიჩარდ ჰადსონთან [რესპუბლიკური პარტია] და კონგრესმენ მარკ უიზისთან [დემოკრატიული პარტია] ერთად. კონგრესმენების განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და სხვა საკითხებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

რუსეთს უკრაინის ნაწილი არ სჭირდება, მას მთელი უკრაინა სურს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთის დათმობა მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა.

NBC News-თან ინტერვიუში მას ჰკითხეს, თუ რაზე მოუწევდა თავად მოსკოვს დათმობა, რადგან არსებობს მრავალი ინფორმაცია, რომ უკრაინას მოუწევს თავისი ტერიტორიის ნაწილის დათმობა. პასუხად, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს „მოუწევს მთელი უკრაინის დათმობა“:

„იმიტომ, რომ რუსეთს მთელი უკრაინა სურს. და რომ არა ჩემი ჩარევა, ისინი ახლა მთელი უკრაინისთვის იბრძოლებდნენ. რუსეთს ის ნაწილი არ სჭირდება, რაც ახლა აქვს. რუსეთს მთელი უკრაინა სურს. და მე რომ არა, ისინი გააგრძელებდნენ“, – თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, ევროპელმა ლიდერებმა მას არაერთხელ სთხოვეს პუტინთან დარეკვა, რადგან ის მათ ზარებს არ პასუხობდა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრანაციონალისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით.

რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან.

„ეს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, რუმინული ღირსების გამარჯვებაა. ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვისაც არ დაუკარგავს იმედი და ვისაც კვლავ სჯერა თავისუფალი, დაფასებული და სუვერენული რუმინეთის“, – განაცხადა სიმიონმა.

პოლიტიკური მკვლევარების აზრით, სიმიონის გამარჯვებამ შესაძლოა, რუმინეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს და შეამციროს ინვესტიციები. ჯორჯე სიმიონი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ და აცხადებს, რომ იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ მოძრაობის იდეებს.

შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 მაისს ქუთაისში დღისით +20 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +20, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +19 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სავარაუდოდ წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმას ამინდს ელოდებიან, დღისით +13, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. 

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გორგაძე კლინიკაში გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სასტიკად ნაცემი 30 იანვარს მოათავსეს.

„წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამძიებს სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო“, – აცხადებს ადვოკატი.

ღურწკაიას თქმით, პაციენტი ციხეში სასისკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.

ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.

შესაძლოა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი აღმოჩნდეს -დონალდ ტრამპი

J

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის ძლიერი სიძულვილის გამო შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

ეს განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლოს იყო ერთ მხარესთან, მაგრამ მეორესთან – არა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რომელ მხარესთან ვერ მიაღწია შეთანხმებას, რუსეთთან თუ უკრაინასთან.

„ძალიან ახლოს ვიყავი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასთან ერთ მხარესთან. მაგრამ არა მეორესთან. ახლა არ დავაკონკრეტებ რომელთან, ეს მძიმე სამუშაოა. იყო მომენტები, როდესაც ახლოს ვიყავი იმ აზრთან რომ უარი მეთქვა შუამავლის როლზე, რომ მეთქვა კარგი, გააგრძელეთ სისულელე და გააგრძელეთ ომი. მაგრამ ამის ფონზეც რაღაც პოზიტიურიც ხდება. ამასთან შესაძლოა, ზავი შეუძლებელი იყოს… რომ იცოდეთ, ამ ორ კაცს, ზელენსკისა და პუტინს შორის, აგრეთვე, ზოგიერთ ჯარისკაცს შორის არსებობს უზარმაზარი სიძულვილი. გენერლებს შორის. ისინი, სამი წელია, სასტიკად ომობენ“, – განაცხადა ტრამპმა.

თბილისის ნაწილს წყალი არ მიეწოდება – ცნობილია, წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი

კომპანია GWP-ის ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება. მათივე ცნობით, წყალმომარაგების აღდგენის გრაფიკი ქუჩების მიხედვით ასეთია:

საბურთალო, გიორგი მიროტაძის ქ. N15 ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 19:15-დან 5/5/2025 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ბოჭორიშვილის, კოსტავას 75-ს კორპუსებს, მიროტაძის ქუჩას და სააკაძის I გასავალს;

სამგორი, ვარკეთილი 3, 4 მკ-რ. N409-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 17:45-დან 5/5/2025 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3, 4 მკ-რ. N410-N425 (ყველა ნომერს) ნაზი შამანურის ქუჩას;

ნაძალადევი, ზღვის უბანი, 11 მკ-რ 2 კვ. N34-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო, წყალმომარაგება შეწყდა ავარიულად. წყალმომარაგება აღდგება 05/05 01:00 მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბანი, 11 მკ-რ 1 კვ, N7, 7ა, 8, 9, 10, 11, 12, 12ა, 13, 14, 15, 15ა, 16, 16ა, 16ბ, 20, “ა” და “ბ” კორპუსებს გოჩა ჩოგოვაძის ქუჩას. ზღვის უბნის 11 მ/რ 2 კვ 22, 23, 33, 37, 40, 40ა,40ბ;

მთაწმინდა, დაბა შინდისი, მ. ნაკაშიძის ქ. N1-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 16:20 დან 5/5/2025 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნაკაშიძის ქუჩას კოჯრის გზატკეცილს, ჭავჭავაძის 1-33 ყველას, ჭავჭავაძის 1 – 2 შესახვევი, 09 აპრილის ქუჩა, მეზურნიშვილის ქუჩა, ე. ჭავჭავაძე, ბარათაშვილი შესახვევებით ლორთქიფანიძე, მასვეტაშვილი, ფაზისი კოლხეთის ქუჩები ჯავახიშვილის ქ 2-20;

ნაძალადევი, ზღვის უბანი, 11 მკ-რ 2 კვ. N34-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 14:50-დან 5/5/2025 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ზღვის უბნის 11 მ/რ 2 კვ. 20, 21, 22ა, 22ბ, 23ა, 23ბ, 24, 25, 26, 27, 28, 28ა, 29, 30, 32, 32ა, 33ა, 36, 36ა, 38, 39 კორპ;

წყნეთი, (წყნ),სოფ. ახალდაბა N1-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 14:20-დან 5/4/2025 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. ახალდაბა;

სამგორი, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქ. N6-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 14:00-დან 5/5/2025 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვარკეთილი 3 ის I მიკრორაიონს სრულად, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა, სუხიშვილის, კოტეტიშვილის და კუპრაძის ქუჩებს.ჯავახეთის ქ. 68 ვარკეთილის 2 მიკროს 2 -10 კენებიც და ლუწებიც;

ნაძალადევი, დეპოს ქ. N5-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 5/4/2025 13:30-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წმინდა მელქისედეკი, საყვირი, დეპო, კავთისხევი, სვანეთი, ხევსურეთი, ლეჩხუმის ქუჩებს.

ისანი, ოდისეი დიმიტრიადის ქ. N2-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 12:30-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნავთლუღის ქუჩა N1-N15 (კენტები) , ოდისეი დიმიტრიადის (ყოფილი კახეთის შესახვევი), კონტროლის პალატას;

საბურთალო, სოფ.დიღომი, დ. სარაჯიშვილის ქ. N28-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 11:50-დან 5/4/2025 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიდგორი და დავით სარაჯიშვილის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, თევდორე ტირონის, ზაქარია სარაჯიშვილის, ალექსანდრე ვაჩეიშვილის, დავით მარინაშვილის ქუჩებს.

გლდანი, ბარისახოს ქ. N18-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 5/4/2025 11:45-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მანაგაძის, ბიჭვინთის, სკოლის, ბარისახოს და ხანძთელის ქუჩებს.

გლდანი, გლდანის მასივი, 5 მკ-რ, N19 ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 5/4/2025 11:15-დან 5/4/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის მასივი, 5 მკ-რ, N19ა, N20.

,,ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება 2026 წლამდე იგეგმება”- ჩეხეთის პრეზიდენტი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება 2026 წლამდე იგეგმება.

ჩეხეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მიმდინარე წელს „ჩეხური ინიციატივის“ ფარგლებში უკრაინისთვის 1,8 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემას გეგმავენ.

პაველის თქმით, თუ საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება, უკრაინა შეძლებს ამ ჭურვებით თავისი მარაგების შევსებას.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ საარტილერიო ინიციატივა და უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობის ჭურვების მიწოდების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი პირობა, რომელიც რუსეთს მიიყვანს იმ აზრამდე, რომ ამ ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პირად ცხოვრებაში, სასიამოვნო ცვლილებების ალბათობაა, მიენდეთ გულს და შესაძლოა, თქვენს გატაცებას ნაყოფიერი დასასრული ჰქონდეს.

კურო

კარგია, თუ დღეს ეცდებით, განაწყენებული ადამიანები შემოირიგოთ. შეცვალეთ გარემო, ატმოსფერო თქვენს ირგვლივ, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ, ბევრი რამ თქვენზეა დამოკიდებული.

ტყუპები

პირად საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა, მეტად სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამ მოგიწიოთ, ან გადაწყვიტოთ, რომ წინ უკეთესი პერსპექტივები გექნებათ და წერტილი დაუსვათ ახლანდელ ურთიერთობას.

კირჩხიბი

მოულოდნელად შესაძლოა, ჰორიზონტზე გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თქვენში დიდ ინტერესს იწვევდა, ასევე, შესაძლოა, აღმოაჩინოთ რომ მასთან საერთო ინტერესებიც გაერთიანებთ.

ლომი

მეტად დაისვენეთ და შეეცადეთ, გამხიარულდეთ. იურთიერთეთ სასიამოვნო და უფროს ადამიანებთან, გამოიყენეთ მათი ცოდნა და გამოცდილება.

ქალწული

პირადი და სოციალური ცხოვრება მეტად საინტერესო და მაცდურია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ თქვენს ახლობელ ადამიანებს. სიყვარულის მაძიებლებისთვის კი ახალი ნაცნობობა შესაძლოა, საინტერესოდ განვითარდეს.

სასწორი

სიმშვიდე და წესრიგი თქვენი განწყობის მამოძრავებელი ძალაა, არის ალბათობა, დაინტერესდნენ თქვენი პერსონით. თუ მეწყვილე არ გყავთ, ამ დღეს კარგი შანსი გეძლევათ.

მორიელი

ნუ გასცემთ ისეთ დაპირებებს, რომელსაც ვერ შეასრულებთ, ნუ აუბნევთ გზას სხვებს, მეტი სიცხადე შეიტანეთ თქვენს სურვილებში.

მშვილდოსანი

ეს დღე ხელს უწყობს ახალ ნაცნობობას, გამონახეთ დრო რაიმე სიახლისთვის, გახალისდით, აიმაღლეთ გუნება-განწყობა.

თხის რქა

პირად საქმეებში წარმატებების ალბათობა მატულობს, ელოდეთ მეგობრების თანადგომას, ვარსკვლავების რჩევა – თქვენს პირად ცხოვრებასა და საიდუმლოებებში ნუ ჩარევთ ახალ ნაცნობებს.

მერწყული

სიფრთხილე გამოიჩინეთ ახალ ნაცნობებთან და იზრუნეთ თქვენს ირგვლივ კომფორტული გარემოს შექმნაზე.

თევზები

უფრო მეტი სასიკეთო საქმეების გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. თქვენი მოპოვებული ინფორმაციითა და ძალისხმევით შეძლებთ უსიამოვნო მოვლენების აღკვეთას. იზრუნეთ საკუთარ თავზეც.