Home Blog Page 4

აშშ-ის ადმინისტრაციას “მეგობარი აქტზე” არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია, ამის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ ადმინისტრაციის მიმართაც -ირაკლი კობახიძე

აშშ-ის ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალაშია გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ“.

„კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი – ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც არის მტრულად გამსჭვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა „მეგობარის“ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა, მტერი კი – მეგობარი. სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეული ვართ და ამდენად, „მეგობარი აქტზე“ საერთოდ არ გავამახვილებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას „მეგობარი აქტზე“ არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო, ეს კანონი ამცირებს ქართველი ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა“, –  აღნიშნულია ღია წერილში.

“ჰამასმა” აშშ-ის მოქალაქე, ისრაელელი სამხედრო, ედან ალექსანდერი გაათავისუფლა

დაჯგუფება ჰამასმა შეერთებული შტატების მოქალაქე, ისრაელელი სამხედრო, ედან ალექსანდერი გაათავისუფლა. 21 წლის ჯარისკაცი ისრაელის სამხედრო ბაზაზე ჩაიყვანეს, სადაც მას შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეც. წარმომადგენელი სტივ უიტოფიც დახვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 19-თვიანი მძევლობიდან გათავისუფლებული სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი ბოლო ამერიკელი იყო.

დაჯგუფების მძევლად 58 ადამიანი რჩება, თუმცა სხვადასხვა ცნობით, მათგან ცოცხალი სავარაუდოდ, მხოლოდ 24-ია. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ედან ალექსანდერის გათავისუფლება ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკების აღდგენის მიზნით, კეთილი ნების გამოხატულებაა.

მძევლის ისრაელში დაბრუნებას ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და წარმატებული შუამავლობისთვის დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.

რატომ არ არის მზად ვლადიმერ პუტინი იარაღის დაყრისათვის – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არ არის მზად ვლადიმერ პუტინი იარაღის დაყრისათვის“ (ავტორი – ადრიან ბლომფილდი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის ირგვლივ ბოლო დღეებში მომხდარი მოვლენებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იწყება მორიგი თამაშები ომის მონაწილეებისა და ომის ზღვარზე მყოფი ქვეყნების მონაწილეობით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პირადად შეხვდეს მოსალაპარაკებლად თავის მტერს – რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს სტამბოლში. პრონლემა ისაა, დაჯდება თუ არა კრემლის ბინადარი თავისი მოწინააღმდეგის პირისპირ.

ვლადიმერ პუტინმა სადღესასწაულო ზეიმისა და დაძაბული დიპლომატიური „უიკენდის“ შემდეგ, როცა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებს შეუერთდა კიევში, როგორც იქნა, თავისი სვლა გააკეთა.

მაგრამ რუსეთის ლიდერმა ყურადღება არ მიაქცია ევროპის მოთხოვნას – ცეცხლის 30-დღიან დაუყონებლივ შეწყვეტაზე და იმ მუქარას, რომ თუ ცეცხლას არ შეწყვეტდა, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდებოდა. ამის ნაცვლად მან შემხვედრი წინადადება წამოაყენა: პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის თურქეთში, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

ევროპის დედაქალაქებში მცირე იმედი აქვთ, რომ რაიმე დიპლომატიური გარღვევა მოხდება – ისეთი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს, თუმცა ყურადღება მივაქციოთ ერთ მომენტს: ეს არ არის დათმობა ვლადიმერ პუტინის მხრიდან. ეს არის მანევრი, რომელმაც ამჟამინდელ სიტუაციაში თეთრი სახლის მხარდაჭერა დაიმსახურა.

წინ, წარსულისაკენ?!

აშკარად ჩანს ვლადიმერ პუტინის წინადადების არსი: ორივე მხარე ბრუნდება იმ პოზიციებზე, რომლებიც მათ სრულმასშტაბიანი ომის პირველ თვეებში – 2022 წლის მარტ-აპრილში ჰქონდათ დაკავებული. იმ დროს ვლადიმერ პუტინი მოხარული იყო იმით, რომ მისი ემისრები სტამბოლში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ უკრაინის კაპიტულაციის პირობების თაობაზე.

თურქეთში გამართული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ მომზადდა დოკუმენტი – „სტამბოლის კომუნიკეს“ სახელწოდებით – რომლის თანახმად, უკრაინა გამოაცხადებდა მუდმივ ნეიტრალიტეტს, უარს იტყოდა თავის ამბიციურ მიზანზე – ნატოს წევრობაზე და დათანხმდებოდა ტავისი შეიარაღებული ძალების მკვეთრ შემცირებაზე. სამაგიეროდ, კიევი მიიღებდა უსაფრთხოების გარანტიებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისაგან – დიდი ბრიტანეთისგან, საფრანგეთისგან, აშშ-სგან, ჩინეთისა და რუსეთისაგან.

თავის მხრივ კიევმა გაიხსენა, თუ რა ფარატინა ქაღალდს წარმოადგენს მსგავსი დაპირებები – 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის მაგალითზე, როცა ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ გაეროს უშისროების საბჭოს იგივე წევრებმა უკრაინას ტერიტორიისა და საზღვრების ხელშეუხებლობა აღუთქვეს – და კრემლის შეთავაზებაზე თავაზიანი უარი განაცხადა.

„ჯერ ქვემეხები უნდა დადუმდნენ“

კრემლის წარმომადგენლებმა თავიანთ განცხადებებში მიანიშნეს: რუსეთი ელოდება, რომ უკრაინა ადრე უარყოფილ სტამბოლის კომუნიკეს დაუბრუნდება და ახალი მოლაპარაკებისათვის ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტად ჩათვლის. გარდა ამისა, კრემლის ჩინოვნიკის იური უშაკოვის თქმით, „მოლაპარაკების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია“, რაც იმას გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს ტერიტორიულ დანაკარგებზე, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, კიევი მძიმე ბედს უნდა შეურიგდეს – კერძი, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ არის შეთავაზებული, იმაზე ნაკლებად გემრიელია, რომელიც 2022 წლის მარტ-აპრილში იყო.

რასაკვირველია, პუტინის შეთავაზების ნეგატიური ფონი ევროპელმა ლიდერებმაც შეამჩნიეს: საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ რუსი ლიდერი დროის გაჭიანურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კრემლი განგებ ცდილობს ათასგვარი ხრიკით ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება გაურკვეველი დროით გადადოს. ფრიდრიხ მერცი, გერმანიის ახალი კანცლერი, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წამოყენებული წინადადების მომხრეა: ჯერ ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი მოლაპარაკება. „ჯერ ქვემეხები უნდა დადუმდნენ, შემდეგ კი მოლაპარაკება დაიწყება“, – თქვა მან.

მაგრამ იმ დროს, როცა ევროპელები იმედოვნებდნენ, რომ ერთიანი ფრონტით გამოვიდოდნენ, მისტერ დონალდ ტრამპს სულ სხვა გეგმები ჰქონდა: აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ძალიან მოხარული იყო მიეღო ვლადიმერ პუტინის ისეთი პოზიცია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას უარყოფდა და დაუყონებლივ მხარი დაუჭირა კრემლის შემხვედრ წინადადებას. თეთრის სახლის ოვალური კაბინეტიდან მან კვლავ ზეწოლა განახორციელა ვოლოდიმირ ზელენსკიზე და სოციალურ ქსელში მას პუტინის წინადადებისადმი „დაუყონებლივი“ დამორჩილებისაკენ მოუწოდა.

უკრაინის ლიდერმა შეხვედრის ვალდებულება ყოველგვარი ხმაურისა და აჟიოტაჟის გარეშე იკისრა. იგი ცდილობს, რომ თეთრ სახლში მომხდარი პოლიტიკური ინციდენტის შემდეგ ყველა ბარიერი გადალახოს, აშშ-ის პრეზიდენტ ყველაფერში დაეთანხმოს და ამით დონალდ ტრამპს იმ იმედით მიანიშნოს, რომ სწორედ რუსეთი ქმნის ბარიერებს მშვიდობის გზაზე. ამიტომაც მან განაცხადა, რომ მზად არის 15 მაისს სტამბოლში პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს.

კრემლი უხერხული მდგომარეობაში?!

მართლაცდა, რუსეთის ლიდერი უხერხულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. ერთი მხრივ, მას თითქოს მომგებიანი პოზიცია აქვს ბრძოლის ველზე და შესაბამისად, იგი თავის ემისრებს სტამბოლში იმ იმედით გაგზავნის, რომ უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულებს და თუ კიევი არ დათანხმდება, კრემლი ამის რეკლამირებას მოახდენს – აი, ვინ აბრკოლებს ომის შეწყვეტასო და დონალდ ტრამპს მიანიშნებს, რომ მოსკოვი ყველაფერს ცდილობს, კიევი კი წინააღმდეგია.

ვლადიმერ პუტინის ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა კი სულ სხვა საქმეა: ეს ნიშნავს, რომ მხარეები თანასწორუფლებიანები არიან და პუტინს გაუჭირდება თავისი არგუმენტების დაცვა, რომ მისი უკრაინელი კოლეგა უკანონო დიქტატორია, რომლის ქმედება ნაცისტების ქცევას მოგვაგონებს.

გარდა ამისა, თანასწორუფლებიანი მხარეების პირდაპირი მოლაპარაკება მოითხოვს კონკრეტულ და ორივე მხარისათვის მისაღებ შედეგებს. ორი ლიდერი, ჩვეულებრივ, არ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ერთი მეორისაგან უსიტყვო კაპიტულაციას ითხოვს.

უეჭველია, რომ ამჟამად სერიოზული კონტაქტები მიდის კულისებსმიღმა არხებით. ევროპელი დიპლომატების განცხადებას, რომ უახლოესი დღეები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, შეიძლება საფუძველი მართლაც აქვს. და თუ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში მართლაც გამოჩნდება, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სამშვიდობო გარიგების დადების შანსები ნამდვილად დიდია.

ან შეიძლება ეს ყველაფერი მხოლოდ „სასურველ სინამდვილედ“ ჩავთვალოთ. ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპისაგან მნიშვნელოვანი ქულა მიიღო, როცა თეთრმა სახლმა კიევს კრემლის წინადადებაზე დათანხმებისაკენ მოუწოდა. მაგრამ კითხვა, რომელზეც პასუხი არ არის, გამოიხატება შემდეგში: რატომ გადაწყვიტა ტაქტიკის შეცვლა კრემლმა მაინცდამაინც ახლა?

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ევროკავშირი ჩინეთზე უარესია – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივების განხილვისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთზე უარესია, – ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

„ევროკავშირი, მრავალი თვალსაზრისით, ჩინეთზე უარესია. ისინი მნიშვნელოვნად დაეშვებიან. უყურეთ. ყველა კარტი გვაქვს. ისინი ძალიან უსამართლოდ გვექცევიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრაპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონი და პეკინი ორმხრივი ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირებასა და სავაჭრო ომის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირმა კი ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ საქონელზე ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების მოხსნის მიზნით ვაშინგტონთან მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.

Politico წერს, რომ, ტრამპის ეს განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული კომენტარისგან, როდესაც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ფანტასტიკური ადამიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მალე შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 მაისს ქუთაისში დღისით +19 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +18 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმას ამინდს ელოდებიან, დღისით +12, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნებ

ყველა ადამიანი, ვინც კი დაარღვევს კანონს, პასუხისმგებელია გარკვეული ზომით, მაგრამ როცა ამაში უცხოელი მონაწილეობს, რასაკვირველია საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება მისი ქვეყნიდან გაძევების -ვოლსკი

ყველა ადამიანი ვინც კი დაარღვევს კანონს, პასუხისმგებელია გარკვეული ზომით, მაგრამ როცა ამაში უცხოელი მონაწილეობს, რასაკვირველია საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ეს უცხოელი გააძევოს ქვეყნიდან, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მან ისაუბრა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე.

„ფაქტებმა იმატა, როდესაც უცხოელები ახლა აღმოსავლეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ და უერთდებოდნენ იმ პროცესებს, რომელიც პირდაპირ შეტევას გულისხმობდა ხელისუფლებაზე. ყველა ადამიანი ვინც კი დაარღვევს კანონს, პასუხისმგებელია გარკვეული ზომით, მაგრამ როცა ამაში უცხოელი მონაწილეობს, რასაკვირველია საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ეს უცხოელი გააძევოს ქვეყნიდან და დააწესოს კონკრეტული რეჟიმი მისთვის შემოსვლის, ან არ შემოსვლის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც იგი ბოროტებას ჩადიოდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღეს განიხილება. აღნიშნული პაკეტი 18 კანონპროექტისგან შედგება. ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა და თანამდებობის პირის შეურაცხყოფა, საქართველოდან მის გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის 3 წლამდე ვადით აკრძალვას გამოიწვევს.

13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე შეგიძლიათ, მიუძღვნათ შემოქმედებით საქმიანობას, დაიწყეთ რომანის, ან მოთხრობების წერა, ან თუნდაც დისერტაციაზე მუშაობა, რადგან თქვენში მატულობს შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარები.

კურო

გამოიყენეთ ეს დღე მიწასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. მიხედეთ ბაღს, ნაკვეთს, კარ-მიდამოს, გადარგეთ ყვავილები. დაიწყეთ სახლის რემონტი, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.

ტყუპები

დაკავდით მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებით, გადახედეთ ხელშეკრულებებს. დაიცავით ზომიერება კომუნიკაციებში და ნუ გათქვამთ თქვენს გეგმებს.

კირჩხიბი

შესაძლოა, თქვენი ხელგაშლილობა და დიდსულოვნება არასწორად გაიგონ და ამპარტავნებად ჩაგთვალონ. იყავით ზომიერი და იმოქმედეთ გონივრულად.

ლომი

ყოველთვის არ არის გამართლებული, ყველაფერი დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ, გახსოვდეთ, რომ საკმაოდ გავლენიანი და ძლიერი ადამიანები მზად არიან, დახმარებისა და თანადგომისთვის.

ქალწული

შემოსავლების მხრივ, ნაყოფიერი დღეა, მაგრამ საჭიროა, მეტი გონიერება გამოიჩინოთ რათა სწორად გადაანაწილოთ ფინანსები აუცილებელი საჭიროებისთვის და უაზროდ არ გაფლანგოთ სხვადასხვა წვრილმანზე.

სასწორი

შესაძლოა, გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც საქმეს წამოიწყებთ, ან შეძლებთ გაყიდოთ ის, რის გაყიდვასაც დიდი ხანი ვერ ახერხებდით. ასევე, შესაძლოა, ძველი გარიგებიდან კარგი თანხა მიიღოთ.

მორიელი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური დოკუმენტების გაფორმებისას, შესაძლოა, უარი თქვათ ძველი გეგმების ნაწილზე, რადგან უკეთესი შესაძლებლობები გამოჩნდება. საღამო გაატარეთ ოჯახურ გარემოში.

მშვილდოსანი

მოერიდეთ მაკონტროლებელ ურთიერთობებს. გადახედეთ თქვენს გეგმებს, შეიტანეთ კორექტივები, რათა თავიდან აიცილოთ სიძნელეები და უსიამოვნო შენიშვნები.

თხის რქა

ნუ გაგიტაცებთ იოლი ფულის შოვნის ცდუნება. უფრთხილდით თაღლით ადამიანებს. ნუ გარისკავთ, ავანტიურული მოქმედება მალე გამოაშკარავდება.

მერწყული

დღეს, მეტად პრაქტიკული თვისებებით გამოავლენთ საკუთარ თავს, მკაცრად და მტკიცედ განსაზღვრავთ საოჯახო საქმეებისთვის ფინანსურ ხარჯებს. ზედმეტი არ მოგივიდეთ და დასვენებისთვის დრო გამონახეთ.

თევზები

სანამ სხვები ფიქრობენ, თქვენ უკვე პროექტების განხორციელებას შეუდგებით. განწყობა და ენერგია ამაღლებული გაქვთ. არ დაგავიწყდეთ, დასვენება აუცილებელია.

საქართველოში 16 მაისამდე დროგამოშვებით წვიმა იქნება შენარჩუნებული – ამინდის პროგნოზი

16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 

,,ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა – სად მიდის თანხა?”- ტიერი მარიანი

ყველა ევროპულ ინსტიტუტში დაისვა კითხვა – სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის, მგონი ცოტა. მომზადებულია აუდიტის ანგარიში, რომელიც ბევრისთვის ტრაგედიაა, – განაცხადა ევროპარლამენტმა, ტიერი მარიანმა „ქრონიკასთან“ „ენჯეოების“ დაფინანსების საკითხზე საუბრისას.

მან დაფინანსების გამჭვირვალობის დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველაფერი დაიწყო „კატარგეითით“, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ კატარი არასამთავრობოების საშუალებით კორუფციაში იყო ჩართული. ეს იყო ტრავმა ძალიან ბევრი პოლიტიკოსისთვის ევროპარლამენტში.

რამდენიმე თვის წინ იყო მორიგი სკანდალი პროგრამა „ლაიფი“. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ერთი ევროკომისარი აძლევდა თანხას არასამთავრობო ორგანიზაციას მხოლოდ იმისათვის, რომ კომპლიმენტები ეთქვა მის პროგრამაზე. ამის შემდეგ დაისვა კითხვა ყველა ევროპულ ინსტიტუტში – სად მიდის თანხა? ვსაუბრობთ 7,4 მილიარდ ევროზე 2021- 2023 წლებში. 7 მილიარდი არ არის მგონი ცოტა. მომზადებულია ანგარიში აუდიტის, რომელიც ტრაგედიაა ბევრისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ვაძლევთ ყველას ფულს და არანაირი კონტროლი არ გვაქვს ამ დაფინანსებაზე.

რადგან ვაფინანსებთ, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგადაა. აუდიტი ამბობს, რომ არაა მკაფიო სურათი. არაა აღწერილი, ვინ რა გააკეთა, ვინ რაში მოიხმარა და ასევე ნათლად არაა განსაზღვრული საერთოდ, რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია. არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, როდესაც არასამთავრობო ნეიტრალურია და კარგად ასრულებს მოვალეობას, მაგრამ არის არის შემთხვევები როდესაც სხვადასხვა ქვეყნის საქმეში ერევიან. ზოგჯერ „ენჯეოა“ და ამ დროს კომპანიაა. უნდა ვიცოდეთ, რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია.

საბოლოო ჯამში, არაა გამჭვირვალობა. ვინც ძალიან დიდ თანხას იღებს, მათზე რეგულაცია მოქმედებს და მეტ-ნაკლებად არის გამჭვირვალეობის სურათი, მაგრამ პატარა არასამთავრობოებზე, რომლებიც მაგალითად, ზოგჯერ იღებენ 10 მილიონს, მათზე არაფერია აღრიცხული. ეს ნიშნავს, რომ არაა გამჭვირვალობა. აბსოლუტურად არაა სწორი ინფორმაცია.

მინდა საქართველოზე მოგცეთ ასევე ინფორმაცია. საქართველოში არასამთავრობოებმა 2019-2024 წლებში ევროკავშირიდან მიიღეს 46 მილიონი ევრო 47 პროექტისთვის. ანუ გამოდის, რომ თითქმის, 1 მილიონი ევრო იყო თითოეულზე გათვალისწინებული. ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა – 8,6 მილიონი ევრო. არ გვაქვს დეტალური ინფორმაცია. დემოკრატიული მონაწილეობა და მედია -8 მილიონი. დიდი თანხაა, შეგიძლია, ბევრ რამეს მოახმარო.

დანარჩენი პროექტებია – ბიზნესი და განვითარება, სამართლებრივი განვითარება – მოგეცით 1 მილიონზე მეტი და არ ვიცით ზუსტად, რაში ან რატომ?

უკრაინაში ომის შემდეგ ევროკავშირში მივხვდით, რომ ძალიან მდიდრები არ ვართ, გვჭირდება ბევრი ფული და დროა, კონტროლის იმ თანხაზე, რასაც გავცემთ.

გვჭირდება უფრო მეტი რეგულაცია, უფრო მეტი ტრანსფარანტულობა, მეტი კონტროლი, ინფორმაცია – ეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ახალი სკანდალი. მე, მაგალითად, საფრანგეთზე შემიძლია გითხრათ, გვაქვს სია „ენჯეოების“ და ყოველწლიურად ვიცით, რა თანხას იღებენ.

თითოეულ არასამთავრობოს შეუძლია სხვადასხვა წყაროდან ერთდროულად მიიღოს თანხა, სხვადასხვა სამინისტროდანაც და ამიტომ მკაფიო უნდა იყოს. წიგნი გამოდის, სადაც ყველაფერი წერია. ეს საჭიროა, რადგან ზოგმა დეპარტამენტმა არ იცის, თუ მეორე დეპარტამენტმა რა დაფინანსება გაიღო. კარგია არასამთავრობოების დაფინანსება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ყველაფერი, რათა არ მოხდეს არამიზნობრივად დახარჯვა და არ გამოიყენონ არასამთავრობოები იარაღად“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ

უკრაინაში ყველა ჩვენგანს უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში, ეს სწორი იდეაა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწროს თურქეთში 15 მაისს რუსულ-უკრაინულ შეხვედრას. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხში დაწერა.

მანამდე, ცოტა ხნით ადრე ტრამპმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შესაძლოა, 15 მაისს თურქეთში ჩავიდეს.

„ახლახან მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები. მე მხარი დავუჭირე დონალდ ტრამპის იდეას ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ – საკმარისად ხანგრძლივი, რათა დიპლომატიას მისცეს საფუძველი. ჩვენ ეს გვინდა, ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ ჩვენი მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა. მე მხარი დავუჭირე პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. გულწრფელად ვთქვი, რომ შეხვედრისთვის მზად ვარ. მე თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს, რუსები ამ შეხვედრას თავს არ აარიდებენ და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს უკრაინაში უნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იყოს ჩვენთან ერთად თურქეთში ამ შეხვედრაზე. ეს სწორი იდეაა. ბევრის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია, უმასპინძლოს შეხვედრას უმაღლეს დონეზე. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა: „რუსეთსა და უკრაინას შორის 15 მაისს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს, ვფიქრობ სტამბოლში ჩაფრენაზე“.

„მზაობაა, რომ იტალიასა და ლუქსემბურგში საპარლამენტო საქმიანობა გავაღრმაოთ”- ლევან მახაშვილი

„მზაობაა, რომ იტალიასა და ლუქსემბურგში საპარლამენტო საქმიანობა გავაღრმაოთ, შემდეგი ვიზიტები და შეხვედრებიც დავგეგმეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ორმხრივი შეხვედრების დროს ვისაუბრეთ, თუ რა პროცესები ვითარდება საქართველოში, რა გეგმები გვაქვს, ევროკავშირთან, რუსეთთან, რეგიონში. მზაობაა, რომ იტალიასა და ლუქსემბურგში საპარლამენტო საქმიანობა გავაღრმაოთ და შემდეგი ვიზიტები და შეხვედრებიც დავგეგმეთ.

დაინტერესდნენ, რა მდგომარეობაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. რატომ არის ის ვითარება, სადაც ვართ. რაში ვხედავთ გამოსავალს და თავად რა შეუძლიათ გააკეთონ, ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის წინ წაწევისთვის.

სრული მზაობა გამოთქვეს, რომ თუ დახმარება შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს პარლამენტს დახმარება აღმოუჩინონ“, – განაცხადა მახაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებთან საუბრისას.

,,რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შესაძლო შეხვედრა სტამბოლში ძალიან მნიშვნელოვანია “- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 15 მაისს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შესაძლო შეხვედრას „ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა“.

ამის შესახებ მან მედიკამენტების ფასის შემცირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს თურქეთში შეხვედრამ შესაძლოა, კარგი შედეგები გამოიღოს. მჯერა, რომ ორი ლიდერი იქ იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ ჩაფრენაზე. არ ვიცი, სად ვიქნები ხუთშაბათს. ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს. თუმცა ვფიქრობ, იქ ჩაფრენაზე. ამის შესაძლებლობა არის, ვფიქრობ, რამე შეიძლება მოხდეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ხუთი ათასი სიცოცხლე კვირაში, სინამდვილეში უფრო მეტიც. როდესაც უყურებ ბრძოლის ველის სატელიტურ გამოსახულებებს, ყველგან მოწყვეტილი კიდურები და თავებია. აქვს ამას აზრი? ამას არავითარი აზრი არ აქვს. ასე რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა ვნახოთ, თუ შეგვიძლია ამ სისხლისღვრის დასრულება“, – განაცხადა ტრამპმა.

უახლოეს დღეებში დონალდ ტრამპს დაგეგმილი აქვს ვიზიტების საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში.