Home Blog Page 4

 ივლისში გვქონდა 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც საუკეთესო გზაა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ -პრემიერი

ჩვენ გვქონდა ივლისში 13%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, შვიდი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რეგიონის ქვეყნებს შორის.

„ჩვენთვის მთავარი არის სწორედ ამ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, რაც არის, ბუნებრივია, საუკეთესო გზა უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევისკენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად აამაღლებს კეთილდღეობის ხარისხს ჩვენს ქვეყანაში“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებული უკრაინის აქტიური მხარდამჭერი რაიან უესლი რუთია

CBS News-ის ცნობით, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებული რაიან უესლი რუთია.

მედიაში ვრცელდება ინფორმაციით, რომ რუთი უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების აგიტაციას ატარებდა. 2023 წელს მან New York Times-ს განუცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჩავიდა და ცდილობდა ავღანელი ჯარისკაცების რეკრუტირებას, რომლებიც „თალიბანს“ გაექცნენ.

არსებული ინფორმაციით, რუთს კრიმინალური ისტორია აქვს.

ფლორიდის პროკურორი ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ დაკავებულმა დუმილის უფლება გამოიყენა.

სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა შენიშნეს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ის გაიქცა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

ბუჩქებში სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ავტომატური იარაღი, ორი ზურგჩანთა და ვიდეოკამერა იპოვეს.

მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი.

„მოსწავლეებსა და სტუდენტებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მივულოცავ პირველ კლასელებს და პირველ კურსელებს ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება მათ ცხოვრებაში და ყველას მინდა ვუსურვო წარმატებები. წარმატებული სწავლა არის ცხოვრებაში წარმატების მიღწევის ყველაზე მყარი საფუძველი. აქედან გამომდინარე, ყველა ვუსურვებ ძალიან დიდი წარმატებებს სწავლაში.

ასევე პედაგოგებს მინდა, მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ამ თემას უკავშირდება და მინდა, მოგახსენოთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ-პრემიერი

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მერაბ დვალიშვილს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია.

„მინდა, მივულოცო მერაბ დვალიშვილს გუშინდელი უდიდესი წარმატება. ყველა თვალყურს ვადევნებდით ამ მნიშვნელოვან გამოსვლას, რასაც მთელი საქართველო ელოდა ძალიან დიდი ინტერესით და უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია, ქართველი იგებს UFC-ს, რაც არის უნიკალური მიღწევა და ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ სპორტულ ტალანტზე და ქართველების ნიჭზე მეტყველებს. უნდა აღინიშნოს, რომ მერაბს ამ წარმატებამდე ძალიან რთული გზა აქვს გავლილი და მისთვის ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია.

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.

 ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებას, კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინ არის ამ ქვეყანაში ომის პარტია, ვის სურს, ქვეყანა შეიყვანოს ქაოსში, დესტაბილიზაციაში -არჩილ თალაკვაძე

ერთადერთი, ვისაც აქვს სხვა ინტერპრეტაცია საქართველოს მშვიდობასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა არაფერში ენაღვლებათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადების მიმართ ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებზე. თალაკვაძის თქმით, ეს არის ყალბი აჟიოტაჟი, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, ვინ არის ომის პარტია.

„ყალბმა აჟიოტაჟმა, რომელიც მოჰყვა ჩვენი ლიდერების განცხადებას, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში ომის პარტია და ვის სურს, რომ ქვეყანა შეიყვანოს ქაოსში, დესტრუქციაში, დესტაბილიზაციაში და აქედან რაღაც პოლიტიკური შედეგი მიიღოს, უკანა კარით როგორმე შემოვიდეს პოლიტიკაში. ეს იგივე ხალხია, რომელიც ყველაფერზეა ხელის მომწერი, ოღონდ შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. ეს იგივე ხალხია, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას და საკუთარი ჯარისკაცები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. დღეს ჰყოფნით სინდისი, გამოდიან და კიდევ აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომლებმაც შევძელით ამ 12 წლის განმავლობაში მშვიდობის დაცვა, ეკონომიკის გაორმაგება, არსებითი პროგრესის მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე და, რაც მთავარია, დღეს საქართველო არის ყველაზე ახლოს იმ მომენტთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის შემდგომ, რომ, რაც მთავარია, საზოგადოების, პირველ რიგში, და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთლიანობა აღდგეს. გავერთიანდეთ და განვითარებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში ვიცხოვროთ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად. ეს არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, შერიგებით და არავითარი სხვა ინტერპრეტაცია ამ განცხადებებს არ შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც აქვს სხვა ინტერპრეტაცია, არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები.

„ერთადერთი, ვისაც აქვს სხვა ინტერპრეტაცია საქართველოს მშვიდობასთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლობისტები, რომელთაც ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის მშვიდობა არაფერში ენაღვლებათ და არ უღირთ. მათი ერთადერთი მიზანია, ქვეყანა როგორმე შეიყვანონ დესტაბილიზაციაში, ქაოსში და აქედან ისარგებლონ პოლიტიკურად, როგორმე სცადონ არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია, მინისტრმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა.

მინისტრმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს წევრ ვლადიმიერ ბოჟაძესთან ერთად, სკოლის ინფრასტრუქტურა და განახლებული შენობა დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,1100 მოსწავლეზე გათვლილი თბილისი 160-ე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ განახორციელა. რეაბილიტირდა ფასადი, სახურავი, სველი წერტილები, სასწავლო და ადმინისტრაციული ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, შიდა და გარე სპორტული მოედნები. პროექტის ფარგლებში დასრულდა გათბობის, წყალ-საკანალიზაციო, ელექტრო გაყვანილობის სისტემა.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 100-მდე საჯარო სკოლის მშენებლობა/ სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად 28 147 მოსწავლე სწავლას განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, გარემოში გააგრძელებს.

ამასთან, 2024 წლის შემოდგომაზე გამოცხადდება სახელმწიფო შესყიდვა 15 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტირებაზე და 23 სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე.

მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

2024-2025 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა.

2024-2025 სასწავლო წელს სკოლები სიახლეებით ხვდებიან – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.

საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელებმა და დამრიგებლებმა მიიღეს პორტაბელური კომპიუტერები.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან მოქმედებს მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სახელფასო სისტემა, რომლის მთავარი პრინციპი სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა. ახალი სახელფასო სისტემის ფარგლებში მასწავლებლის ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზარდა. კერძოდ, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზარდა“,-აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

შვებით ამოვისუნთქე, როდესაც შევიტყვე, რომ ტრამპი უვნებელია, დადებითად ვაფასებ საიდუმლო სამსახურის მუშაობას -ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დადებითად შეაფასა საიდუმლო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობის შემდეგ.

ბაიდენის თქმით, „შვებით ამოისუნთქა“, როდესაც შეიტყო, რომ ტრამპი უვნებელია.

„ჩემი გუნდისგან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფედერალური სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შესაძლო მკვლელობის მცდელობას. ეჭვმიტანილი დაკავებულია და მსურს, დადებითად შევაფასო საიდუმლო სამსახურის მუშაობა“,- აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო პოლიტიკური ძალადობა.

„როგორც მე არაერთხელ მითქვამს, პოლიტიკურ ძალადობას ან ნებისმიერ სახის ძალადობას არ აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. დავავალე ჩემს გუნდს, განაგრძონ იმის უზრუნველყოფა, რომ საიდუმლო სამსახურს ჰქონდეს ყველა საჭირო რესურსი, შესაძლებლობა და დამცავი მექანიზმი ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნა ბაიდენმა.

 მინდა დღეს მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით 50 ათასზე მეტ პირველკლასელს მივულოცო სწავლის დაწყება -გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. შესაბამისი განცხადება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თბილისის რეაბილიტირებულ 160-ე სკოლაში სტუმრობისას გააკეთა.

„მინდა დღეს მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით 50 ათასზე მეტ პირველკლასელს მივულოცო სწავლის დაწყება, მათ მშობლებს, მთლიანად სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

დღეს იწყება ახალი სასწავლო წელი და გვაქვს უამრავი სიახლე. ახლა გავხსენით პრაქტიკულად სრულიად განახლებული, რეაბილიტირებული გლდანის 160-ე სკოლა, სადაც 1100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, რაც 5 მილიონ ლარამდე დაჯდა. მიმდინარეობს ასევე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მთელს ქვეყანაში და ეს სასწავლო წელი ნამდვილად გამორჩეულია სიახლეებით. მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება 60 მსგავსი ახალი დიდი სკოლა ქვეყნის მასშტაბით და წლის ბოლომდე პრაქტიკულად 100 ახალი სკოლა გვექნება სისტემაში დასრულებული, განახლებული, სრულად აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით, რომელიც 30 ათასამდე მოსწავლეს მოემსახურება.

ასევე, რა თქმა უნდა სრულად არის უზრუნველყოფილი საჭიროების მიხედვით ტრანსპორტირება, ასევე სახელმძღვანელოები და ბუქები გადაეცა ყველა პირველკლასელს“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შედგება, რის შემდეგაც, კობახიძე და ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

იყა­ვით მე­ტად კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, გა­მო­ი­ჩი­ნოთ ინ­ტე­რე­სი ყვე­ლაფ­რის მი­მართ, რაც თქვენ გარ­შე­მო ხდე­ბა. გაქვთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის შან­სი. მე­გობ­რებ­თან ან ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რა, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია არ გი­ნა­ხავთ, სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა.

კურო

იყა­ვით მოქ­ნი­ლი და მო­ერ­გეთ ცვა­ლე­ბად გა­რე­მო­ე­ბებს, რათა ისარ­გებ­ლოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით თქვენს კა­რი­ე­რა­ში ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. კარ­გი დღე გე­ლით, თუ არ იქ­ნე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და და­ჟი­ნე­ბუ­ლი. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, და­ის­ვე­ნეთ ოჯახ­თან ერ­თად.

ტყუ­პი

შე­ე­ცა­დეთ არ გა­ა­კონ­ტრო­ლოთ ის, რაც დღეს ხდე­ბა, მაგ­რამ იყა­ვით საქ­მის კურ­სში რაც ხდე­ბა თქვენ გარ­შე­მო. შეხ­ვდით საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, წა­დით სტუმ­რად. მარ­ტი­ვი, სა­სი­ა­მოვ­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია და­გეხ­მა­რე­ბათ აღიდ­გი­ნოთ ენერ­გია.

კირჩხი­ბი

ემო­ცი­უ­რად რთუ­ლი დღეა. დღეს არა­ფე­რი შეც­ვა­ლოთ ცხოვ­რე­ბა­ში და არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. ასე­ვე შე­ზღუ­დეთ კონ­ტაქ­ტე­ბი. ჯო­ბია მეტი დრო გა­ა­ტა­როთ მარ­ტომ, და­ფიქ­რდეთ, რო­გორ შეც­ვა­ლოთ ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ. და­უთ­მეთ დრო თქვენს საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას. ან უბ­რა­ლოდ ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ და­ის­ვე­ნეთ.

ლომი

გა­ა­ტა­რეთ დღე მხი­ა­რულ წვე­უ­ლე­ბა­ზე. სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე უნდა წა­შა­ლოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ფე­რი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და ნე­გა­ტი­უ­რი. შე­დე­გად მი­ი­ზი­დავთ ცვლი­ლე­ბებს, გა­უ­თა­ვი­სუფ­ლეთ ად­გი­ლი ახალ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს.

ქალ­წუ­ლი

დღეს გსურთ ნა­თე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი. ნუ იჯ­დე­ბით სახ­ლში, წა­დით პა­ე­მან­ზე, შეხ­ვდით ძველ მე­გობ­რებს. სა­სარ­გებ­ლოა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა, იმის მო­შო­რე­ბა, რაც წარ­სულ­ში გაბ­რუ­ნებთ. გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გა­აძ­ლი­ე­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა.

სას­წო­რი

კარ­გი იდეა დას­ვე­ნე­ბი­სა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის. გა­ა­ტა­რეთ დღე მშვი­დად, სა­სი­ა­მოვ­ნოდ და შე­ას­რუ­ლეთ მსუ­ბუ­ქი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა. სა­უბ­რებს შე­იძ­ლე­ბა დიდი დრო დას­ჭირ­დეს. სა­ღა­მოს მო­ა­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ე­მა­ნი.

მო­რი­ე­ლი

შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­გობ­რებ­მა სი­ურპრი­ზის გა­კე­თე­ბის გა­და­წყვი­ტონ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გეს­ტუმ­რონ. თქვე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ იპო­ვოთ თა­ნა­მო­აზ­რე ადა­მი­ა­ნე­ბი თქვენს ახლო წრე­ში. დღეს არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ სე­რი­ო­ზუ­ლი, რთუ­ლი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

დღეს გა­რე­მო­ე­ბე­ბი ხში­რად შე­იც­ვლე­ბა და მო­გი­წევთ იმპრო­ვი­ზა­ცია. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით, თუ არ ინერ­ვი­უ­ლებთ და არ გა­ი­ფუ­ჭებთ გან­წყო­ბას. ეცა­დეთ, არ იყოთ სტრეს­ში და არ შე­ე­ჭი­დოთ რთულ სა­კი­თხებს.

თხის რქა

შე­ზღუ­დეთ სა­მუ­შაო კონ­ტაქ­ტე­ბი და ეცა­დეთ დღეს არ იფიქ­როთ სამ­სა­ხურ­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სახ­ლის მშვიდ გა­რე­მო­ში დას­ვე­ნე­ბა და გა­დატ­ვირ­თვა. შე­საძ­ლოა, რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბამ მო­გი­წი­ოთ, მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სჯობს გა­და­დოთ სხვა დღის­თვის, როცა მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღებთ.

მერ­წყუ­ლი

დღე არ არის შე­სა­ფე­რი­სი სა­მუ­შაო ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის­თვის: გი­ჭირთ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად აზ­როვ­ნე­ბა. მეტი დრო და­უთ­მეთ დას­ვე­ნე­ბას და სა­სი­ა­მოვ­ნო საზ­რუ­ნავს. დღეს აჩ­ქა­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს იმედ­გაც­რუ­ე­ბას და შეც­დო­მებს, ამი­ტომ რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ, იმოქ­მე­დეთ კომ­ფორ­ტუ­ლი ტემ­პით.

თევ­ზე­ბი

დღეს გა­ა­კე­თეთ ისე­თი რამ, რაც მოგ­წონთ და რაც და­გეხ­მა­რე­ბათ ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნა­ში. დიდ­ხანს დარ­ჩით სა­წოლ­ში ან წა­დით მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლას. თუ რა­ი­მე სა­მუ­შაო გაქვთ გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მო­ემ­ზა­დეთ, რომ ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მეტი ძა­ლის­ხმე­ვა და­ხარ­ჯოთ შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

,,დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც  არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს”- მამუკა ხაზარაძე

დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მზიურის პარკში ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია “GEN-Z ევროპისთვის” “ძლიერ საქართველოს” მხარდაჭერას უცხადებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერმა გუშინდელი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა ყველა გმირ ახალგაზრდას და მეომარს.

ამასთან, ხაზარაძის განცხადებით, ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, მაგრამ ოსებთან და აფხაზ ძმებთან ერთდროულად „დავამყარებთ მშვიდობასაც და ბოდიშსაც მოვუხდით ერთმანეთს, არა წინასაარჩევნოდ, არამედ, როდესაც ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს“.

„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, მე არ ვარ ჯენზის თაობა, არც ჯენზის მსგავსად შემიძლია საუბარი, მაგრამ შემიძლია მოვისმინო და თქვენთან ერთად მივიღო გადაწყვეტილებები და პრობლემების გადაწყვეტაზე ვიმუშაო – თქვენთან ერთად. თქვენ ის თაობა ხართ, რომელიც ჩემზე მეტი წელი იცხოვრებთ საქართველოში და მინდა, რომ მომავალ საქართველოში ის მომავალი, ის ცხოვრება გქონდეთ, სადაც მყარად იქნებით ფეხზე, სადაც სამშობლოში გექნებათ პერსპექტივა – აქ დასახლდეთ, აქ ისწავლოთ და მუდმივად იამაყოთ თქვენი საქმიანობით, თქვენი კარიერით თქვენი პროფესიონალიზმით და საქართველოს დროშით.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, დღეს გვყავს ხელისუფლება, სამწუხაროდ, რომელიც არა ქართველ ხალხს, არამედ ემსახურება რუსეთს. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერი მადლობას უცხადებს რუსეთს და შეურაცხყოფა აყენებს ყველა გმირ ახალგაზრდას და ყველა იმ მეომარს, რომელმაც ჩვენი სამშობლოსთვის თავი დადო. ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას, მაგრამ ოსებთან და აფხაზ ძმებთან ჩვენ ყოველთვის, ერთდროულად მშვიდობასაც დავამყარებთ, ერთდროულად ბოდიშსაც მოვუხდით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ მოხდება წინასაარჩევნოდ, ეს მოხდება, როდესაც ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ ახალგაზრდებს მიმართა, რომ სწორედ ისინი არიან ხმა, რომელიც უნდა გადაიქცეს საქმედ.

„რომ გიყურებთ ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა და ძალიან დიდი იმედის ნაპერწკალი არის ჩემში. იმიტომ, რომ ვხედავ ჩვენი ქვეყნის მომავალს.ვხედავ იმ ძალას, რომელმაც უნდა იცხოვროს მომავალ საქართველოში, ძლიერ საქართველოში, მაგრამ მე აქ არ მოვედი იმისთვის, რომ მე გესაუბროთ, მოვედი ჩემ მეგობრებთან ერთად იმისთვის, რომ მოგისმინოთ თქვენ, რადგან თქვენი ხმა არის ის ხმა, რომელიც ყველამ უნდა გავიზიაროთ და თქვენთან ერთად გადავაქციოთ ეს ხმა საქმედ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხელები სულ გაყინული მქონდა, ცხელი წყლით ვითბობდი და მერე ისევ ვარჯიშზე მივდიოდი” – როგორი იყო მშენებელი ემიგრანტის გზა UFC-ის ჩემპიონობამდე

ვანის რაიონის სოფელ სულორი ის ადგილია, სადაც მერაბ დვალიშვილმა ბავშვობა გაატარა. ძველი, ორსართულიანი სახლი, ეზო, სტადიონი – პატარა სოფლის ყველა კუნჭულში მისი ბავშვობის მოგონებები ცხოვრობენ. სპორტსმენის მშობლები – ამირან და დარეჯან დვალიშვილები მერაბისთვის ყოველთვის მთავარი საყრდენები იყვნენ.

სწავლა სულორის საშუალო სკოლაში დაიწყო, მოგვიანებით კი თბილისში გადმოვიდა. 36-ე სკოლაში სწავლობდა. მისი სპორტული მონაცემები, თავდაპირველად, ფიზკულტურის მასწავლებელმა შეამჩნია. სოფლიდან გადმოსულ ბავშვს სპორტი მართლაც აინტერესებდა, თუმცა ოჯახს უჭირდა და მაშინ სურვილის ასრულება ვერ შეძლო.

“მეც ყოველთვის მინდოდა სპორტზე სიარული და ვარჯიშის დაწყება, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ახალი გადმოსულები ვიყავით სოფლიდან, ჩემი 2 ძმა სტუდენტი იყო, მშობლები უფრო გადართული იყვნენ იმაზე, რომ ბინის ქირა და სწავლის ფული გადაეხადათ. 15 ლარი იყო გადასახდელი, რომ ფეხბურთზე მევლო და რომ ვხედავდი, რამდენი შრომა უწევდათ ჩემს მშობლებს, ვერ ვთხოვდი ამ 15 ლარს,” – იხსენებს მერაბ დვალიშვილი.

სკოლის ასაკში ვერ შეძლო, მაგრამ, მოგვიანებით, სამბოსა და ძიუდოში ვარჯიში მაინც დაიწყო.

ახლა ვანის რაიონის პატარა სოფელში კი არა, უკვე ოკეანის მიღმა, დიდმაც და პატარამაც კარგად იცის, ვინ არის მერაბ დვალიშვილი. დიდი გაჭირვება გამოიარა იმისთვის, რომ აქამდე მისულიყო. დაუღალავმა შრომამ, ბრძოლამ, მისმა ძლიერმა ხასიათმა ოცნებების ახდენის ქვეყანაში წაიყვანა და არნახულ წარმატებამდე მიიყვანა, მაგრამ იქამდე იყო ბევრი იმედგაცრუება და უიმედო დღეებიც.

ამერიკაში წასული 21 წლის მერაბ დვალიშვილი სანამ ვარჯიშს დაიწყებდა, მშენებლობაზე დასაქმდა და ფიზიკურად შრომობდა, თავდაპირველად – სამშენებლო ნარჩენების მზიდავად.

“მუშაობა მშენებლობაზე, რა თქმა უნდა, რთული იყო. სწრაფად უნდა მემუშავა, ღია ცის ქვეშ, ძალიან ციოდა. ხელები სულ გაყინული მქონდა, ცხელი წყლით ვითბობდი და მერე ისევ ვარჯიშზე მივდიოდი. სხვათა შორის, მარტო მე არ ვიყავი, ბევრი სპორტსმენი იყო, რომლებიც ჩემსავით ვარჯიშობდნენ და, პარალელურად, ასე მუშაობდნენ. მშენებლობაზე ამ ფიზიკური დატვირთვის დროს, სულ ვფიქრობდი, გამომივიდოდა თუ არა. სამსახურიდან რომ მივდიოდი, ისეთი დაღლილი ვიყავი, მეგონა, არ ვივარჯიშებდი ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე კარგად ვიყავი. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად გამაძლიერა ამ ყველაფერმა,” – ამბობს დვალიშვილი.

ნიუ-იორკში ჩასულმა ქართველმა ემიგრანტმა ენაც არ იცოდა და სწავლაც გაუჭირდა. სამუშაო დღის ბოლოს დარბაზში მიდიოდა და ვარჯიშობდა, თუმცა წინააღმდეგობებმა ის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო გააძლიერა.

“ამერიკაში რომ წავედი ჩემი მთავარი მიზანი იყო UFC. მაშინ 2012 წელი იყო, მეგობართან ჩავედი და მასთან ვცხოვრობდი. გამოვდიოდი ბოქსში თავიდან. თავიდან არაფერი გამოდიოდა სპორტში და მიხვდი, რომ სამსახური მჭირდებოდა. ვფიქრობდი სპორტისთვის თავიც დამენებებინა. ენა არ ვიცოდი, ხელობაც არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. სამშენებლო ნაგვის მზიდავად დავიწყე მუშაობა. კვირაში ორი დღე ვმუშაობდი. დავსაქმდი ნელ-ნელა. ვფიქრობდი სამშენებლო კომპანია ხომ არ გამხსნა და იქ ხალხი დამესაქმებინა,” – აღნიშნავს დვალიშვილი.

სამშენებლო კომპანიის გახსნა აღარ მოუწია, რადგან, მოგვიანებით, MMA დარბაზი აღმოაჩინა და თანდათან შეჯიბრებებიც დაიწყო. მერე იყო პირველი კონტრაქტი UFC-თან, რომელიც ემოციურად, ქართული ცეკვით აღნიშნა.

მერე მანქანასავით ამუშავდა და აღარც გაჩერებულა. ტრადიციას არ არღვევს და, ოქტაგონზე გასვლამდე, ეროვნული სამოსით გამოდის და ცეკვავს. საქართველო მის გულზე და გულშია.

გადამწყვეტ ბრძოლამდეც მხოლოდ თავის ქვეყანაზე ფიქრობდა.

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ცხოვრებისეულ სირთულეები კედელივით დაამსხვრია და ყველასთვის ბრძოლისუნარიანობის მაგალითი გახდა.

მერაბ დვალიშვილის ცხოვრების ისტორია ფილმის სცენარს ჰგავს – კაცის, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით და საბრძოლო სულისკვეთებით პატარა ქვეყნიდან დიდ წარმატებას მიაღწია – მიზნისთვის თავგანწირული ქართველი მებრძოლის, რომელმაც საქართველო ოკეანის მიღმა ჩაიტანა და ოცნებებიც აიხდინა.