Home Blog Page 4

თურქეთმა ზანგეზურის კორიდორის პროექტის საკუთარი მონაკვეთის შენება დაიწყო

თურქეთმა ზანგეზურის, იგივე ტრამპის კორიდორის პროექტის საკუთარი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. საუბარია 244-კილომეტრიან სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც აზერბაიჯანის ექსკლავის, ნახიჩევანის საზღვართან, დილუჩუში დაიწყება და არაკლისა და იღდირის გავლით ქალაქ ყარსში დასრულდება. პროექტის ღირებულება $2.8 მილიარდი დოლარი იქნება და 2030 წლისთვის დასრულდება.

გეგმის თანახმად, მოეწყობა რკინიგზის ორმხრივი ზოლი, ასევე აშენდება 600-მდე მცირე და დიდი ზომის გვირაბი და ხიდი. პროექტის დასრულების შემდეგ, რკინიგზას წლიურად 5.5 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეეძლება. ასევე შესაძლებელი იქნება 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ ტრამპის კორიდორს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზამკვლევი უწოდა და აღნიშნა, რომ მასში თურქეთი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს. ეს კი, თავის მხრივ, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, თურქეთს კი შუალედური დერეფნის ცენტრალურ მოთამაშედ აქცევს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე.

დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას.

თურქეთში უკრაინის ელჩი: თურქეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში განიხილავს

თურქეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს, სულ მცირე, შავი ზღვის ომის შემდგომ განაღმვით სამუშაოებში. ანკარა, ასევე, განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, – ამის შესახებ RBC-Ukraine, თურქეთში უკრაინის ელჩის ნარიმან ჯელალის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„გუშინ შევხვდი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. თურქეთი მზადაა, უახლოეს მომავალში შეუერთდეს შავი ზღვის განაღმვით სამუშაოებს“, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, თურქეთი იმ 10 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომლებიც უკვე პოტენციურად მზად არიან სამხედრო პერსონალი გაგზავნონ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ფარგლებში.

„ჩვენ მივესალმებით თურქეთის მხრიდან ასეთ ნაბიჯებს“, – დასძინა ელჩმა.

CNN: რუსეთი თვეში 6 000-ზე მეტი „შაჰედის“ წარმოებას გეგმავს

რუსეთი თვეში 6 000-ზე მეტი „შაჰედის“ წარმოებას გეგმავს, – წერს CNN უკრაინის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით. ამავდროულად, რუსეთში გამანადგურებელი დრონების წარმოება ახლა გაცილებით იაფია, ვიდრე ომის დასაწყისში, როდესაც მოსკოვმა ისინი თეირანისგან შეიძინა.

როგორც გამოცემას სადაზვერვო წყარომ განუცხადა, თუ 2022 წელს რუსეთი ასეთ ერთ დრონში საშუალოდ 200 000 დოლარს იხდიდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70 000 დოლარამდე შემცირდა თათრეთის ალაბუგას დრონების ქარხანაში მასშტაბური წარმოების წყალობით.

ამავდროულად, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, ერთი Shahed-136 დრონის ღირებულება 20 000-დან 50 000 დოლარამდე მერყეობს. 

გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დრონების მიერ სამიზნეებზე დარტყმის პროცენტული მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც CSIS-ის ანალიტიკოსი იასირ ატალანი აღნიშნავს, აპრილის შემდეგ დაფიქსირებული შემთხვევების მაჩვენებელი დაახლოებით გაორმაგდა და 2024 წელთან შედარებით თითქმის 20%-ს მიაღწია, როდესაც დაფიქსირებული შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო.

„არ აქვს მნიშვნელობა, მოხვდება თუ არა „შაჰედი“ სამიზნეს. მნიშვნელოვანია, რამდენად მძიმედ მოქმედებს ეს ტერორის იარაღი მშვიდობიან მოსახლეობაზე და რა დატვირთვას ახდენს ის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“, – აღნიშნავს CSIS.

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთის ტაქტიკაა „მუდმივი ზეწოლის შენარჩუნება“, „მათი სტრატეგია ახლა სულ უფრო მეტად ასეთ გამოფიტვაზეა ორიენტირებული“.

როგორც CNN აღნიშნავს, უკრაინა და რუსეთი იძულებულნი გახდნენ, გაეუმჯობესებინათ დრონების შესაძლებლობები. ამჟამად, ორივე ქვეყანა მუშაობს ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების შექმნაზე. ასევე, დრონების გამანადგურებლების შექმნაზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ, ის ბრძოლის უფრო იაფი მეთოდი იქნება, ვიდრე რაკეტების გაშვება.

„არსებობს მრავალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელები ამ დრონების ნაწილს ცდიან, მაგრამ ჩვენ მათი ფართომასშტაბიანი გამოყენება არ გვინახავს. დრონი დაეხმარება უკრაინის სამხედროებს, შეინარჩუნოს (მათი) საზენიტო რაკეტების ნაწილი სარაკეტო დარტყმებისთვის“, – განაცხადა კატერინა სტეპანენკომ ანალიტიკოსმა ვაშინგტონის ომის შესწავლის ინსტიტუტიდან.

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან მას ექნება მყარი ნდობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე  საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.

„რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას. პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

დავით ქართველიშვილი საფრანგეთის ახალ ელჩზე: ტიპიური „ენჯეოშნიცა“ ჩაანაცვლა პროფესიონალმა მზვერავმა და დიპლომატმა

საქართველოში საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტოს დანიშვნას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და მას ელჩის თანამდებობაზე ლოგიკურად შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს.

მისივე თქმით, ოლივიე კურტოს საქართველოში საფრანგეთის ელჩად დანიშვნამდე გარე დაზვერვის სამსახურში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა.

„კიდევ ერთი „დაუძინებელი მეგობარი“ და მზია ამაღლობელის „დადნაფიცი“, საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი ტოვებს საქართველოს. მის ადგილს მეტად საინტერესო პიროვნება დაიკავებს: ოლივიე კურტო საფრანგეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით 2025 წლის 7 აგვისტოს დაინიშნა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად (რაც 2025 წლის 22 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდა).

ამ დანიშვნამდე ოლივიე კურტო მუშაობდა პირველ მდივნად საფრანგეთის საელჩოში ლისაბონში. 2005-2009 წლებში იკავებდა რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობას. იყო ევროპული საკითხების მრჩეველი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში, ასევე გარე უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის (DGSE) გენერალური დირექტორის აპარატის ხელმძღვანელი.

2015 წელს მსახურობდა პირველ მრჩევლად საფრანგეთის საელჩოში იორდანიაში. აქვს გამოცდილება უსაფრთხოების და დაზვერვის სტრუქტურებში, ძირითადად საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებში.

Intelligence Online-ის ინფორმაციით, კურტო იყო DGSE-ს (საფრანგეთის გარე დაზვერვის სამსახურის) ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რის შემდეგაც დაინიშნა საქართველოში ელჩად. ასეა თუ ისე, ტიპიური „ენჯეოშნიცა“ ჩაანაცვლა პროფესიონალმა მზვერავმა და დიპლომატმა. მისი მრავალმხრივი გამოცდილება (უსაფრთხოება, დაზვერვა, დიპლომატია) ხდის მას ლოგიკურად შესაფერის კანდიდატად საქართველოში ელჩის პოსტზე, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ოხანაშვილის განცხადებას სუს-ი ავრცელებს.

ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ.

2016 წლიდან შევუერთდი მმართველ გუნდს, სადაც 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდისაპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე განვაგრძე საქმიანობა.

სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად,საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში.

მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურსაქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის.

როგორც უკვე განვაცხადე, საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობისთვის.

დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასადა საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარებაწარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულგულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.

წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს“,- აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში.

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში, რომელიც სუს-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ.

2016 წლიდან შევუერთდი მმართველ გუნდს, სადაც 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდისაპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე განვაგრძე საქმიანობა.

სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად,საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში.

მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურსაქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის.

როგორც უკვე განვაცხადე, საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობისთვის.

დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასადა საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარებაწარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულგულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.
წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს“, – აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში.

მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული „ფეიკ“ ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები, ჩვენი ძალა არის საჯაროობა და სიმართლე -ლევან ხაბეიშვილი

მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული „ფეიკ“ ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები – ჩვენი ძალა არის საჯაროობა, გამჭვირვალეობა და სიმართლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საბრძოლო იარაღი არის სიმართლე.

„შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა და ახლა, ერთი გზა დარჩათ მხოლოდ, მხოლოდ ერთი!!! – დაგეგმონ, დააორგანიზონ ვიღაც „რემბო“ ტიპები და ფოხანაშვილის ხელით გადაიღონ, გააკეთონ დოკუმენტური ფილმები, შეაშინონ საზოგადოება!!!!

სადღაც „ტყეში”, ან „პადვალში“ დასვამენ ვიღაც გაუგონარ „სასტავს“ და აბოდიალებენ რასაც უნდათ – გადაიღებენ და ეცდებიან ხალხს შეასაღონ ფარულ გადაღებად!!! ამიტომ, ასეთ სისულელეებს და მდინარაძე, კობახიძე, ოხანაშვილის სპექტაკლებს, პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ!!! – არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და „დამპლური თამაშები“ არ გვჭირდება!!! ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე!!!

ეს არის ჩვენი საბრძოლო იარაღი!!! „საიდუმლო“ შეხვედრები და „უტუ-პუტუ“ კი არ გვჭირდება, არამედ პირიქით – საჯაროობა, გამჭვირვალეობა და ღიაობა!!! 4 ოქტომბერს, ჩემს 16 და 14 წლის ვაჟთან ერთად ვიქნები, გამარჯვების დღეზე!“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის სტრატეგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა აზერბაიჯანთან, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთან და ირანთან -ნიკოლ ფაშინიანი

მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის სტრატეგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა აზერბაიჯანთან, ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთან და ირანთან, – ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში, რომელიც მან სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 35 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, 1990 წელს მიღებული დეკლარაცია ასახავდა სომხეთში აღნიშნული დოკუმენტის მიღებისას მოქმედი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის კოლექტიურ განწყობებს და ატარებდა „ყარაბაღის მოძრაობის“ კვალს.

მისი თქმით, დეკლარაციის ძირითადი იდეოლოგიური დებულებები წინააღმდეგობრივი იყო და გამოხატავდა კოლექტიური პატრიოტიზმის იმ მოდელს, რომელსაც სომხეთში თანდათან, თანმიმდევრულად ნერგავდა საბჭოთა კავშირი „რკინის ფარდისა“ და „ცივი ომის“ პირობებში. ფაშინიანის განცხადებით, ამ იდეოლოგიის დანერგვის სიღრმისეული და ქვეცნობიერი მიზანი იყო, რომ შეუძლებელი ყოფილიყო სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, ვინაიდან ქვეყანა, რომელიც კონფლიქტის მდგომარეობაშია, ვერ ააშენებს ნამდვილ დამოუკიდებლობას.

„პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და რეალობის სრულმა და ყოვლისმომცველმა ანალიზმა მიმიყვანა ურყევ რწმენამდე: ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ „ყარაბაღის მოძრაობა, რადგან ეს ნიშნავს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გაუქმებას. დღეს ასევე მინდა ვუპასუხო კითხვას, რომელიც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო 7 წლის ისტორიის გასაგებად. რატომ არ წავედით დათმობებზე სომხეთის რესპუბლიკა, ჩვენ მთავრობა და მე პირადად 2020 წლის სექტემბრამდე, როდესაც 44-დღიანი ომის თავიდან აცილების ერთადერთი თეორიული შესაძლებლობა არსებობდა? ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ამ დათმობების შედეგად, ჩვენი ყველა საფრთხე და დამოკიდებულება არაპროპორციულად გაიზრდებოდა, რაც გამოიწვევდა სომხეთის დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას. ჩვენ მივიღეთ სომხეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და ამ დამოუკიდებლობის რეალობად ქცევის სტრატეგია და ამ სტრატეგიის გამოხატულებაა ნამდვილი სომხეთის იდეოლოგია, რომლის პირობებშიც შესაძლებელი იქნება მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რეალური დიალოგი თურქეთთან, ჩვენი ურთიერთობების საქართველოსთან და ირანთან გაღრმავება და რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვხდებით რეალური და საინტერესო პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის“, – წერს ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერი აცხადებს, რომ მშვიდობა დამყარდა და სომხეთი დღეს დამოუკიდებელია, როგორც არასდროს.

„სომხეთის რესპუბლიკა დღეს დამოუკიდებელია, როგორც არასდროს, სუვერენული, როგორც არასდროს, თვითკმარი, როგორც არასდროს, აყვავებული, როგორც არასდროს, პერსპექტიული, როგორც არასდროს, რადგან ის მშვიდობისმოყვარეა. მშვიდობა დამყარდა და ის ყოველდღიური ზრუნვისა და ყურადღების საგანი უნდა გახდეს, ის ინსტიტუციური უნდა გახდეს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში -გერმანული მედია

ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში სამშვიდობო მისიაში. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა WELT AM SONNTAG-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპელმა მაღალჩინოსნებმა მედიასაშუალებას ანონიმურად განუცხადეს, რომ ჩინეთის მთავრობა მზად იქნება, გაგზავნოს ძალები უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო კონტინგენტი გაერო-ს მანდატის ფარგლებში განთავსდება.

როგორც გამოცემა წერს, ბრიუსელში პეკინის ამ გეგმას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთ-ერთმა დიპლომატმა მედიასაშუალებას უთხრა, რომ, ერთი მხრივ, ევროპაში ფიქრობენ, რომ ჩინეთის მსგავსი ქვეყნების მონაწილეობამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს უკრაინაში უცხოური ძალების განთავსების გადაწყვეტილების მიღებას; მეორე მხრივ, არსებობს რისკი, რომ ჩინეთი უკრაიანში ჯაშუშობით იქნება დაკავებული და კონფლიქტის შემთხვევაში, პრორუსულ პოზიციას დაიკავებს.

მიმდინარე კვირას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას სერგეი ლავროვმა ერთ-ერთ ვარიანტად უსაფრთხოების გარანტიების გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების მიერ უზრუნველყოფა დაასახელა, მათ შორის, რუსეთისა და ჩინეთის.

„დარწმუნებული ვარ, დასავლეთში, უპირველესად, შეერთებულ შტატებში, კარგად ესმით, რომ უსაფრთხოების საკითხების სერიოზულად განხილვა რუსეთის ფედერაციის გარეშე უტოპიაა, ეს არსაითკენ მიმავალი გზაა“, – განაცხადა ლავროვმა.

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა – პუტინ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე

JPG resized with https://ezgif.com/resize

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა, თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ „გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ატომური ინდუსტრიის მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უაღრესად დაბალ ნიშნულზეა. ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე. მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ასეთი შუქი გვირაბის ბოლოს მაინც გამოჩნდა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები სრულად აღდგება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, ჩვენი ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენის მხოლოდ დასაწყისია“, – დასძინა მან.