Home Blog Page 4

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.

ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა.

„დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა.

წლების სვლასთან ერთად, კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

ჩვენი უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი – მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში ექვსი ადამიანი გადარჩა – მედია

ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფაში ექვსი ადამიანი გადარჩა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრზე აკმარალ ალნაზაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.

უკრაინის საიდუმლო სარაკეტო პროგრამა: „ფაუ-1“-დან „ტრემბიტამდე – The Economist

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) რუბრიკით „ომი უკრაინაში“ დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინის საიდუმლო სარაკეტო პროგრამა: „ფაუ-1“-დან „ტრემბიტამდე“, რომელშიც ქვეყნის რაკეტმშენებლობის დარგის ამჟამინდელი მდგომარეობა და მისი სავარაუდო აღორძინების საკითხია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გრძელი და იმავდროულად წვრილი სარაკეტო იმპულსურ-რეაქტიული ძრავა ჩართვისას ისეთი გამაყრუებელი გრიალით იწყებს მუშაობას, რომ სტენდიდან ყველა  ანაზდეულად უკან იხევს. რაკეტას „ტრემბიტა“ ჰქვია, საყვირის მსგავსი უკრაინული მუსიკალური ინსტრუმენტის საპატივსაცემოდ.  (…)

„ტრემბიტას“ სარაკეტო ძრავა წარმოადგენს გადაკეთებულ იმპულსურ-რეაქტიული ძრავის თანამედროვე ვერსიას, რომელიც პირველად 1944 წელს გამოიყენეს გერმანელმა ფაშისტებმა რაკეტა-ჭურვში „ფაუ-1“.

საბაზო მოდიფიკაციის უკრაინული რაკეტა საათში დაახლოებით 400 კილომეტრს ავითარებს, ფრენის სიშორე კი მხოლოდ 200 კილომეტრია. ამჟამად შემუშავების პროცესშია უფრო მსხვილი და მძლავრი მოდელები, რომლებით მოსკოვსაც მისწვდებიან. რაკეტების სერიული წარმოება საბოლოო საველე გამოცდის შემდეგ დაიწყება. ენთუზიასტ ინჟინერ-კონსტრუქტორებს საწყისი 1944 წლის დროინდელი მოდელიდან თანამედროვე ვერსიის შექმნამდე მხოლოდ წელიწადნახევარი დაჭირდათ, რაც რაკეტმშენებლობის სფეროში გმირობას უდრის. ჩვეულებრივად, ნახაზიდან საბრძოლო რაკეტის შექმნა მრავალი წლის შრომას მოითხოვს.

გაურკვეველია, რამდენ ხანს ექნება უკრაინას საზღვარგარეთული სამხედრო დახმარების იმედი. სწორედ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით შეიქმნა „ტრემბიტას“ პროექტი, რომელიც ერთ-ერთია სხვა მსგავს პროექტებს შორის, რომლებიც უკრაინის სარაკეტო მრეწველობას ააღორძინებს. არადა, საბჭოთა პერიოდში უკრაინა კოსმოსური და სარაკეტო ინოვაციებში მსოფლიო ლიდერს წარმოადგენდა. დნეპროპეტროვსკის ქარხანა „იუჟმაში“ ოთხი თაობის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტებს უშვებდა (სხვათა შორის, სწორედ „იუჟმაში“ დაიბომბა ახალი რუსული რაკეტა „ორეშნიკით“). უკრაინის რაკეტმშენებლობის დარგი 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმმა შეიწირა – კიევმა, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ,  ნებაყოფლობით თქვა უარი უკვე არსებულ რაკეტებზე და მათ სამომავლო წარმოებაზე. ათიოდე წლის წინ თითქოსდა უნდა აღორძინებულიყო ეს ტრადიციული დარგი, მაგრამ კორუფციის, მთავრობის „ვიწრო გონების“ და პოლიტიკური ნების არქონის გამო იდეა ვერ განხორციელდა. რუსეთის მიერ ომის დაწყებისას კი, ქვეყანას არც რაკეტები არ ჰქონდა და აღარც სარაკეტო წარმოება.

ოდესღაც უძლიერესი რაკეტების მქონე უკრაინა, დღეისათვის, გაგანია ომის დროს, შეიძლება ითქვას, უკან „მიჩანჩალებს“. კიევს „მათხოვრის ხელი“ აქვს გაწვდილი დასავლეთის სახელმწიფოებისათვის, რომ როგორმე რაკეტებით მომარაგების საკითხი გამოსწორდეს. ამჟამად მას შეზღუდული რაოდენობით აქვს ამერიკული ATACMS-ები (ფრენის სიშორე 300 კმ.) და ბრიტანულ-ფრანგულირაკეტები Storm Shadow/Scalps-ები (ფრენის სიშორე 250 კმ-ზე მეტი). ამ რაკეტებით მხოლოდ ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ობიექტების განადგურება შეიძლება, რაც რუსეთისათვის მომგებიანია. იყო დრო – 2023 წელი – როცა უცხოური რაკეტებით (დრონების ჩათვლით) უკრაინამ თითქმის ბალანსს მიაღწია რუსეთთან მიმართებით, მაგრამ ახლა ისევ ჩამორჩა. ნოემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა ისეთი რაკეტების წარმოებაზე გადასვლა, რომელთა „დაჭერა“ და ჩამოგდება რთულია. 2025 წლისათვის მათმა რაოდენობამ 3 ათასს უნდა მიაღწიოს. ამჟამად უკვე მზადაა ათი ახალი რაკეტა გასაშვებად, რომლებსაც უახლოეს თვეებში კიდევ ორჯერ-სამჯერ მეტი დაემატება. (…)

„სიძნელეებისა და პრობლემების მიუხედავად, ჩვენ ახალ სარაკეტო პროგრამას აუცილებლად განვახორციელებთ“, – ამბობს 62 წლის ვლადიმერ გორბულინი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელსაც სარაკეტო დარგში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და რამდენიმე პროექტს კურირებს. იგი არ ამხელს გარკვეულ საიდუმლო დეტალებს პროექტების რეალიზების თაობაზე, მხარს უჭერს ენთუზიაზმს და ინოვაციებს სამხედრო ტექნიკის განვიტარების, იმავდროულად კი უარყოფს „უსაფუძვლო და ფანტასტიკურ იდეებს“ ბირთვულ გადაიარაღებაზე, რომლის იმედი ზოგიერთ უკრაინელს  აქვს.

უკრაინის რაკეტმშენებლობის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემას ფინანსური უზრუნველყოფა წარმოადგენს. მთავრობა მხარს უჭერს ნებიმიერი რაკეტის წარმოებას, რომელსაც ფრენა და მტრის ობიექტის განადგურება შეუძლია. ხელისუფლება კერძო მეწარმეებს მაქსიმალურ მოგებას სთავაზობს, რომ რაკეტები შექმნან, მაგრამ ბევრი მაკომპლექტებელი დეტალის წარმოება თვით უკრაინაში შეუძლებელია. ვერ ხერხდება საიდუმლო სამხედრო მოწყობილობების საკმაო რაოდენობით იმპორტი, უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოკლედ, უკრაინული რაკეტმშენებლობა რუსულს ბევრად ჩამოუვარდება. „იდეების ნაკლებობა ნამდვილად არ არის“, – ამბობს წყარო, რომელიც ახლოს დგას თავდაცვით მრეწველობასთან, – მაგრამ „ეშმაკი“ ყოველთვის იდეის რელიზებაში იმალება“.

იგივე წყაროს თქმით, დასავლელ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დარგობრივი მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს, რაც ყველაზე უკეთესი იქნებოდა. მარტალია, ყოველი ქვეყანა არ არის მზად, რომ საკუთარი გამოცდილება ამ ფრიად მნიშვნელოვან დარგში სხვებს გაუზიაროს, სპეციალური მოწყობილობების მიცემით რისკი გასწიოს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, დანია და დიდი ბრიტანეთი აქტიურობას იჩენენ. უკრაინა ღიაა სამხედრო ბიზნესისათვის“. უკრაინის პოტენციალს დასავლეთიც კარგად ხედავს, თანაც ყურადსაღებია წარმოების იაფი ხასიათი. ფრთოსანი რაკეტის დამზადება ისეთი იდენტური მონაცემებით, როგორიც დასავლურებს აქვთ, უკრაინაში 12-ჯერ იაფი შეიძლება დაჯდეს, ვიდრე ევროკავშირში. რაკეტა „ტრემბიტა“, მაგალითად, „სატყუარას“ ვარიანტში, სულ რაღაც სამი ათასამდე დოლარი ღირს, ხოლო საომარი ვერსიით (20-30 კგ-იანი საბრძოლო ქობინით), 15 ათას დოლარამდე. ეს ძალიან მომგებიანი ფასია უცხოელი ინვესტორებისათვის. (…)

მაგრამ უკრაინას რაკეტების მსხვილსერიული წარმოებისათვის ჯერ კიდევ ჭირდება დრო, რომელიც მისთვის შეიძლება არასაკმარისი იყოს. უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ქვეყანას კიდევ ერთი წელიწადი დაჭირდება რაკეტების იმ რაოდენობით დასამზადებლად და ისეთი ფრენის სიშორით, რომელიც რუსეთს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. მაგრამ ერთი წლის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. თუ დონალდ ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუმცირებს (და ვაშინგტონს სხვა დასავლელეი პარტნიორებიც მიბაზავენ), ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება დასავლური რაკეტების მოწოდების შემცირება გამოიწვიოს. რუსეთს შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკება (თუ ის მართლაც დაიწყება) იმისთვისაც გამოიყენოს, რომ უკრაინის რაკეტმშენებლობის დარგის გაუქმება მოითხოვოს

მოკლედ, ზეწოლა გრძელდება, მაგრამ „ტრემბიტას“ გუნდს ეს ვერ აჩერებს. „თუ ზავი დაიდება, ეს მხოლოდ მთავრობებს შორის იქნება“, – ამბობს ვლადიმერ გორბულინი, – ჩვენ პარტიზანები ვართ, ჩვენს მიერ გაკეთებულ-აწყობილი რაკეტები ფრენას გააგრძელებენ“.

 წყარო

მარნეულში ჯარისკაცი გარდაიცვალა

მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, -ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სალიას შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ დეპუტატებს 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები და მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

საჰიბა გაფაროვას განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი ინიციატივით, უახლოეს მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, რომელიც განხილვისა და ხელმოწერის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნება.

დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტი ინტენსიურობით წარმოებისა და თემატური კომიტეტების თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელი დეპუტატები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. ვიზიტი 2025 წლის დასაწყისში განხორციელდება, დელეგაცია კი ძირითადად კომიტეტების თავმჯდომარეებით იქნება დაკომპლექტებული.

შეხვედრებს აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.

ეს კრებსითი გირჩი ჯაფარიძეები საზოგადოებას განცდას უქმნიან, რომ თვითონ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას და ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან, ხელისუფლებასთან თუ ა.შ. – გურამ მაჭარაშვილი

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სხედან, ტყუილებს ლაპარაკობენ და მიუხედავად ამისა, მაინც იმას აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვთ“, – განაცხადა მედიასთან დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალები არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაში დგანან, ამიტომ, „ხალხის ძალა“ აჩვენებს, თუ რას ნიშნავს ჯანსაღი ოპოზიცია.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ის ადგილია, რომელიც ცდილობს, რომ ობიექტური იყოს. ის, რომ ჟურნალისტს მიუთითო, ვინ უნდა დაიბაროს ეთერში და ვინ – არა, ვის რა კითხვა უნდა დაუსვას და ა.შ., არის ზუსტად ფაშისტური გამოვლინება. რესპონდენტს ვინ ეკითხება ჟურნალისტი რა კითხვას დაუსვამს? ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ვუსმენდით ჩემს ეთერში ჩართვამდე და [რასაც ლაპარაკობდა], ზუსტად ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ეს კრებსითი გირჩი ჯაფარიძეები საზოგადოებას განცდას უქმნიან, რომ თვითონ წარმოადგენენ ჭეშმარიტებას და ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან, ხელისუფლებასთან თუ ა.შ. – ყველასთან მართლები არიან. თავიანთი ბელადი სააკაშვილი ხომ უკვე მოინელეს და ასე მოინელებენ სალომე ზურაბიშვილსაც 29 დეკემბრის შემდეგ. აღარავინ არ აინტერესებთ, გარდა იმისა, რომ თვითონ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ, ჩვენ, „ხალხის ძალა“, ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს ჯანსაღი ოპოზიცია. ეს რა ოპოზიციაა, [რასაც დღეს ვუყურებთ], ამას ოპოზიციასაც არავინ უწოდებს – ისინი არა ხელისუფლების, არამედ, ქვეყნის ოპოზიციაში დგანან. ოპოზიციის მნიშვნელობა კი ის არის, რომ ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი იყოს და ხელისუფლება გააკრიტიკოს იმ მხრივ, რომ უფრო კარგად გააკეთოს საქმე და უფრო კარგად ებრძოლოს შიდა თუ გარე მტერს. ეს იქნება ზუსტად ჩვენი მოვალეობა, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რა ყოფილა ეს თვითორგანიზებული შიგ ევროპულობა! თვითორგანიზებული მარშები – გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ოპოზიციის მისამართით წერს.

„რა ყოფილა ეს თვითორგანიზებული შიგ ევროპულობა! თვითორგანიზებული მარშები, პროფესიული რეგიონული სახელოვნებო! თვითორგანიზებული ოპოზიციური სპექტრი პრეზიდენტი აქტივისტები NGO-ები პრესა! თვითორგანიზებული ელჩები დეპუტატები კონგრესმენები სენატორები! თვითორგანიზებული სახალხო პროტესტი!“ -წერს ხაინდრავა.

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს – ირაკლი კობახიძე

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ფეისბუქზე” წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქართველ ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო.

“ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა ეპოქა, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვაერთიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს.

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”, – აღნიშნავს პრემიერი.

კათოლიკური ეკლესია მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს

25 დეკემბრის ღამეს, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები, ქრისტესშობის დღესასწაულის შესახვედრად, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.

სადღესასწაულოდ მორთულ ტაძარში ტრადიციული საშობაო რიტუალი შესრულდა – ღვთისმსახურების მსვლელობისას, ეკლესიაში ემანუელი, ბავშვის ქანდაკება, მშვიდობის ყრმა შეაბრძანეს, რაც, სიმბოლურად, მაცხოვრის შობას განასახიერებს.

ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობის სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა, მშვიდობა, სტაბილურობა და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრება უსურვა.

„დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს საქართველოს, სრულიად მსოფლიოს, რაც მთავარია, იყოს სიყვარული, ის რწმენა და მადლი, რისთვისაც დღევანდელი დღე არსებობს, რისთვისაც მაცხოვარი მოევლინა სამყაროს და იმ ღირებულებებით ვიცხოვროთ, რომ არსებობდეს სიყვარული, ურთიერთგაგება და ურთიერთ მიტევება. რადგან უფალს თითოეული ჩვენგანი უყვარს“,- განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

საზეიმო მსახურებას რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე დაესწრო.

25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვიდი და მუშაობისთვის შესაფერისი დღეა. დიდი ალბათობით, დაუსრულებელ დავალებებს დაუბრუნდებით, რათა ახალ წელს „ვალებით“ არ შეხვდეთ, თუმცა გაითვალისწინეთ – რაც უფრო მეტად იჩქარებთ, საქმეს უფრო მეტად გაირთულებთ. ყურადღება მიაქციეთ, რას და როგორ აკეთებთ და შესრულებული სამუშაო გულდასმით შეამოწმეთ. საღამოს მოსალოდნელია ზარი ან შეტყობინება ადამიანისგან, რომელიც დიდი ხანი არ გინახავთ. გირჩევთ, ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით, თქვენთან დაახლოების საშუალება არ მისცეთ.

კურო

გარკვეული სირთულეები გელით, თუმცა არც ისე სერიოზული, როგორც შეიძლება თავიდან მოგეჩვენოთ. გირჩევთ მომავალს უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ. ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა, თქვენი ენერგეტიკის ქვეშ ყოფნა სიამოვნებთ. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი დამრიგებელი გახდეს და მოძრაობის მიმართულება გიკარნახოთ. მზად იყავით იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ.

ტყუპები

ამ დღეს ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადამიანების დახმარებას ეხება. სიკეთე და ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, მშვენიერია, მაგრამ არც საკუთარი საჭიროებების შესახებ უნდა დაივიწყოთ. გირჩევთ, ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გადაიტანოთ. არ არის საჭირო მომავალზე ფიქრი, როცა თავზე დაუსრულებელი საქმეები გაყრიათ. სავარაუდოდ, ოჯახს თქვენი ყურადღება აკლია, ამიტომ ეცადეთ, ეს დანაკლისი აანაზღაუროთ.

კირჩხიბი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ცნობისმოყვარე ხართ, ცდილობთ სხვების მუშაობას თვალი ადევნოთ და საჭირო ინფორმაცია და გამოცდილება მიიღოთ. იპოვოთ. თავი შეიკავეთ კოლექტიურ ღონისძიებებში მონაწილეობისა და სტუმრების მიღებისგან, რადგან ახლა საუკეთესო ფორმაში არ ხართ. პირად ცხოვრებაში საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, ერთად მეტი დრო გაატაროთ.

ლომი

ის, რაც დიდი ხნის წინ დაგეგმეთ, დღეს შეიძლება განხორციელდეს. კარგი დღეა თანამოაზრეებთან შესახვედრად. ამ ადამიანების მხარდაჭერით, ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. მათ იციან, რომ ჭკვიანი, საქმიანი და შრომისმოყვარე ხართ და ბევრი რამ შეგიძლიათ. შოპინგისთვის არახელსაყრელი დღეა – შეიძლება ფული უხარისხო ნივთებში გადაიხადოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, თორემ ვიღაც თქვენთვის ხელის შეშლას ეცდება.

ქალწული

ამ დღეს პარტნიორებთან, თანამშრომლებთან, კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობაში თქვენი სიტყვის უთქმელად ესმით, რაც მუშაობის შედეგზე დადებითად აისახება. ზოგ ქალწულს რომანტიკული ნაცნობობა ელის, რომელსაც საინტერესო გაგრძელება ექნება. კარგი დროა ოჯახის წევრებთან ერთად შოპინგისთვის. სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ, თუმცა დამნაშავე თავად იქნებით.

სასწორი

არასტაბილური ემოციური ფონის გამო ზოგჯერ ძალიან დაბნეული, ზოგჯერ კი მეტისმეტად თავდაჯერებული ხართ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს რაღაც ისეთი გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. ასეთ დროს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იქნება – დაფიქრდით, იქნებ თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, ვისაც თქვენი მოსმენა და რჩევის მოცემა შეუძლია.

მორიელი

ნუ იქნებით ეჭვით შეპყრობილი – ამით შეიძლება შეურაცხყოთ ის ადამიანი, ვონც თქვენში მეგობარს და თანამოაზრეს ხედავს. ნუ უპასუხებთ კრიტიკას აგრესიით, ჯობია დაფიქრდეთ, იქნებ კრიტიკა სამართლიანია? ნუ მოჰკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომლის გაკეთებაც არ შეგიძლიათ, რადგან ეს მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. ზოგადად, გადაღლა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანო იყოს.

მშვილდოსანი

ემოციებით სავსე ხართ, ხმაური გააღიზიანებთ, სიწყნარეში განმარტოება და მშვიდად მუშაობა გსურთ. ხანდახან გეჩვენებათ, რომ ყველა თქვენი ნერვების მოშლას და მუშაობაში ხელის შეშლას ცდილობს. ყველაფრის მიუხედავად, კრიტიკულ სიტუაციებში კონცენტრირებას და აქტიურად მოქმედებას შესანიშნავად ახერხებთ.

თხის რქა

კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევმა და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. არ არის გამორიცხული, რომ ძველი, გამოცდილი ნაცნობის რჩევა დაგჭირდეთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
იმ ადამიანთან, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.

მერწყული

თუ დროს არ დაკარგავთ და დილიდან მოქმედებას დაიწყებთ, სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებთ. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც საქმიან თუ პირად ცხოვრებაში საბედისწერო იქნება. დროა, წარსული შეაფასოთ და მომავალი დაგეგმოთ. ეცადეთ, საკუთარი სურვილები რეალობას და შესაძლებლობას შეუთავსოთ.

თევზები

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. ადამიანებთან საერთო ენის პოვნას ადვილად ახერხებთ, განსაკუთრებით – არაფორმალური შეხვედრების დროს. საქმიან ქაღალდებთან და სამთავრობო უწყებებთან მუშაობა ნაყოფიერი იქნება, მაგრამ არც დასვენების შესახებ დაივიწყოთ. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას – ეს შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.

 თვითმარქვია რეჟიმს აქვს შანსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში მიიღოს წვლილი, თუ ამას არ აკეთებს, ჩვენი მიზანი იქნება, ჩამოიშალოს ხელისუფლება -გიორგი ვაშაძე

კარგი შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ, რა გარემოში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომ ნდობა ჰქონდეს საზოგადოებისგან და ფაქტობრივად შეთანხმება მიღწეული გვაქვს, რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ ნორმალურად ჩატარდეს არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვაშაძის თქმით, საკონსტიტუციო ჩარჩოს მხოლოდ ახალი არჩევნები დააბრუნებს.

„პოლიტპატიმრები გასათავისუფლებელია რაც შეიძლება სწრაფად. შეხვედრაზე ორგანიზაციულ მექანიზმზეც ვესაუბრეთ, 29-მდე თუ 29-ის შემდეგ, რა ორგანიზაციული მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდნეტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში. პროტესტი უნდა გაგრძელდეს. დიდი მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც მონაწილეობს. ხვალ შევხვდებით და განცხადება როდის გაკეთდება, ჩამოვყალიბდებით. ორგანიზაციულ მექანიზმზე სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს, რა მექანიზმი იქნება, რომელიც წარმართავს ზოგადად იმ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს, რომელიც სჭირდება საქართველოს, რომელიც დაელაპარაკება საქართველოს ფარგლებს გარეთ პარტნიორებს. თვითმარქვია რეჟიმს აქვს შანსი, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში თვითონაც მიიღოს წვლილი. თუ ამას არ აკეთებს, ჩვენ ასეთ შემთხვევაში გვიწევს სხვა რეჟიმში გადასვლა, ეს სხვა რეჟიმი ნიშნავს, რომ ჩვენი მიზანი იქნება, ჩამოიშალოს ხელისუფლება, ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება“, – განაცხადა ვაშაძემ.

“საახალწლო სოფელში” უამრავი ადამიანია შეკრებილი, ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, „საახალწლო სოფელში“ შეკრებილ საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.

ამის შესახებ მან საახალწლო ღონისძიებებზე ე.წ. ტიტუშკების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„„საახალწლო სოფელში“ უამრავი ადამიანია შეკრებილი. ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი გამოდის და აქ შეკრებილ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას. ჩემი თხოვნა იქნება, ცოტა ზრდილობა იქონიეთ. ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.