Home Blog Page 4

მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2025 წლის ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა, – ინფორმაციას საქართველო მთავრობა ავრცელებს.

„განკარგულებით თანახმად, კომისიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს. სამთავრობო კომისიის წევრები იქნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილეები, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ თბილისის ვიცე-მერს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს.

ღონისძიების მომზადების, მასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების დაგეგმვისა და განხორციელების, მათ შორის, შესაბამისი დაფინანსების განაწილებისა და მიზნობრიობის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, შექმნას ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფი.

კომისიის სამდივნოს ფუნქციას საქართველოს სპორტის სამინისტრო განახორციელებს.

განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვულოცავ კანცლერ მერცს და ვიცე-კანცლერს გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას – დღეს, როცა საქართველოს დემოკრატია მძიმე გამოწვევების წინაშეა, გერმანიის პრინციპული ლიდერობა გადამწყვეტია -გიორგი გახარია

ვულოცავ კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ვიცე-კანცლერ ლარს ქლინგბაილს, ჩვენი პარტნიორი პარტიის, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენელს, გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას! დღეს, როცა საქართველოს დემოკრატია მძიმე გამოწვევების წინაშეა, გერმანიის პრინციპული ლიდერობა გადამწყვეტია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია წერს.

„ვულოცავ კანცლერ ფრიდრიხ მერცს და ვიცე-კანცლერ ლარს ქლინგბაილს, ჩვენი პარტნიორი პარტია სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენელს, გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას!

დღეს, როცა საქართველოს დემოკრატია მძიმე გამოწვევების წინაშეა, გერმანიის პრინციპული ლიდერობა გადამწყვეტია.

გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს სუვერენიტეტის, ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენი ხალხის თავისუფალი არჩევანის დაცვაში“,- წერს გიორგი გახარია.

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, ასევე, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1999 წელს დაბადებული ნ.ს., 1986 წელს დაბადებული ო.გ., 2005 წელს დაბადებული ა.ა., 1999 წელს დაბადებული შ.ი., 1999 წელს დაბადებული მ.გ., 1996 წელს დაბადებული დ.ა., და 1975 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე უ.მ.

„დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების, პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“, „ჰეროინი“ „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები, ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260 ტერცია და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

თიბისიგანაგრძობსთვითდასაქმებულებისმხარდაჭერასდასამომხმარებლო სესხის აღებას კიდევ უფრო უმარტივებს

თიბისის თვითდასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე აქვს- მათ უკვე სამომხმარებლო სესხის აღება 2 წუთში, მობაილბანკიდანაც შეუძლიათ. რაც მთავარია, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. 

თვითდასაქმებულში მოიაზრება ყველა ის ადამიანი, ვისაც შემოსავალი (ნებისმიერი პირისგან) თიბისიში ნებისმიერი დანიშნულებით ერიცხება: ფრილანსერები, მხატვრები, რეპეტიტორები, ძიძები, მკერავები, მძღოლები, ხელოსნები და სხვა სფეროების წარმომადგენლები.

იმისათვის, რომ თვითდასაქმებულმა მისი საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი სესხი აიღოს, თიბისიში ჩარიცხვები ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად  უნდა უფიქსირდებოდეს. სესხის გაცემისას, ასევე გათვალისწინებული იქნება შემოსავალი და ბანკის დაკრედიტების წესები.

თვითდასაქმებულები სამომხმარებლო სესხის მიზნობრიობაში შეზღუდულები არ არიან: სახლის რემონტი, ავეჯის განახლება, მოგზაურობა, მანქანის შეძენა, არსებული სესხების გაერთიანება და სხვა.

თვითდასაქმებულების სამომხმარებლო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, ამიტომ ქმნის და ავითარებს, ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებას უმარტივებს.

“ქართველ ხალზე კარგად არავინ იცის, იმსახურებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ქართულ პოლიტიკაში დარჩენას” – ლადო ბოჟაძე

“სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი ქვეყნებისგან მოვისმინეთ საყვედურები “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო აკრძალვაზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას” – ეს განცხადება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტის შესახებ გააკეთა.

საპარლამენტო კომიტეტები საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით განხილვას იწყებენ.

“ის, რასაც ჩვენ ვისმენთ ახლა ხოლმე, იგივე დროებით კომისიაზე, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენც და ქართველ ხალხსაც, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ იმსახურებს დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი ქვეყნებისგან მოვისმინეთ საყვედურები “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო აკრძალვაზე, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. ქართველ ხალზე კარგად არავინ იცის, იმსახურებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ქართულ პოლიტიკაში დარჩენას. ჩვენ შესაბამის მტკიცებულებებს წარვუდგენთ საკონსტიტუციო სასამართლოს, დანარჩენს უკვე იმსჯელებს სასამართლო,” – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

ოპერაცია „სინდური“ არის პასუხი ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე – ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი

ვამაყობ ჩვენი შეიარაღებული ძალებით, ოპერაცია „სინდური“ არის პასუხი პაჰალგამში ჩვენი უდანაშაულო ძმების სასტიკ მკვლელობაზე, – ამის შესახებ ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ამიტ შაჰი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ინდოეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგული რჩება.

„[ნარენდრა] მოდის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, სათანადო პასუხი გასცეს ინდოეთსა და მის მოსახლეობაზე ნებისმიერ თავდასხმას. ბჰარატი ტერორიზმის ფესვებიდან აღმოფხვრის მიმართ მტკიცე ერთგული რჩება“, – წერს ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

“ამ აქტს ყველაფერი შეიძლება დაარქვა გარდა მეგობრულისა – ეს არ არის მეგობრული და არც ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად, დაეხმაროს ან საქართველოს, ან – ამერიკის ინტერესებს” – მიხეილ სარჯველაძე

„ამ აქტს ყველაფერი შეიძლება დაარქვა გარდა მეგობრულისა – ეს არ არის მეგობრული და არც ორიენტირებული იმაზე, რომ რამენაირად, დაეხმაროს ან საქართველოს, ან – ამერიკის ინტერესებს. ერთადერთი, ვისთვისაც ეს შეიძლება სასარგებლო იყოს, ან უფრო სწორად, ქმნიდეს ასეთ შთაბეჭდილებას, ეს არის ქართული ოპოზიცია. მეტი ამას ფუნქცია არ გააჩნია“, – ასე შეაფასა მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღება.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აქტი, საბოლოოდ, საკანონმდებლო სახეს ვერ მიიღებს.

„არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის შედეგად ყალიბდება არასწორი შეხედულებები გარკვეულ მოვლენებთან, სტრუქტურებთან მიმართებაში, რასაც შეუძლია, ძალიან სერიოზულად, ხელი შეუშალოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას. სამწუხაროდ, დღეს, ძალიან ბევრი ადამიანი მონდომებულია და საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანოს საქართველოს ინტერესი, რაც შეიძლება მეტად დააზიანოს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობა, რაც
ვიწრო პარტიული ინტერესს ემსახურება.

რეალურად ვფიქრობ, რომ არც თუ ისე შორს არის ის დრო, როდესაც ყოველგვარი ბურუსი გაიფანტება და აბსოლუტურად ყველაფერი თვალსაჩინო გახდება.

ვთვლი, რომ რაიმე განგაშის და შიშს მიზეზი, რეალურად, ობიექტურად, არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას, რომ ამას შეუძლია რაიმე მძიმე შედეგები მოუტანოს ქვეყანას.

მეც შევუერთდები იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც უფრო დადებითი მოლოდინით არიან, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ, ვერ გახდება საკანონმდებლო აქტი, რომელსაც რეალურად, შეუძლია, დააზიანოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ამიტომ, მე ვთვლი, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად უსამართლო, უსარგებლო აქტი,  მას არ შეუძლია რაიმე სიკეთის მოტანა არც საქართველოსთვის, არც – ამერიკისთვის. ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ხელს აძლევდეს ეს, არის ქართული ოპოზიცია. ეს კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ, მაშველი რგოლის გადასაგდებად ჩვენი ქვეყნის ოპოზიციისთვის, სხვა მეტი ფუნქცია, სხვა მეტი  საღი აზრი ამ ყველაფერში სამწუხაროდ არ დევს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ქართული ოცნება“ ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევს

დღეს „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება. მმართველი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს.

ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, ყრილობაზე დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

“პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები”-მიხეილ სარჯველაძე

„პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები“-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ , პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვის მაღალეფექტიანად გამართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ,ეს არის ის რგოლი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად იქნება პასუხისმგებელი სწორ ნავიგაციაზე პაციენტისა ამ დიდ ლაბირინთში, რასაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია.

პაციენტს ბევრი დილემის წინაშე უწევს არჩევანის გაკეთება და ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ეფექტურად ფუნქციონირება. პრევენციულ მედიცინაში განსაკუთრებული წვლილი აქვს პირველად ჯანდაცვას.

პირველადი ჯანდაცვის ექიმმა უნდა აუხსნას მოქალაქეს, თუ რა დადებითი მხარე აქვს ვაქცინაციას, თუ როგორი შეიძლება რთული დაავადებების პრევენცია.ეს არის პრევენციულად მართვა გარკვეული პათოლოგიების თავიდან ასარიდებლად. აქ დევს პოტენციალი იმისა, რომ მასიური გართულებული თავიდან იქნას არიდებული. ადამიანი თუ სწორედ დაგეგმავს ჰიპერტენზიის მართვას, ნაკლებია ინსულტის განვითარების რისკი, ან გულის პათოლოგიების. გამართულად პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების შემთხვევაში ეს ძალიან მარტივად მიღწევადია. ძალიან მარტივი რეკომენდაციებით, შეიძლება ადამიანმა სწორად დაგეგმოს ეს ყოველივე.

საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით გაკეთდა გარკვეული გათვლები და დადგინდა, რომ მაგ: 0-5 წლამდე ბავშვისთვის, ან ასაკიანი პაციენტისთვის სხვა ინტენსივობის მართვა და სამკურნალო რჩევების მიცემაა აუცილებელი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზოგადად იზრდება დაფინანსების მოცულობა.

თუ ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, შეიძლება დღევანდელ მოცულობასთან შედარებით ნაკლების გადახდა ხორციელდებოდეს, ძირითადად ჯამში მთლიანად რიცხვი იზრდება და პირველად ჯანდაცვაში კონკრეტული პაციენტების მოსახურებისთვის თითქმის გაორმაგებული იქნება ღირებულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური განაცხადია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან.ამის სანაცვლოდ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ეს ყოფილიყო არა უბრალოდ დაფინანსების გაზრდა , არამედ ჩვენ, საპასუხოდ ოჯახის ექიმებისგან, კლინიკებისგან კონკრეტული შესრულებაც მოვითხოვოთ. ამის სტიმულირებაც მოხდება ,რომ რაც შეიძლება უკეთეს ეფექტზე იყოს ორიენტირებული და ექიმების საქმიანობა იყოს შედეგზე ორიენტირებული.

პირველადი ჯანდაცვის რგოლმა გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აარიდოს თავიდან ჯანმრთელობის გართულებები. ამაზე იქნება დამოკიდებული დაფინანსების მოცულობაც. აქ გვაქვს გათვალისწინებული შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელებიც, რომლის შედეგადაც, რაც უფრო მეტი იქნება შესრულება, ბუნებრივია მზარდი იქნება დაფინანსებაც. ეს გვჭირდება იმისთვის რომ ამ ექიმების საქმიანობა ეფექტის მომტანი იყოს“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება -იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ “თელასი” ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ოქროყანის (ნაწილობრივ) და კოჯრის გზატკეცილის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის, იონა ვაკელის, ტაშკენტის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ოთარ ჭილაძის, ქართველიშვილის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის და იონა ვაკელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს თქვენი და სხვა ადამიანის ინტერესები ერთმანეთთან გადაიკვეთოს. გირჩევთ, საკუთარ მიზნებზე უარი არ თქვათ — ამით შეიძლება თვითშეფასება დაკარგოთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ პროვოკაციებს არ აჰყვეთ და საკუთარი პრინციპები შეინარჩუნოთ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, წარმატების დევნაში საკუთარი თავი არ დაკარგოთ. დრო გაჩვენებთ, მომავალში როგორ მოიქცეთ.

კურო

ამ დღეს ახლობლებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ მკვეთრ გამოთქმებს და უხეშობას, რომლებსაც მოგვიანებით ინანებთ. ზოგი საქმის ბოლომდე მიყვანა ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს. თქვენი ბუნებრივი ხიბლი და თავშეკავება სასარგებლო ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

დაუკვირდით საკუთარ ქცევებს — ამ დღეს შეიძლება თქვენი მოქმედება იმპულსური და დაუფიქრებელი იყოს. ასეთი მიდგომა კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ. ემოციური ფონის გამო შეიძლება ახლობლებთან ურთიერთობა დაიძაბოს და საქმე კონფლიქტამდე მიიყვანოს, რომლის გადაწყვეტა ადვილი არ იქნება.

კირჩხიბი

შესაძლოა ვიღაცამ თქვენგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვოს, მაგრამ ნუ იჩქარებთ — უმჯობესია, რომ თავისუფალ დროს ყველაფერი გულდასმით გააანალიზოთ და ყველა პლუსი და მინუსი აწონ-დაწონოთ. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, რჩევისთვის მიმართეთ ადამიანს, რომელსაც ამ საკითხში მეტი გამოცდილება აქვს.

ლომი

ამ დღეს კვებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღებამ შეიძლება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე უარყოფითად იმოქმედოს. გირჩევთ, უპირატესობა სახლში მომზადებულ საკვებს მიანიჭოთ და საეჭვო ადგილებში ჭამას მოერიდოთ. სასურველია, რომ საღამოს აქტიური ურთიერთობებისგან თავი შეიკავოთ და დრო განმარტოებით გაატაროთ.

ქალწული

ქალწულების ცხოვრების წესი ჯანსაღისგან შორსაა. თუ მავნე ჩვევებს არ დაივიწყებთ, თქვენი ორგანიზმი მალე დაგსჯით. გირჩევთ ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის შესაბამის ლიტერატურას გაეცნოთ და საყვარელ ადამიანთან ერთად ვარჯიში დაიწყოთ.

სასწორი

დღეს გამოჩნდება, რომ გადაჭარბებული ემოციურობის მიუხედავად, სიტუაციის კონტროლი შეგიძლიათ — სტრესი თავშეკავებას ვერ დაგაკარგვინებთ და მალე თავის ხელში აყვანას შეძლებთ. ეს გარშემო მყოფთა პატივისცემას მოგიტანთ. საღამოს საშუალება გექნებათ, რომ მოდუნდეთ და დაისვენოთ.

მორიელი

მალე საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ, რომელზეც უარის თქმა არ ღირს. თავდაპირველად, შეთავაზება შეიძლება ძალიან სარისკოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ უარს იტყვით, შეიძლება ბევრი ინანოთ. საღამოს მეგობრებთან ერთად კულტურულად გართობა სასარგებლო და სასიამოვნო იქნება. ახლა ყველაზე მეტად პოზიტიური ემოციები და ახალი შთაბეჭდილებები გჭირდებათ, რომ შემდეგ ახლობლებს გაუზიაროთ.

მშვილდოსანი

მზად იყავით იმისთვის, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოგიწევთ მაგრამ დაწყებული მაინც უნდა დაასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ბევრი გეგმა განუსაზღვრელი ვადით გადაიდება. ფრთხილად იყავით — არ დადოთ ცრუ დაპირებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ, რადგან ამან შეიძლება დამატებითი პრობლემები წარმოქმნას. ყველა მნიშვნელოვანი საქმე ხვალისთვის გადადეთ – ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.

თხის რქა

თხის რქებისთვის შესაძლებლობებისა და სასიამოვნო შეხვედრების დღეა. გრძნობთ, როგორ გავსებთ შთაგონება და პოზიტიური ემოციები. ახალი ნაცნობობა კარგი განწყობის გარდა, მოტივაციასაც მოგიტანთ. შესანიშნავი დღეა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ნუ გამოტოვებთ შესაძლებლობას, რომ თანამოსაუბრეს თქვენი განათლება აჩვენოთ.

მერწყული

თუ თქვენი საქმიანობა ხელოვნებას უკავშირდება, დღეს წარმატებას უნდა ელოდოთ. ვარსკვლავები შემოქმედებით სფეროში მოღვაწე მერწყულებს შთაგონებას ჰპირდებიან. ამ დღეს სიმამაცე და კრეატიულობა უნდა გამოავლინოთ. თუ ახალ სამსახურს ეძებთ, სწორედ ასეთ მიდგომას ელოდება თქვენგან მომავალი დამსაქმებელი.

თევზები

თავში უამრავი ახალი იდეა გიტრიალებთ, თუმცა არ იცით, როგორ განახორციელოთ. გირჩევთ, ეს იდეები თანამოაზრეს გაუზიაროთ. თუ თანამოაზრე არ გყავთ, შესაძლოა, დამოუკიდებლად მოქმედება მოგიწიოთ, თუმცა თანამოაზრეები მოგვიანებით აუცილებლად გამოჩნდებიან.

ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება -ირაკლი კობახიძე

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „X“-ში.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნება.

„გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ,“- აღნიშნავს პრემიერი.

I extend my heartfelt congratulations to Mr. @_FriedrichMerz on his election as Chancellor of Germany. I wish him great success in his leadership of this key European nation. I am hopeful that under Chancellor Merz’s leadership, the Georgia-Germany partnership will strengthen,…

— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 6, 2025 “>