Home Blog Page 4

ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი, ბრედ ლანდერი დააკავეს სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით

JPG resized with https://ezgif.com/resize

საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტოს აგენტებმა ფედერალური საიმიგრაციო სასამართლოს წინ დააკავეს ნიუ-იორკის მთავარი ფინანსური აუდიტორი და ქალაქის მერობის კანდიდატი, ბრედ ლანდერი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლანდერი დააკავეს სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით.

ლანდერი, რომელიც „დემოკრატების“ მერობის კანდიდატობისთვის იბრძვის, ფედერალურ სასამართლოში იმყოფებოდა საიმიგრაციო პროცესებზე დასაკვირვებლად.

საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ

ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ.

საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს.

https://www.facebook.com/GeorgiainIran/posts/pfbid0LzjjpzeUPBgSeUKkn7smNxLNcqPZfR29fJUZnyp8wExq1GSgSZZU9vsS1q3s7VsTl

ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ თავის მიზნებს ერთ ან ორ კვირაში მიაღწევს

JPG resized with https://ezgif.com/resize

ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისრაელი ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ თავის მიზნებს ერთ ან ორ კვირაში მიაღწევს.

ისრაელმა ირანში ოპერაცია წამოიწყო, რომლის მიზანიც ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობებისგან მომდინარე „ეგზისტენციალური საფრთხის“ აღმოფხვრაა.

ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა აქამდე დაბომბეს ირანის ორი ბირთვული ობიექტი, ნათანზსა და ისპაანში, და ორივეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ისრაელში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის ვიზები, რომელიც 12 ივნისამდე იყო ძალაში, 30 სექტემბრამდე ავტომატურად გაგრძელდება -საქართველოს საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით.

მომსახურება ავტომატურია და ვიზები გაგრძელდება  2025 წლის 30  სექტემბრამდე.

„მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურის – PIBA-ს – მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გაწვდით შემდეგ ინფორმაციას:

უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური უზრუნველყოფს ვიზების გაგრძელებას ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზა ძალაში იყო 2025 წლის 12 ივნისის მდგომარეობით.

მომსახურება ავტომატურია, 30.09.25-მდე.

გაგრძელდება შემდეგი სახის ვიზები:

სამუშაო ვიზა, ტიპი B/1, ზოგადი;

ტურისტული ვიზა, ტიპი B/2;

მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4;

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1;

სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა);

სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3;

თანმხლები ვიზა, ტიპი A/4;

დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5;

ვიზა DCO ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად მისვლა საჭირო არ არის“, – ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/GeorgiainIsrael/posts/1136936215133528?ref=embed_post

ირანის ცის სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს, ზუსტად ვიცით სად იმალება “უზენაესი ლიდერი”, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, მინიმუმ ამ მომენტისთვის – ჩვენი მოთმინება იწურება – უპირობო დანებება! – დონალდ ტრამპი

ზუსტად ვიცით სად იმალება ირანის ე.წ. “უზენაესი ლიდერი”, ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ მის მოკვლას არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“ახლა ირანის ცის სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს. ირანს კარგი ცის რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა, და ბევრი, მაგრამ ის ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, მოფიქრებულ და აწყობილ “ნივთებს”…

ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. “უზენაესი ლიდერი” [აიათოლა ალი ხამენეი]. ის მარტივი სამიზნეა, მაგრამ უსაფრთხოდაა იქ – მის მოშორებას (მოკვლას!) არ ვაპირებთ, როგორც მინიმუმ ამ მომენტისთვის, მაგრამ არ გვინდა სამოქალაქო პირებისკენ ან ამერიკელი ჯარისკაცებისკენ გასროლილი რაკეტები. ჩვენი მოთმინება იწურება”, – წერს ტრამპი.

კიდევ ერთ პოსტში ტრამპი წერს: “უპირობო დანებება!”

როდესაც საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს ისტორიის გააზრება და გადახარშვა, გერმანიის საელჩოს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ მისი დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს, რომ საკუთარი ისტორია გაიაზროს – შალვა პაპუაშვილი

ირაკლი ხვადაგიანი არის მაგალითი წარსულის ვერ გააზრების. გერმანიის საელჩომ ზუსტად იცოდა ვის მოკიდა ხელი და ვინ ჰყავდა იქ ექსპერტად, მაგრამ ასე უტიფრად, უხეშად იქცევა გერმანიის საელჩო, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის საელჩოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე ირაკლი ხვადაგიანის გამოსვლას ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენებს გერმანიის საელჩომ და არ ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ გერმანიის საელჩოს დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს საკუთარი ისტორია გასააზრებლად.

„მე არაფერს არ ვედავები არც ხვადაგიანს და არც ბექა კობახიძეს, მე ვედავები გერმანიის საელჩოს, რომელიც შეხვედრაზე სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტს წარადგენს, როგორც წარსულის გამააზრებელ ადამიანს. ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა, ხომ ფაქტია, რომ იქ არა წარსულის გააზრებასთან გვექნებოდა საქმე, არამედ ტვინების გამორეცხვასთან. წარმოიდგინეთ, წარსულის გააზრების სახელით უნდა ისაუბროს ადამიანმა, რომელიც იმდენად ვერ იაზრებს წარსულს, რომ 2024 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში ჩაეწერა. ირაკლი ხვადაგიანი არის მაგალითი წარსულის ვერ გააზრების. გერმანიის საელჩომ ზუსტად იცის საზოგადოების დამოკიდებულება ამ ადამიანისა და ამ ორგანიზაციის მიმართ. ბოლო სკანდალებიდან გამომდინარე, როდესაც საფრანგეთის საელჩოს კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე ფული მისცა, ზუსტადაც იცოდა ვის მოკიდა ხელი და ვინ ჰყავდა იქ ექსპერტად, მაგრამ ასე უტიფრად, უხეშად იქცევა გერმანიის საელჩო, რაც სამწუხაროა.

როდესაც საუბარია გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ ისტორიის გააზრებაზე და თითქოს ამ მხრივ საქართველოს სჭირდება გერმანიის საელჩოს დახმარება, დახედონ გერმანიაში ბოლო არჩევნების შედეგებს. ფედერალური მიწების მიხედვით ნახონ რომელ რეგიონში ვინ გაიმარჯვა და პირდაპირ დაინახავენ საზღვარს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის. აი, ასე ვერ გაიაზრა თავად გერმანულმა საზოგადოებამ საკუთარი წარსული და გერმანიის გაერთიანებიდან 35 წლის თავზეც კი გაყოფილია წარმოსახვითი საზღვრით. როდესაც თავად, საკუთარ ქვეყანაში ვერ შეძლეს ისტორიის გააზრება და გადახარშვა და ეს შედეგები, რაც ამ არჩევნებზე იყო, ზუსტად ამაზე მეტყველებს, მე მგონი ცოტა თავმდაბლობა უნდა აჩვენოს გერმანიის საელჩომ და არ ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ გერმანიის საელჩოს დახმარება სჭირდება ქართველ ხალხს, რომ საკუთარი ისტორია გაიაზროს, რომელიც სხვათა შორის არ არის რამდენიმე ათწლეულის. ათასწლეულების ისტორია გაგვიაზრებია აქამდეც და როგორმე ჩვენს ისტორიას ჩვენ თვითონ თავად კარგად გავიაზრებთ დახმარებების გარეშე და მით უმეტეს ასეთი მავნე დახმარებების გარეშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირანის წინააღმდეგ ქმედებები ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს-ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისთვის ისრაელის მადლიერია.

„ირანის წინააღმდეგ ქმედებები ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს. მხოლოდ დიდი პატივისცემა შემიძლია, გამოვხატო იმის მიმართ, რომ ამის გასაკეთებლად ისრაელის არმიას, ისრაელის ხელმძღვანელობას ჰქონდა გამბედაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ თვეების და წლების განმავლობაში დავაკვირდებოდით ამ რეჟიმის ტერორს, შესაძლოა, ხელში ბირთვული იარაღითაც კი“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ირანი თუ მზად იქნება მოლაპარაკებისთვის ბირთვულ პროგრამაზე, „შემდგომი სამხედრო ჩარევები საჭირო არ იქნება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის სრული განადგურება დღის წესრიგში დადგება“.

დონალდ ტრამპმა შესაძლოა, დამატებითი ზომები მიიღოს ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად -ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა, შემდგომი ზომები მიიღოს ირანის ურანის გამდიდრების შესაჩერებლად.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ირანმა „ურანი გაამდიდრა ნებისმიერი სამოქალაქო მიზნისთვის საჭირო დონეზე გაცილებით მეტად“ და აშშ-ის პრეზიდენტმა „შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ მას დამატებითი ზომების მიღება სჭირდება ირანის ბირთვული პროგრამის დასასრულებლად.”

ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპი „მხოლოდ ამერიკელი სამხედროების გამოყენებით არის დაინტერესებული ამერიკელი ხალხის მიზნების მისაღწევად”.

„რაც არ უნდა გააკეთოს, ის ამაზეა ფოკუსირებული”, – განაცხადა ვენსმა.

ერთადერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ – რა დაკვეთები მოდის და ამის მიხედვით გავშიფროთ ოპოზიციის ნასაუბრები, იმიტომ რომ ეს არ არის მათი გონის და ტოპ-ტვინის ნახარში და შედეგი. ეს არის გარე დავალების შედეგი – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში მეტი კრიზისის შექმნაა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ მაშინ გააკეთა, როდესაც ოპოზიციის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობის შესახებ საუბრობდა.

„ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილის ამოცანა, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ანუ, იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, მიზანი არის, რომ რამენაირად კრიზისული სიტუაცია შექმნან, თუ მიიღებენ მონაწილეობას, აქაც გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ იქნებ სადმე წარმატებას მიაღწიონ, რომ მერე ამით კრიზის შექმნან ქვეყანაში. როდესაც ასე მავნებლობენ და საბოტაჟს უცხადებენ საკუთარ ქვეყანას, რომელშიც ცხოვრებენ მათი ნათესავები, ახლობლები, ის ხალხი და საზოგადოება, სადაც ისინი გაიზარდნენ, რა თქმა უნდა აქ სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ არიან გარედან მიღებული მითითებების შემსრულებლები, არ არსებობს. ჩვენ ერთადერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ – რა დაკვეთები მოდის და ამის მიხედვით გავშიფროთ მათი ნასაუბრები, იმიტომ რომ ეს არ არის მათი გონის და ტოპ-ტვინის ნახარში და შედეგი. ეს არის გარე დავალების შედეგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უვიზო რეჟიმის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება თვითნებობას და საბაბის ძებნას, ჩვენ სხვის თვითნებობაზე და არაკეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი არ არსებობს.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება უკვე იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან, რადგან არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა.

„თუ შევეცდებით ობიექტურად გავაანალიზოთ, რა გადაწყვეტილებები შეიძლება იქნას მიღებული, რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი არ არსებობს. მაგრამ, როდესაც ვინმეს საფუძველი კი არა საბაბი სჭირდება, საბაბს ყოველთვის მოიძიებს. შეგახსენებთ, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებით ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვია. დღემდე არ დაუსახელებიათ არც ერთი მუხლი ან საფუძველი, რითაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ბრიუსელმა ჩვეულებრივად დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც არის ორგანიზაციის არასათანადო ქცევა. აქედან გამომიდინარე, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მით უმეტეს, როცა ვხედავთ პარტიულ მიკერძოებებს და მავნე მიზნებს საქართველოსთან დაკავშირებით ზოგიერთი სუბიექტების მხრიდან.

არანაირი საფუძველი არ არსებობს, რაც შეეხება თვითნებობას და საბაბის ძებნას, ჩვენ სხვის თვითნებობაზე და არაკეთილსინდისიერებაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე დასახელდა

საპროკურორო საბჭოზე, საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 18 ივნისს, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები კენჭს უყრიან დასახელებულ კანდიდატს.

“გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ-პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.

ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.

18 ივნისს, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატთან გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები კენჭს უყრიან დასახელებულ კანდიდატს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს მიენიჭა უფლებამოსილება დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სასამართლო პროცესები იმიტომაა საჭირო და იმიტომ ესწრებიან, რომ გაარკვიონ, ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული თუ არა, არ მგონია, ჩემთან მიმართებით რამე იყოს გასარკვევი – არ მივალ არც 23-ში – ზურაბ ჯაფარიძე

სასამართლო პროცესები იმიტომაა საჭირო და იმიტომ ესწრებიან, რომ გაარკვიონ, ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული თუ არა, არ მგონია, ჩემთან მიმართებით რამე იყოს გასარკვევი – არ მივალ არც 23-ში, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, მისი პასუხი გასაგებია და საინტერესოა, რა იქნება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას პასუხი 23 ივნისს.

„სასამართლო პროცესები იმიტომ არის საჭირო და მას იმიტომ ესწრებიან, რომ გაარკვიონ, ვიღაცამ ჩაიდინა დანაშაული თუ არა.

მე არ მგონია, რომ ჩემთან მიმართებით რამე იყოს გასარკვევი. იმ დარბაზში თუ დერეფანში არავინაა ისეთი, ვისაც რაიმე კითხვის ნიშანი გააჩნია ჩემთან მიმართებით. სამყაროში არ არსებობს ადამიანი, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ მე მას ზიანი მივაყენე. ამიტომ ეს სასამართლო ჩემზე არაა.

ეს სასამართლო ე.წ მოსამართლე ჯვებეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამას ვერც ხვდება. ამ პროცესებზე ხალხი იმის სანახავად დადის, რომ ლაივში ნახოს – რას იზამს ჯვებე.

ჯვებემ კი სულ რაღაც 4-5 დღის წინ ჩემგან 3 საკნით დაშორებით ციხეში ჩასვა სრულიად უდანაშაულო ადამიანი. სადმე გარბოდა ნიკა გვარამია? თუ დანაშაული ჩაიდინა განმეორებით?

იმავე ჯვებემ, პოლიტიკური მოტივით დაჭერილ ანტონ ჩეჩინს, რომელსაც თავში გაურკვეველი სიმსივნური წარმონაქმნი აქვს და რომელსაც ტანზე დადასტურებულად ეტყობა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, არ შეუცვალა აღკვეთი ღონისძიება და ჩატოვა ციხეში.

ამიტომ არ მოვედი დღეს პროცესზე, ამიტომ არ მივალ არც 23-ში.

ვიღაც შიმპანზის მორალის მქონე ხალხმა, რომელთაც რუსეთის დღევანდელმა მეფისნაცვალმა ხელში ჩაუგდო პატარა ძალაუფლება, გადაწყვიტა, რომ თუ ციხით დამემუქრებოდნენ, კლოუნის წითელ ცხვირს დავიმაგრებდი და ვეახლებოდი.

ჩემი პასუხი გასაგებია. 23-ში საინტერესო იქნება ჯვებეს პასუხი.

მიუხედავად მისი ქმედებებისა, მისივე პროფესიიდან გამომდინარე, მას ყოველ ჯერზე აქვს შანსი – ისევ იქცეს ადამიანად. ამიტომ, 23-ში რაც გაირკვევა, ესაა – მზადაა თუ არა ჯვებე დათმოს დღევანდელი პატივი, წესდება, კეთილდღეობა და უარი თქვას კლოუნის წითელი ცხვირის ტარებაზე.

ოღონდ ეს ვერ იქნება ციხის ნაცვლად ჯარიმა ან სხვა რამე.

მხოლოდ სრულად გამამართლებელი განაჩენი იქნება იმის ინდიკატორი, რომ ჯვებე ცირკში აღარ მუშაობს.

P.S საუბედუროდ, კაცობრიობის ისტორია სავსეა ჯვებეებით. ჯვებეების მმართველობა (თუ ჯვებეებით მმართველობა) უნდა დასრულდეს!”,- ნათქვამია ჯაფარიძის წერილში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება.

როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, სასამართლო ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, საბოლოო სიტყვით ისარგებლოს.