Home Blog Page 4

“ევრობარომეტრის” კვლევის თანახმად, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული, გამოკითხულთა 51% კი ეროვნულ მთავრობას ენდობა

“ევრობარომეტრი” კვლევის თანახმად, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ევროკავშირს გამოკითხულთა 49% ენდობა.

“ევრობარომეტრის” კვლევა საქართველოში 2025 წლის 27 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდა, რა დროსაც 1011 რესპონდენტი გამოიკითხა.

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 37 % მიდრეკილია ევროკავშირისადმი უნდობლობისკენ, 14%-ის პასუხია “არ ვიცი”.

გამოკითხულთა 43% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის განწყობილი, 38% – ნეიტრალურად, 18% – ნეგატიურად, 1%-ს კი არ აქვს პასუხი კითხვაზე.

გამოკითხვის თანახმად, საქართველოში შემოდგომას ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, 9%-ით შემცირებულია იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყნის წევრობა ევროკავშირში კარგია. ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს. რესპონდენტთა 7% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობა ცუდია, 28% კი ფიქრობს, რომ ეს არც კარგია, არც ცუდი. გამოკითხულთა 75% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობისგან სარგებელს მიიღებს, ეს მაჩვენებელი წინა კვლევასთან შედარებით, 7%-ით არის შემცირებული.

სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში გამოკითხულთა 51% ენდობა ეროვნულ მთავრობას, 44% კი არ ენდობა. ასევე, რესპონდენტთა 48% ენდობა ეროვნულ პარლამენტს, არ ენდობა 45%.

ქვეყნის ეკონომიკაში ვითარებას ნეგატიურად აფასებს გამოკითხვის მონაწილეთა 40%, 56% კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება ცუდია. საცხოვრებელ ხარჯებსა და მზარდ ფასებს ქვეყნის წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს რესპონდენტთა 33%, 19% კი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ეკონომიკურ სიტუაციას ასახელებს. 24% ფიქრობს, რომ ეს უმუშევრობაა.

“ევრობარომეტრი” არის საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერია, რომელიც ევროკომისიისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით 1974 წლიდან რეგულარულად ტარდება.

ვზეიმობთ იტალიის დამოუკიდებლობის დღეს, აღვნიშნავთ დღესასწაულს ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვანია იტალიისთვის, ხალხებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა საქართველოსთან მჭიდროა -იტალიის ელჩი

დღეს ვზეიმობთ იტალიის დამოუკიდებლობის დღეს. აღვნიშნავთ დღესასწაულს ქვეყანაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იტალიისთვის, ხალხებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და წლიდან წლამდე ღრმავდება, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის საელჩოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე გააკეთა.

„ჩვენ ვზეიმობთ მნიშვნელოვან დღეს, როდესაც იტალია გახდა რესპუბლიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ეს ჩვენი რესპუბლიკის ისტორიისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო. იმ დროიდან მოყოლებული იტალიას საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფაში. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დღესასწაულს ქვეყანაში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იტალიისთვის, ხალხებს შორის ურთიერთობა, მეგობრობა საქართველოსთან ძალიან მჭიდროა და წლიდან წლამდე უფრო ღრმავდება. მაგალითისთვის, ათასობით ქართველი გვყავს იტალიაში, რომლებიც მუშაობენ იტალიაში, თანხას აგზავნიან საქართველოში და ასე შეაქვთ წვლილი ქართულ ეკონომიკაში. ძალიან ბევრია მსგავსებები ჩვენს კულტურაში, ტემპერამენტში. დღეს ვზეიმობთ იტალიის დამოუკიდებლობის დღეს და გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა იტალიის ელჩმა.

ევროპაში ქოლ-ცენტრების თაღლითობის საქმეზე მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა

JPG resized with https://ezgif.com/resize

გერმანიის პოლიციის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სპეციალისტები ევროპაში მოქმედი ბანდის საქმიანობას იძიებენ, რომელიც ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

საქსონიის კრიმინალური პოლიციისა და დრეზდენის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 170-ზე მეტი ეჭვმიტანილი ტელეფონით თავს ასაღებდა ბანკის თანამშრომლად ან პოლიციელად. ისინი ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებს ატყუებდნენ.

პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს გერმანიაში, საბერძნეთში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. საგამოძიებო ღონისძიებები ჩატარდა 39 ეჭვმიტანილის კუთვნილ 35 საცხოვრებელ და კომერციულ ობიექტზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, მონაცემთა მატარებლები და დოკუმენტები.

პროკურატურა იძიებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ კომერციული მიზნებით ჩადენილი თაღლითობის საქმეს.

ზარალის საერთო ოდენობა, შეფასებით, არანაკლებ რვა მილიონი ევროა.

 რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა-მამუკა ხაზარაძე

ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი.

„მინდა, გამოვეხმაურო „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტარატეგიაზე შეთანხმება.

ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ!

ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდანვე.

აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!

პ.ს. ბოდიშს გიხდით ამ ფორმით რომ მოგმართავთ. არ ვიმყოფები საქართველოში. კვირის ბოლოს მზად ვარ, უფრო დეტალურად მოგახსენოთ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოზიცია და ხედვა, როგორ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ეს ყველაფერი დროებითია და ეს ადამიანები იცვლებიან, თუმცა არ შეიცვლება ის პრინციპი, რომ საქართველომ უდიდეს წარმატებას მიაღწია დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებაში – ნინო წილოსანი ევროპელი ლიდერების განცხადებებზე

ჭეშმარიტება ყოველთვის არის რაღაც პრინციპი, სტანდარტი და კონკრეტული მოცემულობა. ადამიანები ვერასდროს ვერ იქნებიან ამ ჭეშმარიტების მთავარი ფიგურანტები. მარტა კოსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, რომლებთან მიმართებითაც არაერთხელ მოგვისმენია უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები და კრიტიკა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ევროპელი ლიდერების განცხადებებზე საუბრისას.

„ეს ყველაფერი დროებითია და ეს ადამიანები იცვლებიან, თუმცა არ შეიცვლება ის პრინციპი, რომ საქართველომ უდიდეს წარმატებას მიაღწია დემოკრატიული პრინციპების ჩამოყალიბებაში, ადამიანის უფლებების განმტკიცებაში, სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიათავისუფლების და სხვა საკითხებში. არავის გაგვიკვირდება, რომ უცხოელი აქტორები როდესაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ტაშს უკრავდნენ და სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, მათი გადმოსახედიდან რომ ჩვენი პოლიტიკა არ იყოს მოსაწონი, ამაში გასაკვირი არაფერია.

უსტანდარტობა აქვთ, როდესაც ქალბატონ რასას მადლობას უხდის თავისი აქტივიზმისთვის, რომელიც იბრძვის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნისთვის. ადამიანი, რომელიც მთელი ქართველი ერის წინაშეა დამნაშავე და მან პოლიტიკური და სამართლებრივი სასჯელი უნდა მოიხადოს და მან და მისი გუნდის წევრებმა ვერასდროს ვერ უნდა მოახერხონ პოლიტიკური რეაბილიტაცია ამ ქვეყანაში.

მარტა კოსის მადლობა, რომელიც მიემართებოდა რასას, კიდევ უფრო კარგად გვაჩვენებს რა მიზანი აქვს ქალბატონ მარტას. სამწუხაროა, როდესაც ადამიანი, რომელიც ამხელა ევრო სტრუქტურას ხელმძღვანელობს, ასეთ განცხადებებს აკეთებს. ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებს, რომ საქართველოში დემოკრატიის უმაღლესი ხარისხია.

ჩვენ ბავშვობიდან სისხლში გვქონდა გამჯდარი, რომ დასავლური ხარისხი და სტანდარტი სულ სხვა რაღაცას გვეუბნება. ამ დროს ვხედავთ, რომ სწორედ დასავლეთს შეუძლია დაასანქციროს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ან სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი იმისთვის, რომ მათ შესაძლოა განსხვავებული დამოკიდებულება ან პოლიტიკური გემოვნება აქვს. კერძო მედიის, „იმედის“ მფლობელი დაასანქციროს და დოკუმენტში ეწეროს, სანქცირდება იმიტომ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკას ატარებს. სად არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, სად არის იმის თავისუფლება, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი პოლიტიკური თავისუფალი მრწამსის შესაძლებლობა. გასაკვირი არაფერია, მაგრამ სამწუხაროა, რადგან ევროსკეპტიციზმს ძალიან აღრმავებს ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არცერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ – კაროლ ნავროცკი ზელენსკის

პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არც ერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ , – ასე ეხმაურება პოლონეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვას პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, მოუთმენლად ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას.

“ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, მადლობა თქვენი მესიჯისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაგრძელებას, რომელიც ორმხრივ პატივისცემასა და გაგებაზეა დაფუძნებული. მჯერა, რომ ეს მოითხოვს არა მხოლოდ კარგ დიალოგს, არამედ დაგვიანებული ისტორიული პრობლემების მოგვარებას. პოლონეთი უკრაინის უძლიერესი მხარდამჭერი იყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ, არც ერთ სხვა ერს არ ესმის ეს საფრთხე ისე, როგორც ჩვენ, და იმედი მაქვს ერთად მუშაობას გავაგრძელებთ საერთო სიკეთისთვის, მოუგვარებელი წარსულის მოგვარებისთვის და უსაფრთხო მომავლის ერთად აშენებისთვის”, – წერს ნავროცკი.

როდესაც მათ შემთხვევაში უცხოური გავლენების შესახებ კანონმდებლობით ქვეყნების დაცვა კარგად არის უზრუნველყოფილი, ჩვენს შემთხვევაში ეს რატომ არის დემოკრატიისგან უკუსვლა?! – ნინო წილოსანი ხელისუფლებისადმი ევროსტრუქტურების კრიტიკაზე

როდესაც მათ [უცხოელი პარტნიორების] შემთხვევაში უცხოური გავლენების შესახებ კანონმდებლობით ქვეყნების დაცვა კარგად არის უზრუნველყოფილი, ჩვენს შემთხვევაში ეს რატომ არის დემოკრატიისგან უკუსვლა, ამას ვერ ახსნის ვერანაირი საღი გონი, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა არის ის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც ევროსტრუქტურებიდან კრიტიკას გადაწონის ბოლო დროს ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით.

„როდესაც მათ [ევროპული ქვეყნების] შემთხვევაში უცხოური გავლენების შესახებ კანონმდებლობით ქვეყნების დაცვა კარგად არის უზრუნველყოფილი, ჩვენს შემთხვევაში ეს რატომ არის დემოკრატიისგან უკუსვლა, ამას ვერ ახსნის ვერანაირი საღი გონი. ან ოჯახური ღირებულებების დაცვა რატომ არის ანტიევროპული?!

განსაკუთრებით 2014 წლის შემდგომ მივდივართ ევროსტანდარტებით. ეს არის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სტანდარტები.

როდესაც მედიარეგულაციებს ვიღებდით, ვიხელმძღვანელეთ ბრიტანული სტანდარტით და ალბათ BBC ერეთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმის, როგორი ეთიკური უნდა იყოს მედია და რომ არ უნდა გადაიქცეს დატერორების ინსტრუმენტად“, – აღნიშნა წილოსანმა

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონში გაემგზავრა

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს.

ვაშინგტონშია თავად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელიც. ერმაკის თქმით, დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების წევრებთან და ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ერმაკის განცხადებით, დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამერიკის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაა. უკრაინული მხარე ამერიკელ პარტნიორებს რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ ცნობას მიაწვდის.

06/06-ში თიბისისყველაგანაწილებამომგებიანია

თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს. მორიგი წყვილი თარიღი 06.06-შია და ამ დღეს ყველა განაწილება მომგებიანი იქნება- ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, ნებისმიერი ნივთის განაწილებით შეძენისას, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გამორჩეული საჩუქრები მიიღოთ:

  • 500 / 100 / 20 ლარი თიბისისგან;
  • Playstation;
  • 40%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი GPC-სგან;
  • 50, 30 და 10 ლარის ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერებიGPC- სგან;
  • 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი დრესაპისგან.

საჩუქრის მიღების შემთხვევაში, ინფორმაციას SMS სახით მიიღებთ.

“განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა.

თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებლები პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე განაწილებით იხდიან. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ იხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.

არ გამოტოვო თიბისის ორმაგი თარიღის შეთავაზება, გაანაწილე 06.06-ში და აისრულე ჩაფიქრებული სურვილები.

შეთავაზების დამატებითი დეტალები იხილეთ ბმულზე.

®

მათრახი და თაფლაკვერი, რასაც ევროკომისია ითხოვს რეჟიმისთვის, არ მუშაობს, გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი არჩევნები, სანქციები, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა-რასა იუკნევიჩიენე

სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სანქციები უსარგებლოა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ყველაფერზე, რასაც ვხედავთ საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, რასა იუკნევიჩიემ აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი არჩევნები, სანქციები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა.

„მივესალმებით ამ მამაც ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც თითქმის 200 დღეა, იბრძვიან ქუჩაში. ცივი ზამთრის დღეებში ისინი იდგნენ ქუჩაში და იბრძოდნენ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, აფრიალებდნენ ევროპულ დროშებს. ზოგჯერ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად პროევროპელები არიან, ვიდრე ბევრი ევროპელი ევროკავშირში. შესაძლოა, ჩვენ მიჩვეული ვართ ჩვენს ყოველდღიურ დემოკრატიას და ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქართველი ხალხისთვის. თქვენ ხართ არაჩვეულებრივები, თქვენ ხართ გმირები ჩემთვის და ბევრი ევროპელისთვის მრავალ ევროპულ ქვეყანაში. თქვენი ვიზიტი ძალიან დროულია. ხვალ ჩვენ კენჭს ვუყრით ანგარიშს და ვიმედოვნებ, რომ მას დაამტკიცებენ, რადგან ყველა პოლიტიკური ჯგუფი მას მხარს უჭერს. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ყოველ კვირა ამ ანგარიშის შესწორება, ახალი მტკიცებულების, რეჟიმის მიერ გადადგმული ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო. ყველა იმ ადამიანისგან, ვისთანაც შეხვედრა გვქონდა, იქნებოდა ეს პროევროპელი ქართველები, თუ ევროკავშირის ელჩები, იქმნებოდა საერთო შეგრძნება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გაგებით, რომ სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება და ჩვენი შეხვედრების დროს რამდენჯერმე იყო ნახსენები ლუკაშენკოს რეჟიმი, რადგან ვითარება სულ უფრო უახლოვდება იმას, რაც საბოლოოდ მივიღეთ ბელარუსში, ნაბიჯ-ნაბიჯ მოძრაობს იგივე მიმართულებით. ყველა მათგანი ამბობდა, რომ საჭიროა სანქციები რეჟიმისთვის. სანქციები მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სანქციები უსარგებლოა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციაშიც კი ნახსენები იყო სახელები და მრავალი ადამიანისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ამის ცოდნა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუწოდოთ წევრ ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციები, განსაკუთრებით, მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე და ყველაფერზე, რასაც ვხედავთ ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ჩვენ ბოლო დღეებში მივიღეთ შეტყობინება, რომ ორი უკანასკნელი ძლიერი დამოუკიდებელი ტელეარხი, რომელიც ჯერ კიდევ განაგრძობს მაუწყებლობას, დახურვის პირას არის უახლოს დღეებში. ეს იქნება სიტყვის თავისუფლების დასასრული. მზია ამაღლობელი – ჩვენ გვსურდა მისი ციხეში მონახულება, ვითხოვეთ ნებართვა, თუმცა ნება არ დაგვრთეს. ეს მამაცი ჟურნალისტი გახდა საქართველოში დღეს დაპატიმრებულების სიმბოლო. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მას ჩვენი სოლიდარობა. სამოქალაქო საზოგადოება დარჩენილია ყოველგვარი რესურსის გარეშე და იმ დროს, როდესაც ასევე USAID-ი გავიდა, ეს არის უზარმაზარი ზიანი ამ ქვეყნისთვის. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, ხვალ იქნება ანგარიში, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას, რომ გვქონდეს სასწრაფო რეზოლუცია მზია ამაღლობელთან დაკავშირებით შემდეგი პლენარული სესიისთვის, თუ სხვა ჯგუფები დათანხმდებიან. ვფიქრობ, დროა, გავაკეთოთ ეს. კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. მათრახი და თაფლაკვერი, რასაც ევროკომისია ითხოვს ამჟამინდელი რეჟიმისთვის, არ მუშაობს და საერთოდ არ იმუშავებს. მხოლოდ ახალი, სამართლიანი არჩევნები, სანქციები, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

სხდომაზე ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოში ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის მისიის შესახებ ისაუბრეს, რომელიც 26-28 მარტს შესრულდა.

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ლაშა ბუღაძე, ბექა ყორშია, ქეთი ქერაშვილი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 4 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7321 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1162 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1200 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0038 ლარი შეადგინა.

სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც ჩვენ ვართ, ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი – რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? – ირაკლი ზარქუა სალომე სამადაშვილს

რა უნდა ვთქვა რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით? რასაც ვისმენთ, ამას ხომ გეუბნებოდით: უპრინციპოები, უთავმოყვარეოები, მრავალნაირი სტანდარტის მქონენი – ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს – ვინც აპამპულავეთ და გადააგდეთ ამდენი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს პრინციპები არ აქვთ და რასაც დაუკვეთავენ ისე მოიქცევიან.

„ამათ სიტყვას რომ ფასი არ აქვს, ამას ხომ გიყვებოდით? 2020-ში თქვეს, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და არ შემოვალთო, შემდეგ შემოვიდნენ და ძლივს გავაგდეთ. ამათ პრინციპი არ აქვთ – რასაც დაუკვეთავენ, ისე მოიქცევიან. თავიდან ამბობდნენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, წინააღმდეგობის პლატფორმას და სიგიჟეებს იგონებდნენ და ახლა მიხვდნენ, რომ საერთოდ რომ არ გაქრნენ ისე, როგორც „კარენოი“ „ნაცმოძრაობა“ გაქრა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხაზი გადაუსვან ყველა აქამდე ნათქვამ არგუმენტს და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღონ მონაწილეობა. ეს ხელმოცარული დიპლომატი, სამადაშვილს ვგულისხმობ, ხომ იცით რატომ ვეძახი? ევროკავშირში წლების განმავლობაში რომ იყო ელჩი, როცა რუსეთი თავს დაგვესხა და ომი გაჩაღდა, ერთ ქვეყანასაც ვერ გააკეთებინა განცხადება და სანქცია ვერ დააწესებინა. ეს ქალი მერე აქ მორალს გვიკითხავდა. იგივე მისი ამორალური მორალის გაგრძელებაა, რომ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებო და ახლა რა შეიცვალა? სალო, რა შეიცვალა? იგივეა ცესკო, მმართველი პარტიაც ჩვენ ვართ, ირაკლი კობახიძეა პრემიერ-მინისტრი – რატომ იღებ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში? რის იმედად? – საერთოდ რომ არ გაქრეთ? დაგიკვეთეს თქვენმა პატრონებმა? – ამიტომაც ხართ იქ, სადაც ხართ და ასე იქნებით, სანამ უცხო ქვეყნის დაკვეთის მოლოდინში იქნებით თქვენც, დანარჩენებიც, გახარიებიც, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ თვითმარქვია პრეზიდენტიც. ჯერ სად ხართ, თქვენ თქვენი ამომრჩეველი მოგიღებთ ბოლოს – ვინც აპამპულავეთ და გადააგდეთ ამდენი ხნის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ჩემი „ხაბეც“ აბობოქრდება და ის ცალკე მოგცემთ მერე „კანტროლკას“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა გუშინ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ასეთი განცხადება გააკეთა: „თუ შევარჩევთ წერტილებს, სადაც ხელისუფლება სუსტია, უკვე წააგო არჩევნები და ერთიანი ძალით დავარტყამთ, შესაძლოა, მივაყენოთ უფრო დიდი ზიანი, ვიდრე არ შესვლით პროცესში – მათ ვერავინ მისცემს ლეგიტიმაციას, ის რაც მკვდარია, თავიდან ვერ მოკვდება“, – აღნიშნა სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.