Home Blog Page 4

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა – მიხეილ სააკაშვილი

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს“.

„ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება:

შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა.

არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე არჩევნებია აშშ-ში და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ივანიშვილს აქვს იმედი, რომ ის მოუხსნის მას სანქციებს, თუ კიდევაც სახ. დეპარტამენტი მანამდე მას დაასანქცირებს.

რუსეთი უფრო სუსტია მოკლე დისტანციაზე, მას აბნევს და აშინებს მოულოდნელობა, სპონტანურად შექმნილი ვითარება, ისეთი, ჩვენთან რომ არის ახლა. გრძელ დისტანციაზე, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, ინფორმაციის გაყალბებით, ადამიანების მოსყიდვით რუსეთი ძალას იკრებს და მისი გამარჯვების შანსი იზრდება. ჩვენთვის ეს წაგებულ თამაშში შესვლაა. არ უნდა მივცეთ ეს შანსი რუსეთს.

თავის დროზე იანუკოვიჩმა დასავლეთს მიმართა თხოვნით, მიეცათ მისთვის არჩევნების ექვსი თვით გადავადების უფლება. დასავლეთი დათანხმდა, დათანხმდა უკრაინის ხელისუფლებაც. ერთადერთი, ვინც არ დათანხმდა, იყო აჯანყებული „მაიდანი“ და შედეგად იანუკოვიჩი გაიქცა.

ასე რომ არ მომხდარიყო, უკრაინა დიდი ხნის უკან, იმ ექვს თვეში, გადაყლაპული ექნებოდა პუტინს.

აუცილებელია ყველა ამ პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს.

ხალხს დიდი ძალა აქვს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

არაკეთილსინდისიერი ჯო „ჰამასის“ ტერორისტების მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს – დონალდ ტრამპი

არაკეთილსინდისიერმა ჯო ბაიდენმა, იცის თუ არა ეს, განაცხადა, რომ შეუჩერებს იარაღის მიწოდებას ისრაელს, რომელიც ღაზაში „ჰამასის“ ტერორისტების აღმოსაფხვრელად იბრძვის, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას.

მისი თქმით, ჯო ბაიდენი „ჰამასის“ მხარესაა, მას მსოფლიო III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.

„ჰამასმა“ მოკლა ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ჩვილები და ჯერ კიდევ მძევლად ჰყავს ამერიკელები, თუ ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. მიუხედავად ამისა, არაკეთილსინდისიერი ჯო ამ ტერორისტების მხარესაა. ბაიდენი არის სუსტი, კორუმპირებული და მსოფლიო პირდაპირ III მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. გახსოვდეთ – ეს ომი ისრაელში, ისევე, როგორც ომი უკრაინაში, არასდროს დაიწყებოდა, მე რომ თეთრ სახლში ვყოფილიყავი. მაგრამ ძალიან მალე, ჩვენ დავბრუნდებით და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მშვიდობას ძალით!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეაჩერებს ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას, თუ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქალაქ რაფაჰში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ნაცმოძრაობა“ ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა” – მიხეილ ყაველაშვილი

2012 წელს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მივეცით შესაძლებლობა, გაეაზრებინათ თავიანთი დანაშაულები, ღირსეულად ეღიარებინათ და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გაეგრძელებინათ – საქართველოს განვითარებაში შეეტანათ წვლილი, მაგრამ დავინახეთ მათი ქმედებები, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან, უცხოეთიდან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა.

„დღეს გავრცელდა ჩანაწერები, რომელთა მთავარი მოქმედი პირები არიან „ნაცმოძრაობის“ დავიწყებული სახეები. მაგალითად, ონიანი, რომელიც პირდაპირ არბევდა „ნაცმოძრაობის“ დროს აქციებს. მინაშვილზე აღარ ვლაპარაკობ, მგონი, ერთ-ერთია, ვინც [რუსეთისთვის სასარგებლო იმ] რეზოლუციას მოაწერა ხელი. მელია, გვარამია… ეს ადამიანები შეუძლებელია, რომ შეიცვალონ. 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მივეცით შესაძლებლობა, გაეაზრებინათ თავიანთი დანაშაულები, ღირსეულად ეღიარებინათ და ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი გაეგრძელებინათ – საქართველოს განვითარებაში შეეტანათ წვლილი, მაგრამ დავინახეთ მათი ქმედებები.

უფრო მეტსაც გეტყვით – ეს ძალა, „ნაცმოძრაობა“, ერთ დღეში განადგურდება და შეწყვეტს არსებობას, გარედან რომ არ ჰქონდეს მხარდაჭერა. ამის ფაქტებია, თუ როგორ სულდგმულობენ უცხოური ძალებით“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

“პარლამენტთან, აქციებზე 15 აპრილიდან დღემდე, მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული”- შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, პარლამენტთან, “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 15 აპრილიდან დღემდე, მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული.

სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ისინი არ უნდა გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.

„აქვე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების შესახებ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება”,- განაცხადა თამაზაშვილმა.

პოლიციამ რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავა

რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავა.

საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებდა თვალს, რომ მიმდინარე აქციების პერიოდში, პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე, განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები.

საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერებსა და თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთს.

აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდმა თანამშრომელმა, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8-9 მაისს 6 პირი დააკავა.

კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო.

ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი.

1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.

1 მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა.

ასევე, 1 მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187- ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას იმ პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

აქვე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების შესახებ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“, – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს -პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით.

„დღეს ევროპის დღეა!

ყოველწლიურად, სწორედ ამ დღეს, ჩვენ ვფიქრობთ იმ გზაზე, რომელიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხედვით დაიწყო და 27 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ და აყვავებულ კავშირში გადაიზარდა; მათ განსხვავებული ისტორია და კულტურა აქვთ, მაგრამ ყველა საერთო ღირებულებებითა და მისწრაფებებით არის გაერთიანებული.

საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენს საერთო ევროპულ გზაზე.

საქართველოსთვის მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ისარგებლოს წევრობის ყველა პრივილეგიით და ასევე ამ წევრობიდან გამომდინარე ყველა პასუხისმგებლობა იკისროს. ამისთვის საქართველომ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.

წლის ბოლოს ევროკავშირი გადაწყვეტს გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს მისი წევრობისკენ.

ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან. ჩვენი კავშირის კარი საბოლოოდ ფართოდ ღიაა! გელოდებით!

ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს. დარჩით ევროკავშირის გზაზე! და დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ.

ასე რომ, მოდით აღვნიშნოთ ევროპის დღე და საქართველო ევროკავშირის წევრობას ხელიხელჩაკიდებულებმა მივუახლოოთ“, – განაცხადა ელჩმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

9 მაისს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში იწვიმებს, დღე +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +14, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +23 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უვარდებათ მათ ოჯახებში, არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით -ბექა ოდიშარია

x

უმრავლესობის წევრები მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟშია ჩართული-აფასებენ და ბაზის შექმნის აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე საუბრობენ. როგორც მმართველ პარტიაში განმარტავენ მონაცემთა ბაზის შექმნა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას განმუხტავს

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ უვარდებათ მათ ოჯახებში, არა გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით. ბედავენ და ურეკავენ პოლიტიკოსების მცირეწლოვან ოჯახის წევრებს, ისევე როგორც ნებისმიერ ოჯახის წევრს, არ აქვს მნიშვნელობა. ცდილობენ დააბულინგონ. ადამიანებს, რომლებიც მიდიან სახლში, სასწავლებელში საავადმყოფოში, პირდაპირ უხერგავენ გზას და აიძულებენ, რომ ან მათ მხარეს გადავიდნენ, ან მათ მოღალატეებად აცხადებენ და აბსოლუტურად მიუღებელი ეპითეტებით ამკობენ. ეს ადამიანები უნდა მოხვდნენ გარკვეულ რეესტრში“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია – ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან, 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა.

1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ვეტერანების ნაწილი დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად კიკვიძის პარკში შეიკრიბება .მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლები. ადგილზე მისულები მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეამკობენ.

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, ამ დღეს მინდა, ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს მშვიდობა ვუსურვო -შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს, რომლებმაც თავისი ბრძოლით და თავდადებით მოიპოვეს კაცობრიობის უსასტიკეს მტერზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში.

„საქართველომ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოროტის დასაძლევად. ქართველი ჯარისკაცების თავდადება მეორე მსოფლიო ომში განუზომელია, ისევე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს არაერთ მისიასა თუ სამხედრო ოპერაციაში.

მსოფლიო დღესაც დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კვლავ ახსენებს კაცობრიობას, რომ ომი ყოველთვის სისასტიკისა და დაუნდობლობის, უბედურების მომტანია.

ამიტომაც მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი ამოცანაა.

ჩვენი ვალია, აღარასდროს დავუშვათ ბოროტების ზეიმი, სიკვდილის სიცოცხლეზე გამარჯვება. ფაშიზმზე კაცობრიობის გამარჯვების ამ დღეს მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და სრულიად მსოფლიოს მშვიდობა და კიდევ ერთხელ მშვიდობა!“, – წერს პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=999447648853669&set=a.328356269296147&type=3&ref=embed_post

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოვლენებით მდიდარი და აქტიური დღეა. პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. გამონახეთ დრო საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. საქმიანი შეხვედრები, ახალი ნაცნობობა და მოგზაურობა წარმატებული იქნება. დროა, დიდი ხნის უნახავ ახლობელს დაურეკოთ და მოიკითხოთ.

კურო

ენერგიით სავსე ხართ და მისი ეფექტურიანად დახარჯვა გსურთ. შემოსავლის დამატებით წყაროზე უარს ნუ იტყვით, მაგრამ სიფრთხილით მოეკიდეთ და ცხოვრების მთავარ მიზნად ნუ აქცევთ. არახელსაყრელი დღეა სარისკო გადაწყვეტილებებისთვის, სამაგიეროდ – მშვენიერი დღეა საოცნებო ნივთის შესაძენად.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სოციალურ და გასართობი ღონისძიებებზე დასწრებისთვის. გირჩევთ, მეტი იაქტიუროთ და გარშემო ენერგიული ადამიანები შემოიკრიბოთ. შესაძლოა, გეგმების განხორციელების შანსი მოგეცეთ და ხელიდან ნუ გაუშვებთ. უსაქმოდ ჯდომას და წუწუნს გამოსავლის ძიება სჯობს, რომელსაც აუცილებლად იპოვით.

კირჩხიბი

ამ დღეს პირად ურთიერთობებში სულიერი სიახლოვე და ჰარმონია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნათესავები მოინახულოთ. მათთან გულწრფელი საუბარი ბევრ რამეზე თვალს აგიხელთ. შესაძლოა, ამ დღეს ვინმეს საიდუმლო გაიგოთ. კარგი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის, მაგრამ ეცადეთ არ გადაიღალოთ.

ლომი

დაუსრულებელი საქმეები მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს კრიტიკული შენიშვნებით თავი არ მოაბეზროთ. თუ პრეტენზიები გამოთქმას აპირებთ, ისე გააკეთეთ, რომ არავინ გაანაწყენოთ.

ქალწული

ამ დღეს ასაკით უფროს ან თანამდებობით თქვენზე მაღლა მყოფ ადამიანთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობთ. თუ არ იზარმაცებთ, მუშაობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. პირად ურთიერთობებში სასიამოვნო ცვლილებები გელით. ეცადეთ, ემოციური ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ და არა – განცდებისკენ. სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა.

სასწორი

კარგი დღეა მოგზაურობის ან შვებულების დასაგეგმად. შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე აქტიურად გაატაროთ. თუ თქვენს ცხოვრებაში პრობლემა გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თუმცა შეცდომის გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.

მორიელი

თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ცვლილებები მოხდეს. სავარაუდოდ, ისინი ნათესავებთან ურთიერთობას ან ყოველდღიურ რუტინას ეხება. ის, რაც სხვებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, შეიძლება თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. თუმცა ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ.

მშვილდოსანი

9 მაისი კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა.

თხის რქა

თუ სამუშაო დროს სწორად გაანაწილებთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. პირადი მოთხოვნების დაკმაყოფილება ან გავლენის სფეროს გაფართოება საუკეთესო სტიმული იქნება, თუმცა შემდეგ საფეხურზე ასასვლელად სიზარმაცის დაძლევა მოგიწევთ.

მერწყული

ყოველმხრივ შესანიშნავი დღეა. რთული პროექტის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ თავს განტვირთვის საშუალება მისცეთ და დასასვენებლად წახვიდეთ. მონდომებული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმარა. დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებისთვის ინიციატივის გამოჩენა და გამჭრიახობა დაგჭირდებათ.

თევზები

უმჯობესია, ეს დღე ოჯახს და სახლს დაუთმოთ. შეგიძლიათ წვეულება მოაწყოთ და ნათესავები მოიწვიოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგია და შრომის ნაყოფიერება იმდენად გაიზრდება, რომ ყველა რთული და უსიამოვნო დავალების დასრულებას შეძლებთ.

,,ვინ არიან ეს აქტორები, ვის წარმოადგენენ? ეს არის „ნაცმოძრაობა“ – უკვე ყველა ხვდება, რომ ეს ძალა აუცილებლად უნდა გასამართლდეს”- მიხეილ ყაველაშვილი

„ვინ არიან აქტორები, რომლებიც წარმოდგენილები არიან ამ ჩანაწერებში? ვის წარმოადგენენ? ეს არის „ნაცმოძრაობა“, დავიწყებული სახელები… ონიანი პირდაპირ არბევდა აქციებს და უსწორდებოდა აქციების მონაწილეებს. მინაშვილზე აღარ ვლაპარაკობ, ერთ-ერთია მგონი, ვინც რეზოლუციას ხელი მოაწერა. მელიასა და გვარამიაზე აღარ მაქვს საუბარი – შეუძლებელია, ეს ადამიანები შეიცვალონ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ამის შესაძლებლობა 2012 წლის შემდეგ, რაღაც ნაბიჯი გადავდგით, ხელი გავუწოდეთ ამ ძალას, რომ იქნებ გაეაზრებინათ დანაშაულები და ღირსეულად ეღიარებინათ და გაეგრძელებინათ ჯანსაღი პროცესი, მაგრამ დავინახეთ ყოველ წელს მათი ქმედებები. ეს ძალა ერთ დღეში განადგურდება და მოათავებს თავის არსებობას, რომ არა გარედან მათი მხარდაჭერა.

ფაქტებია, როგორ სულდგმულობენ, როგორ აიძულეს პრეზიდენტი, როგორ გამოიყვანეს გვარამია, როგორ წაიყვანეს და დააჯილდოვეს, შემდეგ შემოაბრუნეს. თითქოს ეს ყველაფერი პოლარიზაციის დასრულებისკენ იყო მიმართული და პირდაპირ მთავარი მოქმედი პირი გახდა [გვარამია] აქციებზე.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ახალგაზრდებს და იმ საზოგადოებას, რომელსაც რაღაცნაირად ვერაფრით გავაგებინეთ, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ხელისუფლებას და ჩვენს მისწრაფებებს რუსეთთან, რუსეთისკენ სვლასთან ან აღმოსავლეთისკენ სვლასთან. დამისახელონ ერთი განვითარებული ქვეყანა, სადაც ღამის 3 საათზე აფორმებდნენ ქონებებს, ართმევდნენ ბიზნესებს, შედიოდნენ მედიასაშუალებებში და არბევდნენ ჟურნალისტებს, პირდაპირ ქუჩაში ხოცავდნენ მოქალაქეებს, როგორ ექცეოდნენ პატიმრებს – და ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა როგორც სისტემური დანაშაული ამ ძალის, ამ მმართველობის. არაფერი ხელშესახები არ შეიძლება ჰქონოდა იმ ძალას დემოკრატიულ მმართველობასთან. როგორ შეიძლება კიდევ ავუხსნათ, რომ ეს ადამიანები არ იცვლებიან. საზოგადოება ხედავს, უკვე ყველა ხვდება, რომ ეს ძალა აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა