Home Blog Page 4

“იმედს ვიტოვებ, რომ ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე პროცესებში უკეთ გაერკვევა”- ნინო წილოსანი

“იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ აქედან ინფორმაციის მიმწოდებლები არიან უბრალოდ ტყუილის გამავრცელებლები,” – ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ” ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონს მიერ გავრცელებულ “ტვიტს” გამოეხმაურა, სადაც ამერიკელი კონგრესმენი აღნიშნავს, რომ საქართველომ თალიბებს ქვეყნის საზღვარი გაუხსნა.

“რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია იმასთან აკავშირებდათ, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით, ამ შემთხვევაში იყო საუბარი ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ა.შ. თითქოსდა შეიცვალა სახელმწიფო სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკნარი სიცრუე. აღნიშნული უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული სავიზო პოლიტიკის უფრო გამკაცრებას. ამ საკითხის სრულებით თავდაყირა ამერიკელი კონგრესმენისთვის მიწოდება, ხოლო მისი მხრიდან ამაზე გამოხმაურება, მინიმუმ არაკომპეტენტურობაა,” – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეკულაციას უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების შედეგად კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ. მათივე განმარტებით ცვლილების მიზანია არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრება და კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

მიხეილ ყაველაშვილი – პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც ვატიკანში რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, სოციალურ ქსელში წერს.

„ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი.

იტალიაში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, მიტროპოლიტ გერასიმესთან და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად ვიმყოფები.

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის“- წერს მიხეილ ყაველაშვილი „ფეისბუქზე“.

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა: პირდაპირ შტურმით უნდა დაგვემხო ეს ხელისუფლება

დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აქციაზე იმყოფება ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა, მარიზა კობახიძე.

მარიზა კობახიძის განცახდებით, ძალიან შეცდნენ, რომ პროტესტი ამდენ ხანს გაგრძელდა, რადგანაც პირდაპირ შტურმით უნდა მომხდარიყო ხელისუფლების დამხობა.

„ძალიან ვცდებით, რომ ამდენ ხანს გავაგრძელეთ პროტესტი ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ძალიან ბევრი ხალხი იდგა ქუჩაში ასე კი არ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენ მხარეს, რომ ადამიანურად ვიქცეოდით. არა, პირდაპირ შტურმით უნდა დაგვემხო ეს ხელისუფლება და იქნებოდნენ ღირსები. ჩვენ ვიქცევით ნორმალურად, ისინი იქცევიან არანორმალურად. გოგონას, რომელსაც თმები მოქაჩა ვიღაც პოლიციელმა დააწინაურეს, ხალხის ჯინაზე იქცევიან, ამიტომ, თვითონ, რომ დასრულდებიან, ისინი ყველა დასრულდებიან, ვინც დაწინაურებულია. მე ვუერთდები ყველა პროტესტს, ის იქნება პატიმრებისადმი მიძღვნილი, თუ ყველა პროტესტში მივიღებ მონაწილეობას იმაზე მეტად, ვიდრე ელოდებიან. აუცილებლად არ დასრულდება პროტესტი. 150-ე დღე კი არა, 250-ეც რომ გავიდეს ესენი ყველაზე მეტად რასაც ოცნებობენ, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩაატარონ, ადგილობრივ არჩევნებს ვერ ჩაატარებენ, იმიტომ რომ ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას და არც იმისას, რომ პატიმრები გამოუშვან იმის ვაჭრობით, რომ არჩევნები ჩაატარონ“,-განაცხადა მარიზა კობახიძემ.

თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით საქართველოს პროკურატურის მიმართულებით მიემართებიან.

აქციის მონაწილეები მეტროსადგურთან 14:00 საათზე შეიკრიბნენ და აქცია/მსვლელობას მართავენ, სლოგანით – “თავისუფლების მსვლელობა – პროტესტის 150-ე დღე”.

აქციის მონაწილეებს შორის, ასევე არიან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, რომლებიც ადგილზე ბრალდებული პირების ფოტოებით არიან წარმოდგენილი.

აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერებიც იღებენ, ასევე ადგილზე იმყოფებიან მსახიობებიც.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “ბოლომდე”, “საქართველოს გაუმარჯოს”.

ასევე, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაც.

თეთრი სახლის ოფიციალური პირი – დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა, – ამის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა სტივენ ჩუნგმა.

ორივე ლიდერი იტალიის დედაქალაქში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა. ახლა ისინი წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადაც პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები და მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები – ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, მაგალითად 2023 წელს 116 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, რომ დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და ეძებს თავშესაფარს. შესაბამისად ეს ნაკადები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოძრაობენ და რა თქმა უნდა ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები, მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები და შემოუშვას თავის ქვეყანაში მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც ეკონომიკისთვის არის ხელშემწყობი და უსაფრთხო.

“სამწუხაროდ მიეცა ისეთი ინტერპრეტაცია თითქოს გამარტივდა და უფრო მეტად და მარტივად შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა, ამ დროს პირიქითაა. იურისტებს ვისაც კარგი გამოცდილება აქვთ აქტების წაკითხვის წესით მათ ეს პრობლემა არ უნდა შექმნოდათ. რა თქმა უნდა, ჩვენც ამ პროცესში აქტიურად ვაანალიზებთ მიგრაციულ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში არსებობს. დადგენილება მიღებულია 2015 წელს და განისაზღვრა 50 ქვეყანა უსაფრთხო ქვეყანა. ამ ქვენების მიერ თუ არის გაცემული ვიზა ან ბინადრობის მოწმობა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მას შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა უვიზოდ და დარჩენა 90 დღის ვადით.

ამასთან არსებობდა 5 ქვეყანა, რომელსაც ეძახიან გალფის ყურის ქვეყნებს, პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნები ადვილად გასცემენ ბინადრობის მოწმობებს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ საქართველოსი შემოვიდნენ, რაც მთავარია ამ ვიზებით შემოსული მოქალაქეების მეოთხედი, საქართველოში შემოსვლისთანავე ითხოვდა თავშესაფარს. თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ იწყება ხანგრძლივი პროცედურები, რაც მინიმუმ 2 წელი მაინც გრძელდება, ეს ადამიანი საქართველოსი რჩება ლეგალურად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ყოველთვიური შემწეობით, ჯანდაცვის სისტემით, განათლების უფლებით, უფასო იურიდიული დახმარებით და ა.შ.

როდესაც სახელმწიფო უწყებებს საუბარი გვქონდა დადგა საკითხი, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით დაწესებულიყო შეზღუდვები, ვინაიდან ამ ქვეყნების ვიზით შემოდიან ისეთი ქვეყნის მოქალაქეები – მაგალითად ავიღოთ ავღანეთის მოქალაქეები, რომელთა გაძევება ავღანეთში არ არის შეუძლებელი, თუნდაც დასრულდეს 2 წლიანი ხანგრძლივი პროცედურები, მაგრამ ვერ ვაძევებთ ავღანეთში, რადგან იქ ისეთი ვითარებაა შეიძლება ის წამებას დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ.

ამიტომ კომპრომისული ვარიანტი იქნა მოფიქრებული, ჩაიდო მოთხოვნა, ჩამონათვალი გაკეთდა დაახლოებით სულ არის 17 ქვეყანა და ამ ქვეყნებისთვის დაწესდა შეზღუდვა, რომ – თუ მაგალითად ბაჰრეინის სამეფოს ვიზით შემოდის ავღანეთის მოქალაქე ვიზაზე ან ბინადრობაზე უნდა ჰქონდეს 1 წელი და მეტი ვადა დარჩენილი. იმისათვის, რომ დავიწყებთ გაძევების პროცედურებს მინიმუმ უკან დავაბრუნოთ ბაჰრეინში და არ მოგვიწიოს ავღანეთში გაძევება“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

“ვიზიარებ პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება, რათა დაიბრუნოს კონტროლი ყირის ნახევარკუნძულზე სამხედრო გზით” – ზელენსკი

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ამჯერად მოსკოვში შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა რაიმე სახის შეთანხმებას.

მოლაპარაკებების პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ვატიკანში პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე იმყოფებიან. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის სურვილი უკვე გამოთქვა, თუმცა ტრამპს ზელენსკის ინიციატივისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია მსოფლიომ რუსეთზე სანქციები გააძლიეროს.

“მე ვიზიარებ პრეზიდენტ ტრამპის მოსაზრებას, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი შეიარაღება, რათა დაიბრუნოს კონტროლი ყირის ნახევარკუნძულზე სამხედრო გზით. თუმცა მსოფლიოს შეუძლია გამოიყენოს სანქციები და გამოიყენოს ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის სხვა საშუალებები, რათა ისაუბროს ამაზე და განიხილოს ტერიტორიული საკითხები, მხოლოდ ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შემდეგ. ცეცხლის უპირობო შეწყვეტა იძლევა შესაძლებლობას ვისაუბროთ ყველაფერზე და ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ამას, ნებისმიერ პირთან, ნებისმიერ დროს, თუმცა მას შემდეგ , როცა მივიღებთ რეალურს სიგნალს, რომ რუსეთი მზადაა დაასრულოს ომი. ეს სიგნალი უნდა იყოს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა,” – განაცხადა ზელენსკიმ.

,,აზერბაჯანი ევროკავშირისთვის ღირებული ენერგეტიკული პარტნიორია” – კაია კალასი

ევროკავშირი მხარს უჭერს აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მდგრადი და მყარი მშვიდობის მიღწევისკენ, – აზერბაიჯანულ მედიის ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბაქოში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაჯანი ევროკავშირისთვის ღირებული ენერგეტიკული პარტნიორია.

„ევროკავშირი მხარს უჭერს ორივე მხარის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მდგრადი და მყარი მშვიდობის მიღწევისკენ. სომხეთსა და აზერბაიჯანს ახლა აქვთ ასეთი შესაძლებლობა. მე მივესალმები მიღწეულ შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე და მოუთმენლად ველოდები შემდეგ ნაბიჯებს”, – განაცხადა კალასმა.

ამასთან კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

„აზერბაიჯანი მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში. ეს არის ფასეული ენერგეტიკული პარტნიორი ევროკავშირისთვის და ერთად ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ჩვენი კავშირების გაძლიერებაში. თქვენ დაეხმარეთ ევროკავშირს ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციასა და ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში იმ დროს, როდესაც მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევებს აწყდება. ჩვენ ასევე მადლიერები ვართ აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და თქვენი ლიდერობისთვის გასულ წელს კლიმატის სამიტის COP29-ის ჩატარებაში. მსგავსი მრავალმხრივი ძალისხმევა აჩვენებს, რომ ერთობლივი მოქმედებით ქვეყნებს შეუძლიათ ნამდვილად გავლენა მოახდინონ გლობალურ პროცესებზე“, – განაცხადა კალასმა.

ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარებილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის ფარგლებში შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები გაიმართოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში იმყოფებიან რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად.

დონალდ ტრამპი იტალიის ლეონარდო და ვინჩის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად ჩავიდა. რაც შეეხება უკრაინის ლიდერს, მას ასევე თან ახლავს პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და დელეგაციის წევრები.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ისინი მონაწილეობას მიიღებენ რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში.

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიის ფარგლებში შესაძლოა, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები გაიმართოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ვატიკანში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრა არ გამორიცხა. შეხვედრის სურვილი მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გამოხატა.

დღეს რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას ასევე დაესწრებიან იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პრინცი უილიამი, ესპანეთის მეფე ფელიპე.

ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპთან გამოსამშვიდობებელ ღონისძიებაზე ასევე ელოდებიან ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტიერეშს, არგენტინის პრეზიდენტს, ხავიერ მილეის, ფილიპინების პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოსს და სახელმწიფოებისა და მთავრობების სხვა მეთაურებს.

მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში იმყოფება, სადაც პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, რომში იმყოფება, სადაც პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

„თეთრ სახლში გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მრავლისმტყველი იყო ”- ლევან დავითაშვილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ – ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.  

„თეთრ სახლში გამართული შეხვედრა განსაკუთრებულად და გამორჩეულად მნიშვნელოვანი, მრავლისმტყველი იყო აშშ – ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების” ხელისუფლებას გააჩნია და რომელიც სრულადაა თანხვედრაში პრეზიდენტ ტრამპის ხედვებთან და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ძალიან მჭიდრო თანხვედრა პოზიციებზე, თანამშრომლობის პერსპექტივები არის ძალიან ბევრი. ჩვენ ვისაუბრეთ შესაძლებლობებზე, რომელიც ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ორ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ წინა ადმინისტრაციის დროს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ფორმალურად შეჩერდა. „არსებობს ძალიან მყარი პოზიცია ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა არა თუ გაგრძელდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც პრაქტიკულად ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი იქნება,” – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.    

ვიზიტის ფარგლებში, პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრები გამართა აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კომერციისა და სახაზინო დეპარტამენტებსა და სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.