Home Blog Page 4

“ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!”-სალომე ზურაბიშვილი

აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! – აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 23:00 საათზე, სანთლებით ხელში ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.

“აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.

ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” 🙏

და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!

ქრისტე აღდგა!” — წერს სალომე ზურაბიშვილი

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:32 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ჩამოიტანს.
“ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება.
მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა. წმინდა ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

 ენჯეოები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა – ამ საქმეში ჯორჯ სოროსი ძალიან კარგი იყო, ის სისტემური ჰაკერივითაა -ილონ მასკი

J

აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, – განაცხადა აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ჯო როგანის პოდკასტში.

წამყვანის კითხვაზე შეიძლება თუ არა „ენჯეოები“ გიგანტურ პროპაგანდისტულ მანქანად ან რეჟიმების შეცვლის უზარმაზარ სისტემად ჩაითვალოს, მასკმა დადებითი პასუხი გასცა.

მასკმა ჯორჯ სოროსს გავლენის გლობალური მექანიზმის არქიტექტორი უწოდა, რომელიც „ენჯეოებს“ პოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესების გასატარებლად იყენებდა მთელს მსოფლიოში.

„ამ საქმეში ჯორჯ სოროსი ძალიან კარგი იყო. ჯორჯ სოროსი სისტემური ჰაკერივითაა. ის მიხვდა, როგორ უნდა გაეტეხა სისტემა. ის არბიტრაჟის გენიოსია. ის მიხვდა, რომ შეიძლება არც თუ ისე დიდი თანხის გამოყენება არაკომერციული ორგანიზაციის შესაქმნელად, შემდეგ კი პოლიტიკოსების ლობირება, რათა მათ უამრავი თანხა ამ არაკომერციულ ორგანიზაციაში შემოეტანათ. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ, ვთქვათ, 10 მილიონი დოლარი აიღოთ არაკომერციული ორგანიზაციის შესაქმნელად და შემდეგ ის არასამთავრობო ორგანიზაციად აქციოთ მილიარდი დოლარით“, – განაცხადა მასკმა.

მისი თქმით, არაკომერციული ორგანიზაცია უცნაური სიტყვაა. ეს უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო აგრძელებს, მას აქვს ლამაზი სახელი, მაგალითად, მშვიდობის ინსტიტუტი ან რამე მსგავსი, მაგრამ სინამდვილეში ეს ფულის გათეთრების მანქანაა.

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მთავრობაში იცის, რომ ეს ორგანიზაციები არანაირ მნიშვნელოვან სამუშაოს არ ასრულებენ.

„ეს გიგანტური აფერაა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, შეიძლება ყველაზე დიდიც კი ისტორიაში“, – აღნიშნა მასკმა და დასძინა, რომ „ენჯეოების“ საერთო რაოდენობა მილიონებს შეადგენს, თუმცა ყველაზე მსხვილი ორგანიზაციების ციფრი ათობით ათასია.

საიდან იღებს სათავეს სააღდგომო პასკის ტრადიცია?

აღდგომა არის ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც ბრწყინვალე ეწოდება. სწორედ ამ დღეს მთავრდება დიდი მარხვა და მორწმუნეები მაცხოვრის აღდგომით გამოწვეულ სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ: -„ქრისტე აღდგა!“.

სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი მთავარი და განუყოფელი ნაწილია პასკა, რომელსაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. საიდან იღებს სათავეს ეს ტრადიცია? რისი სიმბოლოა პასკა და რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მას?

რას უკავშირდება სააღდგომო პასკის ტრადიცია?

გადმოცემის თანახმად, აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე თავის მოწაფეებს სწორედ მათი ტრაპეზის დროს გამოეცხადა. მოციქულებს მაცხოვრისთვის განკუთვნილი ცენტრალური ადგილი გამზადებული ჰქონდათ, მაგიდის შუაგულში კი მისთვის პური იდო. სწორედ ამ ბიბლიურ მოვლენასთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში წარმოიქმნა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტაძარში, სპეციალურ მაგიდაზე დებდნენ პურს (ბერძნულად „არტოსი“). ამ ფორმით მორწმუნეები მოციქულებთან ქრისტეს ტრაპეზს იხსენებდნენ. მთელი ბრწყინვალე შვიდეულის (აღდგომის მომდევნო კვირა) განმავლობაში ტაძრებში აღსავლის კარი ღიაა და სწორედ მის წინ დევს არტოსი. შაბათის ლოცვის დასრულების შემდეგ კი ის მორწმუნეებს ურიგდება.

დროთა განმავლობაში ყველა ქრისტიანულ ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის სააღდგომო პურის მომზადება თავად დაიწყეს.

ბიბლიაში ნახსენებია თუ არა პასკა?

რა თქმა უნდა, ბიბლიაში სააღდგომო პასკაზე საუბარი არ არის და არც შეიძლება იყოს. ამის მიზეზი მარტივია – პასკა არის მე-19 საუკუნის კულინარიული გამოგონება. ბიბლიაში სააღდგომო პურის სახით მოიხსენიება ებრაული უსაფუარო ხმიადი.

და პასკის წინამორბედი რა იყო?

სააღდგომო პასკის წინამორბედი იყო ბერძნული არტოსი. ეს არის საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელსაც ჯვრის ან ქრისტეს აღდგომის გამოსახულება აქვს.

პასკა რა არის?

კანონიკური არტოსისგან განსხვავებით, პასკა არის სახლის პირობებში დამზადებული სააღდგომო პური, რომელსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის აცხობენ.

თუმცა არტოსისთვის კანონიკური სააღდგომო პურის დარქმევაც რთულია, რადგან იესო ქრისტე მოციქულებთან ტრაპეზის დროს მიირთმევდა არა არტოსს და მით უფრო პასკას, არამედ ჩვეულებრივ ებრაულ ხმიადს. შესაბამისად, ბიბლიაში არ არის ნახსენები არც არტოსი და მითუმეტეს არც პასკა. ორივე მათგანი სააღდგომო პურისა და თანამედროვე ყოფის ადაპტირებული ვერსიაა.

თანამედროვე ფორმა სააღდგომო პასკამ მხოლოდ და მხოლოდ მე-19 საუკუნეში მიიღო. ეს ყველაფერი კი პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშინსკის, უფრო კონკრეტულად კი მისი მზარეულის დამსახურებაა. სწორედ ამ უკანასკნელმა მისცა სააღდგომო პურს ეს ფორმა. სიმბოლურად პასკა აღნიშნავს გოლგოთას, მთას, სადაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს.

ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს -გურამ მაჭარაშვილი

არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ეუთო-ს გენერალური მდივნისთვის მიწერილ წერილზე, სადაც უილსონი ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, უილსონის თავხედური განცხადება ადასტურებს, რომ უცხოური ძალისთვის საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არანაირი პატივისცემა არ არსებობს.

„საზოგადოებამ იხილა, რომ უილსონი არის ჩვეულებრივი დაქირავებული რეკლამის მწარმოებელი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გააკეთებს განცხადებებს და ამაში აიღებს თანხებს. სამწუხაროდ, ის არის ჩვეულებრივი დაქირავებული სარეკლამო აგენტი. უილსონი კი არა, ჩვენ ვიცით, რომ მთელი ევროკავშირი და მისი ბიუროკრატია ებრძვის ზოგადად დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და ღირებულებებს. ამას აღიარებს აშშ-ის პრეზიდენტი, ის ამბობს, რომ ამერიკაშიც ჰყავს მას მოწინააღმდეგე „დიფ სთეითის“ სახით. შესაბამისად, უილსონის დონის კი არა, მასზე უფრო მაღალი დონის „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები არსებობენ.

უილსონის ეს თავხედური განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ არ არსებობს უცხოური ძალისთვის არანაირი ფაქტორი და არანაირი პატივისცემა საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის. ყველამ, მათ შორის, უილსონმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში საზოგადოების უმრავლესობა ემხრობა იმ პოლიტიკას, რაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს. ეს არის მორიგ ჯერზე აღიარებითი ჩვენება, რომ უილსონი წარმოადგენს „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ პატარა შემადგენელ ნაწილს, რომელიც ებრძვის არა მარტო საქართველოს, არამედ უკვე ძალიან ბევრ ქვეყანას, სადაც არის ეროვნული ღირებულებები წინა ხაზზე.

მე არ მგონია, რომ ეუთო/ოდირის და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს. დიდი იმედი მაქვს, ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია და არ მგონია, უილსონის დონის პოლიტიკოსების განცხადებას რაიმე მნიშვნელობას მიანიჭებს. გამომდინარე იქიდან, რომ ის არაერთგზის მხილებულია როგორც არასწორ გარიგებების დადებაში, ისე თანხების აღებაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია – ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება -ლანა გალდავა

საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია – ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ [„ქართულ ოცნებას“] ეკისრებათ,- ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა ლანა გალდავამ, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით უკუსვლაა და სწორედ ამ მიზეზებითაა გამოწვეული ევროკავშირის მსგავსი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

„საფრთხე, ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია, მაგრამ ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

ევროკავშირისთვის მთავარი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის განვითარებაა, თუმცა ქვეყანაში ყველა მიმართულებით უკუსვლაა როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით, ამიტომაც ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას. აქედან გამომდინარე, ცხადია პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა“,- განაცხადა ლანა გალდავამ.

უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 940 000-ე გაიზარდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვმა 940 150-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის მხრიდან 1180 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოხდა.

ბოლო ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან განადგურებულია ოკუპანტების 10 676 ტანკი, 22 266 საბრძოლო ბრონირებული მანქანა, 26 600 საარტილერიო სისტემა და სხვა.

რას ნიშნავს დიდი შაბათი და რა უნდა გააკეთოს ამ დღეს მორწმუნე მრევლმა

დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.

ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.

წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.

„დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ლი­ტურ­გი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მწვერ­ვა­ლია. ეს არაა იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­სა და და­საფ­ლა­ვე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა ან სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი დად­გმა. ეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ღრმა სუ­ლი­ე­რი წვდო­მაა მა­ცხოვ­რის იმ ქმე­დე­ბის მა­რა­დი­ულ არსში, რომ­ლი­თაც მან კა­ცობ­რი­ო­ბა იხ­სნა.

ბა­სი­ლი დი­დის საღვთო ლი­ტურ­გია ანუ წირ­ვა ამ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გვი­ან იწყე­ბა და მწუხრს უერ­თდე­ბა. მღვდე­ლი სა­კურ­თხე­ველ­ში ტრა­პეზ­თან კი არ მსა­ხუ­რობს, არა­მედ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნას­თან.

მცი­რე შე­სავ­ლი­სა და “ნა­თე­ლი მხი­ა­რუ­ლის” გა­ლო­ბის შემ­დეგ იკი­თხე­ბა 15 სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო სა­კი­თხა­ვი ძვე­ლი აღ­თქმი­დან. ყო­ველ მათ­გან­ში ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ვია ღვთის მიერ სამ­ყა­როს ხსნა, რაც აღ­თქმუ­ლი მე­სი­ის მოს­ვლით აღ­სრულ­და.

წირ­ვის დამ­თავ­რე­ბის შემ­დგომ აკურ­თხე­ბენ ღვი­ნო­სა და პურს მლოც­ველ­თა სა­ნუ­გე­შოდ და გან­სამ­ტკი­ცებ­ლად. ამას “მო­ცი­ქულ­თა საქ­მე­ე­ბის” კი­თხვა მოს­დევს, რაც შუ­ა­ღა­მი­ა­ნის ლოც­ვამ­დე გრძელ­დე­ბა.

ღა­მის თორ­მეტ სა­ა­თამ­დე აღეს­რუ­ლე­ბა შუ­ა­ღა­მი­ა­ნი, რომ­ლის დრო­საც იკი­თხე­ბა დიდი შა­ბა­თის კა­ნო­ნი, მის და­სას­რულს კი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ტაძ­რის შუ­ა­გუ­ლი­დან აღ­სავ­ლის კა­რით უხ­მოდ გა­და­ას­ვე­ნებს გარ­და­მოხ­სნას სა­კურ­თხე­ველ­ში, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, სა­დაც ის უფ­ლის ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე რჩე­ბა, ნიშ­ნად იმი­სა, რომ იესო ქრის­ტემ მკვდრე­თით აღ­დგო­მის შემ­დეგ ორ­მო­ცი დღე დაჰ­ყო ამ­ქვეყ­ნად.

ამის შემ­დეგ მორ­წმუ­ნე­ნი სა­სო­ე­ბით ელი­ან შუ­ა­ღა­მის დად­გო­მას, რო­დე­საც ჩვე­ნი უფ­ლის, იესო ქრის­ტეს, ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი იწყე­ბა. აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი­სა, რომ­ლის მსგავ­სიც დე­და­მი­წის ზურ­გზე არც არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ეს არის უსას­რუ­ლო სი­ხა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და ნე­ტა­რე­ბი­სა“ – ვკითხულობთ საეკლესიო ლიტერატურაში.

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

დღეს თქვენი ენერგია და მოტივაცია იზრდება. მოსალოდნელია კარიერული შანსები. ფინანსურად სიფრთხილეა საჭირო – მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

მზის კუროში გადასვლა ახალ დასაწყისს გპირდებათ. დღის განმავლობაში პირად და ფინანსურ სტაბილურობას იგრძნობთ.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

დღეს შესაძლოა ურთიერთობებში მცირე დაძაბულობა გამოიკვეთოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი იდეების რეალიზებისთვის. ნუ დააყოვნებთ მოქმედებას – თქვენი ინტუიცია სწორ გზას გიჩვენებთ.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

სავარაუდოა, რომ კარიერული სფეროში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. გამოიყენეთ ლიდერული უნარები და იყავით მზად პასუხისმგებლობისთვის.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

დღეს სჯობს ზედმეტ ანალიზს მოერიდოთ. ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა და პირდაპირობა დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გელით. იყავით გახსნილი კომუნიკაციისთვის და ისარგებლეთ ჰარმონიის მომენტებით.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

შესაძლოა ემოციური დაძაბულობა იგრძნოთ. მოერიდეთ კონფლიქტებს და საკუთარ ემოციებზე უკეთ იმუშავეთ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

დღეს მოულოდნელ სიახლეებთან გამკლავება მოგიწევთ. იყავით მოქნილი და მზად ახალ გამოწვევებთან შესახვედრად.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილეა საჭირო. სჯობს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა გადადოთ.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

დღე კარგია კარიერული წინსვლისთვის. თუ მოქმედებას სწორად დაგეგმავთ, წარმატებას მიაღწევთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

დღეს შეიძლება პირად ურთიერთობებში გაურკვევლობები შეგხვდეთ. თავი შეიკავეთ ზედმეტი ფიქრისგან და ენდეთ შინაგან ხმას.

აშშ-მა შეიძლება დატოვოს უკრაინაში ომის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესი, თუ რომელიმე მხარე ხელს შეუშლის კონფლიქტის დასრულებას – ტრამპი

J

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შეიძლება დატოვოს უკრაინაში ომის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესი, თუ რომელიმე მხარე ხელს შეუშლის კონფლიქტის დასრულებას.

დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ძალიან სურთ უკრაინაში ომის უმოკლეს ვადებში დასრულება.

„ვსაუბრობთ იმაზე, რომ იღუპებიან ადამიანები. საშუალოდ კვირაში 2 500 ახალგაზრდა, ჯარისკაცი [იღუპება]. ჩვენ გვინდა ამ სიცოცხლეების გადარჩენა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„თუ რაიმე მიზეზით რომელიმე მხარე ამის [ომის დასრულების] გაკეთებას ძალიან გაართულებს, ჩვენ უბრალოდ ვიტყვით: „თქვენ სულელები ხართ, იდიოტები ხართ, საშინელი ადამიანები ხართ“. და ჩვენ უბრალოდ წავალთ. მაგრამ, იმედია, ამის გაკეთება არ მოგვიწევს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ყველა შანსი ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე – მეუფე შიო

დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ. ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დიდ პარასკევს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

გარდამოხსნის წესის შესრულების შემდეგ მეუფემ უფლის ჯვარცმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, უფალს ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.

„ჩვენ ვდგავართ ჩვენი მაცხოვრის საფლავთან. იგი ცხოვრობდა ადამიანებთან ერთად, იყო, როგორც ყველა სხვა ადამიანი, მხოლოდ ცოდვა არ ჰქონდა. მას ყველა უყვარდა, ასწავლიდა მხოლოდ სიკეთეს, სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიწმინდეს. ყველას ეხმარებოდა და მრავალ სასწაულს ახდენდა.

მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებსაც იგი უყვარდათ, მაგრამ ჰყავდა მტრებიც, რომლებსაც სძულდათ და დევნიდნენ, ცილს სწამებდნენ, ლანძღავდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თავიანთი ამაო საზრუნავების და საქმიანობის გამო და აი, მისდამი გაბოროტება და მტრობა მატულობდა: მის უახლოეს მოციქულთა შორის აღმოჩნდა ერთი, რომელმაც 30 ვერცხლად გაყიდა იგი და გასცა გეთსიმანიის ბაღში, როდესაც ის ლოცულობდა რამდენიმე მოწაფესთან ერთად. ამ ღალატის ნიშნად კი აირჩია ამბორი. მაცხოვარი შეიპყრეს, სცემეს, ნერწყვეს, აბუჩად აიგდეს და ბოლოს აიძულეს, ჯვარი მიეტანა გოლგოთამდე, სადაც ჯვარს აცვეს ორ ავაზაკთან ერთად და თან დასცინოდნენ.

უფალმა სული განუტევა ჯვარზე. მისმა საიდუმლო მოწაფეებმა: იოსებმა, ნიკოდიმოსმა, წმინდა დედებმა იგი გარდამოხსნეს ჯვრიდან და დასაფლველად მოამზადეს.

ეს მოხდა მაშინ, ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ უფალი დღესაც იმყოფება ადამიანებს შორის, დღესაც ისმის მისი სიტყვა მოწყალებაზე, ჭეშმარიტებაზე, სიყვარულზე, სიკეთეზე. დღესაც ეხმარება იგი ადამიანებს და აღასრულებს სასწაულებს. მას დღესაც ჰყავს ერთგული და მოსიყვარულე მოწაფეები, დღესაც ჰყავს მტრები, რომლებსაც სძულთ იგი სიწმინდისა და სიმართლისთვის. დღესაც უყვართ მაცხოვარი და დღესაც სძულთ, დღესაც ღალატობენ და ჯვარს აცვამენ. ჩვენ მოვედით აქ, რომ გარდამოვხსნათ იგი ჯვრიდან და მოვამზადოთ დასაფლველად. მოვიტანეთ სანთლები, ყვავილები, ჩვენი ლოცვები და ფიქრები.

რაზე ვფიქრობთ დღეს? მეც ხომ არ მიმიძღვის წვლილი, ბრალი მის ჯვარცმაში და ტანჯვაში? მეც ხომ არ შემიცოდავს მის წინააღმდეგ? სინდისი მკარნახობს, რომ შენც მიაყენე ტკივილი, არც შენ ხარ ბრალის გარეშე. მაშ, როგორ მივიდეთ გარდამოხსნასთან ისე, რომ ჩვენი მთხვევა არ დაემსგავსოს იუდას ამბორს და გვახსენდება მეძავი დედაკაცი სახარებიდან, რომელიც ბეთანიაში იესოს ფერხთით ტიროდა, თავისი თმებით უმშრალებდა ცრემლებს, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა, უფალმა კი ის არ გააგდო.

ჩვენც, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ვემთხვიოთ წმინდა გარდამოხსნას ამ მეძავი დედაკაცის მსგავსად სინანულით, სიყვარულით და ავდგეთ იმ სურვილით და შემართებით, რომ დღეიდან გავხდეთ უკეთესნი, ვიდრე ვიყავით აქამდე, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

თბილისი-ფოთი

გასვლა: 11:05

ჩასვლა: 17:17

ფოთი – თბილისი

გასვლა: 18:50

ჩასვლა: 00:56

თბილისი – ბათუმი

გასვლა: 10:35

ჩასვლა: 16:10

ბათუმი – თბილისი

გასვლა: 18:30

ჩასვლა: 23:47

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – წერს საქართველოს რკინიგზა.