Home Blog Page 39

უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ – შალვა პაპუაშვილი

უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი.

„კვლავ მიწევს თქვენს წინაშე გამოსვლა იმისთვის, რომ დეზინფორმაციების მორიგი მხილება იყოს. უკვე მესამე სერიაა იმ სერიალის, რომელსაც ოპოზიცია, რამდენიმე მილიონერი „ენჯეო“ და მათი უცხოელი პატრონები გვაყურებინებენ ქართველ ხალხს. ნათქვამია, რომ ისტორია პირველად მეორდება, როგორც ტრაგედია და შემდეგ, როგორც ფარსი.

ტრაგედიად, ეს ე.წ. გაყალბებული არჩევნების ისტორია გამეორდა. ზუსტად 4 წლის წინ, სხვათა შორის, გუშინ იყო 3 ნოემბერი, 4 წლის წინ, 2020 წლის სამ ნოემბერს შეგდგა ის ისტორიული შეკრება ოპოზიციისა, „მთავარი არხის“ სტუდიაში, სადაც მათ ხელი მოაწერეს პირობას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდნენ პარლამენტში, შემდეგ დაეწყვნენ და ყველა შევიდა.

ახლა ეს უკვე როგორც ფარსად ისე მეორდება. იგივე მსახიობები, იგივე დამდგმელი რეჟისორი, მაგრამ ჰგონიათ, რომ მაყურებელიც იგივეა, თუმცა ამ ფარსს უკვე ყველა კარად ხვდება და ამას აკვირდება თავად ეს ხალხიც“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ გაძლო პუტინმა ამდენ ხანს პრეზიდენტის თანამდებობაზე? – რას წერს The Christian Science Monitor

ამერიკული გაზეთი „ქრისჩენ საიენს მონითორი“ (The Christian Science Monitor) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინი რუსეთს უკვე მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მართავს. როგორ გაძლო მან ამდენ ხანს პრეზიდენტის თანამდებობაზე?“ (ავტორი – ფრედ უეირი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ლიდერის ხანგრძლივი მმართველობის („პუტინური ეპოქის“) მიზეზები და გარემოებები.

მეოთხედი საუკუნის წინათ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ვლადიმერ პუტინი დანიშნა, ძალიან ბევრს ეგონა, რომ იგი მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულ რაღაც რამდენიმე კვირას თუ გაძლებდა – ფართო საზოგადოებისათვის უცნობი პიროვნება, „კაგებეს“ ჩვეულებრივი ყოფილი თანამშრომელი ვერ დაძლევდა პრობლემებს და იმ უიღბლო პრემიერების ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი იქნებოდა, რომლებიც მანამდეც ბევრნი იყვნენ.. მაგრამ „ურწმუნოები“ მწარედ მოტყუვდნენ – არავინ არ ელოდებოდა იმას, რაც შემდეგ მოხდა.

მოკლედ, ვლადიმერ პუტინმა კრიზისებს გაუძლო. მისი მმართველობის წლებში მთელი თაობა გაიზარდა, რომელიც, პუტინის გარდა, სხვა ლიდერის მომსწრე არ არის. მიმდინარე წლის დასაწყისში მისი უფლებამოსილება ექვსწლიანი ვადით გაგრძელდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრემლის ბინადარი არასოდეს ისე დამარწმუნებლად არ ფლობდა ხელისუფლებას და დამაჯერებლად არ აკონტროლებდა სიტუაციას, როგორც ამჟამად.

თუმცა ის, თუ როგორ მოახერხა ვლადიმერ პუტინმა რუსული დათვის ესოდენ იოლად მორჯულება, ან მისი პოლიტიკური დღეგრძელობის მიზეზები, დღემდე ბოლომდე ცნობილი არ არის.

რუსული საზოგადოება, მთლიანობაში, კმაყოფილია იმით, თუ როგორ შეიცვალა ქვეყანა 25 პუტინური წლის განმავლობაში. მაგრამ რუსი ექპერტების აზრით, ეს მოხდა არა იმდენად პრეზიდენტის, როგორც ლიდერის, რაღაც უნიკალური თვისებების გამო, არამედ უფრო ისტორიული ეპოქისა და კულტურის ძალით.

ვლადიმერ პუტინის მომხრეებიც კი იშვიათად ლაპარაკობენ, რომ მას რაღაც უჩვეულო და უნიკალური უნარები აქვს – ვთქვათ, ქარიზმა, შეუმცდარობა ან სიბრძნე. ისინი თავს აარიდებენ ამგვარ ქება-დიდებას და უფრო მეტად ისინი იმაზე დაიწყებენ საუბარს, თუ როგორ შეიცვალა და გარდაიქმნა რუსეთი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში: არასტაბილური და უბედური პოსტსაბჭოური ნანგრევებიდან და ბანდიტური ქვეყნიდან  დისციპლინირებულ და შედარებით აყვავებულ საზოგადოებად, სადაც ადამიანები გულწრფელად ამაყოვენ იმით, რომ ისინი რუსები არიან. რეფორმების უმრავლესობა, რომლებმაც რუსეთი შეცვალა, ვლადიმერ პუტინს არ დაუწყია, მაგრამ მათ სწორედ პუტინის მმართველობის დროს მიაღწიეს მიზანს.

ამისკარგი მაგალითია კერძო საკუთრება მიწაზე, რომელიც ამჟამად საყოველთაო უფლებას წარმოადგენს. ბოლო 15 წლის განმავლობაში მიწით სარგებლობამ და გაყიდვამ სხვადასხვა საჭიროებისდა მიხედვით გამოიწვია ის, რომ რუსული მეგაპოლისების ირგვლივ მსხვილი ფერმერული მეურნეობები შეიქმნა (ისევე როგორც აშშ-ში 1950-იან წლებში), დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ბუმი. შესაძლოა დასავლეთის მოსახლეობისათვის ეს შთამბეჭდავი არ იყოს, მაგრამ რუსეთში მილიონობით მიწისმფლობელის არსებობა – უფრო მეტის, ვიდრე ათასი წლის წინ იყო (მეფის პერიოდის გამოკლებით), უჩვეულოა. დღეს ქალქისა და სოფლის მცხოვრებთ შეუძლიათ მიწასთან მიგიყვანონ და თქვან – „ეს ჩემი საკუთრებაა და რაც მინდა, იმას გავაკეთებ“.

„ჩვენ არ ვსვამთ კითხვას – რატომაა ვლადიმერ პუტინი პოპულარული. თვითონ კითხვა არ იქნება სწორი“, – ამბობს ალექსი მუხინი, მოსკოვის პოლიტიკური ინფორმაციის დამოუკიდებელი ცენტრის დირექტორი, – ჩვენ უფრო მეტად ირგვლივ არსებულ ცხოვრებას ვაკვირდებით. მე პირადად მეჩვენება, რომ ცხოვრება უფრო კარგად მიდის მაშინ, როცა სახელმწიფო და საზოგადოება  თითოეული თავის სფეროთია დაკავებული და ერთმანეთს ხელს არ უშლიან. მეც და მოსახლეობას ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ვლადიმერ პუტინმა იპოვა ფორმულა, რომელიც მუშაობს – ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც“.

უკეთესია, ვიდრე 1990-იანებში…

ვლადიმერ პუტინმა მთელი რიგი მკაცრი გამოცდა გადაიტანა, რომელთაგან ნებისმიერი შეიძლებოდა ბევრი პოლიტიკოსისთვის კარიერის დამანგრეველი ყოფილიყო. მათ შორისაა ატომური წყალქვეშა ნავის „კურსკის“ ტრაგიკული დაღუპვა მისი პრეზიდენტობის პირველივე წელს, ფინანსური კრიზისები, კავშირების გაწყვეტა დასავლეთთან და არნახული პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქცია-ემბარგოების „გრიგალი“. მან გადაიტანა სამხედრო ამბოხება და დღემდე აგრძელებს ძვირადღირებულ ომს უკრაინასთან, რომელიც, როგორც ამბობენ, ისე დაიწყო ორი წლინახევრის წინ, რომ თავისი ბევრი ახლო მრჩეველისთვისაც არაფერი უკითხავს.

ამ ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი იშვიათად თუ ჩამოსცილებია 60%-იან ნიშნულს, ამჟამად კი მისი პოპულარობა 80%-ს აღწევს.

„რუსულ საზოგადოებაში ქვეყნის ლიდერს მტკიცე მხარდაჭერა აქვს – დაახლოებით ორი მესამედი მიმდინარე პოლიტიკის მიმართ ლოიალურ განწყობას გამოხატავს“, – ამბობს ალექსი ლევინსონი, დამოუკიდებელი „ლევადა-ცენტრის“ ექსპერტი, – რეიტინგის ყველაზე დაბალი დონე – 60-62% – იყო ეკონომიკური სირთულეების პერიოდში, როცა მოსახლეობა უკმაყოფილებას ამჟღავნებდა, მაგრამ იმავდროულად, „იმპერიული პოლიტიკის წარმატებები“, მაგალითად, საქართველოსთან ომი 2008 წელს და ყირიმის მიერთება 2014 წელს – პირიქით, მხარდაჭერას 20%-ით ზრდიდა“.

მიუხედავად იმისა, მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები შემცირდა, განსაკუთრებით კი  უკრაინასთან ომის დაწყებიდან, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის კერძო ცხოვრება მაინცდამაინც არ დაზარალებულა. 40 წელზე მეტი ასაკის მქონე რუსებისათვის ათვლის მთავარი წერტილი იყო და ახლაც არის 1990-ინი წლების კატასტროფა.

„როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს ნამდვილად კარგი გუნდი ჰყავს, რადგანაც მათ შეძლეს 1990-იანი წლების ყველა სირთულისა და მძიმე გადმონაშთების გადალახვა – უწესრიგობების, ქაოსისა და თავაშვებული ბანდიტიზმის ჩათვლით“, – ამბობს მარინა, მოსკოველი პენსიონერი, რომელიც მუშაობას აგრძელებს, – ძალიან კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა იმ ავადსახსენებელ დროში, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ვუფრთხილდებით სტაბილურობასა და სიმშვიდეს. ძნელია რუსეთის საჭესთან სხვა პიროვნების წარმოდგენა, ვლადიმერ პუტინის გარდა“.

პიტინი როგორც „სწორედ ის ადამიანი“

რუსი ოპოზიციონერებიც კი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების დევნას საზღვარგარეთ გაექცა, ვერ თანხმდებიან ერთმანეთში ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური დღეგრძელობის წყაროების ძიების დროს. ერთნი ამას სახელმწიფო პროპგანდით ხსნიან, როცა დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ოპოზიციონერების ხმა ტელეეკრენიდან აღარ ისმის და ისინი ოფიციალური ეთერიდან გაძევებულები არიან. მეორენის თქმით, გაფართოებულმა რეპრესიებმა, რომელიც ანტიუკრაინულ „სპეცოპერაციას“ მოჰყვა, შიშის ატმოსფერო შექმნა, რომლის დროსაც „დიდი მესაჭის“ პოპულარობა და სიყვარული, პრინციპში, შეუძლებელია. მესამენი ხაზს უსვამენ ტრადიციულ რუსულ პოლიტიკურ კულტურას და ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის მეფის როლს ასრულებს, რომელსაც მოსახლეობა ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებებზე მაღლა აყენებს.

პრეზიდენტის ყოფილი სპიჩრაიტერი, ამჟამად კი მისი კრიტიკოსი აბას გალიამოვი (იგი ქვეყნიდან არის გაძევებული) თვლის, რომ რუსეტის ლიდერმა დააკმაყოფილა საზოგადოების მოთხოვნილება „ძლიერ ხელზე“, რომელიც ესოდენ აკლდა ქვეყანას, როცა საზოგადოება დაიშალა, ეკონომიკა დაინგრა, ხოლო დემოკრატიული მართვის დანერგვის ყველა მცდელობა კრახით სრულდებოდა. „პუტინი აღმოჩნდა სწორედ ის ადამიანი, რომელიც ამ მოთხოვნას გამოეხმაურა და მხარი აუბა“, – ამბობს აბას გალიამოვი.

თავდაპირველად პრეზიდენტმა გააცნობიერა დასავლეთთან რუსეთის ინტეგრირების აუცილებლობა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ ნაციონალიზმის გაღვივება და რუსეთის ყველა უბედურებაში გარეშე მტრის დადანაშაულება უფრო უკეთეს ფორმულას წარმოადგენს. „როცა გარეშე დღის წესრიგი დომინირებს, ხელისუფლება უფრო პატრიოტულად გამოიყურება, ოპოზიცია  კი – სამშობლოს გამყიდველთა ხროვად“, – განმარტავს აბას გალიამოვი, – როცა ყურადღება მიპყრობილი აქვს საშინაო საკითხებს, ადამიანები ხელისუფლებას კორუმპირებულად თვლიან, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს… პრინციპი – „რუსეთი მტრებით არის გარშემორტყმული“ – წარსულშიც ყოველთვის კარგად მუშაობდა“.

„მეომარი“-„მზრუნველი“-„შემოქმედი“

ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ ვლადიმერ პუტინი ბოლო წლებში შეიცვალა – ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების კვალობაზე

ამას წინათ მოსკოვში არსებული ანალიტიკური ჯგუფი „მინჩენკო კონსალტინგი“ შეეცადა გაერკვია, თუ როგორ იცვლებოდა ვლადიმერ პუტინის როლი რუსეთის საზოგადოებაში. როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, ეყრდნობოდა რა რუსული რეალობის სტერეოტიპებს, პუტინი თავდაპირველად „მეომრის“ სახით გამოდიოდა, რომელმაც ქაოსით მოცულ ქვეყანაში წესრიგი აღადგინა, გაიმარჯვა ჩეჩნურ სეპარატიზმზე და 2000-იანების დასაწყისში ქვეყნიდან მზაკვარი ოლიგარქების გააძევა. შემდეგ ვლადიმერ პუტინი „მზრუნველი მმართველი“ გახდა, რომელმაც ქვეყანა საბაზრო ურთიერთობების აღმავლობამდე მიიყვანა და პირველად რუსეთის ისტორიაში კარგად აწყობილი სამომახმარებლო ეკონომიკა შექმნა. თავისი ბოლო გარდაქმნის შედეგად პუტინი გლობალურ „შემოქმედად“ არის წარმოდგენილი, ან ლიდერად, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგს აყალიბებს და რომელშიც რუსეთი სრულიად ახალ როლს შეასრულებს.

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხმა „რაშა თუდეიმ“ ამასწინათ შექმნა საიტი, რომელშიც ვლადიმერ პუტინის მმართველობის 25 წელი სამ პერიოდად არის გაყოფილი, ხოლო მათთვის აუცილებელი თითოეული საკვანძო გამოსვლა, ხელოვნური ინტელექტის მიერ, გასაგებ ინგლისურ ენაზეა თარგმნილი.

„ასეა თუ ისე, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, თუ როგორ ამუშავდა ყველაფერი ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. რუსებს ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, აწყობთ. დიახ. ადამიანებს მისი ეშინიათ, მაგრამ ალტერნატივაც არ ჩანს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ალქიმიას ჰგავს, მაგრამ მასში ძალიან ბევრი ხედავს ნამდვილ რუს გმირს“, – ასკვნის ალექსი მუხინი

წყარო

რა მადლია ამათთვის – შემოაკავო, გადატიხრო, ყველას თავისი ბაგა მისცე, ჭრელი ბრეზენტი გადააფარო და აუნთო შუქები –  ქადაგიძე ოპოზიციის დაგეგმილ აქციაზე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს, კერძოდ კარვების გაშლის თემას ეხმიანება. როგორც ქადაგიძე წერს, ოპოზიციისათვის მადლი იქნება მათ მოქმედების არეალი მოუხაზო და სახელმოფოობანას თამაშის უფლება მისცე. ექსპერტის აზრით, ამის შესაძლებლობა მათ ბედნიერს გახდის.

„რა მადლია ამათთვის – შემოაკავო, გადატიხრო, ყველას თავისი ბაგა მისცე, ჭრელი ბრეზენტი გადააფარო და აუნთო შუქები.

ხომ იქნებიან ბედნიერები, ითამაშებენ სახელმწიფოობანას, ააშენებენ ქვიშის დემოკრატიას, იტანტალებენ კინეტიკურ სილაში ლიბერალიზმით გაჟღენთილები და იქნებიან ბედნიერები…“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება, მისი კონცეფცია კი შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“მიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის 10 ნოემბრამდე გაგრძელდება ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.agroolimpiada.ge. აგროოლიმპიადა ტესტირების საშუალებით ტარდება და ის სამ ეტაპს მოიცავს: რეგისტრაცია, ონლაინ ტესტირება და ტესტირება ფიზიკურ სივრცეში.

აგრარულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტებს და ფერმერებს, ისე სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ოლიმპიადა ტარდება აგრონომიის, სასურსათო ტექნოლოგიის, სატყეო საქმის, ღვინის ტექნოლოგიის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, ვეტერინარიის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებებში.

ოლიმპიადის მთავარი იდეა მონაწილეთა ცოდნის შემოწმება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათი წარმოჩენაა. გამარჯვებულებისათვის დაწესებულია სხვადასხვა სახის პრიზი და ჯილდო.

აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.

ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს – კამალა ჰარისი

როგორც პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღაზაში ომი დასრულდეს, მძევლები სახლში დაბრუნდნენ და პალესტინელმა ხალხმა შეძლოს განახორციელოს ღირსების, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უფლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ კამალა ჰარისმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წელი რთული იყო ღაზასა და ლიბანში მსხვერპლის გათვალისწინებით.

„მინდა ვთქვა, რომ ეს წელი რთული იყო ღაზაში მსხვერპლისა და ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, ლიბანში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და დევნილობის გათვალისწინებით. ეს გამანადგურებელია“, – აღნიშნა ჰარისმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ნოემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +10 იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე იქნება. დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +5, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა – სალომე ზურაბიშვილი

მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა – მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს,“ – წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა. კარგი განწყობა და ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ ჩანაფიქრი განახორციელოთ და საკუთარი ძალების ირწმუნოთ. წვრილმან პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს ან მეგობრებს სთხოვოთ. გახსოვდეთ, რომ მატყუარა ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ ვალდებული არ ხართ, ასეთების სიახლოვე აიტანოთ.

კურო

ამ დღეს გირჩევთ, რომ ძველი საქმეები დაასრულოთ, რათა ყურადღება აღარ გაგიფანტოთ და ახალი საქმის დაწყება შეძლოთ. თუმცა მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატაროთ და მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ. პროფესიული თემების განხილვისას სირთულეები გელით. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები ახალი პროექტების დაწყების საშუალებას არ გაძლევთ. საღამოს კარგად უნდა დაისვენოთ, რათა ძალების აღდგენა შეძლოთ.

ტყუპები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. კითხვაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ და მოსაფიქრებელი დრო ითხოვეთ. ამ დღეს მიზანს ერთი დიდი ნაბიჯით მიუახლოვდებით. ახალი ნაცნობობა მომავალში ძალიან გამოგადგებათ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი ოჯახური საკითხების მოგვარებაში და ურთიერთობების გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

თუ სიმართლის გაგება გსურთ, უსიამოვნო თემებზე საუბარი და კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. ამჟამად უძრაობის ეტაპზე ხართ, მაგრამ განსხვავებულ ხედვას თუ ისწავლით, უამრავ ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენთ. ემოციური სტრესის მოსახსნელად საღამო სახლიდან მოშორებით, ძველი მეგობრების გარემოცვაში უნდა გაატაროთ.

ლომი

თუ შანსს არ გამოიყენებთ, რომელიც დღეს მოგეცემათ, მოგვიანებით ძალიან ინანებთ, რომ წარმატებაზე უარი თქვით. შესაძლოა, გეშინიათ, რომ სცადოთ, გარისკოთ და შესაძლებლობა გამოიყენოთ, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ, წარმატების შანსი დიდხანს აღარ მოგეცემათ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა , რუტინული საქმეების საკეთებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. შეეცადეთ მშვიდად აღიქვათ რაც თქვენს გარშემო ხდება და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. ემოციურმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს და გეგმების შეცვლა გაიძულოთ. თუ ხვდებით, რომ თქვენი გეგმები ახალს ვერაფერს მოგიტანთ, სხვა მიმართულებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ.

სასწორი

ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით არ მიდის. იბრძოლეთ, რომ სიმართლეს ფარდა ახადოთ და გამარჯვება მოიპოვოთ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი შეხვედრები. ახალი და საინტერესო საქმის კეთება სასარგებლო გამოცდილებას და პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.

მორიელი

გირჩევთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. მოერიდეთ რაიმეს შეცვლას ან ექსპერიმენტებს. ინიციატივას ნუ გამოიჩენთ, უმჯობესია დინებას მიჰყვეთ და მიმდინარე საქმეები დაასრულოთ. გადაწყვეტილების მიღებისას სწრაფად და უყოყმანოდ უნდა იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელსაყრელ შანსს ხელიდან გაუშვებთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სიახლეები – სავარაუდოდ, თქვენი ოცნების ადამიანს შეხვდებით, რომელიც თქვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა გახდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყოველთაოდ მიღებული წესები უნდა დაიცვათ, მითითებებს მიჰყვეთ და პირობა არ დაარღვიოთ. ენდეთ, საკუთარ ინტუიციას და წინასწარმეტყველურ ნიჭს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ასეთი ძალა ნამდვილად გაქვთ და ეცადეთ, ის საკუთარ თავში აღმოაჩინოთ. უმჯობესია მოლაპარაკებები ან სამუშაო დისკუსიები სხვა დღისთვის გადადოთ.

თხის რქა

თქვენი აქტიური პოზიცია პროფესიულ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე უფრო ნაყოფიერი იქნება – გაუზიარეთ თქვენი იდეები და წინადადებები კოლეგებს, იყავით მეგობრული და მშვიდად მიიღეთ კრიტიკა. საყვარელი ადამიანის ქცევა მოსვენებას არ გაძლევთ, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. ეს თქვენს ურთიერთობაში მცირე შეფერხებაა და სხვა არაფერი.

მერწყული

ამ დღეს სასიამოვნო და სასარგებლო ნაცნობობა გელით. ადამიანი, რომელსაც გაიცნობთ, მომავალში თქვენი კარგი მეგობარი გახდება. ემოციების კონტროლი და რაციონალური მიდგომა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, უკეთესი იქნება, თუ დაგროვებას დაიწყებთ. მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამჟამად სწრაფად მოქმედების რესურსი არ გაქვთ. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება და, უბრალოდ, მოდუნდით.

თევზები

გადაწყვეტილების მიღებისას წარსული გამოცდილება და ძველი შეცდომები არ დაივიწყოთ. ეცადეთ, არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან ბრძოლაში სიმართლის დასამტკიცებლად მეტი ინფორმაცია და მტკიცებულება მოიპოვოთ. მოთმინება მოიკრიბეთ და სამართლიანობის აღდგენას შეძლებთ.

,,დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! – თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს.

პრეზიდენტი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე განმარტავს, თუ რატომ არ აქვს ქართველი დიპლომატებისთვის მილოცვის სურვილი.

“დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!

მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის, რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით. მაგრამ არა, ვერა, არც მოლოცვის სურვილი, არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება იმ ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს, როცა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს.

ამ დროს, თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის???გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?!

რა სულხან საბა, რა ღირსება, რა პროფესიონალიზმი? … მშვიდობა სწორედ, მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება, მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს, იმას საკუთარი ლანდის ეშინია! დამოუკიდებლობა კი საფრთხეშია, როცა ისინი, ვინც გარეთ უნდა განგაშის სიგნალებს აწვდიდნენ ჩვენ პარტნიორებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს ვითომც და ვერ იმჩნევენ! გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში, ვით სოროებში დამალულნი, არავის მათი ხმა არ გაუგია, არჩევნებში ემიგრანტების ხმის მიცემის კონსტიტუციის დაცულიუფლებაც ვერ დაიცვეს და იმალებიან… ოღონდ ვინმეს არ გაახსენდეს მათი არსებობა! ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით ! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!”, – წერს პრეზიდენტი.

თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

თურქეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთთან ერთად 53-მა ხელმომწერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთობლივი წერილით მიმართა, რომელშიც მოითხოვენ ისრაელისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

წერილი, რომელიც თურქეთის ინიციატივით მომზადდა, ხელმოწერილია 52 ქვეყნისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გაერო-ში პირველ ნოემბერს წარადგინეს. ხელმომწერებს შორის იყვნენ საუდის არაბეთი, ბრაზილია, ალჟირი, ჩინეთი, ირანი და რუსეთი, ორგანიზაციებს შორის კი არაბული ლიგა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

„ჩვენ ყველა შესაძლებლობისას უნდა გავიმეოროთ, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვა გენოციდში თანამონაწილეობას ნიშნავს“, – განაცხადა ფიდანმა პრესკონფერენციაზე.

,,თუ ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ” -ვიქტორ ორბანი

ევროპას მოუწევს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, კონტინენტი „მარტო ვერ ატარებს ომის ტვირთს“. ორბანის განცხადებით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ“.

„ამერიკაში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი, იქნება, რისიც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ ციფრებსაც ასე ვკითხულობ… თუ მოხდება ის, რასაც ჩვენ მოველით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ”, – დასძინა მან.

ორბანის თქმით, უკრაინა იქნება განხილვის თემა მომავალ კვირაში ბუდაპეშტში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას.

„ევროპა მარტო ვერ ატარებს (ომის) ტვირთს და თუ ამერიკელები გადაერთვებიან მშვიდობაზე, მაშინ ჩვენც გვჭირდება ადაპტაცია და ეს არის ის, რასაც განვიხილავთ ბუდაპეშტში“, – დასძინა მან.

,,თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ”- თენგიზ შარმანაშვილი

იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ. ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება.

„იმის გამო, რომ რუსული საფრთხე აიცილონ, ბალტიელები დაუფარავად გვერეკებიან ომში. ჩვენ სანქციებისკენ მოგვიწოდებენ და თუნდაც რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტით გვისწრებენ !!!! ჩვენ ავღანეთში ამხელა მსხვერპლი გვქონდა ნატოს ოპერაციაში და მაგათი სამხედროები შტაბიდან ცხვირს არ ყოფდნენ. მიეჩვივნენ ჩვენ ხარჯზე სამოთხისკენ მოძრაობას. აღარ გამოგივათ. გეყოთ. თუ რამე გინდათ, გაწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთან, აიღეთ იარაღი ხელში და იომეთ იმ ღირებულებებისთვის, რისი დაცვისკენაც მოგვიწოდებთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ ავიღებთ იარაღს, როდესაც ჩვენი ინტერესების შესაბამისი იქნება. მოკავშირეობაც თქვენზე უკეთესი ვიცით ბევრად, ბევრჯერ დავამტკიცეთ. ჩვენი ბრალია, რომ ასეთი სულელები გგონივართ. თუმცა, ამას ბევრი ჩემი უსამშობლო თანამოქალაქე უწყობს ხელს სამწუხაროდ. ამ შეურაცხყოფებს კი დავიმახსოვრებთ.“-წერს შარმანაშვილი.