შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა -ირაკლი კობახიძე
ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ -ირაკლი კობახიძე
ჩვენი გუნდის განზრახვაა, რომ საგამოძიებო კომისიის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისხლიანმა რეჟიმმა ცხრა წლის განმავლობაში შეიწირა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, უშუალოდ შეეხო ათი ათასობით ადამიანს ეს რეჟიმი.
„150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, პირდაპირ საჩვენებელ მკვლელობებს აწყობდნენ შუა ქუჩაში, ციხეებში 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2010-2011 წლების სტატისტიკა, 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა და სტატისტიკა საშუალოდ 20-ს ჩამოსცდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 100-ზე მეტ ადამიანის მარტო ციხეებში კლავდნენ ყოველწლიურად, ამ დონის რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ბიზნესის რეკეტი პირდაპირ შეეხო ათი ათასობით ადამიანს, დაახლოებით ათი ათასმა კაცმა სახელმწიფოს აჩუქა თავის ქონება. მედიასთან დაკავშირებით ჩემზე კარგად გახსოვთ ყველაფერი რა ვითარება იყო, ომი დაიწყეს 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა მათ მიერ დაწყებულ ომს. უამრავ ადამიანს მარტო სიცოცხლის დაკარგვის დონეზე შეეხო ეს რეჟიმი რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ნერვებზე. დღეს რეალურად ვიხსენებთ იმას, რაც ყველას გვახსოვდა, უბრალოდ ემოციურ დონეზე გვქონდა მივიწყებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ვფიქრობ, რომ ოთხივე პარტიაზე უნდა გავრცელდეს, ამას გვიჩვენებს პროცესი, როდესაც მომზადდება შესაბამისი სარჩელი, მერე წარიმართება პროცესი სასამართლოში. ვფიქრობ, რომ წინასწარი ჩემი ანალიზი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე – ეს არის „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, რა განსხვავებაა „ახალსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის? ერთი პარტიაა ორად გაყოფილი. ასევე რაც შეეხება „ლელოს“, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ ჩართული უმძიმეს ქმედებებში. რაც შეეხება გახარიას, დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია იმ პარტიასთან, რომელიც მაშინ სისხლიან რეჟიმს ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს პარტიები პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას.
რაც მთავარია, ეს პარტიები, ყველა ერთად დღეს არიან ჩართული ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არც მალავენ ამას, პირდაპირ დადიან დერეფნებში და ითხოვენ ქვეყნის დასჯას, დასანქცირებას, ათასი ტიპის შეზღუდვის შემოღებას და ეს ხომ ხელის გულზე დევს. პირდაპირ ხომ უპირისპირდებოდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას. დღესაც ხომ აღშფოთდნენ ტრამპის წერილთან დაკავშირებით არც აშშ-თან დაახლოება უხარიათ, არც კანდიდატის სტატუსი უხარიათ, პირიქით უპირისპირდებიან ამ ყველაფერს. ეკონომიკასთან დაკავშირებით ერთმანეთის მიყოლებით საუბრობდნენ, რომ წელს ჩამოიქცეოდა ეკონომიკა და საშუალო ზრდა გვაქვს პირველი კვარტლის ცხრა პროცენტზე მეტი, ეს პირდაპირ ხელის გულზე დევს. პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის მოსახლეობას, ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მგონია, რომ რობინ დანიგანს სურდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და ღონისძიებამ აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა -ირაკლი კობახიძე
მე მგონია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის” ხელი და აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ელჩს უნდა, რომ სრულფასოვნად შეასრულოს საკუთარი დიპლომატიური ფუნქციები შესაბამის ქვეყანაში და ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება, ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტია.
„მე მგონია, რომ მას ძალიან ენდომებოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. რა შეიძლება იყოს ელჩისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე, თუმცა ხედავთ, რომ რაღაც გამოგონილი საბაბით – ჯერ გვითხრეს, რომ თბილისში არ იყო, შემდეგ საჯაროდ თქვეს, რომ ქვეყანაში არ იყო, აქაც პირდაპირ ჩანს „დიფ სთეითის” ხელი, რაც აიძულებს კონკრეტულ ადამიანებს, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახსნადი არ არის, რაციონალური ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. მე ვარაუდი გამოვთქვი, მე მგონია, რომ მას სურდა პიროვნულად, ვიცნობ მას და დადებითი წარმოდგენა მაქვს, მე მგონია, რომ მას სურდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის” ხელი და ხედავთ, რომ ამერიკის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს წარმატება თქვენი მეგზურია. რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ვარსკვლავების მხარდაჭერით სასურველ შედეგს მიიღებთ. თქვენი საიმედო პარტნიორი ყველაზე რთული, მაგრამ პერსპექტიული იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ. დიდი მცდელობის მიუხედავად, ზოგ კითხვაზე პასუხის მიღება შეუძლებელია, ამიტომ სხვა დღისთვის უნდა გადაიტანოთ.
კურო
ამ დღეს უამრავი სირთულის და გაუგებრობის დაძლევა მოგიწევთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანი უხეშად მოგექცეთ, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ, რომ ასეთი ქცევის უკან რაღაც მიზეზი იმალება. საჭიროების შემთხვევაში თავი დაიცავით და არაკეთილმოსურნეს ღირსეული პასუხი გაეცით. მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ შური იძიოთ და წართმეული სიმშვიდე დაიბრუნოთ.
ტყუპები
ეცადეთ, ამპარტავნობა დაიცხროთ და გააცნობიეროთ, რომ ქებას სხვებიც იმსახურებენ. ეს თქვენ ირგვლივ მყოფებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს. შეიძლება, შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც იჩხუბეთ – ეს არის ბოდიშის მოხდისა და ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა. საღამოს გადახედეთ ადამიანების წრეს, ვისაც სახლში ხშირად მასპინძლობთ — სავარაუდოდ, მათ შორის არის ვიღაც, ვინც თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს.
კირჩხიბი
სირთულემ, რომელიც ამ დღეს თქვენს გზაზე გაჩნდება, შესაძლოა, დასახული მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. ფიქრობთ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, მაგრამ ჯობია, რომ პრობლემები ახლობლებს გაუზიაროთ. მარტო ყოფნას მოერიდეთ და ეცადეთ, მთელი დღე საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ. უარი თქვით შემოვლით გზებზე იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეიძლება. გახსოვდეთ, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა!
ლომი
თავი არ მოიტყუოთ და იმ საქმის კეთება არ დაიწყოთ, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. ჯობია, გულახდილად აღიაროთ, რომ ამა თუ იმ ამოცანის შესრულება თქვენს ძალებს აღემატება. ეცადეთ, საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრის დრო გამონახოთ. ამ დღეს ყველაზე კარგად გარშემომყოფთა მოხიბვლა გამოგდით, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.
ქალწული
ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, რადგან მალე ახალი პასუხისმგებლობები დაგაწვებათ. ჭორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად – კარგად იცით, ადამიანები საკუთარი იდეებით როგორ დააინტერესოთ. უფროსი ნათესავის რჩევები ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ უფრო ხშირად უნდა მოუსმინოთ.
სასწორი
შემოქმედებითი პროფესიის სასწორებმა ეს დღე მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოიყენოთ. შემოქმედებით იმპულსებს ნუ წაუყრუებთ და ეცადეთ, რაღაც გრანდიოზული შექმნათ. საღამოს შეიძლება უამრავი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც წარმოსახვის უნარს მოითხოვს. თუ უსიამოვნო სიმპტომები იგრძენით, ექიმთან მისვლა არ გადადოთ.
მორიელი
ეცადეთ, ამ ღამეს ნანახი სიზმარი დაიმახსოვროთ – მან შეიძლება მომავალზე გაცილებით მეტი გითხრათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის, რაც გაშინებთ, შეიძლება დიდი პრობლემების გადალახვაზე მიანიშნებდეს. ვარსკვლავები ახლა თქვენს მხარეს არიან. ასე რომ, ახალი საქმეების წამოწყების არ შეგეშინდეთ.
მშვილდოსანი
ყურადღების მოკრება გიჭირთ, ამიტომ საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ ან სხვადასხვა გაუგებრობა წარმოიშვას. თქვენი მცდელობა, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ, შედეგს ვერ გამოიღებს — ამიტომ ჯობია, დინებას მიჰყვეთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ მცირე გაუგებრობას ურთიერთობაში სირთულეები და გაუცხოება მოჰყვება.
თხის რქა
ამ დღეს წინასწარ შედგენილი გეგმების განხორციელებას ადვილად შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება და ბრწყინვალე იდეების გაჩენის იმედი არ უნდა გქონდეთ. საქმიანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ. ახლა უმჯობესია, საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნებს მოუსმინოთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი და ეცადეთ ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადეთ.
მერწყული
პროფესიულ სფეროში დაშვებული ერთი შეცდომაც კი შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ, ამიტომ ყურადღებით იმუშავეთ როგორც ქაღალდებთან, ისე ადამიანებთან, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ. წუთიერმა უყურადღებობამ შეიძლება კარგი კლიენტი ან მოგებიანი შეთავაზება დაგაკარგვინოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.
თევზები
ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მოწმე გახდებით და ეს სასიკეთო ცვლილებებია. თუ ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანს დაუმსახურებლად გული ატკინეთ, მოუბოდიშეთ და რამე გემრიელი აჩუქეთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან გულწრფელობისგან და პირად ინფორმაციას ნურავის გაუზიარებთ – თქვენი სიტყვები შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.
ოპოზიციის რეაქციები ტრამპის წერილთან დაკავშირებით იყო სრული ისტერიკა, სახე დაკარგეს, თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს რადიკალური ოპოზიციაა -ირაკლი კობახიძე
თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრამპის წერილთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია იყო სრული ისტერიკა.
„თქვენ ნახეთ ოპოზიციის რეაქციები ამ წერილთან დაკავშირებით – სრული ისტერიკა. სახე დაკარგეს საერთოდ, როდესაც კომენტარებს აკეთებდნენ ამ წერილთან დაკავშირებით. უბრალოდ სასაცილოები გახდნენ თავიანთ კომენტარებში, იმდენად არაადეკვატურები იყვნენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საბოლო ჯამში, ორთაბრძოლა გრძელდება და იმედი უნდა დავიტოვოთ, სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს Deep State-ზე. ეს თუ ასე არ მოხდება, ამ შემთხვევაში პრობლემები დარჩება, სამწუხაროდ, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია და ასეთ შემთხვევაში გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ თვისებრივად გაჯანსაღდეს ჩვენი ურთიერთობები.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ოპოზიციის ისტერიკას. მუდმივად საუბარი აქვთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც კურსი შევიცვალეთ, არ გვინდა ამერიკისკენ, არ გვინდა ევროპისკენ და ა.შ. ამ დროს, დღეს შემოვიდა წერილი, რომელიც იძლევა იმის იმედს, რომ შეიძლება გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისტერიკა რატომ უნდა მოჰყვეს შენი მხრიდან ასეთ წერილს, ხომ გაუგებარია, მაგრამ ამაზე მეტიც გვახსოვს გასული წლებიდან, პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ა.შ. სინამდვილეში, თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. დღესაც ხომ ვერ დამალეს საკუთარი ემოციები. არის რაღაც წერილი, რომელიც საფუძველს ქმნის ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და ამის გამო ვერ დამალეს საკუთარი უარყოფითი ემოციები. გასაგებია რაშიც არის საქმე. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ და ეს არის Deep State-ის დავალებების შესრულება. ამიტომ, რაღაცნაირად ცოტათი გაუხარდათ გუშინდელი წერილი და დღევანდელ წერილს მოჰყვა მათი ძალიან მძიმე რეაქცია და გაგულისება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას ვთავაზობთ სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პრეზიდენტ ტრამპის წერილს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს და მინდა, მას მოლოცვისთვის მადლობა გადავუხადო -პრემიერი
ჩვენ ვიცით, ჩვენ რა გვინდა და რას ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს – ჩვენი მოწოდებაა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია გზამკვლევზე, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე მხარისთვის.
„მანამდე იყო თაროზე შემოდებული, ქაღალდზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ყოველგვარი შედეგების გარეშე, ახლა ვთავაზობთ რადიკალურად განსხვავებულ, უკეთეს რამეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას – ეს არის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მხრიდან გავრცელებული პირველი წერილი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დიფ სთეითის” წერილი, საიდანაც, ყველაფერთან ერთად, ქედმაღლობაც გამოსჭვიოდა.
„ამ ქედმაღლობას არავითარი საფუძველი არ აქვს. მესმის, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და აშშ-ი არის ძალიან დიდი ქვეყანა, მაგრამ გვამადლიან ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ მომხდარა. გვამადლიან, რომ ქვეყანა საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა ე.წ დახმარება, რასაც ჩვენ ვიღებდით ამერიკის მხრიდან. სინამდვილეში, მათემატიკურად გადავთვალეთ, რა სარგებელი მიიღო შეღავათების სახით ამერიკულმა მხარემ ჩვენგან და აქ საუბარია ძირითადად ავღანეთის და ერაყის მისიებში მონაწილეობაზე. თუ დავთვლით მათემატიკურად, ფინანსურად იმ შეღავათებს, რომლებიც ჩვენ გავუწიეთ ამერიკულ მხარეს და თუ შევადარებთ იმ დახმარებას, რომელსაც რეალურად ვიღებდით აშშ-დან, ჩვენი შეღავათი არის ფინანსურად დაახლოებით 5-ჯერ და შეიძლება 10-ჯერ მეტიც. დახმარებაში ჩვენ ვერ ჩავთვლით იმ თანხებს, რომლებიც იქნა გაღებული სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იყო 2008-2011 წლებში ეკონომიკაში ჩასხმული ფული. სხვა წლებში კაპიკი არ ჩაუსხამთ ეკონომიკაში და დახმარებაში ვერ ჩავთვლით ენჯეოებზე გამოყოფილ ფულს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა ის, რომ ეს იყო არა დახმარება, არამედ პირიქით, უკუშედეგის მომტანი. თქვენ რომ წარმოიდგინოთ ამ ყველაფრის გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება, რომ არ იყო თუნდაც ამ ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ითხი მცდელობა, რომ არ ყოფილიყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი მოიყვანა ხელისუფლებაში და რად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, ძალიან კარგად გვახსოვს, ეს რეჟიმი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იყო ბიზნესის რეკეტი, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა. უამრავი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა ეს რეჟიმი და ა.შ. ამიტომ, ეს არ იყო დახმარება, პირიქით, ეს იყო ისეთი თანხები, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს უკუსვლისკენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ ერთმანეთს დახმარება და ჩვენი მხრიდან გაწეული შეღავათები, ჩვენს მხარეს არის უპირატესობა და დისბალანსი დადებითი კუთხით. ამიტომ, ქედმაღლობას არ აქვს არავითარი საფუძველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება წერილებს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დიფ სთეითის მიერ დაწერილ წერილს არავითარი ფასი არ აქვს.
„ასეთ ამერიკულ წერილებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი, რაც გუშინ შემოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმოწერით. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის წერილს, ამას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ მილოცვისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.
თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით -ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.
პრემიერის თქმით, თუ ამ ტემპით გაგრძელდება ეკონომიკის ზრდა, უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შესაძლოა მიუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით.
„რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ზრდის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, კეთილდღეობის დონით, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით და შესაბამისად, სოციალური პირობებიც შეიძლება რადიკალურად გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პროგრამული მიზნების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, სიღარიბის უმუშევრობის შემცირება მაქსიმუმ 4%-მდე. არც ერთმა მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს 4%-ს. როგორც ახლა მივდივართ, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი 2028 წლისთვის. ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.
ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” პრეზიდენტ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურული, ისე – ღია წერილით.
„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი, ერთი გამოიგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი დიფ სთეითის მიერ და მეორე წერილი შედგენილი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა და ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. სულისკვეთება იყო ერთი და იგივე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რეჟიმის სასამართლომ ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა – არ შეგრჩებათ! -მამუკა ხაზარაძე
რეჟიმის სასამართლომ ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა – არ შეგრჩებათ! -მამუკა ხაზარაძე
დღეს რეჟიმის სასამართლომ ჩვენი ლუკა ნაცვლიშვილი 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა!
არ შეგრჩებათ! ყველაფერზე აგებთ პასუხს!, -ამის შესახებ „ლელო-ძლიერი“ საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს.
ხაზარაძე პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ლუკა ნაცვლიშვილის მსგავს გულანთებულ ახალგაზრდებს წინსვლის და განვითარების საშუალება ჰქონდეთ.
„საჯარო პირობა მინდა მივცე ლუკას, რომ ყველაფერს გავაკეთებ და აუცილებლად მოვესწრებით იმ დროს, როცა ამ ქვეყანაში მისნაირ გულანთებულ ახალგაზრდებს პოლიტიკური ნიშნით კი არ დააკავებენ, არამედ ყველანაირ პირობას შეუქმნიან წინსვლისთვის და განვითარებისთვის!
“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს”-ლადო ბოჟაძე
დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.
დონალდ ტრამპის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
“ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც მან პრეზიდენტს მიწერა. ამ წერილში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ტრამპი თავადვე ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის. პრეზიდენტთან ერთად მოხსენებულია საქართველოს მთავრობაც და ამ წერილიდან გამომდინარე, ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით, ორ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ურთიერთობების დარეგულირებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს,” – აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე.
მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ხალხის მიმართ -დავით მათიკაშვილი
მისასალმებელია პრეზიდენტ ტრამპისგან მოლოცვის წერილი და დამოკიდებულება, რაც მან წერილში გამოავლინა ქვეყნის პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში მყისიერად იქნება შებრუნებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რომელიც დაეფუძნება ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს, რეალურ პარტნიორობას და არა მხოლოდ ქაღალდზე არსებულს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის პერიოდში“.
„ჩვენ მუდმივად ვაცხადებდით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მის ახალ ადმინისტრაციასთან გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ასევე ხაზს ვუსვამდით, რომ მზად ვიყავით და ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი ისტორია, ათწლეულების განმავლობაში არსებული ისტორია. საქართველოს სახით ამერიკას მუდმივად ჰყავდა ძალიან ერთგული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში. ჩვენ შეგვიძლია, ამის დასადასტურებლად გავიხსენოთ არაერთი ფაქტი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს დამოუკიდებლობის დღის ამ წერილით მოლოცვისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში იქნება ახალი ურთიერთობების საწყისი, რომელიც ქნება ჭეშმარიტად პარტნიორული და ურთიერთსარგებლიანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.
ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა” აშკარად ცვლილებებია შესატანი – დავით ქართველიშვილი ტრამპის მილოცვაზე
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავლაშვილის მიმართ დამოუკიდებლობის დღისადმი აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მილოცვას ეხმიანება.
„ვიკიპედიაში, კატეგორიაში „საკონტროლო გასროლა” აშკარად ცვლილებებია შესატანი. დღეიდან საყოველთაო სამედიცინო დაზღვევით უამრავი გაჭირვებული ისარგებლებს, რა თქმა უნდა, ამ „არალეგიტიმური” მთავრობის ხელში ჩავარდნილი ბიუჯეტის ხარჯზე…
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს: „ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია – ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, – ნათქვამია მისალოც წერილში,” – წერს დავით ქართველიშვილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.