Home Blog Page 36

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში MATKA 2025 მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ჰელსინკის გამოფენაში 10-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანიაა წარდგენილი.

გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვან ფინურ და ჩრდილოეთ ევროპულ კომპანიებთან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმყოფება ფინეთში, ტრადიციულ, ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენაზე. ჩვენ აქტიური შეხვედრები გვაქვს ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებსა და ასოციაციებთან. ვფიქრობ, ღონისძიებებისა და ბიზნესსექტორის ერთობლივი პროდუქტიული მუშაობისთვის 2025 წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება აღნიშნულ ბაზარზე, ვიდრე წინა წელი იყო“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

„ფინეთის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებსა და ქართველ კოლეგებს შორის შეხვედრა გაიმართა, განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები. ბევრი შესაძლებლობაა და ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა. ფინეთში დიდი ინტერესია საქართველოსადმი, პანდემიამდეც საქართველო ძალიან ტრენდული იყო, ფინელები საქართველოში მოგზაურობით დაინტერესებულები არიან, აინტერესებთ სრიალი, ზღვის სანაპიროების მონახულება და სათავგადასავლო ტურიზმი“, – განაცხადა მეკიმ ფრენტიმ, ფინეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის წარმომადგენელმა.

MATKA 2025-ზე ქართული კომპანიების წარმომადგენლები B2B ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

„გაოცებული ვარ, ამ გამოფენაზე ყველამ იცის საქართველოს შესახებ, ყველამ იცის ხაჭაპური და ჩურჩხელა. დიდია ინტერესი. ბევრმა გამოთქვა სურვილი საქართველოში მოგზაურობის. დიდი ჯგუფები დაინტერესებულები არიან საქართველოში მოგზაურობით. ვფიქრობ, მომავალში ბევრი ტურისტი გვეყოლება ფინეთიდან“, – განაცხადა ტურისტული კომპანია „ომნეს ტურის“ წარმომადგენელმა, ქეთი ცენტერაძემ.

ნორდიკულ ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო სპეციალური ტურისტული სტენდით არის წარდგენილი. MATKA 2025-ზე სტუმრებს საშუალება აქვთ, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ და ინფორმაცია მიიღონ ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ.

ჰელსინკის ოთხდღიან ტურისტულ გამოფენაში 80-ზე ქვეყნის 1000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. MATKA 2025-ს 65 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აქ ყოფნა ოცნებაა -ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„აქ ყოფნა ოცნებაა. ბევრი დადებითი რამ მსმენია „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ. უზომოდ ვამაყობ იმით, რომ ამ დიდებულ კლუბს შევუერთდი და მოუთმენლად ველი ჩემი ახალი მაისურის ჩაცმას“, – აღნიშნა ხვიჩა კვარტაცხელიამ.

ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოთამაშეა – ფანტასტიკური ნიჭი -“პსჟ”-ს პრეზიდენტი

JPG edited with https://ezgif.com/resize

მოხარულნი ვართ მივესალმოთ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ ოჯახში, – განაცხადა პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ.

„ხვიჩა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოთამაშეა – ფანტასტიკური ნიჭი, მაგრამ ასევე ფეხბურთელი, რომელსაც აქვს გამბედაობა და გუნდისთვის იბრძვის. ხვიჩას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩვენი დიდი კლუბის ნაწილი გამხდარიყო. ვიცი, რომ ის ჩვენთან ერთად მიაღწევს თავის ყველა მიზანს. მოხარულნი ვართ, რომ გავაძლიერებთ ჩვენს შემადგენლობას“, – აღნიშნა „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 18-20 იანვარს ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 19-20 იანვარს ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა -არის მსხვერპლი

კიევზე რუსეთის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

უკრანის დედაქალაქში, რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა რაკეტების ნამსხვრევები, გაჩნდა რამდენიმე ხანძარი. იერიშის შედეგად, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის, მეტროს სადგურ „ლუკიანოვსკაიასთან“.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში შევჩენკოს რაიონში, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. დესნიანსკის რაიონში ჩამოვარდა რაკეტის ნამსხვრევები.

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ ემო­ცი­უ­რი – დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­სიყ­ვა­რუ­ლო – გან­წყო­ბა არ მოგ­ცემთ უფ­ლე­ბას ნე­გა­ტი­ურ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა და და­გა­ყე­ნებთ პო­ზი­ტი­ურ­ზე. შე­დე­გად, ყვე­ლა საქ­მეს ხა­ლი­სით და იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბით.

კურო

არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და­ეყ­რდნოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვებს, მა­ში­ნაც კი, თუ ვსა­უბ­რობთ ოჯახ­ზე და მე­გობ­რებ­ზე: ისი­ნი მა­ინც ვერ შეძ­ლე­ბენ ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სონ ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლებ­ლად და­უშ­ვე­ბენ შეც­დო­მებს.

ტყუ­პი

არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ენ­დოთ იმ აზრს, რო­მელ­საც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე, მათ შო­რის მათ, ვის­ზეც მიჩ­ვე­უ­ლი ხართ უპი­რო­ბოდ ენ­დო­ბო­დეთ – ამ შემ­თხვე­ვა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა შეც­დნენ.

კირჩხი­ბი

უმ­ჯო­ბე­სია გა­და­დოთ მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა, თუნ­დაც ეს წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი: დღეს დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს წარ­მო­იშ­ვას კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც გა­ა­ფუ­ჭებს არა მხო­ლოდ მო­მენტს, არა­მედ მთლი­ა­ნად ურ­თი­ერ­თო­ბას.

ლომი

ყო­ველ­თვის არა­სა­სურ­ვე­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე მაღ­ლა და­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ დღეს ასე­თი ამ­პარ­ტა­ვა­ნი საქ­ცი­ე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხოს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

ქალ­წუ­ლი

დღე, რო­დე­საც არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი რა­ი­მე ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო, ან თუნ­დაც მხო­ლოდ ვა­ლის გა­დახ­და – ეს შე­იძ­ლე­ბა ცუდი მი­ნიშ­ნე­ბა იყოს თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის­თვის.

სას­წო­რი

არ უნდა ენ­დოთ სხვე­ბის აზრს, თუნ­დაც ის მი­აჩ­ნდეთ ყვე­ლას მარ­თე­ბუ­ლად: თა­ნა­მო­სა­უბ­რემ ან მო­წი­ნა­აღ­მდე­გემ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს თა­ვი­სი შეც­დო­მე­ბი და გა­მო­ი­ტა­ნოს სწო­რი დას­კვნე­ბი.

მო­რი­ე­ლი

შე­ე­ცა­დეთ არა­ვის არა­ფერს დაჰ­პირ­დეთ, თუნ­დაც გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­ი­ძუ­ლებთ ამის გა­კე­თე­ბას: დიდი ალ­ბა­თო­ბით, რომ ვერ შეძ­ლებთ მის შეს­რუ­ლე­ბას და დიდ­ხანს დარ­ჩე­ბით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი.

მშვილ­დო­სა­ნი

უმ­ჯო­ბე­სია საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რა, თუნ­დაც წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყოს, სხვა დრო­ის­თვის გა­და­დოთ, დღეს ვერ­ცერთ სა­კი­თხზე ვერ მი­აღ­წევთ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბას და ეს გახ­დე­ბა ჩხუ­ბის მი­ზე­ზი.

თხის რქა

ახალ ნაც­ნო­ბებს, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა დღეს გა­მოჩ­ნდნენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ე­პყროთ: არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ისი­ნი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნე­ბის­გან შორს არი­ან და, შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა და­გა­ზა­რა­ლონ.

მერ­წყუ­ლი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა სა­ცხოვ­რებ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის, რომ­ლის დრო­საც სა­ჭი­როა უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ით დაგ­რო­ვი­ლი ნივ­თე­ბი მო­ი­ცი­ლოთ, – ყვე­ლა­ფე­რი: დამ­ტვრე­უ­ლი, გაბ­ზა­რუ­ლი, უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბით, რო­გორ გა­გი­ად­ვილ­დათ სუნ­თქვა.

თევ­ზე­ბი

დღეს არ არის სა­უ­კე­თე­სო დრო ნა­თე­სა­ვებ­თან შე­სახ­ვედ­რად: კონ­ფლიქ­ტე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, რაც იმის ნაც­ვლად, რომ გა­ა­ერ­თი­ა­ნოს ოჯა­ხი, რისი იმე­დიც თქვენ გქონ­დათ, მის დაშ­ლას გა­მო­იწ­ვევს.

ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინაუგურაცია დახურულ სივრცეში გაიმართება ვაშინგტონში მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის გამო

J

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინაუგურაცია დახურულ სივრცეში გაიმართება.

„ვაშინგტონისთვის ამინდის პროგნოზი, ქარის ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა რეკორდულად დაბალი იყოს. ეს სახიფათო პირობებია ათიათასობით სამართალდამცველისა და ასიათასობით მხარდამჭერისთვის, რომლებიც გარეთ მრავალი საათის განმავლობაში იქნებიან. ამიტომ, ინაუგურაცია ჩატარდება შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის როტონდაში, როგორც ეს რონალდ რეიგანის შემთხვევაში მოხდა 1985 წელს, ასევე ძალიან ცივი ამინდის გამო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატების სია წარუდგინა

პარლამენტში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომის ფარგლებში, კომისიის წევრებმა კანდიდატების საკონკურსო დოკუმენტაცია შეისწავლეს და პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინეს გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურები.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებს ფარულად იყენებდა ჯიბის ფულად – პროკურორი

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენა, ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახსრებს ფარულად იყენებდა ჯიბის ფულად,- ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილსა და ჯანაშიას კორუფციული სქემა ჰქონდათ შემუშავებული და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს პირადი მიზნებისთვის ხარჯავდნენ.

„თეიმურაზ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილის საქმის მრავალწლიანი განხილვა დასრულდა. ბრალდების მხარემ შეაჯერა და ანალიზი გაუკეთა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებებს, რაც ამ სასამართლოში იყო წარმოდგენილი. ამ მტკიცებულებების განხილვამ ჩვენ ერთადერთ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, ისინი მხილებული არიან კორუფციულ დანაშაულში, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ შექმნილი იყო კორუფციული სქემა, რათა სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრები მათი ფუფუნებისთვის, მათი გარემოცვისთვის კომფორტის შესაქმნელად.

ხარჯები 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს. აქ ძირითადად, წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, იმჟამინდელი პოლიტიკოსები, მათთან დაკავშირებული პირები, თინა ბოკუჩავა, სოფო ნიჟარაძე, ივანა მელაი, სხვა არარეზიდენტი ფიზიკური პირებიც, რომლებიც არ წარმოადგენდნენ სტუმრებს და მათი საქმიანობა სახელმწიფო საქმიანობასთან ვერ იქნებოდა დაკავშირებული. ამ ხარჯების ერთობლივი ანალიზით ერთადერთ დასკვნამდე მივდივართ, რომ 9 მილიონი დანახარჯიდან არც ერთი თეთრი არ მოხმარებია ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესს.

ბოკუჩავასთვის გადაცემული იყო “ეიფლის” მობილური ტელეფონი, მარიამ საჯაიასთვის ნაყიდი იყო 3 500 ლარად ოქროს სამკაული. ასევე ერთი ხარჯი იყო, რომელიც კომიკური იყო, მაგალითად, ვერა ქობალიას აუღეს პასპორტი, თითქოს საქველმოქმედო მიზნები იყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ განსაზღვრული და ვერა ქობალია 2008 წლის ომში დაინვალიდებულ პირად იყო მოხსენიებული.

სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ერთადერთ, სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს მათი დამნაშავედ ცნობის სახით”,- განაცხადა მუჯირმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალი პოლიტიკაში არის ის, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია – ორბანი

ვფიქრობ, ყველაზე დიდი კორუფციული სკანდალი პოლიტიკაში არის ის, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„პარლამენტარები, ბრიუსელის ბიუროკრატები, სერიოზული გადაწყვეტილების მიმღები პირები ნაყიდია და მათზე წვდომა აქვს ჯორჯ სოროსს“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება – ირაკლი კობახიძე

ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლება არის „ქართული ოცნების” მონაპოვარი.

„2012 წელს, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, სწორედ ჩვენ შევძელით ქვეყნისთვის დაგვებრუნებინა ბიზნესის თავისუფლება და ბიზნესისთვის დაგვებრუნებინა თავისუფლება. როცა ნიკა გილაური იყო პრემიერ-მინისტრი სისხლიანი რეჟიმის პირობებში, მაშინ წარიმართებოდა სწორედ ბიზნესის სისტემური რეკეტი, რისი მსხვერპლიც გახდა უამრავი ადამიანი. ათასობით ადამიანის კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი შეეწირა ბიზნესის რეკეტს, რომლის ერთ-ერთი ლიდერი იყო ნიკა გილაური, როგორც მაშინდელი სისხლიანი რეჟიმის პრემიერ-მინისტრი. ასეთ დროს მათი მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი მოვლენა. ბიზნესის თავისუფლების გარანტი ამ ქვეყანაში არის ჩვენი ხელისუფლება და მომავალშიც უზრუნველვყოფთ ამ მისიის ბოლომდე შესრულებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია -თინა ბოკუჩავა

უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია. ამ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაასრულებს ქართველი ხალხი და დავუბრუნდებით ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ჩატარდება ახალი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას“.

„უსამართლო პატიმრობის მეოთხე წელსაც კი პრეზიდენტი სააკაშვილი არის ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ქართველ ხალხს ყველაფერი შეუძლია. ქართველ ხალხს საკუთარი შეუპოვრობით შეუძლია, დაიბრუნოს ქვეყანა, ევროატლანტიკური არჩევანი, რომლისთვისაც მას პირადად ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამო საქართველო სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია. ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესიც დასრულდება, გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმარი, იქნებიან ესენი ახალგაზრდები, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს თუ იქნება პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც იბრძოდა ქვეყნის თავისუფლებისათვის, ევროპული მომავლისათვის. ჩატარდება ახალი არჩევნები და ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზას“,  – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.