Home Blog Page 35

 საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით -საბა ბუაძე(ვიდეო)

საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ბუაძე ვიდეოსაც აქვეყნებს.

„ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ვთაგავ“, – წერს ბუაძე.

https://www.facebook.com/saba.buadze.92/videos/1328502541636893

ეუთო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურო ბელარუსში 26 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებს არ გაგზავნის.

ამის შესახებ ბიუროს პრესსამსახური ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„არჩევნებამდე10 დღით ადრე ბელარუსისგან მოწვევა არ აძლევს ოდირს საშუალებას მიიღოს წვდომა საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე, რაც შეუძლებელს ხდის შინაარსობრივ დაკვირვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მინსკიდან დამკვირვებლების მიწვევა დაგვიანებით მოხდა. ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ განცხადება 9 იანვარსაც გამოაქვეყნა, სადაც გამოხატა სინანული, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ ეუთო-ს დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მიიწვია.

„ღრმად ვწუხვართ, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, არ მიეწვია ეუთო-ს წევრი სახელმწიფოები ODIHR-ის მეშვეობით მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად, რაც ქვეყნის მოქალაქეებს პროცესის გამჭვირვალე და სრულ შეფასების გარეშე ტოვებს“, – განაცხადა ოდირის დირექტორმა, მარია თელალიანმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, პია კაუმამ კი განაცხადა, რომ მინსკი ვალდებულია მიიწვიოს არჩევნებზე დამკვირვებლები ეუთო-ს სხვა ქვეყნებიდან, რადგან ხელი აქვს მოწერილი 1990 წლის კოპენჰაგენის დოკუმენტისთვის.

ეუთო-ს 9 იანვრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ODIHR-ს არ შეუძლია დააკვირდეს არჩევნებს ბელარუსში დროული მიწვევის არარსებობის გამო.

თავის მხრივ, აშშ-ში განაცხადეს, რომ ბელარუსში დაგეგმილი „არჩევნები არ არის სანდო“. სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გმობს „ფიქტიურ არჩევნებსა და განგრძობად რეპრესიებს ბელარუსში“. სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ „ლუკაშენკოს რეჟიმს საკუთარი ხალხის ეშინია“.

ცნობისთვის, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა. არჩევნები მასშტაბური რეპრესიების ფონზე ტარდება, რომლებიც 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეწყვეტილა. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსებს 2022 წლიდან აღარ აქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცენ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ინვარს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ გაუგზავნის მიწვევას ოდირს არჩევნებზე დაკვირვებისთვის. მინსკში ასევე აღნიშნეს, რომ დღეისათვის ცესკო-მ აკრედიტაცია 49 ქვეყნიდან 456 საერთაშორისო დამკვირვებელს მიანიჭა. მათივე ინფორმაციით, მიწვევები უკვე მიიღეს დსთ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა და საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, სამოკავშირეო სახელმწიფოს საპარლამენტო კრებამ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს ჩატარდება.

ვარდისუბანი-ლარსის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ116-კმ137 (ვარდისუბანი-ლარსი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია პირველი, მეოთხე და მეხუთე ზვავდამცავი გვირაბის შემოვლით გზაზე, ხოლო დანარჩენი გვირაბების შემოვლით გზებზე აკრძალულია. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მეორე და მესამე გვირაბებში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი -დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კონსერვატიულ პორტალზე ბლოგს აქვეყნებს და დონალდ ტრამპის გეგმებს ეხმიანება.

„როდესაც ვაანალიზებთ დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად“, – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობის გარდა, 2026 წელს ამერიკის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი სრულდება და ტრამპის ეს სლოგანი ამ ფაქტსაც ემსახურება.

ექსპერტის თქმით, დონალდ ტრამპს ამბიციური გეგმები აქვს და მისი მთავარი მიზანია გახადოს ამერიკა ისევ დიადი ( Make America Great Again). ექსპერტი წერს თუ რა გზებით სურს ტრამპს მიზნის მიღწევა და რატომ სჭირდება ესა თუ ის პროცესი.

„აშშ-ის სახელმწიფოს ისტორიაში − მისი არცთუ მრავალწლიანი პერიოდის გათვალისწინებით, უკანასკნელი „მრგვალი“ თარიღი დაემთხვა 1976 წლის 4 ივლისს, როდესაც ქვეყანას წესით ზარ-ზეიმით უნდა აღენიშნა საკუთარი დაარსებიდან 200 წლისთავი, მაგრამ ეს იყო პერიოდი, რომელიც შერაცხეს „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე მძიმე ხანად ქვეყნის ისტორიაში. პერიოდი, რომელსაც რიჩარდ ნიქსონის უმძიმესი მემკვიდრეობის შემდეგ მართავდა ერთ-ერთი უსუსტესი პრეზიდენტი – ჯერალდ ფორდი.

როდესაც ვაანალიზებთ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყველაზე ამბიციურ სლოგანს − Make America Greath Again (MAGA), რა თქმა უნდა, პირველი ასოციაცია ასევე უმძიმეს მემკვიდრეობასთანაა, რომელიც მას ბაიდენის ადმინისტრაციიდან ხვდა წილად, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ 2026 წლის 4 ივლისს აშშ-ის სახელმწიფოს დაარსებიდან 250 წელი უსრულდება. და რასაკვირველია, დონალდ ტრამპის დევიზი MAGA – ამ ისტორიულ თარიღსაც მიესადაგება. დიახ, ტრამპს სურს დიადი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ამბიციური და წარმატებული პრეზიდენტის სახელით შევიდეს.
და რას გააკეთებს ის ამ მიზნით? ახალ პანდემიას მოიგონებს და მილიარდებს იშოვის საუკუნის მორიგ ფარმაცევტულ აფერაზე? თუ უკრაინის ომს გააგრძელებს, ისევ და ისევ მილიარდების გამომუშავების მიზნით საკუთარი ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასამდიდრებლად? თუ ევროპის ამერიკული გაზით მომარაგებით დაკმაყოფილდება? თუ მორიგი „ფერადი რევოლუციებით“ შეეცდება შორეულ კოლონიაში ასკინკილათი მოხტუნავე ვასალების სასარგებლოდ „სოროსისტულ-მარქსისტული“ გადატრიალებების მოწყობას? ნურას უკაცრავად. მას ისეთი გეგმები აქვს გაცხადებული, რაც ამ ეტაპზე სრულ ფანტასტიკად და სიურრეალიზმად გამოიყურება, მაგრამ ექსცენტრული არ ვარო – ტრამპს ვინმესთვის უთქვამს?.. სანამ მისი წინამორბედები მსოფლიოში „ტარაკნების რბოლით“ ერთობოდნენ, ტრამპი აანონსებს, გლობალური ახალი წესრიგით განახორციელოს საკუთარი ზე-ამბიციური გეგმები და „კვლავ გახადოს ამერიკა დიად“ სახელმწიფოდ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში აქამდეც გამოირჩეოდა არატრადიციული მიდგომებით, რამაც გამოიწვია უამრავი რეალური და ჰიპოთეზური პროგნოზი. აქ მოცემულია ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე ფანტასტიკური და პოტენციურად შესაძლებელი სცენარები შემდეგ რეგიონებთან მიმართებით:

1. გრენლანდია
გრენლანდიის ყიდვა: ტრამპის ადმინისტრაცია უკვე გამოთქვამდა გრენლანდიის დანიიდან შეძენის იდეას, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია. ფანტასტიკურ სცენარში ეს გეგმა შეიძლება მოიცავდეს: კუნძულზე სამხედრო ბაზის ან ახალი „ტრამპის კურორტის“ აშენებას, გრენლანდიაში რეფერენდუმის ჩატარებას აშშ-ში გაერთიანების შესახებ, ნავთობის, გაზისა და იშვიათი მინერალების მასშტაბურ გამოყენებას.

2.კანადა
„ენერგეტიკული პარტნიორობა“ ან ეკონომიკური ზემოქმედება: მოლაპარაკებების გამკაცრება ნავთობისა და გაზის მოპოვების შესახებ არქტიკის საზღვრისპირა რეგიონებში, ტერიტორიის ნაწილობრივი ანექსიის მცდელობა ჰიპოთეზური „ენერგეტიკული კრიზისის“ შემთხვევაში, აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით, ჩრდილოეთ საზღვარზე ახალი „კედლის“ აშენების მუქარა მიგრაციისა და ვაჭრობის კონტროლის მიზნით.

3.პანამის არხი
ამერიკული კონტროლის აღდგენა: პანამის არხის მართვაზე პრეტენზია „გლობალური სტაბილურობის“ მოტივით, რეგიონში სამხედრო ყოფნის გაზრდა „სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის“, სანქციების დაწესების მუქარა პანამაზე, თუ აშშ-ის გეგმებს არ დაეთანხმება.

4.მექსიკის ყურე
ეკოლოგიური და ენერგეტიკული კონტროლი: მექსიკის ყურეში არსებული რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, კონტროლის ხელში აღება; თევზჭერის შეზღუდვების დაწესება მეზობელი ქვეყნებისათვის „ეკოლოგიური დაცვის“ მოტივით; ყურეს მილიტარიზაცია სავაჭრო მარშრუტების კონტროლისთვის.

5.მექსიკა
„კედლის გაფართოება“ და ეკონომიკური დაქვემდებარება: გასწვრივ კედლის სრულად აშენება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგალითად, ელექტრიფიკაცია ან ვიდეოკონტროლი); ეკონომიკური პროტექტორატის შექმნა, რომელიც მექსიკისგან მოითხოვს ვაჭრობის სრულ შეჯერებას აშშ-ის ინტერესებთან; მექსიკაში პოლიტიკური არჩევნების გავლენის მცდელობა, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს პროამერიკული მთავრობა; მექსიკის რამდენიმე შტატად აშშ-ში გაერთიანების ჰიპოთეზური სცენარი.
დონალდ ტრამპის გეგმებში თითქოსდა სრულიად ფანტასტიკური ელემენტები ამ ეტაპზე შემდეგნაირად გამოიყურება:

• „ჩრდილოეთ ამერიკის სუპერსახელმწიფოს“ შექმნა, რომელიც გააერთიანებს აშშ-ს, კანადასა და მექსიკას ერთიანი მთავრობის ქვეშ, რომელიც ვაშინგტონს დაექვემდებარება;
• სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების (გრენლანდია, პანამის არხი) აშშ-ის „გლობალურ საკუთრებად“ აღიარება;
• გეოპოლიტიკური კონფლიქტების გააქტიურება ჩინეთთან და რუსეთთან, არქტიკასა და ლათინურ ამერიკაში.

ეს სცენარები ჰიპოთეზურია და ტრამპის ადმინისტრაციის უჩვეულო განცხადებებზეა დაფუძნებული. მათი რეალიზაცია ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არსებული პერიოდის რიტორიკის სულისკვეთებას შეესაბამება. მანამდე კი − მის ინაუგურაციამდე სულ რაღაც საათები რჩება…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე საავტომობილო გზის კმ111-კმ146 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ93 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 ანალენა ბერბოკმა უარი თქვა ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა სხდომა დატოვა -Billd

„ბილდის“ ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტში უთანხმოებაა.

გერმანული გამოცემა იუწყება, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უარი თქვა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა კაბინეტის სხდომა დატოვა.

როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი არის ის, რომ შოლცი ბლოკავს უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე.

გერმანული მედიის ცნობით, მანამდე ბერბოკმა ხმამაღლა გააკრიტიკა კანცლერის ვეტო. ბერბოკის თქმით, ოლაფ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ.

 სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო -დონალდ ტრამპი

სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში, truth social-ში დაწერა.

როგორც ტრამპი წერს, მოლოდინი აქვს, რომ ერთად გადაჭრიან მრავალ პრობლემას.

„ახლახან ვესაუბრე ჩინეთის თავმჯდომარეს, სი ძინპინს. ეს იყო კარგი სატელეფონო საუბარი როგორც ჩინეთისთვის, ისე აშშ-სთვის. ჩემი მოლოდინია, რომ ერთად გადავჭრით მრავალ პრობლემას და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ. ჩვენ განვიხილეთ დაბალანსებული ვაჭრობის, ფენტანილის, „ტიკ-ტოკის“ და მრავალი სხვა საკითხი. პრეზიდენტი სი და მე ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რომ მსოფლიო იყოს უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო“, – წერს ტრამპი.

ჩინეთისა და აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ორმხრივად მომგებიანია, დაპირისპირება და კონფლიქტი არ უნდა იყოს ორი ქვეყნის არჩევანი -სი ძინპინი 

ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ორმხრივად მომგებიანია, დაპირისპირება და კონფლიქტი არ უნდა იყოს ორი ქვეყნის არჩევანი, – ჩინური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა და გააკეთოს უფრო დიდი, პრაქტიკული და კარგი საქმეები. მისივე თქმით, ეს ხელსაყრელია ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის, ურთიერთპატივისცემის და მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი მიდგომებით ორივე ქვეყანა წინ წაიწევს სტაბილური, ჯანსაღი და მდგრადი განვითარების გზაზე.

“ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ულოცავს.

“ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ პსჟ-ში გადასვლას, სადაც ახალი ქართული საფეხბურთო თავგადასავალი იწყება!!! ხვიჩას ვუსურვებ ძალიან ბევრი ტიტულის და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის მოგებას!” – წერს ირაკლი კობახიძე.

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ს.ო.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული ო.ფ., 1988 წელს დაბადებული თ.ჩ., 1985 წელს დაბადებული ს.ი., 1989 წელს დაბადებული ჰ.ო. და 1987 წელს დაბადებული ა.ქ. სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის „სარფის“ გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ფარულად, უკანონოდ გადმოიყვანა.

პოლიციამ ექვსივე მათგანი საზღვრო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

 

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებლებმა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს

საზოგადოებრივი მოძრაობის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლებმა გენერალურ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ სარჩელი ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენის და მათი საქმიანობის გამოძიების მოთხოვნას ეხება. მისივე თქმით, სარჩელი 2012 წლის შემდეგ ოპოზიციის მიერ ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულს მოიცავს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განმარტებით, სარჩელის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების მიმართ, მინიმუმ, შვიდი მუხლით გამოძიება უნდა დაიწყოს.

„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარებისათვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშური ქსელის გამოვლენა და მათი საქმიანობის გამოძიება, მთლიანად პოლიტიკური ველის ჯაშუშებისგან გაწმენდა. ამისთვის, როგორც საზოგადოებას დავპირდით, მოვამზადეთ შესაბამისი მასალები იმ საჯარო განცხადებათა და მოქმედებათა ჯაჭვის შესახებ, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; რომელსაც ჩადიოდა ქვეყანაში ოპოზიციად წოდებული ოთხი პარტია და მათი თანამზრახველები და რომელიც მთლიანად მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე თავით გათვალისწინებულ მუხლებს. ეს მუხლები გულისხმობს საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ ერთობლიობას. ეს არის სისხლის სამართლის დაახლოებით შვიდი მუხლი, რომელთა მიზნობრიობასაც, შეიძლება, შეესაბამებოდეს იმ დანაშაულებითა ერთობლიობა, რომელსაც წლების განმავლობაში ოთხ ოპოზიციურ პარტიად წოდებული ორგანიზაციები ანუ ჯაშუშური ქსელი ჩადიოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში MATKA 2025 მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ჰელსინკის გამოფენაში 10-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანიაა წარდგენილი.

გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვან ფინურ და ჩრდილოეთ ევროპულ კომპანიებთან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმყოფება ფინეთში, ტრადიციულ, ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენაზე. ჩვენ აქტიური შეხვედრები გვაქვს ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებსა და ასოციაციებთან. ვფიქრობ, ღონისძიებებისა და ბიზნესსექტორის ერთობლივი პროდუქტიული მუშაობისთვის 2025 წელი ბევრად უფრო წარმატებული იქნება აღნიშნულ ბაზარზე, ვიდრე წინა წელი იყო“, – განაცხადა მაია ომიაძემ.

„ფინეთის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებსა და ქართველ კოლეგებს შორის შეხვედრა გაიმართა, განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები. ბევრი შესაძლებლობაა და ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა განვავითაროთ თანამშრომლობა. ფინეთში დიდი ინტერესია საქართველოსადმი, პანდემიამდეც საქართველო ძალიან ტრენდული იყო, ფინელები საქართველოში მოგზაურობით დაინტერესებულები არიან, აინტერესებთ სრიალი, ზღვის სანაპიროების მონახულება და სათავგადასავლო ტურიზმი“, – განაცხადა მეკიმ ფრენტიმ, ფინეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის წარმომადგენელმა.

MATKA 2025-ზე ქართული კომპანიების წარმომადგენლები B2B ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

„გაოცებული ვარ, ამ გამოფენაზე ყველამ იცის საქართველოს შესახებ, ყველამ იცის ხაჭაპური და ჩურჩხელა. დიდია ინტერესი. ბევრმა გამოთქვა სურვილი საქართველოში მოგზაურობის. დიდი ჯგუფები დაინტერესებულები არიან საქართველოში მოგზაურობით. ვფიქრობ, მომავალში ბევრი ტურისტი გვეყოლება ფინეთიდან“, – განაცხადა ტურისტული კომპანია „ომნეს ტურის“ წარმომადგენელმა, ქეთი ცენტერაძემ.

ნორდიკულ ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო სპეციალური ტურისტული სტენდით არის წარდგენილი. MATKA 2025-ზე სტუმრებს საშუალება აქვთ, საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ და ინფორმაცია მიიღონ ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ.

ჰელსინკის ოთხდღიან ტურისტულ გამოფენაში 80-ზე ქვეყნის 1000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. MATKA 2025-ს 65 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.