Home Blog Page 35

ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო – ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს – პაპუაშვილი

ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო – ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს,- ასე გამოეხმაურა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ ფაქტს, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ოცდასამივე წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

„იცით, რომ საია იყო ამ საკითხზე მომჩივანი. ხაზი უნდა გაესვას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა. რაიმე განცხადება არ მოგვისმენია, მხოლოდ მეხუთე დღეს გაახსენდათ. ყველა საბაბს მათი მხრიდან პასუხი რომ გაეცა, რაც მოიფიქრეს ეს საკითხი იყო. კონკრეტული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. მათ შორის, არც სასამართლო პროცესზე. რამდენადაც თვალყურს ვადევნებდი კონკრეტული მოქალაქე, თუ ამომრჩეველი, რომლის საჩივარიც ამის უკან იქნებოდა, არ არსებობდა. ზოგადად გაასაჩივრეს ყველგან, მოჭრილად. ოცდასამმა სასამართლომ, თუ მოსამართლემ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში, ოცდაორმა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ფარულობა დარღვეული იყო. ოცდასამივე წავა სააპელაციო სასამართლოში, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ის, რომ გუშინ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ 22 მოსამართლე და გადაწყვეტილება დგას, რომელიც სხვანაირად ხედავს ამ საკითხს. ამის უკან დგას ასევე საღი აზრი. თუ ამ ლოგიკას მივყვებით, რომ ასეთი რაიმე ითვლება ფარულობის დარღვევად, მაშინ გასაუქმებელია მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები, ლიეტუვის პარლამენტის არჩევნები, პოლონეთის და სხვა ქვეყნის. თუ ასეთ ლოგიკას განვავითარებთ, ვხედავთ, რომ არც კონვერტია გამოყენებული, ჩვეულებრივად გამოაქვთ ბიულეტენი, შემოხაზული, გამჭვირვალე თუ ნახევრად გამჭვირვალე ყუთში აგდებენ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, ჩამოყალიბდნენ მოსწონთ თუ არა სასამართლო სისტემა.

„ოპოზიციას ერთ რაიმეს მოვუწოდებ, ჩამოყალიბდნენ სასამართლოზე, ან მოსწონთ, ან არ მოსწონთ ეს სასამართლო. ან სამართლიანია, ან უსამართლო. როდესაც მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილებაა, მაშინ პირდაპირ გმირად გამოჰყავთ ადამიანი, როდესაც არ მოსწონთ გამოჰყავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებად“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა. როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს აქციაზე – შალვა პაპუაშვილი

გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით, რომელიც დაინახეს აქციაზე. დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუკის ფერებზე ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერების გაღიზიანებას, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ.

„რუკაზე, დიახ, აფხაზეთი და ცხინვალი არის გამოსახული როგორც ფაქტობრივი იურისდიქციის განხორციელების ქვეშ არ მყოფი ტერიტორიები. ზუსტად იმ ხალხის წყალობით, ვინც გუშინ ასე პათეტიკურად უშვებდა დროშას ეკრანზე და დროშის ქვეშ იდგა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა, რომ ეს ორი ტერიტორია დღეს ოკუპირებულია, მათ შორის კოდორი და ახალგორი, რომელზეც 2008 წლამდე სრულად ხორციელდებოდა საქართველოს იურისდიქცია. ამაზე აგონ პასუხი და შემდეგ ისაუბრონ რუკის ფერებზე, რომლითაც ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერების გაღიზიანებას, თუმცა ესეც არ გამოუვიდათ. გუშინ, საკადრისი პასუხი მიიღეს საკუთარი მხარდამჭერებისგან იმ რიცხოვნობით რომელიც დაინახეს ბოლოს აქციაზე. ნახეთ, ბოლოს დაიშალნენ და გადავიდნენ ქუჩაში სეირნობაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები“

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამოფენას An Atlas of Commoning: კოლექტიური წარმოების ადგილები, ARCH+-თან თანამშრომლობით.  

სოციალური მედია და სხვა პლატფორმები, რომელთა ბიზნეს მოდელები ეფუძნება სოციალური ურთიერთობების კომერციალიზაციას, სიტყვებს, როგორებიცაა „საზოგადოება”, „გაზიარება” ან „ჩვენ”, გარდაქმნიან ცარიელ ცნებებად, რომლებიც თავის თავში აღარ მოიაზრებენ სოლიდარობას ან პროგრესულ სოციალურ დღის წესრიგს, არამედ ქმნიან პლატფორმებზე აღმოცენებული კაპიტალიზმის წარმოშობის საფუძველს. ეკონომიკური განვითარების ამგვარ მოდელს თან ახლავს გლობალური პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც წახალისებულია იდენტობისა და მიკუთვნებულობის, გამორიცხვისა და დისკრიმინაციის ტრადიციული საზოგადოებრივი ცნებებით. ამის ფონზე, გამოფენა და პუბლიკაცია სახელწოდებით Atlas of Commoning მიზნად ისახავს დაიბრუნოს და ხელახლა განმარტოს “ჩვენ”-ის, როგორც ცნების ღია და განმათავისუფლებელი სივრცე.

პროექტის მთავარ ფოკუსს წარმოადგენს ურბანული საჯარო ქონება – აქ საერთო ქონება აღქმული უნდა იყოს, როგორც პრაქტიკების ნაკრები, რომელიც მიმართულია (მატერიალური და არამატერიალური) რესურსებისა და სივრცეების კოლექტიურ წარმოებასა და მართვაზე და არა მხოლოდ რესურსებზე, შესაბამისად, წინა პლანზე ექცევა “საერთოობა”, როგორც ზმნა. საერთოობა არის პროცესი, რომელიც მოიცავს განსხვავებებისა და კონფლიქტების მართვას ინდივიდს, თემსა და საზოგადოებას შორის. ეს არის სივრცითი ორგანიზების პროცესი წარმოებასა და კვლავწარმოებას, საკუთრებასა და რესურსებზე წვდომას შორის არსებულ ურთიერთობებში.

ეს არის პროცესი, რომელიც აერთიანებს სოლიდარობის ქსელებს და ხელახლა განმარტავს ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებებს. პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ სტრუქტურებს და ეძებს კოლექტიური, თუმცა ამასთანავე პლურალისტური მართვის ახალ ფორმებს.

კურატორთა გუნდი: ან-ლინ ნგო, მირკო გატი, კრისტიან ჰილერი, მაქს კალდენჰოფი, ქრისტინ რუბი (ARCH+); ელკე აუს დემ მური (ifa); სტეფან გრუბერი (CMU).

კვლევის პარტნიორები: არქიტექტურის სკოლა, კარნეგი მელონის უნივერსიტეტი (CMU) პიტსბურგი, ქალაქების გარდაქმნის ინსტიტუტი (RCI), პროფესორი სტეფან გრუბერი და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ინსტიტუტი, პროფ. რაინერ ჰელი.

თბილისის გამოშვების კურატორები: სტეფან გრუბერი (CMU), თინათინ გურგენიძე (TAB), მარიამ შერგელაშვილი. 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

გამოფენის დათვალიერებას შეძლებთ ორშაბათიდან შაბათის ჩათლის 10:00-დან 20:00 საათამდე, დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

R

დღეს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება 

დღეს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. N7) გაიმართება აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100-მდე ფერწერული ტილო_ პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.


აღსანიშნავია, რომ ბატონი ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარი გახლავთ. მან, ხატვა, 65 წლის ასაკში დაიწყო; როგორც თავად ამბობს, ფერწერა, მისთვის, ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაცაა ომის შედეგად მიღებული და საყვარელი მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შემდეგ. ეს გამოფენა, რომელიც 7 ნოემბრამდე გასტანს, მისი რიგით მეშვიდე პერსონალური გამოფენაა. გამოფენა გაიხსნება 5 ნოემბერს, 17 საათზე და 2 დღე გასტანს.

სასამართლო საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

სასამართლო საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ამის შესაახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.

შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.

შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფს სპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად რომლის გამოყენებაც გამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულების გათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანის ფარულობის დარღვევაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.ოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

უამინდობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ141-კმ184   (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ140 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე და  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს

კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტრადიციის თანახმად, რომელიც სათავეს 1960 წლიდან იღებს, დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში საარჩევნო უბანი შუაღამისას გაიხსნა და დაიხურა.

სულ, დასახლებაში ხმა ექვსმა ამომრჩეველმა მისცა. ოთხმა „რესპუბლიკელმა“ და ორმა „დამოუკიდებელმა“. „დემოკრატიული პარტიისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა, კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა სამ-სამი ხმა მიიღეს.

ცნობისთვის, აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დასახლების ხუთმა ამომრჩეველმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მხარი ერთხმად დაუჭირა. 2016 წელს ჰილარი კლინტონმა შვიდიდან ოთხი ხმა მიიღო. მიმდინარე წლის იანვარში ჩატარებულ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში ექვსივე ამომრჩეველმა ხმა სამხრეთ კაროლინას ყოფილ გუბერნატორს, ნიკი ჰეილის მისცა.

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება – დეტალები

აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება და ყველაზე გვიან – ჰავაის შტატში.

დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ის არჩევნების შედეგები, როგორც წესი, უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში ცხადდება, მაგრამ წლევანდელი დაძაბული კონკურენციის პირობებში, შეიძლება, მეტი ლოდინი გახდეს საჭირო.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ნოემბერს ქუთაისში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ჭიათურაშიც წვიმს. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია თოვლი.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +4 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში თოვლს ვარაუდობენ. დღის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს. დღისით -1, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ -მეთიუ მილერი

რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება “არ მოერიდებათ“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ მათ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, ევროპულ და ატლანტიკურ პარტნიორებთან ინტეგრაციის გაგრძელებას.

მოგეხსენებათ, რომ მნიშვნელოვანი ოდენობის დახმარება, რომელსაც საქართველოს მთავრობას ვუწევთ, გადახედვის ქვეშ არის და ჩვენ აღნიშნული დახმარების 95 მილიონი დოლარი შევაჩერეთ, იმ ნაბიჯების გამო, რომელიც ვნახეთ, რომ მათ გადადგეს. ჩვენ გავაგრძელებთ, განვიხილოთ არის თუ არა დამატებითი ზომები, რომლებიც სათანადო იქნება და თუ ასე იქნება, ჩვენ მათი გამოყენება არ მოგვერიდება“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შესაძლო დამატებითი სანქციების მიღების შესახებ განცხადებას არ გააკეთებდა.

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, მაღაზიებში სიარულისგან თავი შეიკავოთ და საფულე რაც შეიძლება იშვიათად გახსნათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაწყებული საქმეების დასრულება გაგიჭირდებათ და ამისთვის მზად უნდა იყოთ. მთავარია, არ დანებდეთ და ისევ და ისევ სცადოთ. შემდეგ ყველაფერი გამოვა. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან.

კურო

მოერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას, საქმიანი თუ მეგობრული კავშირების გაწყვეტას. გამოიჩინეთ სიბრძნე და მოვლენების განვითარებაში ნუ ჩაერევით. თუ ინიციატივას საკუთარ ხელში აიღებთ, შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ, პრინციპულობის გამო კი შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. საღამოს ვარჯიში ან სუფთა ჰაერზე სეირნობა დაძაბულობას მოგიხსნით.

ტყუპები

ეს დღე შემოსავლის მიღების და პროფესიული პოზიციის გაძლიერების საშუალებას მოგცემთ, მაგრამ ამისთვის მეტი აქტიურობა და სასარგებლო კავშირების დამყარება დაგჭირდებათ. შეიძლება გეგმების შეცვლა და შეხვედრების ხელახლა დაგეგმვა მოგიწიოთ. საღამოს საშუალება გექნებათ, საჭირო ადამიანები გაიცნოთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. მალე ახალი პროექტების განხორციელება მოგიწევთ, ამიტომ კარგად უნდა მოემზადოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეუმცდარად მიგანიშნებთ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ და როდის შეჩერდეთ. მთავარია, წესები არ დაარღვიოთ და საეჭვო მაქინაციებში არ ჩაერთოთ.

ლომი

ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. სასურველია, რომ შოპინგი სამომავლოდ გადადოთ, ახლა კი ფული დაზოგოთ. შესანიშნავი დროა მოლაპარაკებების ან მეგობრული ურთიერთობებისთვის. თუ სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედავთ, შეიძლება უამრავი შეცდომა აღმოაჩინოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

სიახლეები, რომლებსაც ამ დღეს მიიღებთ, ძალიან გაგახარებთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, რთულ თემებზე საუბარი და კამათი თავიდან აიცილოთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, საკუთარი შრომის შედეგით დატკბეთ და დამსახურებული აღიარება მიიღოთ.

სასწორი

ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, ამ დღეს დამატებითი შემოსავალი და თანამშრომლობაზე საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. შოპინგი კი უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ – გამორიცხული არ არის, რომ შენაძენით იმედგაცრუებული დარჩეთ.

მორიელი

მოვლენებით დატვირთული დღეა. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და ეცადეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თემები უფრო ხშირად განიხილოთ – არსებობს შანსი, რომ რაღაც ახალი, სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება თქვენს ცხოვრებაში წარსულიდან ვიღაც დაბრუნდეს, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ ან ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალება მოგეცეთ. დღის უდიდესი ნაწილში მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. საღამოს მოგებიანი შეთავაზება ან სასიხარულო სიახლე გელით.

თხის რქა

შესაძლოა გეგმების კორექტირება მოგიწიოთ – ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ, რომლებიც მათზე გავლენას მოახდენს. მოემზადეთ სიურპრიზებისთვის – მათი უმეტესობა სასიამოვნო იქნება. არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის – შეიძლება უხარისხო ნივთზე დიდი თანხა დახარჯოთ. გირჩევთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

მერწყული

რაღაც მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ შეიძლება აზრის შეცვლა გაიძულოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, სხვა ადამიანების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 5 ნოემბერს საბუთებს ხელი არ მოაწეროთ და საბოლოო პასუხი არ გასცეთ.

თევზები

პიროვნული ხიბლის წყალობით ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენთ და მაგნიტივით იზიდავთ. ეს საშუალებას გაძლევთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები კარგად აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღოთ. არახელსაყრელი დღეა შოპინგისა და მოგზაურობისთვის.

“პალესტინა უკრაინის წინააღმდეგ: რატომ მცირდება კიევის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა”

ცნობილი უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ (Українська правда) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „პალესტინა უკრაინის წინააღმდეგ: რატომ მცირდება კიევის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა“ (ავტორი – მიხეილ დუბინიანსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ისრაელის შეტევა ღაზას სექტორზე, რომელიც „ჰამასის“ თავშესაფარ ტერიტორიად იყო მიჩნეული, თავდაპირველად სრულიად სამართლიანად ითვლებოდა იმ საზარელი თავდასხმის პასუხად, რაც „ჰამასმა“ 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის წინააღმდეგ ჩაიდინა, მაგრამ უკვე ომის დაწყებიდან მეათე დღეს, სოციალურ ქსელებში პროპალესტინური პოსტები ოთხჯერ მეტი იყო, ვიდრე პროისრაელური.

პალესტინელებმა მოახერხეს, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ცახალის სამხედრო ქვედანაყოფების მოქმედების შედეგები (ნგრევა, ადგილობრივი მოსახლეობის დაღუპვა და ბლოკადა) უფრო საზარელი სახით წარმოეჩინათ, ვიდრე ჰამასის“ მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტვა. დღეისთვის საერთაშორისო მედიასივრცეში ისრაელის დარტყმების პროპალესტინური ინტერპრეტაცია უფრო ძლიერია, ვიდრე პროისრაელური. იგივე შეიძლება ითქვას ისრაელის დარტყმებზე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისრაელი საინფორმაციო ომს აგებს. ამასთან, სამწუხარო ის არის, რომ ღაზას სექტორში და ლიბანში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა საკმაოდ დაჩრდილა რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქება, რომელმაც, პროპალესტინური აქტივისტების წყალობით, უკანა პლანზე გადაინაცვლა.

რასაკვირველია, ის, რასაც ამჟამად ვხედავთ, მრავალრიცხოვანი არაბული დიასპორის დამსახურებაა, რომელიც უფრო აქტიურად და „მიმწოლად“ მოქმედებს, ვიდრე უკრაინული დიასპორა – ლტოლვილები და მიგრანტები – დასავლეთში. ნაწილობრივ, ასეთი ვითარება ერთგვარი არასასიამოვნო შედეგია იმისა, რომ უკრაინის ომი, ასე ვთქვათ, მოდიდან გადის – პოლიტიკური კონიუნქტურა კიევისათვის არამომგებიანია. რაც უფრო ჭიანურდება რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო ეჩვევა მას ამერიკულ-ევროპული პუბლიკა, ანუ ადრინდელ ემოციებს აღარ იწვევს. ასეთია მწარე რეალობა, რომელშიც ჩვენ არსებობა გვიწევს.

უკრაინისა და პალესტინის ერთმანეთთან კონკურენცია ერთადერთი ფაქტორი არ არის იმისთვის, რომ უკრაინის ომის მიმართ საერთაშორისო რეზონანსი მცირდება. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ საჯარო აქტიურობას – ჩვენთანაც და საზღვარგარეთ – ხშირად აქვს თვალთმაქცური სახე. რიგ შემთხვევებში ბოროტების წინააღმდეგ უკომპრომისო მეომრები სამიზნედ ისეთ ბოროტებას, რომელთანაც ბრძოლა იოლი და კომფორტულია. მაგალითად, რადიკალური ეკოაქტივისტები უპირატესობას ანიჭებენ დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებას, სადაც მათ გარეშეც ეკოლოგიურ პრობლემებს ისედაც დიდი ყურადღება ეთმობა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პლანეტის ბუნებას, ჰაერს და ზოგადად, გარემოს ყველაზე მეტ ზიანს ავტორიტარული (კომუნისტური) ჩინეთის ეკონომიკა აყენებს. მაგრამ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ეკოლოგიური მიტინგებისა თუ აქციების ჩატარება იოლია, ვიდრე ჩინეთში. დასავლეთში რადიკალებს შეუძლიათ ვან გოგის ნახატებს სუპი შეასხან, მაგრამ განა ისინი გაბედავენ ჩინეთში წასვლას და მაო ძედუნის მავზოლეუმთან მიტინგის გამართვას, ან მის ძეგლს სუპს შეასხამენ?

პალესტინისა და უკრაინის მიმართებითაც მსგავსი ლოგიკა მოქმედებს: განა ვინმე წავა მოსკოვში და წითელ მოედანზე კრემლის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს? ან თეირანში? ან ფხენიანში? არავინ. ამიტომაც არანაირი მიტინგები, ევროპის დედაქალაქებში გამართული, რუსეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე გავლენას არ მოახდენს.

ისრაელი, მთლი თავის აგრესიულობასთან ერთად, დემოკრატიული სახელმწიფოა. ასევე დემოკრატიული ქვეყანაა მისი მთავარი მოკავშირე – აშშ. ასევე ითქმის იმ დასავლური სახელმწიფოებზე, სადაც ანტიისრაელური და პროპალესტინური აქციები იმართება. ნებისმიერი დემოკრატიული დასავლური სახელმწიფო მგრძნობიარეა საზოგადოებრივი აზრის მიმართ. მასობრივი აქციებით და და საჯარო აგიტაცია-პროპაგანდით არის შესაძლებლობა, რომ რაღაც შეიცვალოს. შესაბამისად, გამოდის, რომ ახალგაზრდა აქტივისტებისათვის უფრო იოლია და პერსპექტიული პალესტინის დაცვა, ვიდრე უკრაინისა.
და მაინც გარკვეული პოზიტივი ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაშიც კი ჩანს: დიახ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დასავლურ აუდიტორიას რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მიმართ ყურადღებას ამცირებს. დიახ, პალესტინა თავისკენ იზიდავს საზღვარგარეთული თანაგრძნობის გარკვეულ დოზას, რომელსაც ადრე უკრაინა და უკრაინელები იღებდნენ… მაგრამ ამით უკრაინის მიმართ სოლიდარობა უფრო გულახდილი, გულწრფელი და უფრო მტკიცე ხდება.

2022 წლის გაზაფხულზე უკრაინას დასავლეთში ბევრი უცხადებდა მხარდაჭერას, თუმცა მათში ბევრი იყო მოდის ამყოლი და საკუთარი თავის პროპაგანდისტი. 2024 წლის შემოდგომაზე კი უკრაინას მხარს უჭერენ ნამდვილი გულწრფელი და მტკიცე მეგობრები… და ეს მხარდაჭერა უფრო ძვირფასი და ჭეშმარიტია, ვიდრე ადრინდელი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: