Home Blog Page 327

საარჩევნო ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი ეტაპიდაიწყო

საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და უწყების განვითარებაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული აქტივობა – დანერგილი სიახლეები, ინოვაციები, ახალი სერვისები როგორც ამომრჩევლებისთვის, ისე ჩართული მხარეებისთვის ცალსახად აჩვენებს ორგანიზაციის მზარდი განვითარების ეტაპებს. ამ უწყვეტი განვითარების პროცესს კი კვალიფიციური და ძლიერი საკადრო რესურსის რაციონალური და ეფექტიანი მართვა უზრუნველყოფს. სწორედ საქმიანობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადმინისტრაციაში ინსტიტუციური განვითარების მორიგი პროცესი დაიწყო.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვამ   სტრუქტურული მოწყობის თვალსაზრისით გამოკვეთა ახალი საჭიროებები და სპეციფიკური საქმიანობები. განვლილმა არჩევნებმა და მიღებულმა გამოცდილებამ უწყების საქმიანობაში რამდენიმე მიმართულების გაძლიერების აუცილებლობა აჩვენა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცესკოს აპარატის სტრუქტურის იმგვარი მოდიფიცირება, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს, განაპირობებს საოპერაციო ეფექტურობის გაძლიერებასა და სტრუქტურის ოპტიმიზაციას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინსტიტუციის განვითარებას და უზრუნველყოფს ეფექტურ მმართველობას. 

რაციონალური და ეფექტიანობაზე ორიენტირებული პროცესის ფარგლებში ადმინისტრაცია განაახლებს ცესკოს აპარატის საქმიანობის ბიზნეს პროცესებს იმგვარად, რომ 2025 წლის თვითმმართველობის და ყოველი მომდევნო საერთო არჩევნები ორგანიზებული იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე. თავის მხრივ, აღნიშნული უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის პროფესიული გარემოს კიდევ უფრო დახვეწას და განვითარებას.

პირველად არ ხდება, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ავტორიტარული რეჟიმების კეთილგანწყობა მოიპოვეს – საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება, მოქმედების დროა! – მიხაილ როთი

ახლა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება. მოქმედების დროა! – ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ინფორმაციას უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობას “ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ ევროკავშირის დონეზე სანქციების შემოღებაზე.

“პირველად არ ხდება, რომ სლოვაკეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ავტორიტარული რეჟიმების კეთილგანწყობა მოიპოვეს და ევროკავშირში როგორც რუსეთის მარიონეტებმა იმოქმედეს. ახლა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის სოლიდარობის ფართო კოალიცია გვჭირდება. მოქმედების დროა!” , – წერს როთი.

კაია კალასის ქმარს 200 მილიონიანი ბიზნესი აკავშირებს რუსეთთან! რაც კაია, კაია! არა ქალბატონო კაია? მშვიდობიან აქციებზე არია თქვენი შესრულებით ყალბად ჟღერს – გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„კაია კალასი: სანქციებისთვის გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა რაც სამწუხაროდ არ გვაქვს!

წუხს ქალბატონი კაია, რომლის ქმარს 200 მილიონიანი ბიზნესი აკავშირებს რუსეთთან!

რაც კაია, კაია! არა ქალბატონო კაია? მშვიდობიან აქციებზე არია თქვენი შესრულებით ყალბად ჟღერს!“,- წერს გოგა ხაინდრავა.

ასეთი შეჯახება როცა ხდება, სადაც არიან დაშავებულები, პასუხი ამის ორგანიზატორებს უნდა მოვთხოვოთ, დღეს სალომე ზურაბიშვილი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას ძალადობრივი რევოლუციისგან იცავს-ვოლსკი

არის ისეთი პრობლემები, რაც ჩვენც გვაღელვებს – ბევრი ადამიანი დაშავდა, დაშავდნენ პოლიციელებიც, მაგრამ ამ ჯახის ერთ-ერთი ორგანიზატორი პირადად სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი შეჯახება როცა ხდება, სადაც არიან დაშავებულები, პასუხი ამის ორგანიზატორებს უნდა მოეთხოვოს, სალომე ზურაბიშვილი კი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას იცავს იმისაგან, რომ უკანონობა, ძალადობრივი რევოლუცია, სახელმწიფოს მექანიზმების ჩამოშლა და მოსპობა არ მოხდეს.

„სალომე ზურაბიშვილი იმას ვერ გაიმეორებს, რაც „როიტერთან“ თქვა, როცა მას ჰკითხეს – რით მტკიცდება, რომ რუსეთის რესურსი არეულია არჩევნებში და რის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას ეს მასალა არ აქვს და ეს განცხადება აბსოლუტური სიცრუე იყო ისევე, როგორც განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რუსეთის ჩარევით მოხდა არჩევნების გაყალბება და ტრამპის ჯგუფი მოვიდა, რომელსაც სულ ახლახან, პარიზში ჩასული ასე ელაქუცებოდა. მას შეუძლია იმაზე ილაპარაკოს, რომ მომიტინგეების გარკვეული ნაწილი დაშავდა და ზოგიერთი პასუხისგებაშია მიცემული იმიტომ, რომ რეალურად საქმე რევოლუციასთან და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან ჰქონდა. საუბარი ამ თემაზე იქნება. რა საკვირველია, არის ისეთი პრობლემები, რაც ჩვენც გვაღელვებს – ბევრი ადამიანი დაშავდა. დაშავდნენ პოლიციელებიც, მაგრამ ამ ჯახის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც აუცილებლად მოხდება ადამიანის დაშავება, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს ეს, პირადად სალომე ზურაბიშვილია. ის პირადად დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. ვინმე თუ არის დაშავებული, მით უმეტეს, თუ ვინმე ისეთი, რომელსაც ბრალი არაფერში მიუძღვის, ყველაფერ ამაში იმ ადამიანების დიდი წვლილი დევს, რომლებმაც ეს შეჯახება დაგეგმეს და განახორციელეს. საფრანგეთში ასეთი შეჯახების დროს 11 ადამიანი დაიღუპა, ორასმა უმძიმესი დაზიანება მიიღო, ბევრმა თვალი დაკარგა, შვიდი ათასი პასუხისგებაშია მიცემული. როდესაც ასეთი შეჯახება ხდება, პასუხი ამის ორგანიზატორებს უნდა მოვთხოვოთ და დღეს სალომე ზურაბიშვილი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას იცავს იმისაგან, რომ უკანონობა, ძალადობრივი რევოლუცია, სახელმწიფოს მექანიზმების ჩამოშლა და მოსპობა არ მოხდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გოგა ხაინდრავა ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოში ლიეტუვის ელჩს წერილით მიმართავს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს, ინგრიდა შიმონიტეს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, კიასტუსის ბუდრისსა და საქართველოში ლიეტუის ელჩს, დარიუს ვიტკაუსკას წერილით მიმართავს.

„მინდა, საგანგებოდ აღვნიშნო ევროპული პორნოლიბერალიზმის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ლიეტუვის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის არის მშობელი. თქვენ დაასანქცირეთ საქართველოს მოქალაქე გიორგი კობახიძე მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მამა. მინდა, გაგახსენოთ, რომ მსგავსი სამარცხვინო გადაწყვეტილება არც საბჭოთა ტოტალიტარულ და არც ნაცისტურ რეჟიმებს არ განუხორციელებიათ! თუმცა თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ლიეტუვის იდეოლოგების, ევროსკავშირის დეპუტატების, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის თანამებრძოლების, ამხანაგების – იუნკევიჩიანეს და კუბილიუსის ღვაწლსა და როლს საბჭოთა კავშირში ЗА ПЕРЕСТРОЙКУ-სთვის ბრძოლაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრილი ადამიანების ხვედრი გასაკვირად ლმობიერია.

თქვენი მხრიდან შემდეგი მოსალოდნელი ნაბიჯი შეიძლება ვივარაუდოთ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა, რათა საქართველოს მოქალაქე მამაკაცებს აეკრძალოთ შვილების ყოლა, ვინძლო არ მოხდეს მათ მიერ პოტენციური პრემიერ-მინისტრის ჩასახვა. რაც შეეხება თქვენი მონა-მორჩილის სანქცირების პროცესს, თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩემი მშობელი მამის დასანქცირებას ჩემი გაჩენისათვის, აუცილებლად შესაბამის ბრძანებაში მიუთითეთ: სანქცირებულია – ПОСМЕРТНО! ვინაიდან ჩემი მამა გარდაცვლილია.

P.S. თუ აღმოჩნდა, რომ პუტინის რუსეთთან ღვინით ვაჭრობის პროცესში თქვენი მარაგები იწურება და მოსალოდნელია შეფერხება, მზად ვართ, მადლიერების ნიშნად, ჩვენი ოჯახური საწარმოს, „ხაინდრავას მარნის“ მარაგებიდან შეღავათიან ფასებში მოგაწოდოთ ქართული ღვინის საუკეთესო ნიმუშები. ლიეტუველი ხალხისადმი ტრადიციული პატივისცემით, კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა“, – აღნიშნულია წერილში.

ევროკავშირი ქართველ ხალხს არ მიატოვებს -ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი 

ქართველი ხალხი ავლენს თავის უდავო ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისა და ევროპული მომავლის მიმართ. ევროკავშირი არ მიატოვებს მათ, – ამის შესახებ დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დუბრავკა შუიცამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც მან საქართველოსთან დაკავშირებული დებატების დროს განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გააკეთა.

„გავაძლიერებთ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რათა მათ გააგრძელონ მუშაობა ამ გადამწყვეტ პერიოდში. კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ კომუნიკაციას. ის, რასაც ჩვენ დღეს ამ პანელიდან ვაკეთებთ, არის ის, რომ ვაგზავნით მესიჯს. ქართველ ხალხს უნდა გავუგზავნოთ მხარდაჭერისა და ევროკავშირის უწყვეტი ერთგულების ძლიერი მესიჯი, „ქართულ ოცნებასთან“ კი ხაზი უნდა გავუსვათ მისი ქმედებების ფასს“, – აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8117 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8160 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9483 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9551 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა.

 ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურს ურსულა ფონ დერ ლაიენს-ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე

ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურს ან რას ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დელა ვალეს თქმით, ევროკავშირს სჭირდება ორმხრივი ურთიერთობები, ვიდრე სხვების მიმართ მუქარა და ზეწოლა.

„ჩვენ როდესაც ნელ-ნელა მივექანებით მესამე მსოფლიო ომისკენ, მოვისმინეთ რვა განცხადება საქართველოში არჩევნებთან და პროტესტთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვუყრით კენჭს ნეთანიაჰუს დაგმობის რეზოლუციას, რომელიც ხოცავს პალესტინელებს. ჩვენ დროს ვფლანგავთ. რისი აღიარებაც ჩვენ არ გვინდა, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურს ურსულა ფონ დერ ლაიენს ან ამბობს. ევროპის მასშტაბით სტუდენტები გამოდიან ქუჩებში და ითხოვენ მეტ უფლებებს, ახალგაზრდობა გამოდის ქუჩებში და ითხოვს პალესტინელების უფლებებს. ევროკავშირი ფოკუსირებულია საქართველოზე, სადაც ახლახან აირჩიეს მთავრობა და იქ ახალისებენ სხვა ინტერესებს, მათ, ვინც უფრო მეტად ნატო-ზე ზრუნავს. ჩვენ გვჭირდება ორმხრივი ურთიერთობები, ვიდრე სხვების მიმართ მუქარა და ზეწოლა“, – განაცხადა დელა ვალემ.

ყველას მოგწვდებით ყველგან და გაგებინებთ პასუხს-ანა დოლიძე

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებთან დაკავშირებით ჰააგაში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია ,,ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგაში მთელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია ჩაიტანა, მათ შორის, როგორიც არის დევნა თბილისის ქუჩებში, წამება და არაადამიანური მოპყრობა.

“მოგესალმებით ჰააგიდან, სადაც ჩამოვედი იმისთვის, რომ ინფორმაცია ჩამომეტანა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. მე თქვენ დაგპირდით, რომ ჩემს კონტაქტებს, ჩემს გამოცდილებას, ჩემს ცოდნას გამოვიყენებ, რათა სამუდამოდ დასრულდეს ძალადობის კულტურა პოლიციაში, რომლის ნაწილი გადააქციეს მილიციად და რომელმაც ნოემბრის დასასრულს, დეკემბრის დასაწყისში გამოიყენა სრულიად დაუშვებელი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების საწინააღმდეგოდ. ამას მოჰყვა სანქციები, სანქციები არის პოლიტიკური ზომა, მაგრამ ამას აუცილებლად მოყვება სამართლებრივი შედეგები. საერთაშორისო სამართალში ის ზომები, რაც იყო გამოყენებული აქციებზე არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. ჩამოვედი და ჩამოვიტანე მთელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია, რაც არის დევნა თბილისის ქუჩებში, ალყა, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გაზის კაფსულების გამოყენება გაფრთხილების გარეშე, წამება და არაადამიანური მოპყრობა. სწორედ ასეთ დანაშაულებს იძიებს ჰააგის ტრიბუნალი. შეხვედრა მქონდა იმ განყოფილებასთან, რომელიც წინასწარ აგროვებს ინფორმაციას და წყვეტს, დაიწყოს თუ არა გამოძიება. მათ მე ეს ინფორმაცია გადავეცი. ჰააგის ტრიბუნალში ამბავი მიტანილია, ის ჩაგვრა არავის შერჩებათ”, – განაცხადა ანა დოლიძემ

 საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა -ანრი ოხანაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ანრი ოხანაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

„აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად. ევროპის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული გონივრული და მშვიდობიანი დეოკუპაციის მართებულობა.

ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას ოკუპაციის წინააღმდეგ ამ მორიგ სახელმწიფოებრივ გამარჯვებას. აქვე მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს სახელმწიფო ინტერესების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს.

საუბარი შეეხო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს.

მხარეებმა ასევე განიხილეს ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა მომავალშიც ეფექტიანად გაგრძელდება.

“დიქტატორები დევნილობაში -როგორ ცხოვრობენ გაქცეული ტირანები და რისი იმედი უნდა ჰქონდეს ბაშარ ასადს მოსკოვში?”- The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დიქტატორები დევნილობაში: როგორ ცხოვრობენ გაქცეული ტირანები და რისი იმედი უნდა ჰქონდეს ბაშარ ასადს მოსკოვში?“ (ავტორი – მარსელ დირსუსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სირიის დიქტატორი, ხელისუფლებაში ყოფნის ორ ათეულ წელზე მეტი ხნისა და ადამიანთა უთვალავი მსხვერპლის შემდეგ, მოსკოვში გაიქცა, თუმცა ბაშარ ასადის დღევანდელ მდგომარეობაში გასაკვირი არაფერია – მსოფლიო ისტორიაში უამრავი ტირან-დიქტატორების გაქცევის ფაქტია ცნობილი. უფრო მეტად საინტერესო, ალბათ, ისაა, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი, სისხლისმსმელი რეჟიმის ყოფილი მეთაურები, საზღვარგარეთ, სამშობლოსაგან მოშორებით. ამ მხრივ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან – ისევე როგორც ის დრო და პერიოდები, რომლებშიც მათ უხდებოდათ ჯერ მოღვაწეობა, შემდეგ კი დევნილობაში ცხოვრება.

 ნიკარაგუის ყოფილი დიქტატორი ანასტასიო სომოსა დებაილე გაქცევის შემდეგ, 1979 წელს, მალე მოკლეს, ხუან პერონმა კი, არგენტინის ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც დევნილობაში 18 წელი გაატარა, შეძლო ხელისუფლებაში დაბრუნება და 1973 წელს კვლავ არგენტინის მეთაური გახდა. გაქცეული მმართველების უმრავლესობა ხელისუფლების დაკარგვიდან დაბრუნებამდე შუალედურ პერიოდში გარკვეული უსაფრთხოების პირობებში ცხოვრობენ და მათ, „სტუმრებს“, მიმღები „მასპინძლები“ მფარველობენ.

როცა უგანდელი დიქტატორი იდი ამინი 1979 წელს პირველად ჩავიდა საუდის არაბეთში, მას ჯერ კიდევ ჰქონდა ხელისუფლების აღდგენის იმედი, მაგრამ როცა 1989 წელს მისი ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა ჩაიშალა და უკან, საუდის არაბეთში ისევ დაბრუნდა,  მან ყველაფერი დაკარგა. თუ ადრე იგი საკუთარ თავს „ხმელეთისა და ზღვების ყველა ბინადრის მბრძანებლად“ თვლიდა, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანად იქცა. საუდის არაბეთი, ცდილობდა რა „სტუმრისათვის“ ღირსეული „მასპინძლობა“ გაეწია, იდი ამინს კარგი სახლი მისცა საცხოვრებლად, მანქანა ემსახურებოდა, მზარეული და  მოახლეებიც კი. სამაგიეროდ, „ყველა მხეცისა და თევზის მბრძანებელი“, ერ-რიადი რომ უხერხულ მდგომარეობაში არ აეყენებინა, თავისთვის ჩუმად იჯდა. ამასთან, იმის მიუხედავად, რომ იდი ამინი ფიზიკურად თავს კომფორტულად გრძნობდა, ამას ვერ ვიტყვით მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე…

როცა მმართველი პირი დიქტატორი ხდება, იგი თავს სამყაროს ცენტრად გრძნობს. მისი გარემოცვა „პატრონს“ ელაქუცება და ისე იქცევა, როგორც „პატრონს“ სურს. ყველა იმას ამბობს, რაც „პატრონს“ მოეწონება და ესიამოვნება. გარემოცვის წევრები კომპეტენტურობით კი არ გამოირჩევიან, არამედ თვალთმაქცობით. თუ ვინმე ასე არ გააკეთებს და გაბედულებას გამოიჩენს სიმართლის სათქმელად, იგი ახლო წრიდან ამოვარდება და გაირიყება – ან თანამდებობით დააქვეითებენ, ან უფრო უარესი მოხდება – მას ან მოკლავენ, ან ციხეში ჩასვამენ სამუდამოდ.

ცივი ომის დროს ყველაზე საშინელ ტირანებსაც ჰქონდათ იმედი გაქცეულიყვნენ და დემოკრატიულ ქვეყნებში უსაფრთხოდ ეცხოვრათ – ისინი ხომ მფარველ ქვეყნებს თავის დროზე ყველაფერში ეთანხმებოდნენ და ყველაფერს უსრულებდნენ, შესაბამისად, მათ, გაჭირვების შემთხვევაში, სამაგიერო ზრუნვის იმედი ჰქონდათ. 1986 წელს აშშ-ის მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა: მიეღო თუ არ მიეღო თავისთან ფილიპინელი პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი ცოლითურთ – მიეცა თუ არა მათთვის „ოქროს პარაშუტი“ გადასარჩენად? ფერდინანდს ამერიკის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. აშშ ყოყმანობდა, ფილიპინებზე კი სისხლისღვრა გრძელდებოდა. საბოლოოდ, ვაშინგტონმა გადაწყვეტილება მიიღო და ფილიპინელ დიქტატორს თავშესაფარი მისცა. ფერდინანდ მარკოსმა მომენტით ისარგებლა და სამშობლოდან რისი წაღებაც შეძლო, წაიღო – ჰავაის კუნძულებზე მან თან ჩაიტანა ოცამდე ოქროს მოზრდილი ზოდი, ქრისტეს ოქროს ქანდაკება, ბრილიანტები და მილიონობით დოლარი. იმ ადამიანისათვის, რომელსაც ოფიციალური ხელფასი ჰქონდა – წელიწადში 13 500 დოლარი, ასეთი ქონება ჰონოლულუში ახალი ცხოვრების დასაწყებად საკმარისი უნდა ყოფილიყო.

საერთოდ, ტირანებს ბევრი ფული სჭირდებათ განცხრომით ცხოვრებისათვის. შესაძლოა მათ თავდაპირველად ბევრი ფული ჰქონდეთ, მაგრამ როცა იხარჯება, მარაგს შევსება ჭირდება. ამ დროს მთავარია მომჭირნეობა და ეკონომია. როცა ჰაიტის პრეზიდენტი ჟან-კლოდ დიუვალიე 1986 წელს მომხდარი გადატრიალების შემდეგ საფრანგეთში გაიქცა, მას ბევრი ფული ჰქონდა და უანგარიშოდ ხარჯავდა – მას მოსწონდა ჩქაროსნული კატერები, ძვირფასი ავტომობილები და საკუთარ ვილებში ცხოვრება „ლაჟვარდოვან ნაპირზე“. თუ მოარულ ხმებს დავუჯერებთ, მისმა ცოლმა მისელ ბენეტმა საათის ყიდვისას 42 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. მაგრამ როცა ფულის შევსების გზები აღარ დარჩა (ბანკებმა ანგარიშები გაუყინეს და დაუხურეს), დიუვალიე იძულებული გახდა სამოთახიან ბინაში ეცხოვრა (დიდი თანხები დაიხარჯა ცოლთან განქორწინების შედეგად) და კომუნალურ გადასახადებს „მეგობრები უხდიდნენ“. საფრანგეთის მთავრობამ ასეთი სტუმრისგან, როგორც იქნა, „დაისვენა“.

სხვათა შორის, მანილელი სტუმრის ფერდინანდ მარკოსის ჰავაის შტატში მიღების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი მასთან კონტაქტებს თავს არიდებდა – ეტყობა, უხერხულობას გრძნობდა.

და თვითონ ჟან-კლოდ დიუვალიე? საფრანგეთი იძულებული გახდა იგი თავისთან მიეღო მას შემდეგ, რაც დიქტატორს თავშესაფრის მიცემაზე უარი განუცხადეს ამერიკამ, შვეიცარიამ, ესპანეთმა, იტალიამ, საბერძნეთმა, მაროკომ და გაბონმაც კი… რა თქმა უნდა, ექს-პრეზიდენტის ქცევით უკმაყოფილო პარიზს ნებისმიერ მომენტში შეეძლო მისი ქვეყნიდან გაგდება, მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე – „დიახ, ის ცუდია, მაგრამ მაინც ჩვენიანია“.

კანონზომიერი მოვლენაა, რომ ლიდერები ქვეყნიდან ძირითადად მაშინ გარბიან, როცა სახელმწიფო/სამხედრო გადატრიალება ხდება, როცა სახალხო აჯანყება იწყება ან სამოქალაქო ომი ფართოვდება. ისინი სამშობლოდან გარბიან არა იმიტომ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია, არამედ უფრო იმის გამო, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში დარჩენისას საპყრობილე ან გარდაუვალი სიკვდილი ელოდებათ.

მიმღები ქვეყნისათვის მიზეზები, რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგალითად – „აბა, მაშ რა გვექნა, ქვეყანაში სისხლისღვრა იწყებოდა… კოლაფსი გარდაუვალი ხდებოდა… ქაოსი ფართოვდებოდა…“. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მიმღები (მასპინძელი) ქვეყანა ექს-ლიდერს ძალაუფლების დაბრუნებაში ეხმარება ხოლმე.

მხოლოდ დრო აჩვენებს, როგორი იქნება ბაშარ ასადისა და მისი ოჯახის ცხოვრება რუსეთში, სადაც იგი შეუერთდება ვიქტორ იანუკოვიჩს (უკრაინის ექს-პრეზიდენტს) და ასკარ აკევს (ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს), რომლებიც საკუთარმა ხალხმა „მაიდნისა“ და „ტიტების რევოლუციის“ შედეგად დაამხო.

მათი ხელისუფლებაში დაბრუნება უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა და მოსკოვისათვის არააქტუალური. მაგრამ დადგება თუ არა ოდესმე ასეთი მომენტი, ყველაფერი დამოკიდებულია „მასპინძელ“ ვლადიმერ პუტინზე. კრემლმა სერიოზული შოკი გადაიტანა ბაშარ ასადის დამხობის გამო, რომლის დაცვა ვერ მოახერხა – მიუხედავად იმისა, რომ კრემლი სირიელი დიქტატორის შესანარჩუნებლად წლების განმავლობაში დიდ ფულს ხარჯავდა. ბაშარ ასადისათვის იღბალი იქნება, თუ ვლადიმერ პუტინი მის ცოცხლად ყოფნას გადაწყვეტს – ჯერ-ჯერობით მაინც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: