Home Blog Page 324

ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით – ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, მასობრივად გაყალბდა არჩევნები, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე – სალომე ზურაბიშვილი

ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე-პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა.

„ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული იყო, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე იყო გაკეთებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე.

დაგეგმილი იყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. სრული კონტროლი გადაეცა ცესკოს. იმ ადამიანებს, ვისაც ცესკო ნიშნავდა, დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ, იყვნენ ხელისუფლების მიერ დანიშნულები. ხმის ელექტრონული კენჭისყრა სპეციფიკურად იყო შემუშავებული, კონტროლის გარეშე. საუბარი იყო, რომ მოპარული იყო ევროპელი მოხუცების პენსიები, ასევე “ქოლცენტრების” საკითხები იდგა – 3500 “ქოლცენტრის” საკითხი. დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რუსული სტილის პროპაგანდა, პლაკატები იყო, სადაც ერთ მხარეს იყო უკრაინაში განადგურებული ეკლესიები და თეატრები, მეორე მხარეს კი, აყვავებული საქართველოს გამოსახულება. ამან იმდენად შოკში ჩააგდო საქართველოში საზოგადოება, რომ მოხდა მათი დემონტაჟი. ეს არ იყო ქართული ხასიათის შემადგენელი ნაწილი, რუსული კვალი ეტყობოდა. ასევე ფაქტები იყო: „ოპოზიციას სურს მთავრობა დაამხოს“, „ისინი უნდა გაუქმდნენ არჩევნების შემდეგ“, „ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს არჩევნების შემდეგ”, „ლიდერები უნდა იყვნენ დაპატიმრებულები“. დიდი რაოდენობით „შავი ფული“ იყო გამოყენებული. 600 მილიონი ლარი დაიხარჯა ოქტომბრის არჩევნების დროს. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს. მე მაგალითად, ვიხილე ძალადობა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ხორციელდებოდა. დავურეკე შს მინისტრს და ვერ ვერც მობილურით და სამთავრობო ქსელით. ვერც მიs მოადგილეებს დავუკავშირდი, მანაც არ გადმომირეკა.

2 პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს. ეს არის საკმარისი, რათა ვანახოთ, რომ ნებისმიერი შედეგი იქნებოდა განსხვავებული. მილიონი წევრი დიასპორის მხრიდან სტრასბურგშია. სტრასბურგი ძალიან კარგი შემთხვევაა, აქ არ გაიხსნა უბანი, სტრასბურგში ბევრი ქართველია. მთლი დიასპორა მობილიზებული იყო, იცოდნენ არჩევნები წყვეტდა რუსეთისკენ გზას ან ევროპისკენ.

ასევე ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი – ელექტრონული სისტემები იყო გამოყენებული, პარტიული კამერები უყურებდა საარჩევნო მანქანებს. ამ ყველაფერზე სარჩელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვქონდა, რომ ზოგიერთი მოსამართლე გაიგებდა და გაათვითცნობიერებდა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა ეს იყო. შედეგები გაყალბებული იყო, კონსტიტუციურად უნდა დანიშნულიყო არჩევნები. იმედი არ გამართლდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გაცხადებულია, რომ ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ღრმა კრიზისზე“,- აღნიშნა მან.

დამიბრუნე ჩემი ხმა, რადგან მოპარული არჩევნები ჩატარდა და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი – სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს.

ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი პროტესტი სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, ამის ბევრი მიზეზია, არადა, ამასთან დაკავშირებითაც სიტუაცია მაინცდამაინც დამაკმაყოფილებელი არაა, პირიქითაა. ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანები მასობრივად გავიდნენ ქუჩაში, ეს იყო მაშინ, როცა გრძნობდნენ, რომ ეს იყო ეგზისტენციალური საკითხი და ის სასწორზე იდო. დღეს ეს ხდება. ეს გახლავთ ძალიან მშვიდობიანი მოძრაობა, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს – დამიბრუნე ჩემი ხმა იმიტომ, რომ მოპარული არჩევნები ჩატარდა, დამიბრუნე მომავალი და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი, და ასევე, მოთხოვნა დგას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არ გახლავთ რევოლუციური მოძრაობა, თავისი არსით, იმიტომ, რომ არ არსებობს მოთხოვნა ამისა. მოთხოვნაა დავუბრუნდეთ ხელახალ არჩევნებს, მშვიდობიან გარემოში და დავინახოთ სად არის იმ ადამიანების ნება, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და უნდათ, რომ ეს დემოკრატიულად, კენჭისყრის სახით მოხდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის გამოსვლის თარგმანსაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

“საბა” 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია

ორ ათწლეულზე მეტია, “საბა” ყოველწლიურად აჯამებს და აფასებს თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესს. ლიტერატურული წლის ერთგვარი კულმინაციაა საზეიმო დაჯილდოება, რომელიც გამოავლენს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს. ტრადიციულად, წელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა ლიტერატურულმა ჟიურიმ და გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. საქართველოში შექმნილი ვითარების ფონზე, წელს “საბას“ საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალი, 23-ე “საბას“ გამარჯვებულებს საზეიმო დაჯილდოებაზე გამოვავლენთ თავისუფალ, ევროპულსა და დემოკრატიულ საქართველოში.

სოლიდარობას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების დროს დაშავებულ და უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს.

ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის პასუხისმგებლობას აორმაგებს და ვინაიდან წელს საბას დაჯილდოება ვერ ჩატარდება, თიბისის მხარდაჭერით, დაჯილდოების ცერემონიისთვის განსაზღვრულ თანხას სრულად მივმართავთ ფულად პრიზებზე არა მხოლოდ გამარჯვებულებისათვის, არამედ ყველა ფინალისტისთვისაც.

ლიტერატურული პრემია “საბა” 2024-ის ჟიურიში იმუშავა: პროზაიკოსმა ბიძინა მაყაშვილმა; პოეტმა პაატა შამუგიამ; მთარგმნელმა თამარ ჯაფარიძემ; ლიტერატორმა გვანცა ჩხენკელმა; პოეტმა ლია ლიქოკელმა.

ჟიურიმ განიხილა 250-მდე წიგნი და გამოავლინა ათ სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული:

  • “წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი”: აინე მერმე, “ეუარა“ (ინდიგო);
  • “წლის საუკეთესო კრიტიკა”: ნონა კუპრეიშვილი, “საშიში ინტერპრეტაციები” (გამომცემლობა ინტელექტი);
  • “წლის საუკეთესო პიესა”: გიორგი მაისურაძე, “ლეთე” (ინდიგო);
  • “წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა”: ზაზა ბურჭულაძე, “ჩემი სიმღერა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  • საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს მიერ დაწესებული ჯილდო “საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში”: ლაშა ბუღაძე, “საქართველოს სახელით“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  • “წლის საუკეთესო ქართული თარგმანი”: ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის “ფოტოგრაფია“ (გამომცემლობა დიოგენე);
  • “წლის საუკეთესო პროზაული კრებული”: მარი ბექაური, “ორ ზღვას შუა“ (სულაკაურის გამომცემლობა);
  • “წლის საუკეთესო პოეტური კრებული”: ბესიკ ხარანაული, “ეს საქართველოა“ (გამომცემლობა ინტელექტი);
  • ნომინაციაში “წლის საუკეთესო რომანი” წელს ორი დამოუკიდებელი “საბა” გაიცა, გამარჯვებულები გახდნენ: ბესო სოლომანაშვილი, “ლუმპენ მილენიუმი“ (სულაკაურის გამომცემლობა) და დავით ქართველიშვილი, “მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“ (გამომცემლობა პალიტრა L);
  • ქართულ ენასა და ლიტერატ“საბა” 2024-ის გამარჯვებულები ცნობილიაურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის “საბა” გადაეცემა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.

„საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქალაქში რაც კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით.

„ახალი წელი მოდის და დედაქალაქიც ემზადება საახალწლოდ, რათა მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. ორი დღის წინ თბილისი საახალწლოდ განათდა, ჩაირთო ილუმინაციები, აინთო ნაძვის ხე. ჩვენი დედაქალაქი ჯადოსნურად მორთულია, 21 დეკემბრიდან კი „საახალწლო სოფელი გაიხსნება“. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. იცით, რომ ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ „საახალწლო სოფლის“ სახით, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული სტუმრები.

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მე არ მინდა საზოგადოების დაყოფა. ყველა ჩვენი მოქალაქეა. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ჩარჩოებში გააპროტესტონ და არა ძალადობრივი გზით, რასაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვხედავდით რუსთაველის გამზირზე. რაც ქალაქში კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან ჩვენ საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით. ყველას მოგიწოდებთ, რომ 21 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მობრძანდეთ
„საახალწლო სოფელში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ბოლო დღეებში მეწარმეების შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახება, თითქოს, 200-მა მათგანმა „საახალწლო სოფელში“ მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

„გასულ კვირაში სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, თითქოს, 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო „საახალწლო სოფელში“, უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე. ეს არის ტყუილი. ზოგადად, წელს 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა მოთხოვნა, ვისაც „საახალწლო სოფელში“ ჩართვა უნდოდა. ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც წელს „საახალწლო სოფელში“ ვერ მოხვდა. რაც შეეხება იმ 200 კომპანიას, ჩვენ დავინტერესდით, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია. როდესაც დავიწყეთ გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ამ 200 კომპანიიდან მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ 9 კომპანიამ განაცხადა უარი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, სადაც უამრავი ღონისძიება გაიმართება.

„საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. განთავსდება დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვის ხეები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წელს.

რაც შეეხება აქტივობებს, როგორც გითხარით, გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო-გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეიძლება ვიღაც განაწყენებულია მთავრობაზე, მაგრამ ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს – კახა კალაძე

არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა – საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო. ყველასთვის კეთდება – მოგიწოდებთ, მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება ვიღაც განაწყენებულია მთავრობაზე, თუმცა „პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს“.

„დედაქალაქი ემზადება საახალწლოდ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. იცით, რომ 2 დღის წინ ქალაქი საახალწლოდ განათდა. ყველა ილუმინაცია ჩართულია, აინთო საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ულამაზესია და ჯადოსნურად არის მორთული ჩვენი დედაქალაქი.

მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ 21 დეკემბრიდან შესაძლებლობა ექნება მოსახლეობას საახალწლო სოფელს ეწვიოს, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ საახალწლო სოფლის სახით, პოპულარობით სარგებლობს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს რომ ფუნქციონირებდეს.

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ძალიან ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც აპროტესტებს. არ მინდა საზოგადოების დაყოფა, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, ვიღაცას, შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება სხვადასხვა თემაზე. მთავარია, ეს ყველაფერი გააპროტესტოთ მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში და არა ძალადობრივი გზით, რასაც ვხედავდით რამდენიმე დღის წინ.

საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით, შეხედულებების გამო, ეს ყველასთვის კეთდება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ 21 დეკემბერს, საახალწლო სოფელი გახსნილი იქნება. შეიძლება ვიღაც განაწყენებულია, ნაწყენია მთავრობაზე, ჩვენზე. ყველა დარწმუნდებით, რომ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს გამომდინარეობს ქვეყნის ინტერესებიდან. უპირველესი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების დაცვა.

ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვექნება“,-აღნიშნა კალაძემ.

მზად ვართ, დასავლეთთან და აშშ-სთან ურთიერთობები გავაჯანსაღოთ – კახა კალაძე

სასიამოვნო არაა ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის – არაერთხელ განგვიმარტავს, რომ მზად ვართ, ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, მთავარია ეს ორმხრივი იყოს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც „თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“.

„საქართველოს მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე, როგორც ბევრჯერ გაგვიცხადებია, ახლაც ვიტყვი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ, რათა პროცესები დაჩქარდეს. თუ კი ამ გზაზე რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ყველა წინსვლა და გადაიდგა ის ნაბიჯები, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა. მაგრამ შანტაჟი, მუდმივი მუქარა, შეურაცხყოფების მიყენება, მეორე ფრონტის მოთხოვნა, სანქციებზე მიერთება – ეს ის თემებია, რაც პირდაპირ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, არ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ შეიძლება ამით სხვა ქვეყნებმა ისარგებლონ და სათავისოდ გამოიყენონ. არ გვინდა, ვინმეს მივცეთ საშუალება, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ჩვენ მხოლოდ მეგობრობა, პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავება გვინდა. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის. საქართველოს ხელისუფლებაა არაერთხელ განუმარტავს, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, გადაიტვირთოს არსებული ურთიერთობები. ეს არავისთვის არაა მისასალმებელი. მზად ვართ ჯანსაღი ურთიერთობებისთვის, მთავარია ეს ორმხრივი იყოს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

იცით, ვინ არის საქართველოს სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი -მეთიუ მილერი

თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს პრეზიდენტის შესახებ დასმულ კითხვას.

უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ მილერს ჰკითხა: „ვინ არის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი?“.

„თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი“, – უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

შსს-მ „არტ-თაიმში“ საათების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1991 წელს დაბადებული გ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „არტ-თაიმის“ შუშის კარი დააზიანა, ობიექტში უკანონოდ შეაღწია და ფარულად დაეუფლა იქ არსებულ საათებს.

ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული გორში დააკავეს. ნაქურდალი საათების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თქვენ მიერ წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – ტიერი მარიანი ევროპარლამენტარებს

საქართველოში, ისევე როგორც რუმინეთში, ევროკავშირი უარყოფს ხალხის არჩევანს. საქართველო იქცა დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი, ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ უცხოეთიდან ორკესტრირებული მცოცავი აჯანყების თეატრად, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მან ევროპარლამენტის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიცია მაიდანის სტილში ესკალაციას და პროვოკაციებს აწყობს სწორედ ევროპარლამენტარების წახალისებით, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველო და მისი ინსტიტუციები მტკიცედ დგანან.

„ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც თქვენ მიერ [ევროპარლამენტის] წახალისებული ოპოზიცია მობილიზებას უწევს თავის მხარდამჭერებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ესკალაციისა და მაიდანის სტილში პროვოკაციებისკენ სწრაფვის მიზნით.
მიუხედავად ამისა, საქართველო და მისი ინსტიტუციები მტკიცედ დგანან. ისინი წინააღმდეგობას უწევენ იმათ ძალადობას, ვინც არჩევნები წააგო და ახლა ცდილობს თქვენი [ევროპარლამენტის] მხარდაჭერით, ძალაუფლება ხელში ძალით ჩაიგდოს.“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი კეთილდღეობის და დემოკრატიის გარანტად აცხადებს თავს, იგი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ახალისებს, რაც ქვეყანას ქაოსში ჩაძირვის საფრთხის წინაშე აყენებს.

„ქართული ოცნების“ გამარჯვება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცნო და პრეზიდენტი ყაველაშვილი კანონის შესაბამისად აირჩიეს. ხალხს, როგორც საქართველოში, ისე რუმინეთში, აღარ სურს, რომ სუვერენიტეტი წაართვან.
ევროკავშირი აცხადებს, რომ არის კეთილდღეობისა და დემოკრატიის გარანტი, მაგრამ საქართველოში ის ახალისებს „სახელმწიფო გადატრიალებას“, რომელიც ამ ქვეყანას ქაოსში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის.“ – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

18-19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსები 18-დან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს უმეტეს რეგიონში, მათ შორის დედაქალაქში, ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ხოლო ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია ნავარაუდები.

უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე 20 დეკემბრიდან გაუმჯობესდება.

 სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის “ბანდიტების” ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება -მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადება საქართველოს შესახებ

მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით, – ამის შესახებ აღნიშნულია მაკკეინის ინსტიტუტის მისიის განცხადებაში.

როგორც მისიის შეფასებაშია ნათქვამი, „სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება, მთავრობის „ბანდიტების“ ხელით სიკვდილი თუ მოხდება, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახდება“.

„ჩვენ ბევრი მოსაუბრისგან მოვისმინეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავდა მუქარას, დაშინებას, ამომრჩეველთა მოსყიდვას, სამოქალაქო ორგანიზაციებზე რეიდებს, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებას და პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. დეზინფორმაციის ექსპერტებმა აღწერეს, როგორ ავრცელებდა „ქართული ოცნება“, კრემლის კვალდაკვალ ნარატივებს, რომლებიც ცდილობდნენ ამომრჩევლების დაშინებას ომის საფრთხით, თუ ისინი ოპოზიციას მისცემდნენ ხმას. საარჩევნო დამკვირვებლებმა დელეგაციას წარუდგინეს თავიანთი მიგნებები და არჩევნების დღის დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია სერიოზული დარღვევები, მათ შორის ხმის მრავაჯერადად მიცემა, ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, დაშინება და სტატისტიკური შეცდომები. არჩევნების დღეს მსგავს ანგარიშებს წარმოადგენდნენ სხვა ექსპერტებიც, დიპლომატები და მედიის წარმომადგენლები. დელეგაციამ ეს ანგარიში გააცნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს, თუმცა დამაჯერებელი პასუხები ვერ მოისმინა.

არჩევნების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ოთხი წლით უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმაზე, მიუხედავად ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერისა ევროპული მომავლის მიმართ. ამან ათიათასობით ქართველის პროტესტი გამოიწვია, მათ შორის ისეთ სოფლებში, სადაც მსგავსი რამ არასდროს ყოფილა. ჩვენს მიერ გამოკითხულებმა აღწერეს, თუ როგორ უტევდნენ და სცემდნენ მომიტინგეებს შავი ფორმიანი უსაფრთხოების ძალების ჯგუფები, რომელთაც არ გააჩნდათ საიდენტიფიკაციო ნიშნები, მაშინ, როდესაც  ფორმიანი პოლიცია უმოქმედოთ დგას და არაფერს აკეთებს. მისიამ რამდენიმე ახალგაზრდასაც მოუსმინა, რომლებმაც აღწერეს, როგორ დააკავეს ისინი აქციების დატოვების შემდეგ და უსაფრთხოების ძალებმა გონების დაკარგვამდე სცემეს. მათ საავადმყოფოში გაატარეს ღამეები მოტეხილობებით, სახის დაზიანებებითა და ტვინის შერყევით. შემდგომ კი ცრუ ბრალდებები წაუყენეს ხულიგნობასა და ვანდალიზმისთვის. ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქციებთან ახლოს არ იმყოფებოდნენ, ასევე გაიტაცეს ქუჩიდან, შემდეგ სცემეს და ბრალი წაუყენეს. ჩვენი მისიის დროს რონდელის ფონდის თანამშრომელი, რომელიც ძაღლს ასეირნებდა, ქუჩიდან აიყვანეს, ის რამდენიმე საათი გაუჩინარებული იყო, შემდეგ ნაცემი დააკავეს და ბრალი წაუყენეს.

მისია შეშფოთებულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ოფიციალური ძალადობის მასშტაბით და სიმძიმით. სასწაულია, რომ ჯერ კიდევ არავინ მოუკლავთ, მაგრამ ეს რისკი გაიზრდება, თუ წამება გაგრძელდება. იმ საშინელი შემთხვევისას, თუ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო არასტაბილური გახდება“, – აღნიშნულია შეფასებაში.

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საკმაოდ დაძაბული დღეა. გირჩევთ, მშვიდად იმუშაოთ, რადგან აჩქარება შეცდომებს გამოიწვევს და ძველ პრობლემებს ახლები დაემატება. შესაძლოა, რაღაც საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალოთ, რაც იდეის განხორციელების შანსს მოგცემთ. გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს, მხოლოდ მათ შეუძლიათ მიზნის მიღწევაში დაგეხმაროთ.

კურო

სწავლისა და მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ სარისკო მოქმედებებზე და ექსპერიმენტებზე უარი უნდა თქვათ. მოერიდეთ მტკივნეულ თემებზე კამათს – გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს და ეცადეთ ამას შეეგუოთ. თუ ვიღაც დიდი ხანია რაღაცას გთხოვთ, დაფიქრდით, იქნებ დროა ამ საკითხზე აზრი შეიცვალოთ.

ტყუპები

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები. ურთიერთობის გადასარჩენად, იქნებ ერთი დღე ერთმანეთისგან დაისვენოთ და საღამო ცალ-ცალკე გაატაროთ? გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ერთ კოლეგას თქვენი შურს და ცდილობს დაგაზიანოთ, რადგან შეგიძლიათ საკუთარი აზრი გასაგებად გამოხატოთ და სასურველს მარტივად მიაღწიოთ. გირჩევთ, დიდი ხნის წინ შედგენილ მოქმედების გეგმას არ გადაუხვიოთ, თუნდაც ამის მიზეზი გქონდეთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავი დახაროთ და მთელი დღე მშვიდად იმუშაოთ. არ არის საჭირო კამათი და იმის მტკიცება, რომ მართალი ხართ და პრობლემები არ გექნებათ. პირიქით, კოლეგებთან დაახლოების შესაძლებლობა გექნებათ. თუ რაიმე ახალს შემოგთავაზებენ, დათანხმდით. ეს გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. გათავისუფლდით ეჭვებისგან და შეწყვიტეთ საკუთარი თავის დადანაშაულება. სავარაუდოდ, საღამოს საინტერესო ნაცნობობა გელით.

ლომი

ეცადეთ რეალისტურად იაზროვნოთ. მალე მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ეს ყველა სფეროს ეხება – ფინანსურით დაწყებული, სიყვარულით დამთავრებული. ასევე, მოგიწევთ ადაპტაცია ცვლილებებთან, რომლებიც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. ახალ ურთიერთობებში შეგიძლიათ პირველი ნაბიჯები გადადგათ და საკუთარ გრძნობებზე ღიად ილაპარაკოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის, ბავშვებთან და გართობის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. თუნდაც შემოქმედებასთან არაფერი გაკავშირებდეთ, შეეცადეთ სამსახურში განსხვავებული მიდგომა მონახოთ. გირჩევთ, ახლობელი ადამიანების პირადი საზღვრები არ დაარღვიოთ და დისტანცია შეინარჩუნოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, სიმშვიდე და ჰარმონიული ურთიერთობები შეინარჩუნოთ.

სასწორი

ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გააკეთებს. მიზნის მიღწევის საუკეთესო გზა ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობაა, თუმცა საღამოს შეგიძლიათ დაისვენოთ და მეგობრებს შეხვდეთ, თუ ამის ძალა შეგრჩათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობებში სიფრთხილე გამოიჩინოთ. თქვენი უხეშობა შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს.

მორიელი

გირჩევთ, მუშაობის ტემპი შეანელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია შეცდომები, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. დროა, მოახლოებული დღესასწაულის წინ სახლი დაალაგოთ და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლდეთ. გადახედეთ ოჯახურ ბიუჯეტს და დაფიქრდით – იქნებ საკუთარ თავზე ძალიან ცოტას ხარჯავთ? ნუ გააკეთებთ საკუთარ თავზე ეკონომიას და ეცადეთ, სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროთ.

მშვილდოსანი

ყველაფერი, რასაც აკეთებთ, რამდენჯერმე უნდა გადაამოწმოთ. ფრთხილად იყავით, რადგან უმცირესი შეცდომაც კი შეიძლება თქვენს კარიერაზე აისახოს. ეს დღე მავნე ჩვევებისგან გათავისულებისთვის ზედმიწევნით ხელსაყრელია. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ სიგარეტის მოწევა შეწყვიტოთ, ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეზიაროთ. ასევე კარგი იქნება ვარჯიშის დაწყება ან ფეხით სიარული.

თხის რქა

საყვარელი ადამიანები იდეებსა და რჩევებს მოგაწვდიან, რომლებზეც დიდხანს იფიქრებთ და შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდეთ. სამსახურში რთული და თქვენთვის უცნობი დავალების შესრულებას მოერიდეთ, რადგან შედეგის მიღება გაგიჭირდებათ. შეიძლება ერთ-ერთ ნაცნობთან ურთიერთობის შეწყვეტა მოგიწიოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის გაძლიერებაზე.

მერწყული

ხვდებით, რომ ზოგი რამ თქვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მაინც საწყენია, რომ სხვა ადამიანების ქმედებების გამო გარკვეულ სიკეთეებს კარგავთ. ეს შეიძლება იყოს დასვენების დღე, ფინანსური ჯილდო, თანამდებობა და ა.შ.; მენეჯმენტს თქვენი სამართლიანი დამოკიდებულება მოეწონება. მთავარია, პრინციპებს არ უღალატოთ და ადრე თუ გვიან, საკუთარს მაინც გაიტანთ. ამ დღეს ძალიან ბევრი დავალება გექნებათ, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ.

თევზები

სერიოზული, რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად არახელსაყრელი დღეა, რადგან თავადაც არ ხართ დარწმუნებული მათ სისწორეში. შესაძლოა, იმ ადამიანების ზეწოლის ქვეშ ხართ, რომლებსაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. ეცადეთ, ამ დღეს ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და თუ შესაძლებლობა გაქვთ, განმარტოვდეთ. ასე შეძლებთ, არასასურველ საუბრებს და დებატებს მოერიდოთ და განწყობა არ გაიფუჭოთ.