Home Blog Page 321

,,ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს”- ვედანტ პატელი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ამზადებს დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს.

„ამ ადმინისტრაციას კვლავ საკმაოდ დიდი სამოქმედო არეალი აქვს. ჩემი თვალსაზრისით, ოთხი-ხუთი კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. საბოლოოდ, საქმე ეხება იმას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. როგორც სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ადრე განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც, ჩვენი აზრით, საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის“, – განაცხადა პატელმა.

რა ხდება გზებზე – უახლესი ინფორმაცია მძღოლებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს გზებზე არსებული ვითარების შესახებ აფრთხილებს. უწყების ცნობით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

TRT World: სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, დაამხოს ქვეყნის ახლად არჩეული მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, დაამხოს ქვეყნის ახლად არჩეული მთავრობა და ჩაატაროს ახალი არჩევნები, – წერს ინგლისურენოვანი თურქული მაუწყებელი TRT World-ი.

თურქული გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს აჩენს შეშფოთებას პოტენციურ საგარეო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით.

„ევროპამ უნდა გამონახოს ბერკეტი, რომ იმოქმედოს. თუ ევროპას არ შეუძლია ბერკეტის გამოყენება 3.7-მილიონიან ქვეყანაზე, როგორ უნდა მოველოდოთ იმას, რომ [ევროპა] კონკურენციას გაუწევს 21-ე საუკუნის გიგანტებს? მაშინ, როდესაც თბილისში ევროპული დროშები აკრძალულია, ქართველები კვლავ ელოდებიან სავალდებულო ზომების მიღებას ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. ქუჩის პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ საქართველო არ ჩაატარებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს“, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის დეპუტატებს სტრასბურგში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის ჩარევის ხმამაღალი მხარდამჭერია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უბრალოდ გადაიდო საქართველოს საშინაო საქმეებში ბრიუსელის ჩარევის გამო“, – წერს თურქული გამოცემა.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.

შეხვედრის დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, მანამდე ალენ ბერსე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. ასევე, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. ბერსე ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართავს შეხვედრას.

„დღეს დილით, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების სრული დღეა“, – დაწერა ალან ბერსემ რამდენიმე საათის წინ პლატფორმა X-ზე.

„ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, აუცილებლად სჭირდება საქართველოში შეძვრეს“ – ილჰამ ალიევი მაკრონზე

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეხმაურება. საკითხზე საუბრის დროს ილჰამ ალიევმა ემანუელ მაკრონიც გააკრიტიკა.

ალიევმა ასევე ისაუბრა სხვადასხვა ქვეყანაში უცხოური დაფინანსების შესახებ და არ გამორიცხა, რომ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა USAID-ის მუშაობა შეაჩეროს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და დესტაბილიზაცია ორივე ქვეყნისთვის საზიანოა.

„საქართველოში ვხედავ, რომ ვითარება სტაბილიზდება და ჩვენ ბედნიერები ვართ ამით. საქართველო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია. ჩვენი ხალხები მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და ჰარმონიაში, ამიტომ, საქართველოს დესტაბილიზაციის საფრთხე, რამდენადაც საზიანოა საქართველოსთვის, საზიანოა აზერბაიჯანისთვისაც. ჩვენი მხრივ, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში ვითარება იყოს სტაბილური და საქართველო წარმატებით განვითარდეს.

ისევ ვუბრუნდები გარე გავლენას, ნათელი ხომ გახდა, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთისგან დაფინანსებას იღებს და ალბათ ათიათასობით ადამიანი მუშაობს ამ ორგანიზაციებში და იღებს ხელფასს, ჩვენ ვიცით ეს რა არის. იმიტომ, რომ აქ, ჩვენს ქვეყანაში იყო პერიოდი, როცა გრანტის მიმღებები და გამცემიც თავს მშვიდად გრძნობდნენ, მაგრამ ჩვენ ეს შევაჩერეთ.

ნებისმიერი სტრუქტურის მიერ გაცემული გრანტი უნდა იყოს დარეგისტრირებული. მე მეჩვენება, რომ გარკვეული დრო ხელიდან იქნა გაშვებული საქართველოში ამის მოსაწესრიგებლად, მაგრამ როდესაც ეს გაკეთდა, როგორც ამბობენ, მატარებელი ცოტა უკვე წასული იყო. მაგრამ კარგია, რომ ახლა სიტუაცია უკვე სტაბილურობისკენ მიდის და ხედავთ ისევ მაკრონის ყურები ყველგან ჩანს. ვერ ისვენებს ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, მას აუცილებლად სჭირდება, საქართველოში შეძვრეს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს ომბუდსმენთან”- ალენ ბერსე 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან შეხვედრის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ალენ ბერსე სოციალურ ქსელ X-ში წერს, ომბუდსმენთან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს ომბუდსმენთან. თქვენი სამუშაო მნიშვნელოვანია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობისა და უსაფუძვლო დაკავებების გამოძიების გამჭვირვალობისთვის. ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს“, – წერს ალენ ბერსე.

,,სალომე ზურაბიშვილი არც მალავს, რომ ქართველ ხალხს არ ელაპარაკება და თავისი და სხვა რადიკალური ჯგუფების პატრონების ინტერესებს იცავს”-გურამ მაჭარაშვილი

სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ იმას, რომ ადამიანი, რომელიც 29 დეკემბრამდე ფორმალურად მაინც ითვლება პრეზიდენტად, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული განცხადებების ავტორია, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, საზოგადოებამ მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მიიღოს.

„სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე კომენტარი შეიძლება იყოს ერთადერთი – ასეთი ტიპის გზავნილები უცხოური ძალებისგან მოდის, რასაც, ვნახეთ, რომ არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ამერიკული და ევროპული საზოგადოებაც ემიჯნება, რაც, თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ამერიკაში აირჩიეს ის პრეზიდენტი, რომელიც 90% შემთხვევაში ჩვენნაირ განცხადებებს აკეთებს. ამ დროს კი, საქართველოს ფორმალურად წოდებულ პრეზიდენტს ანტიქართული განცხადებები ახასიათებს.

სალომე ზურაბიშვილს [პრეზიდენტობის] სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, ამიტომ, მისი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

„ევროპა ისე იქცევა, თითქოს არაფერი შეცვლილა, თუმცა ეს სიცოცხლეს ფასად ხდება“- პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მშვიდობა ერთადერთი გამოსავალია, ხოლო პირველი ნაბიჯი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაა, რასაც მოჰყვება მოლაპარაკებები.

„ევროპა ისე იქცევა, თითქოს არაფერი შეცვლილა, თუმცა ეს სიცოცხლეს ფასად ხდება“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სიიარტომ ხაზი გაუსვა ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ტრამპის ინაუგურაცია ახლოვდება, ხოლო რუსეთი აგრძელებს წინსვლას ბრძოლის ველზე.

„აშკარაა, რომ იარაღის მიწოდებამ ვერაფერი შეცვალა ბრძოლის ველზე და ვერ შეცვალა ომის მიმდინარეობა“, – დასძინა მან.

https://platform.twitter.com/embed/Tweet.html?dnt=false&embedId=twitter-widget-1&features=eyJ0ZndfdGltZWxpbmVfbGlzdCI6eyJidWNrZXQiOltdLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X2ZvbGxvd2VyX2NvdW50X3N1bnNldCI6eyJidWNrZXQiOnRydWUsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdHdlZXRfZWRpdF9iYWNrZW5kIjp7ImJ1Y2tldCI6Im9uIiwidmVyc2lvbiI6bnVsbH0sInRmd19yZWZzcmNfc2Vzc2lvbiI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfZm9zbnJfc29mdF9pbnRlcnZlbnRpb25zX2VuYWJsZWQiOnsiYnVja2V0Ijoib24iLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X21peGVkX21lZGlhXzE1ODk3Ijp7ImJ1Y2tldCI6InRyZWF0bWVudCIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfZXhwZXJpbWVudHNfY29va2llX2V4cGlyYXRpb24iOnsiYnVja2V0IjoxMjA5NjAwLCJ2ZXJzaW9uIjpudWxsfSwidGZ3X3Nob3dfYmlyZHdhdGNoX3Bpdm90c19lbmFibGVkIjp7ImJ1Y2tldCI6Im9uIiwidmVyc2lvbiI6bnVsbH0sInRmd19kdXBsaWNhdGVfc2NyaWJlc190b19zZXR0aW5ncyI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdXNlX3Byb2ZpbGVfaW1hZ2Vfc2hhcGVfZW5hYmxlZCI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdmlkZW9faGxzX2R5bmFtaWNfbWFuaWZlc3RzXzE1MDgyIjp7ImJ1Y2tldCI6InRydWVfYml0cmF0ZSIsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfbGVnYWN5X3RpbWVsaW5lX3N1bnNldCI6eyJidWNrZXQiOnRydWUsInZlcnNpb24iOm51bGx9LCJ0ZndfdHdlZXRfZWRpdF9mcm9udGVuZCI6eyJidWNrZXQiOiJvbiIsInZlcnNpb24iOm51bGx9fQ%3D%3D&frame=false&hideCard=false&hideThread=false&id=1869383094546891258&lang=en&origin=https%3A%2F%2Fimedinews.ge%2Fge%2Fmsoflio%2F367083%2Fpiter-siiarto-mshvidoba-ertaderti-gamosavalia-kholo-pirveli-nabiji-ukrainashi-tsetskhlis-shetskvetaa-rasats-mohkveba-molaparakebebi&sessionId=2206469e97c1c6ab1e8ec2a91de51b673b0e28b7&theme=light&widgetsVersion=2615f7e52b7e0%3A1702314776716&width=550px

ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე ცსკ განცხადებას ავრცელებს

ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში დაწყებული რეორგანიზაციის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.

„17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ეს ნაბიჯი პირდაპირ არის დაკავშირებული ინსტიტუციური განვითარების შემდეგ ფაზასთან და მიზნად ისახავს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფას. დროთა განმავლობაში და განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები ვითარდება, რაც ხშირად საჭიროებს სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს.

17 დეკემბერს, 12:00 საათზე, გაიმართა ცესკოს სხდომა და დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და სწორედ ზემოთ ხსენებული საჭიროებების გათვალისწინებით ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა; რის თაობაზეც, კანონმდებლობის სრული დაცვით, მოსალოდნელი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობათ შესაბამის თანამშრომლებს.

მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ზუსტი ინფორმირება ამ პროცესთან დაკავშირებით, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი არ იქნას ინტერპრეტირებული და მიკერძოებულად დაკავშირებული გათავისუფლებული თანამშრომლების რაიმე შეხედულებებთან.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რეორგანიზაციას საფუძვლად უდევს ინსტიტუციური საჭიროებები. ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეული თანამშრომლის დასაქმების პროცესში, ხელმძღვანელობს მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კადრების კომპეტენციებითა და პროფესიონალიზმის ხარისხით, რაც დასტურდება მრავალი ათეული წლის მანძილზე მომუშავე თანამშრომელთა დიდი გუნდის არსებობით ადმინისტრაციაში, თუმცა, უდავოა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია განახლება და ადაპტაცია იმ გამოწვევების დაძლევის მიზნით, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველი არჩევნების წინ და შემდგომ აქვს.

ცალსახაა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც საჯარო ინსტიტუცია მყარად და გეგმაზომიერად მიყვება განვითარების გზას და ითვალისწინებს ყველა თანამედროვე ტენდენციას თუ ინსტრუმენტებს (იქნება ეს საინფორმაციო თუ საარჩევნო ტექნოლოგიები, ელექტრონული სერვისები, თუ ამომრჩევლის მომსახურების გაუმჯობესებისთვის ახალი მექანიზმები). უშუალოდ 2024 წლის პარლამენტის არჩევნების დღე კი სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, მათ შორის ეუთო/ოდირის წინასწარი განცხადებით კარგად იყო ადმინისტრირებული.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ახლა ან მომავალში გადასაწყვეტ საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები შესაძლოა შეეცადონ ეს საკითხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ და მოახდინონ მისი პოლიტიზება. აქედან გამომდინარე, საზოგადოების სწორად და ობიექტურად ინფორმირების მიზნით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ზემოაღნიშნულ სავარაუდო ტენდენციებს, რომელიც ამახინჯებს ინსტიტუციური რეორგანიზაციის ნამდვილ მიზანს, ნუ გამოიყენებენ საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის შელახვის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 დეკემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8023 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8023 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9416 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9483 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა.

,,ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა”- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა. 

„მქონდა პროდუქტიული შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, ასევე ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა, ხაზი გავუსვით ევროპის საბჭოს უმნიშვნელოვანეს როლს ამ ძალისხმევის მხარდაჭერაში. გენერალურ მდივანს გულწრფელი მადლობა მოვახსენე მისი პირადი წვლილისთვის ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებაში. დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი აქტიური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მომავალშიც გაგრძელდება”, – წერს პრემიერ-მინისტრი.