Home Blog Page 32

ტრამპმა მრჩევლებს პუტინთან ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა-CNN

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ მრჩევლებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მისი და პუტინის პირისპირ შეხვედრა იქნება, რომელიც აგრეთვე ცოტა ხანში უნდა გაიმართოს.

ტრამპი, როცა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ამბობდა, რომ ფიცის დადების შემდეგ ერთ დღეში დაასრულებდა უკრაინულ კონფლიქტს, მაგრამ ახლა, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თითქმის სამწლიანი ომი დასასრულს უახლოვდება. ამრიგად, როგორც ჩანს, ტრამპი დაარღვევს მის მიერ მიცემულ სიტყვას, წერს ტელეარხი.

ამის სანაცვლოდ, ტრამპი და მისი გუნდი იმედოვნებენ, რომ მალე დაიწყებენ კონფლიქტის დარეგულირების გეგმაზე მუშაობას, რომელიც მისი პრეზიდენტობის რამდენიმე თვეში აღსრულდება, მათ შორის პუტინთან პირდაპირი საუბრის მეშვეობით.

ტრამპის გუნდის წევრებმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პუტინთან სატელეფონო საუბარზე მუშაობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს. როგორც CNN-ი იუწყება, სატელეფონო საუბრის ზუსტი დღე უცნობია.

პრეზიდენტად ყოფნის გარეშე იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე შეძლეს პრეზიდენტად ყოფნის დროს ოთხი წლის განმავლობაში

ინაუგურაციის წინა დღეს დონალდ ტრამპმა Capital One Arena-ზე შეკრებილ მხარდაჭერებს მიმართა. ტრამპის თქმით, ის მოხარულია დაბრუნებით.

„ჩვენ გავიმარჯვეთ“, – უთხრა ტრამპმა შეკრებილ მხარდაჭერებს.

ტრამპმა ასევე ისაუბრა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის თქმით, ეს შეთანხმება მისი ისტორიული გამარჯვების შედეგია.

„ამ კვირაში ჩვენ მივაღწიეთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, როგორც ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის პირველ ნაბიჯს. ეს შეთანხმება მხოლოდ ნოემბერში ჩვენი ისტორიული გამარჯვების შედეგად შეიძლებოდა, მომხდარიყო. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ პირველი მძევლები უკვე გათავისუფლდნენ“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისმა მომავალმა ადმინისტრაციამ ამის მიღწევა სამ თვეზე ნაკლებ დროში შეძლო.

„პრეზიდენტად ყოფნის გარეშე იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე შეძლეს პრეზიდენტად ყოფნის დროს ოთხი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ასევე შეეხო „ტიკ ტოკის“ საკითხს. „ტიკ ტოკი დაბრუნდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს აპლიკაცია ძალიან პოპულარულია და სხვა გზა არ აქვთ, ის უნდა გადაარჩინონ.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება.

ფიცს ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დადებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბრეტ კავანოს წინაშე, შემდეგ კი ფიცს დონალდ ტრამპი დადებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს. ფიცის დადების ცერემონია კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება. ამის მიზეზი კი ვაშინგტონში ძლიერი ყინვებია. ასეთი რამ ბოლოს 1985 წელს, რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს მოხდა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტებიდან ტრამპის ფიცის დადებას დაესწრებიან ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბილ კლინტონი.

ასევე ისტორიაში პირველად, ინაუგურაციაზე მიწვეულები არიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც. მიწვეულთა სიაში არიან: არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნაბოა, სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე.

ცერემონიაზე მიწვეული იყო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც, რაზეც მან უარი თქვა, თუმცა ინაუგურაციას დაესწრება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, მიწვეულ სტუმრებს შორის იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ვაშგინგტონში ვერ ჩავა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ორბანი სხვა ღონისძიებას უნდა დაესწროს.

ჯეი დი ვენსი ვაშინგტონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჩჟენს შეხვდა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ჯეი დი ვენსი ვაშინგტონში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს, ჰან ჩჟენს შეხვდა. ინფორმაციას მედია ტრამპის გუნდზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შეხვედრის დროს ვენსმა და ჰან ჩჟენმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ფენტანილის საკითხი, ვაჭრობის დაბალანსება და რეგიონული სტაბილურობა.

შეგახსენებთ, ტრამპს საპრეზიდენტო კამანიის დროს არაერთხელ უთქვამს, რომ ამერიკაში ჩინეთიდან დიდი რაოდენობით ფენტანილი შედის. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელეს შეხვედრაზე ვანსმა და ჩჟენმა.

მანამადე კი ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა თავის ინაუგურაციაზე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი მიიწვია. მის ნაცვლად კი ფიცის დადების ცერემონიას ჰან ჩჟენი დაესწრება. სწორედ ამ მიზნით იმყოფება ის ვაშინგტონში.

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ კვირაში ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აღმოჩნდებით. მოემზადეთ მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებისთვის. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, მაგრამ უნდა შეეცადოთ, კომპრომისი იპოვოთ. სამსახურში ახალი პროექტები და დავალებები გელით. ინიციატივა გამოიჩინეთ და პასუხისმგებლობის აღება ნუ შეგეშინდებათ.

კურო

ეს კვირა ხელსაყრელია სამომავლო გეგმების შედგენისა და მიზნების მისაღწევად. ნუ აჩქარდებით და გააზრებულად იმოქმედეთ. პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიისა და ურთიერთგაგების პერიოდი დგება. ეცადეთ ერთად გატარებული ყოველი წუთით ისიამოვნოთ. შესაძლოა, სამსახურში მცირე სირთულეები შეგექმნათ, მაგრამ შეუპოვრობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მათთან გამკლავებას შეძლებთ.

ტყუპები

ამ კვირაში საინტერესო ნაცნობობა გელით. მზად იყავით ახალი იდეებისა და წინადადებებისთვის. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია რომანტიკული წუთები და სასიამოვნო სიურპრიზები. ეს დღე ურთიერთობების გაძლიერების შანსს მოგცემთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. დროა, სამსახურში განახორციელოთ იდეა, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ და დაივიწყეთ.

კირჩხიბი

ეს დღე მთლიანად ოჯახსა და სახლს უნდა დაუთმოთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ და საოჯახო საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. პირად ურთიერთობებს დიდი გამოცდა ელით. შეეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და გამოწვევას მშვიდად გაუძლოთ. მოერიდეთ კოლეგებთან დაპირისპირებას იმის მიუხედავად, რომ ამის უამრავი მიზეზი გაქვთ.

ლომი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფის და ლიდერული თვისებების გამოვლენა მოგიწევთ. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. პირად ცხოვრებაში შეიძლება მცირე უთანხმოებას შეეჯახოთ, მაგრამ თქვენი პიროვნული ხიბლისა და ქარიზმის წყალობით ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვით. სამსახურში ახალი პროექტები და გამოწვევები გელით, რომლებიც საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ეს დღე ახალი ცოდნის მიღებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობებს გთავაზობთ. ეცადეთ, საკუთარი ინტერესებისა და გატაცებებისთვის დრო გამონახოთ. გირჩევთ, საკუთარი განცდებისა და პრობლემების შესახებ საყვარელ ადამიანს უამბოთ და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთად იპოვოთ. თქვენს შრომას ღირსეულად დააფასებენ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, მოულოდნელად წარმატებას მოგიტანთ.

სასწორი

ახალი შეგრძნებებისა და ემოციების დევნამ შეიძლება უსიამოვნო ამბავში გაგხვიოთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ მიწვევას სიფრთხილით მოეკიდოთ და სარისკო ღონისძიებებში მონაწილეობას მოერიდოთ.
შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ. ფრთხილად იყავით — ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. სამსახურში შეიძლება ახალ, საინტერესო პროექტში ჩართვა შემოგთავაზონ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი უნდა გამოიყენოთ.

მორიელი

ახალი წლის დასაწყისი ახალი მიზნების, გეგმებისა და იმედების დროა. იზრუნეთ თანამოაზრეთა გუნდის შექმნაზე, რომელიც თქვენი საიმედო დასაყრდენი გახდება. ეცადეთ, პარტნიორთან უმნიშვნელო საკითხზე კამათი დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მოერიდეთ ძველი წყენის გახსენებას და უხეშობას, რადგან ვინც ქარს თესავს, ქარიშხალს მოიმკის. წვრილმანებზე დროს ნუ კარგავთ, ყურადღება მნიშვნელოვან საქმეზე გაამახვილეთ, რომელიც სწრაფად უნდა დაასრულოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ბევრი სიახლე გელით, რომელიც ახალ გამოცდილებას მოგიტანთ. კომფორტის ზონიდან გასვლის ნუ შეგეშინდებათ. ზოგჯერ პრობლემები და სირთულეები ადამიანებს უფრო აახლოებს და თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება — ისიამოვნეთ საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ყოველი წუთით, იდეალური წყვილი ხართ. სავარაუდოდ, სამსახურში რთული კვირა გელით – იძულებული იქნებით, კოლეგის დაშვებული შეცდომა გამოასწოროთ.

თხის რქა

ამ დღეს მთლიანად მუშაობას დაუთმობთ. ის, რაც ადრე შეუძლებელი გეგონათ, ამ დღეს შეიძლება სრულიად რეალური გახდეს. საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული დრო დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. იქნებ დროა, რომ თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს?
სამსახურში შესაძლოა კონკურენტებთან შეჯახება მოგიწიოთ. თუ შეცდომას არ დაუშვებთ, ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოხვალთ.

მერწყული

ამ დღეს უამრავი შეხვედრა და ახალი ნაცნობობა გელით. ფრთხილად იყავით, მათ შორის, არაკეთილსინდისიერი ადამიანებიც არიან.საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ — ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.
პროფესიულ საქმიანობაში შეცდომის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან შეათანხმოთ და მათ არგუმენტებს უფრო ხშირად დაეთანხმოთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ისეთ საკითხებშიც კი შეცდეთ, რომლებშიც კარგად ერკვევით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ აჩქარდეთ და გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია გადაამოწმოთ. პარტნიორთან ურთიერთობაში ჰარმონიისა და ურთიერთგაგების პერიოდი დადგა. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ახლა სწორედ ამის დროა!

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

20 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, უმეტესად თოვა და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -7 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. 

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +7 – უმეტესად ღრუბლიანი

სოხუმი +8 – უმეტესად ღრუბლიანი

ზუგდიდი +7 – წვიმა 

მესტია -2 – უმეტესად მზიანი

ფოთი +7 – უმეტესად ღრუბლიანი

ბათუმი +6 – წვიმა 

ოზურგეთი +6 – წვიმა 

ქუთაისი +5 – წვიმა 

ამბროლაური +3 – თოვლი 

ახალციხე +1 – თოვლი 

ბორჯომი -3 – თოვლი 

ბაკურიანი -6 -თოვლი  

გორი +2 – უმეტესად ღრუბლიანი

ცხინვალი +1 – უმეტესად ღრუბლიანი

სტეფანწმინდა -3 – უმეტესად მზიანი

გუდაური -7 – მზიანი

თელავი +6 -მზიანი

რუსთავი +9 – უმეტესად მზიანი

თბილისი +6 – უმეტესად მზიანი

„ჰამასთან“ დადებული ზავის გამო ისრაელის მინისტრთა კაბინების სამი წევრი გადადგა

ჰამასთან“ დაზავების გამო ისრაელის მინისტრთა კაბინების სამი წევრი გადადგა. ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ გადადგომის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა განაცხადა.

ბენ-გვირმა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ყველა იდეოლოგიური წითელი ხაზის გადაკვეთაში დაადანაშაულა. მინისტრმა „ჰამასთან“ გარიგება „ტერორიზმის სრულ გამარჯვებად“ შეაფასა. ასევე გადადგნენ ბენ-გვირის თანაპარტიელები – მემკვიდრეობის მინისტრი ამიხაი ელიაჰუ და ნეგევის, გალილეისა და ეროვნული მდგრადობის საკითხთა მინისტრი იცხაკ ვასერლაუფი.

პარტია „ოცმა იეჰუდიტმა“ კი მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. პარტიაში განაცხადეს, რომ მზად არიან, დაბრუნდნენ კოალიციაში, თუ სამხედრო მოქმედებები „ჰამასის“ წინააღმდეგ განახლდება და გაგრძელდება სრულ გამარჯვებამდე. ამ პარტიის კოალიციიდან გასვლა არ გამოიწვევს კრიზისს მთავრობაში და ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ ასეთი ალბათობა რჩება, რადგან კოალიციიდან გასვლით სმოტრიჩიც იმუქრება.

„ჰამასთან“ შეთანხმებას აკრიტიკებდა მთავრობის კიდევ ერთი წევრი – ფინანსთა მინისტრი და პარტია „რელიგიური სიონიზმის“ ლიდერი ბეცალელ სმოტრიჩი.

,,არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, ვიდრე ყველა არ დაბრუნდება”- ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ჰამასის“ მიერ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ეხმაურება.

„რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება. რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა, რომ დაბრუნდით.

როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს – ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.

ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, ვიდრე ყველა არ დაბრუნდება“,- წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

ისრაელის არმიის განცხადებით, სამი მძევალი უკვე ისრაელის ტერიტორიაზეა.

რუსთაველის გამზირზე მსვლელობა ლოზუნგით „ქველმოქმედება თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს

მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერები შოთა რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე აქცია-მსვლელობას ლოზუნგით – „ქველმოქმედება თავისუფლებისთვის!“ მართავენ.

მარშის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსფარენტები წარწერებით: “ჩართე სამართალი”, “თქვენ წაგვართვით, სამოქალაქო საზოგადოება დაიბრუნებს!”, “არ დავიღლებით”, “ სანამ თქვენ ოცნებობდით, ჩვენ ვაკეთებდით”.

ასევე, მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები.

როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის მისწრაფებას იყოს დიდი ევროპული ოჯახის წევრი.

მანიფესტანტების მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.

მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.

გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

ილონ მასკი: ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია

ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია, – წერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში და აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერთიანებული სამეფოს პოლიცია არ იძიებს კრიმინალთა ეთნიკურ წარმომადვლობას იმის შიშით, რომ „რასისტად“ არ შეირაცხოს.

მასკის მიერ გაზიარებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მკვეთრად გაიზარდა „უცნობი“ ეთნიკური წარმომავლობის დამნაშავეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის ბავშვების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვა, ქარბუქი და ყინვა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.