Home Blog Page 32

,, ოპოზიციას რეალურად, არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი განავითაროს’- ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, პარლამენტის შენობაზე შტურმი განახორციელო და ა.შ, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციის პროტესტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას რეალურად, არავითარი რესურსი არ აქვს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის რევოლუციური სცენარი განავითაროს.

„ეს ძალიან კარგად დამტკიცდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შარშანდელი მოვლენებიდან გარკვეული განცდა დარჩა, რომ თუ რევოლუციურ პროცესებს წამოიწყებ, ხელისუფლებას უკან დაახევინებ და ყველაფერზე შეიძლება წამოიყვანო. წელს ყველამ კარგად დაინახა, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რომ რევოლუციური პროცესები წამოიწყო, პარლამენტის შენობაზე შტურმი განახორციელო და ა.შ, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს ამის არავითარი რესურსი. შესაბამისად, ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც ასევე განწირულია წარუმატებლობისთვის. სახელმწიფო მზად არის ყველაფრისთვის და სახელმწიფო ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებს ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი სხვადასხვა თვალსაზრისით.

„ჩვენ მაშნვე ვამბობდით< რომ ის მუხტი, რომელიც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გავანიავებინეთ წინასწარ. ეს მოხდა მარტი-აპრილი-მაისის მოვლენების დროს. შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცესების განვითარებას ვერავითარი შედეგი ვერ ექნება”, – აღნიშნა პრემიერმა. 

ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე – პრემიერი

ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში, – მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ვინაიდან იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე. 

„მოგეხსენებათ, 20 ოქტომბრისთვის იყო დაგეგმილი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნება და ახლა გადაიდო 30 ოქტომბრისთვის, ანუ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება ეს დასკვნა. არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ იდენტური არა, მაგრამ გარკვეული ტიპის ჩანაწერები გადავიდეს ევროკომისიის დასკვნაში, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თავისთავად, ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გავლენები იქაც არის, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი საქართველოში. ზუსტად იციან, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას”- თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობის“ ლიდერებთან ერთად, მარნეულში, სოფელ აღმამედლოში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც თინა ბოკუჩავამ საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

„20 დღე დარჩა გამარჯვებამდე, 20 დღე დარჩა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. 26 ოქტომბერს ერთად ვათავისუფლებთ მიშას. 20 დღე დარჩა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა, რომელიც შეჰყავს ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციაში, კვლავ დავაბრუნოთ ევროპის გზაზე. მივდივართ ევროპისკენ, რადგან იქ არის მაღალი ხელფასები, მაღალი პენსიები, ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლება, ჩვენი მშობლებისთვის საუკეთესო ჯანდაცვა, ეს გვინდა ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ერთიანობით, 5 ნომრით, აუცილებლად მოვიპოვებთ ამ გამარჯვებას.

მიშამ ერთ-ერთ თავის სასამართლოზე თქვა, რომ რაღაც დაბნეულობას აქვს ადგილი. ხანდახან ცდილობენ, გარკვეული დაბნეულობა შემოიტანონ, განსაკუთრებით რეგიონებში და ყველას გასაგონად თქვა, რომ მისი პარტია არის „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და 5 ნომერი. დიახ, იმარჯვებს ზუსტად 5 ნომერი, იმარჯვებს მარნეულში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ყველგან, მთელ საქართველოში იმარჯვებს 5 ნომერი. 5 ნომერია სწორედ გამარჯვების ნომერი. 5 ნომერია ის, რომელიც დადებს გამარჯვებას და რომელიც არის მთავარი გასაღები ივანიშვილის მოსაშორებლად, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა სიღატაკე, გაჭირვება, უმუშევრობა, საერთაშორისო იზოლაცია, იძულებითი ემიგრაცია. ივანიშვილი ამ ქვეყანას ჰპირდებოდა უამრავ სოციალურ სარგებელს, მაგრამ ნახეთ, რომ სარგებელი მან მხოლოდ თვისი ჯიბისთვის მოიტანა და არა ხალხისთვის, მაგრამ 26 ოქტომბრისთვის იქნება ეკონომიკა, რომელიც იმუშავებს ხალხისთვის და არა ივანიშვილისთვის. ერთიანობით ვიმარჯვებთ, გვაქვს თქვენი იმედი და თქვენ გქონდეთ ჩვენი იმედი. 26 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ დიდ გამარჯვებას და გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვენიერი დღეა მგზავრობისთვის. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში კი სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან შესაძლოა, თქვენი მოტყუება სცადონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 10 ოქტომბერს დრო თვითგანათლებას და ახალი უნარების ათვისებასაც დაუთმოთ, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ადრე შესრულებული სამუშაოს შედეგებით დატკბეთ. შესაფერისი დროა იმისთვის, რომ კარიერაზე იზრუნოთ და მონაწილეობა მიიღოთ საინტერესო ღონისძიებაში, რომელიც კოლეგებში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. ახალი ნაცნობობა სასარგებლო იქნება. შესაძლოა, ახალმა პროექტმა ძველის მიტოვება გაიძულოთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ახალი ნაბიჯები უფრო წარმატებული იქნება, შანსი უნდა გამოიყენოთ.

ტყუპები

მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღეა. ეცადეთ ოჯახსა და სამსახურს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ და არც საკუთარი საჭიროებები დაივიწყოთ. თქვენი ბედნიერება თქვენს ხელშია, რადგან წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ და რასაც მოისურვებთ, ყველაფერს აღწევთ. მთავარია, ნეგატიური აზრები თავში არ გაივლოთ. ეცადეთ, დატვირთული დღის ბოლოს ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ და, რაც მთავარია, უცნობებისგან თავი შორს დაიჭიროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს პასუხისმგებლობის აღება, მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება და ცვლილებებთან ადაპტაცია მოგიწევთ. საყვარელი ადამიანების რჩევები ძალიან გამოგადგებათ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა კი, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეცადეთ, დრო კულტურული დასვენებისთვისაც გამონახოთ – შეგიძლიათ, საღამოს გამოფენაზე, კონცერტზე ან თეატრში წასვლა დაგეგმოთ.

ლომი

ეს დღე წარმატებული იქნება და სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ. უსმინეთ საკუთარ თავს და ენერგია საკუთარი სურვილებისკენ მიმართეთ. კოლეგები თქვენი კარგი მოკავშირეები გახდებიან. ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, ნუ მისცემთ უფლებას, რომ თქვენი პირადი საზღვრები დაარღვიონ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი თავისა და ახლობელი ადამიანებისთვის რაღაც ძალიან სასარგებლო გააკეთოთ.

ქალწული

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ. ერთი შეხედვით ძალიან რთული და ჩახლართული საკითხი ადვილად მოგვარდება. მშვენიერი დღეა საბინაო საკითხების მოგვარებისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და ძველი ნივთების გადაყრისთვის. შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდეს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, სირთულეებს რამდენად სწრაფად დაძლევთ.

სასწორი

თუ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ დამოკიდებულებას არ შეიცვლით, სტრესული დღე გელით. გირჩევთ, პრობლემას მეორე მხრიდან შეხედოთ და გამოცდილ ადამიანებს დახმარება სთხოვოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა, რომელსაც თქვენი სიბრძნის და დიპლომატიური უნარების დახმარებით დაძლევთ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ხორციანი კერძების მიღებისგან.

მორიელი

რაღაც მოვლენა ძალიან აგანერვიულებთ, მაგრამ თავშეკავება და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. ურთიერთობებში ეცადეთ მხოლოდ ღირსეული ადამიანები დაიახლოოთ, თორემ შესაძლოა, დიდ გაუგებრობაში მოჰყვეთ. პარტნიორების მოულოდნელი მოქმედება გაიძულებთ, ბევრი იშრომოთ და შესაძლოა, თქვენთვის უცნობი საქმითაც კი დაკავდეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს სასურველია, აქტივობა ცოტა შეანელოთ და ძალები აღიდგინოთ. ზოგი მშვილდოსანი ახალ, საინტერესო პროექტს დაიწყებს, რომელიც სწრაფ მოგებას მოიტანს. ხელსაყრელი დღეა წვეულებებისა და ზეიმების მოწყობისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, შეუძლოდ ყოფნა არ გემუქრებათ.

თხის რქა

10 ოქტომბერს საშუალება გექნებათ, საკუთარი შრომის შედეგებით იამაყოთ. დასვენების, სულიერი გარდაქმნისა და ეჭვებისგან გათავისუფლების დღეა, რომელიც ახალ შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან წარმატებულ ურთიერთობას გააბამთ, თუმცა ზედმეტმა აჩქარებამ და მეტოქეების ჩარევამ შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს.

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ენერგეტიკული დონე საკმაოდ მაღალია, უმჯობესია, საქმიანი აქტივობა შეანელოთ და შრომატევადი პროექტები არ დაიწყოთ. ამ დღეს შეიძლება, ფინანსურ ან იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებულმა შეხვედრამ ძალიან გაგანერვიულოთ. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გაუმართლებელ რისკებს უნდა მოერიდოთ.

თევზები

მოულოდნელი მოვლენები და სიურპრიზები გელით. გირჩევთ, გარშემო მყოფთა საუბრებს ყურადღებით უსმინოთ, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. უფროსი ნათესავების რჩევა ფინანსური პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს მეტი დრო დაუთმოთ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც გამძიმებთ და წინსვლაში ხელს გიშლით.

,,გახარიას პარტიამ სინამდვილე დამალა და დაჩეხილი ვიდეოები გაავრცელა”- გიორგი ჩაკვეტაძე 

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, “გახარია -საქართველოსთვის” აქტივისტებსა და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ გახარიას პარტიამ სინამდვილე დამალა და დაჩეხილი ვიდეოები გაავრცელა.

ვიდეოში, რომელიც ჩაკვეტაძემ გაავრცელა, ისმის გახარიას პარტიის აქტივისტების მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს. კადრში ასევე ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი აქტივისტი პირს, რომელიც აღნიშნულ ვიდეოს იღებს.

“რა მოხდა სინამდვილეში და რა დამალეს გახარიელებმა თავიანთ ვიდეოში, რომელსაც ნაცების ტელევიზიები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავრცელებენ. მოღალატე გახარიას რომ ჰკითხო, ნაცებთან საერთოდ არ აქვს შეხება. დაჩეხილ ვიდეოებს ისინი უვრცელებენ და რეკლამას უკანონოდ ისინი უშვებენ თავიანთ ტელევიზიებში”, –  წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

,, საქართველოს გზას ევროპისკენ ბიძინა ივანიშვილი ეღობება”- ნიკა გვარამია

დღეს ევროკავშირმა მიიღო რეზოლუცია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქოცური საქართველო“ ევროპაში ვერ მოხვდება , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ იმერეთში გამართულ ყრილობაზე განაცხადა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს გზას ევროპისკენ ბიძინა ივანიშვილი ეღობება.

„რა გვინდა ჩვენ? – ჩვენ გვინდა ევროპაში, ამიტომ, როცა ჩვენ გზას ვიღაც ეღობება, როცა ჩვენ ევროპისგან ვიღაც გაგვწევს, ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის, ლასხიშვილის, გალაკტიონის, დიდი ევროპელების ქალაქში უნდა ვთქვათ ღიად: ვინც ჩვენ გაგვწევს, ჩვენ გავწევთ იმას, ბიძინა ივანიშვილი გარეთ, ევროპა შიგნით. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველოს მთავარ ქალაქს, ქუთაისს.

ჩვენ ვარ ევროპის ყველაზე ძველ ქალაქში, ქუთაისში. ათენის და საბერძნეთის რამდენიმე ქალაქის შემდეგ ეს ქალაქი არის ზუსტადაც რომ ყველაზე ძველი დედაქალაქია, ბევრად ძველი, ვიდრე ჩვენი დედაქალაქი, თბილისი. ამ ქალაქს ნანახი აქვს ევროპა რა არის, იცის ევროპა რა არის იმიტომ, რომ ეს ქალაქი არის ევროპა და მომავალი მისია.

როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, არჩევნების შემდეგ გვექნება ევროპული პასპორტი ჯიბეში და ქუთაისის აეროპორტიდან წავალთ ზუსტად ევროპაში.

ეს არის ქალაქი, რომელმაც მიიღო არგონავტები, ჩვენგან რომ სიბრძნე მიჰქონდათ ის არგონავტები, ბერძნები კოლხებისგან რომ სესხულობდნენ სიბრძნეს. ჩვენ არ დავთმობთ, არ გავრუსდებით, ჩვენი ქვეყანა არის საქართველო და მომავალი ჩვენია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

,,შეერთებულ შტატებს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობა სურს”- რობინ დანიგანი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს მთავრობასთან ღია და კონსტრუქციული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობა.

ელჩის განცხადებით, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შესაძლოა ეს განმეორდეს 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, ვინაიდან, ვინ გაიმარჯვებს, წყვეტს ქართველი ხალხი.

„ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისათვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან. სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც გაჯერებული იყო აშშ-ის და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით.“ – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

,,საქართველოს დიდი ისტორია აქვს, უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა და ევროპული მომავალი აქვს”- რიჩარდ ჩარნეცკი

საქართველო ძალიან ევროპული ქვეყანაა. ეს იქნება არჩევნები ევროპულ სახელმწიფოში, – განუცხადა სტრასბურგში „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ გზა ევროკავშირსა და ნატოში.

„მე შევთავაზე ჩემს კოლეგებს ევროპარლამენტში, რომ არაა დრო საქართველოს დადანაშაულების. საქართველოს დიდი ისტორია აქვს, უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა და ევროპული მომავალი აქვს. ვიცი რთული დროა. ემოციებით დატვირთულია და ძალიან გთხოვთ გახსოვდეთ, თუ რა იქნება მეორე დღეს.

ჩემთვის, როგორც პოლონელისთვის და ევროპელისთვის მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს გზა ევროპული ოჯახისკენ. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მნიშვნელოვანია ევროკავშირიდანაც, ეუთოდანაც და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც. მე ვფიქრობ ამ დამკვირვებლებმა უნდა დაკვირვება განახორციელონ არჩევნებზე და არ გამოვიდნენ პროკურორებად, მოსამართლეებად, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა, არჩევანი მათ ხელშია. გადაწყვეტილებების მიმღებია ქართველი ხალხი“, – აღნიშნა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

,,ევროპარლამენტის რეზოლუციას განვიხილავთ ანტიქართულ რეზოლუციად”- გია ვოლსკი

საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოსთვის ეს იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის. უფრო მეტიც, აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ევროპარლამენტის რეზოლუციას განიხილავს როგორც ანტიქართულ რეზოლუციას.

„მთელი რიგი ევროპული ქვეყნები გაცილებით ინტენსიურად და დიდი მასშტაბით ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან, ენერგორესურსები იქნება თუ სხვა. მაგალითად, ლიეტუვა საქართველოზე მეტ ღვინოს აწვდის რუსეთს, რაც საკვირველია ნამდვილად, მაგრამ რატომღაც საქართველოს მიმართ არის ეს მოთხოვნა. კარგად გვესმის, რომ მსოფლიო დაპირისპირებების პირობებში, საქართველოსადმი რუსეთის აგრესია გარკვეულ რესურსს შეუქმნის ამ საომარი მოქმედებების, დაპირისპირებული მხარეების ერთ ფრთას, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველი აღმოჩნდება. საქართველოს მხრიდან ეკონომიკური სანქცია რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, მიზერია მთლიან მის ეკონომიკაში, მაგრამ საქართველოსთვის იქნება ეკონომიკურად დამანგრეველი ეფექტის მქონე. უფრო მეტიც, ეს აუცილებლად გამოიწვევს გარკვეულ დაპირისპირებას, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. ასე რომ, ჩვენ ამ რეზოლუციას განვიხილავთ, როგორც ანტიქართულ რეზოლუციას, არა მთავრობის საწინააღმდეგოს, არამედ ანტიქართულ რეზოლუციას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტები მხარს უჭერენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განმარტებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის კიდევ სხვა პუნქტებიც, რომლებიც არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც აღწერილია ევროსაბჭოს კვლევებში, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზეა ყველა მიმართულებით, ადამიანის უფლებებიდან დაწყებული, ეკონომიკური, თუ მართვის სხვა მაჩვენებლებით.

„ვფიქრობ, რეზოლუცია პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, მაგრამ არსებობს საკმაოდ მომძლავრებული ხმა, რომელიც იცავს საქართველოს, იცავს მის პოზიციას ყველა მიმართულებით და რასაკვირველია მისასალმებელია. არჩევნების წინ ასეთი რეზოლუციის მიღება წარმოადგენს არა მარტო შიდა საკითხებში ჩარევას, არამედ დაუოკებელ სურვილს, როგორმე საქართველოში შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ განვითარება მიეცეს იდეას საომარ თუ ეკონომიკური ბრძოლის პროცესებში ჩართვის შესახებ. უკვე მეოთხე რეზოლუციაა მიღებული უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ.

ამ იდეის მატარებელი ევროკავშირში, სამწუხაროდ, ბევრია და ისინი წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ ფილიალს. ეს ახალი არ არის, ჩვენ არ გვიკვირს, საკმაოდ სიღრმისეულად, პრაგმატულად ვაანალიზებთ სიტუაციას. როცა ვამბობთ, რომ ეს არის შიდა საქმეებში ჩარევა, არ არის მხოლოდ შეფასებითი ნაწილი, ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ მოწოდებას ჩვენი საზოგადოებისადმი, ამომრჩევლისადმი, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს სუვერენიტეტს, მის სტაბილურობას და იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია სამშვიდობო პროცესის განვითარების პოლიტიკა. არავისთვის ახალი არ არის, რომ სააკაშვილი არის ის ადამიანი, ვინც დანერგა სადისტური მართვის სისტემა, გესტაპოს მეთოდები არის სააკაშვილის შემოქმედების ნაწილი, გარდა ამისა ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა სწორედ მისი უჭკუო და მოღალატეობრივი პოლიტიკით არის განპირობებული. ასე რომ, სააკაშვილის მიმართ ასეთი პოლიტიკა უკვე არაობიექტურობაზე, მიკერძოებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს, იყო მხარდაჭერა მედიამენეჯერად მოხსენიებული კეზერაშვილის, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დატაცებული ფულით გახდა მილიონერი. რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნაც სწორედ იმ კატეგორიას განეკუთვნება, რასაც ჰქვია შეთქმულება საქართველოს წინააღდეგ. ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის დღიდან არცერთხელ არ გადაუდგამს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რაიმე ნაბიჯი და არც საგარეო კურსის შეცვლა გვქონია ჩვენ. არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსულ ინტერესებს ეხმარება საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, განსხვავებით იმ ხელისუფლებისგან, რომელიც 2012 წლამდე საქართველოში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

,,ამის შესაძლებლობას გამარჯვების გეგმა იძლევა”- ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება ქმნის შესაძლებლობას უკრაინაში ომის დასასრულებლად არაუგვიანეს 2025 წლისა.

„ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში გვაქვს შესაძლებლობა, მოვლენები მშვიდობისა და მდგრადი სტაბილურობისკენ წავიყვანოთ. ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია ქმნის შესაძლებლობას, გავაკეთოთ ეს არჩევანი – არჩევანი გადამწყვეტი მოქმედებისთვის, რათა ომი დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლისა“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესაძლებლობას გამარჯვების გეგმა იძლევა.

„ჩვენთვის ეს გამარჯვების გეგმაა, თქვენი ქვეყნებიდან თითოეულისთვის კი ეს არის საიმედო სტაბილურობის გეგმა. გეგმა სრულად როცა განხორციელდება, რუსეთი დაკარგავს ჩვენი და ევროპის დაშინების უნარს. ნოემბრამდე მზად იქნება დოკუმენტი, მშვიდობის ჩარჩო, რომელიც მოიცავს ომის სამართლიანი დასრულების დეტალურ პირობებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობის იმედი აქვს და ეყრდნობა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მხრიდან ძლიერ ნაბიჯებს ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.

,,ცეკვის მასწავლებელს, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს – მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება”- არჩილ გორდულაძე

როდესაც არჩევნები დამთავრდება საქართველოში, არჩევნები დამთავრდება მათ შორის შეერთებულ შტატებში და ჩვენი ქვეყნის გარშემო საომარი მოქმედებებიც დასრულდება, შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან დაუბრუნდება იმ სტაბილურ და თანასწორ ურთიერთობას, რაც არსებობდა, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ აფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია და ასე იქნება არჩევნების შემდეგ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს ის არ ხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირიქით, მუდმივი კომუნიკაცია აქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე.

„ეს ასეა, ყოველთვის გვაქვს [ელჩთან] კომუნიკაცია. როგორც ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ გვაქვს კომუნიკაცია, ელჩმა ჰერჩინსკიმაც თქვა, რომ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს [„ქართული ოცნების“] ხელისუფლებასთან არ ჰქონდეს კომუნიკაცია. ეს ორი [განცხადება] ხომ ერთმანეთთან შეუსაბამოა?! ქალბატონი დანიგანი ნამდვილად პოზიტიურად არის განწყობილი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის სტაბილიზაცია მოხდეს, მაგრამ არსებობს ძალიან სამწუხარო მონაცემებიც, როგორიც მაგალითად საელჩოს ქარდები იყო, რაც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და ერთი სიმართლე არ ეწერა. როდესაც არჩევნები დამთავრდება საქართველოში, არჩევნები დამთავრდება მათ შორის შეერთებულ შტატებში და ჩვენი ქვეყნის გარშემო საომარი მოქმედებებიც დასრულდება, შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან დაუბრუნდება იმ სტაბილურ და თანასწორ ურთიერთობას, რაც არსებობდა. შესაბამისად, გვაქვს მცირე დრო, რომ გავძლოთ, ვიდგეთ მყარად, მიუხედავად იმისა, რა შანტაჟი, თუ ჩარევა იქნება მათ შორის საერთაშორისო აქტორებისგან და როგორ აუწყობენ მხარს მათ ჩვენი შიდა მტრები „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – აღნიშნა გორდულაძემ.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება” – არასამთავრობო ორგანიზაციები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს , – ამის შესახებ ნათქვამია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ეხმიანება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

არასამთავრობო სექტორის განცხადების თანახმად, სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შესწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია – კონსტიტუციის დაცვა.

ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ.

ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ინსტიტუტებში და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.