Home Blog Page 316

სენაკში მომხდარი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირებზე იძალადა და მათ მოკვლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 238 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი “ქოლგა თბილისი ფოტო 2025” იმართება

თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო” წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.

ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“.  ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

გაეცანით 2025 წლის ნომინაციებია:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო ერთი კადრი /Single Image/
  • მობილური ფოტო

კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც.

ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს: ნაიჯელ დიკინსონი /დიდი ბრიტანეთი/, თინა შელჰორნი /გერმანია/, ვოლფგანგ ცურბორნი /გერმანია/, რიჩარდ ბრამი /აშშ/, დინა ოგანოვა /საქართველო/, ვინს ჩიანი /აშშ/.

საპრიზო ფონდი 6000 აშშ დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 აშშ დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს – 500 აშშ დოლარი.

კონკურსში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია.

“ქოლგა თბილისი ფოტო” 2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2025 წლის 2 მაისს.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. თიბისისთვის კი ახალგაზრდა თაობის განათლება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი ქოლგა თბილისი ფოტოს ერთგული მხარდამჭერია.

(R)

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 თებერვალს ქუთაისში +6 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმაა მოსალოდნელი სოხუმშიც. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღეს თოვლია მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და თოვლია ერთდროულად მოსალოდნელი ამბროლაურში, ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლი იქნება ახალციხეშიც, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლს ელოდებიან, +4 იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.

ითოვებს გორშიც, სადაც დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით 0, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

ევროკავშირი აუტანელი იყო, ისინი სათანადოდ არ გვექცეოდნენ -დონალდ ტრამპი

ჩვენ, ყველას გვიყვარს ევროპა, გვიყვარს ევროპის ქვეყნები, მაგრამ ევროკავშირი აბსოლუტურად სასტიკი იყო ვაჭრობასთან მიმართებით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ევროკავშირი ძალიან აუტანელი იყო, ისინი სათანადოდ არ გვექცეოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლითაც აშშ-ის კომერციის მდივნობის კანდიდატს, ჰოვარდ ლუტნიკს და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის კანდიდატს, ჯეიმისონ გრირს დაავალა ქვეყნების მიხედვით აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების ანალიზი და კონკრეტული „გამოსწორების ზომების“ შეთავაზება იმ შემთხვევებში, სადაც, სავარაუდოდ, ამერიკული კომპანიების დისკრიმინაცია ხდება.

„მე გადავწყვიტე სამართლიანობის მიზნით, რომ დავაწესებ საპასუხო ტარიფს, რაც ნიშნავს იმას, რომ რასაც სხვა ქვეყნები აწესებენ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, იმავეს დავაწესებთ ჩვენც. თითქმის ყველა შემთხვევაში ისინი გვაკისრებენ გაცილებით მეტს, ვიდრე ჩვენ ვაკისრებთ მათ, მაგრამ ამ დღეებმა ჩაიარა“, – განაცხადა ტრამპმა.

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს მოულოდნელ სიტუაციებთან გამკლავება მოგიწევთ. სამსახურში გადაუდებელი საქმე გელით, რომელიც სწრაფ მოქმედებას მოითხოვს. ინტუიციას ნუ დაეყრდნობით – ახლა ლოგიკით და ფაქტებით უნდა იხელმძღვანელოთ. ფინანსური თვალსაზრისით, ეს დღე ხელსაყრელია დიდი შესყიდვების დაგეგმვის, მაგრამ არა განხორციელებისთვის.

რჩევა: მოთმინება გამოიჩინეთ და ნუ ეცდებით ყველაფერი აკონტროლოთ. ხანდახან წარმატების მისაღწევად საუკეთესო გზა მოდუნება და დინების მიყოლაა.

კურო

თუ ყურადღებას არ მოადუნებთ, ნაყოფიერი დღე გელით. სამუშაო ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებს და საქმიან ქაღალდებს უკავშირდება. შესაძლოა, საქმიანი წინადადება მიიღოთ, მაგრამ სანამ ყველა დეტალს არ შეისწავლით არ უნდა დათანხმდეთ. ფრთხილად იყავით ვალდებულებებთან, რომლებიც შეიძლება უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

რჩევა: ამ დღეს წარმატებისთვის საქმეში სიცხადე და ურთიერთობაში სითბო გჭირდებათ.

ტყუპები

ეს დღე ენერგიით არის სავსე, თუმცა მისი სწორად განაწილება უნდა შეძლოთ. შეიძლება მოულოდნელი გარემოებების გამო გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. პროფესიულ სფეროში შესაფერისი დღეა ხელშეკრულების დადების, მოლაპარაკების დაწყებისა და ერთობლივი პროექტების განხილვისთვის. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. თქვენთვის საინტერესო ადამიანმა შეიძლება, თქვენ მიმართ ინტერესი გამოავლინოს. თუ დაოჯახებული ხართ, ეცადეთ, ამ დღეს ცოტაოდენი რომანტიკა დაამატოთ.

რჩევა: გარემოებების მიხედვით იმოქმედეთ. დღეს იღბალი იმის მხარესაა, ვისაც ინიციატივის გამოჩენა არ ეშინია.

კირჩხიბი

ეს დღე შეიძლება თქვენთვის განსაკუთრებული გახდეს — საყვარელმა ადამიანმა ის სიტყვები გითხრათ, რომლებსაც დიდი ხანია ელით. გირჩევთ ფინანსური საქმეები მომავალი კვირისთვის გადადოთ – ამ დღეს შეიძლება შეცდომა დაუშვათ.

რჩევა: ზოგჯერ გარდამტეხი შემთხვევები მაშინ ხდება, როცა ყველაზე ნაკლებად ველით. მზად იყავით ცხოვრებისეული სიურპრიზებისთვის.

ლომი

ამ დღემ შეიძლება მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ და ადამიანები ყურადღებით მოგისმენენ. მზად ხართ ლიდერის როლი მოირგოთ, თუმცა, გარშემომყოფებზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოთ. პირად ცხოვრებაში მოულოდნელი საჩუქარი და აღიარება გელოდებათ. შეიძლება ვინმემ გაგიკეთოთ სიურპრიზი, რომელიც ემოციების ქარიშხალს გამოიწვევს.

რჩევა: დარჩით იმად, ვინც ხართ და თქვენს ცხოვრებაში იმ ადამიანებს და მოვლენებს მიიზიდავთ, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე კარგად შედგენილი გეგმებიც კი შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. შესაძლოა მიიღოთ შეთავაზება, რომელზეც უარს ვერ იტყვით. კომფორტის ზონიდან გასვლის ნუ შეგეშინდებათ – ზოგჯერ საუკეთესო შედეგების მისაღებად ეს აუცილებელია. საყვარელი ადამიანი რაღაც ისეთს გააკეთებს, რაც გაიძულებთ, რომ მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და ფიქრის დრო ითხოვეთ.

რჩევა: გრძნობების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ, მაგრამ თავი არ დაკარგოთ.

სასწორი

ეს დღე შესაძლოა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხში გადამწყვეტი გახდეს. დღეს დაშვებული შეცდომა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, ასე რომ, ნუ აჩქარდებით და ყოველი ნაბიჯი გადაამოწმეთ. საღამო პირად ცხოვრებაში ცვლილებებს მოიტანს. თუ დიდი ხანია გულახდილ საუბარს თავს არიდებთ, ახლა ამისთვის დრო უნდა გამონახოთ. მთავარია საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ და სხვისი როლის შესრულებას არ ეცადოთ.

რჩევა: გჯეროდეთ გულწრფელობის ძალის – ამ დღეს გულახდილობამ შეიძლება დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილება მოგიტანოთ.

მორიელი

ეს დღე მოულოდნელობებით არის სავსე. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ თავი შეგახსენოთ ან ახალმა ინფორმაციამ გაიძულოთ, საკუთარ ცხოვრებას ახალი თვალით შეხედოთ. მოვლენებს თუ არ დააჩქარებთ, სამსახურში დღე მშვიდად ჩაივლის. საღამო რომანტიკული შეხვედრისთვის იდეალურია, მაგრამ თუ ამის ხასიათზე არ ხართ, თავს ნუ აიძულებთ. ზოგჯერ განმარტოება საუკეთესო საჩუქარია.

რჩევა: ამ დღეს ინტუიცია უფრო გამოგადგებათ, ვიდრე ლოგიკა.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოულოდნელი შეხვედრა ან საუბარი გელით, რომელიც ახლობელი ადამიანის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას შეცვლის. თუ დიდი ხანია სიყვარულს ეძებთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ზოგჯერ ბედი მინიშნებებს გვიგზავნის, რომელსაც ვერ ვამჩნევთ. საღამოს ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.

რჩევა: მიჰყევით ცხოვრების დინებას და შეიძლება საოცნებო ადგილზე მიგიყვანოთ.

თხის რქა

ახლობელი ადამიანისგან მოულოდნელ შეთავაზებას მიიღებთ, რაც არჩევანის წინაშე დაგაყენებთ. სამსახურში ყველაფერი სტაბილურადაა, მაგრამ არ უნდა გადაიღალოთ – ამ დღეს ემოციური ბალანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროფესიული ამბიციები. პირად ცხოვრებაში შეიძლება გაჩნდეს პრობლემა, რომლის მოგვარებას სამომავლოდ გადადებთ. თუ ურთიერთობაში რაღაც გაწუხებთ, ეცადეთ მშვიდად განიხილოთ.

რჩევა: ნუ შეგეშინდებათ გრძნობების გამოხატვის, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ემოციებზე დაყრდნობით არ მიიღოთ.

მერწყული

სავარაუდოდ, სამსახურში საინტერესო წინადადებას მიიღებთ. გახსოვდეთ, დაუჯერებლად კარგ და ძალიან მაცდურ წინადადებებსაც კი ეჭვით უნდა მოეკიდოთ და ყველა წვრილმანი გადაამოწმოთ. თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა სიყვარულში გამოგიტყდეთ ადამიანი, რომელსაც ვერასოდეს ამჩნევდით.

რჩევა: ზოგჯერ მცირე ცვლილებებს ყველაზე ძლიერი ემოციები მოაქვს.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს გულსა და გონებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ და ეს გადაწყვეტილება იმაზე რთული იქნება, ვიდრე ელოდით. პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება მაშინაც, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის. პირად ცხოვრებაში შეიძლება მოულოდნელად რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც ვიღაცის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას გაიძულებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს გადაწყვეტილებები ნაჩქარევად არ მიიღოთ.

რჩევა: ახლა საკუთარ თავთან გულწრფელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ვიღაცის მოლოდინი გაამართლოთ.

აშშ-ის სენატმა რობერტ კენედი ჯანდაცვის მდივნად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა რობერტ კენედი ჯანდაცვის მდივნად დაამტკიცა.

ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში რობერტ კენედის მხარი დაუჭირა 52-მა კანონმდებელმა, 48 კი წინააღმდეგი იყო.

მიტჩ მაკკონელი იყო ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელმაც რობერტ კენედის მხარი არ დაუჭირა. დემოკრატები ერთსულოვანი იყვნენ კენედის წინააღმდეგ.

ამერიკული მედიის თანახმად, გარემოსდამცველი იურისტი, რომელსაც არ აქვს გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში ან მედიცინაში, ახლა გააკონტროლებს სააგენტოების ქსელს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვას მილიონობით ამერიკელისთვის, არეგულირებს კვების ინდუსტრიას და პასუხობს ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხეებს.

რობერტ კენედის კანდიდატურა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარადგინა. კონგრესში მოსმენების დროს, რობერტ კენედიმ განაცხადა, რომ არ არის ვაქცინების წინააღმდეგი, მაგრამ უფრო მეტად არის უსაფრთხოების მხარდამჭერი.

ტრამპი და პუტინი შეეცდებიან, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 20 აპრილამდე ან 9 მაისამდე მიაღწიონ- Financial Times

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდებიან, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას 20 აპრილამდე ან 9 მაისამდე მიაღწიონ.

როგორც Ukrinform-ი წერს, ამის შესახებ Financial Times-ი იუწყება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 20 აპრილს, როგორც მართლმადიდებლური, ასევე კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

კიდევ ერთი სავარაუდო თარიღი 9 მაისია, როდესაც რუსეთი მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

„პუტინს სურდა შეთანხმება ასეთ სიმბოლურ დღეს“, – აცხადებს უკრაინელი ოფიციალური პირი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 თებერვალს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც მათ უკრაინაზე ისაუბრეს.

ტრამპი ასევე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და განიხილა პოტენციური სამშვიდობო ძალისხმევის, თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური თანამშრომლობის საკითხები.

სატელეფონო ზარების შემდეგ, ტრამპმა მხარეებთან გამართულ საუბრებს „ძალიან კარგი და პოზიტიური“ უწოდა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დასრულდეს.

Deep state-ის მიერ ამ ეტაპზე დამორჩილებულმა ევროპარლამენტმა სუვერენულ საქართველოზე მორიგი სამარცხვინო რეზოლუციით ჩვენს საზოგადოებაში მორიგი დიდი ზიანი მიიყენა -გია აბაშიძე

ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები, ნაცრადიკალების წაქეზება და ლეგიტიმური ხელისუფლების როგორმე შერყევის მცდელობა არც სერიოზულია და არც არაფრის მომტანია არცერთი დასავლური ინსტიტუტისთვის, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ.

ანალიტიკოსის თქმით, სახედაკარგულ ევროკრატთა ამგვარი არაადეკვატური გალაშქრება ქართველთა დემოკრატიული არჩევანის წინააღმდეგ უკიდურესად წამგებიანი ბრიუსელში თუ ვაშინგტონში დღემდე მოქმედი ე.წ. “მენტორებისთვის”.

„Deep state-ის მიერ ამ ეტაპზე დამორჩილებულმა ევროპარლამენტმა სუვერენულ საქართველოზე მორიგი სამარცხვინო რეზოლუციით ჩვენს საზოგადოებაში მორიგი დიდი ზიანი მიიყენა. ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები, ნაცრადიკალების წაქეზება და ლეგიტიმური ხელისუფლების როგორმე შერყევის მცდელობა არც სერიოზულია და არც არაფრის მომტანია არცერთი დასავლური ინსტიტუტისთვის. სახედაკარგულ ევროკრატთა ამგვარი არაადეკვატური გალაშქრება ქართველთა დემოკრატიული არჩევანის წინააღმდეგ უკიდურესად წამგებიანი ბრიუსელში თუ ვაშინგტონში დღემდე მოქმედი ე.წ. “მენტორებისთვის”.
Deep state-ის ჭაობის დაშრობა აშშ-ში დაწყებულია, ახლო მომავალში ეს პროცესი ევრობლოკშიც ინტენსიური იქნება ევროპელი ხალხის არჩევანით.“-წერს გია აბაშიძე „სოციალურ ქსელში“.

ტრამპი არავის მისცემს უფლებას, ძია სემი ძია დოყლაპიად აქციოს -აშშ-ის თავდაცვის მდივანი

JPG resized with https://ezgif.com/resize

მოლაპარაკებები გაიმართება როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰეგსეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი მოლაპარაკება ორივე მხარესთან გაიმართება“.

ჰეგსეტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ კვირაში სატელეფონო საუბრები გამართა როგორც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ტრამპის მთავარი პრიორიტეტი ამ ომის დიპლომატიური, მშვიდობიანი დასრულებაა, რაც შეიძლება სწრაფად, ისე, რომ შეიქმნას გრძელვადიანი მშვიდობა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ამასთან ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ნატო და მისი ევროპელი წევრები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მშვიდობის მიღწევის პროცესში, რადგან „მოლაპარაკებები ბევრ ადამიანზე ახდენს გავლენას“.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უნდა შეიცავდეს ელემენტებს, რომლებიც არც ერთი მხარისთვის არ იქნება სასურველი, თუმცა საზღვრები 2014 წლის მდგომარეობას არ დაუბრუნდება.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.

„ნატო არის დიდებული ალიანსი. ყველაზე წარმატებული თავდაცვითი ალიანსი ისტორიაში. მაგრამ იმისათვის, რომ გაუძლოს მომავალს, ჩვენმა პარტნიორებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ ევროპის თავდაცვისთვის. ჩვენ უნდა გავხადოთ ნატო კვლავ დიდებული“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ჰეგსეტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არავის მისცემს უფლებას, „ბიძია სემი სულელად აქციოს“.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჯერ გენერალი და შემდეგ პრეზიდენტი ეიზენჰაუერი ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო, რომელსაც ევროპასთან ძლიერი ურთიერთობის სჯეროდა. თუმცა, ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის დასასრულს, ისიც კი შეშფოთებული იყო, რომ ევროპა საკმარისად არ ხარჯავდა თავდაცვაზე. ეიზენჰაუერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ბიძია სემი თითქმის სულელად“ გადაიქცა. პრეზიდენტი ეიზენჰაუერის მსგავსად, ამ ადმინისტრაციასაც სჯერა ალიანსების, მაგრამ არ შეცდეთ, პრეზიდენტი ტრამპი არავის მისცემს უფლებას, ბიძია სემი სულელ ბიძიად აქციოს“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ამასთან, ჩინეთთან ურთიერთობის საკითხზე ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიზნად ისახავს „ყველაზე ეფექტური“ სამხედრო ძალების შექმნას ჩინური აგრესიისგან თავდასაცავად, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპი „კონფლიქტს არ ეძებს“.​​​​​​​​​​​​

ამერიკამ უნდა იფიქროს საკუთარ საქმეებზე და არა ყველგან რეჟიმების შეცვლაზე – ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ ნაკლებად არის დაინტერესებული სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევით -ილონ მასკი

ამერიკამ უნდა იფიქროს საკუთარ საქმეებზე და არა ყველგან რეჟიმების შეცვლაზე, – განაცხადა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

ილონ მასკის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში აშშ ნაკლებად არის დაინტერესებული სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევით.

„დიდი ყურადღება გამახვილდა USAID-ზე. [ასევე] არსებობს დემოკრატიის ეროვნული ფონდი [NED]. მაგრამ მე ვამბობ: კარგი, რა დონის დემოკრატიას მიაღწიეს მათ ამ ბოლო დროს?“ – აღნიშნა მასკმა.

„ჩვენ ნამდვილად გვაქვს ბიუროკრატიას მმართველობა, ხალხის მმართველობის – დემოკრატიის – ნაცვლად“, – დასძინა მან.

ალიანსის ლიდერებს უკრაინისთვის არასდროს მიუციათ დაპირება, რომ იგი ნატოს წევრი გახდებოდა, თუ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებდა – მარკ რუტე

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ალიანსმა ვალდებულება აიღო, მისცეს უკრაინას ნატო-ს წევრობა მომავალში, თუმცა არასდროს დაჰპირებია, რომ ეს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობით მოხდება.

როგორც ალიანსის ლიდერი განმარტავს, ნატო-ს ვალდებულება, უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით, არ ეხება მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მარკ რუტეს განცხადებით, ვაშინგტონის ნატო-ს სამიტზე ალიანსმა აიღო ვალდებულება უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით.

რუტეს თქმით, ნატო-ს მოკავშირეებს ერთიანი მიდგომა აქვთ, რომ როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, უკრაინა საუკეთესო პოზიციაში უნდა იყოს წარმოდგენილი. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, როგორი შედეგიც არ უნდა ჰქონდეს ამ მოლაპარაკებებს, ალიანსმა უნდა უზრუნველყოს, რომ პუტინი აღარასდროს შეეცდება უკრაინაზე კვლავ თავდასხმას და პუტინმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა მიიღებს ყველა მხარდაჭერას, რაც მას სჭირდება.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს ძლიერ მომლაპარაკებლად, თუმცა არაპროგნოზირებად პიროვნებად ახასიათებს. რუტეს თქმით, თუ ნატო-ს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინასა და რუსეთს შორის, საჭიროა მოლაპარაკებების იმგვარად წარმართვა, რომ პუტინისთვის გასაგები იყოს მისი პირობები.

მარკ მისი თქმით, ნატო-მ უკრაინას 50 მილიარდი ევროს ოდენობით მხარდაჭერა გაუწია, ამ თანხის 60%- კი ევროპასა და კანადაზე მოდის. რუტემ აქვე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი არის „მკაფიო სიმბოლო, რომ ევროპა და კანადა უფრო მეტ ტვირთს იღებენ“.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, კარიმ ხანს სანქციები დაუწესა.

სანქციების თანახმად, ნებისმიერი აქტივი, რომელსაც კარიმ ხანი აშშ-ში ფლობს, არის გაყინული და მას ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

სანქციები შეესაბამება აღმასრულებელ ბრძანებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას მოაწერა ხელი, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

პროკურორ კარიმ ხანს ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის წინააღმდეგ დაკავების ორდერები აქვს შევსებული. ასევე, კარიმ ხანს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.