Home Blog Page 311

გუშინ მიუნხენის ტრიბუნაზე საქართველოს ინტერესების დამცველიც იდგა. ყოველგვარი წინასწარ დაწერილი ტექსტის გარეშე, აუღელვებლად, ფაქტებზე დაყრდნობით – ჯეი დი ვენსმა „ღვთაებრივი“ ცეცხლი გაუხსნა „ევროქვესკნელის“ დარაჯებს -დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიუნხენის კონფერენციას აფასებს.

ექსპერტი წერს, რომ ტრიბუნასთან საქართველოს ინტერესების დამცველიც იდგა. მისი თქმით, ჯეი დი ვენსმა ამხილა ევროპელი ელიტის ფარისევლობა და ღიად მიუთითა პრობლემებზე, როგორიცაა ღმერთმოძულეობა და რწმენის დევნა.

„გუშინ, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა თავის 15-წუთიან გამოსვლაში მკაფიოდ ახსენა რამდენიმე ევროპული სახელმწიფო, თუმცა იგულისხმებოდა გაცილებით უფრო ფართო სპექტრი. ვერც ერთ ევროკავშირში შემავალ, იქიდან გამოსულ (დიდი ბრიტანეთი) თუ იქ შესვლის კანდიდატს ვერ ასცდა ბრიუსელის ევრობიუროკრატიის სიმახინჯე. ამიტომ, გუშინ მიუნხენის ტრიბუნაზე დიახ, საქართველოს ინტერესების დამცველიც იდგა. ყოველგვარი წინასწარ დაწერილი ტექსტის თუ ტელესუფლიორის გარეშე, აუღელვებლად, ფაქტებზე დაყრდნობით – ჯეი დი ვენსმა “ღვთაებრივი” ცეცხლი გაუხსნა „ევროქვესკნელის” დარაჯებს:

– მან ამხილა ევროპული ელიტის ფარისევლობა – ვენსმა რეალურ პრობლემებზე მიუთითა, როგორიცაა სიტყვისა და დემოკრატიის თავისუფლების შეზღუდვა ევროპაში, ღმერთმოძულეობა და რწმენის დევნა. მან აჩვენა, რომ ევროკავშირი საკუთარი შიდა პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, პოლიტიკურ მორალიზმშია ჩართული

– მან ხაზი გაუსვა ლიბერალური გლობალიზმის დომინირების შესუსტებას – მისმა კრიტიკამ შესაძლოა ევროკავშირის პოლიტიკური კურსის გადახედვას შეუწყოს ხელი, რათა ის უფრო ეროვნულ ფასეულობებზე ორიენტირებული გახდეს. ამერიკის გავლენა ევროპაში თუკი შეიძლება შეიცვალოს, მხოლოდ უფრო კონსერვატიულ პარტიებთან და მოძრაობებთან ურთიერთობების განმტკიცების მიმართულებით.

– მან ისაუბრა სუვერენიტეტისა და ეროვნული სახელმწიფოების განმტკიცებაზე – ევროპაში მემარჯვენე მოძრაობების გაძლიერებას არ მოჰყვება „არასტაბილურობა“, არამედ ეროვნული სუვერენიტეტის ჯანსაღი აღდგენა, რაც გამოიწვევს იმას, რომ ევროპული ქვეყნები უფრო მეტად იზრუნებენ საკუთარ მოქალაქეებზე და არა “გლობალურ ელიტებზე

– მან მტკიცედ ისაუბრა რეალისტურ პოლიტიკაზე რუსეთთან და აშშ-ს ხედვებზე საერთაშორისო საფრთხეების მიმართ – ვენსმა დაუფარავად მიანიშნა, რომ ევროპას არ შეუძლია თავისი პრობლემების პასუხისმგებლობა დაუსრულებლად გადააბაროს გარე ძალებს და დაუსრულებლად მოახდინოს საკუთარი საზოგადოების დაშინება “რუსული” თუ “ჩინური” სტიგმებით. და ამან შესაძლოა ევროპულ ქვეყნებს აიძულოს, უფრო რეალისტურად შეხედონ საკუთარ საფრთხეებს, აწარმოონ უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკა და გათავისუფლდნენ იდეოლოგიური მძევლობიდან,” – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს -მეუფე შიო

x

იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს., – ასე მიმართა საზოგადოებას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მირქმის დღესასწაულზე ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა.

​ „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ამ დღეს მირქმა ეწოდება იმიტომ, რომ იერუსალიმის ტაძარში ღრმად მოხუცებული მართალი სვიმეონი მიეგება ორმოცი დღის ჩვილ იესოს, თავის ყოვლადწმინდა დედასთან ერთად. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვან სწავლებას გვაძლევს ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის.

გადმოცემის თანახმად, მართალმა სვიმეონმა იცოცხლა სამას წელიწადზე მეტი, რადგან მას სულიწმინდისგან წინასწარ ეუწყა, რომ არ გარდაიცვლება ისე, რომ თავისი თვალით არ იხილავდა ქრისტე მაცხოვარს. როდესაც მან ხელში აიყვანა ჩვილი იესო, მიიხუტა და გახარებულმა წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ (ლკ. 2, 29-30). ეს ნიშნავს, რომ აღსრულდა ყველაფერი ის, რისთვისაც მე ვცხოვრობდი, ჩემი თვალით ვიხილე მესია, მხსნელი სოფლისა და ამიერითგან შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილსო.

ძვირფასო ძმებო და დებო, იმისთვის, რომ ჩვენც შევძლოთ გარდაცვალების წინ ასეთი სიტყვების წარმოთქმა, უნდა გავხდეთ ღვთის მიმრქმელები. მართალმა სვიმეონმა ასეთ დიდ ღირსებას მიაღწია, მიიღო ეს დიდი პატივი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელში აიყვანა იესო ქრისტე და მიიხუტა, არამედ უფრო მეტად იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. ამდენად, ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ღვთის მიმრქმელი, ყველა იმას, ვინც თავის გულში შემოუშვებს უფალს. აი, სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს უფალი იესო ქრისტე, როდესაც ამბობს: „ვინც მე შემიყვარებს და დაიცავს ჩემს სიტყვებს, მას შეიყვარებს მამაჩემი და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ“ (ინ. 14,23). და სხვაგან ამბობს: „აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. ვინც გაიგებს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ და მასთან ვივახშმებ და იგი ჩემთან“ (გამოცხ. 3,20).

ე.ი. იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს, იქნება ეს მისი სიტყვებით წმინდა სახარებიდან, ბიბლიიდან, თუ იქნება ეს განსაცდელების მეშვეობით. ის, რომ ადამიანი ღვთის ტაძარია, ამას ასწავლიან მოციქულებიც. მაგალითად, წმინდა პავლე მოციქული ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა“ (I კორ. 6,19). სხვაგან ასევე ამბობს: „ნუთუ არ იცით, რომ ქრისტე არის თქვენში“ (2 კორ. 13, 5).

ამრიგად, ვიმეორებ, არ უნდა დავუხუროთ გულის კარი, როცა მოგვიწოდებს უფალი, როცა სურს შემოსვლა ჩვენი გულის საიდუმლო ტაძარში. აი, ეს არის მიზანი ქრისტიანული ცხოვრებისა, ძვირფასო ძმებო და დებო.

და რამ გახადა ღირსი მართალი სვიმეონი, რომ ღვთის მიმრქმელი გამხდარიყო? როგორც ამბობს სახარება: „იგი იყო მართალი წინაშე უფლისა და მოელოდა ნუგეშინისცემას ისრაილისასა“ (ლკ. 2,25). ე.ი. იგი ცხოვრობდა საღვთო სჯულის მიხედვით და თავის გულში ატარებდა იესო ქრისტეს. ამიტომ რას ნიშნავს ეს? რომ მხოლოდ გარეგნული შეხება ქრისტესი არაფრის მომცემია, თუ ამას თან არ ახლავს შინაგანი რწმენა და სიყვარული, მაშინ უსარგებლოა მხოლოდ გარეგნულად შეხება, ვინაიდან ისრაელშიც ბევრი ადამიანი ეხებოდა უფალს ხელით, ფიზიკურად, მაგრამ ამან მათ არანაირი სარგებელი არ მოუტანა, რადგან იმისთვის, რომ გახდე ღვთის მიმრქმელი, უნდა გიყვარდეს უფალი და იცავდე მის მცნებებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღესასწაულს; ვეცადოთ ჩვენც, რომ ვისწრაფოდეთ ამ დიდი პატივისკენ და გამოვავლინოთ ჩვენი სიყვარული ღვთისადმი მისი მცნებების დაცვით, რომ ჩვენს გულებშიც მოიწყოს უფალმა თავისი წმინდა სავანე, რომ ჩვენც შევძლოთ, გავხდეთ ღვთის მიმრქმელები ამ ცხოვრებაში, ხოლო ამ წუთისოფლიდან გასვლის ჟამს ჩვენც წარმოვთქვათ ეს დიდებული სიტყვები: ,,აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით”. ამინ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

“მთავარ არხს” გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, ახალს გავხსნიო, რომ იძახის, ივანიშვილს აგონებს, დამახმარე შენი “საქართველოს ბანკი”, ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხსო, ვნახოთ, ვინ, ვის რას აცლის”-ნატო ჩხეიძე

„მთავარ არხს“ გვარამია აჩერებს შიგადაშიგ, რა დროს, როგორ ჩათვლის საჭიროდ, რა შუაშია გვარამია? ეგ ხომ პოლიტიკოსია, პარტიის თანათავმჯდომარე, პოლიტიკოსის რა საქმეა „მთავარი არხის“ საწვავის გადარიცხვების საქმის კურსში ყოფნა და ამით ვიშვიში, არადა, არის, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩხეიძე აღნიშნავს, გვარამიას აქამდე ივანიშვილი ეხმარებოდა, გვარამიამ კი „ჩაუფლავა ნაღვაწი“.

„მთავარი თუ არ ექნება გვარამიას, ვის რაში უნდა მაგის პოლიტიკოსობა? მით უფრო ივანიშვილი რაღაში დაისაჭიროებს? აქამდე ეხმარებოდა ივანიშვილი გვარამიას: ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ვალს არ სთხოვს, საგადასახადო სამსახური არ ამოწმებს, საბაჟო, ეროვნული ბანკი და პროკურატურა თვალს ხუჭავს დარღვევებსა და დანაშაულებებზე. „საქართველოს ბანკს“ სასათბურე პირობებში ჰყავს.
მეტი რაღა ქნას ივანიშვილმა გვარამიასთვის? რითღა დაეხმაროს? ამ გვარამიამ კი ჩაუფლავა ამდენი ნაღვაწი. თავი გადმოიფარჩავა.

ახალს გავხსიო, რომ იძახის, სინამდვილეში ივანიშვილს აგონებს, – ცოტა მაცალე, ცოტა კიდევ მაცალე, დამახმარე შენი „საქართველოს ბანკი“ და ძმები გილაურები და ისევ გაგიჩენ ოპოარხს, დემოკრატიის საჩვენებლად და ორთქლის გამოსაშვებად. ცოტა კიდევ მაცალე, კაცი არა ხარო, – ამას ეაჯება ახლა გვარამია ივანიშვილს. ვნახოთ, ვინ, ვის, რას აცლის და როგორ…“, – წერს ჩხეიძე.

„მთავარმა არხმა“ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „არხის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული“. არხის განცხადების თანახმად, მუშაობენ, რათა სრულყოფილი ეთერის აღსადგენად ალტერნატიული სახსრები გამონახონ.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები -საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების რუსეთის მხრიდან ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ ქმედებებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

სამწუხაროდ, როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, ზოგჯერ არც ისე ცხადია, რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს -ჯეი დი ვენსი

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპას სიტყვის თავისუფლებას უწუნებს და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაში ამხელს.

კრიტიკული განცხადება ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტის თქმით, სიტყვის თავისუფლება ევროპის მასშტაბით, უკუსვლას განიცდის.

„ვშიშობ, მთელს ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის. ცივი ომი წარმოადგენდა დაპირისპირებას დემოკრატიის დამცველებსა და ამ კონტინენტზე უფრო მეტად ტირანულ ძალებს შორის, რომლებიც ცენზურას უწესებდნენ დისიდენტებს, ხურავდნენ ეკლესიებს, აუქმებდნენ არჩევნებს. არ შეიძლება აიძულო ადამიანები და უკარნახო რა იფიქრონ, რა იგრძნონ, ან რისი სჯეროდეთ. სამწუხაროდ, როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ ზოგჯერ არც ისე ცხადია რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს. მე ვუყურებ ბრიუსელს, სადაც ევროკომისრები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ ისინი აპირებენ სოციალური მედიის დახურვას სამოქალაქო არეულობის დროს იმ მომენტში, როდესაც შენიშნავენ ვციტირებ: „სიძულვილის შემცველ კონტენტს“. ამ ქვეყანას სადაც პოლიციას შეუძლია რეიდები ჩაატაროს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ანტიფემინისტური კომენტარების გამოქვეყნებაში ვციტირებ: „ინტერნეტში მიზოგენიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში“, – განაცხადა ვენსმა.

„გახარია საქართველოსთვის“ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ.

ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.

პარტია ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მათ შორის გაიყვანოს უკანონო საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

„პარტია “გახარია საქართველოსთვის” გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ, მით უფრო მაშინ, როცა ივანიშვილის რეჟიმი ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსს ცვლის რუსეთის სასარგებლოდ და ახდენს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას კონსტიტუციის დარღვევით და ხალხის წინააღმდეგობის ფონზე.

ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის – ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს უკანონო საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდება.

2(15) თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღესასწაულზე ეკლესია მოიხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებიდან. “აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ-არს სჯულსა უფლისასა” (ლუკა 2,22-23). შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მოსეს სჯულის მიხედვით, როცა დედაკაცი მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის შემდეგ ჰქონდა ტაძარში შესვლის უფლება. ოჯახი ასეთ შემთხვევაში ვალდებული იყო, შესაწირავი მიერთმია ღვთისთვის. ღარიბი ოჯახისთვის დადგენილი იყო ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი. ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა უფალს სამადლობელი და განსაწმენდელი მსხვერპლი შესწირეს – ორი ხუნდი მტრედისა. თუმცა ყოვლადწმინდა ქალწულს – დედას ღვთისას არ სჭირდებოდა განწმენდა, რადგან ქორწინების გამოუცდელად შვა წყარო სიწმინდისა, მაგრამ თავისი ღრმა სიმდაბლით რჯულის განწესებას მაინც დაემორჩილა.

იმ ხანებში იერუსალიმში ცხოვრობდა მართალი მოხუცი სვიმეონი. გადმოცემის მიხედვით, იგი იყო ერთ-ერთი სამოცდაათთაგანი, რომლებიც ძველი აღთქმის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულად თარგმნიდნენ. სვიმეონი თარგმნისას დააეჭვა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებმა – მაცხოვარი ქალწულისგან იშვებაო. ჩათვალა, რომ სიტყვა “ქალწული” შეცდომით ეწერა და მოინდომა მისი შეცვლა “ქალით”, მაგრამ ამ დროს ღმერთმა მას ანგელოზის პირით აუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქალწულისაგან შობილ ქრისტეს საკუთარი თვალით არ ნახავდა. მართალი სვიმეონიც სასოებით მოელოდა აღთქმული მესიის მოსვლას.

ღვთის შთაგონებით, მოხუცი ტაძარში იმ დროს მივიდა, როცა იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა რჯულით დადგენილი წესი აღესრულებინათ. სვიმეონმა ხელში აიყვანა ღვთაებრივი ყრმა, აკურთხა ღმერთი და წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა ქვეყნის მაცხოვარზე: “აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა 2,29-32).

ამ საოცარი სიტყვების შესახებ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერს: “იგივე სიტყვები უნდა წარსთქვას ყოველმა ქრისტიანმა კაცმა, როდესაც მოიწევა დღე მისი აღსასრულისა. თუ ღმერთმა შენ, ძმაო, მოგცა ქვეყანასა ზედა გრძელი და შვიდობიანი ცხოვრება, თუ შენ გიყვარდა ღმერთი და, რაოდენიც ძალ-გედვა, ემსახურე მას, აღასრულე ქვეყანასა ზედა სულიერი შენი მოვალეობა, კეთილს საქმეს იქმოდი და მით ადიდებდი ღმერთს შეძლებისდაგვარად შენისა, მაშასადამე, შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონს მართალსა. მან მხოლოდ ჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესო ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია. მაშ შენც, როდესაც მოიწიოს ჟამი შენის აღსასრულისა, არ შეგეშინდეს, არამედ თამამად წარსთქვი სასოებითა, მშვიდობიანითა გულითა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, მშვიდობით”.

იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანა წინასწარმეტყველი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს. “და იყო ანნა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისი; ესე გარდასულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შვიდ წელ სიქალწულითგან თვისით. და ესე იყო ქვრივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთვის ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალემს შინა” (ლუკა 2,36-38).

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი საუბრობს იმის შესახებ, რომ მირქმის დღესასწაული გვაძლევს ჩვენ მრავალ ზნეობრივ სწავლებასა და მხილებას. მაგალითად, ანა წინასწარმეტყველზე წერს: “ნეტავი ერთი მაინც მსმენელთაგანი ქალი ერთ წამს დაფიქრდეს და ჰკითხვიდეს თავის გულში თავის თავს: რომელი ცხოვრება სჯობს, მისი დაფანტული, ამაო, აღელვებული, ჭორითა და ბოროტსიტყვაობითა აღვსებული, ანუ ანნა ქვრივისა, რომელი დღე და ღამე არ განეშორებოდა ტაძარსა ლოცვითა, ვედრებითა და მსახურებითა?”

ქრისტეს შობამდე ყველა მართალი მამაკაცი და დედაკაცი ქვეყნის მომავალი მაცხოვრის – მესიის რწმენით ცხოვრობდა და სასოებით მოელოდა მის მოსვლას. უკანასკნელი მართალი ადამიანები წარმავალი ძველი აღთქმისა – მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ, იერუსალიმის ტაძარში მიგებებოდნენ ახალი აღთქმის მომტანს.

კიდევ რა ზნეობრივ სწავლებას შეიცავს ეს დღესასწაული?

ისევ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს მოვუსმინოთ: “იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვენ ახალი უწმინდესი და უმაღლესი სჯული. გარნა, ვიდრემდის გამოაცხადებდა იგი ახალსა ამას საღმრთოსა სჯულსა, მან იწყო და შეუდგა აღსრულებად ყოველთა ძველის სჯულის ბრძანებათა… დიდება სულგრძელებასა და გარდამოსვლასა შენსა, უფალო! მპყრობელი ცისა და ქვეყანისა მეორმოცესა დღესა შინა, ვითარცა უსუსური ყრმა, ყოვლადწმიდისა დედისა თვისისაგან იქმნების მიყვანილ ტაძრად და შესწირავს შესაწირავსა ღარიბთა კაცთა, ორსა მართვესა მტრედისასა. ესრეთ დაიმალა მან თავი თვისი, რათა გვასწავლოს ჩვენ სიმდაბლე; ესრეთ დაემორჩილა იგი სჯულსა, რათა გვასწავლოს ჩვენცა მორჩილება სჯულისა”.

ღვთის მიგებების (მირქმის) დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დღესასწაულებს განეკუთვნება. მაგრამ, მიუხედავად ადრეული წარმოშობისა, იგი VI საუკუნეზე ადრე არ აღინიშნებოდა. იმპერატორ იუსტინიანეს დროს (527-565წ.წ.) ბიზანტია, განსაკუთრებით ანტიოქია, შეუწუხებია ჯერ მიწისძვრებს, შემდეგ კი საშინელ ჭირს, რომელსაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა. ამ საყოველთაო უბედურების დროს ერთ-ერთ ღვთისმსახურ ქრისტიანს ზეციდან ეუწყა, რომ მორწმუნეებს საზეიმოდ აღენიშნათ ხოლმე უფლის მიგებების დღესასწაული.

მართლაც, იმ წელს, როცა უფლის მირქმის დღეს ღამისთევის ლოცვა და ლიტანიობა აღასრულეს, უბედურებანი, რომელნიც ბიზანტიას დაატყდა თავს, შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ დაადგინა, საზეიმოდ აღენიშნათ უფლის მირქმის დღესასწაული.

მირქმა არის დღესასწაული ადამიანის მიგებებისა, შეხვედრისა უფალთან – იესო ქრისტესთან. ის გვასწავლის, რომ ვინც რჯულის მიხედვით ცხოვრობს, მის მოთმინებასა და სასოებას უფალი აუცილებლად დააჯილდოებს და მიაგებს სიხარულს, მშვიდობასა და ბედნიერებას.

უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო რუსეთმა აეროპორტები შვიდ ქალაქში დახურა

„როსავიაციამ“ რუსეთის შვიდი ქალაქის აეროპორტი დროებით დახურა, მათგან რამდენიმეზე ღამით დრონებით მიიტანეს იერიში.

„როსავიაციის“ ცნობით, თვითმფრინავების მიღება და გაფრენა დროებითი შეზღუდული იყო ქალაქებში: ასტრახანი, ვლადიკავკაზი, ვოლგოგრადი, გროზნო, კალუგა, სარატოვი და ულიანოვსკი.

უწყების განცხადებაში შეზღუდვები უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობით არის ახსნილი.

მანამდე, ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა სამრეწველო ობიექტზე უკრაინული დრონების „მასირებული თავდასხმის“ შესახებ, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი ხუთი კვადრატული მეტრის ფართობზე, რომელიც, მისი ინფორმაციით, სწრაფად ჩააქრეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონზე 17 დრონმა განახორციელა თავდასხმა.

სარატოვის ოლქის ხელმძღვანელმა, რომან ბუსარგინმა ასევე დაწერა ტელეგრამ-არხზე რეგიონის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმის მოგერიების შესახებ.

გარდა ამისა, კალუგის ოლქის ძერჟინსკის რაიონის სამრეწველო ზონაში დრონის ნამსხვრევების დაცემით გამოწვეული ხანძრის შესახებ დაწერა გუბერნატორმა, ვლადისლავ შაპშამ. ამ რაიონში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

როსტოვის ოლქში მოვალეობის შემსრულებელი გუბერნატორის, იური სლიუსარის განცხადებით, დრონებით თავს დაესხნენ დონის როსტოვის, შოლოხოვსკისა და ჩერტკოვსკის რაიონებს. დონის როსტოვში ნამსხვრევები დაეცა კერძო სახლს, სადაც თავდასხმის მომენტში არავინ იმყოფებოდა. ადგილობრივი აეროპორტის მუშაობაზე შეზღუდვები არ დაწესებულა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი 15-17 თებერვალს საქართველოში

15-17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15-16 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 17 თებერვალს კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ომი უკრაინაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში შეიძლება დასრულდეს – ვიქტორ ორბანი

ომი უკრაინაში ექვს თვეზე ნაკლებ დროში შეიძლება დასრულდეს, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე შეიძლება თუ არა, რომ ეს საკითხი უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოგვარდეს, ორბანმა უპასუხა, რომ „ფიქრობს, რომ ეს უფრო ადრე მოხდება“. მისი თქმით, ახლა მშვიდობის მსურველები უფრო მეტნი არიან.

ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ოპტიმიზმი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციითაა განპირობებული, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უნდა დამთავრდეს.

„თუ პრეზიდენტი ტრამპი გამოსავალს ვერ იპოვის, ეს ომი ევროკავშირისთვის შესაძლოა მეორე ავღანეთად იქცეს“, – განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, 12 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც დაახლოებით 1,5 საათს გაგრძელდა. ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ უკრაინა-რუსეთის საკითხი იყო. ტრამპი პუტინთან შეხვედრას საუდის არაბეთში გეგმავს.

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

შა­ბა­თი, მთვა­რის მეთ­ვრა­მე­ტე დღე და­ი­წყე­ბა 22:08-ზე, მთვა­რე სას­წორ­ში იქ­ნე­ბა 15:47-ზე

არ წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი. არ გირ­ჩევთ ვაჭ­რო­ბას, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. კარ­გი დღეა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ურ­თი­ერ­თო­ბი­სას აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. კა­მა­თი და­უშ­ვე­ბე­ლია. კარ­გი დღეა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის­თვის. და­ის­ვე­ნეთ, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბი იძი­ნეთ. მო­ე­რი­დეთ ქორ­წი­ნე­ბა­სა და ჯვრის­წე­რას. გა­ამ­დიდ­რეთ თქვე­ნი რა­ცი­ო­ნი თხი­ლი­თა და მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თით. სი­გა­რე­ტის რა­ო­დე­ნო­ბა და ალ­კოჰო­ლის დოზა შე­ამ­ცი­რეთ. ივარ­ჯი­შეთ სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კის ფონ­ზე.

ვერ­ძი

არ უნდა აი­ღოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე – ეს არა­ფერს მოგ­ცემთ, გარ­და დაღ­ლი­ლო­ბი­სა, ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია, ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე.

კურო

მხო­ლოდ ის, ვინც წი­ნას­წარ გეგ­მავს, შეძ­ლებს და­ას­რუ­ლოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ დღის­თვის არის და­გეგ­მი­ლი, თო­რემ რა­ღა­ცე­ბი სა­ერ­თოდ არ დას­რულ­დე­ბა.

ტყუ­პი

უე­ნერ­გი­ო­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დღეს იგ­რძნოთ, გა­მოწ­ვე­უ­ლია ზედ­მე­ტი მუ­შა­ო­ბით. უნდა გა­მო­ნა­ხოთ დრო სუფ­თა ჰა­ერ­ზე სა­სე­ირ­ნოდ და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სა­ძი­ნებ­ლად.

კირჩხი­ბი

არ უნდა შეხ­ვდეთ ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებს: მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია, რომ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბას რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­დებთ.

ლომი

დღეს შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა უაღ­რე­სად რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც არ უნდა იყოს სა­კი­თხე­ბი, საქ­მი­ა­ნი თუ პი­რა­დი, ამი­ტომ, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჯო­ბია გა­და­დოთ დის­კუ­სია.

ქალ­წუ­ლი

უნდა იფიქ­როთ იმა­ზე, თუ რო­გორ შე­ავ­სოთ თქვე­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი მა­რა­გი, რო­მე­ლიც დღეს ნულს უახ­ლოვ­დე­ბა: სხვა გზე­ბის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საკ­მა­რი­სია იფიქ­როთ იმ კარ­გზე, რო­მელ­საც ხდე­ბა თქვენს ამ­ჟა­მინ­დელ ცხოვ­რე­ბა­ში.

სას­წო­რი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას არ იჩ­ქა­როთ: უნდა აწონ-და­წო­ნოთ ყვე­ლა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­მო­ი­ტა­ნოთ გა­ნა­ჩე­ნი.

მო­რი­ე­ლი

დღეს მთა­ვა­რია კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბი: მათი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ამო­ცა­ნის გა­და­ლახ­ვა, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე რთუ­ლის.

მშვილ­დო­სა­ნი

უმ­ჯო­ბე­სია იგ­ნო­რი­რე­ბა გა­უ­კე­თოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის აგ­რე­სი­ას; წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მათ­თან კონ­ფლიქ­ტი შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზულ ეტაპ­ზე გა­და­ვი­დეს არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და­სას­რუ­ლით.

თხის რქა

მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბა და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც დღეს გექ­ნე­ბათ, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ გად­მო­ი­ბი­როთ თქვენს მხა­რეს ყვე­ლა­ზე და­უ­ღა­ლა­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც კი – ისარ­გებ­ლეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შან­სით და­არ­წმუ­ნოთ ისი­ნი, რომ მარ­თა­ლი ხართ.

მერ­წყუ­ლი

არ უნდა მო­უს­მი­ნოთ მათ, ვინც და­ჟი­ნე­ბით გირ­ჩევთ პრინ­ცი­პე­ბის შეც­ვლას რო­გორც პრო­ფე­სი­ა­ში, ასე­ვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში: თუ მათ და­ნებ­დე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინა­ნებთ თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

თევ­ზე­ბი

დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს გარ­დამ­ტე­ხი, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ მო­ა­ხერ­ხებთ მიმ­დი­ნა­რე ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას და მათ­გან სწო­რი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას.

დონალდ ტრამპის თამაში რუსეთთან

FILE - Former President Donald Trump speaks at Trump National Golf Club in Bedminster, N.J., June 13, 2023, after pleading not guilty in a Miami courtroom earlier in the day to mishandling classified documents. A pretrial conference Tuesday, July 18, to discuss procedures for handling classified information will represent the first courtroom arguments in the case before U.S. District Judge Aileen Cannon since Trump was indicted five weeks ago. (AP Photo/Andrew Harnik, File)

დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან შოკი იყო ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის. აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტერ ჰეგსეტის განცხადებებმა, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში და რომ 2014 წლის საზღვრებთან დაბრუნება არარეალურია, ბევრი კომენტარი გამოიწვია, რომ ტრამპმა უღალატა უკრაინას და დემოკრატიის ღირებულებებს.

თუმცა, ჯერ ნაადრევია ტრამპის განზრახვების შესახებ ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება. ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპი რუსეთს სანქციებით დაემუქრა, თუ ის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე არ დათანხმდებოდა და განაცხადა, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობდა მშვიდობის მიღწევას. ტრამპს იმედი ჰქონდა ჩინეთთან დიდი გარიგების დადებაზე და სი ძინპინთან ერთად რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ.

საიდუმლო დიპლომატიის დეტალები ჩვენი ყურადღებისგან იმალება, მაგრამ ტრამპის რიტორიკის მკვეთრი ცვლილება იმაზე მეტყველებს, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა ჩინეთთან შეთანხმების მიღწევა. ტრამპი დაუბრუნდა თავის იდეას, რომლის განხორციელებას პირველი ვადის განმავლობაში ცდილობდა – რუსეთის და ჩინეთის დაპირისპირებას. რუსეთთან „მეგობრობის“ ილუზიის შექმნით, ტრამპი ახდენს ზეწოლას ჩინეთის ხელმძღვანელობაზე. ტრამპის ახალ „სამშვიდობო გეგმას“ სი ძინპინისთვის ადგილი არ აქვს. ისე ჩანს, რომ ტრამპი და პუტინი გამართავენ პერსონალური შეხვედრების სერიას და მთელ მსოფლიოს გაიყოფენ ისე, რომ არც ჩინეთს და არც ევროკავშირს აზრი არ ჰკითხონ.

ევროპელი პოლიტიკოსები თავიანთ აღშფოთებას ღიად გამოხატავენ. ჩინეთი ვითომ არ იმჩნევს ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსის მკვეთრ ცვლილება, მაგრამ ჩინეთი ვერ დატოვებს ტრამპის საჭადრაკო ნაბიჯს უპასუხოდ. ჩინეთს არ შეუძლია დაუშვას რუსეთი კვლავ პროდასავლური ქვეყანა გახდეს და ევრაზიაში ჩინეთის საპირწონე როლი შეასრულოს.

რუსეთის ჩინეთისგან „მოწყვეტის“ და შეერთებული შტატების მოკავშირედ გახდომის იდეა დონალდ ტრამპს კი არ ეკუთვნის, არამედ აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰენრი კისინჯერს. გასული საუკუნის 70-იან წლებში ჰენრი კისინჯერმა და აშშ-ს პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა განახორციელეს აშშ-სა და ჩინეთს შორის სსრკ-ს წინააღმდეგ თანამშრომლობის იდეა. მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო, კისინჯერმა შესთავაზა ძველი ხრიკის გამეორება, მაგრამ ქვეყნების შეცვლით – შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ალიანსის შექმნა ზედმეტად ამბიციური ჩინეთის წინააღმდეგ.

კისინჯერის იდეაში არის სტრატეგიული გათვლა. 1970-იან წლებში ჩინეთი სსრკ-ზე ბევრად სუსტი იყო ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც და სჭირდებოდა დასავლური ინვესტიციები. სსრკ-ს ძლიერ მოწინააღმდეგესთან, შეერთებულ შტატებთან, ალიანსი ჩინეთისთვის ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

დღეს რუსეთი ეკონომიკურად ჩინეთზე ბევრად სუსტია. უფრო მეტიც, რუსეთი ეკონომიკურად გახდა ჩინეთზე დამოკიდებული, ხოლო მსოფლიო ბაზრებზე პოზიციები დაკარგა. რუსეთს ბირთვული იარაღი მეტი აქვს ვიდრე ჩინეთს, მაგრამ რაც შეეხება ჩვეულებრივ იარაღს, ჩინეთის 5-მილიონიან ჯარს შეუძლია სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთს სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.

სანქციებით დასუსტებულ რუსეთის ეკონომიკას სჭირდება უცხოური ინვესტიციები და გლობალურ ბაზრებზე წვდომა. შეერთებულ შტატებთან ალიანსი შეიძლება იყოს ისეთივე წარმატებული გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება რუსეთისთვის, როგორც გასულ საუკუნეში მაო ძედუნის გადაწყვეტილება დამეგობრებულიყო შეერთებულ შტატებთან სსრკ-ს წინააღმდეგ.

შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ჰენრი კისინჯერის იდეის განხორციელებას, ჯერ კიდევ ღია საკითხია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ტრამპის ყველა დიპლომატიური ინიციატივის მთავარი მიზანი ჩინეთის დასუსტებაა. უკრაინის ომის შესახებ სამშვიდობო შეთანხმება მხოლოდ ერთ-ერთი ბერკეტია, რომელსაც ტრამპი იყენებს გეოპოლიტიკური ბალანსის შესაცვლელად შეერთებული შტატების სასარგებლოდ.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი