Home Blog Page 31

,საქართველოს ავარიდეთ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ზელენსკის მადლობას უხდიან, ბიძინა ივანიშვილს – ასანქცირებენ”- სოზარ სუბარი

ზელენსკის არც ერთი სიტყვა უკრაინულად არ უთქვამს მანამდე, სანამ პრეზიდენტი არ გახდა. მთელი მისი მასხარაობა იყო რუსულად, ამიტომ მის მშობლიურ ენაზე ვეტყვი, რომ რასაც ის აკეთებს ეს არის „ვისკაჩკობა“, მის სიტყვას პატივს არავინ სცემ, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი „დღის ქრონიკაში“ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე.

„ზელენსკიმ გაანადგურა უკრაინა და მას და მასთან ერთად იმ ძალებს, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, სურდათ საქართველო ჩაერთოთ ამ ომში. საქართველოს ავარიდეთ ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ამისთვის მადლობას უხდიან ზელენსკის, რასაც აკეთებს უკრაინაში, გმირად ჰყავთ გამოცხადებული, ბიძინა ივანიშვილს – ასანქცირებენ. ამ შემთხვევაში ნაკლებად სანატრელია ზელენსკის ბედი. ბიძინა ივანიშვილს ისტორია შეაფასებს როგორც ქვეყნის გადამრჩენელს და გმირს, ზელენსკის მოუწევს უკრაინელი ხალხის მიერ გასამართლება “, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად გადადგმული ძლიერი ნაბიჯისთვის – ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაზე, რომელშიც ივანიშვილის საკუთრებაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აკონტროლებს თუ არა იგი პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50 თუ მეტ პროცენტს.

,,ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ დასანქცირებულია იმისთვის, რომ ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში”- ლევან მაჭავარიანი

ბიძინა ივანიშვილი უკვე, ფაქტობრივად, სამი წელია დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება. ამაზე მას არაერთხელ განუცხადებია და ჩვენი გუნდის მხრიდანაც ყოფილა ძალიან ბევრი განცხადება ამასთან დაკავშირებით, როდესაც მას შეუჩერეს წვდომა ორ მილიარდ დოლარზე და ფაქტობრივად მას ყველანაირი სასამართლო დავა აქვს მოგებული და ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, როდესაც ეს სანქციები ამ პერიოდს წამოეწია, რომ თითქოს ამ სანქციების მეშვეობით მას ხელი შეეშლება უკვე იმ ფულის აღებაში, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ მან ის ფული უნდა მიიღოს კრედიტ სუისგან,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის დასანქცირებული იმისთვის, რომ იგი ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში და ის არის მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი გარანტი ქვეყანაში. „ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის დასანქცირებული იმისთვის, რომ იგი ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში, ანუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში.

სხვათა შორის ძალიან ბევრ „ჰედლაინებს“ გადავაწყდი პრესაში, მათ შორის საერთაშორისო პრესაში, რომ თითქოს და ბიძინა ივანიშვილი იმიტომ არის დასანქცირებული, რომ იგი რაღაცა რუსულ გავლენებს ატარებს საქართველოში, მოდით ერთმა პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა, თუ ჩვენმა ოპონენტმა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ერთი მაგალითი მაინც მოგვიყვანოს ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ან ზოგადად „ქართული ოცნების“ შემთხვევაში რა გავაკეთეთ, ან რა გააკეთა ბატონმა ბიძინამ რუსული საქმე, ან რით გავზარდეთ, ან გაზარდა ბიძინა ივანიშვილმა რუსული გავლენები საქართველოში, ერთი მაგალითი მოგვიყვანონ ამასთან დაკავშირებით, ფიზიკურად ვერ მოიყვანენ და ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთა ჩვენმა ოპოზიციამ, ჩვენ სტრასბურგშიც მოვუგეთ სასამართლო პროცესი, ჰააგაშიც მოვუგეთ სასამართლო პროცესი და სწორედ ჩვენი ძალისხმევის შედეგად რუსეთს დაერქვა ოკუპანტი და ყველანაირი საფრთხეები და ის ბრალდებები შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, რომ თითქოს ჩვენმა სამხედროებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები და ჩაიდინეს ომის დანაშაულები, აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენ გადავაზღვიეთ და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ მოვიგეთ ეს პროცესები,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან აღნიშნულ ქმედებებს აქვს დროებითი ხასიათი და ის ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად დაიწყება ჯანსაღ გარემოში გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი. „ეს სანქციები დროში უცნაურადაა დამთხვეული ერთი თვეც აღარ რჩება ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას, 20 იანვარს იქნება ინაუგურაცია, სადაც ბატონი ტრამპი დაიკავებს ოვალურ ოფისს და რაღაცებს ჩქარობენ, ჩქარობენ არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მსოფლიოსთან მიმართებაში. მაგალითად სულ რამდენიმე კვირის წინ მისცეს უკრაინას უფლება გამოეყენებინა ამერიკის შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე, რაზეც სამი წლის განმავლობაში თავს იკავებენ, ანუ ნებისმიერ ასპექტში ეს ადმინისტრაცია ძალიან სამწუხაროა, რომ იქცევა იმგვარად, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს უკვე არჩეულ ადმინისტრაციას, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი, როგორც უკვე აღვნიშნე ერთი თვეც არ არის დარჩენილი, როდესაც ბატონი ტრამპი ოფიციალურად გახდება ამერიკის პრეზიდენტი, ინაუგურაცია მოხდება და შესაბამისად ჩვენ ძალიან ღრმად ვართ დარწმუნებულები იმაში, რომ უკვე ეტაპობრივად დაიწყება ახალ ადმინისტრაციასთან ძალიან ჯანსაღ გარემოში ყველა იმ გამოწვევაზე და პრობლემაზე საუბარი რაც შექმნა მოქმედმა ადმინისტრაციამ,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

,,ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა”- კრემლი 

რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ასევე დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარში აღინიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დროს ცდილობდა.

„აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში, ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეს თავდასხმები მოიგერიეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.

 ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს რუსეთის საჰაერო სივრცეში „აზერბაიჯანის ავიახაზებთან“ დაკავშირებული ტრაგიკული ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა

რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ტრაგიკული ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ასევე დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, საუბარში აღინიშნა, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დროს ცდილობდა.

„აზერბაიჯანულმა სამგზავრო თვითმფრინავმა არაერთხელ სცადა დაშვება გროზნოს აეროპორტში, ამ დროს გროზნოს, მოზდოკსა და ვლადიკავკაზს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეს თავდასხმები მოიგერიეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი რუსეთის ინიციატივით შედგა.

 დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ კონსტიტუციური მიზნების შესრულებას -მაკა ბოჭორიშვილი

დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ კონსტიტუციური მიზნების შესრულებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და დღევანდელი კომპლექსური მოცემულობის გათვალისწინებით, ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ გამოწვევებზე.

„ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, რაც გლობალური პოლიტიკის ეპიცენტრშია, ყველაზე მტკივნეულად საქართველოზე აისახება და განსაკუთრებული სიფრთხილე და იმავდროულად გამბედაობა გვჭირდება იმისთვის, რომ მოცემულ ვითარებაში დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენაზე, სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე.

„დღევანდელი გამოწვევების გათვალისწინებით, მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით შევძლებთ ჩვენი კონსტიტუციური მიზნების შესრულებას და განხორციელებას,“ – აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საგარეო პოლიტიკის გავლენაზე ქვეყნის საშინაო პოლიტიკის განვითარების კუთხით და განმარტა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საშინაო პოლიტიკის სწორი აღქმა და საერთაშორისო პოლიტიკის ზედმიწევნით სწორი ანალიზი, იმისთვის, რომ შევძლოთ საქართველოს ინტერესების დაცვა ამ საკმაოდ რთულ მოცემულობაში.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცე, იმისთვის, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირების ღერძი იყოს ძლიერი.

„სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ინტერესების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო, დღეს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტია, რომელიც ერთგვარად ფრონტის წინა ხაზზეა წარმოდგენილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და ჩვენი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის და საქართველოს ერთგულებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ელჩები კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ძირითად ასპექტებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.

უსამართლო და პარადოქსულია ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართულ, ეროვნულ საქმეს აკეთებს-ირაკლი კირცხალია

x

საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ 2022 წლიდან ბიძინა ივანიშვილი ისედაც იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ასე რომ, ეს არახალია როგორც მისთვის, ისე ჩვენი გუნდისა და საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, უსამართლო და პარადოქსულია ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართულ, ეროვნულ საქმეს აკეთებს.

„უბრალოდ სასაცილოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია, მსოფლიოსთან მიმართებაში სხვა ბევრ მავნებლურ საქმესთან ერთად, და კუდის მოქნევა ხშირად გვიხსენებია, ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს და იძახის, რომ რუსული საქმის კეთების გამო აკეთებს ამას. იმდენად უტიფრები არიან, იმდენად არაობიექტურად, ორმაგი და სამმაგი სტანდარტით არის ეს განცხადება გაკეთებული და იმდენად ლობიზმის სულისკვეთებით არის გაკეთებული, როგორც ბევრი სხვა განცხადება თუ ანგარიში. ერთი ფაქტიც კი ვერ მოიყვანეს, თუ რა რუსული საქმე გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. უბრალოდ სასაცილოა ტრაგიკომედიაა. არა უშავს, ეს არის წარმავალი ადმინისტრაცია.

რომელ ოპოზიციაზეა საუბარი, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის ზელენსკი უხდის მადლობას ბაიდენის ადმინისტრაციას. ამ ყველაფრის შემდეგ, წარმოდგენა არ მაქვს, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის კიდევ თუ შეიძლება, კითხვები გაჩნდეს და ვინმეს რაიმე კონსპირაციის თეორია ეგონოს ის, თუ რეალურად რას გადავარჩინეთ ჩვენი ქვეყანა, სად და რა გზაზე გავიარეთ და რა გზაზე ვდგავართ. რაც შეეხება ზელენსკის თემას, ადამიანი, რომელიც მართავს მიწასთან გასწორებულ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს მილიონობით დევნილი და ასიათასობით დაღუპული, ნობელის პრემიაზე წარადგინეს და ადამიანი, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართული და ეროვნული საქმე უკეთებია, ამ ადამიანს სანქციებს უწესებენ. დანარჩენის განსჯა საზოგადოებისთვის მიმინდვია“, – განაცხადა კირცხალიამ.

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება სამების ეკლესიის, ასობით ეკლესია-მონასტრის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სანქცირებაა, გვყავდა, გვყავს და გვეყოლება ჩვენი დროის გმირები -დავით მათიკაშვილი

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არის სამების ეკლესიის მშენებლობის სანქცირება, ეს არის ასობით ეკლესია-მონასტრის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სანქცირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციების ქვეშ მას შემდეგ იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის უკრაინიზაციის გეგმაზე ხელი არ მოაწერა და ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნა.

„ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქციების შემდეგ მას შემდეგ იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაციის გეგმაზე ხელი არ მოაწერა და ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. მას მერეა არაფორმალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ამ სანქციების ფორმულირებას დღემდე არ ახდენდნენ. იცოდნენ, რომ ეს საკითხი მკვეთრად ნეგატიურად აისახებოდა ჩვენ საზოგადოებაზე, რამე თუ ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არის სამების ეკლესიის მშენებლობის სანქცირება, ეს არის ასობით ეკლესია-მონასტრის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სანქცირება, ეს არის ყველა იმ გაკეთებული უდიდესი კეთილი საქმის სანქცირება, რაც საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა და რაც ყველაზე მთავარია, რას ვერ პატიობენ ბიძინას, ეს არის 2012 წელი, მაშინ როდესაც დასავლეთში დემოკრატიის შუქურად მიჩნეული სადისტური რეჟიმი, რომელიც სინამდვილეში, საკუთარი ქვეყნის ტანჯვით იყო დაკავებული, ტერიტორიების ოკუპანტისთვის ჩაბარებით და ა.შ. აი, ეს რეჟიმი სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე მოისროლა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შედეგობრივად არაფრის მოტანა არ შეუძლია.

„ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, მილევად რეჟიმში მყოფმა ბაიდენის ადმინისტრაციამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი, რომელსაც რეალურად შედეგობრივად არაფრის მოტანა არ შეუძლია. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, ის ღირსებული ნაბიჯები, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი დგამდა ყოველთვის თავის ქვეყნის სასარგებლოდ და ამ მოცემულობაში მოხდა მისი სანქცირება. ითქვა, რომ ეს არისო ჯილდო და დიახ, საკუთარი ქვეყნის მსახურების, უანგარო პატრიოტიზმისთვის მიღებული ჯილდო. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ქართველებს გვყავდა, გვყავს და აუცილებლად გვეყოლება ისეთი ადამიანები, ჩვენი დროის ისეთი გმირები, რომლებიც მერკანტილური ინტერესებისთვის, უცხოეთიდან მიღებული დავალებების ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედებენ და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე განახორციელებენ. ეს არის ის რეალობა, რაც არის ამ სანქცირების შედეგი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდის 44 ბენეფიციარს საახალწლო სურვილები აუსრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი სახსრებით შეძენილი საჩუქრები, ასევე, საყოფაცხოვრებო ნივთები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, გიორგი პაპავასთან ერთად გადასცეს. პატარებმა კი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

„უკვე ტრადიციად იქცა საქველმოქმედო ღონისძიება, რომელიც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ძალისხმევით ყოველწლიურად ტარდება. ძალიან გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. განსაკუთრებით, ახალ წელს ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და გახარებული. მინდა თითოეულ ბავშვს, მოზარდს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო,“ – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო ფონდი „მომავლის გზა“, რომლის ბენეფიციარებიც არიან ბავშვები.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის- მაიკლ მაკკოლი

კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება. მაკკოლის განცხადებას კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მაკოლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის.

„მივესალმები “ქართული ოცნების” მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც დიდი ხნით ადრე უნდა დაწესებულიყო. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისა და ტრანსატლანტიკური მომავლის გზიდან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს“, – ნათქვამია მაკკოლის განცხადებაში.

https://x.com/HouseForeignGOP/status/1872769444440686814

საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო, ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს -სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წევრი უწყებების პირველმა პირებმა.

შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ისაუბრა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ კონტრტერორისტულ ვითარებაზე და ამ მიმართულებით კომისიის წევრი უწყებების მხრიდან მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევასა და წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოს კონტრტერორისტული შესაძლებლობების თაობაზე ასახულ პოზიტიურ შეფასებებს და აღნიშნა „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში („გლობალური ტერორიზმის ინდექსი“), რომელშიც ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას საქართველო, ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს.

კომისიის სხდომაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყანაში არსებულ კონტრტერორისტულ გარემოსა და სამსახურის მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი კონტრტერორისტული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას.

უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“სწორი კითხვაა – რატომ ახლა, საქმე იმაში გახლავთ, რომ…” – გია ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა ამე­რი­კის მიერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­კითხს. მისი თქმით, შემ­თხვე­ვი­თი არ იყო, რომ სან­ქცი­ე­ბის და­ა­ნონ­სე­ბას ახ­დენ­დნენ ძი­რი­თა­დად რეს­პუბ­ლი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი და კონ­გრეს­მე­ნე­ბი

“ვინც დღეს ამ­ტკი­ცებს, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ბა­ი­დე­ნის “კუ­დის მოქ­ნე­ვა” იყო, ან არა­ფე­რი გა­ე­გე­ბა გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში აშშ-ს პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კის, ან უბ­რა­ლოდ “კონა აბა­ზი” პრო­პა­გან­დის­ტია, რო­მე­ლიც შეგ­ნე­ბუ­ლად ატყუ­ებს ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნილ ბაბლს.

შემ­თხვე­ვი­თი არც ის იყო, რომ სან­ქცი­ე­ბის და­ა­ნონ­სე­ბას ახ­დენ­დნენ ძი­რი­თა­დად რეს­პუბ­ლი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბი და კონ­გრეს­მე­ნე­ბი. სწო­რი კი­თხვაა – რა­ტომ ახლა და რა­ტომ ბა­ი­დე­ნის ხე­ლით?საქ­მე იმა­ში გახ­ლავთ, რომ ამ ფორ­მით ტრამპმა შე­იქ­მნა მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი სას­ტარ­ტო პო­ზი­ცია შემ­დგო­მი მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის.

მას ახლა შე­უძ­ლია ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლა, რო­გორც შემ­სუ­ბუ­ქე­ბის, ასე­ვე დამ­ძი­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. თან ისე რომ სწრა­ფად იმოქ­მე­დოს, რად­გან ყვე­ლას ეს­მის, რომ აქ და­ყოვ­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. გზავ­ნი­ლი (ულ­ტი­მა­ტუ­მი) არის ასე­თი: “ტყუ­ი­ლად ჩა­ლი­ჩობ ლო­ბის­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით რა­ღაც მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნას.

არა­ვინ შენ­თან ლა­პა­რაკს არ აპი­რებს. ან მო­იქ­ცე­ვი ისე, რო­გორც გე­უბ­ნე­ბი­ან და რაც ჭირ­დე­ბა შენი ქვეყ­ნის ნორ­მა­ლურ, დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ან მი­ი­ღებ სან­ქცი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას ტრანს-სა­სა­ზღვრო მი­მარ­თუ­ლე­ბით”. სულ ეს არის და ეს…” – წერს ხუ­ხაშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სასანქციო დადგენილების მიხედვით, „ბიძინა ივანიშვილი შეიყვანეს იმ პირთა სიაში, რომელთა მიმართაც დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა; დაიბლოკება ქონება, აქტივები, რომლებიც აშშ-შია განთავსებული“.

მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის-ზელენსკი

მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, მსოფლიოში ყველა პარტნიორს მოუწოდებს, გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ივანიშვილი დღეს თბილისის ფაქტობრივი მმართველია და ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ხალხისთვის დემოკრატიის დანგრევა და დანაშაულებრივი რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, ყველა ხალხს. უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება – ძლიერი ამერიკული სანქციები.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელ პარტნიორს, ყველა პარტნიორს მსოფლიოში, ვინც აფასებს ხალხთა ნორმალურ ცხოვრებას და თავისუფლებას, გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა მან გააცნობიეროს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის განადგურებისა და ქართველი ხალხის დამცირების ფასი. ჩვენ გვჯერა, ვერცერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში ქართველი ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნების მოპარვას“, – აღნიშნულია ზელენსკის გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში.

https://x.com/ZelenskyyUa/status/1872710828375331053