Home Blog Page 30

6 ქულა გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ – გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ალბანეთთან მატჩი შეაფასა.

„რთული თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი ტაქტიკურად უკან ვიდექით და ჩვენს მომენტს ველოდებოდით. საბოლოო ჯამში გაგვიმართლა და ჩვენ გავიტანეთ. მაგარი გოლი შეაგდო ქოჩორამ. 6 ქულა გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ“, – განუცხადა მამარდაშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა ალბანეთის ნაკრებს ტირანაში 1:0 სძლია.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო მატჩებს ჩვენი გუნდი ოქტომბერში, უკრაინის და ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 სექტემბერს ქუთაისში +37 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +25 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24. ბათუმში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ნავარაუდები.

მზიანი დღეა ფოთშიც. დღისით +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +25 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი. +35 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +36 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

გორში დღისით +34 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +25, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +34 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სანამ იმ ნივთს შეიძენთ, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ, კარგად დაფიქრდით, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები და გაუგებრობები. გირჩევთ, მეტი მოუსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ – დღეს თქვენი იდეებით ვერავის გააოცებთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ კომპრომისი მოძებნოთ.

კურო

ბევრი ვალდებულება გაქვთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანების ინტერესები გაითვალისწინოთ და კომპრომისებს დათანხმდეთ. ეცადეთ, საღამომდე ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ, რადგან საღამო მთლიანად დასვენებას და ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და თქვენი ცხოვრება გაცილებით ბედნიერი გახდება.

ტყუპები

მიმდინარე საკითხების მოგვარების გარდა, ამ დღეს საქმიანი თვისებების გამოვლენა და შემოქმედებითი მიდგომის დემონსტრირება მოგიწევთ. ვარსკვლავების აზრით, ამ დღეს სასარგებლო გამოცდილებას და საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ჩიხური ვითარებაა ეს დღე მისგან გათავისუფლების შანსს მოგცემთ. საღამო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს – ეს დაგამშვიდებთ და დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ. ეს როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს ეხებათ. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას, ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.

ლომი

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღე გელით. ამ დღეს ენერგიით სავსე და აქტიური ხართ და ცდილობთ, ყველა სირთულეს ერთად და სწრაფად გაუმკლავდეთ. ეს არასწორი სტრატეგიაა, რადგან შეიძლება სიჩქარეში ის ვერ შენიშნოთ, რაც სანანებლად გექცევათ. ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ცვლილებების ეტაპი, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს. მოსალოდნელია სიურპრიზები და იღბლიანი დამთხვევები. პირად ურთიერთობებში ეცადეთ, ინტუიციას უსმინოთ და საყვარელ ადამიანებთან უფრო დამთმობი იყოთ.

ქალწული

თუ თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ, გირჩევთ ის საკუთარ საჭიროებებს დაუთმოთ: სილამაზის სალონს ეწვიოთ ან სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტაროთ. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ.

სასწორი

უჩვეულო და საინტერესო დღეა. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ. თუ რამე დაკარგეთ, დღეს არსებობს შანსი, რომ ის ყველაზე მოულოდნელ ადგილას იპოვოთ. საკუთარ წარმატებებზე ლაპარაკი და თვითრეკლამა არ მოგერიდოთ – შესაძლოა ვიღაცამ მოგებიანი წინადადება შემოგთავაზოთ. ყურადღება მიაქციეთ რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მოვლენების განვითარება იწინასწარმეტყველოთ.

მორიელი

ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. დროა მათი პრობლემების გადაჭრას და მხარდაჭერას მეტი დრო დაუთმოთ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. გირჩევთ, თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ და დანიშნული შეხვედრები ან მოლაპარაკებები არ გააუქმოთ. ამ დღეს სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ. საღამოს პაემნისთვის საუკეთესო დროა.

მშვილდოსანი

დაგროვილმა სტრესმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უსმინეთ საკუთარ სხეულს და საჭიროების შემთხვევაში საჭირო გამოკვლევები ჩაიტარეთ. კოლეგების დახმარებით საქმეების სწრაფად და წარმატებით დასრულებას შეძლებთ. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ საკუთარი სიმართლე დაამტკიცოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ. პრობლემების გადაჭრითა და სირთულეების გადალახვით სასარგებლო გამოცდილებას შეიძენთ.

თხის რქა

ამ დღეს გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ საკუთარ ინტუიციას უნდა უსმინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ, წესები არ დაარღვიოთ და დადგენილ საზღვრებს არ გასცდეთ. თუ მტკიცედ და თავდაჯერებულად იმოქმედებთ, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თანამოსაუბრე უმიზეზოდ არ აკრიტიკოთ.

მერწყული

დღეს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობები დაინახოთ, რომლებიც აქამდე არ იყო. ეცადეთ, მომენტით ისარგებლოთ და გარემოებებს მოერგოთ. შანსი მოგეცემათ, რომ მენეჯმენტზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. გირჩევთ, არგუმენტები მოამზადოთ, სტრატეგია მოიფიქროთ და მიზანი დაისახოთ. გახსოვდეთ, რომ ემოციური ქმედებები ზიანს მოგიტანთ.

თევზები

კარგი განწყობა და ოპტიმიზმი საქმის ნახევარია, ამიტომ ბნელი ფიქრები მოიცილეთ და გამხიარულდით. შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, მაგრამ ახალი გეგმა წინაზე უკეთესი იქნება. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ.

 ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ – იმდენად მკაცრად, როგორც საჭიროა – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში და შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 10 სექტემბერს დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშების მოსმენისას მათ მოსკოვის შემდგომი გეგმები და მათზე უკრაინის პასუხები განიხილეს.

“[მოვისმინე] დაზვერვის ანგარიშები – დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის – დაწვრილებით უკრაინის ხელთ არსებული შესაძლებლობების, ასევე საფრთხეების შესახებ. ვხედავთ რა ნაბიჯებს გეგმავენ მოსკოვში, შესაბამისად ვიმოქმედებთ – იმდენად მკაცრად, როგორც ეს საჭიროა უკრაინისთვის.

და მინდა ახლა ყველას ვუთხრა მსოფლიოში, ვისაც ჯერ კიდევ რამენაირად სურს პუტინის დახმარება: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ არა უბრალოდ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის დასაცავად, არამედ მსოფლიოს რეალური კონსოლიდაციისთვის ძლიერი პასუხებისთვის ომის გაჩაღებაზე ან ომის გაგრძელების ნებისმიერ მცდელობაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალურად წარადგინა საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ანდრეი სიბიგა, რომლის ძირითად ამოცანებშია უკრაინული დიპლომატიის ისე გადაწყობა, რომ პარტნიორებთან ერთად გამოწვევებზე რეაგირება გაცილებით უფრო აქტიურად ხდებოდეს.

ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი – იყო ფსონიც და გათვლაც ღირსეულ ადამიანებზე, სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება აქცენტირება – მამუკა მდინარაძე

2012 წლის შემდეგ ჩვენს გუნდში ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, ეს ნიშნავს ხაზგასმას ამ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე , – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, თუ რატომ არის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო სიის პირველი ნომერი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე 2012 წლის არჩევნები.

„ეს ნიშნავს ხაზგასმით მნიშვნელობის მინიჭებას, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, არამედ რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. მნიშვნელობით ეს არანაკლები მნიშვნელობის არჩევნები იქნება, ამიტომ არის დღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. საკითხი დგას ასე, ქვეყნის გადარჩენა გახდა პრიორიტეტი და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამისი საწინააღმდეგო ბრძოლას ჩვენ ვხედავთ, განსაკუთრებით, ქვეყნის გარედან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში სპორტსმენების, ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის დასახელებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებზე მოხდა აქცენტირება.

„ჩვენ, როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი საზოგადოების მიმართ შემთხვევითი არ არის, მათ შორის განსაკუთრებული ღირსებით ვინც გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენს სიაში, მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო, ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს ქართული ჰიმნი. ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს და აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც. ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულები იქნებიან ამ მიმართულებითაც იმიტომ, რომ ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო ფსონიც და გათვლაც, რაც გნებავთ დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე. სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვეცდები, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს – გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-10 ნომრად დასახელდა, რის შემდეგაც სპორტსმენმა განაცხადა, რომ ის, “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, შეეცდება, ბევრი კარგი საქმე გააკეთოს:

“როგორც გენო პეტრიაშვილმა, ძალიან ბევრი მაგარი ემოცია შევძინე ჩვენს გულშემატკივარს, რაც შემეძლო. ახლაც ვეცდები, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთო და შევუერთდე ამ ძალიან მაგარ გუნდს. ვეცდები, ჩვენს გუნდთან ერთად, ძალიან ბევრი მაგარი საქმე გავაკეთოთ, ახალგაზრდებისთვის, სპორტსმენებისთვის, ჩემი დევნილებისთვის, რაზეც ყველაზე მეტად მტკივა გული და ზოგადად – ჩვენი ქვეყნისთვის,”- აცხადებს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სიის მეათე ნომერი გენო პეტრიაშვილი.

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან:

ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს – ირაკლი კობახიძე

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები.

„ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს, თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას, თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს, თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართვ ელო გაიმარჯვებს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა . პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან:

ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა-ირაკლი კობახიძე

დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლა რომ არა, დღეს საქართველოში კვლავაც გაბატონებული იქნებოდა ავტორიტარიზმი, აგენტურის რეპრესიული, სრულიად ანტიევროპული მმართველობა.

„ყველას გახსოვთ 2011 წელი, სრული უიმედობა, ავტორიტარიზმი, არჩევნების გაყალბება, ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, მიტაცებული მედია, ომი და დაკარგული ტერიტორიები. სისხლიანი რეჟიმი, რომელიც ძლიერი მფარველობით სარგებლობდა და რომლის შეცვლის იმედი საზოგადოებას უკვე სრულად ჰქონდა დაკარგული. სწორედ ამ დროს საზოგადოების წინაშე წარსდგა ადამიანი, რომელიც მანამდე ჩუმი ქველმოქმედებით იყო ცნობილი. 535 ეკლესიისა და მონასტრის აღდგენა-რესტავრაცია, 400-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია და აღჭურვა, ქართული ჯარის და პოლიციის მასშტაბური აღჭურვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, 300 კილომეტრზე მეტი დაგებული გზა და ხიდების რეაბილიტაცია, მასშტაბური პროექტები სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია და აღჭურვა, საჩხერის საავადმყოფოს მშენებლობა, რომლის მომსახურებითაც ყოველწლიურად 45 000 მოქალაქე სარგებლობს, თბილისის ზაქარია ფალიშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის, თბილისის ფილარმონიის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა, უნიკალური საკონცერტო სივრცის ბლექსი არენას მშენებლობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სხვა მუზეუმების, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის, მრავალი თეატრის, კულტურის ცენტრის, გასართობი პარკის, კინო-თეატრისა და ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. უამრავი სახელოვნებო პროექტის, ფესტივალის, კონცერტის, გამოცემის, სამეცნიერო კვლევისა და ექსპედიციის დაფინანსება. 14 სპორტული ფედერაციისა და ექვსი კლუბის ეკიპირება და ფინანსური მხარდაჭერა, რაგბის განვითარებისთვის გაღებული 100 მილიონიანი ინვესტიცია და ათი სარაგბო კომპლექსის მშენებლობა, საფეხბურთო სტადიონებისა და ბაზების რეკონსტრუქცია, დიდველის სამთო-სათხილამურო კომპლექსის შექმნა, ხელოვნებისა და სპორტის ასობით მოღვაწის სისტემატური მხარდაჭერა, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღების რეაბილიტაცია, მრავალი მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. ეს იმ საქმეთა მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომელიც ერთმა ადამიანმა საკუთარი სამშობლოსთვის მხოლოდ 2012 წლამდე აკეთა. მის მიერ დღემდე განხორციელებული საქველმოქმედო პროექტების სრული ჩამონათვალი ბევრად უფრო ვრცელია, თუმცა ასეთი მასშტაბის ქველმოქმედების ფონზეც კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანის მთავარი ქველმოქმედება მაინც მისი პოლიტიკური ქველმოქმედებაა.

ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლა რომ არა, დღეს საქართველოში კვლავაც გაბატონებული იქნებოდა ავტორიტარიზმი, აგენტურის რეპრესიული, სრულიად ანტიევროპული მმართველობა, კვლავაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იქნებოდა ხელისუფლების მიერ ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, ერთი ხელიდან მართული მედია, არჩევნების გაყალბება, ომი და ნგრევა. ამ ადამიანის გროსმეისტერული უნარი რომ არა, რომლის წყალობითაც ჩვენმა ქვეყანამ მთელი ამ წლების მანძილზე ბეწვის ხიდზე იარა, რათა მშვიდობა, დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, დღეს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა. დღეს რომ საქართველო არის დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო, დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, პირველ რიგში, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი 2 სპორტსმენია სიაში, მაგრამ მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ – ალეკო ელისაშვილი

ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის დუშკაბინით ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ უმძიმესად აქვთ საქმე – აიძულეს ტალახაძე და პეტრიაშვილი, სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არაფერი უშველით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მედიასთან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულთან დაკავშირებით განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში სპორტსმენების – ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ნახვა გულდასაწყვეტია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მათთან ერთად დაამარცხებენ.

„პარლამენტში 4 წელი ვმუშაობდი. პარლამენტში „ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთი სპორტსმენი იყო და შემთხვევითაც არ დასჭერია არცერთ მათგანს მიკროფონზე ხელი. შემთხვევითაც არ შეშლიათ.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ორი ქართველო სპორტსმენი არის „ქართული ოცნების“ სიაში – ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მოცემულობაა, მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს და მათთვის ალბათ, კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება, რომ არ უნდა გაანიავონ ხოლმე ხალხის სიყვარული, არ უნდა დაახურდაონ აბსოლუტურად მათთვის გაუგებარ თანამდებობაზე.

ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის “დუშკაბინით” ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ ძალიან მძიმედ აქვთ საქმე, უმძიმესად აქვთ საქმე. თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ აგებენ, არიან გაკოტრებულები, აიძულეს პირდაპირ ტალახაძე და პეტრიაშვილი, რომ სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ეს უშველით, არაფერი უშველით. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძალიან სახელოვნად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელთა შორის არიან ქართველი სპორტსმენები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან.

ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ხოლო გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

როგორც ცნობილია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიის პირველი ოცეული დაასახელა.

ღონისძიებაზე “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა , “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

პრემიერმა სიის პირველ ნომრად ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.

2020 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არიან:

1. ბიძინა ივანიშვილი;

2. ირაკლი კობახიძე;

3. ირაკლი ღარიბაშვილი;

4. შალვა პაპუაშვილი;

5. მამუკა მდინარაძე;

6. თეა წულუკიანი;

7. ლაშა ტალახაძე;

8. ვახტანგ თურნავა;

9. მაკა ბოჭორიშვილი;

10. გენო პეტრიაშვილი;

11. სოზარ სუბარი;

12. მარიამ ქვრივიშვილი;

13. ანრი ოხანაშვილი;

14. ნიკოლოზ სამხარაძე;

15. ეკა ჭიჭინაძე;

16. შოთა ბერეკაშვილი;

17. ლევან მახაშვილი;

18. მიხეილ ყაველაშვილი;

19. გიორგი გაბუნია;

20. ლიკა შარტავა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ აფასებენ

ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა პირდაპირი საფრთხეა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ.

“საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები მკაცრად გმობენ ირანის მიერ გადაცემასა და რუსეთის მიერ ირანული ბალსიტიკური რაკეტების შეძენას. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომისთვის ირანის სამხედრო დახმარების მეტი ესკალაციაა და შედეგად მოყვება, რომ ირანული რაკეტები ევროპულ მიწას მიწვდება, რაც უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაზრდის. ეს ირანისა და რუსეთის ესკალაციის აქტია, და ევროპული უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.

E3 [დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია] პირადად და საჯაროდ ნათლად ამბობდა, რომ [რაკეტების] გადაცემის შემთხვევაში ახალ და მნიშვნელოვან ზომებს მიიღებდა ირანის წინააღმდეგ. ახლა გვაქვს დასტური, რომ ირანმა ეს გადაცემა განახორციელა. დაუყონებლივ ნაბიჯებს გადავდგამთ, რომ ირანთან ორმხრივი საჰაერო სერვისების შეთანხმებები გავაუქმოთ. დამატებით, ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა და რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა იარაღის გადაცემაში ჩართული მნიშვნელოვანი ორგანიზაციებისა და პიროვნებების [სანქცირებისთვის] განსაზღვრაზე ვიმუშავებთ. ასევე, ვიმუშავებთ Iran Air-ის დასანქცირებაზე.

E3 ამ გადაცემებისთვის ჩვენი ძლიერი პასუხისთვის მჭიდრო კოორდინაციაშია ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან. მოვუწოდებთ ირანს, დაუყონებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ყველანაირი მხარდაჭერა და თავისი ბალისტიკური რაკეტების განვითარება და გადაცემა შეაჩეროს,” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.