Home Blog Page 3

,,პრეზიდენტთან შეიქმნა კოალიციური საბჭო, რომელიც ყოველდღიურ გეგმებზე იმსჯელებს”- ბადრი ჯაფარიძე

პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და რომელიც არის ყველაზე ეფექტური [შედეგის მისაღწევად], – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის დაწყვებამდე განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, მოქალაქეების პროტესტის გარდა დადებითი შედეგი მოიტანა პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ, რომ სრულ იზოლაციაში მოქცეულიყო „ქართული ოცნება“.

„ახლა გვექნება შეხვედრა პრეზიდენტთან, შეიქმნა მასთან კოალიციური საბჭო, რომელიც იმსჯელებს ყოველდღიურ გეგმებზე. პოლიტიკური აქტორები უკვე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, სრულიად იზოლირებულია ეს ძალა, მარტოა ე.წ. პარლამენტში, მარტოა გარე სამყაროსთვის დარჩენილი. ამ იზოლაციაში ძალიან დიდი როლი შეასრულა სწორედ პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ. ამას ჩვენ გავაგრძელებთ და მინდა ვთქვა, რომ დადებითი შედეგი მოიტანა ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურმა ბრძოლამ და მშვიდობიანმა პროტესტმა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

,,ეს საქმე ეროვნულია, ნამდვილი ქართულია, რაც ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ამტკიცებს”- მიშო ჯავახიშვილი

მთელი ცხოვრება, ქართული კულტურის – ხალხური შემოქმედების წიაღში ვიზრდებით მე, ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები. მთელი ცხოვრება ამ საქმის კორიფეების ხელმძღვანელობით გავიარეთ. სიმღერით მეგობრებთან ერთად მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის. არასდროს დაყოფა და სიძულვილი, – წერს ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი, მიშო ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მხოლოდ სწორ გზაზე დგომა, ეროვნულ კულტურაზე ფიქრი და მის პოპულარიზებაში მონაწილეობაა მთავარი და ამ გზაზე სწორი სვლით მიდის ანსამბლი “მართვე”, რასაც მისი ძლიერი, მყარი ისტორია ამტკიცებს. ჯავახიშვილის თქმით, ვინც ამ საქმეს სიმართლითა და თავმდაბლობით ემსახურება, მის გულში სიკეთე და სითბო ისადგურებს.

“ხალხურ სიმღერას ერთი უცნაური თვისება აქვს, თუ შენ გვერდით მდგომი კაცი არ გიყვარს, ისე ვერ იმღერებ!” – ანზორ ერქომაიშვილი.

მთელი ცხოვრება, ქართული კულტურის – ხალხური შემოქმედების წიაღში ვიზრდებით მე, ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები. 

მთელი ცხოვრება ამ საქმის კორიფეების ხელმძღვანელობით გავიარეთ. 

სიმღერით მეგობრებთან ერთად მრავალი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანია ჩვენი ქვეყნისთვის. არასდროს დაყოფა და სიძულვილი… არასდროს ვინმეს ან რამის გამო უკან დახევა და შიში…. მხოლოდ სწორ გზაზე დგომა… ისევ და ისევ აღმატებულზე – ეროვნულ კულტურაზე ფიქრი და მის პოპულარიზებაში მონაწილეობაა ჩვენი ცხოვრების წესი. 

ამ გზაზე მუდამ სწორი სვლით მივდივარ ჩემს გვერდში მდგომებთან ერთად.
დღეს, ამ სწორ გზას ანსამბლი “მართვე” და მისი ძლიერი, მყარი ისტორია ამტკიცებს. 

მრავალ თაობა გამოვლილ დიდ ძალას და ეროვნულ საქმეს, ჩვენი დიდი პედაგოგების გაკვალულ ნათელ გზას, მუდამ სასარგებლო ნაყოფი გამოჰქონდა და ეს, ასე გაგრძელდება!

ეს საქმე ეროვნულია, ნამდვილი ქართულია, რაც ჩვენს ქვეყანას აძლიერებს და ამტკიცებს, ამ სამჭედლოში გამოზრდილი ბიჭები და გოგონები, ერის სულიერი სიმტკიცეა, რაც ვერ წაიშლება. ვერც ვერავინ, კარნახითა და არაჯანსაღი მოსაზრებებით შეარყევს, ვერც შიდა თუ გარედან წამოსული რყევებით შეიტანს ბზარს. ეს გზა მტკიცეა და მყარი ნაბიჯებით გაგრძელდება ამ ქვეყანაში.

სიმღერა ჩვენი სულიერი განძია. მუსიკა, გულში გავლილი, ამთელებს, სულსა და გულს სიკეთით მომართავს. ვინც ამ საქმეს სიმართლითა და თავმდაბლობით ემსახურება, მის გულში სიკეთე და სითბო ისადგურებს. 
ყველაფერი გაივლის, ყველა თავის თავთან დარჩება მარტო… ამ ფიქრებში, გულითა და გონებით სიმშვიდეს და სიყვარულში გაძლიერებას გისურვებთ!

“ღმერთს შენთვის გონება და გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს… გონებაგანვითარებულ უზნეოს კარგი ხასიათის გონებაგანუვითარებელი სჯობია” – ილია მართალი.” – წერს მიშო ჯავახიშვილი.

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს- ნახეთ, ახალი კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8130 ლარი ეღირება, ევრო – 2.9241 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5326 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8119 ლარი ღირდა, ევრო – 2.9221 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5236 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 დეკემბერს ამოქმედდება.

ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი დგას მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით.

„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაზარალებულებს. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ თქვენი და მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხის მწუხარებას და გიცხადებთ თანაგრძნობას ამ მძიმე წუთებში“, – აღნიშნულია წერილში.

ოპოზიციას პოლიტიკური ბალადა უნდოდა შეექმნა ამ მოვლენებით და პოლიტიკური სატირა გამოუვიდათ -თამარ ჩიბურდანიძე

ოპოზიციის იდეებზე კომენტარების კეთებაც კი აღარ შეიძლება, იმდენად კომიკური და აბსურდულია, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას პოლიტიკური ბალადის შექმნა სურდა, თუმცა პოლიტიკური სატირა შექმნეს.

„ოპოზიციის იდეებზე კომენტარების კეთებაც კი აღარ შეიძლება, იმდენად კომიკური და აბსურდულია. რა დააშავა ამ ქვეყანამ ასეთი, რომ ნორმალურ ოპოზიციას ვერ ეღირსა? რადგან ამ რეალობის წინაშე ვართ, მივყვეთ მათ გეგმებს.

შიდადაპირისპირების, კრიტიკის და ურთიერთბრალდებების ფონზე ჯერ კიდევ ახერხებენ ფასადურ ერთობას, რადგან ერთი პატრონი ჰყავთ უცხოეთიდან და ერთი მიზნისთვის იმართებიან – სახელმწიფო გადატრიალებისთვის.

მართალია, ჯერჯერობით არც გადატრიალება ჩანს და არც რევოლუცია, თუმცა, გადაუტრიალებელ სახელმწიფოში უკვე დღე-დღეზე ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციური „საბჭო” შემოგვთავაზა, რომელმაც თურმე უნდა მართოს ქვეყანა, ანუ, საქართველოში ორხელისუფლებიანობისთვის ემზადებიან, თუმცა, არ სცოდნიათ რა არის ორხელისუფლებიანობა.

ეს სცენარი დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციიდან დაწყებული, ბევრგან გვაქვს ნანახი და ყველგან ლიბერალ-სოციალისტების თაოსნობით, მაგრამ ის თუ იცის ჩვენმა ოპოზიციამ, რომ ჯერ რევოლუცია უნდა მოაწყონ ნაწილობრივ მაინც, წაართვან რამდენიმე ინსტიტუტი, შეიტანონ განხეთქილება ძალოვნებში და ხალხის უდიდესი ნაწილი გადაიბირონ?

საინტერესოა, ზურაბიშვილი საკუთარი „საბჭოს” გადაწყვეტილებებს რომელ ბეჭედს დაუსვამს და შემდეგ ვინ აღასრულებს მის ბრძანებებს, ან რა ფინანსებით? თუკი ბრძანება ვერ გაეცი და მას აღსრულება არ მოჰყვა გადაბირებულ ინსტიტუტებში მაინც, მაშინ ეს ორხელისუფლებიანობა კი არა, მხოლოდ საკუთარი თავის ხელისუფლებიანობაა, რაც ისედაც აქვთ. რაც შეეხება უცხოურ მხარდაჭერას, მათი მცდელობაც ფუჭია, რადგან ლეგიტიმაციას ხალხი აძლევს ხელისუფლებას და არა უცხოეთი.

ოპოზიციას პოლიტიკური ბალადა უნდოდა შეექმნა ამ მოვლენებით და პოლიტიკური სატირა გამოუვიდათ. უმჯობესია დაფიქრდნენ ამაზე, სანამ ეს სატირაც მათსავე ტრაგიზმში გადაზრდიათ,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

არ არსებობს ფაქტი, რომ პოლიციას დაეწყოს მოქმედება მშვიდობიანი აქციის დროს -გურამ მაჭარაშვილი

მაშინ როდესაც ხდებოდა აგრესიულად განწყობილი 200-300 აქციის მონაწილის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, არ არსებობს ფაქტი, რომ პოლიციას დაეწყო მოქმედება მშვიდობიანი აქციის დროს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა Human Rights Watch-ის ანგარიშის შეფასებისას.

„მინიმუმ ოთხი-ხუთი ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა, თუ როგორ ხდებოდა აგრესიულად განწყობილი 200-300 აქციის მონაწილის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა, პიროტექნიკის სროლა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, შტურმი პარლამენტზე და ეს ყველა შემთხვევაში დამწყები რადიკალური ოპოზიციის ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ. ფაქტი არ არსებობს, რომ პოლიციას დაეწყო ზოგადად მოქმედება, თუკი არის მშვიდობიანი აქცია და როდესაც ძალადობრივი აქცია იწყებს თავდასხმას პოლიციაზე, ყველა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოხდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის იმ პროექტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დაიწერა სწორედ მაშინ, როდესაც სქართველომ უარი ვუთხარით მეორე ფრონტის გახსნაზე უცხოურ ძალას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მოსკოვსა და კევის შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბორის ჯონსონის და ზოგადად დასავლეთის ინიციატივით არ შესრულდა -ალექსეი არესტოვიჩი

x

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ 2022 წლის მარტში სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად მოსკოვსა და კიევს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის და ზოგადად დასავლეთის ინიციატივით არ შესრულდა.

არესტოვიჩმა მაშინ ომის გაგრძელების თაობაზე უკრაინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.

„2022 წლის 29 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას სტამბოლში. 9 აპრილს კი ზელენსკისა და პუტინს შორის უნდა შემდგარიყო შეხვედრა და შეწყვეტილიყო ცეცხლი, დაწყებულიყო მათი პირისპირ მოლაპარაკებები. ჯონსონიც სწორედ ამ დღეებში ჩამოვიდა კიევში. ზელენსკის პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არახამიამ პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ ჯონსონი იყო ის, ვინც თქვა, რომ არა, ომი გააგრძელეთო. ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ჯონსონის პასუხისმგებლობა არ იყო. ჩემი აზრით, მხოლოდ ჯონსონის პოზიცია არ იქნებოდა საკმარისი. აქ იქნებოდა ბაიდენის ადმინისტრაციიდანაც გზავნილებიც. რატომ დავუჯერეთ, ეს ცალკე კითხვაა. ჩვენ მაშინ მართლაც შევაჩერეთ რუსეთის თავდასხმის გეგმა. რუსეთი მოლაპარაკებების დროს მიდიოდა დიდ დათმობებზე. ამას ემატებოდა ბუჩას ტრაგედიის ტრავმებიც და ვფიქრობ, უკრაინის მხრიდან უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო ომის გაგრძელება“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

2025 იქნება ყველა იმ ადამიანის თანადგომის წელი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა განსაკუთრებით დასჭირდება -კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, უპრეცედენტოდ გაზრდილია.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიარდ 455 მლნ ლარს შეადგენს.

„გუშინ საკრებულოში გვქონდა შეკრება, სადაც თბილისის მოსახლეობას ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გაკეთდა 2024 წელს, რა პროექტები განვახორციელეთ. ეს წელი შთამბეჭდავი იყო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ. ვხედავთ და ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ რჩება ქალაქში და მაქსიმალურად ვცდილობთ, შესაბამისად ვუპასუხოთ მათ. მზად ვართ, ღირსეულად ვემსახუროთ თბილისს და ყველა პრობლემა ეტაპობრივად დავძლიოთ. მინდა, საკრებულოს თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. გუშინ დამტკიცდა დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი, რომლის მოცულობა 2 მილიარდ 455 მლნ ლარია. 2017 წელს, როდესაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მერად ამირჩია, 2018 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 800 მილიონ ლარზე მეტი იყო. 2025 წლის ბიუჯეტიც მიმართულია პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაზე, რაც ქალაქს კიდევ უფრო განავითარებს, დაამშვენებს და კომფორტულს გახდის. მომავალ წელსაც განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს დაეთმობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და ფინანსთა სამინისტროს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას, რაც გვაძლევდა და გვაძლევს საშუალებას, ყოველწლიურად მეტი გაკეთდეს ამ ქალაქის თითოეული მცხოვრებისთვის. მადლობას ვუხდი ამ მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს. 2025 წელი იქნება კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცის შექმნის, მეტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, მეტად კეთილმოწყობილი სივრცეებისა და ყველა იმ ადამიანის თანადგომის წელი, რომელსაც განსაკუთრებით დასჭირდება მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა.

მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ქალაქს, თბილისის მთავრობას და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს  ამ საქმიანობაში. შეიძლება ყოველდღიურად მე უფრო მეტად ვჩანვარ საზოგადოებაში, მაგრამ ჩემს უკან 32 000-მდე ადამიანი დგას, ვინც დედაქალაქს და მის მცხოვრებლებს ერთგულად ემსახურება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წარმოიდგინეთ, საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ქალი ქალს აღარ ჰგავდეს, კაცი – კაცს და მეზობელი მეზობელს -მამუკა მდინარაძე

წარმოიდგინეთ, საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ქალი ქალს აღარ ჰგავდეს, კაცი – კაცს და მეზობელი მეზობელს, ბოლო პუნქტის შესრულება ამ ქალს დააწყებინეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ნანა დიხამინჯიასა და მდინარაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ასახავს.

„ჩემს სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა, მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ.

გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, ჩემი მეზობელი (შემთხვევით), რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას.

პ.ს. ვამატებ – ახლა მომწერეს, ეს ქალი მთლად ლგბტ პროპაგანდისტი ყოფილა, ახლა უფრო ნათელია ყველაფერი.

წარმოიდგინეთ, საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, ქალი ქალს აღარ გავდეს, კაცი – კაცს და მეზობელი მეზობელს, ბოლო პუნქტის შესრულება ამ ქალს დააწყებინეს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ, ვაჩვენოთ, რამდენი ვართო და ეს ქალი დამახვედრეს, რომელმაც ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის ვიდეოს, რომელიც მას სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მდინარაძის განცხადებით, ერთი კვირაა რადიკალების მთავარი განსახილველი თემა მისი სტატუსებია და ქალმაც, რომელიც მას დახვდა, ჯაშუშების უმრავლესობის მსგავსად, ნერვები მწყობრში ვერ აქვს.

“ჩემს სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ. გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, ჩემი მეზობელი (შემთხვევით), რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას” – წერს მამუკა მდინარაძე.

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს – ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.

ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა.

„დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დღევანდელი დღე ისტორიული მნიშვნელობისაა.

წლების სვლასთან ერთად, კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ 47 წლის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო.

ჩვენი უწმინდესი, ჩვეული სიბრძნით, ზნეობისა და ადამიანთა სიყვარულის დიდი უნარით კვლავ შეუდრეკლად დგას ჩვენი – მისი სულიერი შვილების სიმტკიცისა და ღირებულებებისადმი ერთგულების სადარაჯოზე. ვუსურვებ მას კიდევ მრავალი წელი საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ”, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში ექვსი ადამიანი გადარჩა – მედია

ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფაში ექვსი ადამიანი გადარჩა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრზე აკმარალ ალნაზაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.