Home Blog Page 3

რატომ აღარ იყენებს რუსეთი ყირიმის ხიდს თავისი ჯარების მოსამარაგებლად? – უცხოური პრესა

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ აღარ იყენებს რუსეთი ყირიმის ხიდს თავისი ჯარების მოსამარაგებლად?“ (ავტორი – არპან რაი), რომელშიც საუბარია ექსკლუზიურად მიღებულ ფაქტებზე. „მოსკოვი ცდილობს, რომ უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის ქვედანაყოფების იარაღით და სხვა მასალებით მომარაგების უზრუნველსაყოფად, ქერჩის სრუტეზე გადებული ყირიმისა და ტამანის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდით აღარ ისარგებლოს“, – ნათქვამია სტატიაში.

რატომ მიიღო მოსკოვმა ასეთი გადაწყვეტილება და რომელი ალტერნატიული გზებით უნდა განხორციელდეს რუსეთის არმიის მომარაგება?

როგორც კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათები აჩვენებენ, ხიდზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს – ყირიმის ანექსიის შემდეგ – ააშენა, სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა თითქმის  აღარ შეიმჩნევა.

როგორც უკრაინის კერძო სადაზვერვო სააგენტო „მოლფარის“ ანალიტიკოსები ამბობენ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მასზე მხოლოდ ერთმა სატვირთო მატარებელმა გაიარა – 29 თებერვალს, საწვავის 55 ცისტერნით, ხოლო მარტ-აპრილში ხიდის მეშვეობით რუსეთის სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ გადაადგილებულა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქერჩის ხიდი უკვე აღარ ასრულებს მნიშვნელოვან როლს რუსეთის ჯარების მომარაგებაში და უკრაინის არმიისათვის ეფექტურ სამხედრო სამიზნეს აღარ უნდა წარმოადგენდეს. საინტერესოა, რომ ხიდის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც უკრაინის დრონებმა 2023 წლის 17 ივლისს მისი საავტომობილო ნაწილი და სარკინიგზო ხაზი დააზიანეს.  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმისა და ტამანის დამაკავშირებელ საკომუნიკაციო ობიექტს „კანონიერი სამხედრო სამიზნე“ უწოდა – „ყირიმის ხიდს ომი მოაქვს და არა მშვიდობა, ამიტომ მისი ნეიტრალიზება უცილებელია“.

უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ვასილ მალიუკას განცხადებით, სანამ 17 ივლისს ქერჩის (ყირიმის) ხიდზე აფეთქებები განხორციელდებოდა, ყოველდღიურად მასზე იარაღით დატვირთული დაახლოებით 40 სამხედრო ეშელონი გადადიოდა. ამჟამად კი დღეში მხოლოდ ოთხი სამგზავრო მატარებელი დადის.

დაკვირვების შედეგები აჩვენებს, რომ მოსკოვი სახმელეთო მარშრუტების გამოყენებაზე გადავიდა და სარგებლობს უკრაინის ანექსირებული ტერიტორიებზე არსებული სატრანსპორტო კომუნიკაციებით. მკვეთრად არის გაზრდილი ტვირთების მოძრაობა ტამანიდან როსტოვის ოლქის მიმართულებით.

როგორც „ინდეფენდენთის“ კორესპონდენტს „მოლფარის“ გენერალურმა დირექტორმა არტემ სტაროსეკმა შეატყობინა, ახლა კიევს მოუწევს თავისი ყურადღება გაამახვილოს დონბასის სამხრეთით მდებარე მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე და მარიუპოლზე, სადაც სახმელეთო კომუნიკაციები – საავტომობილო გზატკეცილები მოქმედებენ და რუსეთის სარკინიგზო ჯარები რკინიგზის დაზიანებულ ხაზს არემონტებენ (140 კილომეტრიან მონაკვეთს) და ახალი გაჰყავთ (63-კილომეტრიანი მონაკვეთი). მოსალოდნელია, რომ გზის მშენებლობა ზამთრის დაწყებამდე დასრულდება.

ვასილი სტაროსეკის თქმით, უკრაინისათვის უფრო მომგებიანი იქნება სახმელეთო მარშრუტების განადგურებაზე გადავიდეს იმის ნაცვლად, რომ თავისი რესურსები ყირიმის ხიდზე დახარჯოს. „დღეს სწორედ სახმელეთო გზები წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს, ვიდრე სამხედრო ტვირთების გარეშე დარჩენილი ყირიმის ხიდი“, – ამბობს „მოლფარის“ გენერალურმა დირექტორი, – დასავლეთისაგან მიღებული იარაღი იმ გზების დაზიანება-განადგურებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, რომლითაც რუსეთის არმია საბრძოლო მასალებს იღებს“.

წყარო

კანდიდატის სტატუსის შეჩერების შანსი ნულია-შალვა პაპუაშვილი

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ნული არის [მისი შეჩერების] შანსი, ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ასახელებდნენ, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი კვლავ იხდის სასჯელს, საქართველოს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და ქვეყანამ სტატუსი მაინც მიიღო.

„ევროკომისია, როდესაც საუბარი არის ევროპარლამენტარებზე, პირდაპირ გვეუბნება, რომ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ ამ ევროპარლამენტარებს, ნული ყურადღება. მათი გადასაწყვეტი ეს საკითხი საერთოდ არ არის. ამიტომ ამ პარლამენტარებს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მით უმეტეს, მათ მიმართ ნდობა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს დიდი კითხვის ნიშნები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციების ტექსტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტები წერდნენ, რაც „ამერიკაში მოქმედი ქართული კანონით“ (FARA) დადასტურდა.

„პირდაპირ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტების მომზადება იყო ერთ-ერთი საქმიანობა, რომელსაც ამერიკელი ლობისტები ეწეოდნენ. ასე რომ, როდესაც ჩვენ აქ, ვხედავთ პოლიტიკურ კორუფციის პირდაპირ მინიშნებებს, ამ ხალხის მიმართ ნდობა არ არსებობს. მათი განცხადებები არის ჩვეულებრივი პარტიული განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველებისა, ეს ერთი. და მეორე – ევროკომისიის მხრიდანაც არის ცხადი პოზიცია, რომ არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტარების განცხადებებს. ეს არის მათი ინდივიდუალური პოლიტიკური აქტივობა, მით უმეტეს, რომ ერთ თვეში ექნებათ არჩევნები და ამ პარლამენტარიდან, რომელი დარჩება ევროპარლამენტში და რომელი არა, ჯერ კიდევ საკითხავია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ალბათ, მოსკოვიდან დარეკეს”- გერმანელი ექსპერტის აზრით, ქართული კანონპროექტის უკან კრემლი დგას”- რას წერს უცხოური პრესა?

გერმანული ჟურნალის „მერკურის“ (Merkur) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია/კომენტარი სათაურით „ალბათ, მოსკოვიდან დარეკეს“: გერმანელი ექსპერტის აზრით, ქართული კანონპროექტის უკან კრემლი დგას“ (ავტორი – ვიქტორია კრუმბეკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

თბილისში უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები მიმდინარეობს იმ კანონპროექტის წინააღმდეგ (სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“), რომლის მიღება ხელისუფლებას აქვს დაგეგმილი: საკანონმდებლო დოკუმენტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, იუსტიციის სამინისტროში უნდა დარეგისტრირდნენ და ანგარიში გააკეთონ მიღებული თანხების წარმომავლობის თაობაზე. გერმანელი ექსპერტების ვარაუდით, კანონპროექტის უკან შეიძლება კრემლი იდგეს.

„ვამბობთ კანონს, ვგულისხმობთ კრემლს?“

თბილისში დემონსტრაციების მთავარი ლოზუნგები ასეთია: „არა რუსულ მთავრობას!“, „არა რუსულ კანონს!“, „ჩვენ არ დავიღლებით, უკან არ დავიხევთ!“. პოლიციელები მიტინგის დაშლას ცრემლმდენი გაზით, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით ცდილობდნენ.

ოპონენტები საქართველოს მთავრობას რუსეთთან დაახლოების გამო აკრიტიკებენ: მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონი თავისი არსით და მიზნებით ძალიან ჰგავს რუსულ საკანონმდებლო აქტს „უცხოური აგენტების შესახებ“.
როგორც კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელი თბილისში შტეფან მალერიუსი ამბობს, „სინამდვილეში საქართველოში ამ კანონის არანაირი საჭიროება არ არის. იგივე კანონპროექტის მიღებას ხელისუფლება შარშანაც ცდილობდა, მაგრამ შემდეგ, სახალხო პროტესტის გამო, მთავრობამ უკან გაიწვია. ახლა კი მისი ხელახლა დაბრუნება მოულოდნელად მოხდა“.

ჩარევა გარედან: „ალბათ, მოსკოვიდან დარეკეს…

შტეფან მალერიუსს დიდი ეჭვი აქვს, რომ კანონპროექტის განმეორებითი შეტანა პარლამენტში გარედან ჩარევის შედეგად მოხდა, დიდი ალბათობით – რუსეთიდან. „ალბათ, კრემლიდან დარეკეს, რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვიდან… ეჭვი მაქვს, რომ ამ კანონის უკან რუსეთი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დგას – იგი მილიარდერია, მმართველი პარტიის დამფუძნებელი და კულისური ლიდერი… მას რუსეთიდან უთხრეს და მიანიშნეს, რომ ეს კანონპროექტი სწორედ ახლა უნდა იქნეს მიღებული“.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო. მესამე მოსმენა ორი კვირის შემდეგ გაიმართება. მოსალოდნელია, რომ საქართველოს პროევროპელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ საკანონმდებლო ორგანოში საკმაო უმრავლესობა ჰყავს, რომ პრეზიდენტის ვეტო გადალახონ და ისევ მიიღონ.

მმართველი პარტია კანონის ძალაში შესვლას მაისი შუა რიცხვებში გეგმავს. საქართველო ოფიციალურად ითვლება ევროკავშირის მიღების კანდიდატად გასული წლის დეკემბრიდან, თუმცა, როგორც ბუნდესტაგში გერმანიის მწვანეთა პარტიის დეპუტატი ანტონ ჰოფრაიტერი ამბობს, საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში აღნიშნული კანონის გამო ეჭვქვეშ დგება, რითაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საფრთხე ემუქრება.

წყარო

“რა თქმა უნდა ნაკლებია ნდობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებდნენ” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს კანონმდებლობის მიღებაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს პარლამენტი. ეს არის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება, რომ მიიღოს კანონი ქართველი ხალხის სახელით და ზუსტად ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესში და ქართველი ხალხის მხრიდან მხარდაჭერილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს ამ კანონს და მიიღებს. რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკოსისა და უცხოელი აქტორების მოსაზრებებს, ბევრი გვსმენია, მათ შორის ევროპარლამენტარების, ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ამით სამხედრო დაპირისპირებისკენ გვიბიძგებდნენ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოგვიწოდებდნენ და ზოგიერთი დღემდე არ იშლის. შემდეგ რომ ეს ადამიანები მოგვიწოდებენ კანონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ მიმართ ნდობა ნაკლებია. რაც შეეხება ზოგადად კოლეგებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველასთან საუბრისთვის მზად ვართ. ვისაც აქვს არგუმენტები ვისმენთ ამ არგუმენტებს. სამწუხაროდ, დღემდე, რაიმე ღირებული და შინაარსობრივი არგუმენტი არ მოგვისმენია. მიდის აბსოლუტური ტვინის გამორეცხვის მეთოდით მუშაობა, კანონის დაბრენდვა და დისკუსიის აკრძალვა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კუდიანებზე ნადირობა დაკავშირებულია მხოლოდ არჩევნებში ჩარევასთან -დონალდ ტრამპი

Republican presidential candidate former President Donald Trump speaks at a Super Tuesday election night party Tuesday, March 5, 2024, at Mar-a-Lago in Palm Beach, Fla. (AP Photo/Evan Vucci) J

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუდიანებზე ნადირობა დაკავშირებულია მხოლოდ არჩევნებში ჩარევასთან, რათა თაღლით ჯო ბაიდენს დაეხმარონ არჩევნებში გამარჯვებაში.

„ეს არის სასტიკი თავდასხმა სოროსის მიერ მხარდაჭერილი პროკურორის, ელვინ ბრეგის მხრიდან, იუსტიციის დეპარტამენტთან და თეთრ სახლთან კოორდინაციაში, ბაიდენის პოლიტიკურ ოპონენტზე [ჩემზე]. ეს არის უკანონო და არაკონსტიტუციური ქმედება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი და ემსახურება ერთადერთ მიზანს: დაიწყოს რეპრესიები – რომან გოცირიძე

ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა „კაგებეს“ მეთოდი – ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა, „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ ყოველგვარი საზღვრები გადალახა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის უკანონო და არაკონსტიტუციური.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, “ქართული ოცნების” ყველა კანონი, მათ შორის, ე.წ. რეესტრის შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს – რეპრესიების დაწყებას, რათა “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნოს.

“ასეთი ე.წ. არაკეთილსაიმედო ადამიანების ბაზა იყო საბჭოთა კავშირში და შემდეგ მოჰყვებოდა ამას რეპრესიები და გაციმბირება. ასეთი ბაზა არსებობდა ფაშისტური გერმანიის დროს, როდესაც განსხვავებული აზრის მქონდე ადამიანები იდევნებოდნენ. ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა და ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, როდესაც მსგავს სისულელეს აცხადებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის ენით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი საზღვრები გადალახა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ. ყველა კანონი, დაწყებული აგენტების “რუსული კანონით” და დამთავრებული სხვა კანონებით, მათ შორის, აი, ამ ე.წ. რეესტრის შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს – დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება. ძალიან მძიმედ დაამთავრებს “ქართული ოცნება”. ქვეყანას სერიოზული რისკის წინაშე აყენებს. ეს განცხადება არის უკანონო, არაკონსტიტუციური და რაღაც ადამიანთა რეესტრის შექმნა არის საბჭოთა “კაგებეს” მეთოდი, რომელსაც დღეს არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა არ იყენებს, გარდა ორი თუ სამი ავტორიტარული სახელმწიფოსი,” – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს” გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ.

სტრასბურგმა დაადასტურა, რომ უცხოელი აქტორები ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ 20 ივნისის აქცია მშვიდობიანი იყო – ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, „მელია-გახარიას ღამე“ იყო –  პაპუაშვილი

მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება -ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროცესები ძალადობრივი პროცესების ინსპირირებითაა გამოწვეული და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი უკრაინაში განვითარებული „მაიდანის“ პარალელია.

„მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგების მიმართ დაიწყო გამოძიება, ვნახეთ, როგორი იყო სცენარები და რას ასწავლიდნენ.

ვხედავთ ამ სცენარების ასრულებას. ვხედავთ პირდაპირ პარალელებს „მაიდანთან“. მექორწილე წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვა – იგივე ვიზუალისა და რიტუალების ჩატარება და დადგმა. ასეთი ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან, არის გარკვეული შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომელიც ხდება. აქ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ, როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და ვნახეთ შტურმი, სამწუხაროდ, მეორე დღეს მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა.

იმავეს ამბობდნენ 20 ივნისზე, რომ მშვიდობიანი აქცია იყო, მაგრამ სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ყველა უცხოელი აქტორი ტყუოდა, ვინც ამბობდა, რომ ეს მშვიდობიანი აქცია იყო. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას. ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, საბოლოო ჯამში, „მელია-გახარიას ღამე“ იყო.

ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის. ვხედავთ მათ წაცდენას, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ. ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებითა და დამფინანსებლებით, ქვეყნის გარედან და მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, აბსოლუტურად იგივე რიტუალების ჩატარება და ვიზუალის დადგმა-შალვა პაპუაშვილი

სუსის განცხადება ასახავს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგებთან დაკავშირებით იყო გამოძიება დაწყებული, რასაც ასწავლიდნენ აქტივისტებს. ვხედავთ საქართველოს ქუჩებში ამ სცენარების პირდაპირ ასრულებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპალაშვილმა განაცხადა.

„ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, აბსოლუტურად იგივე რიტუალების ჩატარება და ვიზუალის დადგმა. დაქორწინებული წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვადასხვა ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან იმისთვის, რომ შეიფუთოს ეს ძალადობრივი აქციები, რომლებიც სინამდვილეში ტარდება. გულდასაწყვეტია, რომ როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და შტურმი პირდაპირ ეთერში, მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომ პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

“მზადება მიდის პროცესების “მაიდანიზაციისათვის” -ზაალ ანჯაფარიძე

აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის განცხადებას, სადაც საუბარია კონკრეტული პირების მიერ სპეცდანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები.

ექსპერტის თქმით, ეს გახლავთ სწორედ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

„აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის“.

ეს გახლავთ სწორედ გარედან (ვიცით საიდანაც) შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

როგორც ერთხელ ითქვა: „ჭკუით ქართველებო!““- წერს ანჯაფარიძე.

“შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული” – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია” – თეონა აქუბარდია

„ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია – სუს-ის განცხადებაში ნათქვამი „ფერადი რევოლუციები“, როგორც საფრთხე, ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, საუბედუროდ, სუს-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება და მისი განცხადება სინამდვილეში, პარტიული დანამატის შინაარსის მქონეა.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ასეთი ტიპის განცხადებები ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

“სუს-ის აპოკალიფსური სცენარი, რომელიც ფაქტობრივად, არის “ქართული ოცნების” ფილიალი და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ყბადაღებულ რევოლუციებს, რომლითაც საკუთარ მოსახლეობას აშინებენ. სუს-ის არა ერთი გამოძიება, რომელიც დაწყებულა და არასდროს დასრულებულა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სუს-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება საუბედუროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის რუსეთი. სუს-ის განცხადებაში “ფერადი რევოლუციები”, როგორც საფრთხე, ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს “ფერად რევოლუციებთან” დაკავშირებით, ისევე როგორც, მთელი ეს დრამატურგია, რომელიც აქ არის მოყვანილი, ისევ და ისევ აძლევს ხელს “ქართულ ოცნებას”, განავითარონ ის დრამატული სცენარი, რომელიც მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საფრთხის შემქმნელია,” – განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.

სუს-ის განცხადებითვე, აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი, აღნიშნული სავალალო შედეგები კი საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს გაზრდის.

დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები -სუსი

დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები.

„აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას”, – იუწყება სუსი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით საქართველოში უცხოელმა ინსტრუქტორებმა აპრილში ტრენინგები ჩაატარეს, სადაც აქციის ორგანიზატორებმა რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე ინსტრუქციები მიიღეს.

უწყების ინფორმაციაში ასევე საუბარია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული სწავლებების მეთოდებზე.

“მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსისა და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება”, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით.