Home Blog Page 3

ვპირდები საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას-პაატა სალია

ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, ბატონო პრემიერო, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, პაატა სალიამ იუსტიციის სამინისტროში განაცხადა, სადაც ის დღეს უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.

პაატა სალიამ მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რომლის ლიდერიც თქვენ ბრძანდებით, ჩემთვის პატივია, ვიყო იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრი. რა თქმა უნდა, მე მესმის და სრულად ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ვპირდები საზოგადოებას, გპირდებით თქვენ, რომ ღირსეულად ვემსახურები ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, ღირსეულად გავუმკლავდებით ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება, ამაში თქვენი დიდი იმედი მაქვს“,- აღნიშნა პაატა სალიამ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა წინამორბედს, ანრი ოხანაშვილს და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ-შალვა პაპუაშვილი

სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები მას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2022 წელს, ამ ჯგუფების ჩართულობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, თავისი რეზოლუციით, ადამიანების წამებისა და ბიზნესის რეკეტის კორუფციული სისტემის შემქმნელი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არცერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია უკვე გასაკვირი არ არის. ასევე, შეგახსნებეთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის შემლახველი რეზოლუციის მიღების შემდეგ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრმა დელეგაცია დატოვა. დღეს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაცია არ ჰყავს. ასე რომ, რა თქმა უნდა, დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც განხილული ვერ იქნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ამასთან, პაპუაშვილი აქვეყნებს წერილს, რომელიც 5 თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, თეოდოროს რუსოპულოსს გაუგზავნა.

„გიზიარებთ წერილს, რომელიც ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტის პოზიციაზე თებერვლის დასაწყისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მივწერე:

პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო, გწერთ, რათა გაცნობოთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა პარლამენტის დელეგაციის წევრობიდან გადადგომის წერილით მომართეს. შესაბამისად, დელეგაცია არ არის დაკომპლექტებული და ვერ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასევე, მსურს, რამდენიმე განმარტება გავაკეთო პარლამენტის დელეგაციის გაუქმებასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2025 წლის 29 იანვრით დათარიღებულ ბოლო რეზოლუციაში (2585 (2025) წამოაყენა საქართველოს დელეგაციის რწმუნების აღიარების პირობები. ამით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შელახა ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ვინაიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის აღიარების წინაპირობად საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარება დაადგინა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მცდელობა, უარი თქვას ქართველი ხალხის არჩევანის აღიარებაზე, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავად ევროპის საბჭოს ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს, არამედ წარმოადგენს პრეცედენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ უგულებელყოს არსებული რეალობა და ამით გაამწვავოს პოლიტიკური პოლარიზაცია. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, თავიანთი პარტიკულარისტული ინტერესების იარაღად გამოიყენონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელსაც შეუძლია, ძირი გამოუთხაროს თავად ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და პრინციპებს. ამგვარი ქმედებები მიკერძოებულ პოლიტიკურ ჯგუფებს აძლევს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა სახალხო სუვერენიტეტი, და ევროპის საბჭოს პრინციპებთან, როგორებიცაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. თავისთავად ცხადია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები, უპირველეს ყოვლისა, არღვევს ინკლუზიურობის პრინციპს და თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას აზიანებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო მსგავსი მცდელობა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ლახავდა, იყო 2022 წლის 13 ოქტომბრის 2463 (2022) რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, „პოლიტიკურ პატიმრად“ აცხადებდა და მოითხოვდა მის გამოშვებას კანონიერი და ლეგიტიმური პატიმრობიდან. ბატონო პრეზიდენტო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დელეგაციის გაუქმების მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ევროპის საბჭოს ძირეული ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულად, რომლებიც გულისხმობს ხალხის არჩევანის პატივისცემას, უმრავლესობის მმართველობას უმცირესობის უფლებების დაცვით და კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.

პაატა სალია არის ძალიან კარგი პროფესიონალი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი, დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული იუსტიციის მინისტრი -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პაატა სალია წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ანრი ოხანაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„მადლობა ანრი ოხანაშვილს მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის იუსტიციის სამინისტროში. მან დაიკავა საგანგებო მნიშვნელობის თანამდებობა, გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და მას მინდა, დიდი წარმატებები ვუსურვო ამ ახალ საქმეში. მინდა, თქვენს წინაშე წარვადგინო პაატა სალია. ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი საქართველოში. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა ძალიან წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი ჩვენს ქვეყანაში. ბოლო თვეების განმავლობაში ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს პარლამენტის წევრი და ახლა უკვე იკავებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას. მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეულად უხელმძღვანელოს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე უწყებას ჩვენს ქვეყანაში. ის არის არა მხოლოდ ძალიან კარგი პროფესიონალი, არამედ ყველანაირი ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული, კეთილსინდისიერი ადამიანი. მინდა, პაატა სალიას ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები, დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი იუსტიციის მინისტრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად იქცეს, შეეწინააღმდეგეთ ტოტალიტარიზმს -სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ღონისძიების – „შეხვედრა დემოკრატიისთვის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა საფრანგეთს, რომ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ავანგარდში დგას.

თქვენ ახლახან მოისმინეთ ხმა უკრაინიდან. საქართველოს ხმა დიდად არ განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ამ შემზარავ ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გამოცდილება და უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, შეუძლია, ძალიან ვრცლად მოგიყვეთ, რა არის რუსეთი სინამდვილეში, რისი დავიწყების სურვილიც დროდადრო ჩნდება. ჩნდება იმის დაჯერების სურვილი, რომ ის ნორმალური სახელმწიფოა, ნორმალურია მეზობლებთან, ნორმალურია საკუთარ მოსახლეობასთან… და ისევ არა!

უკრაინასაც და საქართველოსაც ბევრი მსგავსი გამოცდილება აქვთ – რუსული აგრესია საქართველოში 2008 წელს და რადგან ამასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი რეაქცია, მას მოჰყვა 2014 წელს აგრესია ყირიმში და 2022 წლის აგრესია, რომელიც დღემდე გრძელდება.

უკრაინაში რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია. პირიქით, ვლადიმერ პუტინმა კიევის აღება სამ დღეში ვერ შეძლო. მან ვერაფერს მიაღწია, ვერც სამხედრო წარმატებებს. რუსეთის პრესტიჟი დისკვალიფიცირებულია, სტრატეგიული მიზნები – მიუღწეველი. მუდმივად იცვლებიან სამხედრო ლიდერები, განიცდის მატერიალურ დანაკარგებს (რადგან ადამიანური დანაკარგები დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს რუსეთისათვის), ეკონომიკურ დანაკარგს, დაუდგა კორეელების შემოყვანის აუცილებლობა, ეს არ არის გამარჯვება. რუსეთს არ აქვს რა გამარჯვება და ხედავს, რომ დღეს ევროპა იაზრებს, რომ ისიც უნდა გადაიარაღდეს თავის დასაცავად და რომ მშვიდობა საკუთარი დამსახურებითა და დაცვით მოიპოვება. რუსეთი დღეს ეძებს ახალ სტრატეგიას, რომლის ზოგიერთი ელემენტი თქვენ უკვე ნახეთ – ნაკლები დანახარჯი, ნაკლები პირდაპირი შეტევა.

და კიდევ ერთხელ, დღეს, ისევე როგორც 2008 წელს, საქართველო საცდელი ადგილია და სწორედ ეს გზავნილი, მინდა, გადმოგცეთ: საქართველო იყო ის ადგილი, სადაც რუსეთმა ყველაზე დახვეწილი საარჩევნო მანიპულაცია განახორციელა; სადაც რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას; სადაც მან მოახერხა თავისი პროპაგანდის გავრცელება (ალბათ ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა რუსეთს და რომელმაც ეს პირდაპირ განიცადა) და მიუხედავად ყველაფრისა, პროპაგანდამ მეტ-ნაკლებად იმუშავა. ეს არის რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია. ის, რომელმაც უნდა შეცვალოს უფრო ძვირი სამხედრო სტრატეგია. და მე მოვედი გასაფრთხილებლად, რომ ეს ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება. ჩვენ ამას დღეს განვიცდით, როგორც საქართველოს ტრაგედიას.

თუმცა საქართველოს ახალგაზრდობა 140 დღეა ქუჩაში დგას და არ ტოვებს ქუჩას სწორედ ისე, როგორც არ ტოვებენ სანგრებს ჩვენი უკრაინელი მეგობრები და უკრაინელი ახალგაზრდები.

ჩვენც ჩვენებურად ვუწევთ და გავუწევთ წინააღმდეგობას. და მე ამ ხალხის პრეზიდენტი ვიქნები ბოლომდე, მაგრამ ეს გამოწვევა ყველას გამოწვევაა. ეს გამოწვევაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს გამოწვევაა საბჭოთა რუსეთის ყოფილი სივრცის ყველა განვითარებადი დემოკრატიისთვის – მოლდოვის, უკრაინისა და მრავალი სხვისთვის, ვინც ახლოსაა. ჩვენ ვნახეთ რუმინეთზე განხორციელებული მცდელობები. ჩვენ ვნახეთ მცდელობები მოლდოვაზე. და ის, რაც გვესმის უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობის შესახებ, ამას ამბობს ბატონი პუტინი, არის სურვილი, რომ ომის შემდეგ იქ (უკრაინაში) ეს ახალი ჰიბრიდული სტრატეგია განხორციელდეს. ამას უნდა დავუპირისპირდეთ!

ეს გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რადგან საქართველოს დაკარგვა (რაც არ და ვერ მოხდება), ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისაკენ. ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის.

ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ.

ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.

ამ მორალური, პოლიტიკური, თუ საჭიროა, სამხედრო გადაიარაღების გზაზე საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის, საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენ წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა (ტოტალიტარიზმს)!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლის თარგმანს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩვენ მოვახერხეთ, ურთულესი 3-4 წელიწადი გაგვევლო წარმატებით, მთავარი შედეგია, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა, ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა -პრემიერი

გასული სამი-ოთხი წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ურთულესი წლები გავიარეთ წარმატებით და ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა და ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ხორციელდება ძალიან დიდი წნეხი საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაზე, არის ძალიან რთული და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღებასთან უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან.

„გასული სამი-ოთხი წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რაც გამოვიარეთ და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, უკავშირდება იმას, რომ რეგიონში დაიწყო ომი, ვგულისხმობ უკრაინის ომს და გაჩნდა ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ ჩვენც პირდაპირ ვყოფილიყავით ჩართული ამ სამხედრო კონფლიქტში. თქვენც შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რამდენად რთული იყო ჩვენთვის გადაწყვეტილებების მიღება. ახლა უკვე ღიად საუბრობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, რომ, რეალურად, ეს არის ომი ორ დიდ ძალას შორის, ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი და ასეთ დროს, როდესაც ხორციელდება ძალიან დიდი წნეხი ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული და ეს არის დაკავშირებული ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღებასთან უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეს ურთულესი სამი-ოთხი წელიწადი გავიარეთ წარმატებით. მთავარი შედეგი არის ის, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, ქვეყანაში არის მშვიდობა და ამის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც არის ჩვენთვის – ეკონომიკის ზრდა, აქაც ვაღწევთ წარმატებას. პირველ ადგილზე ვართ არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაშიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, 2021 წლიდან მოყოლებული. ეს არის შედეგი, სუფთა შედეგი, სუფთა ნაშთი, როგორც ამბობენ, რომ გვაქვს მშვიდობა და გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. დოლარში ჩვენ საქართველოს ეკონომიკა ორჯერ და მეტად გავზარდეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც არის უპრეცედენტო ზრდა“, – განაცხადა პრემიერმა.

,,გასული 3-4 წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის”- პრემიერი

გასული 3-4 წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეს ურთულესი წლები გავიარეთ წარმატებით და ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, გვაქვს მშვიდობა და ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ხორციელდება ძალიან დიდი წნეხი საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაზე, არის ძალიან რთული და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღებასთან უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან.

„გასული 3-4 წელიწადი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რაც გამოვიარეთ და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, უკავშირდება იმას, რომ რეგიონში დაიწყო ომი, ვგულისხმობ უკრაინის ომს და გაჩნდა ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ ჩვენც პირდაპირ ვყოფილიყავით ჩართული ამ სამხედრო კონფლიქტში. თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად რთული იყო ჩვენთვის გადაწყვეტილებების მიღება. ახლა უკვე ღიად საუბრობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, რომ, რეალურად, ეს არის ომი ორ დიდ ძალას შორის, ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი და ასეთ დროს, როდესაც ხორციელდება ძალიან დიდი წნეხი ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული და ეს არის დაკავშირებული ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღებასთან უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან.

თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ეს ურთულესი 3-4 წელიწადი გავიარეთ წარმატებით და მთავარი შედეგი არის ის, რომ ქვეყანამ თავიდან აირიდა ომი, ქვეყანაში არის მშვიდობა და ამის ხარჯზე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაც არის ჩვენთვის ეკონომიკის ზრდა, აქაც ვაღწევთ წარმატებას. პირველ ადგილზე ვართ არა მარტო ფართო რეგიონში, არამედ ევროპაშიც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, 2021 წლიდან მოყოლებული. ეს არის შედეგი, სუფთა შედეგი, სუფთა ნაშთი, როგორც ამბობენ, რომ გვაქვს მშვიდობა და გვაქვს ძალიან სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, დოლარში ჩვენ საქართველოს ეკონომიკა ორჯერ და მეტად გავზარდეთ ამ 4 წლის განმავლობაში, რაც არის უპრეცედენტო ზრდა,“- განაცხადა პრემიერმა.

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეიძლება, სრულიად ახალი საქმის დაწყების სურვილი გაგიჩნდეთ – გეჩვენებათ, რომ თქვენი ამჟამინდელი სამსახური უინტერესო გახდა და კოლეგები თქვენს მიღწევებს სათანადოდ არ აფასებენ, მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია არც ისე კრიტიკულია. ამასთან, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დროა. მნიშვნელოვანია, რომ ემოციები აკონტროლოთ და მკვეთრ ნაბიჯებს ერიდოთ.

რჩევა: მოერიდეთ ხმამაღალი განცხადებების კეთებას და ეს დღე თვითანალიზისა და დაგეგმვისთვის გამოიყენეთ. თუ ცვლილებები გსურთ, ახალი სამსახურის ძიება ცოტა მოგვკიანებით დაიწყეთ.

კურო

ეს დღე შეიძლება რომანტიკული ემოციებით იყოს სავსეა. დაოჯახებული კუროსთვის სამსახურებრივი რომანი შეიძლება სამსახურის დაკარგვით დასრულდეს, ამიტომ ეცადეთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ. ვარსკვლავები მარტოხელა კუროებსაც აფრთხილებენ – შეიძლება გეგონოთ, რომ იდეალურ ადამიანს შეხვდით, მაგრამ სავარაუდოდ, ლამაზი სიტყვების უკან დიდი ტყუილი იმალება.

რჩევა: ილუზიებს ნუ აჰყვები. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ მეორე მხარის რეალური მიზნები უკეთ გაიგოთ.

ტყუპები

მოულოდნელად, გარისკვის სურვილი გაგიჩნდებათ. ამის გამო შეიძლება აქციებში ფული დააბანდოთ ან ლატარია ითამაშოთ, მაგრამ ამისთვის არახელსაყრელი დღეა. არსებობს შეცდომის, მოტყუების ან ფულის დაკარგვის რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე უცნობ შემოსავლის წყაროებთან უნდა გამოიჩინოთ.

რჩევა: ამ დღეს თავი შეიკავეთ ნებისმიერი სახის ფინანსური რისკისგან. თუ გასართობად ფულის დახარჯვას გეგმავთ, დანაკარგს წინასწარ უნდა შეეგუოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება შინაგანი შფოთვა და დაძაბულობა, თავის ტკივილი ან სისუსტე იგრძნოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენგან იმაზე მეტს ელიან, ვიდრე შეგიძლიათ, რაც სტრესის მოზღვავებას იწვევს. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.

რჩევა: მოერიდეთ ემოციურ გადაღლას და დღე მშვიდად, სტრესისა და კონფლიქტების გარეშე გაატარეთ. მსუბუქი ფიზიკური აქტივობაც სასარგებლოა.

ლომი

კოლეგამ შეიძლება ქათინაურების დახმარებით თქვენზე მანიპულირება სცადოს. ეცადეთ, ნამდვილი მხარდაჭერა და მლიქვნელობა ერთმანეთისგან გაარჩიოთ და ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც გამუდმებით თქვენს გამოყენებას ცდილობს. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, ნათელი გონება შეინარჩუნოთ.

რჩევა: ეცადეთ, ობიექტურობა შეინარჩუნოთ და უცნობ ადამიანთან პირად ინფორმაციას ნუ გაამჟღავნებთ.

ქალწული

დროა, საოჯახო საქმეებისთვისაც მოიცალოთ. მით უმეტეს, რომ ოჯახის წევრებს თქვენი მორალური თუ ფინანსური დახმარება სჭირდებათ. მოსალოდნელია მცირე კონფლიქტები საყოფაცხოვრებო თემებთან დაკავშირებით – მაგალითად, მოვალეობების განაწილებაზე ან ფინანსებზე. იდეალურ პირობებს ნუ დაელოდებით. ამ დღეს მნიშვნელოვანია, სწრაფად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ.

რჩევა: ეცადეთ, ახლობლებს გულახდილად ესაუბროთ. მნიშვნელოვან საუბრებს სამომავლოდ ნუ გადადებთ – ახლა ძველი გაუგებრობის მოსაგვარებლად შესანიშნავი დროა.

სასწორი

ფინანსურ საკითხებთან მიმართებით ამ ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. შესაძლებელია, მოგებიანი გარიგება ან პროექტი შემოგთავაზონ, მაგრამ ფარული რისკების შესახებ არ გაგაფრთხილონ. განსაკუთრებით საშიშია ის შეთავაზებები, რომლებიც სწრაფი მოგების დაპირებას გაძლევთ.

რჩევა: აკონტროლეთ ბიუჯეტი და საეჭვო წინადადებებს ნუ ენდობით. თავი შეიკავეთ სპონტანური შენაძენებისა და ფინანსური ავანტიურებისგან. თუ შეძლებთ, ფულის ნაწილი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გადაინახეთ.

მორიელი

მორიელებისთვის ეს დღე შეიძლება პირად ცხოვრებაში მოულოდნელი სიმართლის აღმოჩენის დრო გახდეს. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა თავისი საიდუმლო გაგანდოთ ან გრძნობებში გამოგიტყდეთ. ოჯახურ წყვილებში მოსალოდნელია ეჭვიანობისა და უნდობლობის გამოვლინება, თუნდაც ამის საფუძველი არ არსებობდეს. თუ ბოლო დროს აუხსნელ დაღლილობას გრძნობთ, შეეცადეთ, გარემო შეიცვალოთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ და ის აკეთოთ, რაც მოგწონთ.

რჩევა: სანამ დასკვნებს გამოიტანთ, მიეცით საკუთარ თავს მოფიქრების დრო. მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არ იჩქაროთ – შესაძლოა, თქვენი ეჭვები უსაფუძვლო აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ეს დღე შესაძლოა, ფიზიკური ჯანმრთელობის გამოცდა გახდეს. სავარაუდოდ, უძილობა და არასწორი კვება უსიამოვნო შედეგებს გამოიღებს. განსაკუთრებით მგრძნობიარე კუჭ-ნაწლავის სისტემა იქნება, ამიტომ ცხიმიან და მძიმე საკვებს უნდა ერიდოთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა და თბილი აბაზანა შინაგან სიმშვიდეს და კომფორტს მოგანიჭებთ.

რჩევა: ეცადეთ, მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვოთ. დროა, ჯანსაღი კვება დაიწყოთ და მენიუში მეტი ხილი ჩართოთ.

თხის რქა

თხის რქებმა სამუშაოს შესრულების სიზუსტეს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ნებისმიერი შეცდომა, რომელსაც დღეს დაუშვებთ, შეიძლება მომავალში სერიოზული პრობლემის მიზეზი გახდეს. სავარაუდოდ, ხელმძღვანელობა მეტს მოითხოვს, რაც თქვენს გაღიზიანებას იწვევს. ეცადეთ, ეს ვითარება გამოიყენოთ, როგორც შესაძლებლობა საკუთარი პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად.

რჩევა: დისციპლინა დაიცავით და უმნიშვნელო საქმეებზე ყურადღების გადატანას მოერიდეთ. სასურველია დღის რეჟიმში მეტი მოძრაობა ჩართოთ – ის გონებრივი სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

მერწყულებისთვის ეს დღე მოულოდნელი შეხვედრებითა და საინტერესო საუბრებით იქნება სავსე. შეიძლება მოისმინოთ ინფორმაცია, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ, თუმცა, ურთიერთობაში სიფრთხილეა საჭირო – ვიღაცამ შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის თქვენი გამოყენება სცადოს.

რჩევა: ენდეთ, მაგრამ გადაამოწმეთ. თუნდაც მეგობრულ საუბარში, პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდეთ. თუ გრძნობთ, რომ ვიღაც თქვენს დამორჩილებას ცდილობს, მასთან ურთიერთობაზე უარი თქვით.

თევზები

თევზებისთვის ეს დღე შესაძლოა ემოციურად რთული აღმოჩნდეს. შეიძლება სრულიად უმიზეზოდ აპათია, გაღიზიანება ან მსუბუქი დეპრესია იგრძნოთ. მნიშვნელოვანია, ნეგატიურ ფიქრებში არ გადაეშვათ და პესიმიზმს არ მიეცეთ.

რჩევა: ნუ დაელოდებით, რომ ვითარება თქვენთვის სასარგებლოდ განვითარდება, თავად შექმენით რეალობა, რომელიც წარმატებამდე მიგიყვანთ.

7 აპრილის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით                       +10, +15°.

აღმოავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში ღამით ზოგან თოვლი.  აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით  +4, +9°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +1, +6°, დღისით +13, +18°; მაღალმთაში ღამით  -2, +3°, დღისით +8, +13°.

თბილისში უმეტასად ღრუბლიანი დღე იქნება. ჰარი  დღისით   + 20°  გათბება ღამით კი + 9° დაფიქსირდება

,,ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში”- თეა წულუკიანი

სწორედ ეს დგას ამ კომისიის მიღმა, რომ საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად და რა პირობებში გვიწევდა ჩვენ ყველას ყოფნა 2003-2012 წლებში და როგორ შევიდა მაშინდელი დანაშაულებრივი რეჟიმი პრაქტიკულად ყველა ოჯახში თავისი ბინძური ხელებით და როგორ გააუბედურა მაშინდელი საშუალო ასაკის ადამიანების ცხოვრება და ოჯახები, ახალგაზრდების ცხოვრება, არასრულწლოვანების ცხოვრება, – განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“-ში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამართული მოსმენებზე საუბრისას.

„იმდენი საქმე შემომივიდა მაგიდაზე საქართველოდან [ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში], რომ თვეებთან ერთად ბოლოს, ასეთი ხუმრობაც კი იყო დასავლეთ ევროპელი ჩემი კოლეგებისგან, რომ წულუკიანი აღარ ჩანს ქაღალდებშიო. ყველა საქმეში იყო წამება, უბედურება, ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, მკვლელობები, უსამართლო სასამართლო, ქონების რეკეტი და ასე შემდეგ. მე ამ საქმეების გამო გადავწყვიტე რომ გადამდგარიყავი და 10 წლის თავზე დავბრუნდი საქართველოში, მაშინ, როცა დღესაც შემეძლო იქ მუშაობა, 65 წლის ასაკამდე შემეძლო იქ ვყოფილიყავი. ეს წლები მახსენდება, როდესაც საბუთებთან მუშაობით მე მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა უბედურება, ეს მძიმე მოსასმენია”, – განაცხადა წულუკიანმა.

მან 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე და იმჟამინდელი ხელისუფლების სავარაუდო გეგმაზეც ისაუბრა.

„რამდენიმე სხდომის შედეგად და იმ მასალების შედეგად, რაც მე სასამართლო საერთაშორისო დავების დროს ხელთ მქონდა, ვფიქრობ, რომ სააკაშვილთან დაახლოებულმა სულ 2-3-მა კაცმა იცოდა, რა თქმა უნდა კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა, შეიძლება ადეიშვილმაც, თუ რა იყო რეალური გეგმა. გეგმა უნდა ყოფილიყო, ჩემი აზრით, ის, რომ რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მოსახლეობა დაღუპულიყო, რაც შეიძლება მეტი სამხედრო ჩავარდნილიყო ტყვედ, რომ შემდეგ რუსეთისთვის ეთქვათ, რომ ეს არის შენი სახე. რუსეთი, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოა ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა ამის შესახებ ალბათ ფლობდა ინფორმაციას და ის მასშტაბი, რაც ამ ომმა და მახე, რაშიც ეს ჩვენი შლეგი და უპასუხისმგებლო, დამნაშავე ხელისუფლება აღმოჩნდა ჩვენს ქვეყანასთან ერთად, რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს კიდევ უფრო მწარედ გამოიყენა ჩვენი მოქალაქეების და ჯარის წინააღმდეგ “, – აღნიშნა თეა წულუკიანმა

ლოცვა, რომელიც ხარება დღეს უნდა წაიკითხოთ

7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს. ეს არის დღესასწაული, რომელიც ღვთისმშობლისთვის ანგელოზის მიერ ხარებას უკავშირდება, რომ კაცობრიობის მხსნელს მოავლენს.

ხარების დღესასწაული მარხვას ემთხვევა. მაგრამ ამ დღეს მორწმუნეებს ზღვის პროდუქტებით გახსნილების უფლება ეძლევათ.

ლოცვა, რომელიც ხარება დღეს უნდა წაიკითხოთ:

ტროპარი:

დღეს ცხოვრებისა ჩუენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩვენცა ხმამაღლად უღაღადებთ: გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა.

კონდაკი:

ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღმრთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაჲთა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ სძალოო უსძლოო.

,,რუსეთი არ ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას, რადგან სურს შავი ზღვიდან უკრაინაზე დარტყმის უნარი შეინარჩუნოს”-ზელენსკის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი არ ეთანხმება უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რადგან მას სურს შეინარჩუნოს უკრაინის ქალაქებსა და პორტებზე შავი ზღვიდან დარტყმის უნარი შეინარჩუნოს. 

როგორც ზელენსკიმ თავის მიმართვაში აღნიშნა, რუსულმა ძალებმა დღესაც უკრაინაზე იერიში სწორედ შავი ზღვიდან მიიტანეს. 

„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე და უარს ამბობს ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. რუსეთს სურს შავი ზღვიდან უკრაინულ ქალაქებსა და პორტებზე იერიშის მიტანის შესაძლებლობა შეინარჩუნოს. 

ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ზღვით ნავიგაციას და სურსათის მიწოდებას არ გულისხმობს, ის, პირველ რიგში, ზოგად უსაფრთხოებასა და მშვიდობის მიდგომას ეხება. პუტინს არ სურს ომის დასრულება, ის ცდილობს როგორ დაუტოვოს საკუთარ თავს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში კიდევ უფრო დიდი ძალით წამოიწყოს ომი. ამიტომაც, მომავალში რუსეთზე ზეწოლის ყველა ფორმა არის საჭირო. 

ჩვენ ველოდებით შეერთებული შტატების რეაქციას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის. ველოდებით რეაქციას ევროპისგან, მთელი მსოფლიოსგან, ყველასგან, ვისაც მშვიდობა სურს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

შალვა პაპუაშვილი: იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია

მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ტაშკენტში, ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბელგიის პალატის ორივე თავმჯდომარისთვის გასაგები იყო ხედვა, რაც მათ წარუდგინეს. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

“ჩვენ ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრა გვქონდა, მათ შორის მონაწილე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც იყო. უპირველეს ყოვლისა, საქართველო-ბელგიას შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მადლობა გადავუხადე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ევროკავშირის მისიაში მონიტორინგის მისიაში ბელგიის მოქალაქეებიც არიან ჩართულები. რა თქმა უნდა, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ვისაუბრეთ. მათ შორის აინტერესებდათ, რატომ არის გარკვეული დაძაბულობა? – ჩვენ ავუხსენით ის, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მიდის. ის, რომ სამწუხაროდ, გარკვეული მოლოდინები იყო ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკური ჯგუფების თუ ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. მოლოდინები იყო, რომ საქართველო ესკალაციაზე უნდა წასულიყო მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სამშვიდობო პოლიტიკას უწევდა რეკომენდაციას. იმის გამო, რომ ჩვენ უარი ვთქვით, ესკალაციაზე წავსულიყავით, ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა, საზღვრები და ცა ჩაგვეკეტა, ანუ, ჩვენი ქვეყანა დაგვენგრია, ამის გამო ზოგიერთი ევროპაში გაბუტულია საქართველოზე, ზოგიერთი ნაწყენი და ზოგიერთი გაბრაზებული. ასეთი გარემოებებია, რაც შემდეგ სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს, მათ შორის ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იყო ჩართული ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ ხელისუფლების წარმომადგენელი არჩევნებში. ბალტიელი მინისტრები გვახსოვს, რომლებიც აქციებზე იდგნენ წინასაარჩევნოდ. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ, ყველაფერი ავუხსენით და ვფიქრობ, რომ მათთვის გასაგებია ის ხედვა, რაც წარვუდგინეთ. ზოგადად, პარლამენტებს შორის ძალიან კარგი თანამშრომლობაა.

ჩვენ სწორედ ამ თანამშრომლობის იმედით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. როცა ვსაუბრობდით იმაზე, რომ როცა ევროპარლამენტში რეზოლუცია მიიღება, რომ რუსეთს ორმხრივი სანქციები დავუწესოთ და ამავე დროს, ჩვენ არავინ გვაძლევს უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარანტიებს, რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებისთვისაც გასაგები იყო, რომ ამ სიტუაციაში ქვეყნის მიმართ ასეთი მოთხოვნების წაყენება უპასუხისმგებლობაა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა აცნობიერებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ბოლოსკენ მიდის და ამ პროცესს ყველა სიფრთხილით აკვირდება, რადგან ერთი მხრივ, ყველა გულშემატკივრობს უკრაინას, რომ რაც შეიძლება მისთვის დადებითად დასრულდეს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ რისკი დიდია და ის იმედები, რაც მათ ჰქონდათ მშვიდობასთან დაკავშირებით, შეიძლება, ეს ასე არ განხორციელდეს. ჩვენ ეს წარსულში ნანახი გვაქვს, ჩვენი ომი რვა თვის დასრულებული იყო, როცა ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობები გადაიტვირთა და ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცები 9 მაისის აღლუმზე წითელ მოედანზე იდგნენ, უკრაინელი ჯარისკაცებიც, ჩვენი ომის შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს იმ მხრივ, რომ სხვებს ვერ ვენდობით, ჩვენ ჩვენს ხალხს, საკუთარ თავს და ეროვნულ ინტერესებს უნდა ვენდოთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.