Home Blog Page 3

სტრასბურგმა დაადასტურა, რომ უცხოელი აქტორები ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ 20 ივნისის აქცია მშვიდობიანი იყო – ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, „მელია-გახარიას ღამე“ იყო –  პაპუაშვილი

მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება -ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროცესები ძალადობრივი პროცესების ინსპირირებითაა გამოწვეული და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი უკრაინაში განვითარებული „მაიდანის“ პარალელია.

„მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგების მიმართ დაიწყო გამოძიება, ვნახეთ, როგორი იყო სცენარები და რას ასწავლიდნენ.

ვხედავთ ამ სცენარების ასრულებას. ვხედავთ პირდაპირ პარალელებს „მაიდანთან“. მექორწილე წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვა – იგივე ვიზუალისა და რიტუალების ჩატარება და დადგმა. ასეთი ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან, არის გარკვეული შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომელიც ხდება. აქ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ, როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და ვნახეთ შტურმი, სამწუხაროდ, მეორე დღეს მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა.

იმავეს ამბობდნენ 20 ივნისზე, რომ მშვიდობიანი აქცია იყო, მაგრამ სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ყველა უცხოელი აქტორი ტყუოდა, ვინც ამბობდა, რომ ეს მშვიდობიანი აქცია იყო. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას. ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, საბოლოო ჯამში, „მელია-გახარიას ღამე“ იყო.

ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის. ვხედავთ მათ წაცდენას, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ. ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებითა და დამფინანსებლებით, ქვეყნის გარედან და მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, აბსოლუტურად იგივე რიტუალების ჩატარება და ვიზუალის დადგმა-შალვა პაპუაშვილი

სუსის განცხადება ასახავს იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ რეალურად, რომ მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგებთან დაკავშირებით იყო გამოძიება დაწყებული, რასაც ასწავლიდნენ აქტივისტებს. ვხედავთ საქართველოს ქუჩებში ამ სცენარების პირდაპირ ასრულებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპალაშვილმა განაცხადა.

„ვხედავთ პირდაპირ პარალელებს მაიდანთან, მექორწილე წყვილი, იგივე ფოტოები, აბსოლუტურად იგივე რიტუალების ჩატარება და ვიზუალის დადგმა. დაქორწინებული წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვადასხვა ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან იმისთვის, რომ შეიფუთოს ეს ძალადობრივი აქციები, რომლებიც სინამდვილეში ტარდება. გულდასაწყვეტია, რომ როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და შტურმი პირდაპირ ეთერში, მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომ პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

“მზადება მიდის პროცესების “მაიდანიზაციისათვის” -ზაალ ანჯაფარიძე

აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის“, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის განცხადებას, სადაც საუბარია კონკრეტული პირების მიერ სპეცდანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები.

ექსპერტის თქმით, ეს გახლავთ სწორედ გარედან შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

„აქ ფბ-ში ზოგი ოპოზიციონერი გამწარებული მეკამათებოდა რა მაიდანი რის მაიდანიო. არადა, გაქანებული მზადება მიდის პროცესების „მაიდანიზაციისათვის“.

ეს გახლავთ სწორედ გარედან (ვიცით საიდანაც) შემოსული ფულებით ჩატარებული ტრენინგ-სემინარების ერთ-ერთი შედეგი, სადაც მავანთ რომ ჰკითხო, თურმე უწყინარ რამეებს ასწავლიდნენ მონაწილეებს.

როგორც ერთხელ ითქვა: „ჭკუით ქართველებო!““- წერს ანჯაფარიძე.

“შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული” – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია” – თეონა აქუბარდია

„ქართულმა ოცნებამ“ სუს-ი პარტიის ფილიალად აქცია – სუს-ის განცხადებაში ნათქვამი „ფერადი რევოლუციები“, როგორც საფრთხე, ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს „ფერად რევოლუციებთან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, საუბედუროდ, სუს-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება და მისი განცხადება სინამდვილეში, პარტიული დანამატის შინაარსის მქონეა.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, ასეთი ტიპის განცხადებები ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

“სუს-ის აპოკალიფსური სცენარი, რომელიც ფაქტობრივად, არის “ქართული ოცნების” ფილიალი და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ყბადაღებულ რევოლუციებს, რომლითაც საკუთარ მოსახლეობას აშინებენ. სუს-ის არა ერთი გამოძიება, რომელიც დაწყებულა და არასდროს დასრულებულა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სუს-ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება საუბედუროდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა არის რუსეთი. სუს-ის განცხადებაში “ფერადი რევოლუციები”, როგორც საფრთხე, ერთი ერთში იმეორებს რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციის ჩანაწერს “ფერად რევოლუციებთან” დაკავშირებით, ისევე როგორც, მთელი ეს დრამატურგია, რომელიც აქ არის მოყვანილი, ისევ და ისევ აძლევს ხელს “ქართულ ოცნებას”, განავითარონ ის დრამატული სცენარი, რომელიც მათი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საფრთხის შემქმნელია,” – განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.

სუს-ის განცხადებითვე, აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი, აღნიშნული სავალალო შედეგები კი საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს გაზრდის.

დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები -სუსი

დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში, რომლის მიხედვითაც გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები.

„აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას”, – იუწყება სუსი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე აცხადებს, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით საქართველოში უცხოელმა ინსტრუქტორებმა აპრილში ტრენინგები ჩაატარეს, სადაც აქციის ორგანიზატორებმა რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე ინსტრუქციები მიიღეს.

უწყების ინფორმაციაში ასევე საუბარია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული სწავლებების მეთოდებზე.

“მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსისა და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება”, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით.

აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი – სუსი

აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი, – ნათქვამია სუსის განცხადებაში, რომლის თანახმადაც პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს პროვოკაციები მოაწყონ.

„აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად, დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

აქვე აღნიშნავენ, რომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები.

„მათი დემორალიზებისა და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით.

“რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა – მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს”

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და 20-ზე მეტი დრონი გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„ნაცისტი პუტინის მასიური სარაკეტო თავდასხმა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებისა და ხსოვნის დღეს. მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, ვინ ვინ არის. მსოფლიოს არ აქვს უფლება, რომ ნაციზმს კიდევ ერთი შანსი მისცეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ლვოვის, ვინიცას, კიევის, პოლტავას, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ივანო-ფრანკოვსკის ოლქების მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 20-ზე მეტი დრონი გაუშვა.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური თავდასხმა განახორციელეს.

“2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა” – შალვა პაპუაშვილი

19 აპრილის შეთანხმების ქვემოთ მოყვანილი პუნქტი, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით შეიქმნა, გათავისუფლებაში დაეხმარა ორ კრიმინალს და ამნისტირება გაუკეთა „დამრღვევებსა და სასჯელმისჯილებს 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტიდან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ამ ამნისტიამ კიდევ უფრო წააქეზა პოლიტიკური ძალადობა, რადგან იმედი ჩაუსახა დამნაშავეებს, რომ შეძლებდნენ დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელისგან თავის არიდებას, თუკი მათ მხარეს უცხოელები ჩაერეოდნენ.

მისი თქმით, გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს საქართველოს პარლამენტს. პაპუაშვილის განცხადებით, 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა წინდაუხედავად ძალადობრივი აქციები კვლავ „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება, ძალის მინიმალური გამოყენებით კი – დაგმო.

,,19 აპრილის შეთანხმების ქვემოთ მოყვანილი პუნქტი, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით შეიქმნა, გათავისუფლებაში დაეხმარა ორ კრიმინალს და ამნისტირება გაუკეთა „დამრღვევებსა და სასჯელმისჯილებს 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტიდან“. ეს მუხლი „ქართულ ოცნებას“ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მოახვიეს თავს ‘საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე“.

თუმცა, მოგვიანებით, ამნისტირებულმა დამნაშავეებმა ყველაფერი იღონეს, რაც კი შეეძლოთ, რომ ქართული ოპოზიციის რადიკალიზება მოეხდინათ და ამით უფრო დაემძიმებინათ პოლიტიკური პოლარიზაცია. ამ გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ნიკა მელია იყო, ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარე, რომლის თავდების თანხა “ევროპის დემოკრატიის ფონდმა” (EED) გადაიხადა. ეს ის ფონდია, რომელიც უარს აცხადებს მისი ფინანსების სრულად გასაჯაროებაზე და რომლის მიერ დაფინანსებული ენჯეოები და პარტიები, ამ დღეებში, ყველაზე რადიკალური ქცევით გამოირჩევიან.

ამ ამნისტიამ კიდევ უფრო წააქეზა პოლიტიკური ძალადობა, რადგან იმედი ჩაუსახა დამნაშავეებს, რომ შეძლებდნენ დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელისგან თავის არიდებას, თუკი მათ მხარეს უცხოელები ჩაერეოდნენ.

გუშინ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, არაორაზროვნად დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ძალადობრივი შტურმი და საქართველოს პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა. ევროპულმა სასამართლომ ასევე ცხადად დაადგინა, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის მიერ ძალის, მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენება ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ.

თუმცა, ევროპული სასამართლოსგან განსხვავებით, 19 აპრილის შეთანხმების უცხოელი პოლიტიკური შუამავლები არა დანაშაულებრივ ძალადობაზე, არამედ „აღქმული პოლიტიზებული მართლმსაჯულების შემთხვევებზე“ საუბრობდნენ, რითაც „აღქმები“ პოლიტიკური დისკუსიის საფუძვლად აქციეს.

გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა წინდაუხედავად ძალადობრივი აქციები კვლავ „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება, ძალის მინიმალური გამოყენებით კი – დაგმო.

ამგვარი ზედაპირული და მიკერძოებული დამოკიდებულება პოლიტიკური მოვლენების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ აქეზებს პოლიტიკურ ძალადობას და აზიანებს დემოკრატიულ პროცესს საქართველოში. თან ეს იმ ფონზე, რომ ყოველ ჯერზე მცდარი დასკვნების გამოტანის მიუხედავად, ეს აქტორები, პასუხისმგებლობის აღებაზე არც კი ფიქრობენ.

ქვემოთ მოყვანილია ციტატები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან:

„21. საღამოს 11 საათსა და 22 წუთზე მრავალი პირი დემონსტრაციის წინა რიგებიდან ხელახლა შეუდგა ერთობლივ მცდელობას, ძალით გაერღვია პოლიციის კორდონი.

  1. სხვადასხვა შეფასებით, 300-დან 1000 ინდივიდამდე ცდილობდა ძალადობრივად გაერღვია პოლიციის კორდონი და იქცეოდა აგრესიულად.
  2. შეტაკება წინა რიგების დემონსტრანტებსა და პოლიციის ოფიცრებს შორის, რომლებმაც კორდონი მოაწყეს პარლამენტის შენობის კიბესთან გრძელდებოდა საღამოს 11.55 საათამდე და მოიცავდა ინციდენტებს, როგორიცაა პოლიციის აღჭურვილობის გატაცება, სხვადასხვა ნივთის (წყლის ბოთლების, მაგრამ, ასევე, ქვების) სროლა პოლიციის წინააღმდეგ, ხოლო ცალკეული ოფიცრები გამოყოფილნი და გაყვანილნი იყვნენ კორდონისაგან მოშორებით. ზოგიერთ ოფიცერთან, როგორც ჩანს, ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა,” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები-სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, – ამის შესახებ ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.

„აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.

კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმისა და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვებისა და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.
მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსისა და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება.

აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად, დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზებისა და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნდეს მშვიდობა“, – წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ამ კანონის უკან არანაირი არც პათოსით, არც ფორმულირებით, არაფერი რუსული არ დევს -გიორგი ვოლსკი

პლენარულს სხდომაზე მიღების შემდეგ, უნდა ველოდოთ პრეზიდენტის ვეტოს, ეს ვეტოც განსახილველია, ამასაც ვადები აქვს და ვეტოს დაძლევის შემთხვევაში რეალურად მიღებული იქნება ეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ჩვენი მთავარი ლოზუნგი არის „არა რუსულ კანონს“ და რა თქმა უნდა, დიახ, „კი გამჭვირვალობას“. ამ კანონის უკან არანაირი არც პათოსით, არც ფორმულირებით, არაფერი რუსული არ დევს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რაფაჰში სასაზღვრო გამშვები პუნქტი კერემ შალომი დღეს გაიხსნება

რაფაჰში, სამხედრო ოპერაციის შედეგად ჩაკეტილი სასაზღვრო გამშვები პუნქტი კერემ შალომი დღეს გაიხსნება, – ამის შესახებ ისრაელზე დაყრდნობით, შეერთებული შტატები იუწყება.

საგანგებო განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ 24-საათიანი პაუზის შემდეგ, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება აღდგება.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ მივანიშნეთ, რომ დაკეტილი გასასვლელები უნდა გაიხსნას, ჩაკეტვა დაუშვებელია. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სექტორში ჰუმანიტარული დახმარება უნდა გააქტიურდეს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, შედგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც მძევლების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტი ბაიდენი პრემიერ ნეთანიაჰუს ამის შესახებ კიდევ ერთხელ ესაუბრა და მისგან პირობა მიიღო, რომ კერემ შალომის გასასვლელი გაიხსნება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან პიერმა.