Home Blog Page 3

როგორ შეიცვლება ამინდი დღეს – განახლებული პროგნოზი

25 აგვისტოს საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ზოგან 32 გრადუსი დაფიქსირდება:


ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +27 – უმეტესად მზიანი

სოხუმი +30 – მზიანი

ზუგდიდი +24 – ღრუბლიანი და მზიანი

მესტია +27 – მზიანი

ფოთი +25 – ღრუბლიანი

ბათუმი +24 – ღრუბლიანი

ოზურგეთი +30 – უმეტესად მზიანი

ქუთაისი +31 – მზიანი

ამბროლაური +32 – მზიანი

ახალციხე +32 – მზიანი

ბორჯომი +30 – მზიანი

ბაკურიანი +26 – მზიანი

გორი +35 – მზიანი

ცხინვალი +32 – მზიანი

სტეფანწმინდა +24 – მზიანი

გუდაური +21 – მზიანი

თელავი +33 – მზიანი

რუსთავი +38 – მზიანი

თბილისი +27 – ნაწილობრივ მზიანი

ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება – ხარაგაულის მერია

კონტროლდება მდინარე ყარნებას კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, მდინარე ყარნებას ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომმდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში, მდინარე ყარნებას ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი სწრაფი რეაგირების შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

მდინარის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა და მართვა კოორდინირებულად ხორციელდება.

პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.

კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო გადინება.

მდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სოფელ ხემაღალსა და ღვერკში დღეს იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, რომლებიც არსებულ ვითარებას გაეცნენ და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინას არსებობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ გაუშვებს ადამიანებს, რომლებსაც ტერორისტებს უწოდებს და რომლებმაც რამდენიმე რეფერენდუმზე ხმის მიცემით გადაწყვიტეს, რომ რუსულ კულტურას მიეკუთვნებიან – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ უკრაინას არსებობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს დათმობს. NBC News-თან ინტერვიუში ლავროვმა უკრაინის ხელისუფლება რუსულენოვანი მოსახლეობის დევნასა და რუსული კულტურის განადგურების მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, უკრაინის პრეზიდენტს კი დე ფაქტო ლიდერი უწოდა, რომლის ლეგიტიმურობასაც მოსკოვი არ აღიარებს.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

„უკრაინას არსებობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ გაუშვებს ადამიანებს, რომლებსაც ტერორისტებს უწოდებს და რომლებმაც ნოვოროსიაში, დონბასსა და ყირიმში რამდენიმე რეფერენდუმზე ხმის მიცემით გადაწყვიტეს, რომ რუსულ კულტურას მიეკუთვნებიან – კულტურას, რომლის განადგურებასაც უკრაინა ცდილობს.

ზელენსკი რეჟიმის დე ფაქტო მეთაურია. პრეზიდენტი პუტინი მზადაა შეხვდეს მას, მაგრამ არა იმისთვის, რომ ფოტოები გადაიღონ და შემდეგ ზელენსკის იმის თქმის უფლება მიეცეს, რომ ლეგიტიმურია. ლეგიტიმურობა ცალკე თემაა. იმის მიუხედავად თუ როდის გაიმართება შეხვედრა, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტს უკრაინის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას, აქ რუსეთის საბაზისო ინტერესებით უნდა იყოს გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში უკრაინა თანახმა იყო ფორმულირებაზე, რომ ყოფილიყო ნეიტრალური, არ ყოფილიყო არცერთ სამხედრო ბლოკში და არ ყოფილიყო ბირთვული სახელმწიფო“, – განაცხადა ლავროვმა

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ყველაფერი იღონეთ, რომ კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. ამ დღეს დაპირისპირებაში დამარცხებული თქვენ დარჩებით და უსიამოვნებები მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში დადებითი მხარეები იპოვოთ — ეს რთული დღის გადატანაში დაგეხმარებათ. ბიზნესში ყველაფერი ასე ცუდად არ არის. ინტუიციის დახმარებით შეძლებთ მოვლენების განვითარება თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.

კურო

მთელ დღეს საოჯახო საქმეებსა და საყოფაცხოვრებო პრობლემებს მიუძღვნით, რომლებიც უდროობის გამო სამომავლოდ გადადეთ. ხელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შეძენისთვის – ეცადეთ საკუთარი ბიუჯეტი რეალურად შეაფასოთ და გარიგების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე გააანალიზოთ. თუ გადაწყვეტილება მიღებულია, ნუ იყოყმანებთ – ყველაფერი გამოგივათ. ახლობლები, ნათესავები ან მეგობრები აუცილებლად დაგეხმარებიან.

ტყუპები

ნაჩქარევად ნურაფერს გააკეთებთ და ყოველ ნაბიჯს კარგად დაუფიქრდით — ეს მომავალში შეცდომებისა და უსიამოვნო სიტუაციებისგან დაგიცავთ. ხელსაყრელი დროა შესყიდვების დაგეგმვისა და გარიგებების დასადებად. პირად ცხოვრებაში დადებითი ტენდენცია იკვეთება – მოსალოდნელია შეხვედრა ისეთ ადამიანთან, რომელიც პოზიტიურ ემოციას და რომანტიკულ განწყობას მოგანიჭებთ.

კირჩხიბი

ნუ ეცდებით წარსულში მიღწეული წარმატება გაიმეოროთ. რამდენიც არ უნდა იბრძოლოთ, ყველაფერი უშედეგო იქნება. სამსახურში დავალების შესრულებისთვის ჩვეულზე მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ, თუმცა შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი შემოსავლის მიღება, თუმცა ეს განსაკუთრებულ სიხარულს არ მოგიტანთ —„ადვილი ფული“ თქვენთან დიდხანს არ გაჩერდება. ამ დღეს არაფერი დაგეგმოთ — მოულოდნელი შეხვედრა გეგმების შეცვლას გაიძულებთ.

ლომი

ეს დღე არასასიამოვნო სიურპრიზებით სავსეა. თქვენი იღბლიანობა შურიან ადამიანებს მოსვენებას არ აძლევს და ცდილობენ, როგორმე დაგაზიანონ. მათთან დაპირისპირებაში დრო და ძალა არ დახარჯოთ — ცხოვრება მათ თავად მიუჩენს ადგილს. მოახლოებული მგზავრობა კარგად ჩაივლის, ასევე გაჩნდება დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მტკიცე ხასიათით გამოირჩევიან და მიზნებს აღწევენ. სირთულეები არჩეული გზიდან ვერ გადაგახვევინებენ. ქალები მოერიდეთ გარიგებების ან გრძელვადიანი ხელშეკრულებების დადებას – არსებობს მოტყუებისა და თაღლითობის რისკი. სასურველია, რომ საღამოს მოერიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება.

სასწორი

ამ დღეს თქვენი ამბიციურობა წარმატების გზაზე დაბრკოლებას შეგიქმნით. შესაძლოა, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი ქმედებებით საერთო საქმე დააზიანოთ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღოთ. გირჩევთ, უპირატესობა გუნდურ მუშაობას მიანიჭოთ და კოლეგების რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, ამიტომ დიდ შესყიდვებს ნუ განახორციელებთ და ბიუჯეტის დაგეგმვაზე დაფიქრდით.

მორიელი

ძალიან ტრავმატული დღეა, განსაკუთრებული სიფრთხილე მამაკაც მორიელებს მართებთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან ეს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. ნურც მიზანმიმართულ რისკზე წახვალთ და აქტიური დასვენებისგანაც თავი შეიკავეთ. ავტომობილის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებას და ტელეფონზე საუბარს უნდა მოერიდოთ. ქალებს გარშემომყოფთა კრიტიკაზე ძალიან მტკივნეული რეაქცია ექნებათ.

მშვილდოსანი

თუ გსურთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ და გონებაში უამრავი იდეა და გეგმა გიტრიალებთ — ახლა მათი განხორციელებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიული საქმიანობით დაიწყოთ: ან სამსახური შეცვალეთ ან სამსახურის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. ეცადეთ, სხვის აზრზე დამოკიდებული არ იყოთ — თქვენ უკვე საკმარისი გამოცდილება გაქვთ, რომ საქმე დამოუკიდებლად აკეთოთ.

თხის რქა

დროა, შვებულება დაგეგმოთ — დაძაბულმა სამუშაომ და ოჯახურმა პრობლემებმა ძალიან დაგღალათ. ეცადეთ, ძალები დროულად აღიდგინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. სიფრთხილე გამოიჩინეთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში — შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს. საქმიანი საუბრები უმჯობესია მომავალი კვირისთვის გადადოთ.

მერწყული

გადაღლის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. შესაბამისად, სასიცოცხლო პოტენციალი ყველა სფეროში შემცირდება. ნუ ინერვიულებთ — ყველაზე რთულ სიტუაციებში მეგობრები დაგეხმარებიან. გირჩევთ, უსიამოვნო ფიქრებისგან ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ, რომლებზეც ბევრ ენერგიას დახარჯავთ.

თევზები

ამ დღეს იღბალი ზურგს შეგაქცევთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. მუშაობის დროს დაშვებულმა შეცდომებმა შეიძლება ფინანსური დანაკარგები გამოიწვიოს. დიდი აქტივობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ რემონტის დაწყების ან სახლში ავეჯის გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა 2017 წლის რეფორმა, კონსტიტუცია იქცა ეროვნული ინტერესების გამომხატველ დოკუმენტად, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა -შალვა პაპუაშვილი

განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა, ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს, საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ კონსტიტუციას ეკუთვნის.

„დღეს საქართველოში დიდებული დღეა, გვაქვს პატივი, ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე. ეს არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ზრდასრულობის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნიშანსვეტი. ზუსტად სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, პარლამენტის დროებით დარბაზში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია. ბუნებრივია, რომ საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობის მტრები ვერ შეეგუებოდნენ ქვეყნის ახლიდან დაბადებას. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს, როდესაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციაზე ხელმოწერის ცერემონია, იმელის ეზოში აფეთქება გაისმა. იმ დღეს, 30 წლის წინ განგებამ დამოუკიდებელი საქართველო ახალ ქაოსს გადაარჩინა. ამ აფეთქებამ დაასრულა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი საქართველოში, შიდა აშლილობა, სამოქალაქო ომი და ანარქია. ამ დღიდან დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო. კონსტიტუციის მიღება იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი რესპუბლიკა დაშენდა. იმავე წლის შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუციით, ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა – ლარი, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და განვითარების გრძელი და რთული გზა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოში განვითარდა, მიუხედავად დაპირისპირებისა და ომისა, საქართველოს განახლებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისტორიაში დარჩა, უპირველესად, როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენი და გამომცხადებელი.

„ისტორია ასევე მიუჩენს კუთვნილ ადგილს იმ დამსახურებისათვის, რაც მიუძღვის მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, კონსტიტუციის მიღებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისათვის. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლისუნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი. 30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა, მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა. განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული. საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს. საქართველო შედგა, როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ ჩვენს კონსტიტუციას ეკუთვნის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1994 წელს დაბადებული ბ.შ. ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის, მათი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებითაც.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის არასრულწლოვან შვილებსაც.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითა და 11 პრიმა 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე, ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა გასული 30 წლის განმავლობაში -ირაკლი კობახიძე

მინდა, მოგილოცოთ საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე, 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონსტიტუცია და კონსტიტუციონალიზმის განვითარება არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს კონსტიტუციის 30 წლის იუბილე. სწორედ 30 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების ახალ ეტაპს, შესაბამისად, სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის ეს არის მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული თარიღი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კონსტიტუცია არის სახელმწიფოს სარკე და კონსტიტუციონალიზმის განვითარებაც არის სახელმწიფოებრიობის განვითარების ნამდვილი სარკე. ეს შეიძლება ითქვას საქართველოს მაგალითზე. ზუსტად ისეთი იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიერ განვლილი გზა გასული 30 წლის განმავლობაში, როგორი გზაც განვლო საქართველოს კონსტიტუციამ, ქვეყნის ძირითადმა კანონმა. ეს გზა იყო მრავალი რთულით სავსე. პირველი 20 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა 30-ზე მეტი ცვლილება. ამ ცვლილებების უმეტესი ნაწილი მორგებული იყო მაშინდელი მმართველი ძალების სუბიექტურ ინტერესებზე. ამან რა თქმა უნდა, საკუთარი კვალი დაატყო ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის განვითარებას. კონსტიტუციის არასტაბილურობა და კონსტიტუციისადმი უდიერი დამოკიდებულება პირდაპირ აისახა ჩვენი სახელმწიფოს არასტაბილურ განვითარებაზე. როდესაც ჩვენ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე, კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის თაობაზე, მიზნად დავისახეთ სწორედ კონსტიტუციის დემოკრატიული წესით და ფორმით ჩამოყალიბება, მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა და განმტკიცება“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია

„როდესაც ისტორიას ვიხსენებთ, განსაკუთრებული გულისტკივილით უნდა გავიხსენოთ 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც ავტორიტარული ქვეყნების სახელმწიფოების მაგალითზე საქართველოში ჩამოყალიბდა პროავტორიტარული კონსტიტუცია. სწორედ ამან შეუქმნა ნიადაგი 2004-2012 წლებში ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებას. სწორედ ამ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ დავდექით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, შეგვექმნა სრულიად ახალი, ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის სტაბილურ, გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. მე კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და შემდგომ საქართველოს პარლამენტმა ამ მიზანს სრულად მიაღწიეს – დღეს ჩვენ გვაქვს ევროპული სტანდარტების, სტაბილური კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

რას მოუტანს 23 აგვისტოს ახალი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებს

ახალი მთვარე დადგება იმ მომენტში, როცა მზე ლომის ნიშანიდან ქალწულში გადადის. ამიტომ ამ მოვლენას ერთდროულად თან ახლავს ლომის ცეცხლოვანი ენერგიის დასრულება და ქალწულის სიმკაცრის, მოწესრიგებისა და თანმიმდევრულობის დასაწყისი. ეს არის იდეალური დრო, რომ ყურადღება მივაქციოთ ყოველდღიურ რუტინას, კარიერას და ჯანმრთელობას. ყველაფერი, რასაც სისტემური მიდგომა სჭირდება, ახლა ყველაზე მეტად იქნება შედეგიანი.

რას მოუტანს აგვისტოს ახალი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებს:

ვერძი

ახალი მთვარე ყურადღებას სამუშაოსა და ვალდებულებებზე გადაგატანინებს. დაბურუნდი ძველ, გადადებულ პროექტებს და მიეცი მათ მეორე შანსი. ასევე, ყურადღება მიაქციე ყოველდღიურ რუტინას — სასარგებლო ჩვევების დანერგვა ენერგიასა და წარმატებას მოგიტანთ.

კურო 

რეტროგრადული მერკურის რთული პერიოდის შემდეგ შვებას იგრძნობ. ახლა აუცილებელია დაუბრუნდე საყვარელ ჰობებს ან ძველ გატაცებებს. ეს დაგეხმარება ენერგიის აღდგენაში და ახალი ეტაპის დასაწყებად ძალების შობილიზებაში.

ტყუპები 

ახლა მთავარი ყურადღება სახლსა და ოჯახზე უნდა გადაიტანო. შესაძლებელია ვალდებულებების გადანაწილება ან საოჯახო საკითხების გადახედვა. კარგი დროა მცირე რემონტისთვის, ან თუნდაც, ავეჯის გადაადგილებისთვისაც.

კირჩხიბი 

კომუნიკაციაში და სწავლის პროცესში ახალი ეტაპი გელის. შეიძლება ძველი ნაცნობები დაბრუნდნენ შენს ცხოვრებაში. ასევე, შესანიშნავი დროა ახალი უნარების შესაძენად, ან ცოდნის გასაღრმავებლად.

ლომი

ფინანსები ხდება მთავარი თემა. ხარჯებისა და შემოსავლის გადახედვა აუცილებელია. მოაგვარე ვალები და კრედიტები, მაგრამ თავი შეიკავე დიდი, უაზრო დანახარჯებისგან — ქალწული პრაქტიკულობას მოითხოვს.

ქალწული 

ახლა შენი სრული „რესტარტის“ დროა. შეცვალე ცხოვრების სტილი: დაიწყე ვარჯიში, კურსები ან მოგზაურობა. თუ მზად არ ხარ რადიკალური ნაბიჯებისთვის, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვაც საკმარისი იქნება — თმის შეჭრა, გარდერობის განახლება სიახლეს მოგიტანს.

სასწორი

შენთვის შეჯამებების პერიოდია, როცა ჯობს იმაზე უარის თქმა, რაც აღარ მუშაობს, საუკეთესო შედეგს მოიტანთ მარტოობაში გატარებული დღე, სადაც შეძლებ დაფიქრდე და ახალი მიზნები დაისახო.

მორიელი 

წარსულთან დაბრუნება შესაძლებელია. ძველი კავშირებისა ან საქმეებს აღდგენა, რომლებიც ოდესღაც მიატოვე. ახალი მთვარე საუკეთესო დროა შერიგებისთვის.

მშვილდოსანი

კარიერა და ამბიციები ფოკუსშია. დაბრუნდი ძველ პროექტებთან ან დაიწყე ახალი. შენი ძალისხმევა მალე დაფასდება და მატერიალურ სარგებელს მოგიტანს.

თხის რქა 

გიჩნდება სურვილი, ისწავლო, იმოგზაურო და ჰორიზონტები გააფართოვო. თუ ყველაფრის თავიდან დაწყებას ფიქრობდი, ახლა შესაფერისი დროა. შეიძლება ახლობლებიდანაც სასიამოვნო ამბები მოისმინო.

მერწყული

იფიქრე ემოციურ მდგომარეობაზე. უნდა დაიბრუნო საკუთარ გრძნობებზე კონტროლი. თუ ვინმე ენერგიას გაცლის, დროა ეს ურთიერთობა გადააფასო. შეიძლება სერიოზული საუბარი გახდეს საჭირო, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

თევზები

სიყვარულისა და რომანტიკის სფერო განსაკუთრებით გააქტიურდება. პარტნიორებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ, ხოლო თავისუფალ თევზებს საინტერესო ურთიერთობა მოელის. თუმცა, ფრთხილად — შესაძლოა ყოფილი დაბრუნდეს და მისი მიზნები ყოველთვის პოზიტიური არ იყოს.

თურქეთმა ზანგეზურის კორიდორის პროექტის საკუთარი მონაკვეთის შენება დაიწყო

თურქეთმა ზანგეზურის, იგივე ტრამპის კორიდორის პროექტის საკუთარი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. საუბარია 244-კილომეტრიან სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც აზერბაიჯანის ექსკლავის, ნახიჩევანის საზღვართან, დილუჩუში დაიწყება და არაკლისა და იღდირის გავლით ქალაქ ყარსში დასრულდება. პროექტის ღირებულება $2.8 მილიარდი დოლარი იქნება და 2030 წლისთვის დასრულდება.

გეგმის თანახმად, მოეწყობა რკინიგზის ორმხრივი ზოლი, ასევე აშენდება 600-მდე მცირე და დიდი ზომის გვირაბი და ხიდი. პროექტის დასრულების შემდეგ, რკინიგზას წლიურად 5.5 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეეძლება. ასევე შესაძლებელი იქნება 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა.

თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ ტრამპის კორიდორს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზამკვლევი უწოდა და აღნიშნა, რომ მასში თურქეთი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს. ეს კი, თავის მხრივ, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, თურქეთს კი შუალედური დერეფნის ცენტრალურ მოთამაშედ აქცევს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე.

დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას.

თურქეთში უკრაინის ელჩი: თურქეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში განიხილავს

თურქეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს, სულ მცირე, შავი ზღვის ომის შემდგომ განაღმვით სამუშაოებში. ანკარა, ასევე, განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, – ამის შესახებ RBC-Ukraine, თურქეთში უკრაინის ელჩის ნარიმან ჯელალის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„გუშინ შევხვდი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. თურქეთი მზადაა, უახლოეს მომავალში შეუერთდეს შავი ზღვის განაღმვით სამუშაოებს“, – აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, თურქეთი იმ 10 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომლებიც უკვე პოტენციურად მზად არიან სამხედრო პერსონალი გაგზავნონ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის ფარგლებში.

„ჩვენ მივესალმებით თურქეთის მხრიდან ასეთ ნაბიჯებს“, – დასძინა ელჩმა.

CNN: რუსეთი თვეში 6 000-ზე მეტი „შაჰედის“ წარმოებას გეგმავს

რუსეთი თვეში 6 000-ზე მეტი „შაჰედის“ წარმოებას გეგმავს, – წერს CNN უკრაინის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით. ამავდროულად, რუსეთში გამანადგურებელი დრონების წარმოება ახლა გაცილებით იაფია, ვიდრე ომის დასაწყისში, როდესაც მოსკოვმა ისინი თეირანისგან შეიძინა.

როგორც გამოცემას სადაზვერვო წყარომ განუცხადა, თუ 2022 წელს რუსეთი ასეთ ერთ დრონში საშუალოდ 200 000 დოლარს იხდიდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70 000 დოლარამდე შემცირდა თათრეთის ალაბუგას დრონების ქარხანაში მასშტაბური წარმოების წყალობით.

ამავდროულად, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებით, ერთი Shahed-136 დრონის ღირებულება 20 000-დან 50 000 დოლარამდე მერყეობს. 

გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დრონების მიერ სამიზნეებზე დარტყმის პროცენტული მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც CSIS-ის ანალიტიკოსი იასირ ატალანი აღნიშნავს, აპრილის შემდეგ დაფიქსირებული შემთხვევების მაჩვენებელი დაახლოებით გაორმაგდა და 2024 წელთან შედარებით თითქმის 20%-ს მიაღწია, როდესაც დაფიქსირებული შემთხვევების საშუალო მაჩვენებელი 10%-ზე ნაკლები იყო.

„არ აქვს მნიშვნელობა, მოხვდება თუ არა „შაჰედი“ სამიზნეს. მნიშვნელოვანია, რამდენად მძიმედ მოქმედებს ეს ტერორის იარაღი მშვიდობიან მოსახლეობაზე და რა დატვირთვას ახდენს ის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“, – აღნიშნავს CSIS.

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ რუსეთის ტაქტიკაა „მუდმივი ზეწოლის შენარჩუნება“, „მათი სტრატეგია ახლა სულ უფრო მეტად ასეთ გამოფიტვაზეა ორიენტირებული“.

როგორც CNN აღნიშნავს, უკრაინა და რუსეთი იძულებულნი გახდნენ, გაეუმჯობესებინათ დრონების შესაძლებლობები. ამჟამად, ორივე ქვეყანა მუშაობს ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების შექმნაზე. ასევე, დრონების გამანადგურებლების შექმნაზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ, ის ბრძოლის უფრო იაფი მეთოდი იქნება, ვიდრე რაკეტების გაშვება.

„არსებობს მრავალი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელები ამ დრონების ნაწილს ცდიან, მაგრამ ჩვენ მათი ფართომასშტაბიანი გამოყენება არ გვინახავს. დრონი დაეხმარება უკრაინის სამხედროებს, შეინარჩუნოს (მათი) საზენიტო რაკეტების ნაწილი სარაკეტო დარტყმებისთვის“, – განაცხადა კატერინა სტეპანენკომ ანალიტიკოსმა ვაშინგტონის ომის შესწავლის ინსტიტუტიდან.