იანვარ – თებერვლის მონაცემებით, 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით და პოზიტიური დინამიკით დაიწყო. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საშუალო ეკონომიკურმა ზრდა 9.4% შეადგინა – იანვარში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელი 11.1%, ხოლო თებერვალში 7.7% იყო, – ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა რამდენიმე სექტორში, მათ შორის: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების; ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. თებერვალში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5,954 ერთეულს გაუტოლდა.
ამასთან, თებერვალში მნიშვნელოვნად, 8.7%-ით გაიზარდა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 5,954 შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით კი რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. 2024 წელს ასევე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ექსპორტის და ტურიზმის მიმართულებით – ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გასულ და მიმდინარე წლებში საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა მეტყველებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და სტაბილურობად ვითარდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.